შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(17 ნაწილი)


21-07-2015, 14:51
ავტორი ანკა
ნანახია 6 325

თათას და თემოს ქორწილისთვის მზადება იმაზე მეტად ქაოსური და სასაცილო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ბევრს ვჯახირობდით, რასაც ქვია, რომ ყველაფერი დაგეგმილი და გათვლილი ყოფილიყო. კაბის საყიდლად თათას ლიკა დაყვებოდა, მე და ვიკა კი საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებდით ბიჭებთან ერთად. თემო წუწუნებდა, ამდენი წვალება თუ უნდოდა ქორწილს, სულ არ ვთხოვდი ხელს, ისეც ბედნიერად ვიცხოვრებდითო. ამაზე თათა უღრენდა და აბობოქრებული ჩიკოც მას ყვებოდა. დიახ... ჩიტს ჩიკო დაარქვეს და როგორც პირველ შვილს ისე უვლის თათა, თუმცა აბა თემოს კითხეთ!.. ვერ იტანს ამ პატარა „დემონს“! სულ ჩხუბში არიან! ჩიკო კი ხსნას თათას მხრებზე პოულობს, დააფრინდეbა ხოლმე და იქედან დიდ გულზე მყოფი უყურებს თემოს მტრული მზერით. ლაპარაკი ჯერ ვერ ასწავლეს, თუმცა თემოს ხელში ვინ არ ალაპარაკდება! ეგეც მალე იქნება...
ბაჩო მეწუწუნებოდა, თათას ქორწილის სამზადისის გამო სულ დამივიწყეო, მაგრამ რა მექნა... დაქალი იყო და ხომ უნდა დავხმარებოდი!..
-ახლა თათასთან წამიყვანე ისევ, რაღაცეები უნდა დავაზუსტოთ - ვუთხარი ბაჩოს და მანქანაში მოვკალათდი. უკმაყოფილოდ ამოიოხრა და მანქანა დაძრა. - კაი რაა, ბაჩოო... - ვუთხარი თბილად და თითებით სახეზე მოვეფერე. დაბღვერილი ბაჩო ზედაც არ მიყურებდა - ბაჩოო, ნუ მიბრაზდებიი!.. - ვუთხარი საწყლად და ტუჩები დავბრიცე
-მაგ ტუჩების ხათრით, თორემ ისე არ შეგირიგდებოდი - მითხრა ბოხი ხმით და ტუჩებზე ვნებიანად დამეწაფა.
-მიყვარხარ - ვუთხარი ღიმილით და ტუჩებზე ისევ მსუბუქად ვაკოცე
-მაგიტომ მივდივართ ახლა ჩვენ ერთ კარგ ადგილას - მითხრა ეშმაკურად
-რა კარგ ადგილას ბაჩო!.. თათასთან წამიყვანე საქმე მაქვს-მეთქი! - გამიკვირდა და „ბრძანება“ გავეცი.
-ნწ!.. დღეს ჩემი ხარ! არ მაინტერესებს თათას და თემოს ქორწილი მე! ერთ დღეს როგორმე გაძლებენ შენს გარეშე! - გამომიცხადა და მანქანა სადღაც ბუნებაში გააჩერა.
-სად ვართ?! - დავნებდი, ინტერესით ვიკითხე და მანქანიდან გადმოვედი.
-თბილისიდან ცოტა მოშორებით - მითხრა მშვიდად და მანქანას მოუარა. - მენატრები ნინი - მითხრა ვნებიანად და მანქანაზე ამაყუდა, ხელები წელზე მომხვია და შუბლი შუბლზე მომადო. თვალები დავხუჭე, გავირინდე და ხელები კისერზე ნაზად შემოვაწყვე. სასიამოვნო სურნელი ცხვირზე მომელამუნა და ეიფორიულ მდგომარეობაში ვიგრძენი თავი. თავი ნელ-ნელა ჩამოაცურა, კისერში ჩარგო, ჩემი სურნელი ღრმად შეისუნთქა და ვნებიანად მაკოცა. - დღეს აქ პიკნიკი გვექნება - ჩამჩურჩულა ყურში, შემდეგ მომშორდა, მანქანის საბარგული გახსნა და იქიდან პარკები ამოიღო - არ გაგიკვირდეს ოღონდ ემდენი საჭმელი, ჩემი გაკეთებული არაა - ჩაიცინა და პლედი მხარზე გადაიკიდა - ყველაფერი მაკდონალდის დამსახურებაა - ღიმილით მოვიდა ჩემთან, ხელი წელზე მომხვია და მინდორში გავედით.
-ვაუ, რა ლამაზია - გავიოცე და ირგვლივ მიმოვიხედე. იმდენი ყაყაჩო იყო გაშლილი, რომ ყველაფერი წითლად ელავდა.

აკრძალული ხილი(17 ნაწილი)


ბუნების თვალიერებაში გართულმა ვერც შევამჩნიე როგორ გაშალა ბაჩომ პლედი და საპიკნიკე საჭმელი ამოალაგა.
-ნინი, მოდი აქ - მითხრა თბილად და გამიღიმა.
გემრიელად ვჭამეთ და შემდეგ ერთმანეთზე მიხუტებულებმა ვუყურეთ მზის ჩასვლას, რომელიც ძალიან ლამაზი იყო.
-აბა რომანტიული არ ვარო? - გავიცინე და ბაჩოს კისრიდან თავი ამოვყავი.
-ალბათ გავხდი - ჩაიხითხითა ბაჩომ და ტუჩებზე დამეწაფა. ორივე ხელი ძლიერად მომხვია და მკერდზე ამიკრო.
-ბაჩო - ნაზად მოვშორდი მის მხურვალე ბაგეებს და თვალებგაბრწყინებულმა შევხედე.
-რაო კუსკუს - თავი ჩემს კისერში ჩარგო და ხმაურიანად მაკოცა.
-შენ რა გინდა რო ჩვენს შვილებს დავარქვათ? - ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავირინდე.
-ამმ... რავი... - თავი მომენტალურად ამოყო და დაფიქრდა - ანასტასია დავარქვათ თუ გოგო იქნება
-ანასტასია მეც მომწონს - მოვუწონე არჩევანი და კვლავ ინტერესით მივაჩერდი.
-და თუ ბიჭი გვეყოლება ერეკლე - მიპასუხა და მოფიქრებულით კმაყოფილი ამაყად გაიჭიმა - მაგრამ, მარტო თითო-თით სახელი არ გვეყოფა - გაიცინა და ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა
-რატომ? - ვკითხე კისკისით
-მე ბევრი შვილი მინდა, ძალიან!
-ოჰჰ!.. მაინც რამდენი? - თავი ბაჩოს მხარზე ჩამოვდე და ისევ მზის ჩასვლას დავაკვირდი.
-რამდენსაც მოვასწრებთ იმდენი - მიპასუხა სიცილით
-მკლაავ ბიჭო?! - ვკითხე და სიცილში ავყევი
-აბა როგორ! - შეიცხადა მაშინვე - შენ თუ მოგკალი მაშინ შვილებს ვინღა გამიჩენს - დაამატა ისევ ხუმრობით და ცხვირზე მაკოცა პატარა ბავშვივით - მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე!
-მეც ძაან მიყვარხარ - ხელები კისერზე მოვხვიე და ტუჩებზე მსუბუქად ვაკოცე, თუმცა ბაჩო არ დაკმაყოფილდა. პლედზე დამაწვინა, ზემოდან მომექცა და მთელი მონდომებით დამიწყო კოცნა, ხელი მაისურის ქვემოთ შემიცურა და ხერხემალზე ამოაცურა. მთლიანად გამაჟრჟოლა - ბაჩო, გაჩერდი! რას აკეთებ, სად ვართ ეგ მაინც იცი? - ვკითხე სუნთქვაგახშირებულმა და მის ბაგეებს მოვწყდი
-აქ არავინ არ მოდის, ნუ გეშინია - ჩამჩურჩულა ყურში ვნებიანად და მთელი კისერი დამიკოცნა. შეწინააღმდეგების არც სურვილი მქონდა და არც ნებისყოფა. კოცნაში ავყევი და თითები მის თმებში ავხლართე. მაისური გაიძრო და მეც მალე დამტოვა საცვლების ამარა. მხურვალედ დამიკოცნა მთელი სხეული და შარვლის შესაკრავს დაწვდა. ეს „ღამე“ განსაკუთრებული იყო. თან ასეთ ექსტრემალურ პირობებში რა სექსი აუტყდა ვერ გეტყვით, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად დაუვიწყარი იყო. უკვე დაღამებულზე მე და ბაჩო პლედზე ვიწექით, ერთმანეთში ახლართულები და ერთმანეთით ვტკბებოდით.
-ახლა დავკმაყოფილდი და შეგიძლია დარჩენილი 1 კვირა თათას ქორწილს გადააკვდე, მოვითმენ როგორმე - ჩაიცინა, მე კიდევ სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი, უხმოდ ვიყავი გატრუნული ბაჩოს მკერდზე და თითით „კუბიკებს“ ვხაზავდი.
-აუ ბაჩო, სახლში წავიდეთ რა, ძალიან დაღლილი ვარ - ვუთხარი და საწყალი სახით შევხედე.
-კარგი ჩემო პატარა - შუბლზე თბილად მაკოცა და ფეხზე წამოდგა. ტანზე სწრაფად ჩავიცვით, საჭმელები ჩავალაგეთ, ყველაფერი მანქანაში ჩავაწყვეთ და გზას გავუყევით. ისეთი ძალაგამოცლილი ვიყავი, რომ მანქანაში სკამზე ჩამეძინა.
შემდეგ ბუნდოვნად ვიგრძენი, როგორ ვყავდი ვიღაცას ხელში აყვანილი, თვალები ზანტად გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე
-ბაჩო, სად მივდივართ? - ვიკითხე ნახევრად მძინარემ და თავი ისევ ბაჩოს კისერში ჩავრგე
-სახლში მიმყავხარ პატარა - მითხრა და კარზე ზარი დარეკა.
-ოჰ, მოდი ბაჩო! ნინის რა სჭირს?! - კარი დედაჩემმა გააღო (სხვა ვინ გააღებდა!..) და შეწუხებულმა იკითხა.
-არაფერი, ქალბატონო ლელა... უბრალოდ დაღლილია და სძინავს. მეც აღარ გამიღვიძებია - ჩაილაპარაკა მშვიდად და ჩემი ოთახისკენ დაიძრა.
-შვილო, ქალბატონოთი ნუ მომმართავ! უკვე ოჯახის წევრები ვართ ჩვენ! - გაუწყრა თბილად ბაჩოს და თან უკან აედევნა. ბაჩომ საწოლზე დამაწვინა და შუბლზე მაკოცა
-ხვალამდე კუსაა - თვალები გავახილე და მსუბუქად გავუღიმე. შემდეგ ბაჩომ კარი გაიხურა და ყველაფერი მიწყდა... კვლავ მშვიდად გადავეშვი სიზმრების სამყაროში.
***
გავიდა დატვირთული 1 კვირაც და დადგა თათას ქორწილი... ყველაფერმა ზღაპრულად ჩაიარა. მგონი ღირდა კიდეც ამდენი წვალება. თემომ ცოლს სიურპრიზი გაუკეთა და 2 კვირით ჰავაიზე წავიდნენ თაფლობის თვის გასატარებლად. ყველას ძალიან მოგვენატრა საყვარელი წყვილი, თუმცა რას ვიზამდით... თემო თათას სკაიპშიც კი არ აცლიდა ჩვენთან საუბარს, ასე გვეუბნებოდა ეს 2 კვირა მხოლოდ ჩემიაო. გოგოები აქედან დავუცაცხანებდით ხოლმე, თუმცა ბოლოს მაინც სიყვარულით და სითბოთი ვემშვიდობებოდით ერთმანეთს. რომ ჩამოვიდნენ თათამ სასიხარულო ამბავი ჩამოიტანა - ორსულად იყო. თემო ჭკუაზე არ იყო სიხარულისგან. თათას წყლის დასალევადაც კი არ აყენებდა, ყველაფერზე თვითონ დარბოდა. მე კიდევ გახარებული შევყურებდი მათ და გულში სითბო მეღვრებოდა. ერთი სული მქონდა როდის დავქორწინდებოდით მე და ბაჩო და როდის გვეყოლებოდნენ ჩვენი პატარები - ჩვენი სიყვარულის ნაყოფები.
-აუ, როგორ მომნატრებია თქვენთან ჭორაობა გოგოებოო!!! - წამოიძახა თათამ მხიარულად და წვენი მოსვა. იმ საღამოს გოგოებმა ბიჭებს ვუთხარით, ქალური თემები გვაქვს განსახილველი და მარტო გვინდა კაფეში ვიჭორავოთ-თქო. მათაც სხვა რა გზა ჰქონდათ, ლუკას რა უჭირდა. აბა ბაჩოსთვის და თემოსთვის გეკითხათ! ათასნაირად გაგვაფრთხილეს მე და თათა ფრთხილად იყავით, უცნობებისგან თავი შორს დაიჭირეთო, სახლში ადრე დაბრუნდითო... მოკლედ... ასე ძალიან დედაჩემიც კი არ ღელავდა ჩემზე.
-როგორი იყო ჰავაიზე მოყევი ახლა - იკითხა ვიკამ ინტერესით და ნამცხვრის მადისაღვმძვრელ ნაჭერს დიდი სიამოვნებით დაეწაფა.
-ძალიან ძალიან მაგარი იყო! ზღვა, პლაჟი და ვნებიანი ღამეები! - ბოლო ორი სიტყვა შედარებით ჩუმად ჩაილაპარაკა და წარბები ეშმაკურად აათამაშა.
-ოჰჰ, შე გარყვნილო! - გადაიკისკისა ლიკამ და დაქალს მხარი გაკრა
-ეე, გოგო! მე ახლა ფაქიზად უნდა მომეპყროთ! ხომ არ გავიწყდებათ ჩემო მდგომარეობა! - გაიცინა და მუცელს მიეფერა
-ოჰჰ, ფაუნის დედოფალი ახლა ფაქიზოც გაგვიხდა?! - იკითხა ლიკამ და თავისთვის ჩაიფხუკუნა.
-გოგოა თუ ბიჭი?! - დასვა ვიკამ მორიგი შეკითხვა და გოგონას ინტერესით მიაჩერდა.
-მე რავიცი, ჯერ 1 თვის ორსული ვარ - გაიკვირვა და მუცელს დახედა - მაგრამ დედიკო გრძნობს, რომ მალე პატარა პრინცესა ეყოლება
-ანუ გოგო ხო? - გაიცინა ვიკამ
-ჰო, მარა თემოს ბიჭი უნდა და ვერ ვთანხმდებით - ამოიბუზღუნა და წვენი უხასიათოდ მოსვა
-ეგ თემოს კი არა, მაგ ბავშვს კითხე - გაუცინა ლიკამ და მობილურს დახედა.
-ნინი, შენ რა ჩუმად ხარ რაიყო... ხომ კარგად ხარ? - მკითხა შეწუხებულმა თათამ.
-აუ არ ვიცი, დღეს მთელი დღეა გამოშტერებული ვარ რასაც ქვია. თავბრუ მეხვევა და არაფრის ჭამა არ მინდა - ვუპასუხე ღონემიხდილმა და თავი ხელებში ჩავრგე.
-ალბათ გადაიღალე - მხრები აიჩეჩა ვიკამ
-შეიძლება - შეძლებისდაგვარად გავუღიმე გოგოებს და საჭმელს უხასიათოდ დავხედე.
საღამო დასასრულს უახლოვდებოდა. გოგოები წამოვდექით და ქუჩაში ცოტა გამოვისეირნეთ, საღამოს ჰაერზე.
-უჰჰ, გამოვფხიზლდი ცოტა - ვთქვი იმედიანად და ფილტვები ხელახლა გავივსე ჟანგბადით - აუ გოგოებო იდეა მაქვს!
-რა იდეა? - მკითხა თათამ და ნაყინის ტლეკვა განაგრძო.
-გოგო, ან ჭამე ან ილაპარაკე - უსაყვედურა ლიკამ დაქალს და მანაც ინტერესით შემომხედა
-ოღონდ არ დამცინოთ - დავიმორცხვე და სამივეს გამაფრთხილებლად გადავხედე
-არა, მიდი თქვი - მიპასუხა ვიკამ
-მინიონებზე წავიდეთ რა კინოში - ვთქვი და პატარა ბავშვივით ავცქმუტდი
-გოგო რამდენი წლის ხარ! - მკითხა ლიკამ სიცილით და ვიკას მხარი გაკრა
-აუ მეც მინდოდა მანდ წასვლა! - წამოიძახა თათამ მხიარულად და ტაში შემოკრა
-კარგით რა! - აკისკისდა ვიკა
-ოოო, მაშინ მე და თათა წავალთ მარტო! - განვაცხადე და მომღიმარ თათას გავხედე
-კარგი, კარგი! ჩვენც წამოვალთ აბა რას ვიზამთ! მაგრამ რაღა მინიონები აგიტყდა ამხელა გოგოს - მითხრა ლიკამ და სახის დასერიოზულება სცადა
-მინიონი გათვლილია ყველა კატეგორიის ასაკის ადამიანისთვის - გამოვაცხადე ამაყად და მანქანასთან შევჩერდი. ვიკამ სახლებში „დაგვარიგა“ და თვითონაც წავიდა.
მეორე დღეს მთელი ენთუზიაზმით წამოვდექი ფეხზე, სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე. პირსახოცში გავეხვიე და კარის სახელურს დავეყრდენი - თავბრუ დამეხვა. წონასწორობის შენარჩუნება ვერ მოვახერხე, ფეხებში ძალა დავკარგე და ირგვლივ ყველაფერი გაშავდა.
-ნინი, შვილო! რაგჭირს?! - გავიგე დედაჩემის ქოთქოთი და თვალები გავახილე. ჩემს საწოლზე ვიწექი და დედაჩემი თავზე დამყურებდა
-დე, რა მომივიდა?! - ვიკითხე და თვალები მოვიფშვნიტე
-აბა მე რავიცი! ექიმი ვარ თუ რა ვარ! გულწასული დაგინახე სააბაზანოში! ვაიმე, ახლა წნევა ამიწევს - გულზე ხელი მიიდო და ოთახიდან გავიდა „კაპლების“ დასალევად. კარზე ზარი იყო. გაღებით თავი არ შემიწუხებია, დედაჩემი გააღებდა.
-დედა! რა სჭირს ნინის?! ახლა ხომ კარგადაა?! - შემოვიდა დარეჯანი, არა... უფრო შემოვარდა და აფორიაქებული შემოვარდა ჩემს ოთახში - ნინი, შვილო... რა დაგემართა?! - მკითხა ინტერესით. მეტი საქმე არ ჰქონდა ახლა ქალბატონ დარეჯანს ჩემზე ეღელვა!.. უბრალოდ, გამჭორავდა და ეგ იყო, თუმცა საიდან გაიგო გული რომ წამივიდა?! დედაჩემს ეჭვისთვალით გავხედე და მანაც გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები, მე რა ვიცი საიდან გაიგოო. თავი მობეზრებულად გავაქნიე და დარეჯანს გავხედე
-არაფერი, ქალბატონო დარეჯან! ახლა კარგად ვარ და დასვენება მჭირდება! - სათქმელი კბილებში გამოვცერი და საათს დავხედე. თურმე რამდენხანს ვყოფილვარ გათიშული! უკვე საღამოს 6 ხდებოდა და მე კინოში ვიყავი წასასვლელი.
-შენ იყავი შვილო კარგად და!.. - მიპასუხა და ახლა ქოთქოთით გავარდა სამზარეულოში - ლელა! ერთ თავი ხახვი მჭირდება და ხომ არ გექნება?! - დედაჩემმა თვალები დააბრიალა და დარეჯანს გაყვა სამზარეულოში. ოთახის კარი გამოვხურე და ჩაცმა დავიწყე. თავს მთლად კარგად მაინც ვერ ვგრძნობდი, ამიტომ ვარჩიე კომფორტულად ჩამეცვა. კეტები, შავი ჯინსი და ლურჯი ზედა გადავიცვი და დერეფნისკენ წავედი
-დე! მე უნდა წავიდე, გოგოები კინოში მივდივართ! - გავძახე და პასუხს არც დავლოდებივარ ისე ჩავცუნცულდი კიბეებზე. კინოთეატრ ამირანში დანიშნულ დროს მივედი და კინოც დაიწყო. იმდენი ვიცინე, სიცილისგან მუცელი მეტკინა. პირველი 15 წუთის შემდეგ გულისრევის შეგრძნება გამიმძაფრდა, ვიკას ხელი დავავლე და საჭირო ოთახში გამოვიქეცი.
-ნინი, ნამდვილად კარგად ხარ? გუშინაც ცუდად იყავი - მკითხა შეწუხებულმა ვიკამ და ეჭვისთვალით შემომხედა.
-არ ვიცი ვიკა, არ ვიცი... დღეს გული წამივიდა საერთოდ - ვუთხარი და მომხდარი გავიხსენე
-ნინი... ორსულად ხომ არ ხარ?! - მკითხა ახლა უფრო დაეჭვებულმა
-რახდება?! - საპირფარეშოში თათა და ლიკა შემოვარდნენ.
-ორსულადაა ქალბატონი - გამოაცხადა ვიკამ
-ვაიმეე!!! გილოცაავ! - დაიწყეს გოგოებმა კივილი და დამესივნენ
-კარგით, მოიცადეთ ერთწამს! - სიცილით მოვშორდი სამივეს - რომ ატეხეთ ერთი ამბავი! რაიცით, იქნებ უბრალოდ რამემ მომწამლა და არ ვარ ორსულად!
-მოიცა, ტესტი მიგდია ჩანთაში - თქვა თათამ და ჩანთაში ქექვა დაიწყო
-ტესტი რატო გიგდია?! - ჰკითხა გაკვირვებულმა ლიკამ
-გოგო, ადრე რომ უნდა მენახა, ვიყიდე 5 ცალი და თურმე არ მჭირდებოდა ამდენი, ჰოდა ახლა 2 ცალი მაქვს სადღაც - გამწარებული ქექავდა ჩანთას და რაღაცეებს ბურტყუნებდა. გული ამიჩქარდა. ნუთუ მართლა ორსულად ვიყავი? მართალია ბოლოჯერ მე და ბაჩოს თავი არ დაგვიცავს, თუმცა ნუთუ ასე ერთ ღამეში დავორსულდი?! ჩემს თავს ათას კითხვას ვუსვამდი, როდესაც ფიქრებიდან თათას ხმამ გამომიყვანა
-ოეე, ქალბატონოო!!! რომ წახვედი ოცნებებში! აჰა, შედი და ნახე! - ტესტი თვალწინ ამიფრიალა და გოგოები სიცილში აიყოლია.
რამდენიმე წუთში ხელში ორი ტესტი მეჭირა, რომელიც დადებით პასუხს აჩვენებდა. არ ვიცი ამ წამს რა ვიგრძენი. ხმას ვერ ვიღებდი, და ვერც იმას ვახერხებდი, გოგოებთან გამოვსულიყავი და ეს ამბავი მეხარებინა. მთელს სხეულში დადებითი მუხტი გავრცელდა და ინსტინქტურად მუცელზე დავიხედე. ნუთუ აქ ჩემი და ბაჩოს პატარა იყო? კი, ამას ორი ტესტი ამტკიცებდა. ეს პატარა ჩემს მუცელში უახლოესი 9 თვე იქნებოდა და შემდეგ მას ხელშიც დავიჭერდი. რა უცნაურია ბუნება... სულ არაფრისგან ცოცხალი ორგანიზმი იბადება.
-მგონი ჩაკვდა იქ - გავიგე ვიკას დაეჭვებული ხმა და შემდეგ ჩემს კარზე კაკუნი გაისმა - გოგო, ხომ კარგად ხარ მანდ? - მკითხა და ჩემს პასუხს დაელოდა
-ააა!!! ვაიმეეე!!! ორსულაად ვაარ!!!! - კარი გამოვგლიჯე და ვიკას შევახტი
-ნაზათა ქალო ნაზათა! - გამიცინა თათამ და საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დამიქნია - მე უნდა გასწავლო ორსული ქალი როგორი უნდა იქცეოდეს?! - გამიცინა და დაამატა - მოდი ჩემო გოგო, ჩაგეხუტოო! გილოცაავ! - აი ასეთ ალიაქოთში ვიყავით 20 წუთი, შემდეგ კი ვიკადრეთ და ყველანი აღმატებულ განწყობაზე დავბრუნდით დარბაზში.
კინო დამთავრდა... კმაყოფილი წამოვდექი ფეხზე, თუმცა უეცრად ანთებული შუქები ისევ ჩაქრა, მონიტორზე კი დაეწერა: „ძვირფასო მაყურებელო, გთხოვთ ცოტახანს დაუბრუნდეთ თქვენს ადგილებს“.

............
ესეც შემდეგი თავი ჩემო ძვირფასებო...
ამ ბოლო დროს ნაკლებს აქტიურობთ და ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ ერთი სიტყვით მაინც გამოთქვათ თქვენი შეხედულება...
ამის მომდევნო თავი სამწუხაროდ ბოლოა. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე თქვენგანმა მთხოვა არ დამემთავრებინა, ერთმა ადამიანმა (მიხვდება ვინც...) მირჩია დამეწერა მეორე ნაწილი ბაჩოს და ნინის ცოლ-ქმრულ ცხოვრებაზე. რას ფიქრობთ? თუ თქვენც გინდათ, ისტორიის მეორე ნაწილსაც დავწერ. გპირდებით, რომ ჩემს შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებ და შევეცდები საინტერესო, სასაცილო, დამაინტრიგებელი და დაძაბული თავები შემოგთავაზოთ...
ამ ეტაპზე კი, იმედს ვიტოვებ, რომ ისიამოვნეთ და ველი შეფასებას...

პ.ს. გუშინ შევქმენი ჩემი ფეისბუქ-გვერდი. მათ ვისაც გაქვთ ფეისბუქი, შეგიძლიათ დაალაიქოთ და ჩემს დადებულ სიახლეებს მალევე გაეცნოთ. ისტორიას, საიტზე ატვირთვისას, მომენტალურად გამოვაქვეყნებ ასევე ფეისბუქზე

ფეისბუქის ლინკი: https://www./anka.motxrobebi



№1  offline მოდერი ანკა

nini5852
და აიი ბაჩოს ორიგინალური ხელის თხოვნაც :დდ არვიცი რა ვთქვა, უბრალოდ სიტყვებიც ზედმეტია ამ ისტორიაზე, ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დაწერო გაგრძელება. ძალიან კარგია:*

ძალიან მიხარია ჩემო საყვარელო რომ მოგწონს ისტორია და ისიც მიხარია, რომ გაგრძელებაც გინდათ love აი უზომოდ გამახარე ახლა, ვერც კი წარმოიდგენ როგორი გაკრეჭილი ვზივარ ახლა და ვწერ wink

 


№2  offline წევრი sali))

Lanka kai idiaa daamtavree da axali istoria daiiwkee an tundac gaagrdzelee. Chemtvis mnishvneloba ar aqvs viicii rom gagrdzelebitac kargaad gaagrdzeleb daa axal taavsac kargad daiwkeb da daamtaavreeb. Bevrjer miitqvams shentvis miikvarxartqoo da arc exlaa damezareba amis daaweraa Ankara ai maaartlaa dzalian magarii xar da dzaliaan mikvarxar

 


№3  offline მოდერი ანკა

sali))
Lanka kai idiaa daamtavree da axali istoria daiiwkee an tundac gaagrdzelee. Chemtvis mnishvneloba ar aqvs viicii rom gagrdzelebitac kargaad gaagrdzeleb daa axal taavsac kargad daiwkeb da daamtaavreeb. Bevrjer miitqvams shentvis miikvarxartqoo da arc exlaa damezareba amis daaweraa Ankara ai maaartlaa dzalian magarii xar da dzaliaan mikvarxar

დიდი მადლობა ჩემო საყვარელო!!! მეც ძალიან შემიყვარდიი love

 


№4  offline წევრი lamazmani

Vaimeeeeeeeeeeeeeee exla gavgijdebi ra magari tavi iyo erti sityvit ki ara atasit vityvi ro iyo magari udzalian magresi ai ra gitxra ar vici super ai martla agprtovanebuli var ar vici ra gitxra
Ninis orsuloba ise gamixarda gegoneba me var orsulado:-D
Es albat bachos originaluri xelis txovna iqnrba da moutmenlad davelodebi :-*
Mara guli mwydeba ro mtavrdeba :-* mara is ki kai iqneba ro gaagrdzelo da daweo martla amat col-qmrul cxovrebaze magari iqneba :-* moutmenlad davelodebi meore nawilsac
Bachos reaqcia magrad mainteresebs ninis orsulobaze albat gagijdrba :-*
Ai shenze ar vici raga vtqva audzalian magresi xar bevrjer getyvi amas :-*
Mokled moutmenlad veli shemdegs martalia dasasruli iqneba mara meore nawils davelodebi didi sixarulit magari gogo xar moklad veli shemdegs moutmenlad :-*
Miyvarxar dzaan :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-*

 


№5  offline მოდერი ანკა

lamazmani
Vaimeeeeeeeeeeeeeee exla gavgijdebi ra magari tavi iyo erti sityvit ki ara atasit vityvi ro iyo magari udzalian magresi ai ra gitxra ar vici super ai martla agprtovanebuli var ar vici ra gitxra
Ninis orsuloba ise gamixarda gegoneba me var orsulado:-D
Es albat bachos originaluri xelis txovna iqnrba da moutmenlad davelodebi :-*
Mara guli mwydeba ro mtavrdeba :-* mara is ki kai iqneba ro gaagrdzelo da daweo martla amat col-qmrul cxovrebaze magari iqneba :-* moutmenlad davelodebi meore nawilsac
Bachos reaqcia magrad mainteresebs ninis orsulobaze albat gagijdrba :-*
Ai shenze ar vici raga vtqva audzalian magresi xar bevrjer getyvi amas :-*
Mokled moutmenlad veli shemdegs martalia dasasruli iqneba mara meore nawils davelodebi didi sixarulit magari gogo xar moklad veli shemdegs moutmenlad :-*
Miyvarxar dzaan :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-*

როგორ მახარებ ასეთი დიდი და გემრიელი კომენტარებით ვერ წარმოიდგენ!!! love
ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა ჩემო საყვარელო <3 ძაან ძააააან მიყვარხარ და იმედი მაქვს ბაჩოს სიურპრიზიც მოგეწონებათ wink love

 


№6  offline წევრი cancara

ვაიმე რაკაი მგონი ვიცი რაცხდება მალე დადფე მალე

 


№7  offline მოდერი ანკა

cancara
ვაიმე რაკაი მგონი ვიცი რაცხდება მალე დადფე მალე

აუცილებლად, თუმცა ეჭვი მეპარება გამოიცნოთ ბაჩო რას მოიმოქმედებს wink
მადლობა ჩემო საყვარელო რომ არასდროს გეზარება დაკომენტარებაა love

 


№8  offline წევრი Sexy Mädchen

საღოლ ბაჩოს:))))
--------------------
:)

 


№9  offline მოდერი ანკა

Sexy Mädchen
საღოლ ბაჩოს:))))

აუ ძაააააან ძაააააან გამახარე რომ დააკომენტარე <3 <3 <3
მადლობა დიდიი love

 


№10  offline მოდერი ^paradise^

ძალიან მაგარი თავი იყო <3 მაგარიიიიი იყო <3 ჩემი ნიჭიერი ანკა love

 


№11  offline წევრი KaTE:))

ჩემო გოგო, როგორ მომეწონა... სიტყვები ზედმეტია უბრალოდ ერთს გეტყვი...მიყვარხარ... love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№12  offline მოდერი ანკა

^paradise^
ძალიან მაგარი თავი იყო <3 მაგარიიიიი იყო <3 ჩემი ნიჭიერი ანკა love

მადლობა ჩემო საყვარელოო <3 love

KaTE:))
ჩემო გოგო, როგორ მომეწონა... სიტყვები ზედმეტია უბრალოდ ერთს გეტყვი...მიყვარხარ... love

მეც ძაან მიყვარხაარ <3 <3 <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent