ბედნიერია გოგონა?! (11)
- ერთ საათში გავდივართ. - მითხრა სებასტიანმა, როცა სააბაზანოში ვიყავი - თუ დაუჩქარებ კარგი იქნება. - უშენოდ მივხვდები რა უნდა გავაკეთო! - დავუყვირე და ბანაობა გავაგრძელე. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ დავეხმარე ნინიკოს. მართალია, ფარულად, მაგრამ მაინც. ნეტა რა ფერის თვალები აქვს? რაც არ უნდა მოხდეს მე მის გვერდით ვიქნები! ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. - ლორა, მე უკვე მზად ვარ, დაბლა დაგიცდი, თხუთმეტ წუთში იქ იყავი. - მითხრა სებასტიანმა. წავუყრუე. - გაიგე ლორა? - ისევ დაიძახა. - ჰოო, გავიგე, გავიგე, ნუ შემჭამე! ვაა! - დავუყვირე მობეზრებულმა. *** გარდერობში სპეციალურად ასეთი დღეებისთვის შენახული კაბებიდან წითელი, გრძელი კაბა ამოვირჩიე და ჩავიცვი. წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიც ჩავიცვი. მაკიაჟი არ გამიკეთებია, თმებიც ჩემით გავიკეთე. სამკაულებიდან მხოლოდ ოქროს ყელსაბამი და საქორწინო ბეჭედი ამოვირჩიე. სარკეში ჩავიხედე და მერე მუცელზე დავიხედე. - მალე დედა გავხდები ალბათ... - ვთქვი და თავი გავაქნიე *** - სებასტიან! სებასტიან! - გისმენ. - დამიყვირა. - რას მისმენ სად ხარ? - ვუთხარი, როცა დაბლა ჩავედი და ვერ ვნახე. - მანიკოს ოთახში შემოდი იქ ვარ! - დამიყვირა. მეც იქით წავედი, სადაც მითხრა. ოთახში შესულს სასაცილო სიტუაცია დამხვდა: მანიკო იატაკზე წევს, სებასტიანი კი უღიტინებს. მანიკო იცინის, იცინის, კვდება სიცილით. მეც გამეცინა. ამ დროს მანიკომ დამინახა: - ლოლა, მოსულა, ბაშტი ბიძია! - და გახარებული ჩემსკენ გამოიქცა. - მოდი ჩემთან შე კუდრაჭა! - ვუთხარი და ხელში ავიყვანე. ძალიან მაგრად მომეხვია. ნეტა საიდან ამ ბავშვს ჩემს მიმართ ამხელა გრძნობა?! ვიგრძენი როგორი ხამივით მიყურებდა სებასტიანი. ესეც კარგი სიძესავით გამოწკეპილა! მანიკო ჩამოვსვი და სებასტიანს შევხედე. - რას მიყურებ, წავედით! გაეცინა. - აბა, მანიკო, მომკიდე ხელი, წავედით. - უთხრა ბავშვს და გარეთ გავედით. - ნინუცა სადაა? - ვკითხე. - წუთის წინ წავიდა. - მშვიდად მითხრა. - და მანიკო შენ დაიტოვე? - ხო, ვიფიქრე მანქანიდან ჩემს და შენს გადმოსვლას უფრო მოუხდება მეთქი. - მზრუნველი ბასტიბუბუ! - ჩავიბურტყუნე და ტუჩები მოვპრუწე. - ჰიჰიჰიჰიჰიჰიიი, ლოლამ ბიძიას ბასტიბუბუ დაუძახა, ჰიჰიჰიი - გადაიკისკისა მანიკომ. - რა დამიძახა? - თვალები გაუფართოვდა სებასტიანს. ახლა ნახეთ თქვენ... - ბასტიბუბუ ბიძია - ისევ გადაიკისკისა მანიკომ. - და ლორა, შენ ვინ ხარ, ბაბილინა? - ვითომ დამგესლა. - მე ლორა ვარ, უბრალოდ ლორა! - გავიმეორე ჩემი საუკუნის ფრაზა. - ცნობისთვის, ბასტი მე ვარ, ბატი შენ და ბუბუ ის პატარა, მალე რომ გვეყოლება. - გაეღიმა. - რაოო? პირველი: ბატი ბებიაშენს დაუძახე; მეორე: ჩემს შვილს ბუბუს არავინ დაუძახებს; და მესამე: სებასტიან, ცნობისთვის ბასტი გოგოა. - გველურად ჩავტეხე ტუჩის კუთხე. - ბავშვი არ იყოს აქ რას გიზამდი! - თავისი ჭკუით დამემუქრა. - რას მიზამდი, კარინას მოიყვანდი და მისი თანდასწრებით დამიყვირებდი? - კარინა რამ გაგახსენა? - იმედია იქ ისეთი ხალხი იქნება, ვისთანაც ცოტა გავერთობი. - თვალები დავუბრიალე. - დამშვიდდი. სესი და ჯემო იქნებიან. - მითხრა და არაფრისმთქმელი სახით შემომხედა. *** - ხო, თითქმის მოვედით და დროზე იმოქმედეთ ახლა! - იღრინებოდა ტელეფონში სებასტიანი. ამ დროს ჩვენი მანქანაც გაჩერდა. დაბურულ მინაში ვერ გავარჩიე რა ხდებოდა. - მოიცა დიდი დახვედრა და რამე? - ვიკითხე გაოცებულმა. - ხო, აბა წეღან რა გითხარი? - გაიკვირვა. - მე ღადაობა მეგონა... - ამის დრო არ არის. ესეიგი გეგმა ასეთია: მე ამყავს ხელში მანიკო, შენ კი მკლავში მკლავს მიყრი, გასაგებია? - მოიცა და გადამღები ჯგუფი და რამე იქნება? - კი, გამიგე-თქო? - ამდენი ხალხი იქნება? - ლორა გამიგე - თქო? - იღრიალა მოთმინებადაკარგულმა. - გაგიგე აბა ყრუ კი არ ვარ! ვაა! - გადავდივართ, მანიკო მოდი ჩემთან, ლორა! მეორე მხრიდან გადავდივართ, რომ უცებ მოვასწროთ მოწესრიგება. ლორა! რა დროს მესიჯობაა, ნუ გამაგიჟე გოგო! - დამიყვირა. - რა მესიჯობა შე დეგენერატო, საათი ვნახე! - საათს განახებ მე შენ თავში რო ჩაგარტყამ ახლა რამეს. - ნუ ბლატაობ შე ჩმორო! - უცებ კარგ ხასიათზე მოვედი და მანქანიდან გადავედი. რატომ ნერვიულობდა სებასტიანი ბოლო წუთებში არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი. სებასტიანმა მანიკო ხელში აიყვანა, მე კი მკლავში მკლავი გავუყარე და წავედით. - ლორა გაიღიმე. - მითხრა სებასტიანმა და გაიკრიჭა. - რა გინდა შენსავით 32 კბილი გამოვაჩინო? - ვთქვი მაგრამ მეც მას მივბაძე. - ნუ მეტლიკინები და გაიღიმე. - ნუ ტლიკინებ შენთვითონ! - ლორა, ნერვებს მიგლიჯავ. - ლორა, ნერვებს მიგლიჯავ! - ხმა დავაწვრილე (თან ვიღიმი) და სებასტიანის სიტყვები გავიმეორე. სებასტიანმა ღრმად ჩაისუნთქა და გაჩერდა. მეც გავჩერდი. მერე შემოტრიალდა. მეც შევტრიალდი. და უცებ გამიღიმა. მეც ცალყბად გავუღიმე. - შე საცოდავო რა გიქნა! - მითხრა ღიმილით. - შე საცოდავო რა გიქნა! - გამოვაჯავრე და თვალების სწრაფი ხამხამიც მივაყოლე. როგორღაც შევედით სასტუმროში და ამოვისუნთქე. სებასტიანმა მანიკო ჩამოსვა და ნინუცასკენ გაუშვა. ხელზე ხელი მომკიდა და ჩვენებისკენ წავედით. უცებ თვალი ბებეს მოვკარი და კინაღამ სიხარულისგან ვიკივლე. სებასტიანმა ჩემი გაბრწყინებული სახე რომ დაინახა როგორღაც ამოისუნთქა და ჩამომშორდა. - ბებე! - დავუძახე და მაგრად მოვეხვიე. - ლორა, ვიცი რომ ფეხმძიმედ არ ხარ! - თვითონაც მომეხვია. - ჩემი ჭკვიანი ბებე! როგორ მიხვდი? - ყურში ვუთხარი. - ჭკვიანი ვიყავი ბავშვობიდან! - გაეცინა. - მაგრად გამოიყურები ბებე! - ვუთხარი. - შენ ანათებ! - ჩემი ლორა! - ნიკას ხმა ჩემს ყურამდე მოვიდა და ინსტინქტურად მამასკენ წავედი და ისე მაგრად მოვეხვიე რომ... - მაა, როგორ ხარ? - ძალიან ლამაზი ხარ დღეს, ჰგავხარ გვანცას! - მითხრა სევდიანი ხმით. - მაა, ხო იცი, რო ფეხმძიმედ არ ვარ? - ვკითხე ისე რომ არ მოვშორებივარ. - კი, ლორა, ვიცი. - გამიღიმა. ჯემოს თვალებით დავუწყე ძებნა. - შენ კიდე რას მეძებ აქ ვარ გოგო! - მეძახის ჯემო მისკენ ვტრიალდები. ჩემს წინ ჯემო და დეა დგანან. - ჩემი ჯიგარი ნათლია, როგორ მომენატრე! - მოვეხვიე. - მეც მაგრად! თქვენ ორში - დეაზე მანიშნა - ფეხმძიმედ მარტო დეაა, ხო? - ცალყბად ჩაეცინა. თავი დავუქნიე და დეას მოვეხვიე. დასტყობია მუცელი. - ლამაზი ხარ, უბრალოდ მარგალიტი გაკლია. - სესი მომიახლოვდა. ჯემომ და დეამ დაგვტოვეს. - რა მარგალიტი? - ვიკითხე. - მეეეე! - დამიყვირა და მომეხვია. - ჩემი სესი! - ვუთხარი და თმები ავუჩეჩე. - ეე, რას აკეთებ, ძლივს გავიკეთე! - მისაყვედურა. თავი გავაქნიე. ნამდვილი პრანჭიაა. ჩემი ტელეფონი რეკავს. დავხედე და... ნინიკოა! - ლორა! - მითხრა როცა ყურმილი ავიღე. - ნინიკო, როგორ ხარ? - ვკითხე. კიდევ კარგი მუსიკა არ იყო აწეული. - ლორა, გავიგე ყველაფერი! დიდი მადლობა! - რისი მადლობა! შენ ჩემი მეგობარზე მეტი ხარ! მინდა რომ ყველა ადამიანივით შენც იყო ბოლომდე ბედნიერი! - ლორა, ოპერაციას ვიკეთებ! - მითხრა ბედნიერი ხმით. - ხოო, ეგ ვიცი. - გერმანიაში მივფრინავ. - ვააა, მაგარია! როდის? - ვკითხე. - დღეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.