შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცამეტე თვე (მეორე ნაწილი, დასასრული)


21-07-2015, 20:47
ავტორი MyLove
ნანახია 4 549

მეორე ნაწილი

ანაბელი დასჯილი ბავშვივით იჯდა სავარძლის კუთხეში და ტელეფონს დიდი "ინტერესით" ჩასცქეროდა, სინამდვილეში ყურები და გონება მათკენ ჰქონდა გადატანილი.
ლანას შემხედვარეს გული უცნაური გრძნობით ევსებოდა. ეგონა აშკარელი ისეთ გოგოს მოიყვანდა მოკლე კაბაში რომ იყო გამოტმასნილი და წითელი პომადა ტუჩების საზღვრებს ცდებოდა , ამაში კი ძალიან შეცდა. ლანა მათნაირებთან შედარებით ნამდვილი ანგელოზი იყო.
გული წყდებოდა, ეს ხუთი წელი აშკარელს რომ მისტიროდა და გული მისკენ გაურბოდა. მატათამ ვერ გაუგო, მატათა წავიდა, მატათამ მიატოვა და მატათამ არ დაკარგა დრო რუსეთში გართობის გარეშე. იყო განა რამეში კალანდაძე დამნაშავე? გულის ტკივილი... ყველაზე საშინელი გრძნობა, რომელიც იმედგაცრუებას, უიმედობასა და სასოწარკვეთილებას "ენ" რაოდენობით იტევს. არ გვზოგავს ტკივილის მოყენებისგან, არ იდნობს ჩვენს ადამიანურ გრძნობებს, რომლებიც ბოლოს გვიღებს.
როგორ შეუძლიათ ადამიანებს, ერთი ხელის მოსმით გაანადგურონ ყველაფერი? ჩახუტებები, სიტყვები, პირობები და მაინც იგივე ხმა ჰქონდეთ? როგორ შეიძლება ნახევარი დაგაკლდეს და ხმაზე არ დაგეტყოს?
დარწმუნებული იყო, ისე როგორც არასდროს არაფერში, ახლა რომ ხმა ამოეღო კატასავით დაიკნავლებდა ხმაჩახლეჩილი, ვერც ცრემლებს შეიკავებდა, ვერც ემოციებს და მიწასთან გაასწორებდა მატათას.. ისეთ რამეს ეტყოდა, სიცოცხლის ხალისს დაუკარგავდა და გულს ატკენდა.
როგორ შეძლ? მისი დავიწყება როგორ შეძლო, როცა ანაბელისთვის ყოველი მცდელობა ფუჭი შედეგით სრულდებოდა. როცა მისი გახსენებისას გული სტკიოდა ისე ძლიერად, რომ ეგონა სულს გააფრთხობდა. ეს იმედიც რომ არ უჩნდებოდა დაბეჩავებულ სულში?
საკუთარი თავი შეზიზღდა იმის გამო, რომ ამხელა სიყვარული მატათას შეალია. ვერ იტყვის, რომ ტყუილ-უბრალოდ.. ეს მისთვის იმდენად სასიამოვნო იყო, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს ვერ მიაყენებდა შეურაცხყოფას.
აშკარელი გოგონას მხოლოდ თავის დაკვრით მიესალმა. ტუჩიც კი არ შეურხევია. ლანა გვერდით მიისვა და კალანდაძის პირდაპირ დაჯდა.
მთელი ერთი საათის განმავლობაში არც ერთს ამოუღია ხმა, არც ერთს შეუხედავს ერთმანეთისთვის, პირიქით, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემოდათ თავს ირიბად არიდებდნენ ერთმანეთს.
_ანაბელ, სადღეგრძელო შემოგვთავაზე!-ლაშამ თვალი ჩაუკრა ერთ ადგილას მჯდომ გოგონას, რომელიც ფიქრებით სადღაც შორს იყო.
ისე წამოდგა ფეხზე, თითქოს ადრე სადღეგრძელოს თქმის არ რცხვენოდა.
ამაყად, გაწონასწორებულად დაიჭირა ჭიქა ხელში და მასზე მოჩერებულ საზოგადოებას თვალი მოავლო.
_სადღეგრძელოების თქმით ნამდვილად არ გამოვირჩევი, მოსმენა უფრო მიყვარს, ალბათ ეს პირველი და უკანასკნელიც იქნება, რომელსაც ასე ხმამაღლა ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი რა გამომივა, -წინასწარ შეამზადა საზოგადოება და ხმა რომ ჩაიწმინდა, უფრო ხმამაღლა დაიწყო საუბარი, _გისმენთ და რატომღაც ყველას დაგავიწყდათ სიყვარულის დღეგრძელობა, იმ გრძნობის, რომელიც თითოეულ თქვენგანს აცოცხლებს, ან მიზანს აძლევს ცხოვრებაში, მიმართულებას. ბევრი წიგნი წამიკითხავს სიყვარულზე და სიმართლე გითხრათ, ყველა იმდენად იდეალურია, რომ სინამდვილეს ვერ შევუსაბამე, უბრალოდ თავის სანუგეშოდ. ნუ ჩამომართმევთ სიტყვებს ელეგიად, ნურც უაზრო ღაღადად, მაგრამ მაინც როგორია ადამიანი? იცის, რომ სიყვარული მხოლოდ უსასრულო ტანჯვას მოუტანს და მაინც უყვარდება, ისევ ისე ძლიერ, ან უფრო მეტადაც. მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რეცეპტში სხვა ინსტრუქცით რომ არის მოცემული და ჩვენზე სხვანაირად მოქმეედბს. სიყვარულს დოზა არ გააჩნია, არც მიღების დრო და განრიგი, უბრალოდ, სიყვარული წამალია, რომელიც ყველა ადმიანმა ცხოვრებაში ერთხელ უნდა მიიღოს.
ეს თქვა.. მხოლოდ ეს ამოღერღა და წამოდგა. ადგა და წამოვიდა. აზრზე არაა სად არის, მაგრამ იცის, რომ გზაშია, მისთვის ეს ყველაფერი მაინც ნაცნობია. აუცილებელი ხომ არ არის ყველაფერი იცოდე? ბოლოს და ბოლოს ცურვას კოჭებამდე წყალში ვერ ისწავლი... ცხოვრებაში პრობლემები თუ არ დაძლიე, ასე ცხოვრებას ვერ ისწავლი და ვერც ამ უმართავ წუთისოფელს გაართმევ თავს.
* * *
მეორე დილას, სასწავლებელში წასასვლელად მოემზადა.
არც კი უსაუზმია, ისე დაუყვა ქუჩას. ტაქსი კიდევ არ გამოიძახა, ისევ ფეხით უნდა ამხელა გზის გავლა.
ტელეფონი ურეკავს. "ნიკა" დაეწერა და ანაბელმაც უკმაყოფილო სახე მიიღო. ამჯერად აღარ აპირებდა გათიშვას. თუ აშკარელი ბედნიერი იყო სხვასთან, ე.ი მასაც ჰქონდა ამის უფლება. და იქნებ ამ ბიჭთან მაინც ეცადა ბედი. ამბობენ, სიყვარული ურთიერთობაში მოდისო. დარწმუნებული არ არის, რომ ნიკას შეყვარებას შეძლებს, თუმცა მასთან ბედნიერი ნამდვილად იქნება.
_როგორც იქნა აიღე, -აღებისთანავე გაისმა კაცის ბოხი ხმა, სიხარულს რომ დაებუდებინა მასში.
_მანამდე შეუძლოდ ვიყავი, ახლა უკეთ ვარ. -სწრაფად მოძებნა მიზეზი და ტელეფონშიც ვირის წიხლებივით მიაყარა კაცს სიტყვები.
_დღეს სამზე ხომ გიმთავრდება ლექციები?
_კი, სამზე, -გულში სიხარულს ზეიმობდა, ნიკას მაინც რომ აინტერესებდა ანაბელი და ახსოვდა იგი.
_გინდა შევხვდეთ?
_უარის თქმას აქვს აზრი?- ღიმილით ჰკითხა ნიკას, რომლის ხასიათებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში კარგად შეისწავლა.
ცდიდა ურთიერთობას.
* * *
სამი სრულდებოდა, როგორც ყოველთვის გაბრუებულმა რომ დატოვა უნივერსიტეტი და პირდაპირ კაფისკენ წავიდა, სადაც ნიკა ელოდებოდა. მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ ამას ძალაუნებურად აკეთებდა.
მმაგიდასთან მჯობი კერესელიძის დანახვაზე გაეღიმა. გამიზნულად. ადრე მატათასთან უნებურად თუ ეღიმებოდა, აქ ძალით აკეთებდა ყველაფერს.
თბილად გადაკოცნეს და მოიკითხეს ერთმანეთი...
ბევრი ილაპარაკეს. რაც არის არის, ეს კაცი სასიამოვნო მოსაუბრეა და ამას ვერ დაუკარგავ. ბევრჯერ მოახერხა კალანდაძის გაცინება და მისი კისკისის მოსმენა.
იგრძნო როგორ იკლო გულის ცემამ და შენელდა პულსი, როცა აშკარელი დაინახა ლანასთან ერთად. "ოღონდ ეს არა" გაიფიქრა და თვალები მტკივნეულად დახუჭა, ცრემლები რომ არ წამოსვლოდა.
ველაფერი კარგად იწყება, ძნელად ვითარდება და ხშირ შემთხვევებში ცუდად სრულდება. ძნელია ცხოვრება ისე გალიო, რომ შენით ყველა კმაყოფილი იყოს. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. წამს წუთი მოსდევს, დღეს ღამე, სიკეთეს ბოროტება და ასე უსასრულოდ... თითქოს ნორმალურად მიედინება ყველაფერი, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან და ცხოვრების წესს თვითონ ქმნიან. ცხოვრობენ დღევანდელი დღით, რადგან არ იციან ხვალინდელი დღე იქნება თუ არა. ამბობენ იმას რასაც ფიქრობენ, რადგან ითვალისწინებენ, რომ შეიძლება სხვა დროს არ ჰქონდეთ სითყვის თავისუფლება საკუთარი აზრების გამოსახატავად. აკეთებენ რისი გაკეთებაც უნდათ და მართებულად მიაჩნიათ, რადგან არ არიან დარწმუნებულნი სხვა დროს ექნებათ თუ არა ამის გაკეთების შესაძლებლობა. მაგრამ ამასთანავე არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად და სახელის მოსახვეჭად ყველაფერზე მიდიან. ღირსებებს თელავენ და პატიოსნებას არ უფრთხილდებიან. მათთვის მნიშვნელოვანია გახდნენ პოპულარულები და ამისთვის ყველაზე ადვილ გზებს პოულობენ, რომ თავის შეწუხება არ მოუხდეთ. მათ ჰყავთ ,,შავი საქმეების" შემსრულებელი ,,ერთგული ფინიები", რომლებიც მაღალ ანაზღაურებას პატიოსნებაზე დაუფიქრებლად ცვლიან.
ასეა ცხოვრება მოწყობილი, დღეს გვილხინს, ხვალ გვიჭირს და ზეგ იმედს არ ვკარგავთ, რომ დღევანდელი დღე დაბრუნდება. რომ ვკვდებოდეთ არავის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ დაგვმარხავს.
ადამიანში თვითგადარჩენის ინსტიქტი კარგად არის განვითარებული, მაგრამ სხვებისთვის ცუდად გამოსდის მისი სისრულეში მოყვანა. თუ სხვისი არ გააფუჭე შენსას ვერ მოიწყობ, თუ სხვას არ ავნე, შენ ვერ ნახავ სარგებელს, თუ სხვა არ გააუბედურე, შენ ვერ იქნები ბედნიერი...მეზიზღებიან ანგარებიანნი. არ შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო და თვითგადარჩენის ინსტიქტი ასე, ზედმეტად გქონდეს მონაგრებული.
და იყო სოფელი ესე...ადამიანს ადვილად მისაღწევი უფრო იზიდავდა ვიდრე ძნელად და შრომით მოსაპოვებელი, საკუთარის გასალამაზებლად სხვისას ამახინჯებდნენ, ეგონათ, რომ თუ არ მოკლავდნენ თვითონ ვერ იცოცხლებდნენ. რა საინტერესოა ასეთ ადამიანებს არჩევანის უფლება რომ ჰქონდეთ ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის, რომელს აირჩევდნენ?..
ღმერთი მევახშე არ არის, რომ ჩვენი კეთილი საქმეები დათვალოს. უფალი გაგვინათებს გონებას, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის რაც დავიწყეთ. უფალმა შეგვქმნა და მანვე ჩაგვსვა გალიაში, მაგრამ მოგვცა იმის ძალა, რომ გვემღერა. ანუ მოგვივლინა განსაცდელი, მაგრამ მოგვცა იმის ძალა, რომ მას გავმკლავებოდით.
ძნელია გაიარო გზა სიცოცხლიდან სიკვდილამდე ისე, რომ სიკვდილის შემდეგაც იცოცხლო. ცხოვრება ომია, ომი. შეიძლება ბევრი ბრძოლა წააგო, მაგრამ ყველაზე მთავარია ომი მოიგო. მოთმინებით უნდა შეხვდე ყოველ ფიასკოს, რადგან მომდევნო ბრძოლაში შენ გაიმარჯვო. წარმატებისთვის იმდენივე უნდა იშრომო რამდენსაც უფალი აკეთებს ყოველდღიურად შენთვის. მიტევება უნდა შეგვეძლოს. ან ჩვენ ვინ ვართ, რომ არ მივუტევოთ მაშინ, როცა უფალმა მთელს კაცობრიობას მიუტევა მისი სიკვდილი. არ უნდა დაგაბრმავოს ბოღმამ და სიძულვილმა! შურისძიების სურვილი არ უნდა გამოძრავებდეს არავის მიმართ! პირიქით ცხოვრება უნდა გიხაროდეს, რადგან გითენდება და გიღამდება, უნდა ეცადო ამ მონაკვეთში ისეთი რაღაცები გააკეთო, რომ წინ კეთილად დაგხვდეს. საკუთარი ბედნიერებისა და წარმატებისთვის შენვე უნდა იბრძოლო და როცა ამ ყველაფერს სუფთად და უბოროტოდ გააკეთებ, უფალი აუცილებლად დაგაჯილდოვებს.ხუთი წელი გავიდა. ხუთი წელი იყო რუსეთში მამამისთან ერთად, სრულიად უბედური. პატარა დრო არ არის ამდენი წელი მარტოობაში ცხოვრება და თავის ისე მოჩვენება, თითქოს ბედნიერი იყო.
რა ძნელია, იყო ამხელა ქვეყანაში, ამდენი ადამიანი გეხვეოდეს გარს, ამდენს უყვარდე და მაინც სიმარტოვის ჯურღმულში იყო გამომწყვდეული.
მზე არც ისე ხშირად ანათებდა მოსკოვში, მოგეხსენებათ, თბილი ამინდებიც იშვიათადაა. თითქოს ამინდიც კი უწყობდა ხელს მოწყენაში.
ორმაგად გვიცავს ტკივილი, როცა ხვდები შენს შეცდომას და მის შედეგებს. ადამიანი, რომელიც ადრე სიცოცხლეს გერჩია და ახლა შენს გამო ტორის, სულიერად გიღებს ბოლოს და ვერ ხვდები, როგორ გაექცე მწარე რეალობას. ვიცვლებით,ყველას ტკივილი და შეცდომები გვცვლის. მით უფრო ის, რაც ჩვენ სრულყოფილს გვხდიდა, ახლა გვაკლია, ბოლოს გვიღებს და ყველაფერი ამაოების ბაზარზე იყიდება, გარდა სიყვარულისა. მიუხედავად ყველაფრისა, ის ცხოვრებაში მიმართულებას ხომ მაინც გვაძლევს.
ნარკოტიკები მისთვის, როგორც სულიერი, ისე ხორციელი ხსნა იყო. ის ეხმარებოდა დაევიწყებინა მისი ყოფა განუყოფელი და უბედურებით გაჟღენთილს წამიერი ბედნიერება ეგრძნო.
ლანაც რუსეთში გაიცნო. ერთ-ერთმა რუსმა მეგობარმა, საშამ წვეულებაზე შეახვედრა ისინი. თავიდან დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ მამამისის სიტყვებმა „მაგ გოგოსთან მაინც სცადე ბედი“ აზრებს მიმართულება შეუცვალა. გოგონასგან სითბოს ნამდვილად გრძნობდა, თუმცა სიყვარულს _ არა. ერთადერთი, ვინც მასში სიყვარულის დაუზოგავ ინსტიქტს აღძრავდა, ეს იყო ანაბელი.
ნეტავ ყველაფერი ისეთი ადვილი იყოს, როგორც ჩანს.. როგორც ვხედავთ. კარგად იცოდა, რომ გოგონას ვერ გაუგო იმ დღეს, როცა მოიტაცა. მიუხედავად ყველაფრისა, არასოდეს უფიქრია, რომ კალანდაძეს არ უყვარდა. ვერ გაუგო, დაკრა ფეხი და წავიდა. შეცდომას შეცდომა დაუმატა და ბოლო მოუღო ყველანაირ შესაძლებლობას, ანაბელი მისი მომავალი რომ გაეხადა.
მერე, ვეღარც ნარკოტიკებდი უშუშებდა უკიდეგანო ტკივილს და საქართველოში დაბურნება გადაწყვიტა. ბოლოს და ბოლოს იმ ჰაერით მაინც ისუნთქებდა, რომლითაც _ ანაბელი.
***
ერჩივნა მომკვდარიყო, დაბრმავებულიყო, ოღონდ აშკარელი და ლანა ერთად არ დაენახა.
იცით რას ნიშნავს, როცა ადამიანს, რომელიც ცხოვრებას გირჩევნია, სხვის გვერდით ხედავ? თითქოს, ის ნაწილიც მოგისპეს, რაც დაბადებიდან შენ გეკუთვნოდა, შენში იყო, საარსებოდ თუ არა, სანუგეშოდ მაინც.
თურმე უდიდესი ტკივილიც კი საუკეთესო რჩევა ყოფილა, გადაუწყვეტელი აზრის სისრულეში მოყვანისათვის. გულს თუ არა, გონებას მაინც უნდოდა თავისუფლებისა და „ბედნიერების“ განცდა. ტკივილის დატევა იმდენად შეუძლებელია, რომ გვსურს ჩვენში ტყუილმა ბედნიერებამ დაიბუდოს. აი, რა ვართ ადამიანები!
_მათე, ნახე, ანაბელი და მისი შეყვარებული, მოდი მასთან ერთად დავსხდეთ, -მკკლავზე დაქაჩა ლანამ და კალანდაძის მაგიდისაკენ წაიყვანა.
სუნთქვაგაყინულს, არანაირი სურვილი არ ჰქონდა რომელიმე ენახა. იმდენად მოუკლა გული ლანას „მათე“-მ, რომ ეგოისტური ჟინის მაგივრად, მათი მოკვლის დაუოკებელი სურვილი აუბუყბუყდა გულში.
_რამდენჯერ გთხოვე, ეგ არ დამიძახო-მეთქი?- გაბრაზებული ხმით ჩაილაპარაკა და ლანას ხელი მოიცილა, ეს უკანასკნელი კი გაშეშებული დაოვა, _აქ ჩვენი ადგილი არ არის, ხომ ხედავ, მარტონი არიან.-ამოილაპარაკა ისე, რომ ანაბელისთვის თვალი არ მოუცილებია.
_რატომაც, არა?-ალაპარაკდა ნიკა სერიოზული ხმით, _ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. არა, ანაბელ?
_ რა თქმა უნდა, -ძლივს დაიჩურჩულა კალანდაძემ და ნიკას ხელი მკლავზე მოუჭირა, ეს ბოღმა, რომელიც გულში აუბუყბუყდა, რამეზე რომ გადაეტანა, თორემ უკვე სულს გააფრთხობდა.
_როგორ ხართ?-იკითხა ღიმილით ლანამ, როდესაც სკამზე დაჯდა გოგონას პირდაპირ და ორივეს სათითაოდ მოავლო თვალი.
_კარგად. თქვენ ერთმანეთს არ იცნობთ, მგონი. -უკვე აღარ აპირებდა მისი ტკივილის გამომჟღავნებას და აშკარელისათვის იმის დამტკიცებას, რომ ისევ უყვარდა.
_არა, არ ვიცნობთ,-ამჯერად მატათამ ჩაილაპარაკა ისე, რომ ყველას გაეგონა მისი კარგად დაფარული სიბრაზე.
_კარგით,-ფეხზე წამოდგა ანაბელი და დრამატიზებულად წარუდგინა „წყვილს“ კაცი, _ეს არის ნიკა, ჩემი მეგობარი.. ან უფრო მეტიც, -დაამატა ბოლოს და კაცს მეტად თვალები რომ არ დაექაჩა სახელოზე ხელი ჩაავლო. ანიშნა თამაშში აყოლოდა.
_უფრო მეტი? რა მაგარია! წინასწარ გილოცავთ,-ენერგიულ გამოსვლებს არ ეშვებოდა ლანა და ცეცხლს უფრო აღვივებდა.
_როგორ გაიცანით ერთმანეთი?- თვალებმოჭუტულმა ჰკითხა აშკარელმა და წყლის ჭიქას ისე მაგრად მოუჭირა ხელი, რომ სახსრები გაუთეთრდა.
_უნივერსიტეტში მიდიოდა ანაბელი, -სწრაფად მოუხმო ფანტაზიას ნიკამ და ტუჩის კუთხე ჩატეხა, _ფეხი გადაუტრიალდა.. მე უკან მივყვებოდი და დაკოჭლებულს დავეხმარე. მერე სასწავებელში ვაკითხავდი ხოლმე და.. თქვენ?
_ჩვენ რუსეთში, წვეულებაზე. -პირის გაღებაც კი არ აცადა ლანამ მატათას ისე გასცა პასუხი, მათი „პირველი შეხვედრით“ აღფრთოვანებულმა.
_უხდებით ერთმანეთს! -ისევ ახალი თემა წამოჭრა აშკარელმა.
_მადლობ, თქვენც.-ოფიცილაური და მოკლე პასუხი გასცა ანაბელმა.
თავბრუ ეხვეოდა, ირგვლივ მის გარშემო ყველაფერი ტრიალებდა. ეს ყველაფერი თანდათან უფრო გაძლიერდა. თვალები ოდნავ მილულა და ნიკას მაისურის სახელოზე დაეჯაჯგურა. გულის რევის შეგრძნებამ იმატა. ჩაშავდა ყველაფერი და ბოლოს იგრძნო საყვარელი სურნელი,საყვარელი სხეული, რომელიც არ შეხებია რამდენი ხანია, და ახლა როცა მისი სხეული ანაბელისას შეეხო, გონწასულმაც კი იგრძნო სითბო და უსასრულო სიყვარული.
***
ცხოვრებაში არის რაღაცები, რაზეც შეიძლება თვალი დახუჭო, საშუალოს დასჯერდე, მაგრამ სიყვარული მათ შორის არ არის.თუმცა არსებობს რაღაც, რაც ჩვეულებრივი, უბრალო და არაფრით გამორჩეული არ უნდა იყოს. ეს სიყვარულია. გრძნობა, რომელიც ბავშვობიდან სიცოცხლის მამოძრავებელ ძალად მიმაჩნია და შემდეგ უკვე დიდობაში წიგნებმა, ფილმებმა, ცნობილი ადამიანების განსაკუთრებულმა სიყვარულის ისტორიებმა ეს აღქმა კიდევ უფრო გამიმყარა.
ვფიქრობ, რომ გვერდით არ უნდა გვყავდეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ადგეს, წავიდეს და უკან აღარ დაბრუნდეს.
გვერდით უნდა გვყავდეს ადამიანი, რომელიც აცნობიერებს თუ როგორი ბედნიერია, რომ შეუძლია ხელი ჩაგვკიდოს და გულში ჩაგვიკრას.
ადამიანი, რომელიც ყოველდღე არ გვახსენებს ან გვაჩვენებს თუ რამდენს ვნიშნავთ მათთვის.
ყველა ქალი იმსახურებს:
ადამიანს, რომელსაც იგი ენატრება იმ მომენტიდანვე, როგორც კი ერთად აღარ არიან.
ადამიანს, რომელსაც შეიძლება ზღაპრების არ სჯერა, მაგრამ მაინც პრინცესასავით გექცევა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისთვის პრინცესა ხარ.
ადამიანს, რომელიც თავის გულწრფელ ფიქრებს და გულის ნადებს გიზიარებს, რადგან მომავალში ცხოვრების გაზიარებასაც აპირებს.
ადამიანს, რომელმაც იცის როგორ გაპატიოს და იყოს ბედნიერი, მართალის ნაცვლად .

კოლიდორში ისხდნენ სამივენი. ლანა მოუსვენრად დადიოდა აქეთ-იქეთ. ნიკა კედელს მიყუდებოდა, მატათა კი კუთხეში ჩაცუცქულიყო საწყლად და თავი მუხლებში ჩაერგო. ერთიანად კანკალებდა.
„თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, უნდა მოიპოვო.. ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლებ, გაუჩინარდები.. არასოდეს არ დაკარგო იმედი, გჯეროდეს სამართლიანობის, რადგან მთავარი რწმენაა.. არ შეგაშინოს ცხოვრების ეკლებმა, იმიტომ რომ მათში ხშირად ვარდები იმალება.. კარგი და ცუდი კი ყოველთვის იარსებებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის.. ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, მოსპობით კი არც ერთი არ მოისპობა, რადგან ცხოვრებისთვის ორივე თანაბრადაა საჭირო. ერთი მოერის საზომია.. ბოროტება რომ არსებობს ამიტომ ვაფასებთ სიკეთეს.. ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა.. აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო.. სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი.. მთავარია, არასოდეს დანებდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის, იცხოვრე მართალი ცხოვრებით და იყავი სხვებისთვის მაგალითი.. არა მარტო სიტყვით, არამედ შენი ცხოვრების წესითაც. “გახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ სიტყვა, მაგრამ არ გააჩნია საქმე, ხის მსგავსია, რომელსაც ფოთლები აქვს, მაგრამ ნაყოფი – არა..” ამიტომ, “ნუ იქნები გზაზე დამდგარი სვეტი, რომელიც მხოლოდ გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის.. არამედ იყავი წანამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის..” იარე უკეთესი მომავლისკენ, არასოდეს შეჩერდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის..“
კოლიდორის ბოლოდან ექიმი გამოჩნდა. სამივე ფეხზე წამოდგა. გაბრუებული ვერაფრის გააზრებას ახერხებდა, თეთრხალათიანის სიტყვებიც, უბრალოდ ესმოდა.
_ძლიერი სტრესის ბრალია, რამდენიმე დღე ჩვენთან დარჩება.- ლაკონურად საუბრობდა ექიმი და იღლიაში ამოჩრილ ფურცლებს თავს უყრიდა.
_შეიძლება ვნახო?-ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა და ცრემლით სავსე თვალები მიანათა ექიმს.
****
თეთრ გადასაფარებელში გახვეულ სხეულს ნელ-ნელა მიუახლოვდა. თითქოს და ეშინოდა, ოღონდ რისი თვითონაც არ იცოდა.
_“ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს...“-ლუღლუღით გაიმეროა სადღაც წაკითხული რამდენიმე სიტყვა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მუშტით მოიწმინდა, _ასე მგონია ასეთი სიყვარული არავის შეუძლია...დავიძინებ-მიყვარხარ!გავიღვიძებ-მიყვარხარ! ჩემთან ხარ-მიყვარხარ! და თუ შორსა ხარ, მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ! მე სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული მიბოძა ღმერთმა. შენგან მივდივარ-მენატრები...თვალს მოგაშორებ-მენატრები...როცა გიყურებ, მაშინ ყველაზე მეტად მენატრები...მონატრებაზე უფრო დიდმა მონატრებამ შენად მაქცია. ჩემი სიყვარული დედამიწაზე დაიბადა და გაიზარდა. როცა ახალ დაბადებულ ბავშვს ვეფერები-შენ გეფერები! როდესაც შინ თითის წვერებზე დავდივარ, მაშინ შორეულ ბინაში შენს ძილს ვუფრთხილდები.მადლობაზე უფრო დიდი მადლობაა ჩემთვის შენი არსებობა. რომ ხარ ესაა მთავარი. მე დაგელოდები, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები...არა, არა სიცოცხლის იქითაც თუკი შეიძლება ლოდინი, მე იქითაც დაგელოდები. ჰო, ასე მგონია ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს...მე ხომ ასეთი სიყვარული არ შემიძლია...
ტკივილი? ვინ იცის, რა არის ტკივილი.. ამას ყველა ადამიანი თავისებურად აღიქვამს და გრძნობს, თუმცა ის ყველას ერთნაირად ანადგურებს. ყველაზე მახრჩობელა გრძნობაა, როცა ცხოვრების თანამგზავრად შერაცხულ ადამიანს პალატაში უგონოდ მწოლიარეს ხედავ. თვალწინ გადაგირბენს ყოველი ბედნიერი თუ უბედური წამი. ამ დროს, ყველაზე ტკივილიანი წამებიც კი გებედნიერება, მაშინ ხომ ერთად იყავით.
შეცდომები? ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, სწორედ შეცდომები გვიბიძგებენ ვიყოთ უკეთესები, ვიდრე ვართ. ზოგჯერ გვაღიზიანებს საკუთარი ამორალური საქციელებიც კი, მაგრამ არაფერია დაუძლეველი, სადაც სიყვარულია. ამას, გაფუჭებული მაგნიტოფონივით ვიმეორებ, მთელი ჩემი ცხოვრებაა.
გინდა.. ბევრი რამე გინდა, მაგრამ სურვილებს გვერდზე გადადებ, თუ ბედნიერს შეხედავ შენს საყვარელ ადამიანს, სულისა და სხეულის ნაწილს. ან თუ გეცოდინება, რომ ცოცხალია და სუნთქავს, ეს მაინც დაგაიმედებს.
არასოდეს, არასოდეს უტირია, ბავშვობაშიც კი. ალბათ იმიტომ, რომ არასოდეს უგრძვნია დაკარგვის შიშით გამოწვეული ტკივილი. ახლა, როცა ყველა მოგონება, გრძნობა, დანაშაული, შიში ერთად მოაწვა, ორგანიზმმაც სხვანაირად განიცადა ეს ყველაფერი და ცრემლების სახით გამოდევნა შიგნიდან მწარე რეალობა, თითქოს რამით უშველოდა, მაგრამ არა.. ის თანაგიგრძნობს, თანაგრძნობა კი ყველაზე საუკეთესო თანადგომაა გაჭირვების დროს.. სულ რომ არაფერი, ხომ გრძნობ ვინმეს გვერდით ყოფნას.. მარტოობაც ხომ არ გიმატებს თავის წილ ტკივილს, ეს განუგეშებს.
მეცამეტე თვე (მეორე ნაწილი, დასასრული)
მეცამეტე თვე (მეორე ნაწილი, დასასრული)

_შენ რომ რამე დაგემართოს, თავს არ ვიცოცხლებ.. შენ რომ ერთი ღერი თმა ჩამოგივარდეს, ნებისმიერის გამო, თუნდაც მე ვიყო, არ ვაცოცხლებ.. გევედრები, ახლა გამოიღვიძე, ახლა შემომხედე შენი ლამაზი თვალებით და მერე, თუ გიინდა მოვკვდები, -ჩახრეწილი ხმით ლაპარაკობდა, ეგონა გაიგებდა კალანდაძე მის ნათქვამს, იმ წამს ,არ ანაღვლებდა ის ფაქტი რომ ცრემლებად იღვრებოდა, _ვაბშე მ*იდია, ახლა ქალაჩუნასავით რომ ვტირი... არ მაინტერესებს... შენ გამო, ყველაფერზე ვარ წამსვლელი და ეს შენც კარგად იცი.. ჩემი ცუდად მოქცევა, შენზე ძალიან მოქმედებს... ჩემი 'გაქცევითაც' შენი ნაწილი წავიღე, ვიცი.. და ყველაზე მეტად მაგას ვნანობ. შენ ხომ იცი, როგორი იმპულსურიც ვარ? ხომ იცი, რომ შენ რომ სხვის გვერდით ხარ, ეგოისტი ვხდები... ეს ავადმყოფობაა, ვხვდები მაგას.. მაგრამ გულს არ შეუძლია... გონების დედაც, მაგან რა იცის, ეს ნახევარი მფეთქავი არსება რას გრძნობს.. იცი? შენ ჩემი გული ხარ.. მართლა, აი ჩემს ვენებში რომ სისხლი დადის, ისიც შენ ხარ.. ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავ, ისიც შენ ხარ და საერთოდ, ყველაფერი შენ ხარ.. ყველა ქვეყანა მძულს, სადაც შენ არ ხარ,, სამოთხეც კი მძულს, მაგრამ ვიცი, ეგეც შემიყვარდება, მაშინ როცა შენ წახვალ იქ... მაგრამ ადრეა.. ჯერ ძალიან ადრეა......
ჩაწითლებული , ლიბრგადაკრული თვალებიდან კარგად დაინახა, ნაზი ფარფატა თითი როგორ აამოძრავა და ამ თითით აამოძრავა სამყაროც, რომელიც მატათას ირგვლივ ბრუნავდა.
ნელა, ასევე ნაზად გაახილა ლურჯ-მწვანე თვალები და პირველი რასაც შეხედა, ეს იყო აშკარელის ნამტირალევი სახე, ჩაწითლებული თვალები...
არაფერი დატყობია სახეზე სიყვარულის გარდა.. გაცრეცილი, მაგრამ მაინც ძლიერი სიყვარული ეხატა სახეზე. ის სიყვარული, ამდენი რომ შეაძლებინა ორივეს.. დრო წინ და უკან რომ ატრიალა და მაინც ერთად რომ დარჩებიან ბოლოს, ეს ყველამ კარგად იცის!
_აქ ხარ?-ერთადერთი კითხვა, რომელიც დასვა, იმის დასამტკიცებლად, რომ მოჩვენებები არ დაეწყო.
_აქ ვარ და სულ აქ ვიქნები! შენ რაც არ უნდა მითხრა, მაინც აქ ვიქნები, გვერდზე მოგეწებები და აღარ გაგიშვებ, -აღტაცებული ელაპარაკებოდა აშკარელი და ხელზე მაგრად უჭერდა გაუხეშებულ ტორებს, თუმცა იმდენად არა რომ ტკენოდა.
_შენ მასე მპირდებოდი, ხუთი წლის წინაც, -ცრემლების შეკავება არც კი უცდია, ნამდვილად არ იყო იმ მდგომარეობაში სიამაყე შეენარჩუნებინა.
_ხუთი წელი დიდი დროა შესაცვლელად... სიტყვების გასამაგრებლადაც,-მკაცრად შეკრა წარბები და თითებით მოეფერა გაყინულ ხელზე.
_ხო, მაგრამ არც ისე დიდი დრო სიყვარულის დასავიწყებლად.
_მე სულ მჯეროდა, რომ გიყვარდი.. მაგაში ეჭვი არასოდეს შემიტანია...
_ყველაფერს სხვანაირად ამტკიცებ იცი? მე რომ გამეჩინა შეყვარებული რას იზამდი ძალიან მაინტერესებს,-ვეღარ მოითმინა საბოლოოდ და მაინც წაკბინა. უფრო სწორად, საკუთარი ინეტერესების დაკმაყოფილება სცადა.
_ჯერ იმას მოვკლავდი, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გზებით, გინდა ჩამოგითვალო? მუხლზე გადამტვრევა, კისრის მოგრეხა, კბილების სათითაოდ დაძრობა და ა.შ, ასევე მაზოხისტური გეგმებიც მექნებოდა, რამდენიმე!-გაბრაზებული ნესტოებიდან ორთქლს აფრქვევდა და ყურებიდან ბოლს უშვებდა.
_და შენ თვლი, რომ რაც ჩამოთვალე არამაზოხისტურია?-წარბები სასაცილოდ აზიდა მაღლა ანაბელმა.
_კი, არამაზოხისტურია, და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, შენ ვისაც ეკუთვნი და ვისაც არა..
_შენ რამდენი გეკუთვნის ვერ გავიგე!-გაკაპასდა კალანდაძე.
_ერთი გოგო მეკუთვნოდა დაბადებიდან და სულ ასე იქნება,-გაბრაზებული დაბღვერილი ლაპარაკობდა, თუმცა მაინც იმხელა სითბო მოდიოდა მისი თითოეული სიტყვიდან, შეუძლებელია სითბო არ გეგრძნო.
_აბა, ლანა?
_ლანა.. ლანა ჩემი მეგობარია, რომელიც შეყვარებულის სტატუსს ატარებს. არც ერთს არ გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ დაშორებულებიც კი არ ვართ, რადგან ერთად არც არასოდეს ვყოფილვართ. - მკაცრად ლაპარაკობდა და ხელებს იშველიებდა საუბრისას, თითქოს რაღაცის ახნსას ცდილობსო.
_ნიკა სადაა? -აშკარელის გამწარებას არ ეშვებოდა, რაც საოცრად მოქმედებდა ამ უკანასკნელის ფსიქიკაზე.
_რა დროს ნიკაა, გოგო? მე ვარ აქ!-ეგოისტობა ყელში აუბუყბუყდა და თვალები დააკვესა.
_ეგოისტი ხარ!-ღიმილით უთხრა კალანდაძემ და ტუჩებზე ხელი აიფარა, ჩუმად რომ დაჭყანვოდა.
_ზუსტადაც, შენი ღიმილის ეგოისტი ვარ, შენი სიტყვების ეგოისტი ვარ და ყველაფრის ეგოისტი ვარ რაც შენ გეხება.. რატო ვერ გაიგე, რომ მჭირდები? ამ დედაატირებულ სამყაროში, ცხოვრებისთვის მჭირდები.. -ჩურჩულით მიუახლოვდა და საკაცეზე გაშოტილს გვერდით მიუწვა.
ემოციებმა პიკს მიაღწია. ამდენი ხნის მონატრება, დაგროვილი გრძნობები, ერთად მოეძალა და ადრენალინი შემოაწვა. გეგონებათ, სადღაც სიმაღლიდან გადმოაგდეს, ერთმანეთზე ჩახუტებულები.
ხუთი წლის ნატვრა, ოცნება აუხდათ. სულ არ აინტერესებდათ ის,რომ ეს ყველაფერი საავადმყოფოში მოხდა.
_როცა ჩემთან ხარ, არ ვიცი რა მჭირს, უბრალოდ , შენთან ერთად ყველგან წავალ... სამოთხეშიც, ჯოჯოხეთში, ყველგან.. როცა ჩემთან ხარ ასე მგონია, ფრთები მაქვს შესხმული და სადღაც ღრუბლებში დავფრინავ.. ყველაფერი ახლა ვიგრძენი, მხოლოდ ახლა ვიგრძენი ყველა მონატრება.. და იცი რა ძნელია, შენ რომ ჩემთან არ ხარ?.. აი, როგორც ბედუინი უდაბნოში, მზისგან იწვება, წყალი სწყურია, ჰაერი არ ჰყოფნის, მასე ვარ....-ეჩურჩულებოდა აშკარელი და დროდადრო უკოცნიდა შუბლს.
_ნეტავ რას ვითხოვდი, შორს რომ მიდიოდი?-ჩამწყდარი ხმით ალაპარაკდა ანაბელი და კიდევ ერთი ცრემლი მოიწმინდა,_ყველა წუთი მახსოვს, როცა ჩემთან იყავი.. ყველა ღიმილი მახსენდება... და ვხვდებ ი რა უაზრო იყო ჩემი ცხოვრება შენს გარეშე.. არ ვიცი, ჩემნაირი სიყვარულით თუ ვინმეს უყვარს ადამიანი, მაგრამ მეც მიკვირს, ამდენს როგორ ვიტევ..
_ახლა უნდა გაკოცო!_უნდა გაკოცო! -წინასწარ შეამზადა აშკარელმა გოგონა და ოდნავ წინ წამოიწია, ისე რომ მისთვის თავი გაესწორებინა.
მისი სიტყვებით, გაკვირვებული ანაბელი თვალებს იმხელაზე ქაჩავდა ლამის ბუდიდან გადმოუვარდა.
პირველ კოცნაზე ბევრჯერ უფიქრია და ყველგან რომანტიული გარემო იყო, ამ პალატაში კი რომანტიკის ნატამალსაც ვერ ხედავდა.. რაღა მაინც და მაინც აქ მოუნდა კოცნა ამ გადარეულსაც, თითქოს მერე დრო არ ექნებათ!
_შეწინააღმდეგება კანონით გაქვს აკრძალული, თორემ... -წარბები მაღლა ასწია მატათამ და ღიმილით მივიდა გამობურცულ, მადისაღმძვრელ ტუჩებამდე. ბაგის წვერებით ეხებოდნენ ერთმანეთს, აშკარელის და კალანდაძის ტუჩები, ახლა რა შეგრძნება ჰქონდა დაუფლებული და მერე რა იქნებოდა!
ნაზი, ფრთხილი კოცნის მოლოდინში მილულა თვალები ანაბელმა და პირი ოდნავ გააღო. "ფილმებში ასე ხდება ხოლმე" გაიფიქრა და თვალები ერთმანეთს მოაცილა, რომ დარწმუნებულიყო მატათა პირდაღებულს არ დასცინოდა.
თვალები დახუჭვის მაგივრად, იმხელაზე გადმოკარკლა, ცხოველივით რომ ეცა აშკარელი, ლამის ხელებით დაიჭირა თითოეული.
ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ფეერვერკი გადააყლაპეს და მუცელში დაიწყო ბათქა-ბუთქი. გააზრებას წესიერად ვერ ახერხებდა, ერთადერთი რასაც გრძნობდა აშკარელის კბილები და სქელი ტუჩები იყო.. ბოლოს ვერც მან გაუძლო ემოციების დარტყმას და ოდნავ აბურძგნულ თმებში ხელი შეუცურა. ყელზე ცალი ხელით მოეფერა, რითაც მატათა სულ შეშალა... ამჯერად აშკარელმა დაჭყიტა თვალები სიამოვნებისგან, თითქოს ახლა გაახილა პირველადო. უკვე ცხვირითაც რომ ვეღარ ახერხებდა სუნთქვას, ნელ-ნელა მოსცილდა გოგონას, რომელიც კარგად ნარბენივით ქოშინებდა და სულს ძლივს ითქვამდა.
_ესეც შენი პირველი კოცნა! საავადმყოფოში და "ველურული",-ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ანაბელმა,თუმცა ამის თავიც აღარ ჰქონდა, _შენ თუ ასე გააგრძელებ, ინფაქტი გარანტირებული მაქვს!
_სიკვდილისთვის არ მემეტები, თუმცა არც ჩემი თავი მემეტება შენი კოცნის სურვილით თუ უნდა მოვკვდე, ამიტომ.. ჩემი განებივრება მოგიწევს, ახლა კი მიიწიე, მეძინება.-თეძოზე ხელით შეეხო და ოდნავ უბიძგა გაწეულიყო.
_აქ რჩები?-გაკვირვებულმა კიდევ ერთხელ გადმოკარკლა გაფართოვებული თვალები.
_მალე ეგ თვალები, თავის ადგილას აღარ იქნება მასე თუ გააგრძელებ! - ღიმილით დაუკოცნა ორივე მათგანი,_ისე ძალიან გიხდება ეგ პაციენტის პერანგი, მკერდი სექსუალურად გიჩანს! -ჩაიფხუკუნა ხმადაბლა და საპასუხოდ გოგონას მუშტიც მიიღო ყბაში.
გაწითლებულს,ლოყებზე ალმური ასდიოდა. ნამდვილად არ ელოდა აშკარელისგან ასეთ თამამ კომპლიმენტს. მთელი სხეული უხურდა, ჯერ პირველი კოცნის გამო, მერე ეს კომპლიმენტიც დაემატა და ახლა სისხლი უდუღდა, შინაგანად ბორგავდა. იმედია, სულ ასე არ გააწვალებს აშკარელი, თორემ მოუწევს შეფარკლული ლოყებით სიარული.
მალე თვითონაც გადაეშვა სიზმრებში,ტკბილ სიზმრებში, სადაც მხოლოდ მატათა და ანაბელი იმყოფებოდნენ.
* * *
სამი დღის შემდეგ გამოწერეს საავადმყოფოდან. ჯემალი ჯერ კიდევ ნაწყენი იყო მატათაზე, ამიტომ მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა, როცა საავადმყოფოში ხვდებოდა. ნანიც არ იყო დადებითად მისდამი განწყობილი, მაგრამ შვილის ხათრით უწევდა აშკარელის ატანა.
მატათა მშვენივრად ხვდებოდა, ჯერ გოგონას მშობლებისთვის რომ უნდა მოეწონებინა თავი და ძველი ნდობა დაებრუნებინა.. ანაბელს კი, ამ საცოდავს, სადაც ნახავდა, იქვე ამკობდა უწმაწური კომპლიმენტებით, რის გამოც ეს უკანასკნელი ლამის ტირილს იწყებდა, თან სიწითლესაც ვერ მალავდა.
_ბელს, ნაყინი არ გინდა?- სასწავლებლიდან ბრუნდებოდნენ, აშკარელმა მანქანაში ჩასხდომისთანავე რომ აჯახა.
_არა, -დაიბუზღუნა გაბრაზებულმა და ფანჯარაში გაიხედა.
_კარგი რა, იმიტომ მიბრაზდები, რომ გითხარი კარგი მკერდი გავს-მეთქი? უნდა გიხაროდეს, მართლა გაქვს და იმიტომ!-გოგონას მოწამვლისა და გაწითლების შანსს არც ერთი წუთით არ უშვებდა ხელიდან.
_არ მინდა ეს უზრდელური კომენტარები, მატათა!-ბუზღუნს არ წყვეტდა კალანდაძე.
_კარგი რა! არა და როგორ გსიამოვნებს!-ეშმაკურად გადახედა საცოლეს და წარბები აათამაშა, ამ უკანასკნელმაც სანამ თავში პატარა ხელჩანთა არ ჩაარტყა, მანამდე არ გაჩერდა.
_სულაც არა! -მოფშლუკულ ტუჩებს ძლივს იმორჩილებდა რომ არ ეტირა, _ასე მგონია, არ გიყვარვარ და იმიტომ მეუბნები მაგნაირ სიტყვებს..
_ხო,ბელს, მე შენ არ მიყვარხარ, ერთი სული მაქვს საწოლში ჩაგიწვინო და მერე მიგატოვებ, აბა შენნაირ სექსუალურ ქალთან რა მინდა?-სერიოზული სახით ლაპატაკობდა მატათა და წამითაც არ ხრიდა წარბს.
_რა..ა?-ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე კალანდაძეს.
მიხვდა, ცოტა ზედმეტი რომ მოუვიდა და ახლა ანაბელის შემორიგება მოუწევდა მისთვის სასიამოვნო ხერხებით, სწორედ ამიტომ უყვარდა გაბუტული! მისი ტუჩები ისე იყო გამობურცული, ისე საყვარლად ხრიდა რკალისებურად დაბლა, რომ ღიმილთან ერთად ბედნიერება ეღვრებოდა გულში.
სწრაფად დაამუხრუჭა მანქანა და ატირებულს ხელი მხრებზე წაავლო, მისკენ მიაბრუნა და თვალებში ჩახედა.
_კარგი რა, სულ ასე უნდა იტირო ჩემს ხუმრობებზე? -"ხუმრობებს" ხაზი გაუსვა და ღიმილით ჩააკვდა ზღვისფერ თვალებში.
_ნუ მეხუმრები მასე, -სლუკუნით ამოთქვა და მუშტით მოიწმინდა ცრემლები.
_ხომ იცი, რომ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ? რა საჭიროა, ზლუქუნი?
_აბა ისე არ მეხუტები და... -ტირილს რომ მორჩა, მანაც გადაწყვიტა გათამაშება და თვალებში ახუნტრუცებული ეშმაკუნებით ''მოეალერსა'' აშკარელს.
_შენ თუ ჩემი ჩახუტება გაკლია, რა! -ხარხარით მოხვია მხრებზე მკლავები და გულზე მიიხუტა, მასზე ათასჯერ პატარა სხეული.
_შეგახსენებ იმ დროს, როცა ჩემთან არ ხარ ხოლმე, -ამოიბუზღუნა მის მკლავებში მოფუზულმა და თითებით რაღაცეების ხაზვა დაიწყო აშკარელის გულ-მკერდზე.
_ღამეებს თუ გულისხმობ, დიდ ხანს აღარ ვაპირებ შენს ლოდინს, მალე მოგიცუცქდები და მოგეფერები ხოლმე,-ვნებიანად ჩაილაპარაკა და აწითლებული ლოყები, სულ აუხურა, თბილი კოცნით.
_ასე როდის გაირყვენი? -გულწრფელად ჰკითხა კაცს მისი სიტყვებით გაკვირვებულმა და ეცადა, სიწითლე და აღშფოთება, რომელიც მისმა სიტყვებმა გამოიწვია დაემალა.
_არ გავრყვნილვარ, ბელს.. უბრალოდ მიყვარს როცა წითლდები და ჩუმად მეთანხმები!
_რა სისულელეა,-წამოიყვირა დაფეთებულმა._არაფერშიც არ გეთანხმები!
_როგორ არა! ერთი სული გაქვს გაკოცო ხოლმე, უბრალოდ ამას ვერ ამხელ.. გრცხვენია!-კალანდაძის წვალებას არაფრის დიდებით არ ეშვებოდა და მობურცულ ტუჩებზე დროგამოშვებით, მოწყვეტით კოცნიდა.
_უზრდელი ხარ!-სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა დაბნეულმა სირცხვილის დასამალად სწრაფად დაუბრუნდა საკუთარ ადგილს და ნიშნის მოგებით მომღიმარ აშკარელს კიდევ ერთხელ შეუბღვირა.


_დღეს ბიჭებს გაგაცნობ, -ამჯერად სერიოზულად უთხრა ანაბელს და მანქანა მის კორპუსთან გააჩერა._არ გავიგო, არ მცალია, არ მიშვებენ და ასეთები!
_არა, წამოვალ.. თან ნანი და ჯემალი ისე აღარ ბრაზობენ შენზე, ამიტომ ხელის თხოვნა თუ გინდა, სწრაფად მოდი, სანამ რამე არ გადაუტრიალდათ თავში. -წეღანდელი "წყენა" დაივიწყა და ღიმილით ჩაუკრა თვალი საჭესთან მჯდომს.
_ამის მერე რომ იტყვი, უზრდელი ხარო, ხომ უნდა მოგაჭრან ეგ ენა.. აღიარე რაზე ფიქრობდი!-ორაზროვანი მუსაიფი გაუბა აფორაჟებულს.
_ვერ ვხვდები, რას გულისხმობ. -გულუბრყვილოდ ააბრდღვიალა თვალები.
_ანუ იმას, რომ ძალიან გეჩქარება რაღაც-რაღაცეები!-წარბები აათამაშა მატათამ.
_მე თვითონ არ გადამაფიქრებინო რაღაც-რაღაცეები, -წარბები მაღლა აზიდა და ისედაც მობურცული ტუჩები უფრო გამობურცა, _ მერე ჩემი მშობლების აზრს აღარ ექნება მნიშვნელობა, გვრიტო! - თვალი ჩაუკრა აშკარელს და დატოვა გაშტერებული თავისი "გვრიტოთი"

* * *
საღამოს შედარებით თბილად ჩაიცვა, მართალია გაზაფხულია, მაგრამ ''მარტისეული'' სიცივე მაინც მკვეთრად ატანს ძვლებში. ყვავილებიან სარაფანზე, ვარდისფერი, ნაქსოვი ჟილეტი მოიცვა და პატარა ბავშვივით "გამოსკვანჩულმა" დატოვა სახლი.
პადიეზდთან, მანქანაზე მიყუდებული აშკარელისკენ წავიდა და წინ აეტუზა. ღიმილით მოხვია მხრებზე ხელი და გულზე მიიხუტა. აი, ბედნიერება!გულზე მიხუტებულს აღარ ახსოვდა არანაირი დედამიწა, ან თუნდაც რეალური სამყარო. მისთვის ერთადერთ რეალობად მეცამეტე, ბედნიერი თვე რჩებოდა, რომელიც მხოლოდ ანაბელისა და მატათას საკუთრება იყო. თანთადათან რწმუნდებოდა იმაში, რომ ამ თვეს მისთვის მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე მოჰქონდა და სიამოვნებით იცხოვრებდა გამუდმებით ამ დროში ჩარჩენილი.
მთელი გზა ერთმანეთის ფერებასა და ალერსში გალიეს. აშკარელი ხან ხელზე მოეფერებოდა, ხან სახეზე და ნახევრად უყურადღებოდ ტოვებდა საჭეს, რის გამოც ანაბელი შიშისგან ერთ ამბავს უტეხდა და ეჩხუბებოდა. ალბათ, არასოდეს მობეზრდებოდა მისი ბუზღუნის მოსმენა მატათას, მისი საყვედურით გაჟღენთილი ტონიც კი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.
_მორჩი ბუზღუნს, -მისი საქციელით გამხიარულებულმა, როგორც კი გაიაზრა კალანდაძის ნერვიულობა პიკს რომ აღწევდა, მისი გაჩერება გადაწყვიტა, თან უკვე დანიშნულების ადგილზეც მისულები იყვნენ. _მოვედით! -თვალი ჩაუკრა მანქანიდან გადმოსულმა და ჯენტლმენურად გაუღო კარი.
სწრაფად ჩამოხტა ძირს ანაბელი და კაბის გასწორება დაიწყო.
_ისე, მაკიაჟი რატომ არ გიკეთია?- ხელკავი გამოსდო გოგონას, ბარისკენ წაიყვანა და თან კითხვის ნიშნებით სავსე მზერა სტყორცნა.
_ასე არ ვარ ლამაზი? -ტუჩები სატირლად მობურცა და ცრემლით ავსებული თვალები მიანათა აშკარელს.
_რომ ტირი, მაშინ ხარ ყველაზე ლამაზი.. შენი ტუჩები კი უფრო მადისაღმძვრელი, -მოწყვეტით, თუმცა მაინც ვნებიანად წაეტანა ბაგეებზე და ახურებული წააბანცალა მეგობრებისკენ, რომლებიც დიდი აჟიოტაჟით შეხვდნენ.
* * *

ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა კარგი ადამიანები იყვნენ.
ლაშა ტაბიძე- ყველაზე მხიარული ადამიანი.
დუდა დევიძე-ყველაზე სერიოზული და ამავდროულად სიმპათიურიც.
გიორგი მაღლაკელიძე-გონებაცვალებადი და მექალთანე, ყველაფერი სახეზე აწერია. მაგიდის წინ უხერხულად ატუზული მიმტანი გოგონა, ლამის თვალებით გაბურღა.
იმდენი იცინა იმ საღამოს, არასოდეს დაავიწყდება. ამ ყველაფერს კი სრულყოფილს მატათა უხდიდა, ის იყო მის გვერდით, რაც მთავარია და სხვა ყველაფერს უკანა პლანზე წევდა. როცა წარმოიდგენდა, როგორი შეიძლება ყოფილიყო მისი ცხოვრება აშკარელის გარეშე, სიბნელის მეტს ვერაფერს ხედავდა. აწმყოში-მატათა, მომავალში-მატათა და წარსულშიც მატათა! ამ ადამიანის სახელს ახსენებს სამივე დრო, რაც უფრო ბენიერსა და სრულყოფილს ხდის მის არსებობას.
_ „დუძ“,-სიცილით გამოაჯავრა მეგობარი ლაშამ, _რაო შენმა გულის ვარდმა? კიდევ გაგებუტა?
_რამდენჯერ გითხრა, მარიზე ეგრე ნუ ხუმრობ-მეთქი? -კბილებს შორის გამოსცრა დევიძემ და ისეთი თვალებით შეხედა ლაშას, ლამის იქვე განუტევა სული ბიჭმა და სკამზე აიწურა.
_კაი ხო, რა მოხდა? -თავი დამნაშავესავით ჩახარა და ტუჩები მობუსხა, _ხომ იცი დასავით მიყვარს, ეგ ჭინკა! -ბოლოს მაინც გაიკრიჭა და მისი „ავლა-დიდება“ თეთრი კბილების სახით წინ გადმოგვილაგა.
_ეგ თეთრი კბილები, სანამ ღერა-ღერა დაგაძრე „პლოცკოთი“ დამალე! - არ ცხრებოდა დევიძე.
_კაით, რა მოხდა ახლა ასეთი? შენ კიდე ნუ იბღვირები, „დუძ“ ხომ იცი, „მალის“ მხოლოდ შენ უყვარხარ.. -საუბარში ჩაერია გიორგი და მანაც წაშხამა დუდა.
_მორჩით ლაზღანდარობას, -სახე დაეღმიჭა დევიძეს, ეტყობოდა თავის შეკავება როგორ უჭირდა. _ჩემი ნერვებზე მოშლისთვის დაისჯებით, ორივე!
_შენ მარი დაგიდონ ცხვირ წინ და სულ არ გაინტერესებს რა მოხდება, თუ გინდა, მესამე მსოფლიო ომი გაჩაღდეს. -პირში ენას ვერ ატევდა ლაშა.
_ეგაა სიყვარულის საიდუმლო, ძმაო! -თვალი ჩაუკრა მატათამ ტაბიძეს და გაღიმებულ ანაბელს მხრებზე ხელი მოხვია.
_თქვენ კიდევ, სხვა სტადია ხართ! - ხელი ჩაიქნია გიორგიმ და იმ მიმტანს დაუწყო თვალიერება, რომელიც მზერით გააწითლა.
_შეეშვი მაგ გოგოს, ხომ ხედავ, აიწურა უხერხულობისგან!-შეუბღვირა დუდამ და თავი მისკენ მიაბრუნებინა.
_შენი დაბღვერილი სიფათის ყურებას, მირჩევნია მის უკანალს ვუყურო!- დაეჭყანა მაღლაკელიძე და ჯიუტად მიაბრუნა თავი გოგონასკენ, _იმას წესიერი ფორმა მაინც აქვს!
_გარყვნილო, რძალი მაინც არ გეჯდეს გვერდით, -მხარზე ხელი დაჰკრა ლაშამ და მიმტანის უკანალის თვალიერებაში გართულს თავი მაგიდისკენ მოატრიალებინა, როგორც დუდამ. _ხო ასეა რძალო? ახლა შენ ამაზე რა კარგი შთაბეჭდილება უნდა დაგრჩეს?- ხმამაღლა მოჰყვა ძმაკაცის გაკრიტიკებას.
_არა, რატომ? -მხრები აიჩეჩა ანაბელმა, _უყუროს რამდენიც უნდა!
_აი, რძალიც! -ხელი დრამატიზებულად გაიშვირა გოგონასკენ გიორგიმ, _ის მაინც ზრუნავს ჩემთვის სიამოვნების მიღებაზე!
_გაგიცნოს, მერე კარგად დარწმუნდება, რაც ხარ! -ენა გადმოუგდო ლაშამ და რძალს მეორე მხრიდან გადახვია ხელი, რომელიც ეგოისტურად არ ესიამოვნა აშკარელს და სწრაფად მოაშორებინა ტაბიძეს._აუჰ, ეს მეორე ეგოისტიც! -ხელები მუხლებზე დაირტყა ლაშამ და ტუჩები გააწკლაპუნა.
_დუდა, მარიამს არ მოიყვან? ძალიან მინდა გავიცნო. -უხერხულად აიტუზა ანაბელი და შეწითლებული ლოყებზე ხელი მიიდო.
ცოტა ხანს ჩუმად იყო დევიძე, შემდეგ ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და ნომრის აკრება დაიწყო.
_სად ხარ?-სერიოზული ხმით ჰკითხა, თუმცა არავის გამოეპარებოდა მისი თბილი ხმა ყურთასმენიდან, რომლითაც აშკარად მხოლოდ მარიამს მიმართავდა.
_გამოგივლი.. კარგად.. -ტელეფონი გაუთიშა და ფეხზე წამოდგა.
_რა იყო, ბიჭო, ერთი თბილი სიტყვა გეთქვა! -ტუჩი აიბზუა ლაშამ და ამდგარ დევიძეს წარბაწევით მიაჩერდა.
_დაიწყნარე შენ ეგ ნერვები... -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ბიჭს და ანაბელს გადმოხედა, _მოვიყვან და მოვალ ათ წუთში.
მაღალი სილუეტი მალევე გაუჩინარდა გასასვლელში და საზოგადოებაც აყაყანდა. ხან ლაშა იტყოდა ხმამაღლა რაღაცას, ხან გიორგი და ლამის აიკლეს მთელი ბარი, მათ მატათაც აჰყვა და შექმნეს ერთი ალიაქოთი. როგორც ჩანს დუდას დაშინებული ჰყავს, განსაკუთრებით ის ორი, რომ ბევრი არ უნდა ილაპარაკონ.
_არა და როგორ უყვარს ის ქაჯანა გოგო, სახეზე სულ არ ეტყობა!-ტლიკინს არ წყვეტდა ლაშა.
_როგორ არა, რა თბილი ხმა აქვს ხოლმე. -გამოესარჩლა დუდას ანაბელიც.
_ვაიმე, საიდან ამჩნევთ ერთი გამაგებინა რა, -ქალივით მოპრუწა ტუჩები გიორგიმ და სავარძელზე გადაიშალა.
_რო გადამეფურჩქნე „აქანა“ დამჭკნარი ვარდივით, ცოტა „კუნტურულად“ დაჯექი.- შენიშვნა მისცა ძმაკაცს ლაშამ და კევის ღეჭვა დაიწყო.
_ოჰ, შენ რომ იქნევ მაგ ყბას მორყეული ხარდანივით, ჩემმა უმანკო სხეულმა რა დააშავა? -თავი შეიქო ბიჭმა და ხელით საკუთარი ტანისკენ მიუთითა.
_ერთი შენ გაქვს კარგი ტანი და მეორე, ნაზიკიას ბუღას.. უღლიანი ღორი გაძვრება მათ შორის,-იუკადრისა ლაშამ. ანაბელი კი უკვე სიცილისგან იჭაჭებოდა და მატათას ხელებით სთხოვდა ეს ორი გაეჩერებინა.
_კარგით მორჩით, შემიწუხდა ბავშვი.. -გულზე მიიხუტა გადაფიჩინების პირას მისული კალანდაძე და ღიმილით აკოცა სიცილსგან აბურძგნულ თმაზე.
_ვინაა შენი ბავშვი? -როგორც კი დამშვიდდა, მაშინვე გამოსდო კბილი წინა სიტყვას ანაბელმა და წარბშეკრულმა ახედა მატათას.
_ბავშვი ხარ, აბა არ ხარ?-მობუშტულ ტუჩებზე ოდნავ შეეხო და ცხვირზე ცხვირი გაუხახუნა.
_ამათ შემხედვარეს სიყვარული მოგინდება, -ამოიქშინა ლაშამ და ლოყებზე ხელები შემოიწყო. _არა, არა მოვიტაცეეებ, ცხრა მთას გადავატარეეეებ! -ბოლო ხმაზე მორთო ღრიალი ტაბიძემ და გარშემომყოფების ყურადღებაც მიიქცია, საკუთარი ვოკალური შესაძლებლობებით.
_აი, ორი გვრიტიც მოგვემატა,- ღიმილით გადახედა გიორგიმ კარებში ახლახანს შემოსულ დუდას და ახალგაზრდა, ლამაზ გოგონას, რომელიც აშკარად ძალიან უხდებოდა დევიძეს.
_მარუსია! -ფეხზე წამოდგა ლაშა და მარიამს თბილად გადაეხვია. _ეს ჩვენი მეორე რძალია.. -თეატრალურად წარუდგინა ანაბელის თავი გოგონას.
_ჯერ არც ერთი არ ვართ რძალი, -წაკბინა ტაბიძეს და კალანდაძეს თბილად გაუღიმა.
ეტყობოდა, რომ კარგი ადამიანი იყო მარიამი. ამაში მისი ფიზიკურობაც უწყობდა ხელს, ლამაზი მწვანე თვალები და წაბლისფერი თმა ჰქონდა, სუსტი და სწორი ტანი კი სრულიად სრულყოფილს ხდიდა. როგორც ჩანს ლაშასთან და გიორგისთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და დიდი ხანია რაც იცნობდა. დუდას სიმკაცრეს მასზე არანაირი გავლენა არ მოეხდინა, მარიამს აშკარად არ ეშინოდა დევიძის ფოლადის ხასიათისა, რასაც ვერ ვიტყვით ლაშასა და გიორგიზე.
_ანაბელ, რამდენი წლის ხარ? -ღიმილით გადმოხედა გოგონას მარიამმა.
_ოცდასამის, შენ?
_ოცის, შენზე პატარა ვარ, როგორც ჩანს ყველაზე პატარა ვარ აქ. -უკმაყოფილოდ მოჭმუხნა სახე.
ცოტა არ იყოს, გაუკრვირდა მარიამი ოცი წლისა რომ აღმოჩნდა, დუდა მასზე აშკარად, ხუთი-ექვსი წლით დიდია, დევიძეს კი ისეთი ხასიათი აქვს არ გეგონებათ, მასზე პატარა „ბავშვს“ თუ შეხედავს, არა და ასაკი რა შუაშია!
_მარი, ხვალ ლექციები გაქვს?-ხმას ძლივს ინარჩუნებდა დუდა. ეტყობოდა, რომ არ უნდოდა ის სითბო, რომელიც მარიამისდამი გააჩნდა სხვებსაც ეგრძნოთ. არა და, როგორ არ გამოსდიოდა.
_კი, -ღიმილით უპასუხა გოგონამ და თვალებში ჩააჩერდა.
_ჩვენ წავალთ რა, -ფეხზე წამოდგა მატათა, _ბელისთვის სიურპრიზი მაქვს!
_ბელი დათვს უნდა დაუბრუნო, თუ როგორაა შენი საქმე? -ღიმილით ამოხედა ფეხზე ამდგარ წყვილს გიორგიმ.
_ახლა დათვიც მატათაა ანაბელისთვის და ლომიც, შენ იკითხე, ეულად დარჩენილო. -მოშხამა მარიამმა მაღლაკელიძე საწყლად ახედა დუდას, რომელიც წყრომით უყურებდა.
_ძალიან ბევრს ბედავს ეგ შენი გულის ვარდი დუდა, დაადუმე მიდი. -ეშმაკურად ააფახულა წამწამები ლაშამ.
_შენ დამშვიდდი, ტაბიძე. -შეყვარებულს გამოესარჩლა დუდა და წარბები შეკრა.
_წავედით ჩვენ, აბა ჰე! -გოგონას ხელი წელზე მოხვია მატათამ და გასასვლელისკენ დაუმშვიდობებლად გააქანა.
_სად მივდივართ, -გაოგნებულმა ჰკითხა, როცა მანქანაში ჩასვა აშკარელმა, _კი მაგრამ , დავმშვიდობებოდით მაინც.
_სიურპრიზი მაქვს შენთვის, რა დროს დამშვიდობებაა. -ღიმილით გადმოხედა გოგონას და თვალი ჩაუკრა. _დღეს ძალიან სექსუალური რომ იყავი, გითხარი უკვე? -წაკბინა ბოლოს და ხელზე აკოცა.
_გარყვნილო!-გაბუსხულმა მობუშტა ტუჩები და გზას გადახედა.
გაბრაზებულს, გულის სიღრმეში არსებული ბედნიერების გადამალვა ძალიან კარგად შეეძლო. სიხარულით ცას ეწია, როცა გაიგო, რომ აშკარელი სიურპრიზს უყვარს. მართალია, საიდუმლოებები არ უყვარს, მაგრამ საყვარელი ადამიანისგან ყველაფერი სასიამოვნო და მისაღებია.
„ალბათ, ხელს მთხოვს“ გაიფიქრა სიხარულით მეცხრე ცამდე ასულმა და ყურებამდე გაიკრიჭა.
_არ გვეღირსება მისვლა?
_ათი წუთიც და მოვედით, -ანაბელისგან განსხვავებით, აშკარელს სულ არ შეპარვოდა მოუთმენლობის ნოტა ხმაში.
მანქანა დიდი მაღაზიის წინ გააჩერა. ეს ადგილი ეცნობოდა ანაბელს, აქ უყიდა ბეჭედი მის ერთ-ერთ მეგობარს დაბადების დღისთვის.
„ღმერთო, რა ორიგინალურია ეს ბიჭი, ალბათ აქ უნდა მთხოვოს ხელი და ბეჭედს მე თვითონ შემარჩევინებს“ აღტაცებას ვერ მალავდა კალანდაძე და წინ წასულ მატათას უკან მიყვებოდა.
ბიჭმა მალევე შეაღო კარი, გოგონაც გვერდით მიიწება და ღიმილით გადმოიხედა მისკენ.
_აბა შემარჩევინე, -ხელით დახლისაკენ უბიძგა გოგონას და თვითონაც მიჰყვა უკან.
უამრავი ულამაზესი ბეჭედი აჩვენა, რომელიც თვითონაც ძალიან მოეწონა, მაგრამ აშკარელი უარზე იყო. ბოლოს ნერვები, საბოლოოდ რომ გადაეწურა მოუთმენლად ჰკითხა ბიჭს მიზეზი.
_გამაგებინე ვისთვის ყიდულობ ამ ბეჭედს? -თვალები დააწვრილა და სასურველი პასუხის მოლოდინში გაისუსა.
_ხვალ დუდას ძმის ქორწილია და ცოლის ბეჭდის შერჩევა ვერ მოახერხა, ამიტომ მე გადმომაბარა... მე სკლეროზიანს კი დღეს გამახსენდა, _თან ბეჭდებს ათვალიერებდა, თან გაშტერებულ ანაბელს უხსნიდა სიტუაციას.
ბრაზი ყელში აუბუყბუყდა და მთლიანად წამოწითლდა სახეზე.
_აბა სიურპრიზი? -ძლივს ამოღერღა ორიოდ სიტყვა.
_ნაყინები! -მხიარულად გაეკრიჭა ბიჭი.
ამაზე სულ წაეშალა სახიდან ღიმილი და გულში გაიფიქრა „ესეც შენი გათხოვება“.არ იცის, არც ახსოვს როდის დაიბადა, როდის გაახილა პირველად თვალი და როდის თქვა პირველი სიტყვა, თუმცა ერთ რამეში გამეტებით იყო დარწმუნებული, მისი ცხოვრება, სიცოცხლე და არსებობა მაშინ დაიწყო, როცა ანაბელი გამოჩნდა მასში, სხვა ფორმით, სხვა ასპექტით. კალანდაძე იყო მისი ცხოვრების სათავე, დასაწყისი ყველა ტკივილი და ყველა სიამოვნება. როგორც მდინარე იღებს სათავეს რომელიმე მწვერვალიდან, ისე იღებს ანაბელი მასში ყოველი გრძნობის აღმომფხვრელ სათავეს. დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ ადამიანზე უკეთესი არავინ გააჩნია დედამიწაზე. ან როგორ უნდა გააჩნდეს, როცა მხოლოდ მას მოაქვს ის ბედნიერება მისთვის, რის მოტანასაც ვერავინ ვერ ახერხებს. ყველას უფიქრია მომავალზე აშკარელის გარდა, რადგან მატათას მომავალიც და აწმყოც ანაბელი იყო, ამას გააზრება კი არა გულში გავლება უნდოდა.
იმ ხუთ წელზე საუბარს არც ერთი აპირებდა. ამ დროს მათთვის ტკივილის მეტი არაფერი მოჰქონდა. მთელი გულით ურჩევნიათ იფიქრონ აწმყოზე, რადგან ეს უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. დაბეჯითებით შეუძლია თქვას ანაბელმა, რომ ეს ადამიანი ზედმეტად მოქმედებს მის ნერვულ სისტემასა და გულზე. მისი უხამსი კომენტარი ყოველ დღე, უკვე აღარც აღიზიანებს, პირიქით ეს სიამოვნებასაც კი ანიჭებს, თუმცა არ იმჩნევს.
ყველაზე მეტად ის ახარებს, აშკარელი მის ჩაცმულობაზე რომ არ აკეთებს აქცენტს და ისტერიკებს არ უმართავს მოკლე კაბების გამო, ჩაცმულობაში ნადმვილად თავისუფალია, თუ შიშველი არ გადაწყვეტს ქუჩაში ბოდიალს. ერთმანეთს იმაზე კარგად უგებენ ხოლმე, ვიდრე წარმოგიდგენიათ. კუბიკ-რუბიკივით არიან, მათი ერთმანეთთან შეწყობა რთულია, თუმცა დაშორება ადვილი. ძლივს ძლივობით შემოირიგებს აშკარელი გაბუტულს, მაგრამ მერე ისეთ რამეს ეტყვის, ყველაფერი წყალში ეყრება. თუმცა უნდა აღიაროს, შემორიგებისს პროცესი უბადლოდ სასიამოვნოა.
ლანასთან სწრაფად მოაგვარა ურთიერთობა. გოგონასთვის ყველაფრის ახსნა-განმარტება არ დასჭირვებია, პირიქით ამ გადაწყვეტილებით ლანაც კმაყოფილი იყო. როგორც ჩანს, ადრე უხერხულ სიტუაციაში მყოფი, ვერ ახერხებდა აშკარელისთვის სიტუაციის ახსნას, თან მატათა ისედაც ცუდ დღეში იყო და მისი საქციელით სანერვიულოს ვეღარ მიუმატებდა.
ანაბელის მშობლებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა დაამყარა. ჯემალი დარწმუნებულიც კი იყო იმაში, რომ ბიჭს ყოველთვის უყვარდა მისი ქალიშვილი, უბრალოდ ის ტკივილი ვერ აპატია რაც კალანდაძემ გადაიტანა. ნანიც საოცრად თბილად ექცეოდა და ცდილობდა ის საშინელება, რაც რამდენიმე წლის წინ გაუკეთა თავისი საქციელებით გამოესყიდა. მატათაც ხვდებოდა, ანაბელისთვის წარსულის გახსნება დიდ ტკივილს რომ მოუტანდა, ამიტომ თვითონაც ცდილობდა ნელ-ნელა ყველაფერი დაევიწყებინა.
იმ დღის ინციდენტს არც ერთი იხსენებს. მაშინ მართლა დუდას ძმის ცოლისთვის უნდა შეერჩია ბეჭედი, თან ანაბელის რეაქციაც აინტერესებდა. ამდენს არ მოელოდა. ისე გაბრაზებული დადიოდა გოგონა მთელი თვის განმავლობაში, მისი შემორიგება დაფარული ხერხებით ძლივს შეძლო აშკარელმა. ხელის თხოვნას აპირებდა, მაგრამ რაღაც ორიგინალური უნდოდა მოეფიქრებინა, რომელიც ბანალურიც არ იქნებოდა.
თან მისი ნერვების შლისთვის დროსაც არ უშვებდა ხელიდან. ისეთი საყვარელი იყო, აწითლებულ-გაბუშტული, კოცნის სურვილი უორმაგდებოდა. ამ ადამიანისდამი უდიდესი, უსაზღვრო სიყვარული აკავშირებდა, რომელიც ვნებითა და მასთან ყოფნის სურვილით იყო გაჯერებული. ვერც ერთი დღე ვერ წარმოედგინა მის გარეშე, ან თუ წარმოიდგენდა, მის ცხოვრებას ერთ გრაფიკულად შესრულებულ ნახატს მიამსგავსებდა.


_ბელს, გამობრძანდი გარეთ თუ შეიძლება, -დაახლოებით ღამის ხუთი საათი იქნებოდა, მის ბინასთან მისულმა ტელეფონზე რომ დაურეკა.
_რატომ არ გძინავს?-გოგონას ხმაზე ეტყობოდა, შუა ძილში რომ იყო.
_ჩამოდი, თორემ ამოგაკითხე და დაგითიე მაგ საწოლში ერთი ამბები. -ეშმაკურად ჩაილაპარაკა და გოგონა მიახვედრა სათქმელს.
_ღამეც მაგნაირებზე როგორ ფიქრობ? -ბუზღუნით ჩაილაპრაკა კალანდაძემ და მატათა გუმანით მიხვდა რომ საწოლიდან წამოდგა.
_ღამე უნდა იფიქრო ასეთებზე, აბა დღე რა მუღამი აქვს? -ხითხითით ჩაილაპარაკა და ორი ბილეთი, ლონდონის მიმართულებით ხელში შეათამაშა.
_ჩამოვდივარ, ხო.-ბუზღუნით გაუთიშა მობილური და კიბეებზე ჩამომავალი ანაბელი რომ დაინახა ბილეთები გულის ჯიბეში ჩაიკეცა.
_ჩემი ბუზზზზღუ!-ფართოდ გაშალა ხელები მატათამ და ღიმილით მიიხუტა ნახევრად მძინარე სხეული გულზე.
_ბუზღუ იქნება, ამ ძილის ანაზღაურებას რომ მოგთხოვს,-თბილად გაუწყრა გოგონა და მანაც მოხვია წელზე ხელი.
ასე თბილად რომ ჩაეხუტები ადამიანს, როგორ უნდა დაგეძინოს? გინდა რომ სულ ეხუტო, ეხუტო და ეხუტო! თან თვალები გქონდეს დახუჭული და სამყაროს დინებას იყო გამოთიშული. როგორ გინდა, გულში ჩაეკონო და სამუდამოდ ტკბილ იარად დააჩნდე. როგორ გინდა, ჩახუტება მსოფლიოს ყველაზე თბილ მოვლენად მოავლინო ქვეყანას.

_წამო მანქანაში ჩავჯდეთ, -ცალი ხელით მანქანის კარი გააღო, ცალით ანაბელს უბიძგა მასში ჩამჯდარიყო.
_არ ცივა გარეთ, -თქვა და ცისფერი ხალათი ტანზე შემოიტმასნა.
მანქანას მოუარა აშკარელმა და თვითონაც ჩაჯდა სავარძელში, მძღოლის მხარეს. მანქანა რომ დაქოქა, სწორედ მაშინ გაიფიქრა ანაბელმა, რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა მატათას ღამის ხუთ საათზე.
_სად.. სად მივდივართ?-გაკვირვებულმა დააღო პირი.
_აეროპორტში, -მშვიდად უთხრა გზაზე მიჩერებულმა.
_რა გვინდა აეროპორტში? -ვერაფრის გააზრებასა და გაანალიზებას ვერ ახერხებდა, ცისფერ თვალებს კი თანდათან ქაჩავდა.
_მგონი, შენი ოცნება იყო ლონდონში წასვლა რამდენიმე დღით, ან კვირით.. ხო და მეც გისრულებ ოცნებას!-ღიმილით გადმოხედა საცოლეს და თვალი ჩაუკრა.
_რა? შენ გააფრინე, ამხელა კაცმა? - გაკვირვებისგან პირი იმხელაზე გააღო, არ გაგიკვირდებოდათ, ბუზი კი არა, ძერა რომ შეჰფრენოდა მასში. _მე ღამის ტანსაცმლის ამარა ვარ, მატათა!არც პასპორტი მაქვს თან, არც პირადობა.. რეგისტრაცია როგორღა უნდა გავიარო? -ქოთქოთს არ ეშვებოდა გოგონა.
_ყველაფერი ერთი კვირით ადრე მოვაგვარე, ცოლო! -თვალი ჩაუკრა და ხელზე ხელი ჩაავლო.
კალანდაძე ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მომხდარს. ეს მის თავს ხდებოდა, თან ამ სიტუაციაში? ამას ნამდვილად ვერ დაიჯერებდა. ლონდონი მისი აუხდენელი ოცნება იყო, რომელზე დარდიც გულიდან კარგი ხნის წინ ამოიგდო, ისედაც იცოდა, არ აუხდებოდა და ტყუილად არ იტანჯავდა თავს.. მაგრამ ახლა, ღამის ხუთ საათზე, მატათასთან ერთად, პიჟამების ამარა იჯდა მის მანქანაში და მიდიოდა აეროპორტში. მერე კი იქედან ლონდონში, არა, მგონი სიზმარშია.
ხელზე რამდენჯერმე იჩმიტა, რომ რეალობაში დაბრუნებულიყო, თუმცა დაბრუნება სულ არ ჭირდებოდა, ის ისედაც რეალობაში იყო.
_მატათა, რამეს მატყუებ?-ბოლომდე მაინც ვერ ახერხებდა რეალობის დაჯერებას და სანამ აეროპორტამდე არ მივიდნენ, მანამდე არც დაიჯერებდა.
ყველა გაკვირვებული შესცქეროდა ღამის სამოსში გამოწყობილ ანაბელს, ეს უკანასკნელიც ათასი სალანძღავი სიტყვით ამკობდა მატათას ამ შერცხვენისთვის, თანაც ამდენ ხალხში.
_მოსაკლავი ხარ, რომ გეთქვა რა მოხდებოდა? ყველას დასაცინი მაინც არ ვიქნებოდი, -გაბრაზებული ეჩურჩულებოდა , როცა ექსკავატორზე ადიოდნენ.
ჩასხდომა მალევე გამოცხადდა და თვითმფრინავშიც კომფორტულად მოათავსეს ეს ორი გვერდი- გვერდ.
_პიჟამებით მგზავრობას სხვა მუღამი აქვს მაინც, -დასცინოდა აშკარელი მის გვერდით ატუზულ გოგონას, რომელიც წყრომით უყურებდა.
_დაიწყნარე ნერვები, უზრდელო! -ენა გადმოუყო გოგონამ.
_ახლა თუ არ შეგრცხვება რომ გაკოცებ, ამდენ ხალხში!-წარბები მაღლა აზიდა და თავი ახლოს მიუტანა.
საპასუხოდ, კალანდაძემ უკან გადასწია კისერი, თუმცა ამან უარესი შედეგი გამოიღო და მონატრებულ ტუჩებს გაშმაგებით დააკვდა აშკარელი.
მონდომებით, ვნებიანად უკოცნიდა ორივე ბაგეს და მათთან მოწყვეტას არც დააპირებდა ანაბელს რომ არ ეკრა ხელი. კბილებით გამოემშვიდობა ქვედა ტუჩს და დაკმაყოფილებულმა აკოცა ლოყაზე გოგონას.
_ჩემი გემრიელი ცოლი.. -გამოაჯავრა ანაბელი და ტუჩები მოკუმა მის სახეზე რომ არ გასცინებოდა.


ყველაზე მაგარი სანახაობა იყო ლონონის ქუჩები. უამრავი ავტომობილი ირეოდა გზაში, ხალხიც განსხვავებული იყო, განსხვავებული მანერებით დადიოდნენ. ერთმანეთს ყურადღებას არ აქცევდნენ. ლონდონის ცა შავი ღრუბლებით დაფარულიყო და ჰაერსაც ეტყობოდა ტენი, რომლის ჩასუნთქვა ასე სასიამოვნო იყო.
კიდევ კარგი, აშკარელს მისთვისაც წამოუღია ტანსაცმელები და გოგონას აეროპორტში რომ ჩამოფრინდნენ, აქ მაინც მისცა სამოსის ჩაცმის უფლება, თორემ კალანდაძე ჭკუიდან აიწეოდა, კიდევ ნახევრად შიშველს თუ მოუწევდა სიარული ქუჩაში. თუმცა მას ხომ „მშვენიერი“ „მოდური“ ხალათი ეცვა, როგორც მატათა ეუბნებოდა.
მიუხედავად დაღლილობისა, მაინც დიდი ენერგიითა და მოწადინებით ათვალიერებდა ქუჩებს და სიხარულისგან მეცხრე ცამდე იყო ასული.
ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ შეძლებდა „ტაუერ ბრიჯზე“ გაივლას და იქიდან მდინარე თემზას დინების ყურებას. ულამაზესი სანახაობა იყო!
ღიმილით დაათვალიერა „ბიგ ბენი“, ცდილობდა არც ერთი კუთხე-კუნჭული არ დაეტოვებინა უყურადღებოდ.
„ლონდონის თვალზე“, უზარმაზარ ეშმაკის ბორბალზე მოხვედრა კი მისთვის ემოციების პიკი იყო! კენწეროდან უყურებდა მთელს ქალაქს, ერთმანეთში გადაკლაკნილ ქუჩებს, რომლებზეც უამრავი, სხვადასხვა ფერის მანქანა ირეოდა. ეს მისთვის ნამდვილად ბედნიერება იყო!
_მასეთი თვალებით ნუ უყურებ ამ ქუჩებს, თორემ ვეჭვიანობ და მეორედ მე გადავწვავ ლონდონს! -მობუსხულმა, უყურადღებოდ დარჩენილმა ამოიბუზღუნა მატათამ.
_შენ სულ გვერდით მყევხარ, ლონდონი კი რამდენიმე დღით. მაცადე ახლა! -ღიმილით უთხრა ისე, რომ მისთვის არც კი შეუხედავს.
_მასე ხომ? - წელზე ხელი მოხვია და იქვე მდგარ ტაქსში ჩააგდო, _ხმა! -როცა ანაბელმა რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაშინვე მიადო ტუჩებზე ხელი.


სასტუმროსკენ ისე გააქანა აზრზე მოსვლა არ დააცადა. საკუთარ ნომერში სწრაფად შეცუნცულა და მიკეტილ კარებზე ააკრა ფარატინა სხეული.
_ესე იგი, ლონდონი უფრო გიყვარს ხომ? -ტუჩები ყურებთან ახლოს მიუტანა .
_რა თქმა უნდა, მაგრამ მგონი შენი ტუჩები უკეთესია.-მადისაღმძვრელად გაილოკა ქვედა ტუჩი და წარბები აათამაშა.
_ხო? -მარჯვენა ხელი მისი თეძოსკენ ჩააცურა და უხეშად მოუჭირა.
_აჰამ. -ღიმილით დაუქნია თავი და ამჯერად კოცნის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო.
_ჩემი ვნებიანი ქალი,-სწრაფად გადააწვინა საწოლზე და ზემოდან მოექცა. ღიმილით დაუკოცნა ორივე ლოყა, შემდეგ კი ტუჩებზე გადავიდა.


დაახლოებით, სამი კვირა გავიდა ამ ინციდენტის შემდეგ და ანაბელი საოცრად შეიცვალა. ყველაფერზე ჯუჯღუნებდა, ხან რას ითხოვდა, ხან რას.
_ანაბელ, გამაგებინე, ვაშლი გინდა თუ ბანანი?-რეტდასხმულმა ჰკითხა გოგონას და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.
_არც ერთი მათე, ახლა ცერეცო მინდა, ან ქინძი!-თითქოს გონება გაეხსნა ისეთი ხმით ჩაილაპრაკა და გაიღიმა.
_აქ სად გიშოვო ცერეცო ან ქინძი გოგო? -თვალები გაკვირვებისგან გადმოკარკლა აშკარელმა.
_აუ მინდა,-პატარა ბავშვივით ტირილი დაიწყო და თავი ხელებში ჩარგო.
_კარგი რა ბელს, -გვერდით მიუჯდა ცოლს აშკარელი და აცრემლებული თვალები სათითაოდ დაუკოცნა.
_მმ..მინდა,-სლუკუნებდა და ნიანგის ცრემლებს ყრიდა თვალებიდან.
_ბელ, ბელ, -გოგონა ხელში აიტაცა მატათამ და იმდენი ხანი ატრიალა სანამ თვითონაც არ დაეხვა თავბრუ.
_დამსვი, სულელო! -კისკისს ვერ წყვეტდა ანაბელი.
_ჩემი ორსული ცოლი!
ეს სულელები ახლაღა მიხვდნენ ანაბელის კაპრიზების მიზეზს და მეც გულზე მომეშვა!

დასასრული.

___________
დღეს ახალი თავი ვერ დავდე, მაგრამ ჩემი საყვარელი ისტორიის მეორე ნაწილი დავდე! მოგეწონათ, თურმე ვისაც წაკითხული არ ჰქონდა თავდაპირველად დაწერილი.
მადლობა თბილი სიტყვებისთვის!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent