ტრიალი წრის გარშემო [9]
*** -არა, ამ სახლში წესრიგი უნდა დავამყარო. ვერ მოვრიგებით სხვანაირად - ვატომ ელენეს მისაღებში შეაკითხა. ტაფით ხელში. როცა მიხვდა, რომ არავინ უსმენდა, დაიყვირა - მელიქიძე! -ჰა? - გამოხედა გოგონამ და ცალი თვალი ტელევიზორს გააპარა -შენ გელაპარაკები! -მაინც ფილმის ყურება არჩია გამტაცებლის მოსმენას - ტყუილად წვალობს ეგ ტიპი, მაინც მოკლავენ - ელენემ სიმწრისგან ბალიში ესროლა -რატომ მომიყევი, ვერ გიტან -ყურადღება რომ მოგექცია იმიტომ. - იმედგაცრუებულს პულტი ხელიდან გამოგლიჯა, ტელევიზორი გამორთო და პოპკორნი ამოიღო - ესე იგი, იატაკს შენ გამოგვი და გამოწმენდ, დანარჩენს მე მივხედავ -შანსი არაა -მორიგეობა უნდა დავაწესო -ვერ ეღირსები -მელიქიძე! ნუ მებლატავები -ქალი მოიყვანე და ის დაალაგებს -მელიქიძე! -მე აქ არ ვცხოვრობ -„ვაბშე“ არ მეცინება -მე მითუმეტეს -სირბილით! -ვატოო -იცოდე, ნაყინს არ გაჭმევ -უკვე გითხარი, რომ ვერ გიტან? - ელენე სავარძლიდან უღიმღამოდ ადგა -კი, ეხლა ცოცხს მოკიდე ხელი -ზორო - ჩაილაპარაკა გოგონამ -რაა? - გაეცინა ვატოს. ელენემ საჩვენებელი თითით სახეზე წრე მოხაზა, რითაც ნიღაბზე მიუთითა და სამზარეულოში შევიდა. -გათამამებული - ჩაეცინა ვატოს -ყველაფერი მესმის - გაისმა სამზარეულოდან მუქარის ტონი. ვატომ საათს დახედა, დივანზე წამოწვა, ტელევიზორი ჩართო და პოპკორნი მუცელზე დაიდო. ელენემ მუსიკას აუწია და დალაგება მისი თანხლებით დაიწყო. -„სინგლ ლედი“ კი არა დარტმული ბავშვი ხარ, მელიქიძე! ყურები გამისკდა -ჰა? არ მესმის -ეხლა გესმის? - მუსიკა გამორთო და დაუყვირა -აუ სხვანაირად ვერ ვალაგებ -აუ „ტოჟე მნე, პოპ-ზვეზდა“ რა -მოდი ჯეირანი ვითამაშოთ სამამდე -აჰა, მოგიგე. მაგრამ შენნაირი ეგოისტი არ ვარ და ნაუშნიკებს მოგცემ - ელენემ სახე დამანჭა და უკმაყოფილოდ გახედა: -დიდი მადლობა მზრუნველობისთვის -რა პრობლემაა - ვატომ მაცივრიდან ლუდი გამოიღო და თავის ადგილს დაუბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ საათს დახედა. ღამის 12 სრულდებოდა. ელენე მუსიკას უსმენდა და თან მღეროდა, ამიტომ კარზე ზარის ხმა არ გაუგია. აი, შუქის ჩაქრობაზე კი შეცბა, ყურსასმენები სწრაფად გამოიძრო და შეშინებული მზერა სამზარეულოს კარს მიაპყრო. -არ გაინძრეთ, ძარცვაა! - უეცრად შევარდა ვატო ნიღბითა და იარაღით -აუ, რა დეგენერატი ხარ ვატო! გული გამისკდა -დაიცა შენ რა, მიცანი? - ეწყინა გამტაცებელს -კი და ნუ მაიმუნობ რა, თითქმის მოვრჩი და ამინთე შუქი ხელახლა - ვატო გავიდა, თუმცა მალევე ტორტითა და ანთებული სანთლებით დაბრუნდა. - “Happy Birthday to you, Happy Birthday to you, Happy Birthday შენი გვარი არ ეტევა მელიქიძეეეე Happy Birthday to youuu” -ყველა სიკეთესთან ერთად მღერი კიდეც? -ენა გააჩერე და სურვილი ჩაიფიქრე -და თუ ყველაფერი მაქვს, რაც მინდა? -მაშინ ჩაიფიქრე, რომ არაფერი შეიცვალოს - ელენემ ყველა სანთელი ჩააქრო და იქედან გამომდინარე, რომ ტორტი ვატოს ეჭირა, ტაში საკუთარ თავს ინსტიქტურად თვითონვე დაუკრა. გამტაცებელს მოულოდნელად ლოყაზე აკოცა. უფრო სწორად, ნიღაბზე. *** -შეგიძლია არ წამოხვიდე -სად? -პარიზში... ან მერე ჩამოხვიდე... -დაიცა, მე ჯერ არ მომიფიქრებია და შენ უკვე გადაიფიქრე? - გაოცდა დათო -აქ ცოლი გყავს - სახე დამანჭა ელენემ -ტასო, როდის აქეთ გადარდებთ ჩემი ცოლი? -დაიცა, ტასო დამიძახე? -ჰო. რა მოხდა? -ტასოს არასდროს მეძახი -რაღაც ხომ უნდა მოხდეს პირველად?! -დათო, გუშინ მითხარი, რომ შენი ცოლი გიყვარს. -თავგადასავლებიც. სამწუხაროდ, ამაზე არაფერი გიკითხავს -ყველა კაცი ერთნაირია! - კბილებიდან გამოსცრა ელენემ -რა ტრაფარეტული ფრაზებია, ანასტასია. არ გეკადრება -ხომ შევთანხმდით ტასოზე? - დათომ ცას ახედა და დაფიქრდა -არ მახსენდება. - ელენეს გაეცინა და თავის მხარზე ხელი გადაახვევინა -აგრილდა. სადმე ხომ არ დავჯდეთ? - იკითხა მამაკაცმა -არა, ცოტა ხანს კიდევ ვისეირნოთ რა მამაკაცმა ქურთუკი გაიხადა და მსუბუქად მოხვია მხრებზე: -საუკუნეა არ მისეირნია -რატომ, არ გიყვარს? -უბრალოდ დრო არ მრჩება. -ხომ ხედავ, მთავარი სურვილია. და მონდომება -იცი, ერთი სული მაქვს პარიზის ქუჩებში როდის ვისეირნებთ - გახედა დათომ თბილად და თმაზე აკოცა. ელენე დაიძაბა, რადგან მიხვდა, ვერდიქტი გამოტანილი იყო. -დათო -ჰო -თავისუფლებას რა განიჭებს? -ის, რაც იკრძალება -უკუღმართი ბუნება გვაქვს ადამიანებს. -მაგრამ მაინც განუმეორებელი -გქონია მომენტი, როცა ყველაფერი გაქვს, რაც საჭიროა ბედნიერებისთვის, მაგრამ მაინც უკმაყოფილო ხარ? როცა შენი ცხოვრება შედგა, თუმცაღა გინდოდა, სულ სხვანაირად წარმართულიყო? -არა. მე კმაყოფილი ვარ ყველაფრით და რომ არ დაგიმალო, ყველაფერი ზუსტად ისეა ჩემს ცხოვრებაში, როგორც უნდა იყოს. -ბედნიერი ყოფილხარ -კი. ქალები ზედმეტად ბევრს ფიქრობთ. ამაშია მთელი ტრაგედია. -დარწმუნებული ვარ, შენი ცოლიც იგივეს ფიქრობს, რასაც მე -რათქმაუნდა. ისიც ქალია - გაეცინა დათოს - მაგრამ იმაზე ბედნიერია, ვიდრე მას ჰგონია -თუ არ იგრძნო, ეგრე რა აზრი აქვს -შენ რა იცი, რომ არ გრძნობს? -ჩემთან ერთად არ ისეირნებდი, რომ გრძნობდეთ რომელიმე ბედნიერებას -ეჰ, ქუჩურად რომ გითხრა, აზრზე არ ხარ, ჩემო ანასტასია - თავზე ხელი გადაუსვა და აკოცა -ზედმეტად ვგრძნობ თავს -ამდენს ნუ ფიქრობ. დროებითია ეს ყველაფერი. ცვლილებები საჭიროა ხანდახან. -მაინც არ ხარ ცუდი ადამიანი -არც ვთვლი თავს ცუდ ადამიანად -ნებისმიერს რომ კითხო, ეგრე იტყვის -საქმეც მაგაშია, რომ მე ნებისმიერს არ ვეკითხები. თუმცა მაინტერესებს, შენ რატომ ფიქრობ ეგრე -ცუდი საქციელები არ ხდის ადამიანს ცუდ პიროვნებად, და იმიტომ. -ჰო, მაგრამ მაინც არ გირჩევ ამდენ ფიქრს ამ საკითხთან დაკავშირებით. ვართ მე და შენ. და არა „ჩვენ“. ნუ ფიქრობ სერიოზულად -პარიზში მომყვები -პარიზში წელიწადში ორჯერ დავდივარ -ჩემთან ერთად არა - დათო გაჩერდა და თვალებში ჩახედა -ნუ გიყვარდები, ანასტასია. აი ეს იქნება „ცუდი“ და არასწორი -ფრენა ხვალაა. 10 საათზე. აეროპორტში ჩემით მოვალ -როგორც იტყვით, ქალბატონო. ეხლა კი წავიდეთ, ვჭამოთ, თუ არ გინდა ხვალ დილამდე მშიერი მოვკვდე. *** „...და ბოლოს, თუკი თავს ბედნიერად ვიგრძნობთ, თუკი ეს დაგვეხმარება გამოჯანმრთელებასა და განკურნებაში, მართლაც რა მნიშვნელობა აქვს საშუალებას, როცა მიზანი მიღწეულია.“ - დარბაზში პირველი ტაში დათომ შემოკრა, რომელსაც დანარჩენების მხურვალე აპლოდისმენტები მოყვა. -ელენე! ძალიან მაგარი იყო! - ჩაეხუტა ნატა -მადლობა - მელიქიძე გამომძიებელს უყურებდა -მოხვედი? - თვალები გაუბრწყინდა, თუმცა დაბნეულობისგან არ იცოდა რა ექნა და ხელი გაუწოდა -სერიოზულად? - გაეცინა დათოს - მოდი ჩამეხუტე. -არ გელოდი -ამას როგორ გამოვტოვებდი. პატარა ელენე დიდი გოგო ხდება. -ჯერ არ ვიცი, დანარჩენებსაც კარგი გამოსვლა ჰქონდათ. თანაც, მამაჩემი მერია და შეიძლება აჟიოტაჟი გამოიწვიოს ჩემმა არჩევამ. მაგრამ არაუშავს, სტატიებს მაინც დავწერ. -გაიმარჯვებ -მართლა ეგრე გგონია? -არა - ელენეს სახე შეეცვალა -აბა, რატომ მეუბნები? -იმიტომ, რომ, ისეთი სახე გაქვს, სხვა პასუხის შემთხვევაში, ხელს დამარტყამ -ცუდი მეგობარი ხარ შენ -ნუ რას იზამ, ყველას არ ხვდა წილად ბედნიერება ლამაზი მეგობარი იყოს -უტაქტო მეგობარო -პატარა გოგო -ჩუმად, ეხლა გამოაცხადებენ - ელენემ მოულოდნელად ხელი მოკიდა და მაგრად მოუჭირა -ოფლიანი გაქვს - უჟმური სახით გახედა დათომ -გაჩერდი მეთქი „ჩვენი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაზეთის რედაქტორი ხდება ნინო გელოვანი“ -აი, ხომ ვამბობდი - სასწრაფოდ გაუშვა ხელი ელენემ -მეც ხომ ვამბობდი -შენ ამბობდი, რომ გავიმარჯვებდი -მოგატყუე -საზიზღარი ხარ -წავედით აღვნიშნოთ ეს ამბავი - თქვა დათომ სიხარულით -მეკაიფები ხო? - მელიქიძე თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა -მანქანა ცუდ ადგილას მყავს გაჩერებული. მოდიხარ თუ არა? - ნატამ წარბები ეშმაკურად აუწია მეგობარს, რის პასუხადაც მოკუმული ტუჩები, თვალების დაქაჩვა და მუშტის დამიზნება მიიღო. „გული გადააყოლე. ტვინში არ აგერიოს ოღონდ“ - მიიღო რამდენიმე წუთში მესიჯი -მოვკლავ - წამოცდა ელენეს -ვის? -გელოვანს. ეგოისტურად არ ვამბობ, მაგრამ ჩემი სტატია ჯობდა -ეგოისტურად ამბობ -ფიქრობ, რომ ჯობდა? -მე არა, ასე 10 მასწავლებელი ფიქრობს -საშინელი ენა გაქვს -პირდაპირი ენა მაქვს -უტაქტო! მეტი სერიოზულობა შეგეფერება -რატომ? -გამომძიებელი ხარ და მაგიტომ -აღარ ვარ, სხვათაშორის -მართლა? რატომ არ მითხარი? -იმიტომ, რომ არ გიკითხავს -აბა რას აკეთებ? -ჩემს ძმაკაცთან მიმყავხარ -ზოგადად გკითხე, მაგრამ შენს ძმაკაცთან რა გვინდა? -აღვნიშნოთ თქო -გაკლია გეფიცები -აი მოვედით. -რომელი სართულია? -მე-8. 10 თეთრი გაქვს? -სამსახურიდან წამოხვედი და მათხოვრობა დაიწყე? -ნუ მაიმუნობ -აჰა, და 1 კვირა იკმარე - დათოს სახე შეეცვალა და სიცილი დაიწყო. ლიფტში რომ შევიდნენ, ელენე წამით ჩაფიქრდა, შემდგომ დაკვირვებით შეხედა და თქვა: -ისე, რაღაცით გავხარ ვატოს -ვის? -ვატოს -ეგ ვინღაა? -გამტაცებელი -ოჰ, საინტერესოა რითი? -მხიარული ხარ -ოღონდ აქ არ მითხრა, რომ ყურებამდე ხარ ჩემზე შეყვარებული. შეუფერებელი ადგილია. სადმე ბუნებაში გამიყვანე - ელენემ მხარზე მუშტი დაარტყა და მოიღუშა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.