შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიებისთვის... (მეშვიდე თავი)


27-07-2015, 23:02
ავტორი ნენე
ნანახია 2 236

მეშვიდე თავი

ლოგინზე ეგდო,და ხელებს ბალიშზე ძლიერად ურტყამდა.
ასე ღამის 2-3 საათი იქნებოდა,კარები ფრთხილად რომ გაიღო,და სილუეტი ნელი ნაბიჯებით მოუახლოვდა საწოლს.
-რატომ არ გძინავს? უკვე გვიანაა-ხრიწიანი ბარიტონი მოესმა ზურგს უკან,და ღრმად ამოისუნთქა,საწოლიდან წამოიწია და წამოდგა.
-გელოდებოდი-ამოიჩურჩულა ხმადაბლა,და მამაკაცის ჰალტუხს შეხსნა დაუწყო
-მე კიდევ,ერთ ნაბი*ვარს ვესაუბრებოდი-ხელები ქალის წელზე მოათავსა და თავი მის თმებში ჩარგო დემეტრემ.
-დალიე?-როგორც კი ჰალტუხი შეხსნა და იქვე,სკამზე დადო,მამაკაცს თავი წამოაწევინა და ჩაწითლებულ თვალებში ჩააცქერდა.
-ცოტა,სულ ცოტა-მხრები აიჩეჩა და ისევ ვერას თმებში ახლართა თავი-შენ თავს ვფიცავარ-როგორც კი იგრძნო,რომ ქალს არ სჯეროდა,დაამატა და ამოიხვნეშა.
-კარგი კარგი დემეტრე... საქმეები როგორ მიდის?-შეპარვით იკითხა,სინამდვილეში რაც აინტერესებდა,და საწოლზე დასვა
-როგორ და... ავთანდილ ბურდული,რაღაცეებს მიხლართავს... ატრა*ებს რა-მობეზრებულად გადაწია თავი და გოგონა მუხლებში ჩაისვა
-ავთანდილ ბურდული? შენთან რა ესაქმება?-ცნობისმოყვარედ ჩაეძია და ხელები ყელზე შემოხვია.
-ოო,არ გინდა რა მაგ არამზადას ხსენება. დაიკიდე,და ჩამეხუტე,მთელი დღე შენზე ვფიქრობდი-წარბებშეკრულმა აკოცა ყელში ქალს და ტუჩის კუთხეში მიაწება გავარვარებული ტუჩები
-დემეტრე,სხვათაშორის,დღეს კეიტი გადავარჩინე!-მიუგო ამაყად,და გაეცინა-და კიიდევ,რაღაც მაინტერესებს...-ფრთხილად ჩაილაპარაკა,თავი ჩახარა და გულზე მიადო მამაკაცს
-გისმენ ვერაჩკა-რბილი ტონით მიუგო და გაიღიმა მეტრეველმაც
-რადა... შენსა და კეიტს შორის,რამე ხდება?-ტუჩის კვნეტა დაიწყო და ცოტა ანერვიულდა.
ეს ეჭვი,დიდი ხანია ღრღნის.
არა,იცის,როგორ არ იცის,რომ ხდება,ან ხდებოდა,მაგრამ სურს,დემეტრესგან მოისმინოს ყველაფერი,რომ დამშვიდდეს.
-ოჰ,როგორ გითხრა ვერაჩკაა-დაიწყო გოგოს წვალება,და ეშმაკურად ჩაიცინა-მმ... ხდებოდა,და რაღა დაგიმალო,ისეთი მადიანი და სექსუალურია,წინააღნმდეგი არ ვიქნები,ახლაც მოხდეს...-და სიცილით ჩაუკრა თვალი
-ვერ გიტან-თვალები აუწყლიანდა,კალთიდან წამოუხტა და კარადასთან მივიდა.
აი,შენი სიმართლე და დამშვიდებაც!
როგორ ეზიზღება,კეიტიც და... არა,დემეტრე მაინც 'ვერ' ეზიზღება.
-შენ სიცოცხლეს ვფიცავარ,რაც ჩემთან ხარ მაგისკენ არც გამიხედავს-სიცილით წამოდგა ფეხზე-არც მაგისთვის,და არც სხვისთვის-ზურგიდან მოეხვია,და შემოაბრუნა.
-მიყვარხარ დემეტრე...-ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა,და მიეხუტა
-რაო რაო?-სიცილს არ წყვეტდა მამაკაცი,მაგრამ უცებ ისე უბწკინა ვერამ,წამოიკვნესა-მეც მიყვარხარ-ბოლოს თბილი ხმით უჩურჩულა ყურთან,თავისი სარო'ჭ'კის (რომელსაც ქალი საღამურად იყენებდა,რადგან მუხლამდე წვდებოდა) ღილები მარტივად შეუხსნა და ვერას ტუჩებს მოწყურებული დაეძგერა.
ეს პატარა ქალბატონი,კოსმოსამდე აგიჟებდა!
^^^
დილა როგორც იწყება ხოლმე,ისე დაიწყო.
7 საათზე,მაღვიძარამ წკარუნი დაიწყო და ვერაც და დიმიტრის,მოშორდნენ ერთმანეთს და ლოგინიდან წამოდგნენ.
ნახევარი საათი,გარდერობში იყურებოდა ვერა,სანამ დემეტრე არ მოვიდა მასთან,ყელი შეუშვირა,ჰალსტუხი შეაკვრევინა და მერე ერთ-ერთ კაბაზე მიანიშნა.
მერე ერთად დაეშვნენ კიბეებზე,გაღვიძებულ მაკუნას მიესალმნენ,და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდნენ.
დემეტრე მალევე წამოდგა,ვერას შუბლზე ეამბორა და გავიდა.
-დღეს,არაფერი გვაქვს საქმე,საშოპინგოდ გავიდეთ,და თან,ჯიხურში შევიაროთ-ღიმილით მოახსენა მაკუნამ,და სახლში ახალშემოსულ თეკოს გაუღიმა.
-ჰმ ჰმ... შოპინგი კარგი აზრია,მაგრამ ჯიხურში რა გვინდა?-თვალებმოჭუტულმა,იგივე ჟესტი გაიმეორა და თან თეკოს თავი დაუკრა
-ჟურნალი "ვოგუე" გვაქვს საყიდი ვერა!-თავი გააქნია და წამოდგა
-თეკო წყალი დამისხი რაა-თეკოს გახედა ვერამ,და ხელები მაგიდაზე დაალაგა.
-ახლავე-უღიმღამოდ მიუგო და დოქიდან წყალი დაუსხა.
რაც დრო გადის,ეს გოგო ვერას მიმართ,უფრო და უფრო უჟმურდება.
ფიქრებში იყო წასული,უცებ კაბაზე,სისველე რომ იგრძნო,და მექანიკურად ფეხზე წამოდგა.
-რა გააკეთე,თუ ხვდები-შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა,მაგრამ ამ დღეებში მის მიმართ დაგროვილი ბოღმის ამონთხევას დღეს აპირებდა
-მაპატიე,ხელი ამიკანკალდა და...-ენის ბორძიკით,ვითომ დაბნეულმა მიუგო და შებრუნდა
-მომისმინე გოგო!-იღრიალა ვერამ,ხელი უხეშად წაავლო მკლავზე,და შემოაბრუნა-ვხვდები,რაშიცაა საქმე,ამაზე საუბარს არ დავიწყებ,მაგრამ მეორედ,რომ ამდაგვარი განმეორდეს,გეფიცები,ისეთ დღეში ჩაგაგდებ,არ დაგავიწყდება!-ყვირილით დაასრულა სათქმელი,ხელი გაუშვა,და კიბეებისკენ წავიდა.
-ვერა,კარგი რა...-მაღლა ასულს,ნაღვლიანად მიუგო მაკუნამ და ოთახში შეყვა
-კარგი რა კი არა,დემეტრე უყვარს მაგ შენს თეონას,ყელში ამოვიდა მაგისი უჟმური სახე!!-განრისხებულმა მაკუნასაც შეუღრინა და გარდერობის კარი გამოაღო
-მაგას ეშველება. სამსახურიდან დავითხოვ-მხრები უდარდელად აიჩეჩა,და გოგონას ჯინსის შარვალი და თეთრი ზედა შეაჩეჩა ხელში.
-არა არა... ეგ უარესია-თვალი ეშმაკურად ჩაუკრა
-რატო?
-ოო,მოდი შენ ის მითხარი,რომელ მაღაზიაში შევიაროთ-თემა სასწრაფოდ შეცვალა,და მალე ჩაიცვა ტანზე
-რაღა მაღაზიაში გოგო! გახსოვს,ერთი კვირის წინ,კაბების მონახაზი რომ გავაკეთე,ხოდა შეიკერა ისინი,და ვნახოთ რა.
-კაი-დაეთანხმა,და კიბეებიც ჩაირბინეს...
გასვლისას,კვლავ შენიშნა ბოროტი მზერა,რომელიც თეონასგან იყო წამოსული,უკმაყოფიოდ გახედა,მერე თავი გააქნია და მანქანაში ჩაჯდა...
^^^
მალე შეარჩიეს რაღაცეები,სავაჭრო ცენტრებშიც შეიარეს მაინც,და ჯიხურისკენ წავიდნენ.
-ჟურნალი "ვოგუს" ახალი ნომერი...-ანერვიულებულმა მოლოდინში დაიძაბა,და ჟიხურთან მდგარ ქალს,გაუღიმა...
ჟურნალი მოაწოდა ქალმა,მაკუნამაც ფული გაუწოდა,და ვერას შეხედა,
-გადმოატრიალე,ყდა დავინახოთ-სიცილით წაეტანა ჟურნალს ვერა
-შენ მითხარი-თვალები დახუჭა მაკუნამ,და ხელები სახეზე აიფარა
-ვოტ ტაკ...-ჟურნალი გადმოატრიალა ვერამ და...-იეეეეეეეეეეეეეს!-შეყვირა აღტაცებულმა,და მაკუნას ხელები ჩამოაშვებინა.
-ვაუ-აღმოხდა მაკუნას,ყდაზე გამოსახულ თავის და ვერას სურათს კმაყოფილმა დახედა,და გადაიკისკისა.
ვერაც გახარებული იყო,თვალები გაბრწყინებოდა,როცა ნაცნობი სილუეტი დაინახა...
დაინახა,და გაშეშდა...
ეს ყოველ დღე უნდა ეჩხიროს თვალში?!
-მაკუ,მე საკანცელარიოში შევივლი რა-გაუღიმა ქალს,და თავისი გეგმის პირველი მაწილის ასასრულებლად გაემართა.
დღიური იყიდა,სახლში მოსულმა,სანამ დრო ქონდა,მაგიდას მიუჯდა,და კმაყოფილმა დაიწყო წერა.
^^^
^^^
მოკლედ,თვალები კი მეხუჭება,მაგრამ იდეებმა შემომიტია და...
შეაფასეთ.
პს: თავის მოცულობაზე თუ რამეს მეტყვით,ვიტირებ დედას ვფიცავარ!



№1  offline წევრი ♥girl♥

მაგარია, მაგარი ხარ და არ ვიცი რა ვთქვა, თავის მოცულობაზე არაფერს არ გეტყვი :D ყოჩაღ და წარმატებები

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

კარგია, კარგი.. თან ამ ასაკისთვის საკმაოდ კარგად წერ. ოღონდ პერანგი დაწერე ხოლმე, რა. რაც არ უნდა ბრჭყალებში ჩასვა, საროჩკა მაინც არასწორია. წარმატებები <3

 


№3  offline ადმინი შამანი

ბოლოში თითქოს დავიბენი,ჯერ ვიღაც ნაცნობი სხეული დალანდაო,მერე საკანცელარიოში დღიური იყიდაო, მერე გავერკვიე :დდ
გამოუძინებელი,რომ ვკითხულობ,მაგის ბრალია :დდ
ეს თავი კარგი იყო,ძალიან!
თავების მოცულობაზე,პრეტენზია არ მაქვს.ნორმალური მოცულობის თავია და მაკმაყოფილებს! ♥
ჩემი დაინტრიგება მოახერხე და ახლა დაინტრიგებული ველი რა მხოდება მომავალში,როოგრ იზიებს სურს და ა.შ.
შენ ყველაფერი გამოგივა,ვიცი! ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent