შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "7"


29-07-2015, 21:59
ავტორი ჯია
ნანახია 4 888

-ხვალ მნახავ? -მიას სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა საბამ და გოგონას გადახედა.
-ჩემებთან ვაპირებ წასვლას, თუ გინდა წამოდი.
-მომენატრა ლიკა. -გაეცინა საბას. -რომელზე გამოგიარო?
-12ზე. -გაუღიმა მიამ და მანქანიდან გადავიდა. -დროებით.
პირდაპირ ბიჭებთან მივიდა, სახლის გასაღები ისედაც არ ქონდა. მეგობრები თბილად მოიკითხა და სუფრას შეუერთდა.
-საბა სად არის? - იკითხა ნენემ.
-არ შევრიგებულვართ.. ჯერ. -გაუღიმა დაქალს და სუფრას გადახედა. -მგელივით მშია.
-რა იყო საჭმელი არ გაჭამა? -გაეცინა ნენეს.
-არა, ჩვენს ადგილას ვიყავით და არ გვეგონა ამდენ ხანს თუ გავჩერდებოდით. -აუხსნა მიამ და ხაჭაპურის ნაჭერი თეფშზე გადაიდო.
-ოხ, ეს თქვენი გასაიდუმლოებული ადგილები რა. -გაეცინა ნენეს და თავი სანდროს მხარზე დაადო.
დაქალების დიალოგი საშინლად არ ესიამოვნა დანიელს, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა არაფერი შეემჩნია.
-ხომ დალევ? -აღარ დააცადა მიას რამის თქმა და თემის შეცვლაც სცადა.
-დიდი ხანია არ დამილევია, მაგრამ დღეს ისეთი მიზეზი გვაქვს, დავლევ. -გაუღიმა მიამ დანის და შემდეგ ბედნიერ წყვილს გახედა.
-უნდა დაგვეწიო. -გაუღიმა გეგამ და ჭიქა გაუვსო.
მხიარული საღამო გამოუვიდათ, ერთმანეთის ბავშვობის ამბებს იხსენებდნენ და ბევრს იცინოდნენ. ეს ჟრიამული ცოტახნით მიას ტელეფონდა შეაწყვეტინათ.
-ხო დე?
-საერთოდ არ მოგენატრეთ ხომ? ერთს არ დარეკავ!
-თქვენ ერთადერთი შვილი სახლიდან გამოაგდეთ და ახლა დარეკვაზეც აღარ შეიწუხოთ თავი. -გაეცინა მიას.
-ნუ გაქვს ცუდი ენა მეთქი! -შეუბღვირა ლიკამ.
-ხვალ მე და საბა ვაპირებთ მოგინახულოთ.
-შენ და საბაა? -სიხარულისგან შეკივლა ქალმა.
-შენ მგონი საბას მოსვლა უფრო გაგეხარდა ხო? -გაეცინა მიას.
დანიელმა ამას ვეღარ გაუძლო და გიჟივით გავარდა აივანზე, ძმაკაცებმა გაკვირვებულებმა გააყოლეს თვალი. მია ისე იყო დედასთან საუბარში გართული, საერთოდ არ შეუმჩნევია. აი ნენეს კი რას გამოაპარებ? იმ წამსვე მიხვდა დანიელის საქციელის მიზეზს.
-ახლავე მოვალ. -გააფრთხილა სანდრო და უკან გაყვა დანიელს.
დანი აივნის მოაჯირს ეყრდნობოდა იდაყვებით და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა. ეჭვიანი აშკარად არ არის და ამ საბას ხსენებაზე რა ემართებოდა? ან მიასთან რა ქონდა საეჭვიანო? აგიჟებდა ეს გრძნობა და აგიჟებდა ეს საკუთარ თავში გაურკვევლობა.
-ერთი ღერი მეც მომეცი. -გვერდით ამოუდგა ნენე და იგივე პოზაში დადგა, როგორც დანი.
-ეწევი? -გაკვირვებულმა გაუწოდა სიგარეტი გოგონას.
-ხანდახან. -გაეცინა ნენეს და სიგარეტს მოუკიდა. -ეჭვიანობ? -ცოტახნიანი დუმილის შემდეგ კითხა დანის და გამომცდელად გახედა.
-რას გულისხმობ? -ვითომ ვერ მიუხვდა მამაკაცი კითხვას და გაოცებული სახე მიიღო.
-იმას, რომ მია მოგწონს. - არ დაუმალა ეჭვები ნენემ.
-რა სისულელეა, არ მომწონს. საიდან მოიტანე? თან შეყვარებული მყავს. -თავი იმართლა დანიმ.
-მე რასაც ვხედავ იმას გეუბნები. -გაუღიმა ნენემ. -თუ მართლა მოგწონს, სანამ დროა რამე გააკეთე.
-არ მომწონს. - რატომ დაუმალა ნენეს არ იცის, მაგრამ ჯერ თავის თავსაც არ უტყდება და ნენესთვის როგორ ეთქვა?
-ხომ მშვიდობა გაქვთ? -აივანზე სანდრო გამოვიდა და შეყვარებულს ხელი გადახვია.
-კი. -გაუღიმა ნენემ.
-არ შემოდიხართ?
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ორივემ და სახლში შებრუნდნენ.
მია და გეგა რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.
-ჩვენც გაგვაცინეთ. -ღიმილით მიუჯდა მაგიდას ნენე.
-დანიელის პირველ სიყვარულზე ვუყვებოდი.
-პირველ კლასში რომ უყვარდა? -გაეცინა სანდროსაც.
-ხო.
-მსგავსი ისტორიები შენზე უფრო ბევრი მაქვს მოსაყოლი. -შეუბღვირა ძმაკაცს დანიელმა.
-შენ რა გჭირს დღეს მთელი დღეა? ხან კარგ ხასიათზე ხარ, ხან საშინელზე.
-არაფერი. -მოუჭრა მოკლედ და არყით სავსე ჭიქა ერთ ყლუპში გადაუშვა ყელში.
-მთისთვის მზადება როდის დავიწყოთ? -დაინტერესდა ნენე. -ან სად ვაპირებთ წასვლას ეგ მაინც ვიცით?
-ყაზბეგში წავიდეთ.
-გავიყინებით! -წამოიძახა მიამ.
-თბილად ჩაიცმევ. -თვალი ჩაუკრა დანიმ.
-ხანდახან შენი მოგუდვა მინდა. -ხელები სასაცილოდ დაკლაკნა მიამ.
-მოკლედ გადაწყდა, პარასკევს ყაზბეგში მივდივართ. - ყმაყოფილი სახით თქვა გეგამ და მეგობრებს თვალი შეავლო.
-გეგას უკვე ვუთხარი და თქვენც მინდა იცოდეთ, რომ ნათიაც მოდის. -გაიღიმა და მიას გახედა მისი რეაქცია აინტერესებდა.
-როგორც იქნა, გავიცნობთ. -გაეხარდა მიას, რასაც დანის იმედგაცრუება მოყვა.
-ყველა წყვილებით იქნებით რა.. -წაიწუწუნა გეგამ.
-მე არ ვიქნები. -ხელი აწია მიამ.
-საბას არ ეუბნები? -გაუკვირდა გეგას.
-არ ვიცი, ვუთხრა? - მხრები აიჩეჩა მიამ.
-კი წამოვიდეს, ახლოს გავიცნოთ. ხომ უნდა ვიცოდეთ ვის ვაბარებთ ჩვენს გოგოს? -მხრებში გაიმართა სანდრო.
-9 წელი დაგაგვიანდათ. -გაეცინა მიას.
-9 წელი? -გაიკვირვებულმა კითხა სანდრომ.
-ხო რა იყო? -ვერ მიუხვდა სანდროს გაკვირვებას.
-9 წელი, რომ ერთად ხართ, რა მიზეზით უნდა დაშორდნენ არ ვიცი.
-8 წელი ვიყავით ერთად და 1 წელია დაშორებულები ვართ. -შეუსწორა მიამ. - მიზეზს რაც შეეხება, არსებობს საქციელები რაც მრავალ წლიან ურთიერთიერთობასაც ანგრევს. -უცებ სახეზე ტკივილი გამოესახა მიას. დანიელმა შეამჩნია თვალებზე მომდგარი ცრემლები და გულში რაღაც ჩაწყდა. -მე წავალ, უნდა დავიძინო, ხვალ ადრე ვარ ასადგომი.
ნენეს გასაღები გამოართვა, მეგობრების ბევრი თხოვნის მიუხედავად მაინც აღარ დარჩა და სახლში გადავიდა. ნენეც მიყვებოდა, მაგრამ მიამ კარს ღიას დავტოვებ და როცა მოგინდება მაშინ გადმოდიო.

ტანსაცმელი პირდაპირ საწოლთან დაყარა და ეგრევე საწოლში შეწვა. ალკოჰოლმა უფრო გაუმძაფრა გრძნობები და ატირდა. მთელი გულით უნდა, რომ აპატიოს საბას, მაგრამ არაფერი გამოდის. ზედმეტად ღრმა ჭრილობები მიაყენა ბიჭმა... იქნებ მასთან ურთიერთობის აღდგენით გამოვიდეს რამე, ამიტომაც არ ეუბნება უარს საბას ნახვაზე. კარის ხმა გაიგონა, ალბათ ნენე მოვიდა, ცრემლები მოიწმინდა და ფეხზე ადგა, შორტები ამოიცვა და მისაღებში გავიდა.
-დანი? -დივანზე მჯდომ ბიჭს შეხედა გაოცებულმა და წინ დაუდგა.
-ნენე სანდრომ არ გამოუშვა, მე კიდევ შემოვედი, რომ გამეფრთხილებინე კარი დაკეტეთქო. -უხსნიდა დანი, თან ეტყობოდა, რომ ძალიან ნასვამი იყო. -ახლა კი წავალ. -ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.
-ასეთი მთვრალი არსადაც არ წახვალ, აქ დარჩი!
-არა, არ მინდა შეგაწუხო.
-არ შემაწუხებ. ყავას მოგიდუღებ, ცოტას გამოფხიზლდები.
მია ყავას ადუღებდა, დანი ბარის მაგიდასთან ძლივს რომ მიბუნცულდა.
-ყოფილიყავი, იქ მოგიტანდი.
-ტიროდი? -ჩაწითლებულ თვალებს შეხედა ბიჭმა და მიას ნათქვამი წაუყრუა.
-არა.
-უკვე მეორედ გხედავ მაგ ბიჭის გამო ატირებულს. - სიმთვრალემ გაათამამა დანი და საბაზე წამოიწყო ლაპარაკი.
-არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. -მოუჭრა მიამ და ყავა წინ დაუდო. -დალიე, მე საბანს და ბალიშს გამოგიტან. -უთხრა და საძინებელში გავიდა.

მეორე დღეს მიას და საბას ვიზიტმა ლიკასთან ჩვეულებრივად ჩაიარა, განსაკუთრებული არაფერი მხდარა. სახლთან რომ მიიყვანა საბამ, მიამ საკუთარ თავთან ბევრი ყოყმანის შემდეგ მაინც შესთავაზა ყაზბეგში წამოსვლა, ბიჭიც სიხარულით დათანხმდა.


--------------
გადაკითხვას ვეღარ ვახერხებ და შეცდომები თუ გამეპარა, დიდი ბოდიში.
მადლობა, რომ კითხულობთ! გკოცნით..



№1  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
აუუუუუიიიფ ჯიაააა რაააა რა გავაკეთო რაღაც ძაან არ მეპიტნავება ეს საბა რააა შემომაკვდება უუიუფ :/


მე ნათიაც არ მიყვარს ;| :დდ

 


№2  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
Kargi ra jiaaa sad xar amdeni xaniii? >_<

არ ვიყავი თბილისში, დღეს დავდებ აუცილებლად ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent