შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუპატიჟებელი სტუმარი (16)


27-07-2015, 01:43
ავტორი MyLove
ნანახია 5 170

პირველი ერთი დღის განმავლობაში, ნაინამ გული ვერაფერს დაუდო. უნდოდა მთელი სვანეთი მოენახულებინა და ისე დაბრუნებულიყო შინ, მაგრამ არაფრის გუნებაზე არ იყო.
ერთი სული ჰქონდა თბილისში ჩასულიყო და ხვიბლიანი ენახა, რასაც ყველა ამჩნევდა. ანანია განსაკუთრებით ცდილობდა ხასიათი შეეწყო მისთვის და რამით მაინც გაემხიარულებინა, მაგრამ ეს ძალიან რთული აღმოჩნდა.
– თუ ასე ძალიან გინდა სახლში დაბრუნება, ბებია, წადი თბილისში. – უთხრა ბერდიას წასვლიდან მეორე დღეს ბერიძეს ანანიამ.
– არა, სირცხვილია, მარტო მე ხომ არ წავალ? ლილე და ვაჟაც აქ არიან. – უთხრა გოგონამ მორცხვად.
– მაგენი ბებია, ერთი კვირა კიდე აპირებენ მგონი გაჩერებას და შენ მოკვდები ასეთ დღეში თუ იქენი სულ, როგორც ვატყობ. წადი ბებია, კი არ გაკავებ აქ და როცა გინდა მაშინ ჩამოდი! – თბილად მოეფერა ქალი ნაინას დამჭკნარი ხელებით და მარტო დატოვა ეზოში.
„ხვალ აუცილებლად ავიკრავ გუდა-ნაბადს და დავბრუნდები თბილისში, თორემ უსათუოდ გავაფრენ აქ.“
გაიფიქრა ბერიძემ და თავის ოთახში შევიდა ბარგის ჩასალაგებლად. ბევრი არაფერი ჰქონდა წამოღებული, მაგრამ მაინც დიდხანს მოუნდა ტანსაცმელების კოხტად ჩალაგებას.
ჩემოდანი შეკრა და ისევ მისაღებში დაბრუნდა, სადაც დივანზე ლილე და ვაჟა ისხდნენ, მარიამი კი კალთაში ჩაესვათ.
– მოფრინდა მარტო დარჩენილი ბეღურა ჩვენთან, –ორაზროვნად ჩაილაპარაკა ვაჟამ და ეშმაკურად ააციმციმა წარბები.
– შენ რა ადვილად ლაპარაკობ, ბატონო ვაჟა, შენი მეორე ნახევარი გვერდით გყავს... რა გენაღვლება! –წაკბინა ბერიძემ და პატარა ტელევიზორის წინ დაჯდა, რომელიც ერთ არხს აჩვენებდა და იმასაც უხარისხოდ.
– ყველას ერთნაირი ბედი არ აქვს ჩემო ნაინა! –გოგონას გაჯავრებას არ ეშვებოდა.
– კარგი რა ვაჟა, შეეშვი, ვერ ხედავ რა დღეშია? –ჩაერია ლილეც და საქმრო გააჩუმა.
– ეჰ, შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა, ლილეჯან? –საწყალი სახე მიიღო გოგონამ და თავი უკან გადასწია, –ხვალ თბილისში ვბრუნდები.
– ხვალ? –გაკვირვებულებმა იყვირეს ერთდროულად.
– ხო, რა მოხდა? –მხრები უდარდელად აიჩეჩა გოგონამ. –ანანია ბებიას მოველაპარაკე უკვე და ის თანახმაა.
– სიყვარულო, ძალსა შენსა! –ხელები მაღლა აღაპყრო ვაჟამ. –მერე რითი მიდიხარ?
– შენი მანქანით, –გაეკრიჭა ნაინა.
– ჩემს მანქანას ვინ გთხოვნის, მერე?
– არ მათხოვებ? –ჰკითხა გაკვირვებულმა და თვალები გააფართოვა.
– ჩვენც წამოვალთ, მაშინ. შენ მარტო აქედან ვერ გაგიშვებთ! –თქვა მკაცრი ტონით ბიჭმა.
– არა, არა! –შეიცხადა უცებ ბერიძემ. –დაისვენეთ თქვენ აქ. მარიამისთვისაც კარგი იქნება სუფთა ჰაერი.. თუ ასეა, მაშინ ავტობუსით წავალ.
– შენი აზრით, აქ ავტობუსი ყოველდღიურად დადის? –ჰკითხა დანებების ნიშნად ვაჟამ. –წაიყვანე მანქანა, ოღონდ მერე გამოატანე მამაჩემს და გრეტაც ამოვიდეს.
– მიყვარხარ, ვაჟიკოოო! –დაიყვირა გახარებულმა და ნათლიის შვილს კისერზე ჩამოეკიდა. –ძმა ხარ!
– შენი აფერისტი თავი რა ვთქვი! –ღიმილით მოეხვია ვაჟაც.
* * *
მეორე დღეს დილით ადრე ადგა და ყველას დაემშვიდობა. ანანიას ცრემლებიც კი მოერია მისი გაცილებისას, თუმცა ბერიძე დაპირდა, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდა კიდევ მის სანახავად.
ერთი წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი მის გადაწყვეტილებაში და ღიმილით ტოვებდა სვანეთს.
სიხარულისგან, რომელიც ხვიბლიანის ნახვას უქადდა ლამის ტირილი დაიწყო. უკვე მეორე დღეა რაც არ უნახავს, არ იცის რას აკეთებს და ჭკუაზე აღარაა ნერვიულობისა და მონატრებისაგან.
ამ ორი დღის განმავლობაში კი ერთხელაც არ დაურეკავს ხვიბლიანს. იმდენად მოანატრა თავი, რომ ერთ დღეში გამოაქცია სვანეთიდან, ისე რომ მისი დათვალიერების სურვილს ერთხელაც არ შეუწუხებია.
როგორ ძალიან უნდოდა, მაგრამ უარი თქვა ამაზე.. ეს ყველაფერი კი ხვიბლიანმა და მისმა მონატრებამ გააკეთებინა.
რამდენიმე საათში უკვე დედაქალაქში იყო და თითქმის დაცარიელებულ ქალაქს მაინც ღიმილით აკვირდებოდა. რაღაც დოზით, ისიც მონატრებია თურმე.
ახალგაზრდების ჭაჭანება არ იყო. ალაგ-ალაგ თუ დაინახავდით უკვე გარუჯულ გოგო-ბიჭებს, რომლებსაც სიცხისგან ნატანჯი სახეები ჩამოსტიროდათ.
ჯერ სახლში მივიდა და მანქანა ჭიშკართან დააყენა, თან საბარგულიდან ბარგი გადმოიღო.
ბევრი არაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც ძლივს მოერია ერთ ჩემოდანს.
გრეტას მისი დანახვისას პანიკა აუვარდა.
– დედა, რა მოხდა, შვილო? მითხარი, ვის რა მოუვიდა? –ლოყების ხოკვა დაიწყო ქალმა და ჩვეულ რიტმში აკაკანდა.
– არაფერი არ მომხდარა, ნათლია. მე ჩამოვედი მარტო, ვაჟა და ლილე იქ დარჩნენ, ანანიასთან. –დაიწყო ახსნა-განმარტებების მიცემა ბერიძემ.
– რატომ ჩამოხვედი, შვილო? –ჰკითხა გაკვირვებულმა.
– იქ ვეღარ გავძელი, მომენატრეთ! –იცრუა უცებ და მართლაც მონატრებულ ნათლიას გადაეხვია.
მურთაზი აბაზანაში ყოფილა, ამიტომ მას მოგვიანებით მოინახულებდა.
ბარგი ოთახში დააბინავა და სამზარეულოში ჩავიდა. ნათლია მიუხვდა გოგონას „თითქმის ტყუილს“, მაგრამ არაფერი უთქვამს.
ერთ ადგილას ცქმუტავდა და ვერ ისვენებდა ნაინა. ერთი სული ჰქონდა მურთაზიც ენახა და მაშინვე წავიდოდა ბერდიასთან.
მალევე გამოვიდა მამაკაცი სააბაზანოდან. ჭაღარა თმა მთლიანად სველი ჰქონდა. სახე მაშინვე გაებადრა, როცა ცოლის ნათლული დაინახა და თბილად მოეხვია.
– რა მალე დაბრუნდი, შვილო. ძალიან მოგვანატრე ყველას თავი.
– მეც მომენატრეთ. –უთხრა ნაინამ. –ვაჟამ თქვა, მურთაზს დავურეკავ მერე და ამომაკითხოს ნათლიასთან ერთადო, მისი მანქანა მე წამოვიყვანე და იმიტომ.
– ჩავალთ, აბა რას ვიზამთ. შენ მაგაზე არ იდარდო, თან ანანიასაც მოვინახულებთ, ცოტას დავისვენებთ კიდეც. –თავზე ხელი გადაუსვა გოგონას და თბილად გაუღიმა.
– მე წავალ, ბერდიას ვნახავ და მალე დავბრუნდები.
პასუხს არც კი დალოდებია, ისე დატოვა სახლი და კვლავ მანქანაში ჩაჯდა.
რაც შეეძლო სწრაფად მიდიოდა, თან ჯარიმების თავიდან აცილებასაც ცდილობდა.
როგორც იქნა, მიადგა ხვიბლიანის სამსახურის შენობას და სიხარულისგან მეცხრე ცას ეწია.
ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა და ჩაეხუტებოდა. მისმა უჟმურმა და მარად მკაცრმა სახემაც კი მოანატრა თავი.
გულისცემა ყელში მოებჯინა და პულსი ძალიან აუჩქარდა. წამით ეგონა კიდეც, რომ გული გაუჩერდებოდა და იატაკზე მოადენდა ზღართანს, მაგრამ საღსალამათმა მიაღწია ბიჭის კაბინეტამდე.
აკანკალებული ხელები ძლივს მომუჭა რომ დაეკაკუნებინა.
რამდენჯერმე ყრუდ გაისმა კარზე მუშტის დაკვრის ხმა.
„მობრძანდით“ მალევე გაიგონა მონატრებული ადამიანის პირიდან წამოსული სიტყვები და სიხარულისაგან სუნთქვა შეეკრა, ნესტოები დაებერა და ძლივს გაბედა ნაბიჯის გადადგმა.
სახელური ჩამოსწია თუ არა, კარი მაშინვე გაიღო და საბუთებში თავით ჩამძვრალ ბერდიას მოკიდა თუ არა თვალი, მაშინ განიცადა სრული ბედნიერება. ყველა მონატრება ერთიანად მოეძალა და ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო.
საყვარელი სილუეტის დანახვამ, ძარღვებში სისხლისთვის სავალი გზა გადაკეტა. ისე მაგრად მიაჭირა ხელები ერთმანეთს, რომ ლამის ფრჩხილები კანში შეუვიდა და იქედან სხეულში ძლივს დატეულმა სისხლმა ერთიანად იფეთქა.
მაგრად დახუჭა თვალები, თითქოს ასე ცდილობდა ძალების მოკრეფას..
შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და მტკიცე ნაბიჯებით ეცადა მისკენ წასულიყო.
რამდენიმე ნაბიჯით გადაკვეთა მათ შორის ადგილი ბერდიამაც, თუმცა გაკვირვებისგან იმხელა შოკი ჰქონდა მიღებული, რომ ჯერ კიდევ დაფეთებული იყურებოდა იქეთ-აქეთ.
– ჩამოხვედი? –ისეთი სახითა და ხმით ჰკითხა, თითქოს ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ნაინა მის წინაშე იდგა.
– ჩამოვედი. –დაუდასტურა გოგონამაც.
– კი მაგრამ, ზეგ არ უნდა ჩამოსულიყავი?
– ხო, მაგრამ ძალიან მომენატრე და ჩამოვედი. –ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მიახალა თავისი სათქმელი და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გულთან ერთად მთელი სხეული უცემდა.
– გაიმეორე, რაც თქვი! –გაკვირვებულმა უბრძანა გოგონას.
– ძალიან, ძალიან მომენატრე და ამის დამალვას არც ვაპირებ. სვანეთიც არ მომინახულებია, სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ, არ მქონია ამის სურვილი შენს გარეშე. რომ წახვედი და აიკარი გუდა-ნაბადი და დამტოვე იქ მარტო, რა გეგონა აბა? როცა შენ იქნები ჩემს გვერდით, მაშინ ვნახოთ. მაშინ რომ მენახა, მაინც ვერ დავიმახსოვრებდი ვერაფერს. მივხვდი, რომ ყველა და ყველაფერი ფლიდია შენს გარეშე, რომ არაფრის სურვილი არ მაქვს თუ შენს გვერდით არ ვარ და ერთი ჰაერით არ ვსუნთქავთ. ალბათ, იკითხავ, ერთ დღეში როგორ მიხვდი ამასო, მაგრამ მანამდეც ვიცოდი ეს, უბრალოდ, დარწმუნებული არ ვიყავი. შენს თავს ვფიცავარ! –ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა ყველა ეს სიტყვა და წარმოდგენაც არა აქვს რა წამოროშა, მთავარია, ის რაც გულში ჰქონდა ბოლოსდაბოლოს თქვა.
– მითხარი, მაგის მიხვედრას რა უნდოდა?! ამიხსენი! –წარბები კვლავ არ გაუხსნია ბიჭს.
– რა ღჯუ ხარ! –უცებ აუცრემლიანდა თვალები ნაინას, –მე უშენოდ ვერ მოვითმინე, ამხელა გზაზე ჩამოვედი, შენ კიდევ რას მეუბნები! გრცხვენოდეს.
– ღმერთო, რა ვქნა, ამ გულს შენზე მეტად არავინ რომ არ უყვარს? –ღრმად ამოიოხრა და მონატრებულ სხეულს მაგრად შემოჰხვია ხელები.
– სულ ასე ჩამეხუტე ხოლმე და მერე მზეს თუ უნდა, საერთოდ ნუ ამოვა. –ამოისრუტუნა და ფართე გულ-მკერდზე მოათავსა თავი.
– ნუ სულელობ! –შეუღრინა გოგონას. –მიყვარხარ.. ჰო, ასე ბანალურად და აუღწერლად მიყვარხარ. მე შენგან განსხვავებით, თბილ სიტყვებს ვერ ვისვრი ხოლმე და ეს შეირგე.
– ბოლოს რომ არ წაგეგესლა არ შეგეძლო? –აცრემლებული ცისფერი თვალები მიანათა ქვემოდან.
– მაგ ცხვირს მოგაჭამ. –თეთრი კბილები გამოაჩინა ბერდიამ და მის ცხვირს შემოაჭდო.
– მომეჭამა, სვანო! –მოგუდული ხმით ამოილაპარაკა და ძლივს მოიშორა ბიჭი, –ხო კიდევ, რაღაც მინდოდა მეთქვა. –ტუჩზე ხელი მიიდო, თითქოს ასე ცდილობდა გახსენებას.
მანამდე ხვიბლიანმა სავარძლისკენ გადაინაცვლა და ფარატინა სხეული კალთაში ჩაისვა.
–ბერდო, –მიმართა უეცრად. –ახლა, როდესაც ამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, მინდა უსიტყვოდ გვესმოდეს ერთმანეთის და უსიტყვოდ ვგრძნობდეთ ერთმანეთის გასაჭირს.. ჩვენ ხომ ორი სხეული ვართ.. ორი სხეული, რომელიც ერთ წილ სულს ატარებს?
–არა, შენ ჩემი სიცოცხლე ხარ და მე შენს გარეშე ვერ ვიარსებებ. იმდენად შემოაღწიე ჩემში, რომ შენი სიყვარულით და საერთოდ შენი არსებობით, ჩემგან გასასვლელი ყველა გზა თავადვე გადაკეტე. ახლა, ძალიანაც რომ მოინდომო, თავს ვერ დაიღწევ ჩემგან.
–მე აღარ შემიძლია უშენოდ, როცა თენდება ასე მგონია, მზე არ ამოდის ან ღამით ცა ცარიელია, მაშინაც კი თუ შენ არ ხარ ჩემს გვერდით. –ამოიქსუტუნა საწყალი ხმით და მის ყელში ჩარგო ცხვირი.
ასეთი რომანტიკოსი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ბერდიას სიყვარულმა თავისი ქნა.
ასე მოლაპარაკე ადამიანები რომ დაენახა ადრე, ალბათ სიცილით იხოხებდა. ახლა კი თავადაა ასეთ მდგომარეობაში და სულაც არ „ებანალურება“ ეს ყველაფერი. პირიქით, ამ სიტყვებით მისი გულის ნადებს გულწრფელად უმხელს ხვიბლიანს.
– მე შენზე უარესად ვარ, უბრალოდ ვერ ვამბობ და იცი რა ვიფიქრე? ცოლად ხომ არ გამომყვება-მეთქი? –სასაცილო ტონით იკითხა ბიჭმა და ტუჩზე ხელი მიიდო, ისე როგორც ნაინამ გააკეთა.
– ნუ მეხუმრები, ხვიბლიანო! –შეუბღვირა და მხარზე უჩმიტა.
– არ გეხუმრები, მართლა. შენ თუ წამომყვები, ახლავე დავიწეროთ ჯვარი! –ფეხზე წამოხტა უცებ.
ეს სერიოზული, სვანი კაცი რამ ააცეტა ასე, ვერაფრით გავიგე!
--
ნაცოდვილარი თავი.
ჩემი ინტერნეტი ჭედავს და მეც მაჭედინებს მერე!
ისე აღარ აქტიურობთ, როგორც ადრე...
ბოლო თავი გელოდებათ!
მიყვარხართ!



№1  offline წევრი ♥girl♥

აუ ძაან კაია

 


№2  offline წევრი Ignifex

რამდენი ხანია არ დამიკომენტარებია :დ ძალიან,ძალიან კარგი იყო. საშინლად მომწონს შენი წერის მანერა,ყველაფერი ზომიერადაა და არ ვიცი,როგორ ავხსნა რატომ მომწონს. <3 აბა შენ იცი,ველი შემდეგს და ბერდო ტყუილად არ მენატრებოდა,როგორც ჩანს. მიყვარს <3

 


№3  offline წევრი milangirl

ძალიან მომწონს ეს ისტორია. ცოტა გული მწყდება რომ მთავრდება მაგრამ ამავე დროს მაინტერესებს დასასრული. იმედია შემდეგ ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდები

 


№4  offline წევრი tikuna1999

ძალიან მომწონს მაგარიააა სუპერ
<3 <3 <3

 


№5  offline მოდერი MyLove

♥girl♥
აუ ძაან კაია

ძალიან დიდი მადლობა. ^^ ♥
Ignifex
რამდენი ხანია არ დამიკომენტარებია :დ ძალიან,ძალიან კარგი იყო. საშინლად მომწონს შენი წერის მანერა,ყველაფერი ზომიერადაა და არ ვიცი,როგორ ავხსნა რატომ მომწონს. <3 აბა შენ იცი,ველი შემდეგს და ბერდო ტყუილად არ მენატრებოდა,როგორც ჩანს. მიყვარს <3

ჰო, ძალიან დამაკლდა შენი კომენტარები.
ძალიან დიდი მადლობა.
მიყვარხარ.
milangirl
ძალიან მომწონს ეს ისტორია. ცოტა გული მწყდება რომ მთავრდება მაგრამ ამავე დროს მაინტერესებს დასასრული. იმედია შემდეგ ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდები

დიდი მადლობა შენ კომენტარისათვის...
Mrs. animal
გამიხარდა, რაღაც პონტში რომ მაინც დამიჯერე ^^
ძალიან კარგია და ძალიან მიყვარხარ!

შენთვის არ დამეჯერებინა, აბა?
მიყვარხარ ჩემო ლამაზო.
tikuna1999
ძალიან მომწონს მაგარიააა სუპერ
<3 <3 <3

ძალიიან დიდი მადლობა შეენნ!!

ყველას დიდი მადლობა კომენტარებისა და იმ ემოციებისათვის რაც გამიზიარეთ!
მიყვარხართ!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

უმაგრესი გოგო ხარ.

 


№7  offline წევრი barret

რა კარგიაა ^^ დღეს წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეეწონა ^^ მოუთმენლად ველოდები შემდეგს ^^ უმააგრესი ხარ !!^^

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Mmmmmmm magariaaa dzaliann :* male dadee :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent