Hospital-ჰოსპიტალი (7)
თითქოს დაცარიელდა საავადმყოფო სანდროს გარეშე.მის პალატას როცა ჩავუვლიდი,ყოველთვის შევდიოდი,და როცა ცარიელი საწოლი მხვდებოდა გული მეკუმშებოდა.არვიცი უნდა გამხარებოდა თუ უნდა მტკენოდა სანდროს გაწერა.მე სიხარულიც და წყენაც ვიგრძენი.ის ჯანმრთელია და საღსალამათი,მაგრამ არის ჩემგან შორს,და იქნებ ვინმე შეუყვარდეს,ცოლიც შეირთოს,და ამ ფიქრების დროს საშინელი განცდა მეუფლებოდა,თითქოდ გულის რაღაც ნაწილს მაცლიდნენ.ჩემი სიყვარული ჰოსპიტალის კედლებს ვერ სცდებოდა,და მეც ვცდილობდი გავყოლოდი დროს,მაგრამ ეს ლოდინი მკლავდა.მთელ დროს და ენერგიას სამუშაოს ვუძღვნიდი,მინდოდა არმეფიქრა სანდროზე,მის თვალებზე მაგრამ არ გამომდიოდა. -ახლა მივხვდი როგორია დეპრესიული ექიმი - ჩაისისინა ანამ- და ძალიან არმომწონს- ისეთი სახით მიყურებდა ,იფიქრებდით რომ ჩემი მოკვლა უნდოდა. -მორჩით ჩემს ლანძღვას,არ დაიღალეთ?- მობეზრებული ტონით ჩავილაპარაკე მე და მეგობრებს თვალი მოვავლე. -ნინაკა,არჩილი გიბარებს- მოვიდა მგონი არჩილის მდივანი და თავზე დამადგა -რაუნდა?- ამოვიკნავლე შეწუხებული ხმით და ქალს ავხედე -სასწრაფოდ ამოვიდესო,მგონი ცუდი რამ მოხდა- შეშფოთებული ხმით თქვა ქალმა და სევდიანი თვალები შემომანათა.გაკვირვებული ავდექი და ასევე გაკვირვებულ მეგობრებს მხრები "ავუჩეჩე" და "აზრხე არვარ რახდება-ს" სახით შევხედე.ნერვიულად შევაღე არჩილის კარი,მას სათვალის "ტარი" შუბლზე ჰქონდა მიბჯენილი და რაღაც საბუთს ატრიალებდა. -შეიძლება?- ვიკითხე და მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.ცოტა ხნით დუმდა და იმ საბუთს ჩაჰკირკიტებდა,ბოლოს "ამოიხვნეშა" და შიშის მომგვრელი სიჩუმე დაარღვია. -სანდრო წერეთელი ერთერთი ურთულესი დაავადების მქონე პაციენტი იყო-გამიკვირდა როცა მასზე ლაპარაკი დამიწყო რადგან მისი ხსენება ჩემთან ავუკრძალე,და რადგანაც ის ახსენა,ანუ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა- შენ შეძელი და დონორის გამოჩენამდე გაუხანგრძლივე სიცოცხლე,გულის გადანერგვის ოპერაციაც შესანიშნავად გააკეთე,და საბოლოო ჯამში მიიღე ჯანმრთელი სანდრო,ჯანმრთელი გულით,შენი დამოკიდებულებაც ყველა პაციენტის მიმართ ცნობილია,რომ ერთმანეთისგან არ ანსხვავებ და მეგობრულ ურთიერთობას იჭერ მათთან,და ასევე სანდროს შემთხვევაში,მზრუნველობას,ყურადღებას,სითბოს და გამამხნევებელ სიტყვებს არ აკლებდი,მაგრამ...-აქ შეჩერდა,შემომხედა.და მივხვდი,უფრო სწორედ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ შარში ვიყავი და დიდი პრობლემა მელოდა,მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი,და საუბრის დაწყების მოლოდინში გავირინდე-მაგრამ იყო ერთი ე.წ შავი ლაქა, სანდროს შეტევა რომელსაც გაუმკლავდი და სანდროც გადაარჩინე,მაგრამ შეტევა მაინც მოხდა- და გამახსენდა რა გამწარებული იყო ალექსი და როგორ მსაყვედურობდა- ბატონ მინისტრს მოსწონდი მაგრამ ამ შეტევამ...მოკლედ ეჭვი შეეპარა შენი და წერილი გამომიგზავნა.სადაც ითხოვს რომ...-ისევ შეჩერდა."ოღონდ ის ართქვას რასაც ვფიქრობ.ოღონდ ის არა"- ითხოვს რომ სამსახურიდან გაგათავისუფლოთ- თითქოს სუნთქვა გამიჭირდა,თითქოს ყველაფერი გაჩერდა ირგვლივ,თითქოს მიწა გასკდა და შიგ ჩამიტანა.ის მოხდა,რასაც სიმართლე გითხრათ ველოდი,ველოდი რომ ალექსი გამლანძღავდა მაგრამ სამსახურიდან მოხსნა? ვიცი მამაჩემის გადასაწყვეტი იყო მაგრამ,ალექსის შეეძლო ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირება,და ჩემი მოშორება.თვალებში დამიბნელდა,მაგრამ ძალა მოვიკრიბე,ამის დრო არიყო " დაეცემი მაგრამ წამოდგები" სულ ეს წინადადება მიტრიალებდა თავში,და მეც ,ძალიან მშვიდად,ყველანაირი ყვირილის გარეშე ვუთხარი არჩილს -ანუ საავადმყოფოდან უნდა წავიდე? -ეს ჩემი გადასაწყვეტია მაგრამ...არვიცი, დაველოდები რასიტყვის საბჭო,შენნაირი ექიმი არგვყავს მაგრამ...მინისტრი ხომიცი- ამოიჩურჩულა არჩილმა -დედას ვუ****ბ მაგ მინისტრს -ესეც მშვიდად ვთქვი და კაბინეტი დავტოვე.მშვიდი უფრო საშიში ვიყავი,სიმშვიდეში იყო უფრო მეტი ბრაზი,და თუ ალექსი ერთერთი მინისტრი იყო,მე ერთადერთი,და საუკეთესო ექიმი ვიყავი. ამ საავადმყოფოს ვერავინ ვერ დამატოვებინებს.მდივანთან შევედი -ალექსი წერეთელის სახლის მისამართი მინდა -მოკლედ მოვუჭერი ქალს. -მამაშენმა მთხოვა არაფერი არ გადმომეცა შენთვის...რამოხდა შვილო?- სევდიანად და თბილად მომიგო ქალმა. -მინისტრს უნდა რომ სამსახურიდან გამაგდოს,მაგრამ ისკი არიცის რო ასე ადვილად ელენე ბრეგვაძის ქალიშვილს ვერმოიშორებს- მშვიდად გავუღიმე ქალს და მისი ოთახიც დავტოვე.ანა და ირაკლი ჩემს კაბინეტში დამხვდნენ,ყველაფერი მოვუყევი. -ნაბი*****- შეაქო ირაკლიმ მინისტრი. -სახლის მისამართი მინდა-ვუთხარი მე -დაიცადე-ფეხზე წამოხტა ანა და 5 წუთში ფურცლით ხელში დაბრუნდა. -აი მისამართი,წადი და აჩვენე ვინარის თქვენში უფროსი -თვალი ჩამიკრა ანამ და ფურცელი გამომიწოდა -ოქრო ხარ -გავუღიმე მეგობარს-პაციენტებს მიხედეთ,თურამე პეიჯერი მიმაქვს-გამოვიცვალე ფორმა და ტაქსი გამოვიძახე,სანდროს ისტორია,და საბჭოს მიერ ოპერაციების შეფასებებიც მიმქონდა.