შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებების ზღვაში "5 თავი"


23-07-2015, 00:47
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 2 733

თვალწინ ის საღამო დაუდგა, როდესაც დემეს სულით ხორცამდე მიენდო. გაგას დაბადების დღეზე მიდიოდნენ. ნინიამ დიდი ამბით ემზადებოდა, იცოდა იქ, დემეს სხვა მეგობრებიც იქნებოდნენ და უნდოდა ბიჭს მისით ეამაყა. წითელი, გაშლილი, წინიდან და უკნიდან ცოტათი ამოღებეული კაბა ჩაიცვა, მაღალქუსლიანებიც ამოიცვა და თავისი გრძელი ღია წაბლისფერი დაიტალღა და გაიშალა, ცოტაოდანი მაკიაჟიც გაიკეთა და ტელეფონზე ბიჭის ხმაც გიასმა. იცოდა, რომ დემე სიმპატიური იყო, მაგრამ მანქანაზე მიყრდნობილი სმოკინგში გამოწყობილმა დემემ ყოველ ზღვარს გადააჭარბა. თითქოს ხელახლა შეუყვარდა, დაბნეული გაემართა ბიჭისკენ. არც დემე იყო უკეთეს დღეში. ნინიას ხელა ნერწყვი გადაყლაპა გოგონას დანახვაზე, გული სიამაყით აევსო, ნინია ხომ მისი ახდენილი ოცნება იყო. ნინიასკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა და მაშინვე ტუჩებზე ეძგერა. ნინიამ იგრძნო რამდენად მომთხოვნი იყო ბიჭის კოცნა, რამდენად ვნებიანია და სულ სხვა გრძნობით აღსავსე ვიდრე წინები, მასაც გადაედო ვნებათაღელვა და იქამდე არ გაჩერდნენ სანამ ჰაერი არ გამოელიათ. თვალებში ჭინკება ათამაშებულმა შეხედა დაბნეულ ნინიას, რომელიც აქამდე ქუჩაში ჩახუტებაზეც კი ებუზღუნებოდა. მოგეწონა ბუზღუ? - ღიმილით ჰკითხა დემემ და თან უკან დაიხია რომ გოგონას მუშტები აეცილებინა. ნინია კი ისეთი დარეტიანებული იყო, ვერაფრით გაიზრა მისი სიტყვებით, ღიმილით დაჯდა მანქანაში და დემეს დაელოდა. გზაშიღა შეძლო ნინიამ მომხდარის გააზრება, ‘’მოგეწონა ბუზღუ’’ ახლაღა ჩასწვდა და აწითლებულმა თავი დამალა, დემე გახალისდა, მიხვდა ნინიას აწითლების მიზეზს, გზას წამით თვალი მოაშორა გოგონას ხელი აიღო და ნაზად აიღო, მთელი გრძნობით აკოცა და თაფლისფერებში ჩასტერებულმა უჩურჩულა: ნინია ჩემი არ შეგრცხვეს, არსებობს მხოლოდ ,,ჩვენ“ და არა ცალკე ნინია და ცალკე დემე. მანქანა დიდ, გრანდიოზულად მორთულ რესტორანთან გაჩერდა, დემემ ნინიას კარი გამოუღო, ხელკავი გამოსდო და ღიმილით შეაბიჯეს რესტორანში. იუბილარი მაშინვე წყვილსკენ გამოემართა და მაგიდისკენ გაუძღვა. უსაშველოდ გაიწელა დაბადების დღე, გაგას მშობლები უცხოეთიდან ჩამოსულიყვნენ და სუფრაც ტრადიციული გაეკეთებინათ. ნინიას მოპირდაპირედ ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, რომელიც გოგონას თვალს არ აშორებდა, დემეც დაბღვერილი უყურებდა მის წინ მჯდარ არსებას და გულში მისი მოკვლის ათასნაირი გეგმა დასახა. ვერ იტანდა, როცა ნინიას მის გარდა ვინმე სხვა უყურებდა. საშინლად ეგოისტი და მესაკუთრე იყო და ახლაც, ცდილობდა როგორმე თავი შეეკავებინა. ნინიაც გრძნობდა მის დაძაბულ სახეს და დაბერილ ძარღვებს და ნერვები ეშლებოდა უცნობზე, რომელიც თავხედურად იქცეოდა. დემემ იგრძნო, რომ მეტს ვეღარ მოითმენდა, ნინიათან ტატო დატოვა, თვითონ კი აივანზე გაემართა მოსაწევად. მალევე ტატოსთან გაგას მშობლები მივიდნენ და სიურპრიზისათვის დახმარება სთხოვეს, ტატო იძულებული გახდა გაჰყოლოდა. უცნობმაც შემთხვევით ისარგებლა და ნინიასთან მივიდა, გაეცნო და საცეკვაოდ იწვევდა. კარგი, რა ერთი ცეკვა ლამაზო - ენას არ აჩერებდა სანდრო. ნინიამ ამ წუთას დემეს შემოსვლაც უნდოდა და თან ჯერ აივანზე დაყოვნებაც. ერთხელ უკვე გითხარი და გიმეორებ, არ მინდა ცეკვა - მკაცრად მიუგო ნინიამ და სკამიდან ადგომა და დემესკენ აივანზე გასვლა დააპირა, როდესაც მწობიდან გამოსულ დემეს გადააწყტა. მორჩა, ვიკავე თავი, მაგრამ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯე შე ახ*** - გაისმა დემეს ხმა, რომელსაც მალევე მუშტი მოჰყვა და მოულოდნელობისაგან უცნობი ძირს გაიშხლართა. დემემ კვლავ გააგრძელა ცემა, უცნობიც გამოფხიზლდა და ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ტატომ და გაგამ ძლივს გამოჰგლიჯეს გაავებულ დემეს უცნობი და დარბაზიდან სუფთა ჰაერზე გაემართნენ, ნინიაც სირბილით მიჰყვა, გული გამალებით უცემდა და დემესკენ მიიწევდა. ბიჭის გახეთქილი წარბისა და ტუჩის დანახვაზე ემოციების შეკავება ვეღარ შესძლო და აქვითინდა, დემემ მაშინვე ჩაიკრა გულში მოცახცახე ნინია და გულში უცნობის მისამართით არაერთხელ შეიკურთხა. მეგობრებს დაემშვიდობნენ და მანქანაში ჩასხდნენ, მძღოლის ადგილი ამჯერად ნინიამ დაიკავა და დემეს სახლისაკენ აიღო გეზი. დემე ბინამდე ააცილა, ჭრილობა დაუმუშავა და ის იყო უნდა წასულიყო, რომ ბიჭმა მკლავზე დაქაჩა: ნინია არ გამაგიჟო, ამ შუაღამეს მარტო როგორ გაგიშვა, დარჩი, ნუთუ არ მენდობი. ნინიამ დემეს თვალში ტკივილის ნაპერწკალი დაინახა, ვეღარ გაუძლო და ჩაეკონა, სულელო ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. დემემ ნინიას სასტუმრო ოთახი და აბაზანა უჩვენა, პირსახოცი და თავისი მაისურიც მისცა გამოსაცვლელად, რომელიც ნინიას კაბად უფრო ექნებოდა, ვიდრე ზედად. თავადაც საშხაპისკენ წავიდა, აბაზანიდან გამოსული მიხვდა, რომ ვერ ეძინებოდა, აივანზე გავიდა კიდევ ერთი ღერი სიგარეტი ამიღო, მერე ნინიასათვის დადებული პირობა გაახსენდა,რომ ჯერ სიგარეტების რაოდენობას დაანებებდა თავს, მერე კი საერთოდ დაანებდა თავს მოწევას. უსიამოვნად ჩაკუჭა სიგარეტი და ღიმილით გაემართა გვერდით ოთახში მყოფი ნინიასაკენ. ერთს დავხედავ და გამოვალ, იმეორებდა გულში და გულისცემა უფრო უჩქარდებოდა. არც ნინიას ეძინა, რამდენი იტრიალა საწოლში,მაგრამ ვერაფრით დაიძინა, ცხვრებიც დაითვალა, მაგრამ არ ეშველა...
იგრძნო როგორ ფრთხილად გააღო კარი დემემ, არ იცის რატომ, მაგრამ თვალები დახუჭა და თავი მძინარედ მოაჩვენა, მალევე იგრძნო მისი ტუჩები შუბლზე, შემდეგ კი საწოლის ერთი მხარე ჩაიზნიქა, უკნიდან ცხელი სხეულის მიკვრა იგრძნო, რომელმაც ხელები მოჰხვია და კისერში რამდენიმე სველი კოცნა დაუტოვა. ნინიას გულისცემა წამიერად გაჩერდა, მერე ისეთი სისწრაფით დაიწყო ფეთქვა გულმა თითქოს სადღაც მისდევდნენ, დაბუსუსდა და დემემ იგრძნო, რომ გოგონას ეღვიძა. ბუზღუ დაგიჭირე, გღვიძავს და გაახილე თვალები - სიცილით მიუგო დემემ და ნინია მისკენ გადმოაბრუნა. უარესად ახარხარდა, როდესაც ნინიას აჭარხლებული სახე დაინახა. რო გკითხო ნუ მკოცნიო და კი გამოიარე ელეთ-მელეთი - არ დაინდო დემე და კვლავ ახარხარდა. ნინია სიბრაზისაგან უარესად აწითლდა, ლამის ოხშივარი აუვიდა. ოხ დემე ესე იგი მარტო მე მინდაო და ახლა თვითონ დააკვდა ბიჭს ტუჩებზე. დემეც მალევე დაბუსუსდა და ახლა ნინიამ ატეხა სიცილი, 1:1 ღიმილით მიუგო და გადაბრუნება სცადა, როდესაც დემემ არაფრის თქმა არ აცალა და კოცნით გააჩუმა. იგრძნო, რომ სადღაც შორს შეტოპეს, გონება გაჩერებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ დემეს ტუჩები, რომლებსაც ახლა ლავიწისკენ გადაენაცვლებინა მთლიანად თიშავდა გარესამყაროს. დემე, ჩვენ, ეს არ შეიძლება - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ენის ბლაყუნით ჩაიჩურლა, დემემ თითქოს გაიგო წამით შეჩერდა ,მერე ისევ ნინას ტუჩებს დააკვდა. ახლაც გინდა გაჩერება? - სუნთქვა გახშირებულმა წარმოთქვა და ვნებამორეული, აბობოქრებული ზღვისფერებით ჩააჩერდა ნინიას არეულ თაფლისფერებს. არ იცის, იმ წუთას რა ძალამ დაქაჩა, ამას ვერც ვერასოდეს წარმოიდგენდა, მაგრამ დემეს გულზე მიეკრო და ახლა მან დაუტოვა სველი კოცნა ყელში. ბიჭიც ოხვრით მიეკრო ნინიას და ნინიაზე ჩაცმულ თავის მაისურზე დაეჯაჯგურა, წამის მეასედში გადააძრო და ოთახის კუნჭულისკენ მოისროლა. აწითლებულ ნინიას თვალები მიელულა. რომ იცოდე როგორი ლამაზი ხარ ნინია, მიყვარხარ უსასრულობიდან უსასრულობამდე და იმის იქითაც, ვნებისაგან დაბოხებული ხმით ჩასჩურჩულა და მკერდის დაგემოვნება დაიწყო, ნინიას მალევე უკანასკნელი ნაჭერიც შემოეძარცა, წამით თვალი გაახილა და როდესაც დემეს ხელი ქამრისაკენ წაღებული დაინახა, შიში გაკრთა. მაშინვე იგრძნო დემემ ნინიას შიში, გოგონას სახესთან დაიხარა და მთელი სიმტკიცით უთხრა: ნუ გეშინია, უბრალოდ მომენდე, თუ რამე ისე ვერ წავიდა, მითხარი და გავჩერდები, ჩვენს სიყვარულს გეფიცები. მალევე ორი სხეული ერთ მთლიანობად იქცა, ნინიამ ყრუ ტკივილი იგრძნო და მისი სახეც უმალ დანამა ცრემლმა. არ ახსოვთ, როდის გამოაცხადეს მათმა ვნება დამცხრალმა სხეულებმა პროტესტი და როდის გადაეშვნენ მორფეოსის სამყაროში.
დილით ნინიამ მუცლის ტკივილმა გამოაღვიძა, მთელი სხეული სტკიოდა და რაღაც მთელი ძალით უჭერდა. დემეს მკლავის დანახვაზე ერთიანად გამოფხიზლდა და მომხდარმა თვალწინ გაურბინა. შერცხვა და , ამავდროულად, არ ნანობდა ჩადენილს. იცოდა, რომ ეს უბრალო ვნება არ იყო, ეს იყო სიყვარულით აგიზგებული ვნება, მთელი გულით გრძნობდა, რომ დემე მისთვის ერთადერთი იყო. ადამიანი, რომლისთვისაც სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გაწირავდა. ფრთხილად გამოძვრა დემეს მკალავებიდან და მუცლის ტკივილის ჩასახშობად ცხელ აბაზანას მიაშურა. არ ახსოვს რამდენ ხანს იდგა დგუშის ქვეშ, პირსახოცი შეემოეხვია და თავის თავში ცვლილებებს ეძებდა, როდესაც დაფეთებულმა შემოაღო კარი დემემ. აღელვებული ზღვისფერი მაშინვე ჩადგა და დემემ ნინია მთელი ძალით ჩაიკრა: მეგონა, რომ ნანობდი და წახვედი, სამუდამოდ დაგკარგე, შენ არ იცი რა აღარ ვიფიქრე, როდესაც შენ აღარ დამხვდი. ნინია უსასრულოდ მიყვარხარ, მესამყაროები. შენ ხარ ჩემი სამყაროს საწისიც და დასასრულიც. უშენოდ ყველა და ყველაფერი აზრს კარგავს. ჩურჩულით უშლიდა გულს დემე და ნინიას მთელი ძალით ეხუტებოდა, თითქოს მის თავს ვინმე ართმევდა.

გაახსენდა ის ღამე და კვლავ ატირდა. არა არ ნანობდა, იმ ღამემ ხომ მისი გოგო და ბიჭი აჩუქა, ერთადერთი რასაც განიცდიდა ის იყო, რომ დემესთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ღამე იყო, ვნების და არა სიყვარულის, როგორც ნინიასთვის. რატომ ეფიცებოდა სიყვარულს თუკი მისთვის ნინია არაფერს წარმოადგენდა... კვლავ ცრემლები, არა ახლა დედაა,თან ტყუპების და თავს უნდა გაუფრთხილდეს. ფრთხილად გამოძვრა საწოლიდან, რომ თაია არ გაეღვიძებინა და შოკოლადის მოსატანად გავიდა. შოკოლადს წვენიც მიაყოლა და საწოლში დაბრუნებული შეეცადა, აღარაფერზე ეფიქრა და დაეძინა.

3 თვე გაატარეს თაიამ და ნინიამ შენაქოში. ბოლოს თბილისისკენ გაემართნენ, იცოდა, რომ სოფელში მშობიარობა საშიში იქნებოდა,ამიტომ ადვილად დასთანხმდა თაიას და თაიას სახლში გადასახლდნენ, რომელიც გარეუბანში მდებარეობდა, თან არავინ იცოდა თაიას ჩამოსვლის შესახებ. ქუჩაში იშვიათოდ გადიოდა, მხოლოდ ახლომდებარე სკვერს სტუმრობდა, არ უნდოდა ვინმე ნაცნობს ან დემეს გადაჰყროდა. კიდევ კარგი, რომ სტუდენტობის დროს მუშაობდა და გარკვეული დანაზოგი ჰქონდა, ძალიან რცხვენოდა თაიასი, რომელმაც მისმა გამო მიატოვა ევროპაში სწავლა. ამშვიდებდა თაია,რა დროს სწავლაა, როცა ანგელოზები გვეყოლებაო, მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ გრძნობდა. თაიამ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მენეჯერად დაიწყო მუშაობა. დილით მარტოს გაეღვიძა, თაია უკვე სამზარეულოში იქნებოდა, ფრთხილად წამოდგა საწოლიდან, ხუმრობა ხომ არაა უკვე მერვე თვეში და მუცელიც უზარმაზარი აქვს, ისაუზმა და ტელევიზორს მიუჯდა. ბავშვები არ ასვენებდნენ, ხან ერთ მოარტყვადა პატარა ფეხს, და ხან მეორე. ბავშვები თითქოს ფორიაქობდნენ და ეს განწყობა ნინიასაც გადაედო. ბოლოს შოკოლადის მოსატანად წამოდგა, უკმაყოფილოდ გაბურცა ტუჩები, როდესაც მაცივარში მისთვის სასურველი სასუსნავი ვერ იპოვა. არაუშავს დე, ჩავიდეთ და ვიყიდოთ- მუცელზე ხელი მოისვა, თავის გოჭუნებს მიეფერა და შემოსასვლელისკენ წავიდა. გრძელ საორსულო კაბაზე ჯინსის კურტკა მოიცვა, საფულე აიღო და ლიფტში შევიდა. ფიქრებში იყო ჩაძირული, როდესაც ლიფტის კარი გაიღო და ნაცნობი სურნელი ეცა, უკვე მოლანდებები დამეწყო, გაიფიქრა და ნაბიჯი უნდა გადაედგა, როდესაც ვიღაცის მკლავებმა დაიჭირა და იმ ვიღაცაში დემე ამოიცნო.



№1  offline წევრი Sexy Mädchen

ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომა გაქვს და დგუში და დუში სხვადასხვა რამეა:დ
--------------------
:)

 


№2  offline წევრი Be_the_ONE

Sexy Mädchen
ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომა გაქვს და დგუში და დუში სხვადასხვა რამეა:დ


დგუშზე და დუშზე გავითვალისწინებ და დანარჩენ გრამატიკულ შეცდომებზეც თუ მიმითებ, ვეცდები გამოვასწორო smile
პ.ს. უშეცდომო არავინაა wink

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

დეიძაბა სიტვაცია sob

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent