შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მილანიდან ისევ თბილისში [11]


4-08-2015, 01:10
ავტორი Salome17
ნანახია 2 603

უკვე როგორ ენატრება კიტა, ცოტაც და იტირებს ეს ბიჭი კიდევ მთელი საღამოა არ ასვენებს.
-აქ რა გინდა ანი?
-შეყვარებული მირეკავდა და შიგნით არ ისმოდა და მე ანამარია მქვია და არა ანი-ნერვებმოშლილმა ყველაფერი პირში მიახალა. ლევანმა გაოცებულმა შეხედა მოფუზულ გოგონას, მერე უფრო ახლოს მივიდა და გვერდით დაუჯდა ანას. "ეკითხა მაინც" გაიფიქრა ანამარიამ.
-გცივა?-ანამ თავი გააქნია, "ეს დებილია თუ კი? ამ ზაფხულში რანაირად შემცივდებოდა" გამოლანძღა ფიქრებში.ლევანმა სიგარეტის კოლოფი ამოიღო, იქიდან ერთი ღერი და მოუკიდა, მერე ანამარიას შესთავაზა.
-აღარ ვეწევი!-მტკიცედ განაცხადა ანამ.
-როდის მერე? -ირონიულად კითხა ლევანმა -თუ შეყვარებული გიკრძალავს? -ამაზე ანამ თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარა ისე გაბრაზდა, მერე ღრმად ამოისუნთქა და ლევანისკენ მიატრალა თავი.
-ლევან, მისმინე, არანაირად არაა ჩემი და ჩემი შეყვარებულის ურთიერთობა შენი საქმე და დედამ არ გასწავლა, სხვის საქმეში რომ არ უნდა ჩაერიო? -პასუხს არ დალოდებია ისე წამოხა ფეხზე და რესტორნისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. სანამ იქ შევიდოდა ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და ნაგვის ყუთში მოისროლა. იმ საღამოს ლევანი რესტორანში აღარ შებრუნებულა. გვიანობამდე იყვნენ დედა და შვილები დაბადების დღეზე და კარგად გაერთნენ, მაგრამ ანას თვალი მაინც ტელეფონისკენ გაურბოდა, კიტამ არ დარეკოსო.მაშინ წამოვიდნენ, როდესაც ტასოს სკამდე ჩაეძინა. სახლში მივიდა თუ არა ჯაკუზი აავსო ცხელი წყლით და შიგნით დაახლოებით ერთი საათი გაჩერდა. რა თქმა უნდა, ისევ კიტაზე ფიქრით.


დილით გაიღვიძა თუ არა ტელეფონს ეცა, მესიჯი დახვდა კიტასგან: "დილამშვიდობისა ანუშკი". ეს მესიჯი საკმარისი იყო მთელი დღე ღიმილიანი სახით გაეტარებინა. მთელი დღე ელენესთან, ნიასთან და მარიამთან ერთად გაატარა. რამდენჯერმე კიტასაც ელაპარაკა. რვა საათი იყო სახლში რომ დაბრუნდა. სახლში მაკა და მისი ორი დაქალი დახვდა: თამუნა და შორენა. ცოტახანი მათთან ერთად იჯდა, ძალიან უყვარს ორივე, დიდი პოზიტივით არიან დატვირთულები და ყოველთვის მაკას გვერდით არიან. დაღლილობა, რომ იგრძნო გოგოებს დაემშვიდობა და თავისი ოთახისკენ წავიდა, გზაში რაღაც გაახსენდა და უკან მობრუნდა:
-მაკა, ანასტასია სადაა?
-ჩვენი მეზობელი როა, თაკო იმის შვილის დაბადების დღეზეა, ცოტახანში ჩავაკითხავ.
-კაი, დე.
ლოგინში დაწვა, თუ არა მაშინვე ჩაეძინა და დილამდე არ გაღვიძებია.


მეორე დღეს ჩიტივით იყო, როგორც იტყვიან, კიდევ უფრო დიდი ენერგია შემატა კიტას გუშინდელი მესიჯის გამეორებამ.
ხვდებოდა, რომ რაღაც შეიცვალა და ზუსტად იცოდა ამ "ცვლილების" შესახებ პირველი ვისთვის უნდა მოეყოლა. წყალი გადაივლო, შავი მუცელს აცდენილი მაიკა ჩაიცვა, დახეული ჯინსი და შავ-თეთრი კედები, თეთრი პიჯაკი მოიცვა და შავი თმა უკან გადაიწია, წითელი პომადაც წაისვა, რომელიც ასე უხდებოდა და სახლი დატოვა. გასაღები მაღაზიაში დატოვა, რადგან დღეს მაკას მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს, მისი სალონების ქსელში ახალი აპარატურა შემოაქვს და მომწოდებელთან კონტრაქს ხელი უნდა მოაწეროს, ხოლო ანასტასია დღეს ბებია-ბაბუასთანაა.
ტაქსი გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა, ყვავილები შეიძინა და ისევ მანქანაში დაბრუნდა, სასაფლაოს შესასვლელთან გააჩერებინა და ფეხით აუყვა აღმართს. როგორც ყოველთვის, ყვაბილები ქოთანში ჩადო, სანთელი დაანთო და მარმარილოს ქვაზე ჩამოჯდა.
-მამი, როგორ ხარ? ისევ ისე და უფრო ძლიერ მომენატრე! მა, რაღაც უნდა გითხრა, ალბათ მაქედან ყველაფერს ხედავ და უკვე იცი, მაგრამ მინდა ეს ჩემგანაც გაიგო. მა, პირველად ცხოვრებაში მგონი შეყვარებული ვარ და ეს უკანასკნელია, როგლრც შენ მეუბნებოდი დღეს ეს მიყვარს და ხვალ ის, არ შეიძლება, არც სიტყვა მიყვარდა არ არსებობს, თუ გიყვარს, სულ გეყვარება. შეიძლება სიყვარული არცაა, მაგრამ მინდა სულ ჩემთან იყოს, მზად ვარ მასთან ერთად ყველაფერს გავუძლო და რაც არ უნდა იყოს დავეხმარო, მა, აქამდე მხოლოდ შენი და დედას სიყვარულის მჯეროდა, ახლა ჩემთვის სიყვარული კიტაა. ადრე რომ ვიძახდი ვერ წარმომიდგენია ვინმესთან ერთად უნდა გავატარო მთელი ცხოვრებათქლ, ახლა მინდა, რომ მასთან ერთად გავატარო. მა, ზუსტად ვიცი, კიტას რომ იცნობდე მოგეწონებოდა. მა, ხომ გიხარია ჩემი ბედნიერება?! მამა, იცოდე რომ შენ მაინც პირველი მამაკაცი იქნები ჩემ ცხოვრებაში. მამი მიყვარხარ და ძალიან მენატრები, ნეტა აქ იყი-შავმა სათვალემ ვერ დამალა ანამარიას ცრემლები და გზა მისი ლოყებისკენ გაიკვლიეს, ორივე მუჭით მოიწმინდა ცრემლები და თავი ხელებში ჩარგო. როგორ ენატრება დავითი. მაკას ხან დედათი მიმართავს, ხანაც სახელით. დათოსთან ასე არ იყო, ის ყოველთვის მამა ან მამი იყო მისთვის. როგორ უნდა უფრო ხშირად იყენებდეს ამ სიტყვას, მაგრამ ზუსტად იცის დათოს გარდა, სხვას მამას ვერ დაუძახებს. როგორც კი დაწყნარდა, ადგა და ფეხით დაუყვა საბურთალოს სასაფლაოს. მოულოდნელად მისი ტელეფონი აჟღერდა, ძლივს იპოვა ჩანთაში და უპასუხა:
-ხო ელ..
-რას შვები?
-რავი, არაფერს შენ?
-მეც, მეც. მისმინე წავკისში ავდივართ ეხლა ბავშვები ნიასთან და წამო რა შენც...
-თუ ადიხართ მე სადღა წამოვიდე?
-მიდი ტაქსში ჩაჯექი და ორ წუთში აქ ხარ.
-აუ, მეზარება!
-ეეე, არ გაგვიტეხო რა!
-აქამდე ვერ დამირეკეთ?
-უცებ გადავწყვიტეთ, გავერთობით, თან თბილისი იწვის.
-კაი, სახლში გავივლი გამოვიცვლი და ამოვალ.
-შენი ამბავი, რომ ვიცი დღეს არ იქნება ეგ. არ ვრჩებით, დღესვე მოვდივართ და მიდი ჩახტი უცებ ტაქსში და იქ დაგელოდებით.
-კაი, კაი!
-უი, ან, მაკამ იცის უკვე და შეგიძლია არ დაურეკო.
-ჯერ მაკას დაურეკე? იქნება არ მოვდიოდი.
-ანამარია, მალე, გავიდა მთელი დღე.წავედი და გელოდებით.
"რა მთელი დღე" თავისთვის გაიფიქრა ანამ და საათს დახედა. 16:40. "ესე მალე, როგორ გავიდა მართლა"
ტაქსი გააჩერა, როგორც კი მთავარ გზაზე გავიდა და წავკისის გზას დაადგა. ექვსი იყო დაწყებული ნიას წავკისის სახლის ჭიშკარს რომ მიადგა. ყველას ჩამოურეკა და არავინ აიღო ტელეფონი. ბოლოს გაღება სცადა და ღია ყოფილა. ეზოში შევიდა, არავის ხმა არ ისმოდა. სახლისკენ წავიდა ყვირილით
-ჩამოვედი, სად ხართ? ელენე! ნია! მარიამ! ბიჭებო! ტყუილა ცდილობთ ჩემ შეშინებას, თოფურია ვიცი შენი იდეაა და გამოდი!-ასე ყვირილით მივიდა სახლამდე, რომლის კარიც ასევე ღია იყო და შიგნით შევიდა. თვალები შუბლზე აუვიდა როდესაც მთელი მისაღები ოთახი ვარდებითა და სანთლებით მორთული ნახა. უცებ ვიღაც ეცა და თვალებზე ხელი ააფარა.
-როგორ ხარ ანუშკი?-ეგონა მოეჩვენა, სანამ ბიჭმა ხელები თვალებიდან არ ჩამოიღო,თავისკენ არ მიატრიალა და თვალებში არ ჩახედა არ დაიჯერა.
-კიტაა...-ბესნიერებისგან და გაოცებისგან დამუნჯდა ანამარია. მის წინ კიტა აბაშიძე იდგა შავ სმოკინგში გამოწყობილი.-არ მჯერა!
-არ ჩამეხუტები?-ამის თქმა და ანას ხელები მის კისერზე ერთი იყო. კიტამაც მოჰხვია ხელები წელზე და მიწას დააშორა, ანამარიამ ფეხები წელზე შემოჰხვია და მოუშორებელი ტკიპასავით აეკრო სხეულზე.
-როგორ მოგნატრებივარ-კიტამ ყურში ჩასჩურჩულა ვნებიანი ხმით და ყურის ბიბილოზე გამოსდო კბილები.
-ველური ხარ!-ფეხები გაუშვა და ისევ იატახზე დადგა, ცალი ხელით ყურს იზილავდა, მეორე კი ისევ კიტას კისერზე ჰქონდა შემოხვეული. კიტას გაეცინა და მონატრებულ მარწყვებს დაეტაკა, ანაც აჰყვა, კიდევ დიდხანს დატკბებოდნენ ერთმანეთით უბრალოდ სუნთქვა აღარ ეყოთ და კიტა ოდნავ მოშორდა ანას სხეულს.
-ჯერჯერობით საკმარისია, ზევით ავიდეთ და დანარჩენი მერე. ხელი ჩასჭიდა კიტამ ოდნავ დაბნეულ გოგონას და კიბეებისკენ წაიყვანა. მეორე სართულზე, რომ ავიდნენ კიტამ სთხოვა თვალები დახუჭეო, ანამარიაც დაემორჩილა, ვერანდაზე გაიყვანა და ნება დართო თვალები გაეხილა. ნელნელა დააშორა ერთმანეთს ქუთუთოები ანამ და გაოცებისგან პირი დააღო.მთელ ვერანდაზე თოკები იყო გაბმული, რომელზეც მათი ფოტოები იყო დამაგრებული, ერთად თუ ცალცალკე გადაღებული. შუაში მრგვალი მაგიდა იდგა, ორი სკამით. მაგიდაც და სკამებიც წითელ და თეთრ ფერებში იყო მორთული. გარშემო ისევ წითელი და თეთრი ბუშტები იყო მომოფანტული. კიტამ ხელი მოსჭიდა და მაგიდისკენ წაიყვანა. სკამი გამოუწია და ზედ დასვა ჯერ კიდევ აგონიაში მყოფი მაისურაძე.
-მოგწონს?
-ხუმრობ? ძალიან, ძალიან მაგარია! გამახარე კიტა!
-ჩემო ანუშკი - გოგონას ხელი თავისაში მოიქცია და გაუღიმა- მოკლედ ორი რაღაც მინდა გითხრა სანამ ვახშმობას დავიწყებთ.
-გისმენ-ღიმილით და ინტერესით შეხედა ანამ კიტას.
-მოკლედ არ დაგიმალავ და გეტყვი, რომ საშინლად არარომანტიკოსი ვარ და რომ არა ელენე, ნია და მარიამი ალბათ ერთი საწყალი მინდვრის ყვავილით დაგხვდებოდი...
-მე შენგან ეგეც გამეხარდებოდა.
-დამამთავრებინე.. ეს ყველაფერი მათი დამსახურებაა, მაგრამ ჩემი წვლილიც არის, ყველაფერი ჩემი შენდამი სიყვარულითაა გაკეთებული, ხო ნუ მიყურებ ცხვრის თვალებით, მე შენ მიყვარხარ!



მგონი არაა პატარა თავი, დღეს მეტს უბრალოდ ვერ დავწერდი, აქ უნდა გავჩერებულიყავი.რაც შეეხება შემდეგ თავს არც ისე მარტივი დასაწერია ჩემთვის და იმედია ძალიან საინტერესო თქვენთვის, იმედია მხარს დამიჭერთ თქვენი კომენტარებით, რომელიც ძალიან მახარებს. და კიდევ ერთი კითხვა მაქცს, ძალიან ბანალური ხომ არ გახდა?????
დიდი მადლობა ვინც კითხულობთ❤️❤️❤️❤️❤️



№1  offline წევრი nino(g)

exla wavikitxe yvela tavi da zalian momewonaa.me.5tavi ar devs da ver gavige mashin rato ichxubes..magaria gaagrdzele dagelodebi

 


№2  offline წევრი Salome17

მადლობა❤️❤️დევს მეხუთე თავი, რატომ ვერ ნახე არვიცი, მაგრამ პირად შეტყობინებებში გამოგიგზავნი
nino(g)
exla wavikitxe yvela tavi da zalian momewonaa.me.5tavi ar devs da ver gavige mashin rato ichxubes..magaria gaagrdzele dagelodebi


ყველას დიდი მადლობა და ყველანაირად ვეცდები დღეს 12ის მერე დავდო, ვერ შეგპირდებით.❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent