ალბათობის თეორია (13, დასასრული)
–რეზი, არ მახსოვს შენთვის ეს ოთახი მომეჩინოს, – გაბრაზებულმა შეუბღვირა მამაკაცს. –არც მე მახსოვს ოთახში როდესმე ასე ვნებით ავსებულები შემომვარდნოდეს, – სიცილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა. გუგას თვალები ძალაუნებურად დაექაჩა და ვენები დაეძაბა. ბეამ იგრძნო, რომ არც ისე კარგი საღამო ელოდა, ამიტომ სწრაფად მიაწვა მამაკაცს, გადიო. სხვა ოთახში გადაინაცვლეს და ამ ჯერად მამაკაცი არ მიახლოვებია ქალს. ისევ დაძაბულმა გარემომ დაისადგურა გარშემო. ღრმად ჩაისუნთქა ქალმა და მამაკაცს გადახედა, რომელსაც ხელები თავის ქვეშ ამოედო და ძველ ჭაღს მისჩერებოდა. –შეიძლება კარგად მოწყობა ამ სახლის, – ბეასთვის მოულოდნელად ჩაილაპარაკა კაცმა ისე, რომ ჭაღისთვის თვალი არ მოუშორებია. –იმდენი სჭირდება ამ სახლს, რომ აღარც ვფიქრობ, – ძალაუნებურად გაეღიმა ქალს. –ჰოდა იფიქრე, რადგან მაინც მოგვიწევს მოწყობა ჩვენ გემოზე, – ღიმილით გადაატრიალა ქალისკენ თვალები გუგამ. –გეძინებოდა შენ, რადროს ეგ არის, – მობეზრებულად ამოიფშვინა ქალმა და გუგას მკერდისკენ თავით წავიდა. წელზე ხელები შემოხვია და მთლიანი სხეულით აეკრო. გულზე თავი დაედო და რიტმულ გულისცემას უსმენდა. –გადმომაწექი ბარემ ზედ, მაინც არ ხარ მძიმე, – სიცილით ანიშნა მამაკაცმა, რომ არც ისე კომფორტულად გრძნობდა თავს. –ოო, დაიძინე რა! – დაღლილმა ამოუშვა ფშვინვა. ბეას ჩაეძინა. არც თვითონ ეგონა, რომ დაეძინებოდა და არც მამაკაცს, მაგრამ დაეძინა. აი გუგა კი ვერ იძინებდა და მეტიც, რამდენჯერაც რამოდენიმე წუთის წინანდელი ინციდენტი ახსენდებოდა, იმდენჯერ ივსებოდა ბრაზით, ასე რომ, რა დააძინებდა. შემდეგ კი,თვითონაც შეცურა მორფეოსის სამეფოში, მგზავრობითა და მუშაობით დაღლილ–გადაქანცულმა. შუა დღეს გადაცილებოდა, ბეამ რომ მონაცვლეობით ჭყიტა თვალები. გუგას სხეულზე ისევ იმ ფორმაში იყო აკრული, ოღონდ ამ ჯერად მამაკაცის დიდი ტორები წელის ოდნავ ქვემოთ, კომფორტულად მისვენებოდა. კედელზე მორგებულ ძველ საათს გახედა თუ არ იტყუება ეს საათი, უკვე ხუთი უნდა იყოს. ძალიან გაუტკბათ. ქალმა ხელები გადააწევინა მამაკაცს და მისი სხეულიდან საწოლზე გადაინაცვლა. ის იყო გუგასკენ შეტრიალდა, რათა გაეღვიძებინა, მის თვალებს შეხედა, მწვანე, მნათობ თვალებს, რომლებიც ალბათ ტკივილის გამო მორიგეობით იხსნებოდნენ და ოდნავ მოჭუტული უყურებდნენ ბეას. –დიდხანს გვეძინა, იცი? – ღიმილით უთხრა მამაკაცს და შეუმჩნევლად მიჩოჩდა მის სხეულთან ახლოს. –ხო, ვხვდები, – მზეზე ანიშნა, რომელიც უკვე საკმაოდ მიახლოვებოდა მთებს. –არ მაკოცო რა, – გაბუტულმა დაბურცა ისეც დაბურცული ტუჩები და გვერდის საცვლელად მოემზადა, მამაკაცის მძიმე ხელებს რომ შეეჩეხა, წელზე რომ მარწუხებივით შემოხვეოდნენ და დაბნეულმა გადაიკისკისა. –მაგიჟებ, – პათეტიკური ტონით, ხმა აჭრილმა ჩაილაპარაკა გუგამ და ქალის გემრიელ ტუჩებს მისწვდა. –გაგიჟდი! – ამოიჩურჩულა და თმებში შეუცურა ხელი. ერთმანეთის ფერებაში და მოსიყვარულებაში, ვნებამორეულებმა კიდევ ერთი საათი გაატარეს. გუგა ხვდებოდა იმას, რასაც უკვე ბეაც აცნობიერებდა, რომ ქალი მზად იყო, მაგრამ წელავდა დროს, თითქოს რაღაცისთვის ემზადებოდაო. „გვრიტებმა“ კიდევ ცოტა ხანს იჭიკჭიკეს და ბოლოს ბავშვებთან ჩავიდნენ. –ოჰ, გვიკადრეს! – წამოიძახა ანკამ და სიხარულის ნიშნად ტაში შემოკრა. –როგორც ვხედავ, არც ისე იწყენთ, უჩვენოდ, – თვალი ჩაუკრა ბეამ. –ბეაჩკა, წუწაობის სეზონს როდის უნდა შემოუერთდე? – ხელით ბოთლზე ანიშნა თეაკომ და სანამ თოკოს ყურადღება მოსული წყვილისკენ იყო, დრო იხელთა და ბოთლი ჩამოაცალა, შემდეგ კისკისით გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით. ანკასკენ, რომელიც მიწაზე მოხერხებულად წამოკოტრიალებულიყო, წავიდა ბეა და გვერდზე მიუჯდა. –ირაკლი საით არის? – ინტერესით ჰკითხა და პასუხის მოლოდინში მიაჩერდა. –მაღაზიაში წავიდა, ცოტა სასმელს და ტკბილეულს ამოიტანს, შემოგვაკლდა, ხო იცი, – სიცილით უთხრა. –მიჰქარავთ! – სიცილით წამოიძახა ბეამაც. –მივქარეთ უკვე, – პირზე ხელი აიფარა ანკამ და წამოჯდა. –სერიოზულად? – თვალები ჭყიტა ბეამ. –აბსოლიტურად, – გვერდზე მოდებული შოკოლადი ახლოს მოაცურა. –ქალები რომ ერთ–ორ დღეში ორსულდებოდნენ, ვიფიქრებდი, რომ ორსულად ხარ და იმიტომ გააფრინე, მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ სიყვარულმა გაგაფრენინა? – ძალდატანებითი სიმკაცრით შეუღრინა. –ასე, ჩვეულებრივ, – მხრები აიჩეჩა ქალმა, შოკოლადის დიდი ნატეხი პირისკენ გაიქანა და მიწაზე გადაწვა, ცის საყურებლად. –ეჰ, შენ რა გეშველება კი არა, მე რა მეშველება, შენ ხელში! – ამოიხვნეშა ბეამ და ფეხზე წამოდგა. გუგა ხეს მიყრდნობოდა, ცალი ფეხიც მისთვის მიედო და სიგარეტს ეწეოდა. რა საკვირველია, მისკენ წავიდა ბეა. –როდის მერე ეწევი? – ეჭვიანი ცოლივით შეათვალიერა მამაკაცი. –არ ვეწევი, – ნამწვი დაბლა დააგდო და ფეხით ჩააქრო. –მომელანდა ეტყობა, – ცალი წარბი ზემოთ აზიდა და თვალებში ჩააშტერდა მამაკაცს. –ხანდახან ვეწევი, არ ვეჩვევი, – ქალის კისერზე ჩამოდო ხელები. –მომაწევინებ? – ახლა გუგამ შეხედა გაოცებულმა. –მომესმა? – ხმაში ბრაზი შეერია მამაკაცს. უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია. –მეც ხანდახან მოვწევ და არც მე მივეჩვევი, რა მოხდა მერე! – მხრები აიჩეჩა. –შენ არ გაქვს სამაგისო ნებისყოფა! – მკაცრად დაიჩურჩულა მამაკაცმა. –შენ რა იცი? – გაცოფებულმა ახედა. –უყურე, – ღიმილით დაიხარა ქალის ტუჩებისკენ და აკოცა. რამოდენიმე წამის განმავლობაში გახევებულს კოცნიდა. ქალს სიამოვნებდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა რატომ გააკეთა ეს მამაკაცმა და მაგრამ ხვდებოდა, მაინც ვერ ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას. ქალის ბაგეებს ოდნავ ირონია შეპარული ღიმილით მოსწყდა მამაკაცი და თითები თმაში შეუცურა ქალს. –ხედავ? შენ იმის ნებისყოფაც არ გაქვს, რომ შემეწინააღმდეგო! – თვალი ჩაუკრა. –იმიტომ არ გეწინააღმდეგები, რომ მიყვარს ეს შენი კოცნა! – გაავდა ბეა. –სიგარეტიც სპონტანურად შეგაყვარებს თავს და შენ ვერ შეძლებ მასზე თავის დანებებას ისევე, როგორც ვერ ეშვები ჩემს ტუჩებს... – ხმა მოულოდნელად აეჭრა მამაკაცს. –და შენც რომ არ გეყოს სამაგისოდ ნებისყოფა? – სახე აეკაფრა ქალს, მაგრამ მაინც არ ყრიდა ფარ–ხმალს. სიგარეტის გასინვა კი არ სურდა, უნდოდა თავისი მაგალითით ეთქვა მამაკაცისთვის, რომ არ მოეწია. –სანამ გვერდზე მყავხარ, მანამ მყოფნის და თუ მიმატოვებ, შენ თავს მიაწერე ჩემი დამოკიდებულება, – თვალი ჩაუკრა და პოზიცია იცვალა. ხელი წელში შეუცურა და მეგობრებისკენ წაიყვანა, რომლებიც რაღაცისთვის ემზადებოდნენ. რაღაცისთვის რა, კოცონს ანთებდნენ და გარშემო ადგილებს „ჯავშნიდნენ“. –„ამის პატრონმა რა ქნას“ ითამაშებთ? – წარბების თამაშით გამოსძახა ლიკამ და ნიკოს მხარზე გაჰკრა ხელი, მიიწიეო. –ვითამაშებთ! – ღიმილით დაუქნია თავი გუგამ და ცარიელ ადგილას, კოცონის წინ ჩამოჯდა. –დედა მე ვარ! – წამოიძახა ანკამ. –ჰო, მალე იქნები, ნუ ჩქარობ! – სიცილით მიაძახა ბეამ. –ჰოდა ბევრს რომ ტლიკინებ, დაიხუჭე აბა! – შესძახა თავადაც გამხიარულებულმა და იმის შემდეგ, რაც დაიხუჭა, რაღაც მიმართულებით გაიშვირა თითი. –ჰო, გაიხილე და რა ქნას, დააყოლე! – დაამატა რამოდენიმე წამის შემდეგ. ბეამ ბავშვებს მოავლო თვალი. ამ ქალს ადამიანების ამოცნობის საოცარი ოსტატობა გააჩნია, ერთი თვალის მოვლებით მიხვდა ვინც იყო, რადგან ტუჩებს იკვნეტდა ნერვიულობისგან და ადგილს ვერ პოულობდა. –რა ქნას და თოკოს აკოცოს! – თითის ჰაერში გაშვერით წამოიძახა და გადაიკისკისა. –სერიოზულად? – სასაცილოდ დამანჭა სახე თეაკომ. –აბსოლუტურად, ოღონდ ლოყას არ ვგულისხმობ, იმედია მიხვდი! – თვალი ჩაუკრა. თოკოს სიამოვნებამ გადაურბინა სახეზე. არა, ხომ უთხრა ბეას, რომ თავად მოაგვარებდა ყველაფერს, მაგრამ ეს საქმე უკვე ერთი ნაბიჯით წინ წაწევაა, რადგან კოცნითაც შეიძლება ადამიანის დამოკიდებულების გაგება. –თეაკო, ადექი, – მოჩვენებითი სიმკაცრით უბიძგა გვერდიდან ტასომ. არა, ეს გოგო როგორ ყველაფერში ერევა, პირდაპირ ღიზიანდება ბეა! სახე აკაფრული წამოდგა ფეხზე და არეული ნაბიჯებით წავიდა თოკოსკენ. როგორ რცხვენოდა, წარმოედგინა აბა ბეას?! მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ კარგად იცოდა სირცხვილის ამბავი ბეამ და მაინც „უჩალიჩებდა“. თოკოს წინ მდგარს გული ეკუმშებოდა. მამაკაცი უღიმოდა, თავისებურად, ლამაზად და მისი ტუჩები ელოდა სანატრელ შეხებას. რროცა მამაკაცი მიხვდა, რომ შეუძლებელს აძალებდა ქალს, თავად მიაწევინა სახე და აკოცა. დიდხანს არ გაგრძელებულა კოცნა და ბეას გასაკვირად, თოკოს ინიციატივით შეწყდა. ალბათ შეეცოდა მამაკაცს ქალი, რომელიც სირცხვილით უკვე ვეღარსად იმალებოდა. წრეზე მიყვებოდნენ. კარგად მხიარულობდნენ. სიყვარულს უხსნიდნენ ერთმანეთს, ურტყავდნენ, ეხუმრებოდნენ.. ბოლოს გუგა დაიხუჭა. ჩვეული ფრაზა წამოიძახა ანკამ და წარბების თამაშით შეხედა ბეას, რომელსაც პულსი აუჩქარდა. –ერთ კითხვაზე მიპასუხოს! – წამოიძახა გუგამ, დაუფიქრებლად. –ბეა იყო! – ჩანაფიქრს მიუხვდა ლიკა და გახარებულმა ანიშნა გვერდზე მჯდომზე. ბეამ დაბნეულმა შეხედა მამაკაცს. ელოდა, რომ შეეკითხებოდა ისეთ რაღაცას, როგორიცაა მაგალითად; „ჩემ გარდა ვინმე გყოლია?“, „ძალიან გიყვარვარ?“ ან მსგავს ბანალურობებს, მაგრამ როგორც პირი გააღო გუგამ სათქმელად, მაშინვე გაჩერდა დრო ბეასთვის და კინაღამ გულიც თავის ადგილს მოსწყდა. –ცოლად გამომყვები? – ზარბაზნის ხმასავით გაისმა ბეას ყურებში მამაკაცის ბარიტონი. რამოდენიმე წამის განმავლობაში გადახარშვას ცდილობდა ნათქვამის, შემდეგ კი მოიფიქრა და ხმა ამოიღო. –ალბათ, – ყურებამდე გაიკრიჭა და მამაკაცის ბაგეებს თავისი შეაჯახა. _________________________ გული ახლა მეც გადმოვარდნას მაქვს. როგორ არ მინდა, რომ დავასრულო და უსასრულოს ვიმეორო მათი სახელები... როგორ შემიყვარდა თითოეული, მაგრამ გაწელვა აღარ ღირს.. იმედია 13 თარსი რიცხვი არ გამოდგება ჩემთვის და მოგეწონებათ დასასრული. მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.