აკრძალული თამაშები [4]
აკრძალული თამაშები [4] თურმე დანიელი პირველი არაა, ვისაც ჯანდაცვის მინისტრმა მსგავსი რაღაცეები დაუპირა... რასერჩის ეს კაცი ამ ქირურგებს ვერ გაუგია... დანიელი მეხუთე ქირურგია,რომელსაც უსაფუძვლოს უჩივის... დიახ! სიასაც ამოიღებს ამ ექიმებისას და ყველაფერს , რაიცი რა დასჭირდეს სასამართლოზე... სამუშაო საათები დაუმთავრდა...რამდენიმე პაციენტს მოინახულებს და ეგაა... თავისუფალია... დღეს არცისე გადატვირთული დღე აქვს,მშვენიერია! პაციენტები მოინახულა და საავადმყოფო დატოვა...ახლა მუხლამდე შავი მანტოთი და თავისი ჩვეული დინჯი სიარულით საყვარელი რესტორნისაკენ მიიწევს..მთაწმინდაზე.მართალია ცოტა ცივა.. და თითები დაუწითლა სიცივემ,მაგრამ არაფერია..მალე მივა და გათბება... თოვლი არმოსულა,მაგრამ ძალიან ყინავს...რესტორანში მისულმა ტრადიციულად შეუკვეთა ცეზარი და ბროწეულის წვენი ... ეს ბოლო ხანებია თავს უჩვეულოდ მარტო გრძნობს... უკვე 30 წლისაა.. მობეზრდა ამდენი უაზრო ურთიერთობები.. ხომ დგება ცხოვრებაში მომენტები,როცა გინდა უბრალოდ სახლში მისულს სითბო გხვდებოდეს..ოჯახი... შვილები...გბეზრდება მხოლოდ პარტნიორებთან სექსი და კარიერა.. მეგობრები...საავადმყოფო.. ერთი შეხედვით სავსე ,მაგრამ ცარიელი ცხოვრება... -რაებზე ვფიქრობ! სიცილით წარმოთქვა ხმამაღლა და საკუთარ ფიქრებზე გაეღიმა... მოიცადეთ.. მგონი მოეჩვენა... ეს..ის პაციენტი,, ლილე გუგავაა?! ოდნავ მოშორებით ,მაგიდაზე?! აქ რაუნდა.. სულ ახლახანს მოვიდა გონს,საავადმყოფოში უნდა იწვეს და ისვენებდეს..ის კი ნაცრისფერ მანტოში გამოწყობილი შემოსკუპებულა და აშკარად გემრიელად შეექცევა რაღაცას... თვალებს ვერ უჯერებს.. უნდა მივიდეს და ნახოს...თანხა დატოვა და სწრაფად წამოდგა მაგიდიდან... გაკვირვებული სახით მიუახლოვდა პაციენტის მაგიდას და მოურიდებლად ჩამოუჯდა წინ... -უკაც.... ტელეფონში იქექებოდა ,მაგრამ თავი რომ აწია სიტყვიდ დასრულება ვერ მოახერხა.. -დანიელ... კიარადა ექიმო...ალუღლუღდა და სიცივისაგან აწითლებული ლოყები კოდევ უფრო აუწითლდა... ფორთოხლის წვენი მაგიდაზე დადგა და დამნაშავე მზერა გაუსწორა დანიელს... - კი... ნამდვილად ექიმი ბერიძე ვარ.. ირონიულად ჩაილაპარაკა დანიელმა და გოგონას კითხვის ნიშნით სავსე თვალები გაუსწორა... - აბა ...გისმენთ პაციენტო გუგავა.. სიცილით თქვა და გოგონას ფორთოხლის წვენი ერთ მოყუდებაში გამოცალა.. - გამოვიპარე... საავადმყოფოდან...ძლივს ამოთქვა ორი სიტყვა და მზერა თბილისის ხედზე გადაიტანა,რომელიც ასე ლამაზად მოჩანდა მთაწმინდიდან... - მაგას მივხვდი როგორღაც... თქვა და გათბობისაგან შეწუხებულმა მანტო შეიხსნა -მიზეზი მაინტერესებს,თქვენი ღრმად "ბრძნული" გადაწყვეტილების...გაბრაზებულმა დააყოლა და თითები ერთმანეთში ახლართა - მე.. უბრალოდ.. ხშირად არმიშვებენ გარეთ დაცვის გარეშე.. შეყვარებული უნდა ვნახო .. და ვიფიქრე.. ანერვიულებული ლაპარაკობდა და აქეთ იქით აცეცებდა თვალებს - ახლა გასაგებია... შენნაირი "ჭკვიანი" გიპოვია ვიღაცა... ასეთ მდგომარეობაში გარეთ გამოსვლა რომ გთხოვა... სიცილით გადააქნია თავი და ისევ გოგონას გაუსწორა მზერა... -მგონი ზედმეტი მოგდით! გაბრაზებულმა შეჭმუხნა შუბლი და მთელი ძალა დააყოლა ამ სიტყვებს -ზედმეტი მე კი არა შენ მოგდის! მამიკოს პატარა გათამამებულ გოგოს გგონია ყველაფრის უფლება გაქვს! მაგრამ ცდები! ჩემი საავადმყოფოს პაციენტი ხარ და მე ვაგებ შენზე პასუხს.რასფიქრობდი გზაში რამდენიმე წუთის დადებული ჭრილობა რომ გახსნილიყო?! ატან საერთოდ მაგ მოკლე ტვინს ძალას?! შენსგამო ისედაც სასამართლოში გავყავი თავი! კიდე დამატება მინდა რამის შენი ჭკუამოკლეობის გამო?! ძლივს თოკავდა თავს,რომ მკაცრი ,მაგრამ ხმადაბალი ტონი შეენარჩუნებინა.. მიხვდა ცოტა ზედმეტი რომ მოუვიდა..ისეთი დაფეთებული თვაკებით უყურებდა გოგონა.. ეგონა სადაცაა ატირდებოდა.. -ამპარტავანი და ნერვოზიანი,ხეპრე ექიმი! აი ვინხართ! გაბრაზებულმა გამოსცრა გოგონამ აკანკალებული ხმით და სწრაფად წამოიჭრა ფეხზე...რესტორანი დატოვა. ფეხით გაუყვა ბორდოიულს გაჩერებისაკენ... დანიელი რესტორნის ეზოში დაყენებულ მანქანაში ჩაჯდა და გოგონას მიმართულებით გაუყვა გზას... ნელა მიდიოდა.. გოგონას გვერდით,მანქანით. -ჩაჯექი..უთხრა შედარებით რბილი ტონით და ქვემოდან ამოჰხედა ქერას... - არმინდა!. მკვახედ მიუგო გოგონამ და ქუსლების კაკუნით გააგრძელა გზა -პაციენტო გუგავა! დაჯექი! ოდნავ მკაცრად,მაგრამ იუმორით უთხრა დანიელმა გოგონა ჯერ ტელეფონში კითხულობდა ეს ემ ესს.. მერე ღრმად ამოისუნთქა,ტელეფონი დაბლოკა და მეორე მხრიდან მოუარა მანქანას.. დანიელმა გამარჯვებული ღიმიკით გადახედა გოგონას,რომელიც ღვედს იკრავდა,კიარადა შესაკრავად ეჯაჯგურებოდა.ბოლოს როგორც იქნა ხმაურით მოათავსა თავის ადგილას და წინ გაიხედა გზისკენ -იკა შეხვედრაზე გაიქცა და ვერმოვიდა... ამიტომ გამოგყევი.. ვერ მომაკითხავდა. -იკა?! ეს შენი ღრმად უტვინო შეყვარებული?! სრული "სერიოზულობით" ჰკითხა დანიელმა და შუქნიშანზე გააჩერა -ჩემი შეყვარებული სულაც არაა უტვინო.. არც თქვენსავით უტაქტო.. სარკასტული ღიმილით ჩაილაპარაკა,ცხვირი აიბზუა და გვერძე გაიხედა... -უტაქტო.. სიცილით ჩაილაპარაკა დანიელმა და მანქანა დაძრა,როცა მწვანე აირთო -მამიკომ არგასწავლა უფროსებს როგორ უნდა ელაპარაკო? გვერდულად გადმოჰხედა და "აღშფოთებულმა" აწკიპა წარბები.. გოგონამ უბრალოდ სიცილოთ გააქნია თავი და ფანჯარაში გაიხედა...საავადმყოფოში მიიყვანა და თავის ადგილზე დააბრუნა გოგონა.. -ღამემშვიდობის! ღიმილით მიაძახა პაციენტს და კარი გამოხურა.. კაბინეტში აბრუნებულს 2 პოლიციელი დახვდა -დაკავებული ხართ! სულერთია ტონით ჩაილაპარაკა ღიპიანმა კაცმა და ერთ ადგილზე გაშეშებულ დანიელს ბორკილები სწრაფად მოარგო.. ------ ბავშვებო ვიცი რომ დავიგვიანე,მაგრამ სოფელში ვიყავი და ინტერნეტი არმქონდა რომ ამეტვირთა ბოდიშით არდაიზაროთ კომენტარები ჩემთვის დიდი სტიმულია..გავაგრძელო? კითხულობთ ვინმე? მგონი არა :/ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.