დაუპატიჟებელი სტუმარი (15)
1. იმის გასააზრებლად, თუ რა ხდებოდა მის თავს, ან რას გრძნობდა ნამდვილად არ სცხელოდა. ერთადერთი რისი აღქმაც შეეძლო ხვიბლიანის ვნებიანი და ცხელი ტუჩები იყო, მის ბაგეებს ჩეუჩერებლად რომ ერწყმოდა რამდენიმე წუთით. სიტყვებით აღუწერელი გრძნობა ეუფლებოდა მისი შეხებისას, რომელიც გააზრების უნარს აკარგვინებდა, წყვეტდა მიწიერი სამყაროსგან და მთელი ძალით აისვრიდა ჰაერში, ისე როგორც, ამომგდები ძალა მოქმედებს წყალში ჩაგდებულ ქვაზე, რომელიც მცირეოდენი ხნის შემდეგ, ისევ ფსკერზე ეცემა. ასე დაუბრუნდა რამდენიმე ნეტარი წუთის შემდეგ ნაინა დედამიწას და თითქოს ახლაღა მიხვდა, რომ ფეხები მთელი ამ დროის განმავლობაში მიწაზე ედგა. სიტყვებს ვერ პოულობდა, რითაც შეეძლო მოქმედება აეხსნა, ან ბერდიასათვის ეთქვა რაიმე. ახალგამოღვიძებულივით აყვარყვარებდა თვალებს და დარცხვენილი, სოროს ეძებდა რომ შემძვრალიყო ამ უხერხული სიტუაციისაგან თავის დასახსნელად. ამ მაღალი კლდიდანაც დიდი სიამოვნებით გადახტებოდა , მაგრამ სასიკვდილოდ ნამდვილად არ ემეტებოდა თავი. - იმედია, ხვდები, რომ აღარაფერი იქნება ძველებურად და აღარც უაზრო სიტყვების აქეთ-იქეთ სროლა გეპატიება. -ჩახლეჩილი, თუმცა მაინც თბილი ხმით უთხრა ხვიბლიანმა და ტუჩები ამჯერად შუბლზე მიაწება. სიამოვნებისგან კიდევ ერთხელ მილულა თვალები. - გპირდები, აღარ ვისულელებ და გულს აღარ გატკენ! -ამოიჩურჩულა სლუკუნით, როგორც პატარა ბავშვებმა იციან ხოლმე. -ტირილი არ გავიგონო! - მტკიცე ტონმა გაიჟღერა გარემოში და სიტყვები უკან რამდენჯერმე დაუბრუნდა ექოს სახით. -მეტირილება! –„თავი იმართლა“ ნაინამ. -„ეტირილება“ გოგოს, -სასაცილოდ ჩაიქირქილა ხვიბლიანმა და ხელი ჩაჭიდა ნერვიულობისგან გაყინულ თითებზე. -წამოდი, აცივდება და ძლივს თავიდან აცილებულ გაციებას, ხელახლა აიკიდებ! -ჯერ ხომ არ წავალთ თბილისში? -იკითხა გზაში ნაინამ, როდესაც დამშვიდდა და ერთი გემრიელად დაამთქნარა, მერე კიდევ სიცილით აიფარა დაღებულ პირზე ხელი. -სამ დღეში უნდა წავიდე მე! სამსახური მეწყება მერე. შენ დარჩი თუ გინდა.. -ყველა თუ წამოვა, მეც წამოვალ. -მტკიცე ტონით მიუგო გოგონამ და ნისლიან არე-მარეს მოავლო თვალი. -მარტო მე რომ წავიდე, მაშინ არ წამოხვალ? -უხერხულია, ბერდია. რას იფიქრებენ ბებიაშენი, ან სხვები? -მართალი ხარ, უხერხულია. მაგრამ მე ამ ამბის დიდხანს დამალვას და ჩუმ-ჩუმალაობას თოთხმეტი წლის თინეიჯერივით, არ ვაპირებ! -წამში შეკრა ისევ წარბები და საჩვენებელი თითი დაუქნია ნაინას. -მერე მე არ მითქვამს, დამალე-მეთქი. თავს უფრო თავისუფლად ვიგრძნობ იმ შემთხვევაში, თუ დასამალი აღარაფერი გვექნება! მაგრამ ვაჟამ ცოტა რთულად რომ მიიღოს ჩვენი ურთიერთობა? -ნუ გეშინია! -დააიმედა გოგონა და წელზე ხელი მოხვია. ამდენად ახლოს არასოდეს ყოფილა მამაკაცთან, მაგრამ დისკომფორტი ნამდვილად არ უგრძვნია. პირიქით, საოცრად სიამოვნებდა და დიდი სიამოვნებით იქნებოდა ასე მთელი ცხოვრება. მისი სიახლოვე, ასე თუ ისე, გარკვეული დოზით, მაინც ანერვიულებდა, მაგრამ ამას ყურადღებას აღარ აქცევდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა აეხსნა ყველასთვის ხვიბლიანს მათი ურთიერთობის შესახებ, მაგრამ ამაზე არ ნერვიულობდა. მამაკაცის იმედი ჰქონდა და იმიტომ! 2. ივახშმა თუ არა, მაშინვე თავისი ოთახისკენ აიღო გეზი, რომელიც ანანიამ გამოუყო. ვიწრო კოლიდორის მარჯვენა მხარეს, ხვიბლიანის ოთახის გვერდით, პატარა, შავი კარი ჭრიალით შეაღო და ასევე მოცუცქნული, მაგრამ მაინც კომფორტული ოთახი მოათვალიერა. ფანჯარასთან ხის ვიწრო და გრძელი საწოლი იდგა, რომელსაც გვერდს კუბური ფორმის ტუმბო უმშვენებდა. მასზე ჩარჩოში ჩასმულ სურათსა და რამოდენიმე წიგნს დაეკავებინათ ადგილი. არც ერთისათვის არ გაუმეტებია ზედმეტი ყურადღება ნაინას. იმდენად იყო დაღლილი, რომ არაფრის თავი არ ჰქონდა და თავი ბალიშზე დადო თუ არა, მაშინვე მილულა თვალები და სავსებით გამოეთიშა გარესამყაროს. სიზმარი ნახა.. ისევ იმ ადგილას იყვნენ, სადაც ბერდიამ მიიყვანა, ოღონდ ამჯერად ხვიბლიანს ჯარის ფორმა ეცვა და სახე დასახიჩრებული ჰქონდა.. იმდენად დასახიჩრებული, რომ ვერ იცნობდით. -რა მოხდა, ბერდო? -საოცრად თბილი ხმა ჰქონდა ნაინას. ხვიბლიანი ჯიუტად არ სცემდა ულევ კითხვებზე პასუხს. ბოლოს კლდის ნაპირისაკენ დაიძრა ხვიბლიანი და... რამდენიმე წუთის შემდეგ, მხოლოდ ნაინა იდგა ღრუბლებს შორის... სწრაფად წამოვარდა საწოლიდან და დაცვარულ შუბლზე ხელის გულები გადაისვა. პირჯვარი რამდენჯერმე გადაისახა დასამშვიდებლად და ფანჯრისკენ გადატრიალდა. ვარსკვლავები ალაგ-ალაგ ახამხამებდნენ იისფერ წამწამებს. სიზმრების ახდენის არ წამს, მაგრამ მაინც შეეშინდა. აჩქარებულ გულს რამდენიმე წამით დაუგდო ყური, შემდეგ ისიც დაწყნარდა და თვალები დახუჭა. 3. დილით ანანიას დაეხმარა სუფრის გაწყობაში. რამდენიმე მარტივი კერძიც მოამზადა. რამდენიმე წუთში კი ყველა სუფრასთან შეიკრიბა. ნაინამ ისევ საკუთარი ადგილი დაიკავა ხვიბლიანის გვერდით. ყველა ჩუმად მიირთმევდა. არავინ იღებდა ხმას. ბოლოს ხვიბლიანმა ჩაახველა, რის გამოც ყველას ყურადღება მიიქცია. ცივმა ოფლმა დაასხა ნაინას. ხელები ნერვიულობისაგან აუკანკალდა და მაგრად მომუჭა, მის გვერდით მჯდომ ანანიას რომ არ დაენახა. ბერდიამ გოგონას თვალებით ანიშნა, ნუ ნერვიულობო და საუბარი დაიწყო: -რაღაც მინდა გითხრათ და ძალიან გამიხარდება, თუ სწორად გამიგებთ და პანიკას არ შექმნით. -დედა, რა მოხდა, ბებია? -გაკვირვებული სახით იკითხა ანანიამ. -ბებია, მაცდი? -წარბი მაღლა აზიდა ხვიბლიანმა და საუბარი განაგრძო, -მე და ნაინას სერიოზული ურთიერთობა გვაქვს და მინდა, რომ ეს თქვენც იცოდეთ, მერე რაღაც-რაღაცები გასაკვირი რომ არ იყოს. უკვე დიდები ვართ ორივე და ჩვენი საქმის კარგად ვიცით. იმას, რასაც ახლა ვამბობ, კარგად ვაანალიზებ და ეს ნაინამაც იცის. - კი მაგრამ, ბებია... - რა გერჩივნათ, თქვენთვის დაგვემალა რაღაცები? -კვლავ განაგრძო ხვიბლიანმა,- პატარა ბავშვებივით არ ვაპირებთ ჩუმ-ჩუმალაობას და არც თქვენს შეწინააღმდეგებას ექნება აზრი! გრეტას და მურთაზს მერე დაველაპარაკებით, როცა თბილისში ჩავალთ. -დიდი ხანია რაც ერთად ხართ? მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად მყოფმა ვაჟამ, მხოლოდ ახლაღა ინება ხმის ამოღება. -არა, გუშინ გადავწყვიტეთ ჩვენი ურთიერთობა გაგვერკვია და სერიოზული, ზრდასრული ადამიანებივით მოვქცეულიყავით! ნაინას თავი ჩახრილი ჰქონდა და უხერხულობისგან არ იცოდა სად წასულიყო. ღაწვები აწითლებული ჰქონდა და ხელები უფრო შესამჩნევად უკანკალებდა. -რა მოხდა მერე, შვილო! რა განერვიულებს, ნაინა! -თბილი ხელებით შეეხო აკანკალებულ თითებზე გოგონას ანანია. -სიყვარული ყველას უნდა და მაგის გამო, არავინ არ გაგკიცხავთ! შენზე უკეთეს რძალს, ვერც ვინატრებდი! -ბებია, ადრეა ჯერ რძალზე და ოჯახზე ლაპარაკი. -თქვენი საქმის თქვენ იცით! -ვაჟა, ლილე, რატომ არაფერს ამბობთ? -ახლა გვერდი-გვერდ მჯდომ წყვილს მიუბრუნდა ბერდია. -ჩვენ სათქმელი არაფერი გვაქვს, ძალიან გაგვიხარდა, ასე რომ მოხდა! -გაიღიმა ვაჟამ და ლილეც დაეთანხმა. -ბებო, ტანსაცმელები ჩამილაგე, თბილისში უნდა წავიდე.. -ამჯერად ანანიას მიუბრუნდა ხვიბლიანი. -ნაინა, ვაჟა და ლილე ცოტა ხნით დარჩნენ, მოინახულონ აქაურობა, მე საქმეები მაქვს. გაკვირვებულმა შეხედა ნაინამ ბიჭს, რომელსაც ისეთი მტკიცე ხმა ჰქონდა, ვერავინ გაუბედა შეწინააღმდეგება. უსიტყვოდ წამოდგა ანანია და მისი ოთახისაკენ წავიდა. -აბა, სამ დღეში მივდივარო? -ჩურჩულით ჰკითხა ბიჭს, როდესაც ლილეს დახმარება დაამთავრა. -ახლა ასე ჯობს.. მშვიდად დაათვალიერე აქაურობა, მერე ჩამოდი და იქაც გვექნება დრო ერთად ყოფნისათვის! -კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე ხვიბლიანმა გოგონას. -რომ ჩახვალ დამირეკე, რა.. -ამოწუწუნა შეწუხებული ხმით და მანქანაში ჩამჯდარ ბერდიას ცრემლმორეული ღიმილით დაუქნია ხელი. ------- ვიცი, რომ დიდი თავი არ არის, მაგრამ ერთ დღეში მეტის დაწერას ვერ ვახერხებ! მომიტევეთ შეცდომები,, არ გადამიხედავს დაწერილისათვის ძალიაააააან მეჩქარება! არც მოვლენების მეტად დაჩქარება მინდა.. ყველაფერი თავის დროზე უნდა მოხდეს და ნელ-ნელა მივყვეთ ჩვენც დინებას! მიყვარხართ! ველოდები შეფასებას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.