შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერია გოგონა?! (9)


24-07-2015, 00:38
ავტორი coco girl
ნანახია 3 510

დილით ისევ სებასტიანის ხმა მაღვიძებს:
- ლორა გაიღვიძე, უნივერსიტეტში მიდიხარ! - უკვე სერიოზული ხმა ჰქონდა.
უხმოდ ავდექი და სააბაზანოში შევედი.
იქიდან მალევე ჩაცმულ-დახურული გამოვედი. სებასტიანი ისევ ოთახში იყო და კარადას ქექავდა.
ზედაც არ შევხედე ისე ავიღე ჩემი ჩანთა და წიგნების ჩალაგება დავიწყე.
- შენ ისევ ცუდ ხასიათზე ხარ? - მკითხა ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.
პასუხის ღირსად არც ჩავთვალე, უცებ ჩავალაგე ჩანთა და ოთახიდან გამოვედი.
- ლორა, შვილო, მოდი სუფრასთან! - დამიძახა "დედამთილმა".
მეც მივედი და ჩემს ადგილას დავჯექი.
- სებასტიანი სადაა? - მკითხა "მამამთილმა".
კუბოში და მიწა აყრია! - გავიფიქრე.
- ზევითაა, ჩამოვა ალბათ მალე. - ვუთხარი.
- დედა, ჩემი შავი ჰალსტუხი არ გინახავს? - იღრიალა ზევიდან.
- მე რა ვიცი, შვილო, მე კი არ ვიკეთებ! - ამანაც არ დააყოვნა.
- ავალ დავეხმარები. - ვთქვი და სუფრიდან ავდექი - უკაცრავად.
საძინებლის კარი შევგლიჯე, პირდაპირ კარადისკენ წავედი.
სებასტიანმა ყურადღება არ მომაქცია.
კარადა გამოვაღე და შავი ჰალსტუხი ავიღე.
- კარინა რომ მოვა გამოპრანჭული დახვდი. - ირონიულად ვუთხარი და პირდაპირ სახეში ვესროლე ჰალსტუხი.
- მადლობა და ცოტა ზრდილობა გამოიჩინე ხოლმე!
- ზრდილობას შენ ნუ მასწავლი!
- ჯობდა ისევ გაჩუმებულიყავი! - მითხრა.
- ფუ, როგორ მეზიზღები! - ვუთხარი და გარეთ გამოვედი.
სუფრასთან ისევ დავჯექი.
- დღეს ჩემი ძმისშვილები მოდიან, ნინუცა და პატარა მანიკო. - თქვა "მამამთილმა".
- მანიკო მოდის დღეს? - იყვირა "დედამთილმა" - ვაიმეე! მაგარი დახვედრა უნდა მოვუწყოთ აბა რაა!
- მე და ლორა არ ვიქნებით დღეს სახლში. - თქვა ახალმოსულმა სებასტიანმა.
გამიკვირდა, ნუთუ ჰგონია ამ იდიოტს სადმე გავყვები?
- რატო შვილო, რამე დაგეგმეთ? - მე გადმომხედა "დედამთილმა".
- ხო, რავი, ნინუცას დახვედრა არ მინდა თან... - თქვა და მაგიდასთან დაჯდა.
- რატო, რას ერჩი, შენი ბიძაშვილია!
- ნათესავები დიდად არ მიყვარს. - ეს თქვა და ჭამა დაიწყო.
შენ ვინ გიყვარს?! - ჩავიბურტყუნე და ამოვიოხრე.

***
- სად დაგეგმე წასვლა დღეს? - ვკითხე, როცა მანქანაში ჩავჯექით.
- რესტორანში ვივახშმოთ დღეს. - მითხრა.
- მოგიწევს უჩემოდ მოსვლა, დღეს არ მცალია.
წარბი აწია და შემომხედა.
- მე ვთქვი და მორჩა!
- მეც ვთქვი და მორჩა! შენს ხუშტურებზე სიარულს არ ვაპირებ! და საერთოდ მაცალე სწავლა! ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ და უკვე გათხოვილი ვარ! შენი აზრით ეს ნორმალურია? - ვუყვირე.
- ვისთვის როგორ, - თქვა - მე მაგალითად პირველი ცოლი პირველ კურსზე რომ ვიყავი მაშინ მოვიყვანე. - მითხრა.
აი, კიდევ ერთი ამბავი! ღმერთმა უწყის მე მერამდენე ცოლი ვარ!
- საერთოდ არ მაინტერესებს!
სებასტიანს მწარედ ჩაეცინა.

***
- ლორა! როგორ მომენატრე! - მითხრა ნინიკომ, როცა უნივერსიტეტში მივედი.
- მეც ნინი, ძალიან! როგორ ხარ? - ვუთხარი და მოვეხვიე.
- ლორა, ისეთი ბედნიერი ვარ! აი, არ ვიცი რაა! ახლა ჩემს თვალებში ისე არ ბნელა, როგორც ადრე!
- მოიცა შეყვარებული ხარ? - ვკითხე დაბნეულმა, რადგან ასეთი ფრაზები სესისგან მქონდა გაგონილი, როცა სიყვარულის მორევში იწვოდა.
- ოოოო, ლორა! ცოტა სინათლეს ვხედავ! - გაეღიმა.
ოოო, რა სულელი ვარ! დებილი! კიდევ კარგი ვერ დაინახა ჩემი აწითლებული სახე.
- ყველა ადგილებზე! - იყვირა ეკატერინემ.
მართლაც ყველა უცებ მილაგ-მოლაგდა.
სესი გადავკოცნე და დავჯექი.
მთელი ლექციის განმავლობაში ვფიქრობდი ნინიკოს თვალებზე. მინდოდა დახმარება გამეწია მისთვის, მაგრამ არ ვიცოდი რა მექნა.
***
- ლორა ჩვენი ვახშმობა გადაიდო. - დამირეკა სებასტიანმა ლექციების მერე.
- ჩვენი არა, შენი! - ვუთხარი.
- ახლა სახლში მოდი, სტუმრები გიცდიან.
ტელეფონი გავთიშე. წაიღეს უკვე ტვინი თავიანთი სტუმრებიანად!
მეც ჩავჯექი "ცუგაცუგაცუგრუმელაში" და სახლისკენ წამოვედი.

***
- აი ჩვენი რძალი ლორა! გაიცანით! - ახარა "დედამთილმა" სტუმრებს.
მეც მოკრძალებულად ვთქვი გამარჯობა და ყველა გავიცანი.
- ეს ნინუცაა, სებასტიანის ბიძაშვილი, ეს კი მისი შვილია მანიკო!
ნინუცა მომეხვია და მომილოცა გათხოვება. საზღვარგარეთიდან ახალი ჩამოსულები არიან და ქორწილშიც ამოტომ არ ყოფილან თურმე.
აქვე იყო სებასტიანის აუტანელი ბიცოლა და სხვები, რომლებზეც ყურადღების გადატანა არ ღირს.
- ლა ლამაჟი გოგოა! - თქვა მანიკომ და ჩამეხუტა.
ყველას მოულოდნელობის ტალღამ გადაუარა, მათ შორის მეც.
სებასტიანი კი იჯდა როგორც ბოროტი, მოღუშული ქანდაკება.
- სენ ლა გქვია? - ვკითხე პატარას და კალთაში ჩავიჯინე.
- მე მანიკო ვალ, სენ ვინ ხაი? - მკითხა ჩლიფინით.
- ეს შენი ბიცოლაა, ძია ბასტის ცოლი. - აუხსნა ნინუცამ.
მოიცა, ამანაც ბასტი თქვა? ახლა შევირყევი! ცუდად ვარ.
ჩავახველე, რომ არ გამცინებოდა და სებასტიანისკენ გავაპარე თვალი. მე მიყურებდა. გველურად ჩავიცინე, რაზეც თავი გააქნია.
- იამდენი წლის ხაი? - ვკითხე მანიკოს.
- მე ოლი წლის ვალ და დიდი გოგო ვალ! და ბასტიბუბუ ბიძია ძალიან მიკვარს! - თქვა და სებასტიანისკენ გაიქცა.
- ნახეთ როგორ გიხდებათ ბავშვი! დროა უკვე დრო! - იმეორებდა მთელი დღე ბიცოლა და ტვინს ბურღავდა.

***
- მანიკოს მოეწონე! - მითხრა სებასტიანმა როცა დავწექით.
- მმმ...
- ბიცოლამ ბავშვიო! - არ მეშვებოდა.
- არანაირი ბავშვი! - ვუთხარი.
მერე უცებ დავფიქრდი. სებასტიანს შეუძლია დამეხმაროს.
წამოვხტი და მისკენ შევტრიალდი.
- რაღაც მინდა გითხრა.
- მმმ...
- თუ შენ ორ მილიონ დოლარს მომცემ, მე ბავშვს გაგიჩენ! - ვუთხარი და პასუხის მოლოდინში გავინაბე.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

უჰ კარგია ძალიან იმედია ამდენს აღარ გვალოდინებ და მალე დადებ ახალ და უფრო მსუყე თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent