შურისძიებისთვის... (მეხუთე თავი)
მეხუთე თავი "სილუეტი ნელ-ნელა უახლოვდებოდა... გოგონას პანიკა იპყრობდა,და მის მიმართ უსაზღვრო ზიზღს გრძნობდა. უნდოდა,ამდგარიყო და სახეში შეეფურთხებინა,უნდოდა მისთვის სამაგიერო გადაეხადა,მაგრამ ვერ დგებოდა... ყოველი ხელის თუ ფეხის მკვეთრ მოძრაობებზე მხოლოდ ჯაჭვები ჩხარუნობდნენ გულისამრევად და გოგონა კიოდა... კაცი უკვე მასთან იყო,სიცილი ატეხა და ხელები მუცელზე მოიჭირა... ვერა კივილს აგრძელებდა,განწირული,არაადამიანური ხმებით ყვიროდა და შველას ითხოვდა... მაგრამ უკვე გვიანი იყო..." -ვერა,ვერა,დაწყნარდი,აქ ვარ,ვერა...-ვიღაცამ შეანჯღრია და სახეზე მოეფერა. თვალები წვალებით გაახილა ბურდულმა,როცა დაიანახა,ზემოდან როგორ დაყურებდა სითბოთი სავსე თვალებით დემეტრე,დამშვიდებულმა ჩაისუნთქა და მამაკაცს მაგრად მოეხვია. სიზმრები თავს არ ანებებს... წარსულის ფრაგმენტები კოშმარებად მოევლინება ხოლმე,და ძილს უფრთხობს... დამშვიდდა,რადგან დემეტრე უკვე მასთან იყო... დემეტრესთან თავს დაცულად გრძნობდა,ისე მშვიდად,როგორც სახლში... -რომელი საათია? მაკუნა მომკლავს-თვალები ჭყიტა და მეტრეველს გაუსწორა მზერა -ჯერ ექვსიც არ გამხდარა. მაკუნა ძილის დაფრთხობისთვის თუ მოგკლავს,იმხელა ხმაზე კიოდი,მგონი მეზობელი ოთარიც გაიღვიძებდა-გაეცინა მამაკაცს. რატომღაც,არ უკითხავს რა დაესიზმრა. ალბათ,დემეტრე იმ კატეგორიის მამაკაცებს არ მიეკუთვნებოდა,ზედმეტი ცნობისმოყვარეობით რომ გამოირჩეოდნენ და ყველაფერში ეძიებოდნენ ადამიანებს. ეს კი,ვერას წისქვილზე ასხამდა წყალს. არ სურდა,ამჟამად მაინც,მამაკაცს მასზე რამე გაეგო... არ სურდა,საუბარი მტკივნეულ წარსულზე. ერთი დარწმუნებით იცოდა: შურს იძიებდა,და მერე,მერე დამთავრდებოდა... წარსულს ჩაბარდებოდა,ცუდი სიზმრებიც,და შიშიც. შიში,მისი გამოჩენის. ^^^^ -ულამაზესი ხარ ვერა-როცა მაკიაჟიც გაუკეთეს,აღფრთოვანებულმა მაკუნამ თავი დაუქნია გოგონას,მოწონების ნიშნად და აკისკისდა. სულ არ უნდოდა,სახის თხაპვნა. მაგრამ,უმცროსმა მეტრეველმა დაიჟინა,მაკიაჟი აუცილებელია,აბა ისე როგორი პატარძალი იქნებიო,და სპეციალისტები მოუყვანა სახლში. ვარცხნილობაზე კი,მაინც თავისი გაიტანა ვერამ. უბრალოდ,თმები გაიშალა,და მორჩა. ამ შემთხვევაში,აღარ აპირებდა ვიღაც "ძერსკი" ქალების ატანას და მათ საუბარს იმაზე,თუ როგორი მშვენიერი საცოლე ყავს ბატონ დემეტრეს. -მადლობა მაკუნა,ხომ არ ვაგვიანებთ?-შეწუხებული წამოდგა სკამიდან და სარკეში საკუთარი ანარეკლი დაინახა. თეთრი,გრძელი ატლასის კაბა ეცვა. თეთრი მაღალქუსლიანები,და მაკუნას მოცემული საყურეები. -ახლავე წავალთ,ნუ გეშინია. ხო მართლა,დემეტრემ შენთან რაღაც გამომატანა...-ჩანთაში დაიწყო ქექვა,ბოლოს ხელში აათამაშა ვერცხლის ჯვარი,და ვერას გადასცა. -რა საჭირო იყო...-როგორც ყოველთვის,მოერიდა გოგონას. -მიდი მიდი,გაიკეთე,უბრალო ჯვარი არაა,ძალიან ძვირფასია ჩემი ძმისთვის,დაგიცავს...-ღიმილით დაუქნია თავი მაიკომ და ყელზე შეუკრა ვერცხლის ძეწკვი. -წავედით? -წავედით-ხელი მოკიდა და მათი სახლის უკანა ეზოსკენ წავიდნენ... კარებიდან გასულებს,ყველას მზერა,ვერასკენ წამოვიდა... შარვალ-კოსტუმში გამოწკეპილი "ჯენლტმენები",რომელთა ღიპები ვერ ეტეოდათ კოსტუმებში და ვერამ შეამჩნია,რამდენიმეს როგორ გაეხსნა ღილი... ზოგიც,წარმოსადეგი მამაკაცი იყო,თავაზიანი ღიმილით და მდიდრულად გამოწყობილი ტამსაცმლით. იყვნენ ქალებიც... წითელი,შავი,ატმისფერი,ლურჯი,ცისფერი... ლამაზი,მოხდენილი კაბებით... ზოგს მაგარი ტანი ქონდა,და ძალიან მოკლე კაბა ეცვა. ზოგი "ნაგლი" ღიმილით უღიმოდა ვერას,ზოგიც კეთილი ღიმილით. იქაურობა,მორთული იყო,რაღაც საოცრად. ყვავილების სუნი ტრიალებდა მთელს ეზოში-იასამნის,ვარდის... ალაგ-ალაგ გვირილებსაც მოკრა თვალი. -წამოდი,წავიდეთ.-გადაუჩურჩულა კმაყოფილმა მაიკომ და უფროსი მეტრეველისკენ წავიდნენ... დემეტრე? დემეტრე,შოკი იყო,ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მის გარეგნობაზე საუბრით,დიდად არ შეგაწუხებთ... მოკლედ,ვერასა და დემეტრეს წყვილი,საუკეთესო იყო იმ საღამოს. და ალბათ მერეც,ვინ იცის... დემეტრეს გვერდით,ვიღაც ქერა ედგა,მოკლე კაბა,ტრა*ს წესიერად ვერ უფარავდა,და დეკოლტე ყველაფერს ნათელს ხდიდა. ისე უყურებდა ვერას,მიხვდებოდით,რაღაც ისე ვერ იყო. "ჯერ თეკო,მერე ეს კაკუნა,მგონი დავიტანჯები"-ამოიხვნეშა და მეტრეველს გვერდი დაუმშვენა... იჩხაკუნა ფოტოაპარატებმა. გაიღიმა დემეტრემ. გაიღიმა ვერამაც. ღმერთო,როგორ უხდებიან ერთმანეთს. -ხედავ შურით სავსე თვალებს?-მისკენ დაიხარა გადმოუჩურჩულა დემეტრემ -ოჰ,თვით დემეტრე მეტრეველის ცოლიო და რამე?-გაეცინა ვერასაც,და მერე შეწუხებულმა მიიდო სახეზე ხელი. -ნუ ეგეც-თავი დაუქნია დემეტრემ -და ისე?-დაინტრიგდა ბურდული -ისე,ულამაზესი ხარ-ვნებიანი ხმით უჩურჩულა და გაიცინა. კამერები მოშკრდნენ. მაგრამ რად გინდა,ამჯერად,იმ ქერა მოკლე კაბიანის დაახლოებით რვა "ცალი" შემოეხვივნენ გარს. ნაგლი ღიმილით გაუღიმეს ვერას,და მერე დემეტრეს მიამათეს "სიკეთით სავსე" თვალები. უცებ,მხსნელად მოევლინა მაკუნა. ვერას გვერდში ამოუდგა,და დემეტრეს ანიშნა შეგიძლია წახვიდეო. დემეტრემაც,თავაზიანი ღიმილით დატოვა და გვერდითა მაგიდისკენ წავიდა. -გაიცანით გოგონებო,ეს ვერაა. ვერა,ეს ჩემი მოდელები არიან.-გაიღიმა მაკუნამ. ესღა აკლდა... -სასიამოვნოა-გაიღიმა ვერამაც და მზერა მიანათა ერთ-ერთ ქერას,სწორედ იმას,დემეტრესთან რომ იდგა. -მე კეიტი ვარ,სააგენტოს წამყვანი მოდელი-ხელი გაუწოდა კეიტმაც. აჰა,ესეიგი კეიტი... ხელს ყველას ვერ ჩამოართმევს ვერა,მითუმეტეს ამას. ალმაცერად დახედა გამოწვდილ ხელს,და მერე კეიტს გაუღიმა. მოდელმაც,ნაგლურად აათვალიერა და ხელი გაწია. -მე ვერა,სააგენტოს მომავალი წამყვანი მოდელი-რასაც ქვია,უკვე დუელში გამოიწვია ვერამ. -რაო?-უარყო კეიტმა-ვინ გითხრა ეგ შვილო? -შვილო არ ვარ მე. ვინ მითხრა? მაკუნა,ნუთუ გოგონებისთვის არაფერი გითქვამს?-ამჯერად მაკუნას მიუტრიალდა,და მის სახეზე გაეცინა. -როგორ არა,უბრალოდ,მაშინ კეიტი არ იყო იქ...-მხრები აიჩეჩა მაკუნამ -მთავარია,ახლა გაიგო-ღიმილს არ იშორებდა ვერა. -სიარული მაინც თუ იცი საყვარელო?-გაბრაზება ეტყობოდა ხმაში კეიტს. მაკუნას,უნდა ეთქვა ვასწავლიო,პირი დააღო,მაგრამ ვერამ დაასწრო თქმა. -როგორ არა -მაშ,გაიარე-დაძარღვულ ხელებზე მიხვდა ვერა,რომ სადაცაა,მხეცივით ეძგერებოდა მოდელი. -ო'კეი. "მხრებში გასწორდი,სწორი ნაბიჯებით იარე,თანაბრად ისუნთქე და ეგაა"-შეაგულიანა თავისი თავი და დასამშვიდებლად რამდენჯერმე ჩაისუნთქა. აი,პირველი ნაბიჯიც... მეორეც... მესამეც... სულ მალე,დაძაბულობა მოეხსნა,გრაციოზულად გაიარა მაგიდებს შორის,და ისევ უკან მობრუნდა. მაკუნას კმაყოფილი სახე ქონდა,რაზეც ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ბურდულს. -ჩემზე უკეთ,ვერ გაივლი-ამაყად მოიღერა ყელი კეიტმა,და დაიძრა... სწორი ნაბიჯებით მიდიოდა,ჰაეროვნად,და ტანსაც არხევდა ხოლმე. უცებ,ვერამ თვალი მოკრა მის წინ მდგარ ტორტს. მერე მისკენ მომავალ კეიტს გახედა,და ეშმაკურად ჩაიხითხითა. ყველასგან შეუმჩნევლად,ფეხის ქუსლი ოდნავ წინ მიწია,და დოინჯი შემოიტყა. თავაწეულ კეიტს,ეს არც შეუმჩნევია. სადაცაა,"ფინიშთან" მივიდა,რომ უცებ,ფეხი წამოკრა ბურდულის ფეხს და ტორტის მაგიდაზე სახით დაეცა... დუმილი ჩამოწვა. რამდენიმე წამში,წამოიკივლა მოდელმა. მერე,ახარხარდა ხალხიც. გაეცინა ვერასაც. -გიჟი ხარ-წამსვე მასთან გაჩნდა დემეტრე,ხელი დაავლო და მაკუნასკენ წავიდნენ ნელი ნაბიჯებით... -ოჰ,იმსახურებდა-თავი იმართლა ვერამ,და აკისკისდა. -გადაგემტერება -გადამემტერა და კარგად აქვს საქმე-სიცილისგან მხარზე დაეყრდნო დემეტრეს და მაკუნას მიუახლოვდნენ... დაინახა ვერამ,თუ როგორი მრისხანე თვალებით შეხედა ქერა მოდელმა,მერე კი სირბილით დატოვა ეზო... ^^^ მერე იყო ხელის მოწერაც. -თანახმა ხართ,ცოლად გაყვეთ დემეტრე მეტრეველს,იყოთ მასთან ჭირში და ლხინში,უბედურებასა და ბედნიერებაში,ავადმყოფობასა და ჯანმრთელობაში,და ბლა ბლა -დიახ,თანახმა ვარ. -თანახმა ხართ,მოიყვანოთ ცოლად ვერა ბურდული,იყოთ მასთან ჭირში და ლხინში,ბლა ბლა... -დიახ,თანახმა ვარ! ^^^ გიჟური ქორწილი,გიჟურად დასრულდა. მაკუნამ წყვილს ხელი დაავლო და გაიყვანა. -ისე დავიღალე,ავალ მე,დავწვები-დაამთქნარა ვერამ და კიბეებისკენ გაიხედა. -არა!-წამსვე შეაჩერა მაკუნამ-საჩუქარი მაქვს თქვენთვის-გაიკრიჭა მერე -რა საჩუქარი? მაკუნა,ეს ყალბი ქორწილი იყო,არ ხარ ვალდებული... -ჰ-ჰ!-ჩაიდუდღუნა ქალმა-აიღე გასაღები,დემეტრემ იცის სადაც უნდა მიხვიდეთ,მერე თქვემ იცით,წარმატებები-გადაიხარხარა. -არა!-წამოიყვირა ვერამ -კი!-გადმოუჩურჩულა თვალებში ჭინკებ ათამაშებულმა დემეტრემ -არა თქო!-არ ნებდებოდა ვერა. ისღა აკლია,პირველი ღამე ქონდეს,უაზროდ... -მომე გასაღები!-წარბები შეკრა დემეტრემ. ვერამ მიმოიხედა. მაკუნა უკვე კიბეებზე მირბოდა და კისკისებდა. ბრაზის ტალღებმა დაუარა მთელს სხეულში -აიღე!-მიაწოდა. -ხოდა,ან ნებითა შენითა,ან ძალითა ჩემითაო-სრულიად გაუაზრებლად,ზურგზე შემოიგდო აწ უკვე მეუღლე მეტრეველი,და მანქანაში ჩასვა. შეწინააღნმდეგებას უკვე აზრი აღარ ქონდა. ამის არც ძალა ქონდა,და სიმართლე რომ ვაღიაროთ,არც სურვილი ვერას. უბრალოდ,სიამაყის საკითხია რა... ^^^ შუაგულ ტყეში,ხის ორსართულიანი,სადა სახლი იდგა. გარედანვე ეტყობოდა,როგორი მყუდრო და კომფორტული იქნებოდა. ეშმაკურად გადმოხედა დემეტრემ,მერე სიცილით გადმოვიდა,და "მძინარე" ვერას დახედა. -ვიცი რო არ გძინავს,ეგ ხერხი არ გაჭრის!-კვლავ ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული და მანქნის კარები ფეხით მიკეტა. -ღმერთო!-თვალები ჭყიტა ვერამ-დამსვი მაინც,ჩემით! -ხომ გაგიგია,სახლში ქმარმა ხელში აყვანილი უნდა შეიყვანოსო,თუ რაღაცა...-მასხარაობას არ წყვეტდა დემეტრე -მეტრეველო! ნერვებზე მოქმედ...-სიტყვა არ ქონდა დასრულებული,ისე ეძგერა ტუჩებზე დემეტრე... მორიგეობით უკოცნიდა ხელში ჩამდნარ გოგონას ზედა და ქვედა ტუჩს,და კბილსაც წაკრავდა ხოლმე... აი აქ,უკვე ვეღარ აზროვნებდა ვერა. მისი ტუჩების მოძრაობას აყვა,და მერე იგრძნო,როგორ დაეცა საწოლზე,და როგორ მოთავსდა მის ზემოდან დემეტრე... მამაკაცმა ყელში ჩააცოცა ტუჩები,და ვერას სიამოვნების კვნესა აღმოხდა. მალე,ერთი ხელის მოსმით შემოეძარცვა კაბა,და საცვლების ამარა დარჩა საწოლზე... ყელიდან მკერდზე,იქიდან კი ისევ ტუჩებზე გადაინაცვლა დემეტრემ. ამჯერად,ინიციატივა გოგონამ გამოიჩინა,მამაკაცჯს "საროჭკა"-ს დაეჯაჯგურა,და ღილები სწრაფად შეხსნა. -უკვე მაგიჟებ-ყელთან უჩურჩულა ვნების მორევში ჩათრეულმა დემეტრემ,გოგონას ზედა საცვალიც ძირს დააგდო,და მის ქამარს დაუწყო წვალება... რამდენიმე წუთში,ოთახის მყუდროებას,მხოლოდ ვერას წამოკვნესება არღვევდა... ^^^^ ^^^^ მომისმინეთ,სანამ მომკლავთ ასეთი ნაწერისთვის :დდ ანუ,ერთხელ რო დავწერე,სინათლე წავიდა,და წამეშალა... მეორეჯერ ერთი და იგივეს,ვერ ვწერ ხოლმე,ამიტომ საერთოდ აღარ ვაპირებდი გაბრაზებულზე წერას,მაგრამ მაინც დავწერე... უფრო დიდი უნდა გამოსულიყო,ქორწილშიც ათას რაღაცას ვგეგმავდი,მაგრამ გამიგეთ,ვეღარ დავწერე... რაც შეეხება ბოლო სცენას :დდ არ ვარ მე გარყვნილი ბაღანე,და მიჭირს მაგფერების წერა :დდ ხოდა,ველი შეფასებას :დ პატივისცემით,ნენე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.