შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "8"


3-08-2015, 21:01
ავტორი ჯია
ნანახია 4 738

ისე მალე მოვიდა ხუთშაბათი წასასვლელად მზადებაში, ვერც კ. შეამჩნიეს. ხვალ უკვე ყაზბეგის გზას დაადგებიან და თავგადასავლებით სავსე კვირით დატკბებიან. სანდრო და ნენე დილიდან სადღაც წავიდნენ, დაიბარეს საღამომდე არ მოვალთო. დანიელი ნათიასთან იყო, გეგამ კი ჩემს გოგონებს კასტინგი უნდა ჩავუტარო ვინ წამოვა ყაზბეგშიო და 2 დღეა წესიერად არ უნახავთ მეგობრებს. მარტოობისგან დაღლილმა მიამ გადაწყვიტა საჭმელები მოემზადებინა და საღამოს მეგობრები შეეკრიბა, თან იმასაც დაამტკიცებდა, რომ დიასახლისობა შეუძლია და ბიჭებისგან დაცინვის ატანა აღარ მოუწევდა. ინტერნეტში შეძვრა და რამიდენიმე სალათის და ხაჭაპურის რეცეპტი ამოიწერა, სამწუხაროდ ხორციანს ვერაფერს მოამზადებს, სუნიც კი აღიზიანებს. საჭირო პროდუქტების საყიდლად სუპერმარკეტში წავიდა, გზაში კი საბას დაურეკა.
-საბუ, დღეს საღამოს ჩემთან გამოხვალ?
-რა თქმა უნდა,მაგრამ რა ხდება?
-ბავშვები უნდა გაგაცნო.
-კარგი გამოვალ.
შემდეგ ნენეს და გეგას მიწერა, დანიც გააფრთხილა, რომ ნათიაც მიეყვანა.

8 საათზე უნდა შეკრებილიყვნენ, ამიტომ ცდილობდა რომ სწრაფად გაეკეთებინა ყველაფერი. ბერძნული სალათის გაკეთების დროს 2ჯერ გაიჭრა ხელი, ხაჭაპურის გაზქურიდან გამოღებისას კი 3 თითი დაიწვა, სამაგიეროდ ოლივიეს დამზადებამ ჩაიარა მშვიდობიანად. მოკლედ, მიუხედავად ამდენი სისხლის და ცრემლის დაღვრისა, მაინც მიიყვანა დაწყებული საქმე ბოლომდე, სხვათაშორის სუფრის ლამაზად გაწყობა თურმე შეძლებია.
ზუსტად 8 საათზე ყველა მიას მისაღებში შერებილიყო. საბამ დანი გაიცნი, დანიმ კი ნათია გააცნო ყველას.
-თითებზე რა დაგემართა? -გაკვირვებული დააშტერდა მიას გადახვეულ თითებს საბა.
-კერძები მოვამზადე და რამოდენიმეჯერ კრახი განვიცადე. -სიმწით სცადა ხუმრობა მიამ.
-ახლა რამე მომელანდა და ეს მართლა გავიგონე? -სიცილით გახედა საბამ ნენეს.
-მგონი მეც მომესმა. -გაეცინა ნენესაც.
-წამობრძანდით და თქვენი თვალით ნახავთ. -წარბები შეკრა მიამ და სამზარეულოსკენ გაემართა.
-ვნახოთ აბა შენი ნაწამები. -თქვა გეგამ და ყველა მიას გაყვა.
ერთი შეხედვით ყველაფერი მართლაც რომ ძალიან გემრიელად გამოიყურებოდა, მაგრამ ვაი ამ კერძების გასინჯვას.
ყველა მაგიდას მიუსხდა და ერთმანეთს უყურებდნენ, ვერავინ ვერ ბედავდა გარისკვას.
-რას ელოდებით? -ნაწყენმა იკითხა გოგონამ.
-ჯერ შენ გასინჯე და 10 წუთი თუ არაფერი დაგემართება ჩვენც შევჭამთ. - წაკბინა სანდრომ.
-უკეთესები ნენემ მოგიმზადოს. -შეუბღვირა მიამ.
-ჩემი ნენე ძალიან კარგი მზარეულია. -სიამაყით წარმოთქვა სანდრომ.
-ყველფერს ნაგავში მოვისვრი! -უკვე მართლა გაბრაზდა მია.
-კარგი ნუ ბრაზდები, ახლავე გავსინჯავ ხაჭაპურს. - უთხრა დანიმ და ხაჭაპური პირისკენ გაიქანა, კბილები დაასო და ლამის წინა ორი კბილი ჩატოვა ქვასავით ნაჭერში, მაგრამ ამას როგორ შეიმჩნევდა? წარმოიდგინა როგორ გულიამად ამზადებდა ამ ყველაფწრს მია და არ უნდოდა გული ეტკინა მისთვის. -მმმ, ძალიამ გემრიელია. -აღმოხდა ბაგეებიდან და ნაძალადევად ჩაღეჭა ლუკმა. დანის მსგავსად დანარჩენებმაც სიმწრით მიირთვეს საშინლად მარილიანი ოლივიე და ზეთში მოცურავე ბერძნული სალათა. მათი ნება რომ ყოფილიყო, რიგს დააყენებდნენ ტუალეტთან, ნაჭამის ამოსაბრუნებლად, მაგრამ დაინდეს მეგობარი. მიამაც გასინჯა მისი ნახელავი და სასწრაფოდ ფეხზე წამოხტა, მეგობრებს ჩამოუარა, უსიტყვოდ ააცალა თეფშები მეგობრებს და ყველაფერი ნაგავში ჩაყარა. მაგიდასთან, რომ მიბრუნდა აფხუკუნებულ მეგობრებს დოინჯშემორტყმულმა მიმართა.
-აი, ერთი დამცინავი რეპლიკაც თქვენი მხრიდან და.. და.. -უკვე ცრემლებს ვეღარ იკავებდა მია. -მე მართლა.. მართლა გულით მინდოდა დამემტკიცებინა, რომ საჭმელების მომზადება შემიძლია. -ძლივს დაამთავრა და ატირებული გავარდა ოთახში.
-ამ ტირილს ვერ გადაეჩვია.. -გაეცინა ნენეს. მიას საბა გაყვა დასაწყნარებლად, ნენეს კი დანის უკმაყოფილო სახე არ გამორჩენია.
-ნელ-ნელა ისწავლი და ყველაფერი გამოგივა. -გვერდით მიუჯდა საბა და მიას სახე ხელებში მოიქცია. -ამის გამო ტირილო შეიძლება? -თითებით მოწმინდა ცრემლებით სველი ლოყები და გაუღიმა.
-მინდოდა რომ მოგწონებოდათ. -ამოისლუკუნა მიამ.
-მოგვეწონა, რომ ჩვენი გახარება გინდოდა. -უთხრა საბამ და ტუჩებისკენ საკოცნელად წაიწია მაგრამ შეჩერდა და თვალებში ჩახედა, რომ ამოეკითხა სწორად იქცეოდა თუ არა. მია კი, არ დაელოდა და თვითონ აკოცა.
-მადლობა. -მიამ გაუღიმა ბაგებს რომ მოწყდა.
-რისთვის? -გაუკვირდა საბას.
-დამამშვიდე. -ხელი ჩაკიდა და ოთახიდან ბედნიერი სახით გავიდა.
ხელჩაკიდებული წყვილის დანახვისას გეგამ ხელები შემოკრა.
-შერიგდით?
მიამ თავი დაუქნია და საბას გადახედა. დანის კი სიბრაზისგან მალე ბოლი აუვიდოდა.
-რა დაგემართა? -გაფაუჩურჩულა ნათიამ.
-არაფერი, წავიდეთ კაი?
-აუ კარგი რა, ერთად დავიშალოთ. -შეევედრა გოგონა და კიდევ უფრო მოკალათდა მამაკაცის მკლავებში.
ყველას ძალიან შიოდა და ამუტომ საჭმელი შეუკვეთეს, კიდევ ცოტახანს ისაუბრეს ყაზბეგზე და დაშლა
გადაწვიტეს.
-ხვალ ადრე უნდა ავდგეთ.. -თქვა გეგამ.
-ჩემთან წამოხვალ ხო? -ვედრებით გადახედა ნენეს სანდრომ, გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-დარჩები? -ყურში კითხა მიამ საბას. ბიჭმა გახარებულმა მოხვია წელზე ხელები.
-სიამოვნებით ავანაზღაურებ დაკარგულ წელიწადს. -ვნებიანად უპასუხა ბიჭმაც, მართალია ჩუმად უთხრა, მაგრამ გვერდით მდგომმა გეგამ მაინც გაიგონა და სიცილი აუტყდა.
-ხვალ მია გამოუძინებელი წამოვა.
საბასაც გაეცინა, აი მია კი ჭარხალივით აწითლდა და მუჯლუგუნი ჰკრა მეგობარს. ჭარხალი რა მოსატანია, დანის იმ წამის მდგომარეობასთან, 9 ფერი იცვალა სახეზე.

-რატომ ხარ უხასიათოდ? -კიღხა ნათიამ, როდესახ მანქანაში ჩასხდნენ.
-გეჩვენება.-უპასუხა დანიმ და მანქანა დაქოქა.
-ხომ დარჩები? -გაუღიმა გოგონამ და მუხლზე ხელი დაადო.
-არა, ბოლოდმე არ ჩავლაგებულვარ.
-რატომ მეუხეშები?
-ესეც გეჩვენება. -შედარებით თბილად უპასუხა დანიელმა და ნათიას სადარბაზოსთან გააჩერა. -ხვალ 6ზე მზად დამხვდი არ მალოდინო. -ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა გოგონას. ნათია მანქანოდან, როგორც კი გადავიდა, იმ წამვსვე მოწყდა ადგილს. ახლა სახლში, რომ მისულიყო გაგიჟდებოდა. იმის წარმოდგენა, რომ მიას ახლა სხვა კაცი ეხებოდა, სხვა კაცი უკოცნიდა ბაგეებს და მთელს სხეულს, ჭკუიდან გადაყავდა. ერთ-ერთი ბარი წონ გააჩერა მანქანა, გადავიდა და პირდაპირ ბარის მაგიდისკენ გაემართა.
-ერთი ორმაგი ვისკი. -შეუკვეთა ბარმენთან.

საბა და მია მარტო დარჩნენ. საბა მიუახლოვდა გოგონას და ზურგზე აეკრო, ხელები მოხვია და თავი კისერში ჩარგო.
-შენი სურნელი და მადის აღმრძველი ასეული მომენატრა.
-მეც მომენატრე. -შებრუნდა მია და ხელები კისერზე მოხვია. საბა ტუჩებზე დააცხრა და ნელ-ნელა საძინებელში გავიდნენ. ხელში აიტაცა გოგონა და საწოლზე ნაზად გადააწვინა, ნელ-ნელა შემოაძაეცვა ტანსაცმელი და
გაშმაგებული დაეწაფა მიას სხეულს.პერიოდულად, სიამოვნებისგან გაუგებარ ხმებს გამოსცემდა გოგონა, ფერებაში არც თვითონ ჩამორჩებოდა საბას, ასე თუ ისე გამოცდილება აქვს, თან საბაც არ იზარებდა "რაღაც-რაღაცეების" სწავლებას.
ბოლოს ერთმანეთზე მიესვენა გადაღლილი წყვილი. საბა თავზე ეფერებოდა მიას და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
-სხვა გოგოებსაც ჩემსავით ეფერებოდი? -სიჩუმე დაარღვია მიამ.
-ყველაფერი რომ არ გააფუჭო არ შეგიძლია ხომ?
-მართლა გეკითხები. -იდაყვებით დაეყრდნო საწოლის ზეფაპირს მია და თვალებში ჩახედა შეყვარებულს.
-რატომ ართულებ ყველაფერს? და რატომ იტანჯავ თავს?
-მინდა ვიცოდე და ისიც მაინტერესებს ერთთან მღალატობდი თუ სხვადასხვა გოგოსთან.
-მია!
-მიპასუხე, საბა.
-არ ვიცი ამ თემაზე შენთან როგორ ვისაუბრო.
-ჩვეულებრივად, როგორც ცივილურ ადამიანებს შეეფერებათ.
-არ არის აუცილებელი ყველა დეტალს ჩავუღრმავდეთ.
-ერთთან თუ სხვადასხვასთან. -ხმა გაამკაცრა მიამ.
-ყოველ ჯერზე სხვა იყო. -უპასუხა საბამ. მიამ ის გაიგო რახ აინტერესებდა, ეგონა აღარ გაბრაზდებოდა მაგრამ მაინც ეტკინა გული და სასწრაფოდ ზურგი აქცია ბიჭს.
-არ უნდა დაგეწყო ამ თემაზე ლაპარაკი. -მიეტუზა ზურგიდან საბა და კისერში დაუწყო ალაგ-ალაგ კოცნა. -ჩემთვის პირველი ქალი შენ ხარ!
-მაგრამ არა ერთადერთი. -ამოიჩურჩულა მიამ და ცრემლი გადმოუგორდა.
-უკვე ერთადერთიც, ხომ შეგპირდი გამოვსწორდებითქო? -გადმოატრიალა გოგონა საბამ. -შენ მე შანსი მომეცი, რომელსაც ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებ!
მიამ გაღიმება სცადა და საბას ხელები მოხვია.
-ჩამეხუტე და დავიძინოთ. -აკოცა და საბას მკლავებში მოთავსდა.
-ტკბილი ძილი. -ჩაუჩურჩულა გოგონას და მკლავები მაგრად მოხვია. მაინც როგორ ყვარებია მია, სად ქონსა ჭკუა როცა ეალატობდა? მის ერთადერთ სიყვარულს რაღაც წამიერი სიამოვნების გამო ატყუებდა და ბოლოს როგორ ატკინა, მია კი არა თვითონაც ვერ პატიობს თავის თავს.

7საათზე უკვე ყაზბეგის გზაზე იდგნენ, სანდროს მანქანაში ნენე, მია და საბა მოთავსდნენ. დანი გამოუძინებელი და საშინელ პახმელიაზე იდგნენ, ამიტომ გეგას მანქანაში ჩასხდნენ ეგ, ნათია და გეგას ერთ-ერთი გოგო ქეთა.
-რამ დაგალევინა, ? -უკმაყოფილოდ ახედა სარკეში უკან მჯდომ დანის გეგამ.
-აუ ტვინი არ წაჭამოთ ახლა, ისედაც თავი მისკდება დ. აცადეთ ძილი. -მუხლებზე დაადო თავი ნათიას და თვალებზე მაჯა გადაიდო.

11 საათისთვის უკვე სოფელ ვარდისუბანში იყვნენ. მანქანები საიმედო ადგილას გააჩერეს და გადაბარგდნენ.
-აქედან უკვე ფეხით ვაგრძელებთ გზას. -ზურგჩანთა მოიკიდა სანდრომ.
-ბევრი უნდა ვიაროთ? -იკითხა მიამ.
-უკვე დაიწყე წუწუნი? -გაეცინა საბას.
-ხმას აღარ ამოვიღებ. -ხელი აიფარა პირზე მიამ.
10 კილომეტრი იარეს, მხოლოდ ერთხელ შეისვენეს. ცოტა გაუჭირდათ, რადგან ნაწვიმარი იყო და სველ ბალახზე რამოდენიმეჯერ ლამის მოსრიალდნენ, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა.
-აქ გავშალოთ კარვები, კიდევ რომ გავაგრძელოთ გზა დაგვაღამდება. - შეჩერდა გეგა და მეგობრებს გადახედა.
-კარგი აზრია, -დაეთანხმა დანიც.
-ისედაც აღარ შემიძლია ამდენი სიარული. -ამოიხვნეშა ნენემ და მუხლებს დაეყრდნო.
ბიჭებმა კარვების გაშლა დაიწყეს, გოგოებს კი ხის ტოტების მოგროვება დაევალათ კოცონისთვის.
-ერთად ვიაროთ რა, მარტო მეშინია. -შეევედრა გოგოებს მია.
გოგოები სიცილით დაიძრნენ ტოტების მოსაძებნად. 1 საათში უკვე კარვებიც მზად იყო და ტოტებიც მოგროვებული, თუმცა ნენე და მია ისევ გავიდნენ ცოტასკიდრვ დავამატებთო. ცოტახანში ნენემ მიირბინა ბიჭებთან.
-საბა წამოდი რა, მია წაიქცა და მუხლი გადაიხლიჩა. ვერ მოდის.
დაფეთებული საბა ფეხზე წამოიჭრა და ნენეს გაეკიდა.
-ჩემი ბანდალა გოგო ხარ. -მივიდა მიასთან და შუბლზე აკოცა. -ძალიან გტკივა? -გადატყავებულ და სისხლიან მუხლს დახედა საბამ.
-კი. -ამოიტირა მიამ და ხელები საბას მოხვია.
-ნუ ნერვიულობ, ჭრილობას დაგიმუშავებ და მალე გაგივლის. -ხელში აიტაცა გოგონა და კარვებისკენ დაიძრა.
როგორ უნდოდა დანიელს საბას ადგილას ყოფნა, უყურებდა როგორ ამუშავებდა მიას ჭრილობას და ცოფებს ყრიდა თვალებიდან. ვერაფერს უხერხებდა ამ გრძნობას და მიაზე ფიქრებსაც ვერ იგდებდა თავიდან.

---------------
მაპატიეთ, ჩემო საყვარლებო, ვიცი ძალიან დავიგვიანე. უბრალოდ ქალაქიდან გასული ვიყავი და ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა...
ძალიან, ძალიან მომენატრეთ!!!



№1  offline წევრი buubbuuu)))

შე საზიზღარო როგორ მომენატრე იციიიი :/ ცუდი მაგრამ მაინც კარგი თავი იყო ♥♥
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№2  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
შე საზიზღარო როგორ მომენატრე იციიიი :/ ცუდი მაგრამ მაინც კარგი თავი იყო ♥♥


ბუბუსიტოოო, მეც ძალიან მომენატრეეე ❤️❤️ ვიცი გაბრაზებ ასეთი თავებით, მაგრამ რა ვქნაა... გვაპატიე მე და ჩემს მუზას :(((

 


№3  offline წევრი buubbuuu)))

ჯია
buubbuuu)))
შე საზიზღარო როგორ მომენატრე იციიიი :/ ცუდი მაგრამ მაინც კარგი თავი იყო ♥♥


ბუბუსიტოოო, მეც ძალიან მომენატრეეე ❤️❤️ ვიცი გაბრაზებ ასეთი თავებით, მაგრამ რა ვქნაა... გვაპატიე მე და ჩემს მუზას :(((


არაფერსაც არ მაბრაზებთ ♥♥ მე მომწონს ★★★
--------------------
♥♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent