სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 24
ამ სკოლაში ყოფნა კიდევ უფრო დიდ საშინელებად მექცა.მალფოის "ვარჯიშები"საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა,თითქმის მთელი დღე.მე კი მაქსიმალურად ვცდილობდი თავი ამერიდებინა მისთვის, ხან დაღლას ვიმიზეზებდი,ხან სამეცადინოს,მაგრამ შაბათ-კვირას რა მიზეზი მომეფიქრებინა არ ვიცოდი.ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირაა გაკვეთილები ტარდება,მაგრამ.დღითიდღე უფრო აუტანელი ხდებოდა. დილით ადრე ავდექი.მინდოდა ცოტა აზრზე მოვსულიყავი და გერეთ ,გასვლა დავაპირე.სასახლეში გამეფებულ სიჩუმეს ნაბიჯების ხმა არღვევდა მეგონა ფილჩი მოდიოდა და ქანდაკებას ამოვეფარე.თვალი გავაპარე და მალფოი და ბლეზი დავინახე.სლიზერინის ოთახიდან აშკარად არ მოდიოდნენ.რაღაც არ იყო რიგზე.ინტუიცის მივენდე ,ცოტა ხანი მივიცადე და არც შევმცდარვარ.ის ორი ძუკნა კისკისით მოსეირნობდნენ დერეფანში,ალბათ მე დამცინიან.უკან მოვბრუნდი.ვის ახსოვდა სუფთა ჰაერი და სეირნობა,ძალიან გავბრაზდი, თან მძულდა მალფოი თან არა, უკვე ისიც კი არ ვიცოდი რას ვგრძნობდი მის მიმართ,მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი ამას არ შევარჩენდი. საერთო ოთახში შევედი, დივანზე ჩამოვჯექი და ცეცხლს მივაშტერდი.ნეტავ რატომ აქამდე არ ჩამოვშორდი ამ იდიოტს,ახლა გამიჭირდებოდა,მაგრამ არ ვაპატიებ ჩემს საცინლად აგდებას. ცოტა ხნით მარტო ვიჯექი...მერე ჩიკოც მოვიდა,გვერდით მომიჯდა. -ჩემი ლამაზთვალებაც აქ ყოფილა.მითხრა და წინ.ჩამოშლილი თმები ხელის ერთი მოძრაობით ყურის უკან გადამიწია. -ისევ მოწყენილი ხარ? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.ბიჭი შეწუხდა. -გინდა გავაცდინოთ? ეს ბიჭი მისი სითავხედეების მიუხედავად ისეთი პოზიტიური და თბილია,რომ მის წინაშე უძლური ვარ ხოლმე. გაკვეთილების თავი არ მქონდა,ამიტომ ფრანცისკოს წინადადებას მალევე დავთანხმდი. -სად წავიდეთ? ინტერესით მკითხა ბიჭმა. -სადაც გინდა. -ანუ ნებისმიერ ადგილას? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე... სასახლიდან ჩუმად გავიპარეთ.ხიდიც სწრაფად გადავირბინეთ და თოვლიან მინდორზე გავიჭერით. ბიჭმა გეზი ჰოგსმიდისკენ აიღო მეც უსიტყვოდ გავყევი უკან. დიდხანს მივდიოდით უსიტყვოდ,სიჩუმეს მხოლოდ თოვლზე გადადგმული ნაბიჯები არღვევდა.მე და ჩიკო გვერდი გვერდ მივყვებოდით ერთმანეთს.ვიგრძენი როგორ შემახო თავისი თბილი თითები და მერე ნაზად მომიჭირა ხელი.ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. დიდად არ შევუწუხებივარ ამ ფაქტს,სინდისის ქენჯნაც არ მიგრძვნია.მთელი ჩემი გონება ზიზღსა და შურისძიების სურვილს მოეცვა. მეც მთელი ძალით მოვუჭირე ხელი.ჩიკოს გაეცინა. -რა სუსტი ხარ.მე დავეჯღანე და ცხვირი ავუბზუე.ბიჭი ჩემმა საქციელმა კიდევ უფრო გაამხიარულა და გულიანად გადაიკისკისა. -ქვიდიჩის მატჩზე მოდიხარ? -კი აბა რა. -მერე ვის უნდა უგულშემატკივრო?თვალი ჩამიკრა ბიჭმა. -რათქმაუნდა გრიფინდორს. -ხო მაგრამ შენი ბიჭი ხომ.სლიზერინელია-დასერიოზულდა ბიჭი- -იცი არ მინდა უტაქტოდ გამომივიდეს, მაგრამ ძალიან არ მომწონს მალფოისთან რომ ხარ.რატომღაც გამეცინა. -აბა ვისთან უნდა ვიყო?ინტერესით ვკითხე ბიჭს. -ვინმე უკეთესთან-ჩიკოს ხმაში ბრაზი შეეპარა-შენი ღირსი არაა. -ალბათ თავის თავს გულისხმობდა.არაფერი მიპასუხია...ალბათ მართალიც იყო. მთელი დღე ჰოგსმიდში გავატარეთ.ვიგუნდავეთ,თოვლში ვიგორავეთ,ჩიკომ ათასი სისულელე მომიყვა.უამრავი კრემიანი ნამცხვარი იყიდა. ბოლოს სახეზე კრემიც წამისვა, არც მე დავრჩენილვარ ვალში და სახე თეთრი მასით მოვუთხუპნე.ყველა გამვლელ-გამომვლელი ჩვენ გვიყურებდა. -ახლა ის მოიფიქრე ეს როგორ მოვიშიროთ სახიდან.არა მე არ მიტყდება ასეც ძალიან მიმზიდველი ვარ გაიცინა ბიჭმა.პატარა ჩანთიდან სალფეთქი ამოვიღე და ბიჭს გავუწოდე.ბიჭმა კისერზე ნაზად მომკიდა ხელი და ჩემი სახის გაწმენდას შეუდგა. -როგორმე თავადაც მოვახერხებ.გავაპროტესტე მე მაგრამ ჩიკომ ყურადღება არ მომაქცია,მერე ქვაზე ჩამოჯდა და თავისი სახე მომიშვირა. მეც ავდექი და უხეშად დავუსვი ხელი ნაკვთებზე. -ღმერთო ჩემო რა ნაზი ხარ გაეცინა ბიჭს...-მერლის ვფიცავ იმაზე მეტად საყვარელი ხარ ვიდრე ვფიქრობდი.თბილად გიმიღიმა ბიჭმა.საოცრად უხდებოდა ღიმილი. როცა ყველაფერს მოვრჩით,უკვე დსბინდებული იყო და ჩვენც სასახლისკენ ავიღეთ გეზი. სასახლესთან მისულებმა გადავწყვიტეთ ცალ-ცალკე შევაულიყავით.მალფოი მთავარ შესასვლელთან იდგა და ალმაცერად მიყურებდა,ალბათ ყველაფერი დაინახა. ყველაზე მეტად ეს არ მინდოდა მომხდარიყო. -სად იყავი საყვარელო?ირონიულად მომმართა ბიჭმა. -სასეირნოთ.მშვიდად ვუპასუხე,მასთან თავის მართლებას ნამდვილად არ ვაპირებდი. -მარტო რატომ წახვედი?ჩემთვისაც გეთქვა?არაფერი ვუპასუხე.ვხედავდი როგორ ელვარებდა მისი თვალები ბრაზისგან.მაგრამ არ შემშინებია.მალფოიმ თავისი ცივი ხელები მაჯებში წამავლო და მაგრად მომიჭირა,საშინელი ტკივილი ვიგრძენი,ამით არ დაკმაყოფილდა, კედელზე მიმანარცხა და ცალი ხელი კისერში წამიჭირა. -მეორედ გაისეირნებ მასთან ერთად და გპირდები ჯოჯოხეთში მოგიწყობ მოგზაურობას.დამემუქრა მალფოი.ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა.თავს ვერაფრით ვაღწევდი.მალფოი ალბათ მიმახრჩონდა ჩიკო რომ არ მოსულიყო. -გოგოს მოერიე?ყოჩაღ.ბიჭმა ხელის ერთი მოძრაობით გამათავისუფლა.კედელთან ჩავიკეცე და ვცდილობდი სუნთქვა წესრიგში მომეყვანა,მაგრამ გული წამივიდა და მთელი ორთაბრძოლა გამოგტოვე.რამდენიმე წუთის შემდეგ თვალები ვჭყიტე, ჩიკოს ხელში ვყავდი აყვანილი და გრიფინდორის ოთახისკენ მივყავდი. უკეთესად ვიყავი მაგრამ თავი მისკდებოდა.ბიჭს შევავლე თვალი.ცხვირიდან წარბიდან და ტუჩებიდან სისხლი სდიოდა.ოთახი ცარიელი იყო.ჩიკომ ფრთხილად დამაწვინა დივანზე. -გაგიღვიძია.სისხლიანი ტუჩებით გამიღიმა ბიჭმა.უკვე საკმაოდ გამოცოცხლებული ვიყავი. ეს რა მოგსვლია, წავალ ახლავე ,სამედიცინო ჩანთას მოვიტან. -ჩემთვის არ შეწუხდე,არაფერი მომივა.გამიცინა ბიჭმა.არ დავემორჩილე და გოგონების ოთახიდან საჭირო ნივთებით ხელში დავბრუნდი. ბიჭმა თავი კალთაში ჩამიდო.სწრაფად მოვწმინდე სისხლი და სპირტის წასმას შევუდექი.იმის მაგივრად რომ ტკივილისგან სახე დამანჭვოდა, იდიოტივით იღიმებოდა. _რა გაცინებს?კანი მაინც არ გეწვის? -არა მსიმოვნებს სახეზე რო მეფერები.თვალები არ გაუხელია ისე მიპასუხა ბიჭმა. -ნამდვილი იდიოტი ხარ.საქმეს მალე მოვქჩი და ვუბიძგე ამდგარიყო. -ცოტა ხანს ვიქნები რა.აღარაფერი მითქვამს. ბიჭი თვალდახუჭული იწვა. -ისე მაგრად გავერთეთ დღეს. -ღმერთო რა სულელი ხარ.სახე დალილავებული გაქვს და კიდევ გართობაზე ფიქრობ. -კარგი რა.შენ მალფოი უნდა ნახო.ძლივს გამომწიწკნეს ხელიდან.ეჭვის არ შემპარვია ჩიკო საკმაოდ ძლიერი დაშეუპოვარი იყო. -რაო შენ ბიჭზე დარდობ? -მასზე რომ ვდარდობდე ახლა რომელიმე სხვა გოგოს კალთაზე გექნებოდა თავი დადებული. -სხვა რომ მდომოდა შენ არ გამოგეკიდებოდი.პირველ დღეს შუა თითი რომ მაჩვენე მაშინვე გავაფრინე. _ღმერთო რა იდიოტი ხარ. -ხოო ეგრე იყო და რა ვქნა.სახეშიც რო ჩეგერტყა სულ ჭკუიდან შევიშლებოდი.ორივემ ხმამაღლა გავიცინეთ. -წავალ ჩემს ძმას ვნახავ.ასეთი გალამაზებული ჯერ არასოდეს ვუნახივარ.უცებ წამოხტა ფეხზე,ლოყაზე რამდენჯერმე მაკოცა და სწრაფად გავიდა კარიდან.მე სახტად დავრჩი ერთ დღეში ამდენი რამ ერთად ცოტა მეზედმეტა.ნეტავ მეკითხა მალფოი როგორ იყო.ყველაფრის მიუხედავად მაინც ვღელავდი იმ იდიოტზე. საღამოს ჯინიც მოვიდა. -მთელი დღე სად ბრძანდებოდი?იცი როგორ ვინერვიულე/ავად დააკვესა თვალები გოგომ. -გაკვეთილების თავი არ მქონდა და სასეირნოდ წავედით. _წახვედით? გაიკვირვა გოგომ. -გოგოს ყველაფერი დაწვრილებით ავუხსენი.ლაპარაკის დროს გაოცებული მომშტერებოდა. -ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოგიტანს დამიჯერე.უხმოდ დავუქნიე თავი. -კიდევ კარგი რომ ხვდები.-და ჩიკოსთან რა ქენი? -მაგრად ვიმხიარულეთ,ტიპი ნამდვილი პოზიტივია.მალფოისავით მუდო და ბოღმა კი არაა.გოგოს გაეცინა. -ისე თქვენი წყვილი უფრო საყვარელია.მე.თვალები გადავატეიალე. -ხვალ ვარჯიშზე წავიდეთ. -კარგი ჯინი რა,რა ვარჯიში არ გეზარება?-მე უკეთესი იდეა მაქვს,ხვალ ჰაგრიდთან წავიდეთ და მერე ტყეში გავისეირნოთ. -მართალი ხარ დიდი.ხანია.გოლიათი არ გვინახავს. ძალიან გაუხარდება. საღამოს გრიფინდორის კოშკში ავედი.ჩიკომაც არ დააყოვნა და იქ გაჩნდა.ტუჩებიდან ისევ სდიოდა სისხლი. ეტყობა სიცივემაც იმოქმედა.ბიჭმა ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი და თავი მხარე ჩამომადო.ცატა ხანს ჩუმად,გაუნძრევლად ვიჯექით. -ალბათ მასთან ურთიერთობას აღარ გააგრხელებ ხოო.სევდიანად მკითხა ბიჭმა. -მანიაკი კი არ ვარ. -მე ასე არასოდეს მოგექცევი.მე გაკვირვებულმა გავხედე.ბიჭს გაეცინა.აღარ მინდოდა ამ თემის გაგრძელება,ამიტომ ლაპარაკი სხვა რამეზე გადავიტანე. -ხვალ ჰაგრიდთან მოვდივართ წამოხვალ? ბიჭმა თავი დამიქნია. -ჩემი ძმაც რომ წამოვიდეს შეიძლება? -რათქმაუნდა.მე უნდა წავიდე ცივა. -წავედით ჩემო ფისუნია. .ბიჭმა ხელი ჩამკიდა.დერეფანს ნელა მივუყვებოდით.სასტიკად ახველებდა ჩიკო და სასწაულად ცხელი იყო. -მგონი სიცხე გაქვს. -არ ვიცი რაღაც სუსტად ვარ,მაგრამ არაფერია დავიძინებ და გამივლის.მაცნობა ბიჭმა. -წამო მადამ პომფრისთან წაგიყვან. -კარგი რა არაფერია,ნუ ნერვიულობ. პ.ს აუცილებლად მითხარით თქვენი აზრი.ასევე მაინტერესებს რას მეტყვით ვისთან დავტოვო ანა,თქვენს აზრს აუცილებლად გავითვალისწინებ.გკოცნით ყველას :* :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.