შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერია გოგონა?! (10)


25-07-2015, 01:15
ავტორი coco girl
ნანახია 4 051

სებასტიანმა გაფართოებული თვალებით შემომხედა.
არ ვიცი რა გაუკვირდა, ის, რომ ორ მილიონ დოლარს ვთხოვდი თუ ის, რომ ბავშვის გაჩენაზე დავთანხმდი.
- 2 მილიონი დოლარი რა ჯანდაბად გინდა? - მკითხა.
- ეგ უკვე ჩემი საქმეა, - ვუთხარი - შენ უბრალოდ თქვი კი ან არა.
სებასტიანი ჩაფიქრდა.
მათ გვარს ბავშვი ნამდვილად სჭირდებოდათ, მითუეტეს ბიჭი.
- მოკლედ, ახლა მეძინება, პასუხი ხვალ, ინსტიტუტიდან რომ მოვალ მაშინ მითხარი. - ვთქვი და ძილს მივეცი თავი.

***
- ლორა, ადექი წასასვლელი ხარ. - მაღვიძებს სებასტიანის ხმა.
ტანი ძლივს ავითრიე.
- ისე სხვათაშორის, სავარჯიშოდ რომ დავდივარ, ხალხი მეკითხება მეუღლე რატომ არ მოგყვებაო? ზარმაცია და დილით ადრე ვერ დგებას ვერ ვიტყოდი, ჩემთვისვე იქნება საზიანო, ამიტომ ვეუბნები რომ ფეხმძიმედ ხარ! - გველის სიფათი აიკერა.
რაო? ესეიგი დათანხმდა მაძლევს ორ მილიონს, მე კი ბავშვს გავუჩენ.
- ეს ჩემს კითხვაზე პასუხია? - ვკითხე.
სებასტიანმა თავი დააქნია.
- ალბათ უკვე მთელმა ქალაქმა იცის, რომ მე და შენ პატარა გვეყოლება. - გაეღიმა თავისთვის.
უცებ კივილის ხმა ისმის.
სებასტიანს შეშინებული ვუყურებ. გარეთ გავარდა და მეც გავყევი.
- რატომ დამიმალეთ ეს! სებასტიან მოგკლავ! არ ჯობდა პირველი მე მცოდნოდა ეს? - ყვიროდა "დედამთილი".
ნუთუ ჩვენს იძულებით ქორწინებაზე გაიგო? აქ რა მოხდება...
მაგრამ შევცდი. გავედით თუ არა, სებასტიანს მივარდა და ძალიან მაგრად მოეხვია.
- დედა რა ხდება? - გაკვირვებულმა ჰკითხა სებასტიანმა.
- რატო დაგვიმალეთ ეს ამბავი? - უკვე მე მიყურებდა.
- კი მაგრამ რაა დედა?
- რა და ის რომ ჩვენს ოჯახში გვარის გამგრძელებელი გვეყოლება!

***
შოკი და სასწაული! ესეიგი უკვე ფეხმძიმედ ვარ! (ისე ხო მაგარია: ფეხმძიმედ ვარ და მე არ ვიცი! (ნერვებმოშლილი სმაილი).
- აა, ის... - გაეღიმა სებასტიანს და გადმომხედა.
- შვილო, ახლა დამირეკა ჩემმა დამ და მითხრა! დიდი ხანი უნდა დაგემალათ? - გვისაყვედურა.
- ჩვენც წუხელ გავიგეთ ღამით. დღეს უნდა მეთქვა, მაგრამ ვარჯიშის დროს გამომტყუეს ეს ამბავი. - გაეღიმა ბასტის. (დამცინავი სმაილი)
- ჩემი ლამაზი რძალი! - მითხრა "დედამთილმა" და მომეხვია.
მეც რა ძალა მედგა, მოვეხვიე.
- რა ხდება, რა ამბავია! - გამოვარდა ყვირილით სებასტიანის ბიცოლა.
ესღა გვაკლდა.
- რა და მალე შვილიშვილი გვეყოლება მანანა, შვილიშვილი! - უთხრა "დედამთილმა" და ჩაეხუტა.
იმანაც თავისი დაიწყო...
- ეს წუხანდელი ამბავი იქნებოდა ხო? მესმოდა თქვენი ოთახიდან რაღაც ხმაური და... - ეშმაკურად დაკრა მხარზე ხელი სებასტიანს.
თვალები გამიფართოვდა. ჩვენი ოთახიდან რა ისმოდა? ახლა მინდოდა მეყვირა ამ ქალისთვის, ვაპირებდი კიდეც, მაგრამ უცებ ძალა გამომეცალა და გული წამივიდა.

***
- ლოლა, გაიღვიდე ლაა! - ვიღაც მელაპარაკებოდა - სენ ლო გძინავს მეც მეძინება და არ მინდა.
მანიკო იყო. თვალები გავახილე. ჩემდა ბედად არ დავუნახივარ.
- ბაშტი ბიძია მიყვარს, მარა შენ უფრო კალგი ხაი.
რათქმაუნდა!
- ის სულ კაი კაფეტებს მყიდულობს, მარა მე შენ მიყვარხარ.
აუ შევჭამ ახლა ამას! რა კარგი ბოვშვია!
- აუ ლოლა, გაიგვიძე ლაა...
უნდა გავახილო თვალი რომ უცებ მუცელზე მეხება და ფერებას იწყებს.
- ჩემო პატალა დაიკო, ან ძამიკო, დედამ მითხრა, რომ მალე დაიბადები და მერე სულ ერთად ვითამაშებთ.
ჩემი გაღვიძების დროა.
თვალები მოვიფშვნიტე. მერე გავახილე.
- ლოლა, გაიღვიძე? - მკითხა და სახე გაუბრწყინდა - მეგონა გაგვებუტე და აღარ გაიღვიძებდი.
- ჩემი ლამაზი გოგო, როგორ მიყვარხარ არ იცი! - ვუთხარი და მაგრად მოვეხვიე.

***
- როგორ ხარ? - სიცილით მეკითხება სებასტიანი.
- რა შენი კუბო გაცინებს? - შევუბღვირე. მანიკო გასული იყო.
- გული მართლა წაგივიდა, თუ... - ისევ გაეცინა.
ასე გულიანად მოცინარი ჯერ არ მენახა.
- თუ რა?
- თუ გაგიტყდა? - მაჯახა.
- რა უნდა გამტყდომოდა? გეხვეწები დამანებე თავი, შენი კროსვორდების თავი არ მაქვს, ისედაც მტკივა. - ბალიში დავიფარე თავზე.
- ორი მილიონი ბანკის ანგარიშზე გადმოგირიცხო თუ... - ისევ დაიწყო.
- წამიყვანე დღეს ბანკში, მე თვითონ ვიზამ ყველაფერს.
- ლორა, გამოსავალი არ გაქვს, პირობა უნდა შეასრულო, ხო იცი რა ამბავია გარეთ. იმათ გონიათ, რომ ფეხმძიმობის ბრალია შენი გულის წასვლა, მე კი მგონია, რომ... - და ისევ ატეხა სიცილი.
- იცი რა ბასტიბუბუ? საერთოდ არ მადარდებს რა იფიქრე. მე ცუდად ვარ! შეიგნე ამ გასქელებულ თავში! ახლა ინსტიტუტში წამიყვანე. - ვუთხარი და წასასვლელად მოვემზადე.

***
- ნინიკო, როგორ ხარ? - ვკითხე ინსტიტუტში მისულმა ნინიკოს.
- ლორა, შენ როგორ ხარ? გავიგე ფეხმძიმედ ყოფილხარ, თავს გაუფრთხილდი. - მითხრა ღიმილით.
მე უბრალოდ ლოყაზე ხელი მივუთათუნე.
- მხედველობა როგორ გაქვს? - ვკითხე.
- უი, სულ დამავიწყდა მეთქვა! ოპერაციას ვიკეთებ! ერთ თვეში დაგინახავ! - იყვირა ბედნიერმა.
- მიხარია! - ვიყვირე - ძალიან გამახარე! - ვუთხარი და ჩემს ადგილას დავჯექი.
- სესი როგორ ხარ? - ვკითხე.
- შენგან დავიწყებულად! რატო არ მითხარი ფეხმძიმედ თუ იყავი?! - მიყვირა.
- ჩუ, შე იდიოტო და მომისმიმე!
- მიდი, გაიმართლე თავი, აბა არ დავწოლილვარო!
- არ დავწოლილვარ, მაგრამ მომიწევს... - ვთქვი და ამოვიოხრე.
სესიმ გაკვირვებული მზერა მომაპყრო.
- გაიგებდი ნინიკო იკეთებს თვალებზე ოპერაციას... - დავიწყე.
- ლორა ეს რა შუაში? ნუ გადაგაქვს თემა სხვა რამეზე.
- ან დამაცადე ან მოკეტე!
გაჩუმდა.
- ხოდა, სებასტანს ვუთხარი ორი მილიონი დოლარი მომეცი და ბავშვს გაგიჩენ-მეთქი.
- რაა? ორი მილიონი დოლარი რა ჯანდაბად გინდა? - მკითხა გაკვირვებულმა.
- მინდა ნინიკოს ოპერაციის ფული მე გადავიხადო.

***
სესის ყველაფერი მოვუყევი. პირდაღებული მისმენდა.
ინსტიტუტიდან წამოსვლის შემდეგ ბანკში შევედი. სებასტიანი ვაიძულე მანქანაში დამლოდებოდა. ნინიკოს თანხა გადავურიცხე და ისევ მანქანაში ჩავჯექი.
- შენ რა კაზინოში ფული წააგე? - მითხრა დამცინავად.
- ეგ შენი საქმე აღარაა, შენ ბავშვზე იფიქრე! - ვუთხარი და წინ გავიხედე.

***
სახლში მისულებს მარტო ნინუცა დაგვხვდა.
- დანარჩენები სად არიან? - იკითხა სებასტიანმა.
- წვეულებას აწყობენ რესტორანში, მანიკოს დაეძინა, თორემ მეც გავყვებოდი.
- რა წვეულებას? - ერთდროულად ვთქვით მე და სებასტიანმა.
- ბავშვთან დაკავშირებულ წვეულებას. - თქვა ნინუცამ.
- კარგი რაა სებასტიან, რა არის ეს! - ვუთხარი როცა ოთახში შევედით.
- მეც არ ვიცი, მარა ამაღამ მოვილხენთ. - გაეღიმა.
სახეზე ხელები ავიფარე.
- ვფიქრობ... ახლავე მოვრჩეთ ყველაფერს... რაც მალე მით უკეთესი... - ვთქვი და სახიდან ხელები ამოვიღე.
სებასტიანს კმაყოფილების ტალღამ გადაუარა სახეზე.
- სიტყვის ქალი არ მეგონე! - გაეცინა და კარები ჩაკეტა.

---------------------
გავაგრძელო? დაწერეთ რაა კომენტარები და გააქტიურდით! (კოცნის უამრავი სმაილი)
თქვენი coco girl.



№1  offline წევრი vikipiki.

Gaaggrdzelee

 


№2  offline მოდერი anuchiaaaa

მთერთმეტე დადე რა

ველოდებით შემდეგს

 


№3  offline წევრი S.likuna

male dadeee dzaaan magaria

 


№4  offline წევრი ♥girl♥

აუ დროზე, დროზე ვერ ვითმენ არ მინდა დააგვიანო თორე მოგკლავ, ისე მართლა ძაან მაგარი ხარ და ეს ისტორიაც უმაგრესია

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

ოოო რადროს გაწყვიტე რა მალე დადე არ მალოდინო.

 


№6  offline წევრი teke08

ძალიან კარგია და არ გაწყვიტო

 


№7  offline მოდერი anuchiaaaa

romelze dadef?

 


№8  offline მოდერი anuchiaaaa

droa ukve ro dado

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent