შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებების ზღვაში "4 თავი"


21-07-2015, 13:03
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 3 198

დილის 6 იყო, როდესაც ნინიამ თვალი გაახილა. გაუკვირდა და სიხარულის პატარა ტალღამაც მოიცვა მისი ,,მოსისხლე მტრის’’ დანახვაზე. ორ მეტრამდე დემე პატარა დივანზე მოკუნთულიყო. ძილისაგან დაბალზე შეჭრილი თმა სასაცილოდ აფოფროდა, მსხვილი ტუჩები კი კიდევ უფრო გაწითლებულიყო. ჯერ გამაცივა, ახლა კი მივლის , რა უცნარი ბიჭია - გაეფიქრა და ყელის ტკივილისა და წყლის წყურვილისაგან დაღლილი შეეცადა, რაც შეიძლება ჩუმად დაეტოვებინა ოთახი. ის იყო ოთახი უნდა დაეტოვებინა და სამზარეულოში შეებიჯებინა რომ, დემემ თვალი გაახილა, მარდად წამოიწია დივნიდან და ნინია ისევ საწოლში დააბრუნა.
- გაგიჟდი, რას აკეთებ ? შენთვის ადგომა არ შეიძლება - ოთახი დემეს სასიამოვნო, ძილისაგან უფრო დაბოხებულმა ბარიტონმა გაკვეთა.
- მე, მე უბრალოდ წყალი მინდოდა - ალუღლუღდა შეშინებული ნინია და საკუთარ თავზე ნერვებიც მოეშალა რომ ასე დაიბნა.
დემემ წყალი მიაწოდა და გოგომაც ერთიანად გამოცალა. ნინიას აღარ ეძინებოდა, როგორ არ სცადა ძილის შებრუნება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. დემემ საწოლთან ახლოს მიაჩოჩა სკამი და შეეცადა ნინიასთან დიალოგი გაება, მის შესახებ უფრო მეტი შეეტყო და გოგონაზე მოხდენილი პირველი შთაბეჭდილება გაექარწ....ბინა. ზოგადი ინფორმაცია გაცვლას და დემემ იგრძნო, რომ ნინიას მიერ ძილში მოხსენიებული უცნობი და გოგონას მუდარა მოსვენებას არ აძლევდა. იცოდა, რომ ჯერ ერთმანეთს წესიერადაც კი არ იცნობდნენ, მაგრამ ვერაფრით შეეძლო გაჩუმება.
- ის უცნობი, რომელსაც ძილში ახსენებდი და დარჩენას სთხოვდი ვინაა ? - მორიდებულად შეეკითხა დემე და იმ წამსვე ინანა, როდესაც ნინიას თვალები ჩაქრა, სახე დაუსევდიანდა და სულ რაღაც ორიოდე სიტყვა უთხრა.
- გთხოვ, ამ თემაზე არასოდეს არაფერი მკითხო. უბრალოდ საუბარი არ შემიძლია. გულს ამოაყოლა ეს სიტყვები და გვერდი იცვალა, რათა მოწოლილი ცრემლი შეუმჩნევლად მოეწმინდა.
მალევე ოთახის კარი თაიამ შემოაღო და დემე სულ ძალით გააგდო დასასვენებლად. ის დღე საწოლში გაატარა, საბედნიეროდ, სიცხემ დაუწია და მეორე დღიდან შეძლებდა ზღვით დამტკბარიყო. საღამოს ხანს მოსწყინდა ერთ ოთახში ყოფნა და დიდი ხვეწნა- მუდარით თაია მისაღებში გაყვანაზე დაითანხა.ახლადშეძენილმა მეგობრებმა ერთხმად გაუნთავისუფლეს დივანი, ნინია წამოაწვინეს, პლედიც გაუსწორეს, თვითონ კი დიდ ხალიჩაზე მოთავსდნენ. ლილეს თავი ანდრიას მხარზე ჩამოედო, ბიჭსაც მაგრად მოეხვია ხელები და თითქოს სულ სხვა განზომილებაში გადასულიყვნენ. ბოლოს ისევ ტატომ იმარჯვა და პოეზიის საღამოს მოწყობა გადაწყდა. ანდრიამ ლილეს ,,მიყვარხარ ძლიერ ძლიერ’’(შანდორ პეტეფის) წაუკითხა. ოთახში გამეფებული სიჩუმე ლილეს ჩუმმა ცრემლებმა და მეგობართა მქუხარე ტაშმა დაარღვია. ლილემ თავისი ნაზი ხმით ,,უსიყვარულოდ“(გალაქტიონ ტაბიძის) მიუძღვნა. თაიამ, გაგამ და ტატომ ჯერ რა დროს სიყვარული და ტანჯვაო და მხიარული, სალაღობო ლექსები წარმოთქვეს. ბოლოს დემე და ნინია დარჩნენ. ნინიამ თავისი წკრიალა, მაგრამ ყელის ტკივილისგან ოდნავ ჩახლეჩილი ხმით ოთარი ჭილაძის ,,ადამიანი უფრო მეტია’’ წაიკითხა. საღამოს კულმინაცია დემეს გამოსვლა იყო. მეგობრები მუდამ სერიოზული, უჟმური დემესგან ჯუჯღუნს მოელოდნენ. დემემ კი ყოველგვარი გართულების გარეშე დაიწყო ,,10 წამია რაც გააგიცანი“ (ნიკო გომელაური)
,, 10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი - ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა - წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი, თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე.“
გასაოცარი, თითქოს ღვთაებრივი ჰანგებივით გაიჟღერა დემეს ხმამ. მეგობრები ბოლომდე , ალბათ, ამ წუთას ჩასწვდნენ დემეს სულის სიღრმეს. ნინიასთან თვალმოუშორებლად, თაფლისფერებში ჩაძირული კითხულობდა და იმ წამს საუკუნის გაჩერებას ითხოვდა. ო როგორ უნდოდა სიმორცხვისგან აწითლებული ნინიას გულში ჩაკრა და სადღაც, თუნდაც სამყაროს დასალიერში გადაკარგვა სადაც მარტო ნინია და ის იარსებებდნენ, სადაც იქნებოდა მათი ,,ჩვენ“ და არა ცალკე ნინია და ცალკე დემე. მართლაც ნინიასადმი გრძნობებს ხომ ამ ლექსზე კარგად ვერაფერი გამოხატავდა. ჯერ უნივერსიტეტში მოეწონა, არა ახლაღა მიხვდა, რომ დანახვის წუთიდან დაიპყრო მაშინ უცნობმა გოგონმა მისი სული. გაიაზრა, რომ სწორედ იმ პირველი წამიდან უხილავი და ყველაზე ძლიერი ძაფებით გადაება ნინიას. ‘’10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე“ მთელი გრძნობით ამოთქვა და ნინიას მიაშტერდა. მეგობრები ერთი მეორეს მიყოლებით გაიკრიფნენ მისაღებიდან. ყველამ იგრძნო, რომ დემემ თავისი სულის კარი გაუღო ნინიას. დაბნეული ნინია თითებს ერთმანეთში ბლანდავდა და სიმორცხვისაგან თავი დაეხარა. დემემ ვეღარ შეძლო თავის შეკავება. ფრთხილად მიჩოჩდა ნინიასთან, ეშინოდა რომ გოგონას შეაშინებდა და დააფრთხობდა. ნელ-ნელა მიიწია დივნამდე, გაბედა და დაბნეული ნინია გულში ჩაიკრა, ძლიერი მკლავები აცახცახებულ სხეულს მოჰხვია და ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა სამი ერთი შეხედვით უბრალო, ჩვეულებრივი, მაგრამ მთელი სიცოცხლის არსის დამტევი სიტყვა - მე შენ მიყვარხარ... რას გასცვლიდა რომ ნინიასგანაც იგივე გაეგონა. მალე დემეს მაისური ცრემლების ნაკადმა დაფარა, გულში რაღაც ჩასწყდა ნუთუ ნინიასათვის ჯერ არ უნდა გაემხილა თავისი გრძნობების შესახებ. მაგრამ გულმა რომ ვეღარ შეძლო ამდენის დატევა, სულმა ეულად სიარული და მონათესევი სულისგან შორს ყოფნა. ეგონა ხორცებს აგლეჯდნენ გოგონას თითოეულ ცრემლზე, ეტკინა, სულის ყოველი კუნჭული მოიარა ენით აღუწერელმა სიმარტოვის განცდამ, ყველაფერს დათმობდა და არა ნინიას ასეთ სიჩუმეს... სიკვდილამდე გაუჭირდა, მაგრამ შეძლო და გოგონას თავისი ძლიერი მკლავებიდან გათავისუფლება დაიწყო... ხელი ნელ-ნელა შეუშვა, არ ეთმობოდა წამის წინანდელი მისთვის ნეტარი წამები... ეგონა მოეჩვენა, როდესაც ნინიამ მისკენ დაქაჩა, გაუბედავად, ნაზად მოხვია სუსტი მკლავები და თავისი მთელი ძალით ჩაეხუტა. გულის ცემა აუჩქარდა, ერთ წამს ისიც კი გაიფიქრა, გავგიჟდი და უკვე ნინიას სითბო მელანდებაო, საბოლოოდ დარწმუნდა გაგიჟებაში, როდესაც ნინიამ თავისი თაფლისფერები სითბოსა და სიყვარულით აღსავსე მიაპყრო დემეს ზღვისფერებს და გაუბედავი ხმით ჩაიჩურჩულა - დემე, მიყვარხარ მეც... ორი ერთმანეთისათვის გაჩენილი სული ერთმანეთს შეერწყა, დედამიწიდან ცამდე, ციდან გალაქტიკამდე, ბოლოს დედამიწამდე იფრინეს...
მოგონებების ზღვაში "4 თავი"

ორივემ იცოდა, რომ ეს წუთები საუკუნეს უდრიდა, იპოვეს რაღაც ძვირფასი, ისეთი, რაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ამიერიდან მათი ცხოვრება სრულიად განსხვავებული, სავსე და ბედნიერი მომენტებით აღსავსე იქნებოდა. არ ახსოვთ რამდენ ხანს იყვენენ ასე ჩახუტებულები, რეალობაში მეგობრების ყიჟინამ დააბრუნა წყვილი, რომელებიც ულოცავდნენ. არა, რა ეს ანგელოზი როგორ ჩაიგდე ხელთ ამ უჟმურმა - ხუმრობით თქვა ანდრიამ და მეგობრები გააცინა. დემემ ერთი შეუბღვირა ძმას, ნინია უფრო ახლოს მიიკრა და თან ძმას ბალიში გაუქანა.

***
დილით შიმშილის გრძნობამ გააღვიძა ნინია. თავიდან ძილის შებრუნება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და სამზარეულს მიაშურა. მაცივარში მხოლოდ ძეხვი და ბადრიჯნის სალათაღა დარჩენილიყო. ერთიანად გამოიყო ორივე კონტეინერი და მაგიდას მიუჯდა. კიდევ კარგი დღეს მიდის ექიმთან, ბავშვის მდგომარეობას შეამოწმებს. უკვე შეუძლია სქესის გაგება, მაგრამ ვერ გადაწყვიტა გაგება, ერთ წამს უნდა, მეორე წამს ამბობს ბავშვის დაბადებამდე გავძლებო. გადარია სოფო სკაიპით, ხან იმას ეწუწუნება და ხან ამას. რახან ქალაქში მიდის და მარაგიც ამოეწურა, სურსათსაც შეიძენს, თორემ შენაქოში ვერაფერს იყიდის. ცეკვა-ცეკვით ნელ-ნელა ჩაიცვა ტანსაცმელი, იმხელა მუცელი აქვს უკვე რომ ვეღარ გაიგო მეხუთე თვეშია თუ მეცხრეში, გულში ენერვიულება ეს ამბავი, თუმცაღა თავს ცუდზე ფიქრი აუკრძალა. სჯერა,რომ ადამიანის ფიქრები გადამდებია და ყოველთვის ცდილობს იმედის პატარა ნაპერწკალი გამოძებნოს და მას ჩაეჭიდოს. არა დღეს აუცილებლად გაიგებს ბავშვის სქესს. ფრთხილად ავიდა ავტობუსში და ადგილი დაიკავა, გზა უსაშველოდ გაიწელა. ვეღარ სძლებს, ისე აინტერესებს ბავშვის მდგომარეობა, სქესი, თან მოშივდა. ერთი-ორი ცრემლი წასკდა, ახლა დემე რომ ყოფილიყო აქ, სულ უღრან ტყეშიც რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად უშოვნიდა სასურველ ხინკალს. უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ტუჩები, შვილს მოეფერა და ჩანთიდან დილიტ გზისთვის გამზადებული ბუტერბროდი ამოიღო, მადიანად მიირთვა და ცოტა წაუძინა. როცა გაეღვიძა, უკვე ქალაქ ახმეტაში შედიოდნენ. ექიმის კაბინეტი გაჩერებათან ახლოსვე იყო და გზას ფეხით გაუყვა. დე ნეტა ვინ ხარ ჩემი გოგო თუ ბიჭი - ფიქრობდა და თან მუცლად მყოფ შვილს ეფერებოდა. წამს ფიქრობდა ბიჭი მეყოლებაო, მეორე წამს გოგოს გაიფიქრებდა. ბოლოს ნერვები მოეშალა, წაეკითხა დედა გუმანით ყოველთვის გრძნობს ბავშვის სქესსო და აგიჟებდა თავისი დაბნეულობა. ნაცნობი ექიმი ღიმილით მიესალმა და საწოლისკენ მიუთითა. რაღაც ჟელე წაუსვა ექიმმა და ეკრანისკენ მიანშნა, დაბნეული, ინტერესიანი თვალები მიაპყრო ეკრანს, წამით სუნთქვაც კი შეეკრა. ექიმმა რამდენიმე წუთი ეკრანს მიშტერებოდა და არაფერს ამბობდა, შეეშინდა, წამიერად ყველაფერი გაიფიქრა, ამდენი რომ არ ენრევიულა დემეზე ახლა ბავშვი ცუდად არ იქნებოდა, დემეც დაკარგა და ვინ იცის ახლა მის პატარასაც ვერ გაუფრთხილდა. ფიქრებიდან ექიმის ბედნიერებით აღსავსე ხმამ გამოიყვანა, ტყუპი გოგო და ბიჭი... არ იცის იმ წამს რა იგრძნო, სიხარული, სიყვარული, ტკივილი, მომავლის შიში და იმედი ერთიანად დაეჯახა. ბავშვების გულისცემა და მათი ფოტო ბედნიერების პიკი იყო... ბედნიერებისგან დარეტიანებული გამოვიდა კაბინეტიდან, რამდენიმე წამალი შეეძინა და ბაზრისკენ გაემართა. აი თურმე რატომაა ამხელა ბურთი, ახლა სამის მაგივრად უნდა ჭამოს და სულ აღარ ადარდებს ზედმეტი კილოგრამები. ერთ მოხუც ქალთან მივიდა და ყველა საჭირო პროდუქტი შეეძინა, ქალმა ამ ორსულ ქალს როგორ აგაწევინებო და მაშინვე შვილიშვილს დაუძახა. ბიჭმაც ღიმილით მოჰკიდა ხელი უამრავ პარკს და ნინიას ჰკითხა სად მიდიოდა. თვალები კვლავ ცრემლებით აევსო ასეთ მზრუნველობაზე, ბოლო დროს სტკივა თუ უხარია სულ ტირის, ალბათ, ორსულობის ბრალია. ბიჭმა ავტობუსამდე მიაცილა, ნინიამაც უამრავი მადლობა გადაუხადა და დაემშვიდა. საღამოთი შევიდა სოფელში ავტობუსი, ბებიის დანატოვარი სახლი მთავარი გზის ახლოს იყო და ადვილად შეზიდა პროდუქტები. ივახშმა და სკაიპს მიაშურა, რათა ემოციები თაიასთვის გაეზიარებინა, უკვე იცოდა რამდენს იკივლებდა დეიდაშვილი. ტელეფონი გახსნა და მესიჯიც მიიღო, ინტერნეტ პაკეტი ამოიწურაო. გაბრაზდა, აქამდე მაინც მიეღო, ახლა ქალაქში კარგა ხანი ვერ მოხვდება, იქნებ სოფელში ნახოს რამე. ანგარიშზე უკვე არსებული თანხით კი შეეძლო ყიდვა, მაგრამ სალაპარაკოს უფრთხილდებოდა. იქნებ რაიმე გადაუდებელ დროს დასჭირვებოდა. თაია მესიჯი მისწერა და დარეკვა სთხოვა. მალევე ტელეფონში დეიდაშვილის ბოლო ხმაზე კივილი ისმოდა. კინაღამ ყურმილიდან გადმოხტა, ბევრი ილაპარაკეს, თაია შეეცადა დემე სიტყვა ჩამოეგდო, მაგრამ როგორც კი იქნებ დაფიქრდე გაიგონა, თაია გაჩუმა და სთხოვა ამ თემაზე საუბრის დაწყებაც კი არ გაებედა. ერთმანეთს დაემშვიდობნენ, ნინიამ სამზარეულს მიაშურა, ბოლო პერიოდში ძალიან შეუყვარდა ეს ოთახი და მაცივარი. დანაყრდა და დასაძინებლად დაწვა.

დილა ჩვეულებრივად დაიწყო, მაგრამ შუადღისას სახლის კარი შორიდან ყვირილით შემოხსნა თაია. ნინია სიხარულიგან კიდევ უფრო გაიბერა, დიდხანს იკრავდა დეიდაშვილი გაბერილ ნინიას. ბოლოს სახლში შევიდნენ. რა გეგონა გოგო ჩვენს ტყუპებს ან შენ არ ჩამოგაკითხავდი? ტყუპებმა დამაჩქარეს, დღეიდან სულ ერთად ვიქნებით - მიუგო თაია და ნინიასთან ერთად ჩამოჯდა დივანზე.
უკვე იწვნენ, როდესაც თაიამ ვეღარ მოითმინა და ნინიას სთხოვა სულ ხუთი წუთით მოესმინა. რაც წამოხვედი და დაიკარგე დღე არ გასულა რომ დემეს,ლილეს, ანდრიას ან დარჩენებს არ დაერეკათ. იცი როგორი განადგურებული ხმა ჰქონდა,სიგიჟემდე ენატრები, წარმოგიდგენია ბიჭი, რომელიც ცრემლებს სისუსტედ და ლაჩრობად თვლიდა, ტელეფონში ტირილით მეხვეწებოდა შენი მისამართი მიმეცა. იქნებ მოგესმინა, შეცდომა ყველა ადამიანს მოსდის. ზედმეტად სასტიკად ექცევი დემეს, ხომ იცი ბავშვების შესახებ რომ სცოდნოდა საერთოდ არ აგერეოდა თამართან ურთიერთობა, დაქორწინდებოდით და არანაირი პრობლემა არ გექნებოდა. ახლაც ბავშვების შესახებ სიტყვას არ ეუბნები, შენთან თუ არა ბავშვებთან ყოფნის უფლება მაინც აქვს. იცოდე, ამ ამბავს ცხოვრების ბოლომდე ვერ დამალავ და როცა გაიგებს, არა მგონია დაგინდოს ამგვარი საქციელის გამო.
ნინია ჩუმად ისმენდა, იცოდა, რომ სიმართლის მარცვალი ერია თაიას სიტყვებში. ესმოდა, რომ დემე თუ სიმართლეს გაიგებდა, აღარ დაინდობდა. აი დაქორწინებაზე კი კინაღამ გაგიჯდა, რომელ დაქორწინებასა და სიამტკბილობაზე ელაპარაკებოდა, როცა თავისი თვალით დაინახა ბინაში, ოთახში და მათს საწოლში, იქ, სადაც დემეს ბოლომდე მიენდო თავისი სული და ხორცი დაუთმო, სხვასთვის გაეზიარებინა სარეცელი. მკლავები, რომლებიც ნინიათვის მოეხვია და სამუდამო ერთგულებასა და სიყვარულს ეფიცებოდა, ახლა სხვისთვის მოეხვია, ცხვირიც ნინიას კი არა ვიღაც უცნობის თმებში ჩაერგო. განა ნინიასთვის ადვილი იყო მამასთან განცდილი ტანჯვის მერე, სხვა ადამიანის ასე ნდობა, დემეს წინაშე საკუთარი მეს გაშიშვლება და სანაცვლოდ რა მიიღო, აღმოაჩინა, რომ დემესთვის ის ერთი ათასთაგანი იყო, არა ის ერთადერთი.



№1  offline წევრი anamaria11

Kaiaa momwonss male dadera

 


№2  offline წევრი Be_the_ONE

anamaria11
Kaiaa momwonss male dadera

ახლა ვწერ, დღეს ღამე დავდებ smile

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

სამი ტყუპი რააამბავია grin

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent