შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "6"


28-07-2015, 22:15
ავტორი ჯია
ნანახია 4 939

ნენე დილიდან მზადებაში იყო, სანდრომ გააფრთხილა, რომ 7 საათისთვის წავიდოდნენ.
-შარვლის ჩაცმას აპირებ? -გაკვირვებულმა მიამ წამოყო თავი ბალიშიდან.
-ხო რა, არა? -ხელში აათამაშა კლასიკური შავი შარვალი ნენემ.
-რა თქმა უნდა, არა! რამე ტანზე მომდგარი კაბა ჩაიცვი, რომ შენს ლამაზ სხეულის ფორმებს ხაზი გაუსვა. -თვალი ჩაუკრა მიამ.
-იცი, სიმართლე გითხრა დღეს შენი მარტო დატოვება არ მინდა. ხომ არ გადავდო?
-გაგიჟდი? არც იფიქრო!
-ისედაც არ გიყვარს მარტო ყოფნა და დღეს ალბათ სულ გააფრენ.
-გაგიკვირდება და დღეს მართლა მირჩევნია მარტო დავფიქრდე ყველაფერზე. -გაუღიმა დაქალს მიამ, თუმცა თვალებზე ეტყობოდა რომ სულაც არ იყო ღიმილის ხასიათზე.
-როგორც შენ გინდა. -საწოლზე ჩამოუჯდა ნენე და ლოყაზე გემრიელად აკოცა მიას. -შევალ, ვიბანავებ.
ცოტახანში პირსახოცშემოხვეული დაბრუნდა აბაზანიდან და კაბების არჩევა დაიწყო. მიაც წამოხტა საწოლიდან, რომ მიხმარებოდა. ალბათ უკვე მეასე კაბას ისინჯავდა ნენე, როცა მიას სახე გაუნათდა!
-იდეალურია! მკერდიც ლამაზად გიჩანს და შენი ლამაზი უკანალიც კარგად არის გამოკვეთილი. -თვალი ჩაუკრა დაქალს.
-ძალიან გამომწვევი არ არის? -ეჭვნარევი ხმით იკითხა ნენემ.
-არა, დამაინტრიგებელია. - გაუღიმა მიამ და დაქალი კიდევ ერთხელ დაატრიალა შესათვალიერებლად. -მიდი ახლა მაკიაჟი გაიკეთე, თორემ ვეღარ მოასწრებ, 6 საათი სრულდება.


7 საათზე სანდრომ გააკითხა ნენეს და რესტორანში წავიდნენ.
-ულამაზესი ხარ. -გაუღიმა სანდრომ და მანქანის კარი გაუღო გოგონას.
-ძალიან დიდი მადლობა. -ესიამოვნა კომპლიმენტი და მანქანაში ღიმილით ჩაჯდა. -მთაწმინდაზე ავდივართ?
-ხო, რესტორან "ფუნიკულიორიდან" იდეალური ხედია. -გაუღიმა სანდრომ და გზას გახედა.
-არ ვარ ნამყოფი და აბა
ვნახოთ, როგორი გემოვნება გაქვს. -გამომცდელად გახედა გოგონამ და თვალი ჩაუკრა.
იმედები ნამდვილად არ გაუცრუვდა ნენეს, "ფუნიკულიორიდან" თბილისის ულამაზესი ხედი იშლებოდა.
-ღამით უფრო ლამაზია. -უთხრა სანდრომ, როდესაც მაგიდასთან დასხდნენ.
-წარმომიდგენია. -გაუღიმა ნენემ და მენიუს ჩახედა. მიმტანი მალევე მივიდა შეკვეთის ასაღებად.
-მარტინი? -კითხრა სანდრომ.
-არა, დღეს წითელ ღვინოს დავლევ.
სასმელთან ერთად მათთვის სასურველი კერძებიც შეუკვეთეს. მიმტანის წასვლის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა, არც ერთი არ იღებდა ხმას, სანდრო მოურიდებლად აკვირდებოდა ნენეს, გოგონა კი რამოდენიმეჯერ უხერხულად შეიშმუშნა.
-პირველად რომ დაგინახე... -დაიწყო სანდრომ, მაგრამ ისევ გაჩერდა. ცოტახნიანი პაუზის შემდეგ, გააგრძელა. -არ ვიცი როგორ გითხრა. პირველად ვარ მსგავს სიტუაციაში. -მხრები აიჩეჩა და უკვე მოტანილი სასმელი მოსვა.
-არასდროს გისაუბრია გოგოსთან? -გაეცინა ნენეს.
-არც ერთი არ მყვარებია. - სანდრომ მერე გაიაზრა ნერვიულობის ნიადაგზე რაც წამოცდა, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შეცვლიდა.
-გიყვარვარ? -ნენეს მომღიმარი სახე, გაოცებამ შეცვალა.
-მიყვარხარ! -დაუდასტურა სანდრომ, ნენეს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ისევ მან დაასწრო. -ვიცი, დაუჯერებელია. ცოტახნის წინ გაგიცანი, მაგრამ... როგორ აგიხსნა.. აი.. -დაიბლუკა, შესაფერისს სიტყვებს ვერ პოულობდა. -პირველი დღიდან, პირველი წამიდან შენი დანახვისას უმაძრაო ვხდები. მაშტერებ, მაბნევ. არ ვიცი, ვერ ვხსნი.
ნენეს სიამოვნებდა მამაკაცის ასეთი გულწრფელობა და სახეგაბადრული უსმენდა.
-არაფერში არ გაჩქარებ, ვიცი რომ არ გიყვარვარ. მაგრამ შანსს თუ მომცემ, შეგიყვარდები. -დაასრულა სანდრომ და ნერვიულობისგან გამშრალი პირი წითელი ღვინით გაისველა.
ნენე ხმას არ იღებდა, სანდროს უყურებდა და ღვინოს სვამდა.

ნენეს წასვლის შემდეგ მია ისევ საწოლში დაბრუნდა, საბაზე ფიქრობდა და ვერ გადაეწყვიტა შერიგებოდა თუ არა. რადგანაც ამდენს ფიქრობს და კატეგორიულ უარზე არ არის, ანუ გამოდის ისევ უყვარს. ალბათ გულის სიღრმეში უნდა, რომ შანსი მისცეს, მაგრამ ღალატისგან მიყენებულ ტკივილს ვერა და ვერ ივიწყებს. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა.
-მია, როგორ ხარ? -თბილად მოიკითხა საბამ.
-ნორმალურად, საბა, შენ?
-მეც.. მნახავ? სადმე გავისეირნოთ.
-კარგი. -დათანხმდა მია, რატომ თვითონაც არ იცის.
-1 საათში გამოგივლი. -გახარებულმა უთხრა და ტელეფონი დაკიდა.
მია ადგა და მოწესრიგება დაიწყო, 1 საათში უკვე მზად იყო, საბასაც არ დაუგვიანია. ჩასვლის წინ მიამ ბიჭებს გაუარა, კარები დანიმ გაუღო.
-დანი, ეს სახლის გასაღები გეგას მიეცი გთხოვ. ჩემ მოსვლამდე ნენე თუ მოვიდა მას მისცეს და უთხრას, რომ საბასთან ერთად წავიდათქო.
-კარგი. - დანიმ გასაღები გამოართვა და გაუღიმა. მიამ კიბეები ერთ ამოსუნთქვაში ჩაირბინა, გასვლის წინ ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და ნელა გავიდა სადარბაზოდან, მღელვარება რომ არ შეტყობოდა. საბა მანქანაზე მიყრდნობილი ელოდებოდა, გოგონას დანახვისას მისკენ წავიდა და თბილად გადაკოცნა.
-სად მივდივართ? -კითხა მიამ, ოდნავ დაძაბული იყო, რაც საბას არ გამოპარვია.
-სადაც შენ გაგეხარდება. -გაუღიმა საბამ.
-არ ვიცი სად გამეხარდება. -ბავშვურად მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-გინდა ჩვენს ადგილას წავიდეთ?
-კარგი. -გაუღიმა მიამ და მანქანაში ჩაჯდა.

დანიმ კარი დაკეტა, რატომღაც ხასიათი გაუფუჭდა და ვერ ხვდებოდა რატომ მოხვდა მიას საბასთან ერთად წასვლა ასე ცუდად გულზე. მისაღებში დაბრუნდა და გეგას მიას დანაბარები გადასცა.
-ზეგ ჩამოდის ნათია და ჩვენთან ერთად მომყავს, გთხოვ წესიერად მოექეცით. კარგი? -დივანზე დაჯდა და ძმაკაცს თხოვნით მიმართა.
-გიყვარს? - კითხა დაძაბულმა გეგამ.
-არ ვიცი. -მხრები აიჩეჩა დანიმ. -ალბათ კი, აბა ამდენი ხანი მასთან რა გამაჩერებდა? მე ვერ ვხვდები, შენ და სანდროს რატომ არ მოგწონთ.
-არ ვენდობით. მისი წარსულიდან გამომდინარე, ეტყობა რომ ფულზე დახამებული გოგოა.
-კარგი რა გეგა, ეგრე რომ იყოს შევამჩნევდი.
-არ ვიცი, ძმაო. მაინც გირჩევდი, რომ უფრო ყურადღებით იყო.
კიდევ დიდხანს ილაპარაკეს ნათიაზე, 11 საათისთვის კი კარის ხმამ გააწყვეტინათ საუბარი. ნენე და სანდრო გაბრწყინებული თვალებით შემოვიდნენ მისაღებში.
-ანათებთ, ჩიტებო. -გაეცინა დანის.
-აბა, ჩვენც გაგვახარეთ. -გაღიმებული მიაჩერდა გეგა ახალშემდგარ წყვილს.
-ჩვენ ერთად ვართ. -გაიღიმა სანდრომაც და ნენეს ხელი გადახვია.
-ხოდა ეგ ამბავი უნდა ავღნიშნოთ. -წამოხტა გეგა და ხელები შემოარტყა ერთმანეთს.
-ჩემი დაქალი ხომ არ იცით სად არის? -იკითხა ნენემ.
-საბასთან ერთად წავიდა, გასაღები დაგიტოვა. - უცებ მოიღუშა დანი და გასაღებისკენ მიუთითა.
-ნამდვილად საბასთან? -გაიკვირვა ნენემ.
-ხო, ეგრე მითხრა. - დაუდასტურა დანიმ.
-ვინ არის საბა? -იკითხა გეგამ.
-შენი ჩამოსვლის დღეს შეხვდა და ისე მოიწყინა, სახლში იტირა კიდეც. -გაიხსენა სანდრომ და ნენეს გახედა.
-მისი ყოფილი შეყვარებულია, გუშინ შერიგება თხოვა და ალბათ დღეს დათანხმდა მიაც. -აუხსნა ბიჭებს სიტუაცია, დანის მოღუშული სახე კიდევ უფრო მოიღუშა და ეს ნენეს არ გამოპარვია.
-ანუ ორი ამბავი გვქონია ასაღნიშნი. -გაიღიმა სანდრომ და გეგას გახედა. -ჩახვალ მაღაზიაში? სახლში დავლიოთ.
-კი ჩავალ, მაგრამ მიას არ ველოდებით?
-არა, მივწერ რომ მალე შემოგვიერთდეს. -გაუღიმა ნენემ და ტელეფონი მოიმარჯვა.
-უთხარი საბაც წამოიყვანოს, ჩვენც ხომ უნდა ვიცნობდეთ წესიერად? -უთხრა სანდრომ.
- კარგი.. მე სახლში გადავალ, გამოვიცვლი და მოვალ. -ტუჩზე მოწყვეტით აკოცა სანდროს და სახლი დატოვა.

"კუსი, მე და სანდრო ერთად ვართ, გვიან მოგიყვები ყველაფერს. მანამდე კი ბიჭებთან ავღნიშნავთ ჩვენს ამბავს.. მალე მოდი რა.. საბას თუ შეურიგდი წამოიყვანე, ბიჭებს გაცნობა უნდათ." -ნენესგან მოსული სმს გახსნა მიამ და ღიმილით ჩაიკითხა.
-რა ხდება? -ინტერესით კითხა საბამ.
-ნენე და სანდრო დაწყვილდნენ. -გაუღიმა მიამ და თბილისის ანძას გახედა. ძალიან ლამაზია ღამით თბილისი, თან მათი ადგილიდან განსაკუთრებით ლამაზად მოჩანს. 5წლის წინ მიამ მიაგნო კუს ტბაზე ერთ კიდევ უფრო მაღალ ადგილს, სადაც ხალხი საერთოდ არ დადის. მეორე დღესვე აიყვანა საბა იმ ადგილას, დღეიდან ეს ჩვენი "ციდან 3 მეტრზეაო". იმის შემდეგ ხშირად ადიოდნენ ხოლმე, პლედს აიტანდნენ და მთელი ღამე ვარსკვლავებს უყურებდნენ. რამოდენიმეჯერ ვნებიანი ღამეც გაუტარებიათ ამ ლამაზ გარემოში.
-სანდრო ის ტიპია სუპერმარკეტთან რომ გავიცანი?
მიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-კარგი ბიჭი ჩანს. სად გაიცანი?
-ჩემი მეზობლები არიან და ძალიან დავმეგობრდით.
-რამდენი სიახლე გამოვტოვე შენს ცხოვრებაში.. -ამოიხვნეშა საბამ და მიას გახედა. მია კი ისევ ანძას აკვირდებოდა, თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდაო, არადა საბას სიახლოვეს რომ გრძნობდა დაძაბული იჯდა და ცდილობდა არ შეემჩნია.
-გახსოვს? - კითხა საბამ და მიასკენ ახლოს ჩაიწია.
-მახსოვს. -ჩაილაპარაკა მიამ ისე რომ არც გაუხედავს. რა თქმა უნდა, რაზეც ეკითხებოდა. მათი პირველი ღამეც ხომ აქ შედგა, ან რა კითხვა იყო საერთოდ, როგორ შეიძლევა ასეთი მნიშვნელოვანი დღე დაავიწყდეს ადამიანს?
საბამ კიდევ უფრო ახლოს მიიწია და მიას სახე ხელებში მოიქცია, ნელა დაიხარა და ბაგეებზე დაეწაფა. მიას საშინლად ესიამოვნა, მაგრამ მალევე დაიხსნა მისგან თავი.
-საბა, დრო მჭირდება.
-რამდენიც გაგეხარდება. -გაუღიმაბიჭმა და შუბლზე აკოცა.
-სახლში წამოყვანე, კარგი?
-კარგი. -გოგონას წამოდგომაში დაეხმარა საბა და ნელ-ნელა კუს ტბისკენ დაუყვნენ.



№1  offline წევრი saliii

კარგი იყო მაგრამ პატარა იყო

 


№2  offline მოდერი ჯია

saliii
კარგი იყო მაგრამ პატარა იყო

ხვალ შედარებით დიდს დავდებ ❤️

 


№3  offline წევრი მარიამი ))

ჯია, ძალიან მომეწონა, აი ძალიან, მალე დაგვიდე რაა love მე პიურადად კმაყოფილი ვარ კარგ თავებს დებ. fellow

 


№4  offline მოდერი ჯია

მარიამი ))
ჯია, ძალიან მომეწონა, აი ძალიან, მალე დაგვიდე რაა love მე პიურადად კმაყოფილი ვარ კარგ თავებს დებ. fellow


მარიამ, ძალიან დიდი მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent