შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიებისთვის... (მეოთხე თავი)


23-07-2015, 15:14
ავტორი ნენე
ნანახია 2 370

მეოთხე თავი

-აი ეს მოგეწონება მგონიი-ერთ-ერთ საკიდზე მოთავსებულ თეთრ,დახვეწილ ატლასის კაბაზე მიუთითა მაკუნამ და ტაში შემოკრა,აღტაცებისგან.
-ვნახოთ-გაუღიმა ვერამ,კაბა ჩამოხსნა და გასახდელში შევიდა.
3 საათია ალბათ,რაც კაბას არჩევენ,და არცერთი არ დაღლილა.
თავიდან,ფუშფუშა კრემისფერი კაბა ნახეს.
ბურდულმა თავი ზიზღით გააქნია და შემდეგი მოიზომა.
მერე იყო თეთრი,დეკოლტიანი კაბა.
ვერაჩკას სხეულს წარმოუდგენლად უხდებოდა,მაგრამ როცა სარკეში ჩაიხედა,მიხვდა რომ,არ შეეფერებოდა.
აბა როგორია,პირდაპირ ასეთი თამამი კაბით,ხომ ვერ გამოეცხადებოდა დემეტრეს?
-მგონი,კარგია-ფარდა გადასწია და მაკუნას წინ რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა გოგონამ.
-კარგი კი არა,მშვენიალურია-განცვიფრებისგან თვალები დაჭყიტა ქალმა და ვერა რამდენჯერმე დაატრიალა
-ფასი?-ინტერესით იკითხა ბურდულმა
-რაში გაინტერესებს-მხრები აიჩეჩა მაიკომაც.
როგორ არ აინტერესებს!
სხვისი საკრედიტო ბარათიდან,იმდენს ვერ დახარჯავს,მერე რომ ვერ გადაიხადოს.
ვერ წარმოიდგენთ,როგორ ეუხერხულება დემეტრესგან,მაგრამ მაკუნას დაჟინებული თხოვნით,გადაწყვიტა მისი ბარათით ესარგებლა.
ესეც ხომ საქმეა.
მაგრამ,სამსახურს იშოვის თუ არა,ეცდება აუცილებლად დაუბრუნს თანხა.
-მაიკო! არ მითხრა,სამი ნოლითააო-ცალი წარბი აუწია ქალს
-და წინ ექვსიანით-გადაიკისკისა მაიკომ-ხმა არ გავიგო იცოდე შენი,თორემ ჩემი რისხვა არ აგცდება!-როცა ვერას უარყოფითად განწყობილი სახე დაინახა,წამსვე დაუყვირა,და მერე სალაროსკენ წავიდნენ...
^^^
სახლში ასე გადაქანცული,კარგა ხანია არ მისულა.
ვერც კი შეამჩნია,კაბის არჩევაში რამდენი დრო დაუკარგავს.
სახლში უკვე მოსამსახურე მოსულიყო,ეტყობოდა დალაგება სახლს,ყველაფერი ბზინავდა და სამზარეულოშიც მადისაღმძვრელი "სუნები" ტრიალებდა.
-თეკო,რა გაგვიკეთე?-ხელები ერთმანეთს გაუსვა მაკუნამ და მაგიდას მიუჯდა
-კარტოფილი შევწვი,ქათამთან და სოსისთან ერთად. დღეს კალორიები მოიმატებს-გაუცინა ახალგაზრდა გოგონამ და თეფშებზე დაალაგა ნახელავი.
თეკო შავგრემანი,ლამაზი გოგო იყო.
ეტყობოდა,ასე,18-19-ისაც არ იქნებოდა.
ვერ ვიტყოდით,ლამაზი ტანით და ფეხებით გამოირჩევაო,მაგრამ სახის ნაკვთებს ვერ დაუწუნებდი.
-ოჰ,ჯანდაბას დიეტა-როგორც კი ტაფაში "მობრაწულ" გემრიელობებს დახედა,ხელი ჩაიქნია და გადაიკისკისა მაიკომ-ხო მართლა თეკო,ეს დემეტრეს საცოლეა,ვერა.
-სასიამოვნოა-თქმით კი თქვა,მაგრამ სახეზე უკმაყოფილება და წუხილი დაეტყო თეონას და ჩანგლების ასაღებად წამსვე შეტრიალდა უკან,კარადის თაროებისკენ.
"რა არ მოეწონა ნეტა?"-გაიფიქრა ჯავრით ვერამ-"აშკარად რაღაც აკავშირებს დემეტრესგან,ან ღამე,ან სიყვარული."-თავი გააქნია და წარბები შეკრა.
-დემეტრეს დაველოდოთ,და ერთად მივირთვათ-გაუღიმა ქალმა ვერას და თავი სკამის საზურგეს მიადო.
გოგონამ მხრები აიჩეჩა,როგორც გინდაო,და იგივე გაიმეორა.
ქორწილი ხვალ აქვს,ღმერთო ჩემო,ნეტა ორგანიზება ვინ გაუკეთა?
ასე ადვილად კი არა,თვეები ჭირდება ყველაფრის მოგვარებას,და ორ დღეში?
ეს წარმოუდგენელია!
კარგი,კაბა აირჩიეს,მაგრამ ამის გარდა,ათასი საქმე იყო.
ისე,საერთოდ არ უნდოდა დიდი ქორწილი,ვერასთვის რომ გეკითხათ.
მითუმეტეს,როცა არავის არ იცნობდა,მაკუნას და დემეტრეს გარდა.
დემეტრესაც კი არ იცნობდა,მომავალ ქმარსაც.
ღმერთო,შენ გვიშველე.
-თეკო,ძაღლს მიხედე რა,მგონი შია-ზურგს უკან,ჩახლეწილი,ბოხი ბარიტონი მოესმა და წამსვ. გამოფხიზლდა ბურდული.
-ახლავე ბატონო დემეტრე-ისე გაუღიმა თეკომ,ვერა უკვე დარწმუნებულიც კი იყო,რომ ამ ორს შორის,რაღაც ხდებოდა. ან თეკოს უყვარდა უფროსი მეტრეველი.
-დემე,შენ გელოდებოდით-თქვა თუარა,ჩანგალი ხორცის ნაჭერს დაასო და ლუკმა ყელში გადაუშვა მაკუნამ.
-კარგია. მეც მშია-ზუსტად ვერას გვერდით დაიკავა ადგილი დემეტრემ,და თეფშიდან კარტოფილი გადმოიყარა.
სულ დაეკარგა მადა ვერას,ლუკმას ვერ ყლაპავდა ისე,რომ დემეტრეს მზერას არ აეწვა სახე.
რას უყურებდა ნეტა?!
ო,როგორ ღიზიანდებოდა ვერა.
-ჩვენ კაბა ვიყიდეთ,ლიკუნამ დარეკა,ყველაფერი მოვაგვარეო,ღია ცის ქვეშ იქნება ქორწილი,სტუმრები შენც კარგად იცი,როგორი ფენიდან იქნებიან,და შენი კოსწიუმიც შერჩეულია-ჩამოურიკრიკა ძმას ყველაფერი,როგორც კი ჭამას მორჩა და ჩანგალი თეფშზე დადო
-ოჰო-მხოლოდ ესღა თქვა და სამზარეულო დატოვა დემეტრემ.
აშკარად არ უნდა,არ უნდა კი არა,კატასტროფულად არ სიამოვნებს ეს ქორწილი მეტრეველს.
რა იცის,რომ ვერა მისგან ქმრობას საერთოდ არ მოითხოვს...
იაროს ქალებში,თუ უნდა ღამე სახლშიც არ დაბრუნდეს,სულ არ ანაღვლებს ბურდულს.
თავისუფლებას კი არ მოუსპობს დემეტრეს?!
და თანაც,იგივეს მოითხოვს მისგან.
ეს მხოლოდ გვარის გამო ხდება,მეტი არაფერი.
"რას იბღვირება ნეტავ რაა"-გაიფიქრა უკმაყოფილოდ,და ჰოლში წასულ მაკუნას მიყვა უკან.
თურმე,ქორწილის საქმეებიც მოუგვარებიათ,და ეს არ იცოდა.
დივანზე დასხდნენ,და აიპადები და მობილურები მოიმარჯვეს.
-ხო მართლა,ტელეფონი გიყიდე-უეცრად წამოდგა დემეტრე,და აიფონის ყუთი გაუწოდა გოგონას.
ვერა შეცბა,არ ელოდა დემეტრესგან საჩუქარს.
აოცებს ეს ბიჭი!
წუთის წინ,უკმეხად დატოვა სამზარეულო,და ერთი შეუბღვირა ვერას,ახლა კი,ვითომცნარაფერი,ტელეფონს ჩუქნის.
-უი,როგორ დამავიწყდა მე,კიდევ კარგი შენ მოგაფიქრდა დემე-მაკუნამ თავში ხელი შემოირტყა და ვერას მიაჩერდა
-აიღე,ხელი დამეღალა-ამოიოხრა მამაკაცმა.
-ამ...ხო...მადლობა-თავი გააქნია ვერამ,და ყუთი ისე გამოართვა,რომ მათი ხელები ერთმანეთს არ შეხვედროდნენ.
არა,უარი მაინც ეთქვა,რა ჩერჩეტია!
ესეც ასე,ჯერ კაბა,მერე ტელეფონი!
კი იცის,რომ ეს ფული,ზღვაში წვეთია მამაკაცისთვის,მაგრამ მაინც,როცა ვერას სამსახური არ აქვს,კეთილი ინებოს,და უხერხულ მდგომარეობაში ნუ აგდებს!
-მადლობა დემეტრე-როცა მოისაზრა,მადლიერი თვალებით გახედა მამაკაცს და ფრთხილად გაუღიმა
-არაფერს.-ოდნავ გაუღიმა მამაკაცმაც,და კიბეებისკენ წავიდა.
წამოდგა მაკუნაც
-დემეტრე-დაუძახა ძმას-ვერაც შენს ოთახში რომ იყოს,წინააღნმდეგი ხომ არ ხარ?
ამან სულ ააწითლა ბურდული,მაკუნას უბწკინა და დაიღრინა
-არა,დაიძინოს,ხელს არ მიშლის-ირონიული სახით მოტრიალდა გაფითრებული გოგონასკენ და თვალი ჩაუკრა
-და შენს საცოლეს უთხარი,ნუ მბწკენს,სული ამომიღო-შეუბღვირა ვერას და სიცილ-კისკისით წავიდა თავისი ოთახისკენ.
დაიჯეროს,ამხელა სახლში,მეორე ოთახი არ იყო?!
მაინცდამაინც დემეტრესთან ერთად უნდა დაიძინოს?!
-რას დგახარ,წამოდი-ფიქრებიდან ისევ მკაცრმა ბარიტონმა გამოიყვანა,კიბეები ჩქარ-ჩქარა აირბინა და ოთახში დემეტრეს მერე შევიდა.
ფრთხილად უყურებდა მამაკაცს,როგორ გადაიძრო ზედა,შარვალი,როგორ დაწვა საწოლში და ცალი ხელი თავქვეშ ამოიდო.
მერე,შუქი ჩააქრო,ტანსაცმელი გაიძრო და სკამზე გადაკიდებულ მამაკაცის "საროჩკას" დაწვდა.
-შეიძლება,შენი პერანგი რომ ჩავიცვა?-ხმადაბლა დაიჩირჩულა და თავი ჩახარა,კიდევ კარგი,სინათლე არ ანთია,თორემ აწითლებულ ღაწვებს სად დამალავდა.
-შენი იყოს,გჩუქნი-ასევე ხმადაბალი ბარიტონით დაეთანხმა მამაკაცი.
თანხმობა მიიღო თუ არა,მალევე ჩაიცვა პერანგი,ღილები ფრთხილად შეიკრა და ცივ საწოლში შეწვა,კიდესთან მდუმარედ მოთავსდა და ოდნავ ააკანკალა.
თვალებ დახუჭულმა,დაიწყო ფიქრი,ხვალინდელ დღეზე.
როგორც იტყვიან,ხვალ დიდი დღეა,დიდი!
-გცივა?
შეკრთა...
ცხელი სუნთქვა იგრძნო ყელთან,და ააცახცახა.
მალე,შემოხვეული ხელები.
შეწინააღნმდეგების,არც ძალა ქონდა,არც სურვილი.
მორჩილად გაინაბა მამაკაცის მკლავებში და მალე,მშვიდი ფშინვა ამოუშვა...
ო,როგორ სიამოვნებს ასე ყოფნა.
თანახმაა,მთელი ცხოვრება,მოეხვიოს დემეტრე,გაათბოს,და ამასაც მეტი რაუნდა,ტკბილად დაეძინება.
მალე,ყელზე მიაკრეს ცხელი ტუჩები,რამაც გამოაფხიზლა.
და მერე,თვალი ვერც მოხუჭა.
მთელი სხეულით ხურდა,და ალერსს ითხოვდა.
-დემეტრე...-ამოიგმინა ხმადაბლა,და მის ხელებს დაეჯაჯგურა. ასე ვერ დაიძინებდა
-გისმენ-როგორც ჩანს,მამაკაცსაც ეღვიძა
-მე... უნდა დავიძინო-დაიჩურჩულა დაბნეულმა
-მაშ,ტკბილ ძილს,რა ჯობია-მოულოდნელად,მისკეენ გადააბრუნა დემეტრემ,მთლიანად ააკრო მის სხეულს,თავი გოგონას თმებში ჩარგო,და ხელები მოხვია.
"ღმერთო,დამეხმარე"-გაიფიქრა ვერამ და მაინც,თვალები მთელი ღამე ვერ მოხუჭა.
ესღა აკლდა,თვალებ ჩაწითლებული პატარძალი იქნებოდა.
****
****
აპაა...
რავარი იყო?
გუშინ ვერ დავდე,რადგან,მე და ჩემმა ბედოვლათმა ძმამ,ცოტა ვიმაიმუნეთ...
არ ვიცი,რამ წამოგვიარა,ავდექით და მეზობლის კიბეები მწვანედ შევღებეთ.
ხოდა,შენ ხარ ჩემი ბატონი,კი გვახეხინეს მთელი დღე.
საღებავიც უვარგისი გამოდგა,არ შორდებოდა.
"ზატო,ჩვენი გავიწორეთ"

ხო,მადლობა ანინეს,და ნიქოლს.
მიყვარხართ ზააალიან ზააალიან <3 :ლავ:



№1  offline ადმინი შამანი

ნენუც,ძალიან მომეწონა ეს თავი! ^^
ბოლო მონაკვეთმა გამათბო ^^ ♥
ნორმალური ზომის თავი იყო,მაგრამ მაინც არ მეყო :დდ
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ^
ვფიქრობ,შემდეგი თავი მეტად საინტერსო იქნება ^
წარმატებები!! ♥ ♥ ♥

პ.ს.ოჰჰ ეს მადლობები :დ არაფრის,ნენუც ♥ ♥ ♥
პ.ს.ს.არადა,მწვანე კიბეები რაფერ ორიგინალური და თვალის მომჭრელი იქნებოდა,წარმომიდგენია ^^ მარა რად გინდა?! მადლობის მაგიერია შენი მეზობელი?!ეჰ :დდ
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი zoi

უვარგისი კი არა კარგი საღებავი გამომდგარა....კარგი ხარ ძალიანნ მართლა ძაან მომწონს მაგრამ მართლა ძაან პატარა თავებია აი დაწყებული არ მაქ ვსო მუღამში შევედი აი ახლა მაგარი მომენტი იქნება და ოპ დამთავრდა :დ სხვა დანარჩენი მომწონს და დემეც ძაან მომწონსს

 


№3  offline მოდერი nicol

ნენეე, ნეტა იცოდე ნიქოლს როგორ უყვარხარ... რა შეუგნებელი მეზობელი გყოლია, ვერ დააფასა მისთვის ცხოვრების გაფერადება, რომ გინდოდა... გავიგუდე სიცილით... გიჟი გოგო ხარ... რაც შეეხება ისტორიას... როგორც წინაზე გითხარი ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს... :)
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4  offline წევრი ნენე

მადლობა ჩემო შოკოლა'ტ'ებო...
გეთანხმებით,მეზობელი დიდი შეუგნებელი ვინმეა,ვირო მადლი-ო,ხომ გაგიგიათ...
თავებს რაც შეეხება,ოო...
თავების სიდიდე ჩემი ტკივილია.
ხელები მყავს ძალიან ზარმაცი,მალე იღლება ხოლმე,და რას გავაწყობ ამ ბედოვლათებთან?
ახლა წავალ,ახალ თავს დავწერ.
მადლობა ყველას,უყვარხართ ნენეს love
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№5  offline წევრი optimusi

ე.ი.ჯერ შენი კომენტარები ვნახე სხვა მოთხრობაზე და ვიფიქრე კარგი მოთხრობები ექნება თქო და არც შევმცდარვარ.დიდი ინტერესით ველოდები ვერას წარსულის ამსახველ ისტორიას:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent