ნოემბრის წვიმა. "4"
-არ მჯერა, რომ ახლა მართლა შენ გეხუტები. -უთხრა მიამ მასზე ხელებშემოხვეულ ნენეს და ლოყები დაუკოცნა. -სიგიჟემდე მენატრებოდი! -ჩაიჩურჩულა ნენემაც და კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელები. -არავინ არ გართმევთ ერთმანეთს, წამოდით ახლა. -შესაძახა ლოდინით დაღლილმა გეგამ და ხელები გადაიჯვარედინა. როგორც იქნა, გოგონები ერთმანეთს მოშორდნენ. -გაიცანი ეს ჩემი კარის მეზობელი და ახლა უკვე საუკეთესო მეგობარი გეგა, ის კი ხესავით რომ დგას სანდროა. ხომ მართლა რა ჭირს? -ინტერესით ჰკითხა გეგას და ისევ სანდროს გახედა. -მოჩვენება დაინახა. -ჩაიფხუკუნა გეგამ. -სასიამოვნოა, ნენე. -გაუღიმა გოგონას, მივიდა და გადაკოცნა. შემდეგ ბარგი აიღო და გასასვლელისკენ გაემართნენ. -სანდრო წავედით. -გასძახა მიამ და სანდროც, როგორც იქნა მოვიდა გონს. -მე სანდრო. - ნენეს მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა. -სასიამოვნოა. -გაუღიმა ნენემ და თვალები აუფახურა. სახლში რომ შევიდნენ, ნენე დივანზე მიესვენა. -ახლა ვიგრძენი დაღლა. საჭმელი რა გაქვს? -ჰკითხა მიას, მიამ შეურაცყხოფილი სახე მიიღო. -აუ, შენ კიდევ არაფრის კეთება არ იცი? -ფეხზე წამოდგა ნენე და მაცივარი გამოაღო. -აააა, ეს პროდუქტები ჩემთვის მოამარაგე? -შენ რა მართლა არ იცი საჭმლის კეთება? -სიცილი აუტყდა გეგას. -ნუ დამცინი! ვისწავლი. -შეუბღვირა მიამ და სანდროს გახედა. -შენ რა გჭირს დღეს? ხმა არ ამოგიღია მთელი საღამოა. -არაფერი. -გაუღიმა სანდრომ და დივანზე დაჯდა, თან ჩუმად ნენესკენ აპარებდა თვალს. ამ დროს დანიელი გამოვიდა საძინებლიდან ტრუსების ამარა. -ოოჰ, მძინარე მზეთუნახავო, გაიღვიძე? -გაეცინა მიას და შეუმჩნევლად ბიჭის იდეალური სხეული აათვალიერა. -რამე გამოვტოვე? -ყბა ჩამოუვარდა გაკვირვებისგან ნენეს და დანის მიაშტერდა. -რა უნდა გამოგეტოვებინა? -გულწრფელად ვერ მიუხვდა მია ნენეს გაკვირვებას. -რა და შეყვარებული თუ გყავდა. - გახედა გაბრაზებულმა ნენემ. -რაა? ააა... არა, არაა, დანი სანდროს და გეგას ძმაკაცია, უბრალოდ აქ ჩაეძინა. გრძელი ამბავია, მერე მოგიყვები. -სიცილი აუტყდა მიას. ერთად ივახშმეს და დაიშალნენ. ნენე დაღლილი იყო და ხვალისთვის გადადო ამოლაგება, დღეს ბევრი საჭორაო ქონდათ გოგონებს. -კარგი ბიჭია დანიელი. -ეშმაკურად გაუღიმა დაქალს აბაზანიდან გამოსულმა ნენემ, თან პირსახოცით თმებს იმშრალებდა. -კი, სამივე ძალიან საყვარლები არიან. -გაუღიმა მიამ და "ანა კარენინა" ოთახიდან გაიტანა, თაროზე დააბრუნა და ახალი წიგნის არჩევას შეუდგა. -ბავშვებს თუ ნახულობ? - უკან გაყვა ნენე. -რაც შენ წახვედი, მგონი იმის მერე არ შევხმიანებივარ არც ერთს. -ზიხარ სახლში და 24 საათი კითხულობ ხომ? -ხო იცი, რომ მიყვარს კითხვა! -გასაგებია, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს! არც ისინი გეხმიამებოდნენ? -ნომერი გამოვცვალე. -უდარდელად გაუღიმა მიამ და წიგნის არჩევა განაგრძო. -ყავას გავაკეთებ. -ყავის მოდუღება დაიწყო ნენემ თან გააგრძელა. -ხო, სულ მინდოდა მეკითხა, ნომერი რატომ გამოცვალე? -საბა მაწუხებდა, დამღალა ძალიან. დღეს შემხვდა შემთხვევით.. ისევ ცუდად გავხდი. -ნომერს ლიკასგან ვერ გაიგებდა, რომ მოენდომებინა? -ხოდა, როგორც სჩანს არ მოინდომა. -ისევ გიყვარს? -არ ვიცი, მაგრამ დღეს იგივე ტკივილი განვიცადე, რასაც რამოდენიმე თვის წინ განვიცდიდი. -ჩემო ცხოვრება, შენ რომ ადამიანი გიღალატებს შენგან ოდნავ წარბის შერხევასაც არ იმსახურებს. -ნენე მიუახლოვდა დაქალს და ჩაეხუტა. -მე დანიელი მომწონს. -გაუცინა, ხასიათზე მოსაყვანად. -რას გადაეკიდე ამ დანიელს. -გაეცინა მიასაც. -შეყვარებული ყავს, თან შენ მგონი სანდროს მოეწონე. -თვალი ჩაუკრა ნენეს. -ჩემთვის კი არა, შენთვის მომწონს. -დაეღრიჭა დაქალს ნენე. -შეყვარებული კიდევ გაიწევა, რა პრობლემაა. -მხრები აიჩეჩა და სანდროზე ნათქვამი წაუყრუა მიას. -ანუ შენც მოგწონს სანდრო. -არც მიამ შეიმჩნია ნენეს ნათქვამი და წიკებიდან ჯეკ ლონდონის "დიდი სახლის პატარა დიასახლისი" გამოაძვრინა. -საიდან მოიტანე? -დამიიგნორე ნათქვამი "სანდროს მოწონხარ" მეთქი. შენ კი ასე მხოლოდ მაშინ იქცევი, როდესაც ვინმე მოგწონს და არ იმჩნევ. -თვალი ჩაუკრა უხერხულად შეშმუშნულ ნენეს და ბარის მაგიდასთან დასკუპდა. -ლამაზი წყვილი იქნებით. -როგორც შენ და დანიელი. -არ ჩამორჩა ნენეც, დაქალს ენა გადმოუყო და ყავის ჭიქები ბარზე დაალაგა. -მერამდენედ კითხულობ ამ წიგნს? -წიგნს დახედა ნენემ. -მეხუთედ. - გაუღიმა მიამ და ყავა მოსვა. -ვერ ვხვდები ერთხელ წაკითხულს, როგორ შეგიძლია მეორედ მიუბრუნდე? -ყოველ ჯერზე ახალ დეტალებს ვიგებ, როცა წიგნი ძალიან გიყვარს, ასევე გიყვარდებიან პერსონაჟებიც და ხანდახან გენატრებიან კიდეც. -აუხსნა დაქალს მიამ. -ამჯერად ვინ მოგენატრა? -პაოლა! ჩემი პატარა დიასახლისი. -გაუღიმა ნენეს და წიგნს ხელი გადაუსვა. კიდევ დიდ ხანს ილაპარაკეს მონატრებულმა დაქალებმა, ნენეს გამთენიისას ჩაეძინა, მიამ კი გადაწყვიტა ცოტა წაეკითხა. ამ ბოლო დროს სულ ისეთ წიგნებს კითხულობს და უბრუნდება სადაც ღალატია. თუმცა თვლის მია ანა კარენინას ან პაოლა ფორესტს მოღალატეებად? სადაც სიყვარულია, იქ ღალატი არსებობს? ყველა ქალს შეიძლება მათთსავით დაემართოს, ამიტომ მათი განსჯა არასდროს უფიქრია. პირიქით, ანაც და პაოლაც ძალიან უყვარდა და ებრალებოდა. თავად არასდროს დამართნია ასე, საბას ერთგული იყო ყოველთვის, ელემენტარული სიმპატიაც არ გაჩენია სხვა მამაკაცის მიმართ, თუმცა მაინც შედიოდა იმ ქალების მდგომარეობაში, რომლებსაც ორი მამაკაცი ერთდროულად უყვარდა და არჩევანის გაკეთება არ შეეძლოთ. ის კითხვაც უღრნიდა გულს, თუ შენს მეორე ნახევართან ყველაფერი იდეალურად არის, რატომ გაჩნდება სხვა მამაკაცის მიმართ ინტერესი? იდეალურობა არ არსებობს თუ ქალი ბუნებით უმადურია? მიამ წიგნი გადადო გვერდზე და ამ ფიქრებში მალევე ჩაეძინა. ერთი კვირის განმავლობაში ნენე და მია ძალიან დაუახლოვდნენ ბიჭებს. სანდროს და ნენეს შორის მიზიდულობის ძალას ყველა გრძნობდა და დანარჩენები სულ ცდილობდნენ მიზეზების მოძებნას, რომ ისინი მარტო დაეტოვებინათ. ერთხელ როდესაც ბიჭებთან იყვნენ გადასულები მიამ ლიკასთან გასვლა მოიმოზეზა, დანიმ ნათიას ნახვა, გეგამ კი მიას გაყვანა და ასე შედგა ნენეს და სანდროს პორველი განმარტოება. -დალევ რამეს? -გაუღიმა სანდრომ. -მარტინის. -უთხრა ნენემ და ბარის მაგიდასთან მივიდა. -როდის მიდიხარ? -ჰკითხა სანდრომ და ხმაში ცოტა ბზარები შეეპარა. -არ ვიცი, სახლის ყიდვას ვაპირებ და შეიძლება არც წავიდე. - გაუღიმა ნენემ და სანდროს მოწოდებული ჭიქა გამოართვა. -ლამაზი თვალები გაქვს. - მოულოდნელად უთხრა სანდრომ. ძალიან ესიამოვნა ნენეს კომპლიმენტი და კიდევ უფრო თბილად გაუღიმა. -მადლობა. -ხვალ თუ გცალია სადმე წავიდეთ.... მხოლოდ მე და შენ. -ძლივს გაბედა ბოლოს ამის თქმა და ნენეს გახედა. -პაემანზე მეპატიჟები? -ღიმილი არ უქრებოდა გოგონას სახიდან. -შეიძლება ასე ითქვას. -დაძაბულობა მოეხსნა სანდროს. -დიდი სიამოვნებით. -დაეთანხმა ნენე და თვალი ჩაუკრა ბიჭს. -ნეტა რას შვებიან? -ნერვიულად ფეხს აკანკალებდა მია. -რა უნდა ქნან? -ჩაეკითხა დანი. -ალბათ უკვე ცუღლუტზე გადავიდნენ. -გაეცინა გეგას. -კარგი რა.. -მკლავი მიარტყა მიამ გვერდით მჯდომ გეგას. -იმედია გამოუტყდენიან ერთმანეთს გრძნობებში. -მისდაუნებურად ჩაეღიმა მათ წარმოდგენაზე. -ჩვენ რა ვქნათ? -გაიღიმა დანიმ. -წამო მშია სადმე დავსხდეთ. -უთხრა მიამ და პარკიდან გავიდა. -შენ ამ ბოლო დროს ნათიას აღარ ნახულობ და ხომ მშვიდობა გაქვთ? -წარბაწეულმა კითხა გეგამ დანის, როცა მია მანქანაში მოკალათებულო დაიგულა. -კი, უბრალოდ არ არის თბილისსში. - ღიმილით უპასუხა დანიმ და ისიც მანქანისკენ დაიძრა. -როდის გამოიხედები თვალებში.. -უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ჩუმად გეგამ და უკან გაყვა ძმაკაცს. როგორც ვატყობ, არ მოგწონთ და ტყუილად ვწერ, სტიმულს საერთოდ არ მაძლევთ.. არადა რამდენი იდეა მქონდა. მაშინ მალე დავამთავრებ და არც თქვენ მოგაწყენთ თავს და არც მე ვიწვალებ, ისედაც ბევრი სამეცადინო და სამუშაო მაქვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.