შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 23


21-07-2015, 13:22
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 465

კვირა დღე უაზროდ გავატარე.მალფოი მთელი დღე ვაჯიშზე იყო.მე კი იმის შიშით რომ "ახალს"არ ჩაევლო ჩემთვის,გარეთ არ გავდიოდი.ოთახშიც არ მომასვენეს ყველა ჩიკოზე ლაპარაკობდა,მთელი გრიფინდორის მდედრობითი სქესი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.ნეტავ ამათ ტვინში ჩამახედა.ისეთი მოსაბეზრებელი და ამაზრზენი იყო,ვეღარ გავუძელი.ქურთუკს ხელი დავავლე და გერეთ გავვარდი.ჯერ არ ვიცოდი სად წავიდოდი,მაგრამ იქ ყოფნას და მათი სისულელეების მოსმენას ყველაფერი ჯობდა.კიბეზე ჩავირბინე და ეზოში გავიჭერი.სახეში ცივმა ჰაერმა დამკრა,მესიამოვნა.ცოტა გამოვფხიზლდი.ვერაფერი მოვიფიქრე და ამიტომ ეზოში უაზროდ ხეტიალს მოვყევი,ღმერთო რა მოწყენილობაა,იმასაც რა ვარჯიში და თამაში აუტყდა.ისე გავერთე ფიქრებში ხიდის ბოლოს როგორ ამოვყავი თავი ვერც კი მივხვდი.
დიდხანს ვიდექი და უაზროდ მივშტერებოდი სივრცეს,მაგრამ ჩემი ყურადღება უფრო მნიშვნელოვანმა ვიღაცამ მიიპყრო.კედლის შევერილს ამოვეფარე და მშვიდად დავუწყე თვალის დევნება, უცნობ სილუეტებს, რომლებიც ხიდს უახლოვდებოდნენ, მაგრამ რამოდენიმე ნაბიჯის გადმოდგმის შემდეგ შეჩერდნენ და მეც შევძელი სილუეტების გარჩევა,ალბათ ჩემდა სამწუხაროდ დავინახე როგორ ეკურკურებოდნენ ახალ გოგოებს მალფოი, ზიბინი და ვიღაც უცხო სლიზერინელი.მალფოი ურცხვად უფათურებდა ხელებს იმ გოგოს და ეფერებოდა. ამ წამს დავრწმუნდი პარკინსონის სიმართლეში.ღვარად წამომცვივდა ცრემლები.უემოციოდ და უგულოდ ვტიროდი,მაგრამ მაინც ვტიროდი.სწრაფად მოვწყდი ადგილს,არ მინდოდა ვინმეს შევემჩნიე.ხიდი გადმოვჭერი და სკოლაში შევედი.გადავწყვიტე არაფერი შემემჩნია არავისთან.ორპირი ,უგულო ,მაგას ვანახებ და საპასუხო დარტყმისთვის მოვემზადე.ოღონდ ჯერ არ ვიცოდი როგორ.მისი სუსი წერტი ვოლდემორი და შავი ნიშანი იყო....მაგრამ ამჯერად ეს არ გამომადგებოდა....
დრაკო
სკოლაში ახალი გოგონები გადმოვიდნენ.თავიდან დიდად არ დავინტერესებულვარ, მაგრამ ბლეზი შემიჩნდა, ერთხელ გასეირნებით არაფერი დაშავდებაო.გარეთ ყოფნისას გოგონებს შევავლე თვალი, ურიგოები არ ჩანდნენ ერთხელ მართლა გავისეირნებდი კარგად...კვირა დღეს ვარჯიში მოვიმიზეზე და ანას დავუსხლტი.მე და ბლეზმა გოგონები ჰოგსმიტში დავპატიჟეთ.დიდად თავი არ დაუფასებიათ მაშინვე დაგვთანხმდნენ.მთელი დღე ერთად გავატარეთ ცოტა დავლიეთ.საღამოს კი ჩვენ ფარულ ოთახს მისაშურეთ და საქმეს შევუდექით........ამ პატარა „ხუმრობის“ შესახებ ანა ვერაფერს გაიგებდა,ამიტომ თამამად და უშფოთველად ვმოქმედებდი.გოგონები კი მკაცრად გავაფრთხილეთ კრინტი არსად დაეძრათ..
ანა
ძალიან შემცივნია.მკერდზე ხელები მაგრად მოვიჭირე და ნახევრად განათებულ დერეფანს გავუყევი.მინდოდა მეტირა,მეყვირა ,მაგრამ მაქსიმალურად ვიკავებდი თავს.არავის ნახვა არ მინდოდა,რადგან დარწმუნებული ვარ ყველაფერი სახეზე მეწერა.ჯინი კი ყველაფერს მიხვდებოდა და უამრავ კითხვას დამისვამდა.მე კი კითხვებზე პასუხის გაცემის თავი არ მქონდა.
გრიფინდორის კოშკში ავედი „მარტოსულების სასახლეში“.ცოტა ხანს მარტო ვიყავი და ყველაფერს ვაანალიზებდი.ნეტავ ასეთი რა დავაშავე,მაგრამ თავიდანვე ვიცოდი რომ ეს ასე იქნებოდა,ნეტა რაზე ვფიქრობდი....
-ჩემი ახალი მეგობარიც აქ ყოფილა.ჩიკოს სიტყვებმა გამომაფხიზლა,ისე როგორ დამადგა თავზე,რომ ვერაფერი გავიგე-რა ხდება მარტოობა მოგინდა?მე არაფერი ვუპასუხე და ცხვირი ავიბზუე.
-რატომ მებუტები რამე დაგიშავე?მაგრამ შეგიძლია ასე იყო, ძალიან საყვარელი ხარ.
ესეც ასე ეხლა უკვე ვიცი როგორ გავამწარო მალფოი,მაგრამ ახლავე ვერ ჩავუხტები კალთაში.
-ლაპარაკიც დაგავიწყდა?ისევ ჩიკომ გამომაფხიზლა
-არა.
-ისე ცოტა უხეში რომ არ იყო ძალიან საყვარელი ხარ.მაგრამ მალფოისთან ხარ ხომ?მაგრამ ეგ მგონი პრობლემა არ უნდა იყოს.ამხელა თავდაჯერებულობა საიდან...
-ასე სწრაფად გაიგე ყველაფერი?
-მაგის გაგებას რა უნდოდა?სიცილით მიპასუხა ბიჭმა.
ფრანცისკო საკმაოდ სიმპატიური იყო.პატარა აპრეხილი ცხვირი,საშუალო ზომის სისხლისფერი ტუჩები და ლამაზი ყავისფერი თვალები ჰქონდა.საკმაოდ მაღალი იყო,ჩემზე ორი თავით მაღალი იქნებოდა,შავი ტანზე მომდგარი როლინგი ეცვა,რომელსაც კარგად გამოკვეთდა მის ფიგურას,მასაც მალფოისავით გრძელი და ლამაზი თითები ჰქონდა.თან ამ ყველაფერთან ერთდ ძალიან მხიარულიც იყო....აქტიურად ვაკვირდებოდი ბიჭს,მაგრამ მერე მომერიდა და თვალი ავარიდე.

