აკრძალული ხილი(23 ნაწილი)
იმ დღეს დედაჩემთან დავრჩი. ბაჩომ დამირეკა და მითხრა, მეორე დღეს დილით გამოგივლიო. -დედი, ბაჩომ როდის გამოვალო? - მკითხა დედაჩემმა დილით, როდესაც სამზარეულოში შევედი. -არ ვიცი, არ უთქვამს. ალბათ აწი მოვა - ვუთხარი და ყავა გავიკეთე. ჩემი ტელეფონი მალე აზარუნდა და თვალებგაბრწყინებულმა გავასრიალე ეკრანზე თითი ბაჩოს სახელის ამოკითხვისას. -როგორ ხარ ჩემო კუსკუსა? ძალიან მომენატრე და რომ მოვალ შეგჭამ! - ჩამესმა მოსიყვარულე ბარიტონი და ბედნიერებისგან გული ამიფანცქალდა. -მეც მომენატრეე... როდის მოხვალ? - ვკითხე ინტერესით. -გზაში ვარ და 5 წუთში მანდ ვიქნები. რამე წამოგიღო? -აუ კიი... შოკოლადები წამომიღე!.. - ჩავძახე მხიარულად და მისი ჩაცინება გავიგე. -კარგი, დროებით ჩემო პატარა - გამითიშა და მეც სახეგაბადრულმა განვაგრძე ყავის სმა. -ბექა იყო? - მკითხა დედაჩემმა. -აჰაამ... რამდენიმე წუთში მოვა - ვუპასუხე და ჭიქა გასარეცხ ჭურჭელს მივუწყვე. - აუ დე, ნატო და გვანცა არ ჩამოდიან? მომენატრნენ უკვე... -ამ ბოლო დროს არ შევხმიანებივარ. ნატო შვებულებას აიღებს და ჩამოვლენ, აბა რას იზამენ. ადრე მითხრა, ბათუმში მინდა ზღვაზე ჩამოსვლაო და ერთად ხომ არ წავსულიყავით? -შეიძლება - ვუპასუხე ჩაფიქრებულმა. - უი, ახლა გამახსენდა!.. იქ თათას აქვს სახლი და მანდ შეგვიძლია წავიდეთ! - კმაყოფილმა ჩამოვაყალიბე. -კარგი იდეაა! თან შენს მეგობრებსაც გავიცნობ. არ მყავს ნანახი... -ერთხელ ხომ გყავს! - ვუპასუხე და თვალწინ მათი სტუმრობა დამიდგა საახალწლოდ. -მერე ერთი რა არის!.. - გაიკვირვა და ჭურჭლის რეცხვა განაგრძო. კარზე ზარი გაისმა. სულ ფრენა-ფრენით გავვარდი და მომღიმარი ბაჩო შოკოლადებით ხელში სახლში შემოვუშვი. -ეს კარგი რამე გიყიდია! - მივესალმე კისკისით, პარკი გამოვართვი და სამზარეულოსკენ გავემართე. კარში სახტად დარჩენილი ბაჩო კი ვერ ხვდებოდა რატომ არ ვაკოცე. -ქალბატონო! - დამიძახა ზურგს უკან, მისკენ მივტრიალდი ეშმაკური მზერით და კითხვის ნიშნად წარბი ავზიდე. - რამე ხომ არ დაგავიწყდა?! - მკითხა თავდაჯერებულად. -მმმ... - თითი ნიკაპზე მივიდე დაფიქრების ნიშნად - არაა... - ვუპასუხე უდარდელად და ისევ მივბრუნდი, როდესაც წელზე ძლიერი ხელები ვიგრძენი, რომელმაც ბაჩოსკენ მიმატრიალა. -გეშლება - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ხელები კისერზე ნაზად მოვხვიე, ტანზე ავეწეპე ტკიპასავით და კოცნაში ავყევი. -ბაჩო... მარტოები არ ვართ... - ნაწილ-ნაწილ ამოვილუღლუღე და სუნთქვის დარეგულირება ვცადე. -მერე რა - მიჩურჩულა ყურში და კისერი დამიკოცნა. -აუუ... მაგას სახლშიც მოვასწრებთ! დედაჩემია აქ და სირცხვილიაა! - ავფართხალდი და თავის გათავისუფლება ვცადე. ბაჩო უკმაყოფილო სახით მომშორდა, ამოიოხრა და სამზარეულოში დედაჩემს მიესალმა. -წავიდეთ? - მკითხა ბაჩომ და ჩემკენ მოტრიალდა. -დარჩით ცოტახანს! დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი! წასვლით მერეც წახვალთ! - შეეპასუხა დედაჩემი ჩემს მაგივრად. - მიდით, გადით ახლა მისაღებ ოთახში. მე ნამცხვარი მაქვს, წვენი და გაგიმასპინძლდებით!.. - სამზარეულოში დატრიალდა და ჩვენც გვერდზე ოთახში გამოვედით. -დაჯო რას შვება? - მკითხა ბაჩომ სიცილით, დივანზე დაჯდა და მეც მიმიხუტა. -გუშინ იყო ამოსული და რიოს ამბები სულ დეტალურად მომაყოლა - ვუპასუხე და ავკისკისდი. -ყველაფერი? - წარბი აზიდა და დავინახე როგორ აუთამაშდა თვალებში ჭინკები. -ნუ, ეგეთები არა - ვაღიარე და ბაჩოს ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე. -გუშინ მთელი ღამე არ მეძინა ჩემო კუსკუსა. უშენოდ ერთ ადგილას ვერ მოვისვენე - მითხრა და დაღლილი თვალებით შემომხედა. -მერე წაგეყვანე! - გავიკვირვე და თითებით მისი ნაკვთების მოხაზვა დავიწყე. -ვიფიქრე, დედამისი მოენატრებოდა და ჯობია მასთან იყოს-მეთქი - მიპასუხა და გამიღიმა. -აი ძალიან ძალიან მიყვარხარ! - კისერში ვაკოცე და მეც გავუღიმე. - მაშინ შეგეძლო აქ მოსულიყავი - ვუთხარი მცირეხნიანი დუმილის შემდეგ. -შუაღამეს?! - მკითხა სიცილით. -ოჰჰ... ადრე თუ არ გაგიჭირდა შუაღამეს აქ მოსვლა, გუშინ რამ შეგიშალა ხელი! - გამახსენდა, ადრე როგორ დამადგდა ნახევრად მძინარეს თავზე. -მერე მაგ შემთხვევაში გაგაღვიძებდი. ჩემთვის კიდევ მთავარია შენ იყო კარგად - მითხრა და მთელი სახე ნაზად დამიკოცნა: შუბლი, თვალები, ცხვირი, ლოყები და ბოლოს ტუჩებისაც სტყორცნა ვნებიანი მზერა, თუმცა ოთახში დედაჩემი შემოვიდა. -აი მიირთვით - გადმოგვხედა დედაჩემმა და ბაჩოს მიმართა, თვითონ სავარძელში დაჯდა და წვენი მოსვა. -უი, ჩემი შოკოლადები როგორ დამავიწყდა! - ფეხზე წამოვხტი და სამზარეულოდან შოკოლადებით სავსე პარკით გამოვფრატუნდი. -ეგ სულ უნდა ჭამო გოგო?! - მკითხა პირდაღებულმა დედაჩემმა. -არა სულ ეს არა... ეს აქ ყოფნისას მეყოფა და მერე სახლში რომ წავალთ კიდევ ორ ამდენს ვიყიდი - ვუპასუხე და თეთრი შოკოლადი გემრიელად დავაგემოვნე. -მთელი დღე შოკოლადების გარდა არაფერს არ ჭამ?! - საყვედურნარევი ტონით მითხრა დედაჩემმა. -როგორ არ ვჭამ! აი, ხომ გითხარი ბაჩო ხილით დამსდევს-მეთქი - ვუპასუხე და ბაჩოს დაბღვერილ სახეზე სიცილი ამიტყდა. -მე შენ განახებ დღეს როგორ გამოგეკიდები - გამაფრთხილა ბაჩომ და საჩვენებელი თით დამიქნია. -ბაჩო, შენ თუ მიხედავ ამას, თორემ ხომ ხედავ... ამისი ნება რომ იყოს, ამ შოკოლადების გარდა არაფერს არ ჩაიდებს პირში - უთხრა დედაჩემმა ბაჩოს და ამოიოხრა. -ხო მართლა, ამ დღეებში აქაურ ექიმთან უნდა წაგიყვანო სადმე, რომ ნაყოფის განვითარება ვაკონტროლოთ - ჩაილაპარაკა ბაჩომ სერიოზული სახით. -რა უბედურებაა ამდენი ექიმიი!.. ბოლო-ბოლო ორსულად ვარ თუ ავად!..- ამოვიწუწუნე და შოკოლადის მორიგი ლუკმა ჩავკბიჩე. -აბა რიოში ვურეკოთ ექიმს? - მკითხა ბაჩომ სიცილით. დანებების ნიშნად ღრმად ამოვიოხრე და ჭამა განვაგრძე. -რა უნდა გოგო ექიმთან წასვლას! აბუქებ ახლა შენ! - მხარში ამოუდგა დედაჩემი ბაჩოს. -ოო, ვერ ვიტან იმ რაღაცა მაზს რომ მისვამენ - ამოვიწუწუნე უკმაყოფილოდ. -რას იზამ... - მიპასუხა დედაჩემმა. -ბაჩო, შენ პირველი ბიჭი გინდა თუ გოგო?! - ვკითხე ინტერესით და თვალებში მივაჩერდი. -ბიჭი, რა თქმა უნდა! - გაიკვირვა ბაჩომ. -მეეც... - ვუპასუხე ბედნიერმა. -სახელები მოფიქრებული გაქვთ? - იკითხა დედაჩემმა. -ბიჭს ერეკლეს ვარქმევთ და გოგოს ანასტასიას - უთხრა ბაჩომ ბედნიერებისგან აკიაფებული თვალებით. -კარგი სახელებია - მოგვიწონა დედაჩემმა - ადრე, ორსულად რომ ვიყავი, ნინისთვის მზიას დარქმევას ვაპირებდი - დაიწყო დედაჩემმა. -რიის?! - გაოცებისგან პირი დავაღე და სიცილი ამიტყდა. -მზიასი, რა იყო! - გაიკვირვა დედაჩემმა -ლელა კარგი რა! კიდევ კარგი მზია არ დამარქვი! - ვუპასუხე კისკისით. -რას უწუნებ ერთ გამაგებინე! - შემეკამათა დედაჩემი. -რას და მზია რომ არის იმას! - მოვიყვანე „მტკიცე“ არგუმენტი, რის გამოც დედაჩემის დანებებულ მზერას გადავაწყდი. ამ დროს ბაჩოს ტელეფონზე დაურეკეს. დედაჩემს ბოდიში მოუხადა და მეორე ოთახში გავიდა. დიდხანს ლაპარაკობდა. უკან მოჩვენებით სიმშვიდით დაბრუნდა. დედაჩემმა ვერაფერი შეატყო, თუმცა მე რას გამომაპარებდა... ლელას უთხრა, რომ სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და წასასვლელები ვიყავით... მანქანის კარი გამიღო, მეც უხმოდ ჩავჯექი შიგნით და სახლის გზას დავადექით. სანამ სახლში არ მივედით, მანამდე ხმა არ ამომიღია. -რა მოხდა? - ვკითხე ოთახში შესულმა და დივანზე მოვკალათდი. -რატიმ დამირეკა. თუ გადაწყვეტილებას მალე არ მიიღებთ მერე გვიანი იქნებაო. -გჯერა მისი? - ვკითხე დაეჭვებულმა. -არ ვიცი, მაგრამ როცა ვფიქრობ, რომ ოდნავი შანსიც არსებობს იმისა, რომ შენ რამე დაგიშავონ ვეღარაფერზე ვფიქრობ! - მიპასუხა განერვიულებულმა - მოკლედ, ახლა თემო და ლუკა მოვლენ და მოვილაპარაკებთ. -მოვედით უკვე! - კარში თემოს ხმა გაისმა, მას ლუკაც მოყვა სერიოზული სახით. სავარძლებში მოთავსდნენ და ბაჩოს და მე გამოგვხედეს. -რას ვაპირებთ? - იკითხა ლუკამ. -დავუჯერო ვითომ?! - იკითხა ბაჩომ ეჭვნარევი ხმით. -მოდი დავფიქრდეთ... თვითონ გითხრა, რომ შენთან სამტრო აღარაფერი ჰქონდა - დაიწყო თემომ - მეც ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეა... ახლა მას ციხიდან გამოსვლა უნდა, ამისთვის საჭიროა გარკვეული თანხები. ის თანხები არის მამაშენის ანგარიშზე. იქიდან გამოსვლის სანაცვლოდ კი დახმარებას გპირდება. მგონი ლოგიკურია არა? - იკითხა და სამივეს გადმოგვხედა. -კი, მაგრამ ხომ შეიძლება ეს რაიმე გამოგონილი ზღაპარი იყოს... აქამდე საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა მამაჩემს თუ 1 მილიონი ჰქონდა ანგარიშზე. ვიცი, რომ ბიზნესს აწყობდა, მაგრამ მის ფინანსებში ჩახედული არ ვარ. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც აღარაფერი გამოუვიდა - უპასუხა ბაჩომ. -მაშინ, ჯერ სჯობს გავარკვიოთ რა რაოდენობის თანხაა ანგარიშზე - თქვა ლუკამ. -მაგას ახლავე უპრობლემოდ გავარკვევ - ბაჩო ფეხზე წამოდგა და ტელეფონი ხელში აიღო. ვიღაც დათოს ნახევარი საათი ელაპარაკა და გაოგნებული დაჯდა თავის ადგილას - მართლა 1 მილიონი ყოფილა ეე... -ვაა, მილიონერი ბრატი გვყავს! - გაიცინა ლუკამ -რა დროს ეგაა ბიჭო! რატის იქიდან გამოყვანას რამდენი დასჭირდება? - უსაყვედურა ძმაკაცს და შემდგომ კითხვისნიშნიანი თვალები მოავლო ოთახში მსხდომებს. -გააჩნია რა საქმეები აქვს მანამდე ჩადენილი კიდევ. ალბათ 50 000 დაახლოებით - ჩაილაპარაკა თემომ. -მაგრამ ახლა მთავარი პრობლემაა გავარკვიოთ სიმართლეს ამბობს თუ არა... - თქვა ბაჩომ და ჩაფიქრდა. -შანსი არაა, რომ რამე ისეთი არ იცოდეს, რითიც თავისი მოყოლილის სიმართლეს ვერ დაამტკიცებს - თქვა თემომ -მართალი ხარ... - ფეხზე წამოდგა ბაჩო. - ახლავე წავიდეთ, დროის დაკარგვა არ ღირს. - შემდეგ კი მე მომიბრუნდა - ნინი, პატარა... გთხოვ ახლა სახლში დარჩი კარგი?! ვიკას დავურეკავ და გამოვა. -კარგი - აღარ შევეწინააღმდეგე და დავეთანხმე. მინდოდა წასვლა, თუმცა თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და ნამდვილად სახლში დარჩენა ჯობდა. -საღამომდე - ტუჩები ნაზად დამიკოცნა, აფხუკუნებულ ძმაკაცებს მხარი გაკრა და წარბშეკრული გაჰყვა უკან. .......... რამდენიმე საათში კარზე ზარი იყო, მის იქით კი მომღიმარი ვიკა იდგა. -ნინუუც!!! - მომესალმა სახეგაბადრული და გემრიელად გადამეხვია. -ვიკა! როგორ მომენატრეე! - მეც ხელები მოვხვიე და ძლიერად ჩავეხუტე. -მეც, მაგრამ სახლში შევიდეთ და იქ ჩამეხუტე, აქ ხომ არ ვიდგებით! - გადაიკისკისა მხიარულად და პირდაპირ სამზარეულოს მიაშურა - ვიფიქრე რადგან გოგო ორსულადაა შოკოლადი მოუნდება-მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ეგ ისედაც ბევრი გექნებოდა, ამიტომ ნაყინი წამოვიღე! - გამოაცხადა კმაყოფილი სახით და 5 საოჯახო ნაყინი მაცივრის საყინულეში შედო. -ხოო, ნაყინი მართლა მინდოდა ახლა - დავეთანხმე სიცილით და წყალი მოვსვი. -რა ხდება ახალი, როგორ მიდის საქმეები -ყველაფერი ძველებურად რა - გავუღიმე და ყავის მადუღარას მივუბრუნდი - ყავას ხომ დალევ? -კი, ოღონდ უშაქროს -ახლავე - გავუღიმე და საქმეს შევუდექი. -გოგო, ძველებურად როგორაა არ გადამრიო, ორსულად ხარ ბოლო-ბოლო - აკისკისდა და სკამზე ჩამოჯდა. - ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გეზრდება - აღნიშნა ცვლილება და მუცელზე მანიშნა - იმედია საბოლოოდ იმხელა არ იქნება, რომ ვერ გამოეტიოს, მაგრამ ბაჩოს შვილი სხვანაირი როგორი იქნება - ამაზე უფრო უმატა სიცილს და მეც ამიყოლია -სულ მშია და მშია... - შევჩივლე და თან ყავის მორევა დავიწყე. -გაგვისუქდები ქალბატონოო - მითხრა გამაფრთხილებლად და თითი დამიქნია. -მშობიარობის შემდეგ დიეტაზე დავჯდები და ვივარჯიშებ, აბა სხვა რა გზა მაქვს - მხიარულად ავიჩეჩე მხრები და ადუღებული ყავა ჭიქებში ჩამოვასხი. -ერთად ვივარჯიშოთ მერე, რაღაც ფორმიდან ამოვვარდი მეც - მითხრა და ყავის ჭიქა თავისკენ გაასრიალა. -რა გეტყობა ახლა შენ ფორმიდან ამოვარდნილის - ვუპასუხე და წარბაწეული დავაკვირდი. -ღიპი მადევს - მიპასუხა ტუჩებდაბრეცილმა და სწორ მუცელს ხელი ისე ჩაავლო, ლამის მოიჯლიჯა - აი ნახე რამხელაზე იწელება - ამოიბუზღუნა უკმაყოფილოდ -რა იწელება გოგო, მშვენიერი მუცელი გაქვს - ჩავიცინე და ყავა მოვსვი - მაგრამ თუ შენ გინდა არაა პრობლემა, მარტო აღარ ვივარჯიშებ - ჩაილაპარაკე კმაყოფილმა -აუ მოდი რა რამე ფილმს ვუყუროთ. რაღაც დისკები წამოვიღე და იმედია რომელიმე ივარგებს - მხიარულად წამოხტა ფეხზე და ჩანთიდან დისკები ამოაძვრინა. -მაგდენი რათ გინდოდა - გავიცინე, როდესაც დაახლოებით 10-15 ფილმის დისკი დავინახე. -გოგო რა ხდებოდა ახლა... რომ მივედი მაღაზიაში მინდოდა რამე ერთის ყიდვა რომ გვეყურებინა, მაგრამ ფეხი ამიცდა სველ იატაკზე და გავიშოტე იქვე. რაც კი დისკები იყო ახლო-მახლო ყველაფერი ძირს დავყარე. ჰოდა მე ხომ ბედი არ მაქვს: ჩამოიარა სიმპატიურმა ბიჭმა და ახლა ამის თაროებზე დაწყობას ხომ არ დავიწყებდი. ამიტომ ავდექი და ამაყი ნაბიჯებით გადავყარე 70 ლარი - მომიყვა თავისი „მარცხი“ და დისკებიანი პარკი მაგიდაზე დადო. -იმ ბიჭთან გამოგივიდა რამე? - ვკითხე სიცილით -არა გოგო, არაფერი... - ამოიბურტყუნა ყურებჩამოშვებულმა - შეყვარებული ყოლია, ვიღაც გოიმი. რომ შევხედე მარტო მკერდი და უკანალი დავინახე - ამოიქირქილა და მისაღებ ოთახში გავიდა. - მოდი რა რამეს ვუყუროთ, ტყუილად ხომ არ ვიყიდე - გამომძახა და თან ლეპტოპი ჩართო. -ნაყინს წამოვიღებ და მოვდივაარ! - ორი საოჯახო ნაყინის ყუთი და ერთი ნაყინის ჭიქა ავიღე. ერთ ყუთს მე შევჭამდი, მეორეს კი თავისი ჭიქით ვიკას მივცემდი, რომ ნორმალური ადამიანივით ეჭამა. -ოჰჰ, კიდევ კარგი 5 ცალი წამოვიღე - გაიცინა ვიკამ, როდესაც ნაყინის ყუთს ჩახუტებული დამინახა. -სხვათაშორის ჩემი ბრალი არაა ამდენს რომ ვჭამ - განვაცხადე ამაყად -აბა რისი ბრალია ქალბატონო?! - გამომხედა და წარბი აზიდა. -ბაჩოს შვილის, იმიტომ რომ ასეთი ღორმუცელა მყავს. - ავუხსენი, თითქოს ყველაფერი ისედაც ნათელი უნდა ყოფილიყო მისთვის და ნაყინი მივაწოდე. სამი კინო რაღაც საშინელებები იყო და ახლა მაგის ხასიათზე არ ვიყავი, მაგრამ იმის გამო, რომ ვიკას არ სწყენოდა, შევპირდი მერე აუცილებლად ვუყუროთ-მეთქი. კომედიური ფილმი ჩართო: ქერათმიანი გოგონები („White Chicks“). ნახევარი საათი ყურების შემდეგ გულისრევის შეგრძნება დამეუფლა და პირდაპირ ტუალეტისკენ გავქანდი. გული ამერია და რაც ნაყინი ვჭამე, ყველაფერი საკანალიზაციო მილს გავაყოლე... -შენ მგონი კინოებზე გჭირს ალერგია - სააბაზანოში ვიკა კისკისით შემოვიდა და როდესაც დაინახა, რომ მართლა ცუდად ვიყავი, მაშინვე მომვარდა. - აუ ნინი, ძალიან ცუდად ხარ? - მკითხა თანაგრძნობით და ფეხზე წამოდგომაში დამეხმარა. -არ ვიცი ვიკა, ძალიან სუსტად ვარ - ძალაწართმეულმა ამოვიკნავლე და დაქალს დავეყრდენი. -წამოდი დაწექი. რამ დაგღალა ნეტა ასე?! რამე ხომ არ ისაქმიანე? - მკითხა და ოთახისკენ გამიძღვა. -ნწ... - ვუპასუხე მოკლედ, საწოლზე დავწექი და ბალიშს ჩავეხუტე. ვიკამ საბანი დამაფარა და თავთან ჩამომიჯდა. -გინდა დაიძინო? - მკითხა მზრუნველად და თმებზე წამეთამაშა. -აჰაამ - ვუპასუხე და თბილად მომზირალს სუსტი ღიმილით ავხედე. - მოდი შენც ჩაგეხუტო და ერთად დავიძინოთ. -ჩემი გოგოო! - მიპასუხა და აკისკისდა - მოდი ჩემთან - საწოლში შემომიწვა და ჩამეხუტა. - იცოდე კინოს ყურებას აუცილებლად გავაგრძელებთ! - ნახევრდ მძინარეს ყურში ვიკას გამაფრთხილებელი ხმა ჩამესმა და ჩამეღიმა. „შეგრჩა ეგ შენი დისკები ხახვივით“ - გავიფიქრე გონებაში და ჩამეცინა... ............ ესეც შემდეგი თავი ჩემო საყვარლებო, ტკბილებო და თბილებოო... უფრო დიდი დავწერე და იმედი მაქვს მოგეწონებათ. ძალიან ძალიან მიყვარხართ და ველი შეფასებას... პ.ს. “White Chicks” იცით ვინმემ? მაგარი კინოა ძალიან და თუ ნანახი არ გაქვთ, გირჩევთ უყუროთ... ბევრს იცინებთ, გპირდებით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.