დაუპატიჟებელი სტუმარი (17-დასასრული)
-უკვე საღამოა, ვინღა დაგვწერს ჯვარს? -გაკვირვებულმა დააკვესა თვალები ნაინამ და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ეს ყველაფერი მისთვის მოსალოდნელიც კი იყო. -ანუ, თანახმა ხარ? -გაკვირვებულმა გადმოკარკლა თვალები. -აბა, უარი გითხრა? -კუშტად შეკრა წარბები გოგონამ. -სულ არ აქვს შენს პასუხს მნიშვნელობა, -გაატკლაპუნა ტუჩები უცებ ხვიბლიანი და გოგონა ფეხზე წამოაგდო, -მე მაინც მოგიყვან ცოლად. თვალი ჩაუკრა და ფაცხა-ფუცხით დატოვეს კაბინეტი. გზაში მეჯვარეებზე დაიწყეს ფიქრი. აქ კი იფიქრეს, რომ ნამდვილად წასული იყო მათი საქმე. იმედია, ეკლესიაში იქნებოდა ვინმე გოგონა, რომელიც ნაინას მეჯვარეობაზე დასთანხმდებოდათ. ხოლო ხვიბლიანმა მის ძმაკაცს - თორნიკეს დაურეკა, რომელმაც ეკლესიამდე მიასწრო წყვილს. კიდევ კარგი, კაბა ეცვა და ამაზეც წვალება არ დასჭირვებიათ. მალევე შეხვდნენ თორნიკეს, რომელიც ვერც მის აცეტებულ ძმაკაცს ცნობდა და ვერც საკუთარ თავს, ამ ყველაფერში რომ აჰყვა სვანს. -შენ რამე ხომ არ დალიე? რა ჯვრისწერა მოგინდათ ამ შუაღამეზე? ხვალინდელი დილა არ გათენდებოდა? -ნუ დაიწყებ ჭაჭყანს, თუ ძმა ხარ. თუ იქნები მეჯვარე, იყავი, თუ არა და, სხვას ვიპოვი ვინმეს. -მობეზრებულმა გასცა პასუხი და მანაც ნაინას მსგავსად გოგოებს დაუწყო თვალიერება, თუმცა მათი ჭაჭანება არ იყო ირგვლივ. -ახლა გაწყდა ყველა, ჩვენ რომ გვჭირდება, -აწუწუნდა ნაინა. სწორედ ამ დროს გამოვიდა ეკლესიიდან მშვენიერი გოგონა, ლამაზი შესახედაობის, მწვანეთვალება. თორნიკე მაშინვე მას დაავლო ხელი და ჩვენთან მოიყვანა, ისე, რომ არაფერი არ აუხსნია. გოგონა გაკვირვებული გვათვალიერებდა. აშკარად მიხვდა, რომ კრიმინალები და ყაჩაღები არ ვიყავით, თუმცა არანორმალურებთან რომ ჰქონდა საქმე,ეს ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა. -გამარჯობა, -ხელი გაუწოდა ნაინამ გოგონას, რომელიც მწვანე თვალებს აცეცებდა უმისამართოდ და თან თორნიკეს უბღვერდა. -გაგიმარჯოს, -ღიმილით ჩამოართვა ხელი მანაც. -მეჯვარე გვჭირდება, ჩემი მეგობრები არ არიან აქ, ამიტომ თუ დაგვეხმარები, მადლობელი დაგრჩები. -მოკლედ ახსნა სიტუაცია ნაინამ. -ახლა? -კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები და პირიც კი გააღო გაკვირვებისგან. -ჰო, ჰო ახლა. -ჩაერია თორნიკეც კაკანით. -რა ვერ გაიგე? -ნუ კაკანებთ, თუ შეიძლება, -მიუბრუნდა გოგონა მას. -თანახმა ვარ. -თქვა მოკლედ და ნაინას დაუდგა გვერდით. მამაოც გაკვირვებული უყურებდა ოთხ გადარეულ ახალგაზრდას, რომელთაგან ორს, ღამის ცხრა საათზე მოენდომებინათ ბედის ერთმანეთთან დაკავშირება. თავიდან მკაცრ უარზე იდგა მამაო, ბოლოს ხვიბლიანის და ნაინას იმედგაცრუებულ სახეებს რომ მოავლო თვალი, უკან მოაბრუნა ისინი და დაეხმარა მათ, ღმერთის წინაშეც დაედოთ ფიცი, რომ ჭირსა და ლხინში ერთად იქნებოდნენ. "საოცარია ბედნიერების განცდა. უცებ გვატყდება თავს და უცებვე გვიქრება თვალსა და ხელს შუა. იქნებ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწროთ, ისე ჩაგვიქრეს ანთებული თვალები. ბედნიერებას ხან რაღაც ძალიან დიდის, დიადის შეცნობა გვანიჭებს, ხან სულ პატარა, უმნიშვნელო, სხვა თვალისთვის შეუმჩნეველი წვრილმანი. ხანმოკლეა, მაგრამ ბევრია ეს წუთი ცხოვრებაში.