გარიგებით ქორწილი (17)
ნათლობის მერე ერთი თვე გავიდა.ერთი თვეა რაც დანიელი და ლიზა გაბუტულები არიან,ერთმანეთს არ ელაპარაკებიან,ცალ-ცალკე სძინავთ.. თათას და თაზოს ქორწილის დღე დადგა,ისინი ოჯახურ წრეში იხდიან,მოკრძალებულ ქორწილს. ლიზა დილიდან მეგობართან იყო და ამზადებდა. -ძალიან ლამაზი ხარ მეგობარო. -მადლობ მეგობარო.შენი დამსახურებაა...მითხარი შენ და დანი შერიგდით?-ლიზამ მოიწყინა. -არა,არ მელაპარაკება...არ მპატიობს რომ გუკას შევხვდი.-ლიზას ცრემლი მოადგა,თათამ კი მოწმინდა და ჩაეხუტა. -ოხ,ეს კაცები,ყველაფერზე ბრაზდებიან და იბუტებიან.აი ნახავ დიდ ხანს ვეღარ გაძლებს და შეგირიგდება. -ვნახოთ.-თაზო და დანი უკვე ეკლესიაში იყვნენ.თაზო ვერ ისვენებდა,ნერვიულობდა. -ღმერთო,ძალიან ვნერვიულობ. -ბუნებრივია ძმაო..დაწყნარდი.-რაღა დაგიმალოთ და თვითონაც ნერვიულობდა,რადგან ლიზაც მალე იქ იქნებოდა. -ლიზას შეურიგდი,გასაგებია?!ასე ნუ ექცევი. -ბავშვის ნათლობის დღეს არ უნდა წასულიყო.-დანიელი ჯიუტად იმეორებდა. -ყველა ეგრე მოიქცეოდა!ამიტომ ნუ ჯიუტობ შეურიგდი.ვერ ხვდები რომ უმისობა არ გიხდება?-დანი დაფიქრდა ამაზე,უნდოდა შერიგება მაგრამ ცოლზე ნაწყენი იყო. -დღეს შენი ქორწილია,ამაზე იფიქრე.-ძმაკაცები ერთმანეთს გადაეხვივნენ.... ცერემონიალი მშვიდი და ლამაზი იყო,თათას და თაზოს თვალები უბრწყინავდათ.. ლიზას და დანის გაახსენდათ,მათი ჯვრისწერა,თუ როგორი იყო ის.ყველაფრის მიუხედავად ეს მაინც კარგად ახსენდებოდათ... ჯვრისწერის შემეგ ისინი სასტუმროს ბაღში მივიდნენ წვეულებისთვის,იქაურობა ძალიან ლამაზი იყო.. ახლად-დაქორწინებულებმა იცეკვეს.დანიელი და ლიზა კი უცხოებივით ისხდნენ. ლიზას ძალიან უნდოდა,რომ ქმარი მასთან მისულიყო და ჩახუტებოდა. -საყვარელო,აღარ შემიძლია ლიზას და დანის ასეთ მდგომარეობაში ნახვა.-დაღონებულმა თათამ ქმარს უთხრა. -არც მე,მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია?-თათამ მოიფიქრა რაც უნდა ექნა. -მე ვიცი.წამომყევი...-თათამ,ქმარს ხელი მოკიდა და სცენისკენ წაიყვანა..მან ლიზა და დანი საცეკვაო მოედზნაზე იხმო. დანიმ ვეღარ მოითმინა და ცოლთან მივიდა. -ლიზა,ჩემო საყვარელო.შენთან გაბუტება აღარ შემიძლია,შემირიგდი...-ლიზამ დაღონებული სახით შეხედა.დანი მის გვერდით დაჯდა. -დანიელ,სრულ უაზრობაზე გამებუტე.-დანიმ თავ მოხრილმა დაიწყო. -ვიცი,საყვარელო.მოდი შევრიგდეთ და აღარ ვიჩხუბოთ.ძალიან მომენატრა შენთან ჩახუტება,კოცნა და შენი ნათქვამი "მიყვარხარ"!-ლიზამ გაიღიმა. -ეს ყველაფერი მეც მომენატრა..იცოდე ეჭვიანობის სცენას თუ კიდევ მოაწყობ,სამუდამოდ დაგშორდები.-ლიზამ ეს სრული სერიოზულობით თქვა.დანიმ კი ცოლს ხელი მოკიდა. -გპირდები,უაზრობაზე აღარ ვიეჭვიანებ.-ცოლ-ქმარი საცეკვაო მოედანზე გავიდა.თათამ კი ის სიმღერა ჩართო,რომელზეც ცოლ-ქმარმა მათო მეორე ქორწილის დღეს იცეკვეს.ლიზამ გაიღიმა და მეგობარს შეხედა,შემდეგ კი ქმარს ჩაეხუტა.მის მკერდზე ედო თავი,დანის კი მის წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული. -მიყვარხარ დანიელ.-ბიჭს ეს ესიამოვნა. -მეც,ჩემო ლამაზო.-ცოლს ვნებიანად აკოცა. საღამოს დასასრულს,ლიზა და დანი,ახალ-დაქორწინებულებს დაემშვიდობნენ. -მეგობარო,ამ საღამოს ძალიან ბედნიერი იყავი,მინდა სულ ასეთს გხედავდე. -მადლობ მეგობარო.თქვენს გამოც ძალიან მიხარია.-მეგობარს გადაეხვია. -თქვენს გარეშე,ამას ვერ გავაკეთებდი.-დანიმ ბედნიერი ღიმილით უთხრა მათ. -ეს მართალია.დანიელ როდესაც ერთად ხართ,ყველა ბედნიერია.-თაზომ სიცილით უთხრა. -კარგი წადით,თორემ რეისზე დაგაგვიანდებათ. -მართალია,მეგობარო.-თათა და თაზო მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. დანიელი ცოლთან და შვილთან ერთად ოთახში იყო და შვილთან თამაშით ტკბებოდა.ლიზა მათ უყურებდა,ძალიან ბედნიერი იყო,ქმარს შეურიგდა და მათ ულამაზესი სალი ყავთ,ცხოვრების აზრი. საღამოს როდესაც პატარა დააძინეს და დაწვნენ,ლიზას მოუნდა ქმრისთვის რაღაც ეთქვა. -საყვარელო,დიდი ხანია რაღაც მაქვს მოფიქრებული და მინდა გითხრა. -ჩემი ლამაზი ცოლის ნაფიქრალს ყოველთვის მოვისმენ.-ცოლს ჩაეხუტა. -მინდა რომანი დავწერო.-დანის თვალები გაუფართოვდა. -როგორ საყვარელო?-გაოცება ვერ დამალა. -მინდა ჩვენი ისტორიას გავდეს,ასეთივე ლამაზი იყვეს.ჩხუბით და სიყვარულით სავსე.-დანიმ გაიცინა.-გარიგებით ქორწილი,ჯიუტი გოგონას და მიმზიდველი ბიჭის სიყვარულის ამბავი. -მიმზიდველი ბიჭი მომეწონა.-ეშმაკურად ჩაიცინა და ცოლს აკოცა.-მე მხარს გიჭერ. დღეები გადიოდა,სალი იზრდებოდა,ლამაზდებოდა.მშბოლები მას ათამამებდნენ.ივანე და ეკა უკეთესები ხდებოდნენ,შვილიშვილით ხარობდნენ,მას ყველაფერს აძლევდნენ,სათამაშობს,ტანსაცმელს და რაც მთავარია სიყვარულს არ აკლებდნენ.თათა და თაზო თაფლობის თვის გასატარებლად ამერიკაში იყვნენ.ლუკა საფრანგეთში წავიდა,მუშაობს და ასევე გოგოს ხელიდან არ უშვებს,როგორც ყოველთვის..გუკა ერთ ადგილას იყო გაჩერებული,მუშაობდა და პარალელურად ლიზას ცხოვრებას აკვირდებოდა. ყველაფერი კარგად იყო.... .............................................................. ერთი წლის შემდეგ... ერთი წელი გავიდა,რაც ულამაზესი სალი დაიბადა,ზუსტად ამ დღეს 25 ივნისს. ამ დღეს მას დაბადების დღე აქვს.ყველა აბაშიძეებთან იკრიბებოდა საღამოს.. დილით სალის მშობლებმა შეაკითხეს. -ჩემი ულამაზესი გოგონა.ჩემო შვილო უკვე 1 წლის ხარ.გილოცავ.-პატარა ლამაზად უღიმოდა,მან ლაპარაკი არ იცოდა,ცდილობდა. -მამიკოს პრინცესა..ის დედასავით ლამაზია.-შვილს ჩაეხუტა.პატარამ პირველად თქვა "მამა",დანი სიხარულისგან დაფრინავდა. -მან პირველი მამა თქვა.-ლიზამ გაოცება ვერ დამალა. -იმიტომ რომ მას მამა ძალიან უყვარს.-შვილს ჩაეხუტა.-დღე მშვენივრად დაიწყო,ყველას ძალიან უხაროდა დანის და ლიზას ბედნიერება. ზუსტად ამ დღეს ლიზას,წიგნის პრეზენტაცია იყო.ჯერ პრეზენტაციაზე წავიდნენ ყველა ერთად.ლიზა სიტყვით გამოვიდა. -მადლობას გიხდით მობრძანებისთვის.ეს დღე ჩემთვის ორჯერ უფრო განსაკუთრებულია,რადგან ჩემი შვილის სალის დაბადების დღეა,ასევე ჩემი წიგნის პრეზენტაცია.-ყველა თბილად უღიმოდა მოსაუბრე ლიზას.-ეს წიგნი ჩემთვის მნიშვნელოვანია,რადგან აქ მოთხრობილი ამბავი ნამდვილია,პერსონაჟებიც ნამდვილები არიან...წიგნს ვუძღვნი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან,ორ ადამიანს,ქმარს და შვილს...-მათ შეხედა.-მიყვარხართ.-ამ სიტყვების შემდეგ იქ დამსწრე ხალხმა აპლოდისმენტები არ დაიშურა.. საღამოს ყველა შეიკრიბა. -ჩემს შვილიშვილს დაბადების დღეს,კიდევ ერთხელ ვულოცავ.-პატარას ჩაეხუტა და საჩუქარი მისცა.სალიმ სიცილი დაიწყო და ბებიისკენ გაიშვირა ხელები. -ბედნიერი წყვილი..-თათა მეგობარს ჩაეხუტა. -ღმერთო,როდის დაბრუნდით?-სიხარულისგან რა ეთქვა არ იცოდა. -დღეს და ჩემმა ცოლმა მოინდომა თავის ნათლულთან მოსვლა.-მეუღლეს ხელი მოკიდა.-თან მეც მომენატრეთ,ყველაზე მეტად კი პატარა პრინცესა.-იუბილარი ხელში აიყვანა და აკოცა. -მიხარია,თქვენი ნახვა.-ძმაკაცს გადაეხვია.ყველა ერთობოდა,როდესაც ლიზას მობილურმა დარეკა. -ლიზა აბაშიძე ბრძანდებით?-უცნობის ხმა გაისმა. -დიახ,მე ვარ,თქვენ ვინ ბრძანდებით? -მე,გამომძიებელი "გიგა" ვარ.გუკა თქვენი ნათესავია?-ლიზას,მისი სახელის გაგონებაზე ენა ჩაუვარდა. -დიახ,ჩემი ნათესავია(მეგობარი).რა დაემართა? -მის სახლში ვიპოვეთ,თავი ჩამოიხრჩო...-ლიზას ამის გაგონებაზე ცრემლები წასკდა.-გთხოვთ,საავადმყოფოში მობრძანდით,ნივთები უნდა გადმოგცეთ.-ლიზამ ხმის ამოუღებლად გათიშა.ხმას ვერ იღებდა,ეს ამბავი მისთვის ძნელი გადასატანი იყო.მასთან დანიელი მივიდა. -საყვარელო,რა გჭირს?-ცოლის ასეთ მდგომარეობასი ხილვამ შეაცბუნა. -დანი...გუკამ თავი ჩამოიხრჩო.-დანის თავზარი დაეცა,ყველაფრის მიუხედავად ისიც ადამიანი იყო. -რას ამბობ ლიზა?-ცოლს ძლიერად ჩაეხუტა.ყველამ გაიგო ეს სამწუხარო ამბავი... დაკრძალვის შემდეგ,გუკსას სახლში წერილი იპოვეს,რომელიც ლიზასთვის იყო. წერილი აბაშიძეების სახლში მიიტანეს და კარის კაცმა ის დანის მისცა. -ბატონო,ეს ქალბატონისთვის არის. -კარგი,მომეცი მე მივცემ.-როდესაც მისი გამომგზავნის ვინაობა ნახა,თითქოს გაბრაზდა მაგრამ ცოლს მაინც მისცა. ლიზა ბავშვთან იყო ოთახში და ეთამაშებოდა. -საყვარელო...ეს შენთვის მოიტანეს.-კონვერტი გაუწოდა. -ვისგანაა?-დანის სახე შეეცვალა,მაგამ ეცადა არაფერი შეემჩნია. -გუკასგან..-ლიზამ გამოართვა და კითხვას რომ იწყებდა,დანი ოთახიდან უნდა გასულიყო რომ მან გააჩერა. -არ წახვიდე,დარჩი.-დანი გაჩერდა. "ლიზა, ჩემო ლამაზო,რადგან ამას კითხულობ ესეიგი მკვდარი ვარ.არ ვიცი როგორ დავიწყო,ამის დაწერა...ბავშვობის მეგობრები ვართ,მახსოვს როგორ ოცნებობდი,ზღაპრულ პრინცთან შეხვედრას და მასთან ოჯახის შექმანს...-ლიზას ცრემლები მოსდიოდა.-ვერ შევძელი შენთვის ზღაპრული პრინცი ვყოფილიყავი...მიყვარხარ ლიზა,ყოველთვის მიყვარდი.-ლიზას გული უკვდებოდა,რომ ბავშვობის მეგობარი ასე დატანჯა.-ვერ ვხვდებოდი,რომ დანიელი შენთვის ყველაფერი იყო და ძალიან გიყვარდა.ამას მაშინ მივხვდი,როდესაც კომიდან გამოსვლის შემდეგაც კი მასთან ყოფნა მოინდომე...ყველაფრის მიუხედავად ის აირჩიე.მიყვარხარ და ერთადერთი რაც მინდა შენი ბედნიერებაა... მშვიდობით. გუკა". ლიზა ტიროდა,ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა,დანიელი კი მას ჩაეხუტა. -დანი,მე მას დიდი ტკივილი მივაყენე. -ლამაზო,შენ მისთვის არაფერი გაგიკეთებია.გუკას უყვარდი და ამან შეიწირა.შენ არაფერ შუაში ხარ. -მიყვარხარ..... ................................................................ სამი წელი გავიდა.... თათას და თაზოს ლამაზი ბიჭუნა ეყოლათ "ნიკოლოზი",საოცარი ბავშვია,წერა და ცისფერ თვალება... ნიკა და თაკო დაქორწინდნენ,თაკო ფეხმძიმედ არის...ინგა და დათო სამოგზაუროდ იყვნენ თურქეთში.ივანე და ეკა შვილიშვილთან დიდ დროს ატარებდნენ. ლუკამ იპოვა თავის სიყვარული და ბედნიერია,ამასთან წარმატებული თავის საქმეში... ხოლო რაც შეეხება დანიელს და ლიზას,ისინი უსაზღვროდ ბედნიერები არიან.აგარაკზე არიან და ისვენებენ. -ეს ჩემს ლამაზ მეუღლეს,გემრიელი მარწყვის ნაყინი.-ფეხმძიმე ცოლს აკოცა. -მადლობ საყვარელო.მე მსოფლიოში საუკეთესო ქმარი მყავს. -მე კი საუკეთესო ცოლი და შვილი.-ბაღში მოთამაშე სალიზე გადაიტანა მზერა.-და მალე კიდევ ერთი შვილი გვეყოლება,ლამაზი ბიჭუნა.-ცოლს მუცელზე აკოცა. -სულ რაღაც სამ თვეში.-სიხარულისგან ანთებული თვალები მიაპყრო ქმარს. -ამჯერად არ დავუშვებ რომ იგივე განმეორდეს..-დანი დასევდიანდა. -იგივე აღარ განმეორდება,შენ ჩემთან ხარ.-ერთმანეთს აკოცეს. მათთან სალი მივიდა და მამას ჩაუჯდა კალთაში. -მამიკო,ერთმანეთი როგორ გაიცანით?-ცოლ-მქარმა ერთმანეთს შეხედა. -ეს ამბავი საუკეთესოა..-დანიმ თბილად თქვა და ცოლს ნაზი ღიმილით შეხედა. -ჩვენი ამბავი...-ლიზამ,მას ხელი ჩასჭიდა. -მართალია რომ თქვენი ამბავი,გარიგებით დაიწყო?-მათ სიცილი დაიწყეს. -პრინცესა.საიდან გაიგე?-ლიზამ შვილს სიცილით კითხა. -ეს ბაბომ და პაპამ მითხრეს.კიდევ მითხრეს,რომ ეს წიგნშია აღწერილი.. -მართალია,ჩემო პრინცესა.-დანიმ სიმართლე უთხრა.-მაგრამ ახლა ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს..-მეუღლეს ხელი მოკიდა.-მართალია დედაშენის დამორჩილება და გულის მოგება ადვილი არ ყოფილა,მაგრამ მაინც მოვახერხე... -არც შენი გულის მოგება იყო ადვილი,ბატონო აბაშიძე..-ლიზამ ეს ოდნავ ნაწყენი ხმით უთხრა.. -ახლა კი ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს,პატარა ქალბატონო..ჩვენ,შენ გვყავხარ და მალე კიდევ გვეყოლება ლამაზი პრინცი.-სალიმ,დედას მუცელზე ხელი დაადო,იქიდან კი პატარამ ფეხი მიარტყა.გოგონა შეკრთა,მაგრამ ეს სასიამოვნო იყო. -მიყვარხართ.-ლიზა,მეუღლეს და შვილს ჩაეხუტა. -მამიკო,წამოდი ვითამაშოთ?-პატარამ მხიარულად უთხრა. -კარგი,წადი და მოვდივარ.-სალი სათამაშოდ წავიდა. -მიყვარხარ ქალბატონო აბაშიძე.-მეუღლეს აკოცა. -მეც მიყვარხართ ბატონო აბაშიძე.... ლიზა,ქმარს და შვილს უყურებდა და ხვდებოდა რომ ამ ქვეყნად უბედნიერესი ადამიანი იყო,რადგან ყველაფერი ჰქონდა რაზეც კი შეიძლება ქალმა იოცნებოს:ქმარი,შვილი,მალე მეორე პატრაც ეყოლებოდა,ოჯახური იდილეა...ოჯახი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო,ცუდს კარგი ყოველთვის მოყვება,როგორც ავდარს დარი................................. დ ა ს ა ს რ უ ლ ი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.