მილანიდან ისევ თბილისში [7]
მთელი საღამო მოღუშული იჯდა და სხვის მხიარულ სახეებს უყურებდა. რამდენჯერმე კითხეს ბიჭებმა რა გჭირსო, მაგრამ მხოლოდ თავის ტკივილს იმიზეზებდა. წითელი ღვინო და სიგარეტი ხელიდან არ გაუგდია, თითქოს კიტას ჯინაზე ეწეოდა, გეგონება ხედავდა, ღვინოში კი თავისი დარდის ჩახშობას ცდილობდა. თერთმეტი საათი იყო ხელჩანთაში სიგარეტი და ტელეფონი, რომ ჩადო და დარბაზი ისე დატოვა არავინ გაუფრთხილებია. ჰაერი ღრმად შეისუნქა და ისევ სიგარეტი ამოიღო. მიუხედავად იმისა რომ აგვისტო იყო რატომღაც ანამარიას შესცივდა, ეს ალბათ ალკოჰოლისგან. მარტო იდგა სიბნელეში და ეწეოდა, ხელის მუჭით კი წამოსული ცრემლების დაფარვას ცდილობდა. მოულოდნელად მხრებზე და მუცელზე შემოხვეული ხელები იგრძნო და გათბა, თავი არ მიუტრიალებია იცოდა ვინც იყო, მაშინვე იგრძნო მისი სუნი. კიტამ თავი მის მხარსა და ყელს შუა ჩარგო და დაიჩურჩულა ერთი სიტყვა, რომლის გაგონებაზეც ანამარიას დააჟრიალა: -მომენატრე. -გეტყობა როგორც, ერთი არ მოგიკითხივარ, ნახვაზე ხო ლალარაკი აღარაა. -ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჭკუა გესწავლა და შემდეგში სისულელეები აღარ იბოდიალო. მე სულ შენ გვერდით ვიყავი უბრალოდ შენ ვერ მხედავდი. უცებ მოიშორა ანამარიამ ბიჭის ხელები, მოტრიალდა და თვალი თვალში გაუსწორა -ბოროტი ხარ!-ჩაილაპარაკა ბავშურად -შენ კი სულელი, ანუშკი.-ანუშკიზე გული გაუთბა და მისდაუნებურად გაეღიმა. კიტამ კოსტუმი გაიხადა და ანანარიას მოახურა, მერე ხელი მოჰხვია მხრებზე და თავზე აკოცა. -სად მივდივართ? -იკითხა ანამ როდესაც კიტამ მანქანასთან მიიყვანა და კარი გაუღო. -რა სულსწრაფი ხარ, რომ მივალთ ნახავ! მანქანაში ჩაჯდა გოგონა, კკტამ კარი მიუხურა და მანქანას მოუარა, თვითონაც ჩაჯდა და მანქანა დაქოქა, ანანარიამ მაშინვე სასურველი სიმღერის ძებნა დაიწყო, მერე ხმას აუწია და მანქანის სავარძელს მიეყრდნო. კიტამ თავისი მარჯვენა ხელი ანას მარცხენაში ახლართა და თავის ტუჩებთან მიიტანა, რამდენჯერმე ხელზე აკოცა და მერე მაგრად მოუჭირა. როდესაც ანა მიხვდა, რომ მთაწმინდის გზაზე იყვნენ ფანჯრები ჩამოაწევინა კიტას და ჰაერი ღრმად შეისუნქა, მერე ხელის ერთი მოძრაობით წვალებით აწეული თმა გაიშალა, ქარმა მაშინვე აუწეწა, ამან გაახალისა და კისკისი ატეხა,მის სიცილზე კიტას გაეღიმა. მანქანა სადგომზე გააჩერა, მანქანიდან გადმოვიდა და კარი გაუღო ანას. მერე ხელი მოჰხვია და ასე ჩახუტებულები აუყვნწნ პარკის კიბეებს. რესტორნის მეორე სართულზე აიყვანა და გარეთ გავიდნენ. ორკაციანი მაგიდა იპოვე თბილისუს ხედით და ანამარიას სკამი გამოუწია, შემდეგ მის პირდაპირ დაიკავა ადგილი. ოფიციანტი მიუახლოვდა მათ მაგიდას: -შეუკვეთავთ? -დიახ,მე წითელი ღვინო და.. -მგონი დღეს საკმარისად დალიე..-ესიამოვნა მისი ყურადღება- მოდი ნამცხრების ასორტი მოგვიტანეთ და ჩაი თუ ყავა? -კიტამ მზერა ოფიციანტიდან ანამარიაზე გადაჯტანა. -ერთი ლატე-გაუღიმა ანამ ოფიციანტს -მე ამერიკანო.-ოფიციანტმა ჩაიწერა შეუკვეთა და მოშორდა მათ მაგიდას. კიტამ ანამარიას ხელები თავისაში მოიქცია თითებით მოიქცია -როგორი ნაზი და ფუმფულა ხელები გაქვს. -ფუმფულა რატომ? -გაიკვირვა ანამ, კიტას გაეცინა. -მომიყევი რა შენზე-თხოვა ბიჭმა. -სახლში მე, დედა და ჩემი ექვსი წლის და ვცხოვრობთ. მამა ოთხი წლის წინ გარდამეცვალა, ავარიით. მაშინ საშინწლი დეპრესია მქონდა, ბავშვები რომ არა, არ ვიცი ახლა სად ვიქნებოდი. მამა ჩემთვის პირველრიგში მეგობარი იყო, ყველაფერს ვუყვებოდი...-ვერ იტანს ხალხში ტირილს, ახლაც წამოსული ცრემლები მუჭით მოიწმინდა და სიგარეტი ამოიღო, კიტას არაფერი უთქვამს იცოდა უჭირდა ამ თემაზე საუბარი. -მამაჩემი ადვოკატი იყო და მისგან დატოვებული ქონებით ვცხოვრობთ დღემდეც, მაგრამ დედაჩემიც მუშაობს, სალონი გახსნა ერთი წლის წინ და საკმაოდ კარგადაა მისი საქმე. ჩემი ტასო მომავალ წელს სკოლაში მიდის.-ღიმილით გაიხსენა და. -ნეტა მამაშენი რას იტყოდა სასიძოზე? მგონი მოვეწონებოდი არა?! -სასიძო? -ანამარიას სიციკი აურტყდა-მგონი ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია. -ამას დრო გვიჩვენებს. -სწორედ ამ დროს მოიტანეს მათი შეკვეთა. ანამარიამ მაშინვე გადაიღო შოკოლადის ნამცხვარი და მოიჭრა და პირში გაიქანა. -ახლა შენზე მომიყევი. -მე მყავს ჩემზე 10წლით უმცროსი ძმა, საბა. მამაჩემი, გიორგი, ბიზნესმენია დედაჩემი, ლილი არქიტექტორი. თექვსმეტი წლის ვიყავი როდესაც ყველაზე ახლო მეგობარი დავკარგე მეც, ბაბუაჩემი. მეც მართლა გამიჭირდა მის გარეშე, მაგრან რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ვიცი რო ის მიყურებს და ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემი იამაყოს. - ანამარიას გაეღინა მის ნათქვამზე და ხელი ხელზე დაადო. -პირი გაქვს დასვრილი-სიცილით უთხრა კიტამ. -მართლა? სად? -შერცხვა ანას. -აი აქ, ხელი ტუჩის გვერდზე მიადო და მოწმინდა, ანას ჟრუანტელმა დაუარა და ლოყა გაუსვა მისი ხელის გულს, თან თვალები მინაბა. დაახლოებით ერთი საათი ესე ისხდნენ, მერე ანამ გამოიჩინა ინიციატივა გავისეირნოთო და ოარკში გადაინაცვლეს. -რა ცუდია, რომ ატრაქციონები დაკეტილია- მოღუშულმა თქვა ანა. -დაჯდებოდი ღია რომ იყოს? -რა თქმა უნდა. -წამოდი-ხელი ჩაკიდა კიტამ და ერთ-ერთ ატრაქციონთან მიიყვანა.-მიდი, მიდი დაჯექი... ანა ნელნელა მიუახლოვდა ატრაქციონს და ადგილი დაიკავა. უცებ შუქი აინთო და ატრაქციონმა ტრიალი დაიწყო. მასთან ერთად ანამარიამაც დაიწყო სიცილი, მისი ბედნიერება კიტასაც აბედნიერებდა, მაგრამ უცებ რაღაც ხმა შემოესმა. უკან მიიხედა და მსუქანი, დაბალი კაცი დაინახა დაცვის ფორმაში, ხელში ფანრით. -ანამარია, მალე წამოდი, თორე დაგვიჭერენ! ანამაც დატოვა ატრაქციონი, მაგრამ სიცილს არ წყვეტდა. კიტამ ხელი მოკიდა და გაიქცა, ანამარიაც იძულებული გახდა აეჩქარებინა. პარკის ბოლომდე თითქმის ბოლომდე გავიდნენ სირბილით, გზაში ბალახზე გადავიდნენ, ისე რო ვერც მიხვდნენ, მოსარწყავი საშუალება იყო ჩართული და სულ გაიწუწნენ. ბოლოს ისევ ანამარია გაჩერდა -არა, ვსიო აღარ შემილია! ამ კაბაში, ქუსლებზე და სველმა ამდენი რომ ვირბინე მადლობა მითხარი. -თან ასფალზე დაჯდა. -რას შვები ანუშკი, გაცივდები! ადექი მალე... -ოოო კაი რა-ხელი აუქნია პარტნიორს. კიტამაც მაშინვე ხელები ფეხებქვეშ და წელზე შემოხვია და ჰაერში ააფრიალა. -კიტა დამსვი, რას აკეთებ! ცუდად გავხდები, ნასვამი ვარ! აასე წიკვინით დასვა მიწაზე, მაგრამ ხელი არ გაუშვია. ორივე ხელი კისერზე მოხვია და შუბლი შუბლზე მიადო. -ისეთი სექსუალური ხარ ანუშკი ახლა...-არანაირად არ ესიამოვნა კიტას "იმნაირი"ფიქრები და კუდაბზუებული გაიქცა მანქანისკენ. წამში ჩაავლო კიტამ ხელი მაჯაში და ისევ სხეულზე აიკრო ანამარიას სუსტი და სველი სხეული და გოგონას მარწყვივით ტუჩებს დაეწაფა. მოკლედ ორი საათით დავაგვიანე, მაგრან მგონი მეპატიება. გუშინ დაბადებისდღე მქონდა(ანუ ორი საათის წინ დამთავრდა) და იმაზე უფრო დუდხანს გაგრძელდა ვიდრე მეგონა. მაგრამ ყველანაირად ვეცადე თუკი ვინმე ელოდებოდა, იმედი არ გამეცრუებინა. გადახედვას ვერ ვასწრებ და ძალიანგთხოვთ მომიტევეთ შეცდომებისთვის და ხალიან ბევრი ვიწვალე ამ თავზეხდა გთხოვთ რომ შემიფასოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.