დაუპატიჟებელი სტუმარი (14)
I. დილა ძალიან სასიამოვნოდ გაიწელა. ისევ იმ პოზაში იწვა ნაინა, რომელშიც დაიძინა და არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა ბერდიასთან ერთად, ასე ახლოს ძილი. არც მისი გუშინდელი ფიქრები გამართლდა. პირიქით, ასე ტკბილად და უშფოთველად, თითქმის არასოდეს უძინია. ხვიბლიანს ძილშიაც შეკრული ჰქონდა წარბები, ხოლო მოწითალო ტუჩები უფრო ფორმაშეცვლილი და გამობურცული. ერთი შეხედვით, ნამდვილ სვანურ იერსახეს ინარჩუნებდა ნებისმიერ ასპექტში. ჯერ ერთი თვვალი გაახილა, მერე მეორე. ისევ იმ გარემოს მოავლო თვალი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, ძალიან კარგად შეისწავლა. იგი ძალიან მოკრძალებული, ხის ნივთებით გაწყობილი და მყუდრო იყო. ერთი კედელი მთლიანად წიგნების თაროებისთვის იყო დათმობილი, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ პატრონს კითხვა ძალიან უყვარდა. მკვეთრი მოძრაობებისგან თავს მაქსიმალურად იკავებდა, რადგან არ უდოდა ხვიბლიანიც გაეღვიძებინა, თუმცა ბიჭის სუნთქვის ინტერვალების გაზრდით მიხვდა, რომ მასაც ღვიძავდა. -ბერდია, გღვიძავს? -იკითხა ინტერესით, თუმცა კითხვაზე სასურველი პასუხი ვერ მიიღო. -ბერდია, ვიცი, რომ გღვიძავს. -უფრო საკუთარ თავს არწმუნებდა თავის სიტყვებში ვიდრე ხვიბლიანს. -ადექი ჩემი ხელიდან, -როგორც იქნა, თქვა რაღაც, თუმცა მიმიკა ისევ უცვლელი ჰქონდა და თვალიც არ გაუხელია. -რატომ, მე მშვენივრად ვარ მოკალათებული! -ეშმაკურად ააციმციმა თვალები გოგონამ და უფრო უკეთესად მოექცა მის მკლავებში. -ხელი გამიბუჟდა, გოგო! -უთხრა ტკივილიანი ტონით და სახე დამანჭა, თან მისი მწვანე თვალების გახელაც ინება. -ასე სუსტ სხეულს ვერ ზიდულობს შენი ხელი? -მთელი ღამე, ჩემ ხელზე იყავი გაწოლილი, ქალბატონო! კიდევ უმადური ხარ. -სულაც არ ვარ უმადური, უბრალოდ კარგად ვგრძნობდი თავს შენ ხელზე.. -ფორთხიალით მიიწია თავის მხარეს და ცივ ზეწარზე დაიკავაა ადგილი. დაწითლებული ხელი ოდნავ გადახარ-გადმოხარა ვაჟმა და ისევ თავის ადგილას დააბრუნა. -არა, რა გეგონა, რომ მომყვებოდი, გზა იცოდი თუ კვალი? -ისევ გუშინდელ თემას დაუბრუნდა ხვიბლიანი, რაზეც უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები გოგონამ. -ხომ გითხარი, დრო ვიხელთე და ბოდიშის მოხდა მინდოდა-მეთქი! -ნუ ხარ ბრაზიანი, ნაინა! -უსაყვედურა. -არ ვარ ბრაზიანი.. სათნო ვარ! -ჩაიფხუკუნა ჩუმად და პირზე ხელი აიფარა, ხმამაღლა რომ არ გამოსვლოდა სიცილი. -ეშმაკი ხარ, -ოდნავ შესამჩნევად ბერდიამაც გაიღიმა. -რომელი საათია, ნეტა? -ინტერესით ააყვარყვარა თვალები. -შვიდია, და ჩემი ადგომის დრო დადგა.. -ხვნეშით წამოიწია ხვიბლიანი და სახე დამანჭა, აშკარად ენანებოდა საწოლთან მშორება. -შენ სულ ასე ადრე დგები? -ხო, სანამ აქ ვარ.. -გინდა დაგეხმარო? -შენ რაში უნდა დამეხმარო? -ირონიულად უპასუხა ბიჭმა და თმა უკან გადაიწია. -მსხვილფეხა ცხოველების მოვლაში. ძროხის წველა მასწავლე და ყველს ანანია ამომაყვანინებს! -მტკიცედ გადადგა ნაბიჯები კარისკენ და შარვალი შეისწორა. -ოღონდ ჯერ თმა დაივარცხნე, თორემ არც ერთი ცხოველი არ მოგეკარება! -ჰაჰა, -გაიცინა უემოციოდ,-ხუმრობა ვისწავლეთო? -ნუ გაქვს გრძელი ენა! -უსაყვედურაა სვანმაც და ისიც უკან მიჰყვა თმების სწორებით გართულ გოგონას. II. მსუბუქად რომ წაიხემსეს დილით, ნაინა ვაჟს მანამდე არ მოეშვა, სანამ არ აეკიდა და ძროხებთან არ წაჰყვა მოსავლელად. -ამ ყველაფერს შენ მარტო უვლი ხოლმე? -არა, ანანიაა ამ ყველაფერის მომვლელი, მაგრამ რაღამც შენ ასე მოინდომე.. -კარგი, მოდი, მასწავლე როგორ უნდა გავაკეთო.. დაახლოებით, ერთ საათში მოამთავრეს თავისი საქმე და რძე ანანიას მიუტანეს. შემდეგ ხვიბლიანმა ცხოველები აუშვა და ყველა რიგ-რიგობით გამოვიდა სადგომიდან. ეზოდან რომ გარეკეს ისინი, მერე მაღალ აღმართს აუყვნენ და ნელ-ნელა უხმოდ გაჰყვნენ უკან. ხმას არც ერთი იღებდა. ნაინა ამ არაჩვეულებრივი ბუნებით და სანახაობით ტკბებოდა. ხანდახან თუ გახედავდა ხვიბლიანს, რომელიც მკაცრი სახით გაჰყურებდა ჰორიზონტს. ბიჭი გზადაგზა ესალმებოდა მეზობლებს, თუმცა არც ერთი მათგანი არ კითხულობდა გოგონას ვინაობას და ეს კარგიც კი იყო. ბერიძე უხერხულ მდგომარეობაში მაინც არ ვარდებოდა. -ნეტა სულ აქ შემეძლოს დარჩენა, -ამოილაპარაკა თავისთვის. -მაშინ მოგიწევს, ქალაქში ყველაფერი მიატოვო. შენ ამას შეძლებ? -ერთხელ უკვე მივატოვე ჩემი ფუძე, იქ სადაც გავიზარდე.. მაგრამ მეორედ, ნამდვილად გამიჭირდება ნათლიაჩემის და მისი სახლის დატოვება, -ამოილაპარაკა მოწყენილი სახით და კვლავ გარემოს მოავლო თვალი. ამდენი სიარულისაგან უკვე დაიღალა, მაგრამ არც კი ემჩნეოდა. პირიქით, ძალიან სიამოვნებდა ამდენ სიარული, თუნდაც ბერდიასთან ერთად. ბიჭსაც არ უნდოდა ხმის ამოღება როგორც ჩანს. ახლა ეტყობა, რომ მასზე ნაწყენი აღარ არის, მაგრამ არც მასთან საუბარი სურს. საუბრის წამოსაწყებად თემა ვერ იპოვა, ამიტომ ისევ ჩუმად დაუყვნენ სახლამდე გზას. შინ მისულებს ყველა გამოღვიძებული დახვდათ. ლილე მარიამს უვლიდა, ვაჟა - ლილეს. ისეთი სასიამოვნო სანახავი იყო მათი სახეები, ალბათ, არასოდეს მობეზრდებოდა ვინმეს მათთვის მზერა. ანანია ღიმილით შემოეგება წყვილს და გაწყობილ სუფრასთან მოიპატიჟა. ხვიბლიანს მაგიდის თავში მოუწია დაჯდომა, ნაინას კი მის მარჯვნივ. უხმაუროდ მიირთმევდნენ სადილს, მხოლოდ მარიამის ღუღუნი ისმოდა. მცირედ იკიკნავა ნაინამ, ამას ჭამა არ ერქვა. არ მშიაო, იმიზეზებდა, შემდეგ ხალხისგან თავი დაიძვრინა და მარიამი გაიყვანა ეზოში, ხეებს შორის ჰამაკში მოთავსდა და გოგონა კალთაში ჩაისვა. ულამაზესი იყო პატარა ანგელოზი, სულ იღიმოდა, სულ.. რაც ძალიან უხდებოდა. ყოველთვის უნდოდა ასეთი შვილი ჰყოლოდა, ნაზი და წყნარი. წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ ეთამაშებოდა, აჭმევდა. გოგო განსაკუთრებით უნდოდა, თმებს გაუკეთებდა, ბევრ, ძალიან ბევრ კაბას უყიდიდა და თოჯინებით ეთამაშებოდა. თუმცა, ბიჭიც უნდოდა ჰყოლოდა.. პატარა ვაჟ-კაცი, რომელიც მის უმცროს დაიკოს ყოველთვის დაიცავდა.. ფიქრებში გართულს, გვერდით ვიღაც მიუჯდა. მალევე გამოერკვა და დაინახა, მასზე დაკვირვებით მომზირალი ხვიბლიანი, რომელიც ცალი ხელით მარიამს ეთამაშებოდა.. -მახსოვს, დედას ძალიან უნდოდა მის შვილიშვილს მოსწრებოდა. ჩემ გარდა, შვილი არ ჰყავდა და ისე მექცეოდა როგორც განსაკუთრებულ, უნივერსალურ არსებას. მშობლებს ჩემზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე.. ისინი ჩემს შვილებსა და ბედნიერებას ვერ მოესწრნენ.. ვერც მე მოვესწარი მათი გაბრწყინებული სახეების ხილვას. არ იცოდა , რატომ უთხრა ეს ხვიბლიანს, მაგრამ გულის ნადები ვინმესთვის უნდა გაემხილა. ბიჭი მშვიდად უსმენდა და ხმას არ იღებდა. მარიამსაც მის გულზე ჩამოსძინებოდა და მშვიდად ფშვინავდა. -ჩაეძინა. -ღიმილით აღნიშნა ბიჭმა. -აი , ლილე მოდის და წაიყვანს. გოგონამ უსიტყვოდ გამოართვა ბავშვი და სახლისკენ შებრუნდა.. -წამო, რაღაცას განახებ! -უცებ ჩაავლო ხელი მკლავში ბერდიამ გოგონას და ფეხზე წამოაყენა. III. ძალიან, ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა ხვიბლიანმა გოგონა. იქედან მხოლოდ ღრუბლებს ხედავდა და ასე ეგონა, თითქოს ისიც ერთ-ერთ მათგანზე იდგა. პირდაღებული უყურებდა ამ სანახაობას და სიტყვები არ ჰყოფნიდა, რაიმეს სათქმელად. ჯერ ხვიბლიანს გადახედა, ამაყად რომ გაჯგიმულიყო, მერე მიწიერ სამოთხეს და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მის გვერდით მდგომი სვანისკენ. -ადრე რომ ეთქვათ, შენს საყვარელ კაცს პირველი შენ აკოცებო, სიცილით მოვკვდებოდი, ახლა კი ვხვდები, რომ ამაში არაფერია სასირცხვილო... არც თავმოყვარეობის შელახვას ნიშნავს ეს ყვე... -სიტყვის თქმა არ დასცალდა, ისე იგრძნო რაღაც ცხელი საკუთარ ბაგეებზე.. როცა გააცნობიერა, თუ რა იყო ეს, სიამოვნებისგან კინაღამ სული განუტევა. ასე ეგონა, სული სხეულს გამოეცალა და იმ ღრუბლებზე დაიწყო სიარული, მის გონებაში დაუვიწყარ სანახაობად რომ ჩაიბეჭდა. ამდენი ემოციისგან ყველანაირი ძალა გამოეცალა სხეულიდან და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, პირველად იგრძნო თავი გაუცნობიერებელ ბედნიერებაში გადახლართულად. ------ძლივს ძლივობით დადებული ახალი თავი. ჩემი კომპიუტერი, ჩემი არ იყოს, ვერაა ჭკუაზე! ბოდიში პატარა თავისთვის, მაგრამ ერთხელ უკვე წამეშალა დაწერილი თავი და მეორედ სრულიად უმუზოდ დავწერე. მერე კომპიუტერმა გაჭედა და ნახევარი ისევ წაიშალა. ნერვები მაქვს მოშლილი. აბა, მაინც შემიფასეთ. მადლობა, ყველას ვინც კომენტარს იმეტებთ ჩემთვის. დააფიქსირეთ თქვენი აზრი. მანამდე ვერ ვიცლიდი, ახლა კი ყველას გიპასუხებთ კომენტარზე! მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.