რაც მთავარია სიმშვიდე უნდა შემენარჩუნებინა.ტაქსი უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდა.ვთხოვე რომ დამლოდებოდა და ეზოში შევედი.კარი მოსამსახურემ გამიღო.სასტუმრო ოთახში შუახნის ქალი დამხვდა ფეხზე წამოდგა და მომესალმა. -ქეთევან წერეთელი,ალექსი წერეთელის მეუღლე -ნინაკა ჩარკვიანი,სანდრო წერეთლის ექიმი- გავუღიმე არისტოკრატ ქალს და დავინახე როგორ ამათვალიერ,ჩამათვალიერა - თქვენი მეუღლე სახლშია?- ვკითხე და პასუხს დაველოდე. -დიახ კაბინეტშია,მასთან რა საქმე გაქვთ?-მკითხა გაკვირვებულმა -რაღაც შეკითხვა მაქვს,თქვენთვის საინტერესო არაფერი,ცოტა დრომაქვს და თუ შეიძლება კაბინეტი მაჩვენეთ- ქეთევანი წინ გამიძღვა და ერთერთ კართან შეჩერდა,ოდნავ დააკაკუნა და იქედანაც ხმა მოისმა "შემოდით" .ჯერ ქეთევანი შევიდა,კარები ღია დატოვა -შენთან არიან საყვარელო-თბილი ხმით უთხრა ქალმა -ეხლა? ააქ? ვინარის?- ქეთევანს თქმა არ ვაცადე ოთახში შევაბიჯე და კარის ზღურბლზე დავდექი -მე- დამპლურად გავუღიმე ბატონ მინისტრს. "ფეხებზე შენი მინისტრობა-ს" სახით შევხედე და დაუკითხავად შევედი ოთახში. -ქეთევან დაგვტოვე,საყვარელო-ალექსიმ ცოლს ახედა. -ნინაკა ჩაი თუ ყავა?-ზრდილობიანად მკითხა ქალმა,და მივხვდი ძალიან აინტერესებდა რის გამო მოვედი მის ქმართან. -ყავა,ორი კოვზი შაქარით- ზრდილობიანად გავუღიმე ლამაზ ქალს და მანაც ოთახი დატოვა.-არ გაგეხარდათ ჩემი ნახვა ბატონო მინისტრო?-ახლა ალექსისკენ შევბრუნდი და ისევ მშვიდად გავუღიმე კაცს,და ერთი წამით ვინანე რომ გადავარჩინე და ეს დამპალი ადამიანი საოპერაციოს მაგიდაზე არ მივაკალი,მაგრამ რაუნდა ვქნათ, ფიცს ვერ გავტეხდი. -ვიცოდი რომ მოხვიდოდი,მაგრამ ასე მალე და აქ თუ გნახავდი არ მეგონა- დამპლური ღიმილი არდამაკლო მინისტრმა -სიურპრიზი მოგიწყვეთ-ოთახში ქეთევანი შემოვიდა და გამიკვირდა მოსამსახურეს რატომ არ დაავალა,მაგრამ მიზეზს მალევე მივხვდი.ქალს გავუღიმე და მადლობა გადავუხადე,ბოლოს გაწბილებულმა დატოვა ოთახი.-ბატონო მინისტრო,თუ გგონიათ რომ ასე მალე მომიშორებთ, ცდებით -მივმართე მინისტრს და თვალი თვალში გავუყარე. -იცოდით თქვენდამი როგორ ვიყავი განსმჭვალული და პატივს გცემდით,მაგრამ რომ ვერ მიგესწროთ შეტევას შეეძლო სანდრო მოეკლა -მაგრამ მივუსწარი,ზუსტად მაგაშია საქმე რომ მივუსწარი და წამებში აღვკვეთე ეს საშინელება,თუ ვინმე დაიბნეოდა და ფიქრს დაიწყებდა მე წამის მეასედიც კი არდამჭირდა რეაგირების მოსახდენად,იცით რატომ? -ისევ დამპლურად შევხედე ალექსის- იმიტომ რომ მე კარგი ექიმი ვარ -საიდან ამდენი ირონია,ჩარკვიანო?-ჯიქურ შემომხედა მინისტრმა -გულიდან- სკამის საზურგეს მივეყრდენი მე და წარბების აწევით ვუპასუხე მამაკაცს. -ასეთი თვითდაჯერებულობა და შენითავის ქება შენი აზრით კარგია? -მე უკეთ ვიცი რა არის კარგი,და რა არა.რაც შეეხება თვითდაჯერებულობას,სწორედ ამის მეშვეობით ვარ პირველი.-ვუთხარი მამაკაცს და შემდეგ ისევ გავაგრძელე-იცი რით განვსხვავდებით ერთმანეთისგან? -რით?-მკითხა მამაკაცმა და სმენად იქცა -მე ჩემს სფეროში ნომერ პირველივარ,და დღემდე ვერავინ მოახერხა ჩემი შეცვლა,არავინ ამბობდა რომ ძველი ექიმი მჯობდა,აი თქვენ კი- გავუღიმე ისევ მამაკაცს- ერთერთი ჩვეულებრივი მინისტრი ხართ რომელსაც მუდამ ადარებენ სხვებს,მუდამ ამბობს ბევრი რომ სხვა თქვენზე ბევრად უკეთესია,და ძველი მინისტრები ბევრად გჯობდათ.მე საუკეთესოვარ,თქვენ კი არა-ალექსის სახეზე ფერი გადაუვიდა -როგორ...-დაიწყო მაგრამ გავაწყვეტინე -ჯერ არდამიმთავრებია-შუბლშეკრულმა შევხედე მინისტრს და როცა მივხვდი რომ ხმის ამომღები აღარ იყო ისევ მშვიდად განვაგრძე- პრობლემურ შემთხვევებს მე იმწამსვე ვუმკლავდები,და დაფიქრების გარეშე ვასწორებ მათ,თქვენკი შეცდომებს ვერ უმკლავდებით,ან სხვად აბრალებთ,ან უბრალოდ ფულით ახერხებთ და უცებ მიმალავთ.აი მეორე განსხვავება მე პატიოსანი ვარ,თქვენკი ნაკლებად.-მამაკაცს შევხედე.თითქოს მიხვდა რომ უბრალო სულელ ქალთან არქონდა საქმე,მიხვდა რომ მისი მეტოქე ვიყავი და არ დავნებდებოდი. -შეცომა დაუშვი,ჩემს შვილიშვილს საფრთხე შეუქმენი და პასუხს აგებ,ასე მშვიდად გაგრძელების უფლებას არმოგცემ - ტონს აუწია კაცმა -და რისგამო ითხოვთ ჩემს გათავისუფლებას?-მინისტრს წინ საბუთები დავუყარე- აი ჩემი შეფასება სანდროს ოპერაციების შემდეგ, და რა გგონიათ სასამართლოში არმივიყვან ამ საკითხს,თუ თქვენ საჩივარს უკან არ გაიტანთ? რა გგონიათ ჩემს ასე უბრალოდ გაგდებას და მოშორებას შეგარჩენთ? თუ არგახსოვთ მომაკვდავი რომ მოგიყვანეთ ვინ გადაგარჩინათ?-ვერცმე შევიკავე ტონი და სანამ ალექსი რამეს იტყოდა უკნიდან,ზედმეტად მონატრებული ხმა მომესმა -რა ჯანდაბა ხდება აქ?- ეს სანდრო იყო, მისი ხმა...ტანში სასიამოვნოდ დამიარა რაღაცამ."ჯანდაბა გამოფხიზლდი" ვუბრძანე ჩემს თავს,ავდექი და სანდროს მივუბრუნდი. -არაფერი,უბრალოდ მე და ბატონ მინისტრს პრობლემები გვაქვს - მოკლედ ავუხსენი სიტუაცია საყვარელ მამაკაცს -რა პრობლემები?-ჯერ მე შემომხედა და მერე ალექსის -ბატონო მინისტრო,არ აუხსნით თქვენს შვილიშვილს რახდება?-დამპლურად შევხედე ალექსის.ისეთი მრისხანე სახე ქონდა,წამით შემეშინდა კიდეც. -მოვითხოვე რომ ნინაკა...სამსახურიდან დაეთხოვად- ეშინოდა! ამკაცს სანდროსი ეშინოდა, აი რატომ არ უნდოდა რომ აქ მოვსულიყავი,არუნდოდა სანდროს გაეგო! ეშინოდა...მისი ეშინოდა! -რაა?-დაიღრიალა სანდრომ და წამით დავფიქრდი გული სანდროს ამოაცალეს თუ მე.ალექსის სახეზე ფერი გადაუვიდა.- გაგიჟდი ალექსი? - გაბრაზებულმა შეხედა "საყვარელ ბაბუს" და ალექსის თითქოს ენა ჩაუვარდა -დამშვიდდი სანდრო,მეთვითონაც დავიცავ თავს -ავხედე ჩემზე ორითავით მაღალ მამაკაცს.ზემოდან დამხედა გაბრაზებული სახით.- ეგრე ნუმიყურებ ! ჩემი პრობლემები შენ არ გეხება და ამხელა ღრიალიც არარი საჭირო როგორც მახსოვს ახალი ნაოპერაციები ხარ!-მეც გაბრაზებული მზერა მივანათე მამაკაცს. -ჩემსგამო გაგდებს სამსახურიდან და მე არ მეხება?- თავისას არ იშლიდა სანდრო.შემდეგ კი ალექსის მიუახლოვდა -ხვალ დილით საჩივარი გამოტანილი დამხვდეს გაიგე ბატო მინისტრო? -სანდრო! ვინ გგონივარ?-დაიგრგვინა ალექსის გაბრაზებულმა ხმამ და ფეხზე წამოიჭრა -ვინდა კაცი რომელიც ბინძურ თამაშში ითრევს უდანაშაულო ქალს ! ზედმეტად ხომარ ზრუნავ ჩემზე ? თუ დაგავიწყდა გეტყვი რომ 30 წლისვარ და არმჭირდება შენი ზრუნვა! საჩივარი გამოიტანე და არც გაბედო იმ საავადმყოფოს და განსაკუთრებით ნინაკას ტყუილად შეეხო,ნუ გადამიმტერებ ალექსი ! -ისევ ღრიალებდა სანდრო -მგონი აზვიადებ! - ძლივს ჩავერიე მათ საუბარში და სანდროს მივმართე -შენ დამშვიდდი- გამაფრთხილა და სახით მანიშნა "ჩუმად დაჯექი სკამზე-ო".მეც დავჯექი და დავემორჩილე.სანდრო ალექსის უყურებდა.ერთმანეთს თვალებს არ აშორებდნენ,მალევე ალექსიმ ტელეფონი აიღო და დარეკა -ნინაკა ჩარკვიანის შესახებ საჩივარი გამოიტანეთ და წერილობით მოუხადეთ ბოდიში ამ გაუგებრობისთვის-სანდრომ გაიღიმა,წელში გასწორდა და გამარჯვებული სახით შემომხედა -სწორად მოქცევაც შეგძლებია-ალექსის მხარზე ხელი მოუთათუნა სანდრომ.მინისტრმა კი ზიზღით გადმომხედა -ეგ გოგო,ნამდვილი...-თითქოს სიტყვა ვერ იპოვაო- არ გირჩევ მასთან შერკინებას-თითქოს რჩევა მიცა სანდროს. -წავედით-მითხრა სანდრომ -გადი და გამოვალ- დიდი ჩხუბის შემდეგ სანდრო გავიდა და კაბინეტში მე და ალექსი დავრჩით. -ეს ასე არ დამთავრდება- ჩაისისინა კაცმა -შემდეგ სვლას ველოდები- ღიმილით ვუპასუხე მინისტრს -სულ სანდრო არ გეყოლება -დამერწმუნეთ თქვენს განადგურებას სანდროს გარეშეც მოვახერხებ,ეხლა კი..მომავალ შეხვედრამდე-დავემშვიდობე მინისტრს და კაბინეტი დავტოვე.სასტუმრო ოთახში ქეთევანი და სანდრო დამხვდნენ.სანდრო ნერვიულად ათამაშებდა ფეხს და ქეთევანი გაკვირვებული ადევნებდა შვილიშვილს თვალს.ჩემს დანახვაზე ორივე წამოოდგა -ყავისთვის გმადლობთ ქეთევან,დროებით- ზრდილობიანად გამიღიმა ქალმა და მეც ზურგი ვაქციე.ეზოში გავედი და სანდრო გვერდით ამომიდგა. -მარტო რამ მიგიყვანა ალექსისთან? -თითქოს გაბრაზებულმა მკითხა სანდრომ -მარტოც მშვენივრად ვუმკლავდებოდი სანდრო და არიყო საჭირო შენი დახმაარება,თუმცა მადლობა- ისე ველაპარაკებოდი არც შემიხედავს მისთვის.როცა ჭიშკარი გავაღეთ და გავედით სანდრო მკლავში მწვდა და მისკენ მიმაბრუნა -გამიხარდა შენი ნახვა ექიმო- მითხრა და გაიღიმა,ცისფერ თვალებშიც ნაპერწკალი აუკიაფდა.მის სახეს ვაკვირდებოდი და მივხვდი როგორ მენატრებოდა,როგოე მაკლდა და როგორ მიყვარდა.მივხვდი რომ უძლური ვიყავი ამ გრძნობის წინაშე -მეც გამიხარდა შენი ნახვა-გავუღიმე სანდროს და ვცდილობდი მკლავები მისი ხელებიდან გამეთავისუფლებინა. -ნუ ფართხალებ ! -მკაცრად მიბრძანა წერეთელმა, გაკვირვებუკმა ავხედე შუბლშეკრულ მამაკაცს -რაგინდა სანდრო? -ძალიან ბევრი რამე მინდა,მაგრამ ესენი ცოტა გვიან,ჯერ მინდა რომ სადმე დავსხდეთ -არმაქვს დრო,საავადმყოფოში მეჩქარება პაციენტები მყავს- ზრდილობიანად ვუთხარი შეთავაზებაზე უარი.-ეხლა კი გამიშვი უნდა წავიდე -მე მიგიყვან,რადგან შენი ტაქსი უკვე გავუშვი- ირგვლივ მიმოვიხედე და ტაქსი ვერ დავინახე. -არშეგჭამ ნინაკა-გაიღიმა მამაკაცმა და მანქანის კარი გამიღო.მისი სუნი ტრიალებდა მანქანაში და ეს ძალიან მაბნევდა,ნერვიულად ვხლართავდი თითებს და სანდროს არ ვუყურებდი,არმინდოდა ეს შეემჩნია.და უცებ მისი ხელი ახლართულ თითებზე შემახო,ავხედე და იცინოდა. -რატო ნერვიულობ? -გამომხედა და ირონიულად გაიღიმა -სულაც არ ვნერვიულობ-ენის ბორძიკით ვუთხარი მე და თავი გვერდზე გავატრიალე.ვერც კი ავღწერ როგორ მსიამოვნებდა მისი შეხება,მაგრამ მაინც ვცდილობდი ხელები გამენთავისუფლებინა,მაგრამ ისე მიჭერდა რომ ეს შეუძლებელი იყო.საავადმყოფოს წინ გააჩერა მანქანა. -მადლობა-ვუთხარი და მანქანიდან გადავედი.თითქმის კართან ვიყავი როცა ისევ მკლავში მწვდა და ისევ უკან მიმაბრუნა -არ გასწავლეს რომ დაუმშვიდობებლად წასვლა უზრდელობაა?-მითხრა ძალიან სერიოზული ხმით,და ვაღიარებ რომ ვერაფერი გავიგე -რაა?-ვკითხე ის რასაც ნამდვილად,იმწუთს ვფიქრობდი.სანდრომ კი გამიღიმა და მისი ტუჩები ფრთხილად მიმადო ლოყაზე.მესიამოვნა? მესიამოვნა კიარა მეგონა სამყარო ჩემი იყო,სხვა...სხვა არმახსოვს რასვგრძნობდი უბრალოდ ვიცი რომ დებილივით გავიღიმე და თავი დავხარე,გავიგონე როგორ ჩაიცინა სანდრომ -მომავალ შეხვედრამდე ექიმო-და დამემშვიდობა.საავადმყოფოში ისევ გაბრუებული შევედი,გამოვიცვალე,პაციენტებს ჩამოვუარე და ვიცოდი რა ომი მელოდა წინ.კაბინეტის კარი ნერვიულად შევაღე და ოთხი დაინტერესებული თვალის წინ აღმოვჩნდი.ყველაფერი დეტალურად მოვყევი და ყოველ წუთს ეცვლებოდათ სახე ირაკლის და ანას. -იცი რას მივხვდი?- ფიქრის შემდეგ ალაპარაკდა ანა- ეგ ბიჭიც თუ კაციც არარის შენს მიმართ გულგრილი -ვეთანხმები 100%ით, მაგრამ...არარის გამორიცხული რომ...-ირაკლის სიტყვა გავაწყვეტინე -ვიცი ნაკაშიძე! და როგორც ხედავ უზარმაზარ კოშკებს არცმე ვაშენებ. მოკლედ დაველოდოთ- მოწყენილმა ჩავილაპარაკე მე -დაველოდოთ...დაველოდოთ...დაველოდოთ...-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა ანამ- რაარის ამდენი ლოდინი პურის რიგში ვართ? რაუბედურებაა!! -არცმე ვგიჟდები ლოდინზე მარა რავქნა მივახტე იმკაცს და ვუთრა ვგიჟდები შენზეთქო?- გაბრაზებულმა თვალები დავუბრიალე უნცროს მეფობარს.ანაც გაჩუმდა და ჩემს მაგიდაზე წამოჯდა. -ჩამოწიე შენი საჯდომი მაგიდიდან-შევუბღვირე ისევ და ისიც შუბლშეკრული დაჯდა მაგიდაზე.ირაკლი კი რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული -ჰეიი- ხელი გავუქნიე თვალების წინ- აქვართ -ალექსიმ რა იგულისხმა როცა თქვა ეს ასე არ დამთავრდებაო? -ოპაა- სერიოზული ხმით თქვა ანამ. -არვიცი, ველოდები მის ქმედებას,მაგრამ არამგონია სანდროს შიშით რამე მოიმოქმედოს- თითქოს და დავამშვიდე ისინიც და ჩემი თავიც -სულ სანდრო არ გეყოლება-გამიმეორა ირაკლიმ ალექსის სიტყვები. -მისი არ მეშინია ირაკლი- მოკლედ მოვუჭერი და კაბინეტი დავტოვე.არჩილი მელოდა თურმე,მას მოკლედ მოვუყევი მომხდარის შესახებ -შენს გაგდებას საბჭო არ აპირებდა,მაგრამ კარგია რომ ბოდიში თავად ალექსიმ მოიხადა,მაგრამ უფრთხილდი შვილო- გამაფრთხილა არჩილმა -აქით მიფრთხილდეს - გავუღიმე მამას და ჩემი საქმე განვაგრძე.არადა ალექსი კარგი კაცი ჩანდა,არ ვამტყუნებ,ცუდია რომ შეტევა მოხდა,მაგრამ ამის გაზვიადება ზედმეტი იყო.გავიხსენე ალექსის ცოლიც,ქალბატონი ქეთევანი,არისტოკრათთა წრის უმშვენიერესი მაგალითი და წევრი,და ვიფიქრე როგორ შეეძლო ასეთ ლამაზ და კეთილ ქალს,ალექსისთან ცხოვრევა."სიყვარული ბრმაა" გამახსენდა ფრაზა " ასეთი ბრმაც თუ იყო არვიცოდი" გავიცინე და "ჩავიფხუკუნე".სანდრო...ყველა ფიქრი ბოლოს მაინც სანდრომდე მიდის.მესიამოვნა რომ დამიცვა,მესიამოვნა რომ შემეხო,ხელი მომკიდა,მაკოცა,მისი დანახვაც საოცრად მესიამოვნა.მისი შეხება რომ მახსენდება ტანში მაჟრჟოლებს -ნინაკა საოპერაციოში გელოდებით- ფიქრებიდან ეერთერთი ექიმის ხმამ გამომარკვია -მოვდივარ თამაზ- ვუთხარი და საოპერაციოსკენ გავყევი ყურებამდე გაღიმებული.ხანდახან არის მომენტები როცა გინდა რომ ცხოვრებას კარგა გვარიანად აგინო შენი უიღბლობის გამო,მაგრამ ასევე არის მომენტები როცა გინდა დააჩოქილმა გადაუხადო მადლობა ასეთი იღბლისთვის.და მეც,ზუსტად მინდოდა მადლობა გადამეხადა დღევანდელი დღისთვის. "წამოვდექი დე, სანდრომ წამომაყენა" გავიფიქრე ჩემთვის.და როცა ოპერაციას დავიწყებდი,თვალი მოვავლე ირგვლის მყოფ ადამიანებს,იმათ ვინც ზემოდან უბრალოდ უყურებდნენ ოპერაციას პოპკორნით ან ყავით ხელში,შევხედე პაციენტს რომელიც ელოდა სიკვდილს, მაგრამ უნდოდა სიცოცხლე.თვალი მოვავლე იქმყოფ ყველა ადამიანს,და მივხვდი რამდენად დიდი ადამიანი ვარ მათთვის,ადამიანი რომელიც ადამიანს სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება,რომელიც ყოველთვის იმარჯვებს და არასოდეს ნებდება.მაგრამ,ისინი ვერხვდებიან რომ მათ გარეშე ყველაფერს თავს ვერ გავართმევდი.და იცით...ამდენი ხნის შემდეგ,ბედნიერება ვიგრძენი,ბედნიერება ჩემ ირგვლივ მყოფთა ადამიანების გამო.მივხვდი რომ მათ მხოლოდ ვეჩხუბებოდი და არასოდეს მითქვამს კარგი რამ მათთვის.უხმოდ დავიწყეთ ოპერაცია,როცა თვალებს ავწევდი ვხედავდი როგორ მიყურებდა ხელებზე რამოდენიმე ადამიანი,როგორ ცდილობდნენ დაემახსოვრებინათ და ესწავლათ ჩემგან.ასევე უხმოდ დამთავრდა ოპერაცია,და როცა უნდა გამოვსულიყავი,ნიღაბი მოვუხადე და მათკენ შევბრუნდი.გაკვირვებულმა მომანათა მზერა ყველამ,სახეზე შიში ეწერათ,და ეგონათ გავლანძღავდი -ყველაფრისთვის დიდი მადლობა,თქვენ საუკეთესოები ხართ- ამას არ მოელოდნენ,არცმე მოველოდი.ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.მეც შევიცვალე.საოპერაციოში ტაშის ხმა გაისმა,და გავიგონე როგორ ჩაიჩურჩულა ერთერთმა "ელენე ალბათ ამაყობს მისით" ,ეს ფრაზა იყო ჩემთვის ბედნიერება,და ისრომ ხალხს ისევ აღსოვდათ ექიმი კარდიოლოგი ელენე ბრეგვაძე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.