და მეც, წუთისოფლის მგზავრი, ვაგროვებ ამ წუთებს, საგზლად რომ მეყოს იქამდე, საითაც მივემგზავრები." ეკლესიიდან გამოსულებმა, მეჯვარე გოგონას ძალიან ბევრი მადლობა გადაუხადეს დახმარებისთვის. ისიც ამბობდა, რომ სამადლობელი არაფერია,თუმცა ამაყობდა კიდეც მისი საქციელით, ასეთ სიყვარულს რომ მისცა თავისი წილი საზრდო. -სახელს არ გვეტყვი? -წარბები ააციმციმა თორნიკემ. -უკვე "ჩვენიანი" ხარ. -ნათია. -მხოლოდ ეს უთხრა ბიჭს და იქაურობა დატოვა. -არადა კარგი გოგო იყო. რატომ გაუშვი? -ტუჩები მობრიცა ნაინამ, თუმცა ამ საკითხზე მეტად აღარც ერთს გაუმახვილებია ყურადღება. ახლა უნდა ეზრუნათ იმაზე, თუ რას ეტყოდათ ვაჟა და ლილე, როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს მურთაზი და გრეტა, მერე ქორწილი და ა.შ. უამრავი თავის ტკივილი უნდა შეხვედროდათ ქორწილამდე, რომელიც ერთად უნდა მოეგვარებინათ. ნაინა იმდენად ნერვიულობდა, რომ კანკალმა აიტანა და წესიერად ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოახერხა. ბედნიერება ყოველთვის უნდა ვეძიოთ რომ მოვიპოვოთ, მაგრამ უპირველესად ბედნიერება საკუთარ გულში უნდა ვეძიოთ.თუ იქ არ არის არც არსად არ იქნება. უნდა შეგეძლოს ბედნიერების შეგრძნება და გულით ტარება..სრულფასოვანი ადამიანიც მაშინ ხარ, როცა ეს შეგიძლია.. ბედნიერებამ გადაწონა. არ აინტერესებდა ის, რომ მათი ნაადრევი გადაწყვეტილების გამო, შეიძლება პრობლემები შეხვედროდათ. არც ის, რომ ნერვიულობა ვერაფერს უშველიდა, მაგრამ მაინც ნერვიულობდა. უნდოდა ერთხელ მაინც ეგრძნო ბედნიერად თავი! რაც დედ-მამა დაკარგა, თითქმის ყველაფერზე მოუწია უარის თქმა. უნდოდა იმდენად ბედნიერი ყოფილიყო ამ დღეებში, რომ ცრემლებით აღენიშნა ეს. მართალია, ამ ადამიანთან არ შეუძლია უბედური იყოს, ან მოიწყინოს მაინც. როცა მის გვერდით არის, ბედნიერება თვითონ მოდის.. მას არ სჭირდება ძებნა, მოვა ხვიბლიანი? მოვა ბედნიერებაც. -არ ინერვიულო იცოდე, -საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია გოგონას ბერდიამ, როდესაც ნათლიის ჭიშკარს მიადგნენ. -როგორ არ ვინერვიულო? -ამოიბლუყუნა მან. -ჩვეულებრივად. მე ვარ შენ გვერდით და არ ინერვიულო. -წელზე მტკიცედ შემოჰხვია ხელი და სხეულზე აიკრა. ოთახში შევიდნენ თუ არა, გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა გოგონას. ახლა ნამდვილი შოკი მიიღო. გულთან ერთად მთელი სხეული აუბუგბუგდა და ცხელი სითხე გადმოეღვარა ზღვასავით ლურჯი თვალებიდან. -რატომ არ მითხარი, ყველაფერი მზად თუ იყო? -სუფრას და მომღიმარ გრეტასა და მურთაზს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი. -იქნებ უარს გეუბნებოდი? -ამჯერად მასზე ერთი თავით მაღალ მამაკაცს ახედა. -ხომ გითხარი, შენს პასუხს არ აქვს მნიშვნელობა-მეთქი, -თვალი ჩაუკრა და კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე. -ვაჟა და ლილე? -ირგვლივ მიმოიხედა , თუმცა სასურველი ადამიანები მაინც ვერ დაინახა. -ხვალ დილით ჩამოვლენ, -აცრემლებულმა უთხრა გრეტამ. -ჩაგაბარეთ შვილო, შენს პატრონს, აბა თქვენ იცით აწი... -ორივეს ერთად გადაეხვია მურთაზი. *** იყო ბედნიერება, იყო თეთრი კაბა... ,,მოიხვეჭე სიყვარული რათა მოიხვეჭო ამქვეყნად შესაძლებელი ბედნიერებაო“, წმ მამა ამბობდა.ამით ყველაფერია ნათქვამი. ამქვეყნიური ბედნიერების განსაზღვრება სიყვარულია. სიყვარულია ყველაფრის საწყისი და სიყვარული ხდის ადამიანს ადამიანურს. მეც მაქვს ჩემი წილი ბედნიერება. ბედნიერება, რომელიც მაძლევს ძალას ვიბრძოლო, მაძლევს ძალას მიყვარდეთ და თქვენი სიყვარული მაძლევს შანსს ბედნიერი ვიყო.. ____________ ესეც ჩვენი მოკლე და ლაკონური დასასრული. ასე ვუწოდებდი მე. არ მინდოდა შორს წავსულიყავი. მგონი, ეს ჩემი პირველი ისტორიაა, სადაც ქორწილები და ოჯახური მდგომარეობები არ აღმიწერია. მაპატიეთ, თუ იმედები გაგიცრუეთ. მიყვარხართ.. სექტემბრამდე ახალი ისტორია არ და ვერ იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.