სიყვარულის ბრალია 4
როგორც იქნა დამთავრდა წვეულება და ხალხიც წავიდა.ბაღში სულ ჭიქები და ბუშტები ეყარა,დიდი ქაოსი ტრიალებდა,მე კი საშინლად დაქანცული ვიყავი,ნელ-ნელა ვალაგებდი,ვრეცხავდი და თავის ადგილს ვუჩენდი.ბოლოს ბუშტების ასაღებად გავედი ბაღში,მაგრამ რატომღაც დიდ ციფსერ აუზთან გავჩერდი,მსიამოვნებდა მისი ყურება.ღრმა ფიქრებს მივეცი და მაშინ გამოვფხიზლდი,როცა ვიღაცის მოსვლა ვიგრძენი უკან. -(დამიანი) მოგწონს? -(ლინდა) კი ძალიან ლამაზია. -(დამიანი) როდესმე გქონია აუზი? -(ლინდა) ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ აუზზე,ასეთ ბაღზე,მაგრამ სამწუხაროდ აუზი კი არა ხანდახან საჭმელიც არ მქონდა ხოლმე. ბიჭი ჩაფიქრდა და თავი ჩაღუნა. -(დამიანი) რამდენი წლის ხარ? -(ლინდა) 17-ის ვარ,ვიცი ცოტა უცნაურია,17 წლის გოგო დამლაგებლად რომ მუშაობს,უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს. -(დამიანი) მშობლები არ გყავს? -(ლინდა) არ მინდა ამმაზე საუაბარი.ვთქვი და უკან გამობრუნება დავაპირე,მაგრამ უკნიდან ისევ მომესმა საუბარი. -(დამინი) ბოდიში დღევანდელისთვის და იმ დღისთვისაც. -(ლინდა) ბოდიში მიღებულია. -(დამიანი) დაღლილი ჩანხარ,წადი სახლში. -(ლინდა) არა ბაღი დამრჩა მისახედი. ბიჭმა ბაღს გადახედა და მერე კვლავ მე შემომხედა. -(დამიანი) არაუშავს იყოს ასე,მე მომწონს. -(დამიანი) წადი სახლში,შენი დღევანდელი ფული სამზარეულოში დევს. რაღაც უნდა მეთქვა,როცა მოულოდნელად თვალთ დამიბნელდა,ფეხებში ძალა გამომეცალა და თავბრუდამეხვა. -(დამიანი) ლინდააა! რა გჭირს? ბიჭმა ხელ ჩამჭიდა მაჯაზე და სახეზე ხელი მომისვა.მე გადავარდი და საბედნიეროდ დამიანმა დამიჭირა... -(დამიანი) ლინდააა! გამოფხიზლდი!! ბიჭმა ხელში აყვანილი შემიყვანა სახლში და თავის ოთახში დამაწვინა.იქვე კამოდზე ჭიქით წყალი ედო და სახეზე გადამასხა,მე უცბად გავიღვიძე დახრჩობის შეგრძნებით. -(ლინდა) რა მოხდა? -(დამიანი) არ ვიცი გული წაგივიდაა აქეთ-იქით გავიხედე და წამოვდექი,როცა მივხვდი რომ მის ოთახში ვიყავი. -(დამიანი) სად მიდიხარ?ბიჭმა თვალი გამომაყოლა -(ლინდა) წავალ!!! -(დამიანი) მე გაგიყვან სახლამდეეეე... -(ლინდა) არ არის საჭირო.მკაცრად ვუთხარი,თან თავზე ხელს ვიდებდი,ტკვილისგან მისკდებოდა. -(დამიანი) ძალიან გთხოვ გაგიყვან! ცუდად ხარ მარტო ვერ გაგიშვებ. -(ლინდა) არა მეთქი! გავჯიუტი -(დამიანი) ჩვენ ყოველთვის ვზურანვთ,რომ აქ მოსული,ისევე წავიდეს როგორც მოვიდა.გთხოვ გაგიყვან ცუდად ხარ! მივხვდი,რომ აზრი არ ჰქონდა ამსთან შერკინებას და დავთანხმდი. -(ლინდა) მე სამზარეულოში ჩავალ ჩემს ნივთებს ავიღებ. -(დამიანი) კარგი გასაღებას ავიღებ და მეც ჩამოვალ. ნელ-ნელა გავედი ოთახიდან და დაბლა სართულს დავუყევი.სამზარეულოსკენ შევედი და გამოვიცვალე.მაგიდაზე დადებული ჩემი კუთვნილი ფულიც ჩავიდე ჯიბეში და გარეთ გამოვედი დამიანიც გამოვიდა და მანიშნა დიდი შავ მანქანაზე. იქ როგორც ჩანს ყველას თავისი მანქანა ყავდა რადგან ეზოში სულ 5 მანქანა იყო გაჩერებული. მანქანაში ჩავჯექით და ვფიქრობ სად უნდა წავიდე?აზრზე არ ვარ ამ შუაღამეს სად შეიძლება წასვლა.სასტუმროს ერთი ღამე ჩემს ფინასებს ძალიან აღემატებოდა,ბინის ქირაობა კი შუაღამეს შეუძლებელი იყო. -(დამიანი) სად წავიდეთ?სად ცხოვრობ? თავი წინ გავაქვნია -(დამიანი) პირადპირ? კვლავ დავაქნიე თავი და მანაც მანქანა დაძრა.რამდენიმე წუთი სულ პირადპირ ტრასაზე დადიოდა,არ მეკითხებოდა რადგან ეგონა რომ მე ვეტყოდი სადმე ,,აქ გამიჩერე''-ს -(დამიანი) ანნიკას სადან იცნობ? -(ლინდა) ჩემი კლასელი იყო! -(დამიანი) და ახლა?სხვა სკოლაში გადახვედი? -(ლინდა) არა მე-8 კლასიდან გამოვედი მეე. საშინელი მოწყენილობით წარმოვთქვი ეს სიტყვები. -(დამიანი) ეხლა გასაგებია რატომ მუშაობ დამლაგებლად. -(ლინდა) თქვენ კარგი წყვილი ხართ.თემა მინდოდა შემეცვალა. -(დამიანი) მე ასე არ ვფიქრობ,ის ზედემეტად ბევრს ოცნებობს,უბრალოდ არ ვუტეხავ. ცოტა გამაკვირვა ამ პასუხმა -(ლინდა) თუ არ გიყვარს პირდაპირ უთხარი,ნუ ითამაშებ მისი გრძნობებით -(დამიანი) არამგონია ვუყვარდე,ეს უბრალოდ ცოტა ფულის,ცოტა ბავშბობის,ცოტა სიცანცარის ბრალია. -(დამიანი) ახლახანს დავშორდი საცოლს,ამიტომ პრესისთვის ცოტა თვალი უნდა ამერიდებინა. -(ლინდა) და ამიტომ გააბი რომანი თქვენზე პატარა გოგოსთან. ცოტახანი გაჩუმდა და ხმა არ ამოუღია საერთოდ,დიდიხანი იარა პირდაპირ და ბოლოს მკითხა. -(დამიანი) სულ პირდაპირ დავდივართ,სად ცხოვრობ მითხარი ბოლო-ბოლო. მე გავჩუმდი ხმა ვერ ამოვიღე,რა უნდა მეთქვა რომ სახლი არ მაქვს და ტყვილად ვატარე ამდენი. -(ლინდა) იციი მეეე.......მეეეეე უბრალოდ.............. გადავწყვიტე მეთქვა,მაგრამ დამიანს ტელეფონმა დაურეკა,ბოდიში მოიხადა და უპასუხა. -(დამიანი) ვაა დაკარგულიც გამოჩნდა.დიდი ოვაციით შესძახა ვიღაცას ................................................................. -(დამიანი) აუ ძალიან დიდი მადლობა ძმებო,მაგრამ მაგარი დაღლილი ვარ სხვა დროს იყოს,თუ არ გეწყინებათ.. ......................................................................... -(დამიანი) ჯიგრები ხართ,აბა თქვენ იცით. ასეე დაამთვარა საუბარი. -(დამიანი) ხო შენ შენს მისამართზე მელაპარაკებოდი,გისმენ -(ლინდა) სახლი არ მაქვს! როგორც იქნა გავბედე თმა. -(დამიანი) ხუმრობ? -(ლინდა) არაა,წასასვლელი არსად მაქვს -(დამიანი) აბა სად ცხოვრობიდი აქამდე? ბიჭმა საჭეს ხელი გაუშვა და მთლიანად ჩემსკენ შემოტრიალდა. -(ლინდა) მამაჩემთან და მის საყვარელთან ერთად,გუშინ ღამე წამოვედი სახლიდან. ბიჭმა ხელი მოისვა სახეზე და ღრმად ამოისუთქვა. -(დამიანი) მოკლედ მუდმივი სამსახური ხო გინდა? -(ლინდა) მერე? -(დამიანი) ხოდა წამო რა და ჩემთან იმუშავე მზარეულად,დამლაგებლად ან რავიცი რააა. -(ლინდა) არა არააა, ასე არ გამოვა,ეს ძალით შეტენვა გამოვა. -(დამიანი) ცოტა კულტურულად ილაპარაკე ჯობია.ბიჭმა ჩიცინა და მერე ისევ მოიღრუბლა. -(დამიანი) კარგი ეხლა ბევრს ნუ ლაპარაკობ,წავიდეთ,მაინც უნდა გვეპოვა დამლაგებელი,ჩვენ რომელიც გყვადა ადრე დაბერდა და გავუშვით. -(ლინდა) დედაშენს რომ არაფერი უთქვია? -(დამიანი) იმას მაგარი კიდია რა,თან რა ეხსომებოდა დათვრა და თავის დაქალებთან ერთად წავიდა,ღმერთმა უწყის სად,თან ვის რა ეკითხება მინდა და აგიყვან სამუშაოზე,ჩემი პირადი მზარეული იქნები. ბიჭმა კვლავ გაიცინა და მაშინ შევატყე, რომ საოცარი ჩაღიმება ჰქონდა. -(ლინდა) არ ვიცი.ჩავფიქრდი და მეც მძიმედ ამოვისუნთე. -(დამიანი) მისმინე! დედაჩემი საერთოდ მაგარი გრუბი ქალია,და ცუდად იცის ლაპარაკი,შეიძლება ათასში ერთხელ შენიშვნები მოგცეს ხოლმე,მაგრამ ყურადება არ უნდა მიაქციო. თვითონაც დამლაგებელი იყო მამაჩემის ოჯახში რომ შემოვიდა. -(დამიანი) წავიდეთ ეხლა. აღარაფერი არ მითქვია,დამიანმა დაძრა მანქანა და ისევ უკან გავარდა.... როგორც გითხარი დაგიდე (მიმხვედრი მიხვდება :D) პატარა თავია,მაგრამ ეხლა რაც მოვასწარი ისააა : )))) თან გილოცავ დაბადების დღეს,მრავალს დაესწარი ჩემო კარგო :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.