ჩიკო
ახალი სკოლა იგივეა რაც კარგი გართობა,პოპულარობა და ახალი გოგოები,ეს იმ შემთხვევაში თუ ჯოჯოხეთის მოციქულებს არ ჰგვანან.
პლადფორმაზე გოგოებს და ჩემს პოტენციურ შეყვარებულებს ვათვალიერებდი,მაგრამ არც ერთი არ მომეწონა დიდად.ბიძაჩემისთვის რომ გეკითხათ იდეალური სკოლა იყო.
და დიდი ხნის ძებნის შემდეგ აი ისიც.კედელთან მიყუდებული ლამაზი გოგონა,არ ვიცი შორიდან ასე ჩანდა,უცებ თვალთახედვიდან დამეკრგა,მაგრმ მალევე მივაგენი.საწყალი ბრბოდან გამოღწევას ცდილობდა.მეც არ დავაყოვნე და მის საშველად წავედი...მგონი გული წაუვიდა ან ჩემს მკლავებში ნებივრობა მოსწონდა...მერე გიჟივით წამოხტა და მადლობის მაგივრად შუა თითი მაჩვენა და სწორედ მაშინ მივხვდი რომ ჩემი გოგო უნდა ყოფილიყო...

***

დიალოგი აღარ გაგვიგრძელებია.მე უაზროდ მივშტერებოდი სივრცეს,ბიჭი კი ურცხვად მათვალიერებდა.
-წამო წავიდეთ,აქ ძალიან ცივა თან არაფერი მაქვს,რომ მოგცე,გაცივდები.
-ღმერთო რა ყურადღებიანი ხარ. გამეცინა.ბიჭი უფრო გათამამდა.
-ძალიან ლამაზი თვალები გაქვს.ზღვას გავს.არა ამ ბიჭმა იცის გოგოს შებმა.მალფოის მსგავსი არაფერი უთქვამს,სულ მამწარებდა და ახლაც იგივეს განაგრძობს.
-წამოვდექი და მას არც დავლოდებივარ ისე ჩავირბინე კიბეზე.ისიც არ ჩამომრჩა.
-რა უპროგნოზო ხარ.არაფერი მიპასუხია.გრიფინდორის ოთახში შევედი და გეზი გოგოების ოთახისკენ ავიღე.უკვე საკმაოდ გვიან იყო,მეც საკმაოდ დაღლილი ვიყავი და საწოლზე ჩაცმულს ჩამეძინა...
***

საუზმეზე არ მივსულვარ არც მალფოის ნახვა მინდოდა და არც ჩიკოსი.ამიტომ პირდაპირ კლასში წავედი.დერეფანში ის გოგო დავინახე,გუშინ მალფოისთან,რომ კურკურებდა.ისევ საშინელი სევდა მომაწვა,ცოტაც და იქვე წამოვყრიდი ცრემლებს.იმედია კლასში ჯერ არავინ იქნება.
ეს ბიჭი გრძნეულია მგონი,ოთახში დამხვდა.შევედი და მისგან მოშორებით დავჯექი,მაგრამ ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა.
-ცუდად ხარ? მომიახლოვდა ბიჭი და ჩემს წინ ჩამოჯდა. ჩემდა გასაკვირად თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამომცვივდა.
კარგი მაპატიე,არ იტირო რა გთხოვ.ბიჭი ჩემს წინ დაიხარა და ცრემლები მომწმინდა.
-გაწყენინა ვინმემ?ვერაფერი ვუპასუხე. სამაგიეროდ ტირილს მოვუმატე.ჩიკომ გულში ჩამიკრა,წინააღმდეგობა არც გამოწევია.ცოტა ხნის შემდეგ ბიჭი ნაზად მოვიშორე.გაუკვირდა.
-მშვენივრად ვგრძნობდი თავს.
-კარგი ერთი,მოსწავლეები შემოვლენ და ასე რომ დაგვინახავენ....არც კი მინდა ვიფიქრო...პირდაპირ მიწაში ჩამდებენ.
ჩიკო ფეხზე წამოხტა და გვერდით დამისკუპდა.
მთელი გაკვეთლის მანძილზე ჯინი თვალებს მიბრიალებდა.ეტყობა გაბრაზდა ასე მალე რომ დავუახლოვდი ახალს.მისთვის ყველაფერი უნდა მეთქვა,სხვანაირად ვერ შევძლებდი.იმედი მაქვს მალფოი გადაურჩებოდა..
გაკვეთილებმა მონიტონურად და უაზროდ ჩაიარა, ჩიკო გვერდიდან არ მომშორებია,მზად იყო ჩემი ყველა კაპრიზი შეესრულებინა და ამიტომ ძალიან მადლობელი ვიყავი მისი.
გაკვეთილების დასრულებისთანავე ბიბლიოთეკას მივაშურე ბეჯითი მოსწავლესავით.ახლა მივხვდი ჰერმიონი ამდენს რატომ მეცადინეობდა,საწყალი დარდს გაურბოდა თურმე.დრაკო დერეფანში შემხვდა „ახალ“ საზოგადოებაში.
-საით მიდიხარ პატარა.შემამჩნია კიდეც სასწაული.
-ბიბლიოთეკაში.მოკლედ და უხეშად ვუთხარი.
-მე ვარჯიში მაქვს საღამოს გნახავ.არაფერი ვუპასუხე ისე გავაგრძელე გზა.
-რა გჭირს?რამე მოხდა და არ ვიცი? დაეჭვდა მალფოი.
_ისეთ დღეში უნდა ჩაგაგდო,პატიება სულ ხოხვით უნდა გათხოვნინო.გავიფიქრე ჩემთვის.
-არაფერი უბრალოდ უხასიათოდ ვარ,ამ ბოლო დროს დამჩემდა ალბათ საღამოსაც ვერ გნახავ.
-რატომ?
-ცუდად ვარ.ვცადე თავი დამღწია მაგრამ მალფიმ ხელში მაგრად წამავლო და წასვლის საშუალება არ მომცა.უძლურად მივეყრდენი კედელს და იატაკს დავუწყე ყურება.წარმომიდგენია რა საცოდავი სანახავი ვიყავი.ქვემოდან თვალი გავაპარე დაინტერესებული ჯგუფისაკენ, რომელიც მთელი ამ დროის მაინძილზე მზერას არ გვაშორებდა.იმ გოგონებს სასაცილოდ არ ვყოფნიდი.ეს რა დღეში ჩავიგდე თავი.
-ბოლოსდაბოლოს ამიხსნი რა ხდება?მკაცრი ტონით მომმართა დრაკომ.აჰა გამოაჩინა თავისი კლანჭები,აქამდე ყველაფერი მოჩვენებითი ყოფილა.
-თავს ზედმეტების უფლებას აძლევ,რომ გეუბნები რომ ცუდად ვარ, ესეიგი ცუდად ვარ.ხელი გამოვგლიჯე და სახე ალეწილი სლიზერინელი შუა დერეფანში მივატოვე.განადგურებული და სასოწარკვეთილი ვიყავი,ახლა მართლა აღარაფერი მაშორებდა დეპრესიას.
ბიბლიოთეკა და სწავლა ვიღას ახსოვდა.სასწრაფოდ ჯინი მოვნახე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
წითური ლამის აფეთქდა ბრაზისგან,მეც დაგაეხმარები და ერთად ვასწავლოთ ჭკუა,იმედი მაქვს აქ ჯდომას და ტირილს არ აპირებ.
-არა!მკაცრად განვაცხადე მე.
-აი ეს მომწონს.
-ეგ კი არა,ისიც კი მოვიფიქრე როგორ გამოვიყვანო წყობილებიდან. გოგომ ეჭვის თვალით გადმომხედა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა,თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო.
-ხო ალბათ იმის დახმარებით მთელი დღე რომ კუდში დაგსდევს.არაფერი ვუპასუხე.საწოლში შევძვერი და და საბანი გადავიფარე.
-ეი რას აკეთებ ჯერ ხომ ძალიან ადრეა.მეგონა წამომყვებოდი და ჰარის ვარჯიშს დავესწრებოდით.ბრაზმორეულად მითხრა წითურმა,
-არ შემიძლია,გთხოვ სხვა გაიყოლე.უნდა დავისვენო.
-ხო აბა რა ძაან დაიღლებოდი.ჯინერვა დამეჯღანა და ოთახი დატოვა..
ჩიკო
დიდი ხნის უაზროდ ხეტიალის შემდეგ,გრიფინდორის ოთახს მივაშურე.ოთახში სიწყნარე სუფევდა.სიწყნარეს კი მხოლოდ ბუხარში შეშის ტკაცუნი არღვევდა..ნეტავ სად არიან,მაგრამ სხვები დიდად არც მადარდებდა.ანა კი ალბათ თავი ოთახში იყო.კიბეზე ავედი და კარზე ფრთხილად დავაკაკუნე.ხმა არავინ გამცა.ვიდექი და ვყოყმანობდი შევსულიყავი თუ არა....
კარი ფრთხილად შევაღე.ოთახში შევედი.გოგოს მშვიდად ეძინა.ისეთი საყვარელი იყო,მგონი შემიყვარდა.ტუჩები გალურჯებოდა,ეტყობა სცივა,საბანიც გადახდია..ფრთხილად გადავაფარე.ისე რომ არ გაღვიძებოდა ფანჯრის რაფიდან მისი წიგნი ავიღე და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიპარე.ესეც ასე იმედი მაქვს წიგნის დაბრუნებას მოინდომებს.........

პ.ს აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი,ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ,ან როგორ განავითარებდით მოვლენებს.
მადლობა რომ კითხულობთ :* :*



№1  offline წევრი -Crazy-Girl-

გუშინ წავიკითხე თავიდან ბოლომდე და ძალიან მომეწონა გააგრძელე love

 


№2  offline წევრი Khaleesi

ვაიმე მე ანაზე ვბრაზობდი და მალფოი ნახე რაა! იმთავიდანვე შტერი იყო. ისე ბიჭებს რო გოგოების საძინებელში შესვლა არ შეუძლიატ ჰოგვორტსში?

 


№3  offline წევრი ana_aneta

Khaleesi
ვაიმე მე ანაზე ვბრაზობდი და მალფოი ნახე რაა! იმთავიდანვე შტერი იყო. ისე ბიჭებს რო გოგოების საძინებელში შესვლა არ შეუძლიატ ჰოგვორტსში?

მერე არავინ იყო და შეიპარა :დ

 


№4  offline წევრი Khaleesi

არა კიბეები იყო ისე მოწყობილი ჰოგვორტსში გოგოების ოთახის შესასვლელთან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent