შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინძური ტყუილი ანუ როგორ გახდა მასთან სექსის მონა (დასასრული)


5-08-2015, 02:33
ავტორი lisebeth
ნანახია 6 167

ლელას სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. საბუთებს ხელი დასტაცა და გვერდზე გადადო. ბარბარე სიბრაზისგან თავს ვეღარ თოკავდა. უნდოდა მანამ ეტირა სანამ არ მოკვდებოდა ,ან უკეთესი ეს ქალი საკუთარი ხელებით დაეხრჩო. თვალი აარიდა ,არ უნდოდა მისი ამაზრზენი სახისთვის ეცქირა. ეს ყოველივე მის ძალებს აღემატებოდა. ნიკაც იქვე იდგა ,მაგრამ ხმას არ იღებდა
-ესეც ასე...ჭკვიანი გოგო ყოფილხარ.
-დარეკე_კბილებში გამოსცრა ბარბარემ.
-ნუ ღელავ არაფერი მოხდება.
-არც აპირებდი ამის გაკეთებას ხომ ?
-არ ვიცი ვაპირებდი თუ არა...ძალიან თუ გამაბრაზებ ამის გაკეთება ახლაც შემიძლია.
-გამიშვი აქედან ...ახლა ჩემს საყვარელ ადამიანთან უნდა ვიყო_შეუღრინა გოგონამ
-ხედავ ძვირფასო?_ახლა შვილს მიუბრუნდა ლელა. _საყვარელ ადამიანთანო
-გამიშვი აქედან_უფრო ხმამაღლა დაიღრიალა ბარბარემ და კისერში წვდა ,მაგრამ არ გამოუვიდა. ქალმა ცივად მოიცილა და სკამზე დაახეთქა.
-ახლა ბიძაშენის ჯერია
-რა გინდა...რით ვერ დაკმაყოფილდი ... ხომ მიიღე რაც გინდოდა?
-სანახევროდ. ახლა ის ნაწილიც მინდა რაც ჯერ კიდევ სხვის ხელშია._ლელამ ტელეფონი მოიმარჯვა და ლევანთან დარეკა. კაცმა მისი ნომერი ვერ იცნო და მშვიდი ხმით უპასუხა.
-გისმენთ...
-იმედი მაქვს ჩემი რჩევა გაითვალისწინე და პოლიცია არ ჩაგირევია...
-შეენ? სად არის ბარბარე? რა უქენ ჩემს ძმისშვილს?
-შენს ძმისშვილს არაფერი მოუა თუ ისე მოიქცევი როგორც გეტყვი
-თქვი რა გინდა?
-საბუთები გაამზადე. ყველაფერი ჩემს სახელზე გადააფორმე და მომიტანე. მერე შეგიძლია შენი ძმისშვილი იქ წაიყვანო სადაც გინდა. არც შენ და არც ეს უტვინო გოგო არაფერში მჭირდებით... განქორწინების საბუთებიც მოაყოლე...
-მითხარი სად მოვიდე
ლელამ მისამართი უთხრა,
-იცოდე თუ მივხვდები,რომ პოლიცია მოიყვანე მაშინვე ვესვრი...პირდაპირ შუბლში დააჭედებ. გეფიცები არ გეხუმრები ლევან
-გასაგებია...უკვე მივხვდი,რომ არ მეხუმრები . იცოდე უვნებელი დამახვედრე თორემ ვერაფერს მიიღებ
-შევთანხმდით_ლელამ ტელეფონი გათიშა.
ლევანმა პოლიციის თანამშრომელს გახედა ,რომელიც იქვე იყო .
-ზარი დაფიქსირებულია. ადგილმდებარეობის დადგენა არ გვჭირდება უკვე ვიცით.
-ფრთხილად იყავით. საქმე ჩემი ძმისშვილის სიცოცხლეს ეხება. ეს ქალი ავადმყოფია
-ნუ ღელავთ ბატონო ლევან.ახლავე წავალ და ყველაფერს მოვამზადებ. ხვალ დილით ყველაფერი მზად იქნება. გთხოვთ უჩვენოდ არაფერი მოიმოქმედოთ. ლევანმა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი კარამდე მიაცილა.
ის იყო კარი მიკეტა ,რომ ისევ ტელეფონი აწკრიალდა. ანიტა იყო. გოგონას საუბრისას ძალიან აღელვებული ხმა ჰქონდა .
-რა მოხდა ანიტა?
-ლექსო ოპერაციის გაკეთებაზე უარს აცხადებს მანამ სანამ ბარბარე არ მოვა.
-რაა? ხვალ ოპერაცია აქვს. ამდენი ხანია ამას ელოდება
-არ ვიცი რა ვქნათ
-დამელოდე და მოვალ.
ლევანმა ისევ გაიმეორა ლელას ნომერი და დიდი ძალიასხმევით ,მაგრამ დაარწმუნა ,რომ ბარბარე ლექსოსთვის დალაპარაკების უფლება მიეცა. გოგონამ პირობა მისცა ,რომ ზედმეტს არაფერს ეტყოდა. საავადმყოფოში მისულმა ლევანმა ტელეფონი გაუწოდა
-სად ხარ ბარბარე? ახლა უნდა მიგეტოვებინე?
-მაპატიე გთხოვ...აუცილებლად უნდა წავსულიყავი...მაპატიე ,რომ ვერ დაგირეკე _ ცრემლები წასკდა ,მაგრამ თავი შეიკავა
-უშენოდ როგორ შევიდე საოპერაციოში. იქნებ ვერც გამოვიდე და უკანასკნელად არ გნახო ?
-მომისმინე ...ყველაფერი კარგად იქნება ...შენ კარგად იქნები ...მე ჩამოვალ და ჩვენ ერთად ვიქნებით. დამპირდი ,რომ ფარ-ხმალს არ დაყრი და საერთოდ არ იფიქრებ იმ სისულელეზე რასაც ჩემი მანდ არ ყოფნა ქვია. მთავარია მე შენ მიყვარხარ და მე მჯერა შენი. ახლა დაისვენე და ხვალ დილით ოპერაციისთვის მოემზადე. იცოდე არ გაპატიებ ოპერაციას თუ გადაიფიქრებ. არ გაქვს უფლება ასე მომექცე. დამპირდი...
ლექსომ ცოტა ხანს დააყოვნა პასუხის გაცემა ,მაგრამ იძულებული გახდა დასთანხმებოდა.
-გპირდები
-მართლა?
-გეფიცები...მიყვარხარ და ძალიან მომენატრები..
-მეც...გპირდები მალე ჩამოვალ...გპირდები ყველაფერი კარგად იქნება. დაისვენე და გკოცნი ბევრს.
-მეც
-ლელამ ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა გოგონას,რომელსაც ცრემლები წასკდა და მანამდე იტირა სანამ არ დაიღალა. ლელას ყელში ამოუვიდა . მეორე ოთახში გავიდა და კარი ჩაკეტა. ნიკა სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა.
ბარბარე არა და არ ჩერდებოდა. ეჩვენებოდა თითქოს სულის რაღაც ნაწილი მოსწყდა და სადღაც გაფრინდა. ფეხზე ბანცალით წამოდგა და იმ დამტვერილი დივნისკენ წავიდა , რომელზეც დილით წამოაწვინეს. სანამ იქამდე მიაღწევდა ჯერ სუსტად მერე კი მთელი ძალით იგრძნო აუტანელი ტკივილი მუცელში. მიუხედავად ამისა არ დაუყვირია. დივანთან მივიდა და წამოწვა. ცოტა ხანში ტკივილმა იკლო და ბოლოს სულ გაქრა. ალბათ სტრესის ბრალიაო გულში გაიფიქრა და ლექსოს ოპერაცია გაახსენდა. ღმერთს შეევედრა ყველაფერმა კარგად ჩაიაროსო.

ლევანი ჯერ კიდევ ლექსოს პალატაში იყო დაბინდებისას რუსუდანმა, რომ შემოიარა და პაციენტს დახედა. თქვა ყველაფერი რიგზეაო და წავიდა. ლევანი უკან გაჰყვა ქალს და გამოელაპარაკა.
-ექიმო ჩემი ძმისშვილი ახლა აქ არ არის და მინდა ვიცოდე ხომ ყველაფერი რიგზეა?
-ჯერჯერობით კი. ვიცი რაც მოხდა და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის.
-საიდან გაიგეთ?
-ლუკამ და ანიტამ მიამბეს.
-გთხოვთ არაფერი წამოგცდეთ...ისედაც ძალიან მძიმე სიტუაციაა.
-ჩემს ინტერესებშიც შედის პაციენტი ოპერაციამდე მშვიდად იყოს. წარმატებებს გისურვებთ. იმედი მაქვს ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.
რუსუდანმა დერეფანში გზა განაგრძო. ლევანმა თვალი გააყოლა ,მაგრამ მერე თვითონაც წავიდა. მთელი ღამე ვერ დაიძინა. კაბინეტში იჯდა და სურათებს ათვალიერებდა. მისი და ბარბარეს. გაახსენდა როგორ მოიყვანა პირველად გოგონა ამ სახლში. გაახსენდა როგორ შეიყვანა სკოლაში. როგორ აკითხავდა ხოლმე და ერთად მიირთმევდნენ ბამბის ნაყინს. როგორ დადიოდა მშობელთა კრებაზე და როგორ ეგონათ დანარჩენებს იგი გოგონას მამა. გაახსენდა ბარბის გამოსაშვები საღამო სკოლაში. როგორ ეცხუბებოდა ხოლმე გამოცდებისთვის იმეცადინეო. ის კი სულ იჟინებდა სწავლა ჩემი საქმე არ არისო. მერე ლევანი გვერდით მოუდებოდა და თვითონ ამეცადინებდა ხოლმე. გოგონას ძალიან უკვირდა როგორ იგებდა საყვარელი ბიძის მიერ ახსნილ ყველა გაკვეთილს ასე მარტივად. ცრემლები და მოგონებები ერთმანეთში აერია და მანამდე იბობოქრა სანამ დღის შუქმა გონს არ მოიყვანა კაცი.
ოთახში ტანსაცმლის გამოსაცვლელად ავიდა. აქ მას მერე არ ყოფილა ,რაც ლელა გაიქცა. ტუმბოზე ჯერ ისევ ეწყო მისი სურათები. სიბრაზემ ერთიანად მოიცვა მისი არსება. ხელი ჰკრა და ყველა ძირს გადმოუძახა. ირგვლივ ყველაფერი ზუსტად ისე იყო დაფლეთილი როგორც მისი სული და გული. ტანხე გამოიცვალა. თეთრი მოკლე სახელოიანი მაისური და შავი შარვალი ჩაიცვა. უნაკო გარეგნობა სულაც არ შეესაბამებოდა მის ნამსხვრევებად ქცეულ სულს. არადა ბარბარეს ყოველთვის აღაფრთოვანებდა ის ფაქტი თუ როგორ ახერხებდა მისი საყვარელი ბიძია ლევანი ასეთი მტკიცე და უნაკლო ყოფილიყო. ნეტა ახლა შეეხედა მისი ასეთი მდგომარეობისთვის. ნეტა ახლაც ასე იფიქრებდა? კარი გგაიჯახუნა და ქვემოთ ჩავიდა. მსახურმა ყავა კიბესთან მოაგება. ლევანმა გამოართვა და უჩვეულოდ დანაწევრებული ხმის ტემბრით თქვა:
-ჩემი საზინებელი დაალაგეთ. ყველაფერი მოაშორეთ რაც იმ ქალს ეხება.
-ბატონო ლევან თქვენმა ადვკატმა დარეკა. თქვა ,რომ წუთი-წუთზე აქ იქნება._მშვიდად თქვა ნანამ
-გმადლობ ნანა.
-ჩვენი გოგონა ხომ დაბრუნდება არა?_სასოწარკვეთილმა გახედა კაცს.
-რათქმაუნდა დაბრუნდება. აქ ან ერთად დავბრუნდებით ან არც ერთი.
-ფრთხილად იყავი შვილო _მზრუნველი ხმით თქვა ქალმა და ზედა სართულისკენ წავიდა. ამ დროს ადვოკატმაც შემოაღო კარი და შემოვიდა.
-ბატონო ლევან. საბუთები რომლებიც წუხელ მთხოვეთ
-გმადლობ ,რომ დროულად მოხვედი_ კაცმა ფურცლები გამოართვა. გარეთ გავიდა და მანქანაში ჩაჯდა. უკვე წასვლის დრო იყო. გზაში იმ ოფიცერმა დაურეკა ,რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობდა. მოახსენა ყველაფერი წუხელვე მოვამზადეთო. ლევანმა გააფრთხილა ჩემს ძმისშვილს საფრთხე არ შეუქმნათო.
მანქანა გააჩერა. მისი ბორბლების ხმამ ელვასავით გაიწუილა გარშემო. გადმოვიდა და ზუსტად იმ შესასვლელს მიუახლოვდა,რომელიც აუღწერეს.

ლელა ფანჯარასთან იდგა და უყურებდა. მისი დანახვისას სიამოვნებისგან გაიღიმა და ბარბარესთან შევიდა,რომელიც დივანზე მოკუნტულიყო. წუხელს შემდეგ მასთან არც ერთს არ შეუკითხავს.
-ბიძაშენი მოვიდა. ნამდვილი გმირია _ტაში შემოკრა ქალმა. გოგონა არ გარყეულა.
-ლევანი მოვიდა_ოთახში ნიკა სემოვიდა
-მერე რას უცდი გადი და შემოუშვი_შეუღრინა ქალმა შვილს. ისიც გაშორდა იქაურობას._შენ რას მოკუნტულხარ მანდ? გგონია მომატყუებ ? ახლავე ადექი _ შეანჯღრია ქალმა ,მაგრამ გოგონა არ გაინძრა. ლელა მიუახლოვდა და გადააბრუნა . ბარბარე მთლიანად სისხლში ცურავდა. შოკისგან ქალმა პირზე ხელები აიფარა და ხმადაბლა შეჰკივლა._რა დაგემართა? _ისევ შეანჯღრია ,მაგრამ არც არაფერი. ფეხზე წამოაყენა. დივანი სულ გასისხლიანებული იყო.ამ დროს ნიკა ლევანს შემოუძღვა წინ ,რომელმაც ამ სურათის დანახვისთანავე იქეთ გაიქცა.
-ბარბი რა გჭირს? საყვარელო შემომხედე_სახეზე მოეფერა კაცმა და ემოციებისგან ცრემლები წასკდა. მკერდზე მიიხუტა და ხელები სისხლში ამოესვარა. _რა უქენი ?_ახლა ლელას შეუტია_ხომ გაგაფრთხილე არაფერი დაუშაო მეთქი
-არც არაფერი დამიშავებია. წუხელს მერე არ შემოვსულვარ. ასეთი სულელი გგონივარ შენს მოსვლამდე რამეს დავმართებდი ?
-აბა ეს რა არის ? რა არის მეთი_ ლევანმა კისერში წვდა ქალს და კედელზე მიახეთქა. ლელამ ნიკასკენ გააპარა თვალი ,რომელიც ის-ის იყო მათკენ წამოვიდა.
-დედაჩემს ხელი გაუშვი _შეუღრინა ბიჭმა
-მე არაფერი დამიშავებია. როგორც ჩანს მუცელი მოეშალა. ხო ასე ნუ მომშტერებიხარ. დილითაც წაუვიდა გული ,მაგრამ შიმსილობას დავაბრალე.
-ექიმი სწირდება თანაც სასწრაფოდ. მიიღე ეს წყეული საბუთები და გამიშვი აქედან. შენგან არაფერი მჭირდება_კაცმა ტკივილით აღსავსე თვალები შეავლო ღონემიხდილ ზმისშვილს და შუბლზე აკოცა.
-ხემოუწერელია_თქვა ნიკამ
- მოვაწერ და წავალ. ჩემი ძმისშვილის გარეშე ერთი ლარიც არ მჭირდება.
-გონივრულია_თქვა ლელამ
-მეცოდები...არც კი იცი რა არის სიყვარული. ერთი საცოდავი ქალი ხარ ,რომელიც ბედნიერებას ფულში ეძებს,მაგრამ არაფერი გამოგივა. მთავარი ქონება კი არა ისაა რასაც აქ უყურებ...მთავარი ისაა ,რომ მე მოვედი აქ ჩემი ძმისშვილისთვის...მთავარი ისაა ,რომ მე მყავს ადამიანი რომლისთვისაც თავგანწირვა შემიძლია. შენ არავინ გყავს და არ იცი რა არის სიყვარული. ბოღმით და შურით ცხოვრობ . შენნაირი ადამიანები მხოლოდ სიბრალულს იმსახურებენ და მეც მებრალები...დამსახურებულად მებრალები ...ერთადერთი რეალობა ისაა,რომ შენ არავინ გყავს ვინც შენთვის თავს გასწირავს. ეს ბედნიერება არასდროს გეღირსება... შენ თვითონ მიხვდი ჩვენს შორის ვინ უფრო საცოდავია...
-მოკეტე_ლელას სისხლი სახეში მოაწვა. სიბრაზისგან დაიღრიალა და ლევანს იარაღი დაუმიზნა. კაცს ჯერ ისევ ხელში ეჭირაა გასისხლიანებული გოგონა.
-მესროლე თუ ეს სიამოვნებას მოგგვრის. მე უკვე დასაკარგი არაფერი მაქვს. შემიძლია ვთქვა ,რომ ჩემს ამ ქვეყნად მოსვლას მიზეზი ჰქონდა თუნდაც იმ სიყვარულისთვის რაც მე და ბარბარეს გვაკავსირებს,მაგრამ შენ ? შენ რა შეგიძლია თქვა შენს ცხოვრებაზე?...ან შენ ?_ახლა ნიკას მიუბრუნდა_იმ დედის მხარეს ხარ ,რომელმაც გამოგიყენა ,რომ საკუთარი მიზნები განეხორციელებინა? ნუთუ ვერ ხვდები ,რომ მისთვის მხოლოდ იარაღი ხარ? ასე როგორ დაეცი. არა და რამხელა პატივს გცემდი . ამ ქვეყნად შენზე ღირსეული არავინ მეგულებოდა. ახლა კი აღმოვაჩინე ,რომ ამ ქვეყნად ყველაზე ზნედაცემული ქალის ღირსეული შვილი ხარ.
ნიკამ იგრძნო როგორ გაეჩხირა ყელში რაღაც და დედას გახედა. გულის სიღრმეში აღიარა, რომ ლევანი მართალი იყო.
-აიღე რაც გინდა და გაუშვი_ ურჩია დედას
-მის მხარეზე გადახვედი? დაგავიწყდა ამ გოგომ რა გაგიკეთა? ხომ არ შეგახსენო? ფაქტი თვალწინ გიდევს მისი .
ნიკამ სისხლით მოთხვრილ დივანს გახედა. თითქოს მასში პიროვნების გაორება იწყებოდა. ერთი სხვას ეუბნებოდა მეორე სხვას...
-აიღე რაც გინდა და დაასრულე ეს ამბავი_გაუმეორა დედას
-ხელი მოაწერე. _ფურცლებზე ანიშნა ლელამ.
-ბარბარე დაიჭირე. _უთხრა ნიკას და მანაც ხელი შეაშველა. ლევანმა კალამი აიღო და ფურცლები თავისკენ მოსწია. ის იყო კალმის წვერი ქაღალდს დააჭირა,რომ მოულოდნელად ფანჯარა შემოიმსხვრა და ოთახში ორი ნიღბიანი კაცი შემოცვივდა. ორივე თოკზე იყო გამობმული. ერთმა ლელას დაუმიზნა ხოლო მეორემ ნიკას,რომელმაც წინიდან ბარბარე აიფარა.
-დააგდეთ იარაღი _ გაისმა ბოხი ხმა ლელას მიმართულებით
მოულოდნელად ქალმა ფისტოლეტი ჰაერში ასწია და ბარბარეს დაუმიზნა. პოლიციელებმა მოქმედებაზე გადასვლა ვერც კი მოასწრეს ,რომ ტყვიამ ჰაერში გაიელვა და პირდპირ გოგონასკენ გაქანდა. ლევანს წამიერად შეეკუმშა მთელი გულ მუცელი. იგრძნო როგორ დაუარა სისხლმა თავიდან ფეხებამდე. ისევ ელვასავით გაურბინა წლების მოგონებებმა ,საიდანაც გამაოგნებელმა მოულოდნელობამ გამოაფხიზლა.
თვალებგაშტერებული ნიკა მოცელილივით დაეცა ძირს. როგორც კი მიხვდა დედამისი რას აპირებდა ზურგისკენ შეტრიალდა და ტყვიამ მის ნეკნებთან გაიარა. ლელას იარაღი ხელიდან გაუარდა და შვილისკენ გაიწია ,მაგრამ პოლიციელმა სტაცა და არ გაუშვა.
-არა...მიმიშვით...უნდა ვნახო ჩემი შვილია_პოლიციელმა უფრო მაგრად დაიჭირა და ხელბორკილი დაადო. ლევანმა ზურგზე გადმოაბრუნა ნიკა ,რომლის ქვეშაც ბარბარე მოქცეულიყო.
-სასწრაფო გამოიძახეთ_დაიყვირა კაცმა
-უკვე გზაშია გამოეპასუხა პოლიციელი და კიდევ რამდენიმე შემოვიდა ოთახში.
-მაპატიე ლევან..._ამოთქვა ნიკამ და მკერდი შეეკრა
-სასწრაფო მოვა...მე ბარბარე უნდა წავიყვანო
-მე ის მართლა მიყვარდა,მაგრამ დედაჩემი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა...მაპატიე ...უთხარი,რომ ვწუხვარ
-გარდაცვალების დრო 13:17 წუთი _თქვა ოფიცერმა. ლევანმა თვალები დაუხუჭა. მერე ბარბარეს ხელი სტაცა და გარეთ გაიყვანა. სასწრაფო ის-ის იყო მოსულიყო.
-შიგნით დაჭრილები არიან?_იკითხა ექიმმა.
-ერთი მკვდარია. ჩემს ძმისშვილს მგონი მუცელი მოეშალა. დამეხმარეთ. _გოგონა საკაცეზე დააწვინეს და ექიმმა გულდასმით გასინჯა.
-ძლიერი სისხლდენაა_უთხრა იქვე მყოფ ექთანს ,რომელმაც მასინვე სისტემა დაუდგა და ვენაში წამალი შეუშვა. ლევანი მანქანაში შეხტა და გოგონას ხელზე ხელი მოუჭირა.
-კარგად იქნება?_იკითხა მან
-იმედია... როგორც ჩანს დიდი ხანია რაც დაეწყო
-დაეხმარეთ...გააკეთეთ რამე..._დაიღრიალა კაცმა
-ბავშვს ვერ გადავარჩენთ_თქვა ექიმმა
-ჩემი ძმისშვილი გადაარჩინეთ. გგონიათ აქ იმ ავადმყოფ ქალთან ჩემი სიცოცხლის რისკის ფასად იმიტომ მოვედი,რომ ამ საკაცეზე მომიკვდეს? _ექიმმა უკან დაიხია. მიუხედავად იმისა ,რომ მის ფსიქიკურ მდგომარეობაში ეჭვი შეპარა მაინც შეეცოდა.
-ყველაფერს გავაკეთებ_ლევანმა ჯერ დათოს დაურეკა დამხვდიო მერე კი ირაკლის. მანქანა საავადმყოფოსთან ,რომ გაჩერდა კარის გაღებისთანავე მიეგება დათო.
-ლევან რა მოხდა?
-მუცელი მოეშალა. მძიმედაა...
-მდგომარეობა ამიხსენით_ უთხრა სასწრაფოს ექიმს
ქალმა რაღაც გაუგებარი ტერმინებით დაიწყო საუბარი. ირაკლიმ გასისხლიანებულ ლევანს გადაეხვია და დაამშვიდა.
-გაგიჟდება ლექსო ,რომ გაიგებს რაც მოხდა
-ოპერაცია დასრულდა?
-ჯერ არა, უკვე მეორე საათია მიმდინარეობს.
ორივე ზედა სართულში ავიდნენ ლიფტით. ლევანი განყოფილების კარს მიადგა. ქირურგიიდან დათო გამოვიდა .
-მესამე საოპერაციოში შეიყვანეს ლევან. დამშვიდდი საუკეთესო გინეკოლოგი გამოვიძახე. გპირდები ჩემს კლინიკაში შენს ძმისშვილს საუკეთესოდ უმკურნალებენ.
-მან...მან არც კი იცოდა,რომ ორსულად იყო ისე დაკარგა ბავშვი...
-იქნებ იცოდა? _იკითხა ირაკლიმ
-მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
-ყველაფერი იმ ქალის ბრალია...ყველაფერი ჩემი ბრალია რაც მოხდა...მე რომ ლელა სახლში არ შემომეყვანა...
-დაწყნარდი ლევან_უფრო მკაცრად თქვა ირაკლიმ და მხარზე ხელი დაჰკრა.
-მე წავალ. გავიგებ როგორ არიან._დათო ქირურგიაში გაუჩინარდა თუმცა მალევე გაიღო კარი და ლექსო გამოიყვანეს. ირაკლი პირდაპირ მისკენ გაქანდა. მძინარე შვილს მოეხვია,მაგრამ ექთნებმა მაშინვე მოაცილეს. მალე რუსუდანიც გამოჩნდა.
-როგორ არის ?_ახლა მას მივარდა ირაკლი.
-ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. მდგომარეობა სტაბილურია,მაგრამ მთავარია რა მოხდება მაშინ ,როცა სახვევს მოვხსნით,
-საფრთხე ხომ არ ემუქრება?
-ამ წუთისთვის არა_ირაკლი სირბილით გაჰყვა შვილის საკაცეს.
ლევანი იქვე სკამზე ჩამომჯდარიყო და თავი ხელებში ჩაერგო.
-როგორ არის საქმე?
-იკითხა რუსუდანმა
-ჩემი ძმისშვილიც საოპერაციოშია
-რაა?
-მუცელი მოეშალა. ლექსო კარგადაა,მაგრამ მისი შვილი ისე მოკვდა არც კი იცოდა,რომ არსებობდა.
-ღმერთო ჩემო...ეს რა უბედურებაა. ორივე დაიჭირეს?
-ნიკა მკვდარია
-რაა?
-ლელა დაიჭირეს.
რუსუდანს წასვლა უნდოდა ,მაგრამ ლევანს მოეხვია და გაამხნევა.
-მხოლოდ კარგზე იფიქრე...ეს დაგეხმარება_ქალმა ისე გაუღიმა ,რომ ერთი წამით ყველა იმედი ჩაესახა გულში კაცს. გონს ,რომ მოვიდა ის იქ აღარ იყო.

ირაკლი საწოლზე ჩამოუჯდა ლექსოს და მის გაღვიძებას დაელოდა. საათი გავიდა და ბარბარე არ გამოჰყავდათ.ლევანი უკვე თავს ვეღარ აკონტროლებდა. ნერვები კისერში ებჯინებოდა, შიგნით შევარდნა და ბოლო ხმაზე ბღავილი უნდოდა. იქნებ ეს გაეკეთებინა კიდეც კარში დათო ,რომ არ გამოჩენილიყო.
-როგორაა?
-ძალიან მძიმედ იყო ლევან.
-ხომ ცოცხალია?
-ცოცხალია,მაგრამ ბავშვი დაკარგა. დაახლოებით ორი თვის იყო
-გმადლობ მეგობარო_ლევანი კაცს მოეხვია და დაინახა ამჯერად ბარბი როგორ გამოიყვანეს საწოლით.
ლევანმა მიუახლოვდა. ექთნები ამჯერად მას გაუძალიანდნენ ,მაგრამ დათომ ანიშნა მიუშვითო და განზე გადგნენ. კაცმა მისი უსუსური ხელები აიღო და კოცნა დაუწყო. მართალია დიდხანს გაუგრძელდა მისი ფერება ,მაგრამ არავინ შეწინააღმდეგებია. ბოლოს მოსცილდა და გზა დაუთმო.
-გახსოვს ის დღე პირველად ,რომ მოვიყვანე შენთან?_ამოილუღლუღა ლევანმა
-სიცხე ქონდა და არ იცოდი რა გაგეკეთებინა. მაშინ გირჩიე ძიძა აგეყვანა,მაგრამ მიუხედავად ამისა მამის და ძიზის ,როლს მაინც თავად ითავსებდი.
-არ ვიცი შვილი რომ მყოლოდა ასე თუ მეყვარებოდა_თქვა ლევანმა
-ის შენი შვილია...მთავარი ის კი არ არის ვინ ჩაგსახა..მთავიარია ვინ და როგორ გაგზარდა...ეს შენზე უკეთ ვინ იცის?
-გმადლობ ძმაო_გადაეხვია მეგობარს ლევანი და დერეფანში წავიდა.
ის დღე კოშმარს დაემსგავსა. ლექსო და ბარბარე ორივე უგონოდ იწვა საწოლში . მათ პალატასთან განუწყვეტლივ მორიგეობდა ხალხი. ნაშუადღევს ანიტა სირბილით მოვარდა და ისაყვედურა რატომ არ გამაგებინეთ რაც მოხდაო. ბარბარეს შეწყვეტილმა ორსულობამ თავზარი დასცა.
შებინდებისას გონს ლექსო მოვიდა. ირაკლი საწოლს მივარდა და შვილს გამოეხმაურა. პირველი ვინც იკითხა ბარბი იყო. მისი გონს მოსვლის ამბავი ,რომ აცნობეს მასინვე იქ გაცნდა რუსუდანი.
-სახვევს არ მომხსნით?
-რამდენიმე დღე უნდა გეკეთოს_თქვა ქალმა
-ბარბარე სადაა?
-ჯერ არ ჩამოსულა _დამაჯერებლად თქვა ირაკლიმ
-ნუ მატყუებთ ...გეყოთ ტყუილები... ის ,რომ კარგად იყოს ახლა აქ იჯდებოდა ჩემს საწოლზეე. მითხარით სადაა?მითხარით მეთქი_ ნერვიულობისგან ააკანკალა ბიჭს
-გვერდით პალატაში_გაუბედავად თქვა ირაკლიმ
-დაუძახეთ მოვიდეს
-ამას ვერ ვიზამთ
-რატომ? რა სჭირს?
-გრძელი ამბავია ლექსო... ლელამ ბარბი გაიტაცა და ლევანს ქონება მოსთხოვა სანაცვლოდ. ირაკლიმ ყველაფერი მოუყვა დეტალურად. მხოლოდ მუცლის მოშლის ამბავი გამოტოვა.
-მერე ბავშვი ? ხო კარგადაა?
-რაა?
-ბარბი ორსულად იყო. იმ დღეს მითხრა ბოლოს რომ ვნახე.
-იცოდი?
-მას არ უნდოდა ვინმეს გაეგო. ძალიან განიცდიდა. შევპირდი როგორც კი ოპერაციას გამიკეთებენ ლევანს შენს ხელს ვთხოვ და მერე ვუთხრათთქო. ისიც დამთანხმდა...
ირაკლის ხმა ჩაუწყდა და ვერაფერი თქვა. ოთახში მყოფ ლუკას გადახედა ,რომელიც კართან აზუტულიყო.
-რა ხდება?
-მუცელი მოეშალა_ვეღარ დამალა კაცმა
-რაა?
-ნიკა რომ არ გადაფარებოდა ისიც ბარბიც მოკვდებოდა
-ეგ გაიძვერა...მაგის ბრალია ყველაფერი.
-დამშვიდდი.
-ის ისეთი ბედნიერი იყო...ისე უხაროდა...ეს როგორ უნდა ვუთხრათ? უნდა ვნახო
-ჯერ არ შეიძლება _გააკავა ირაკლიმ
-იქ უნდა ვიყო როცა გაიგებს_ხელი გააშვებინა მამას და დამოუკიდებლად სცადა ადგომა. ირაკლი იძულებული გახდა დახმარებოდა. პალატაში ,რომ შევიდა ბარბი უკვე ნარკოზიდან გამოდიოდა. ანიტამ ლექსოს ადგილი დაუთმო. ბიჭმა ხელებით მონახა მისი სახე და მიუახლოვდა.
-ბარბი გესმის ჩემი ხმა?_დაიჩურჩულა ხმადაბლა
გოგონა შეიშმუშნა
-ბარბი..._გაიმეორა ლექსომ
-შენ...შეენ?
-მე ვარ ბარბი...
-სად ვარ?
-საავადყოფოში...
-რა მჭირს?_გოგონამ თავი წამოსწია ,მაგრამ მწვავე ტკივილი იგრძნო,რომელმაც ძალა გამოაცალა._მუცელი მტკივა
-ვიცი საყვარელო_გაიმეორა ლექსომ
-რა...რა მჭირს?
-ოპერაცია გაგიკეთეს...
-მე...მე ხომ ...ბავშვი ...
-დაწყნარდი ...ყველაფერი კარგადაა_ბარბიმ თვალები გაახილა და ლექსო დაინახა. ხელებით სახეზე მიეფერა.
-ყველაფერი? ბავშვიც?
-დამშვიდდი ბარბი ვიცი,რომ გეტკინება,მაგრამ გაიგლის... ყველაფერი კარგად იქნება...
-მე ხომ...მე ხომ ორსულად ვიყავი....შეუძლებელია...მითხარი,რომ ტყუილია_ლექსომ დაბინტული სახე თვალებზე მიადო. ქსოვილმა მისი ცრემლები ამოაშრო. მერე საწოლზე შემოჯდა და მკერდზე მიიხუტა. კარგა ხანს ტიროდა,მაგრამ მათთან არავინ შესულა. ყველა ხვდებოდა,რომ მარტოობა სწირდებოდათ.
მხოლოდ მეორე დღეს შეაკითხა ლევანმა,რომელმაც მთელი ჩალით ჩაიკრა გულში საყვარელი ძმისშვილი. არსად ისე ბედნიერად და დაცულად არ გრძნობდა თავს ,როგორც მის მკერდზე. საყვარელ ბიძას თვალებსი ჩახედა და ლოყაზე აკოცა.
-შვილები კიდევ გეყოლება. გული არ გაიტეხო
-მე ის უკვე მიყვარდა..._ცრემლები მოაწვა თვალებზე
-ვიცი ჩემო საყვარელო...მაგრამ გახსოვდეს...რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისთვის...მთავარია აქ ხარ . არც მინდა წარმოვიდგინო რა მოხდებოდა შენ ,რომ დამეკარგე.
-ახლა მხოლოდ ის მინდა ლექსოს მხედველობა დაუბრუნდეს.
-რუსუდანი თავის თავში დარწმუნებულია
-რა ბედნიერი ვარ რომ შენ მყავხარ...ყველაზე იღბლიანი ვარ_გაუღიმა ლევანს ბარბიმ

იმ დღეს ლუკა და ანიტაც მოვიდნენ. ხან ერთ პალატაში ისხდნენ ხან მეორეში. რაღაცეებს ლაზღანდარობდნენ და ყვებოდნენ . ასე გაგრძელდა სამ დღეს. მთელი ეს დრო დაუოკებელი მეგობრების ამბებით გადიოდა. ლევანი და ირაკლი ლამის ა გადმოსახლებულიყვნენ. რუსუდანი აქეთ-იქეთ დადიოდა. ბოლოს დანანებით თქვა ამერიკაში დაბრუნების დრო მოვიდაო და ჩემს სამშობლოს ვინ იცის რამდენი ხნით ვემშვიდობებიო. ლევანმა გაეხუმრა ისე მოგაბეზრეთ თავი ჩვენი მრავალრიცხოვნებით ალბათ ერთი სული გაქვთ როდის წახვალთო. რუსუდანს სახე ეცვალა ,მაგრამ არაფერი უთქვამს.
ბარბარე თითქოს შეიცვალა,მაგრამ მაინც იმ ტკივილზე ფიქრობდა ,ხოლმე რაც ბავშვის დაკარგვით დაატყდა თავს. ექიმები ლექსოს ბევრი სიარულის უფლებას არ აძლევდნენ .ამიტომ თავს იმძინარებდა და როგორც კი ირაკლი და ლევანი ჩასთვლემდნენ ,მაშინვე ბარბარეს პალატაში იპარებოდა ხოლმე. ბევრს საუბრობდნენ მომხდარზე და ალბათ ამან დაეხმარათ გადატანილი სტრესის დაძლევაში.
იმ დღეს ლექსოსთვის სახვევის მოხსნის დღე ,რომ დადგა გარეთ საშინლად წვიმდა. მთელი ღამე არ დააზინა ბარბარე წკაპა-წკუპმა.
რუსუდანი როგორც იქნა პალატაში გამოცნდა. ყველა იქ იყო ლევანი,ირაკლი, ლუკა და ანიტა. რუსუდანმა თეთრი ბინტი სახეზე შემოხსნა და ბიჭის რეაქციას დალოდა. ადგილზე არ გარყეულა. თვალებში ჩაანათა რასაც რეაქცია არ მოჰყოლია. გარშემო ყველა გაფაციცებული უსმენდა რას იტყოდა რუსუდანი.
მოულოდნელად ვიღაცამ დაიყვირა და ოფლში გაწურული ბარბარე საწოლზე წამოხტა. მუცელში ეტკინა,მაგრამ ყურადრება არ მიაქცია. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა როცა გააცნობიერა,რომ სიზმარში იყო. თუმცა ნამდვილად ლექსო ყვიროდა. ფეხზე ძლივს წამოდგა და პალატაში უცხო ქალი დაინახა,რომელიც ბიჭს ეხვეოდა და ეფერებოდა.
-ჩემო სიცოცხლე მაპატიე ,რომ ვერ ჩამოვედი. რომ იცოდე რა გამოვიარე... საბუთებზე პრობლემა შემექმნა. მეტროში ჩანთა დავკარგე და სანამ არ იპოვეს ვერ გამოვფრინდი. ჩემი გული აქ იყო დედი _ მოეტმასნა ქალი ისევ ლექსოს და არანორმალურად კოცნა დაუწყო.
-ვიცი დედა შენ მაგას,რომ იზამდი
-რას დედი?
-რას და ჩანთას ,რომ დაკარგავდი... შენი ყველა მოგზაურობა დაკარგულის ძებნით სრულდება...
-სახვევებს ,რომ მოგხსნიან აქ ვიქნები...ნეტა გაბედო და ვერ დაინახო შენი მშვენიერი დედიკო...
-დედა კარგი რა...
-ირმა?_პალატაში ირაკლი შემოვიდა და ცოლს მოეხვია.
-მაპატიე ,რომ ვერ ჩამოვედი. როგორც ყოველთვის ახლაც საბუთები დავკარგე.
-არაუშავს...მივხვდით ისედაც _გაიღიმა კაცმა და ცოლს ისიც მოეხვია. ოთახში რუსუდანში შემოვიდა,რომელმაც კარში გაჩხერილი ბარბარე შიგნით ‘’შემოიტანა’’
-ბარბი სადაა?_იკითხა ლექსომ
-აქ ვარ_ამოთქვა გოგონამ.
-ირმა ეს ბარბარეა ლექსოს საცოლე_მიანიშნა ირაკლიმ
-ღმერთო რა არაჩვეულებრივი გოგოა...ზუსტად ისეთი მე რომ რძლად შემეფერება_ გაიღიმა ქალმა და ახლა გოგონას მოეხვია. მერე კი ხელით შვილისკენ მისწია.
-ჯერ არ დაიწყოთ_შემოცვივდნენ ოთახში ანიტა და ლუკა.
ყველას გაეღიმა. ბარბარეს სიზმარი გაახსენდა და შიშისგან გააჟრჟოლა.მერე კი ლექსოს ხელი მოუჭირა. როგორც იქნა დასრულდა ბინტის მოძრობა. რუსუდანმა თვალებში ჩახედა.
-რას გრძნობ? რამეს ხედავ?
ბიჭს თვალები აეწვა და დახუჭა.
-ცოტა მტკივა_მაგრად დახუჭული გუგები ერთმანეთს დააშორა და სივრცეს გაუსწორა. თვალწინ სიბნელეში რაღაც ლაქები ამოძრვდნენ. ბიჭს შიშისგან თითქოს ხელმეორედ დაუბნელდა თვალში. ერთი წამით გაიფიქრა ,რომ ყველაფერი ამაო იყო,მაგრამ ლაქები სილუეტად გარდაიქმნა...სილუეტი კი სსხეულად. მის თვალწინ დიდი ხნის შემდეგ პირველად გაიელვა ბარბარეს თაფლისფერმა და სევდიანმა თვალებმა. ხელით კაკაოსფერ თმებზე შეეხო ... მერე სახეზე...ცხვირზე...ტუჩებზე...ბარბარე არც დალოდებია ბიჭი თავად როდის ჩაიხუტებდა. თავად მიეკრა გულზე და გაირინდა. ყველამ ბედნიერებისგან სიცილი დაიწყო.
-გმადლობთ...მითხარით რით გადაგიხადოთ მადლობა_ რუსუდანს მივარდა ირაკლი. ქალმა მადლობების მთელი კორიანტელი მიიღო და წავიდა.
ბარბარე ორ დღეში გამოწერეს ,მაგრამ ლექსოს კიდევ მოუწია იქ ყოფნა. ლევანმა ლელა ციხეში ინახულა და დაუსრულებელი სათქმელი ბოლომდე უთხრა. მას მერე ეს ქალი არავის გახსენებია. ბარბარეს მიერ ხელმოწერილი საბუთები ფიქტიურად ცნეს და ქონება გოგონას დაუბრუნეს.
იმ დღეს ლექსო ,რომ უნდა გამოეწერათ ირმას რაღაც გიჟური იდეები მოუვიდა თავში. მართალია თავიდან ყველა აპროტესტებდა,მაგრამ წარმატებით დაიყოლია ლევანი და ირაკლი. რუსუდანმა წყვილს მოახსენა ბარგი უკვე ჩავალაგე და ხვალ როგორც კი გაგწერთ პირველსავე რეისით გავფრინდებიო. ორივე გულდაწყვეტილი იყო რადგან ამ ქალს უკვე შეეჩვივნენ.
-მომენატრება რუსო _თქვა ლექსომ
-მეც..რაკარგი ქალია...
-აქედან რომ გამომწერენ დავქორწინდეთ ...ისე უნივერსიტეტში სწავლა უკვე დაიწყო,მაგრამ...
-იმის მერე რაც გამოვიარე იქ მისვლის სურვილი არ მქონდა...დრო მჭირდება ლექსო
-მესმის ,მაგრამ ურთიერთობებს შეუძლია დაგეხმარონ...
-ახლა მე მხოლოდ შენთან ურთიერთობა მჭირდება...მენატრები საყვარელო _თვალებში ჩახედა გოგონამ.
-ხვალ დილიდან ამ საავადმყოფოსთან საერთო არაფერი გვექნება.
-მიყვარხარ_გაუღიმა გოგონამ
-მე უფრო ...

მეორე დილით ირაკლიმ მოაკითხა შვილს და სახლ’ში წაიყვანა. ლექსოს გაუკვირდა დედამისი ,რომ არ ჩანდა. როგორც კი ჭიშკარი გაიღო მიხვდა სახლში წვეულება მოეწყოთ. გაიფიქრა ალბათ ჩემს დაბრუნებას აღნიშნავენო.
-ნეტა რა მოაწყვეს?-გაიკვირვა ბარბარემ
-წარმოდგენა არ მაქვს ,მაგრამ აშკარად დედაჩემის ხელწერაა... _გაიცინა ლექსომ. ეზოში მანქანა გაჩერდა . გადმოსვლამდე წყვილს ირმა მიეგება,
-დედა ეს რა ამბავი დაგიტრიალებია
-ეს ჩემი სურპრიზია...
-ვხედავ ..._თავი დააქნია ლექსომ . ეზოში უამრავი ხალხი ირეოდა.
-მგონი მართლა რაღაც ხდება.
-მაპატიე შვილო ვერ შევაჩერე_ამოიგმინა ირაკლიმ
-რატომ აპირებდი მის შეჩერებას?
-იმიტომ , დღეს თქვენი ქორწილია
-რაა?_წამოიყვირეს ერთხმად ბარბარემ და ლექსომ.
-ნუ ღელავთ ყველაფერი მოვაგვარე. შენი კაბა საძინებელშია, სმოკინდი მამამ გიყიდა_უთხრა შვილს და ქმარს ანიშნა დაეხმარეო. საძინებელში შესულ ბარბარეს მეჯვარედ გამოწყობილი ანიტა დაუხვდა. მშვენიერი ლურჯი კაბა ეცვა,რომელიც მის მშვენიერ ფეხებს საგანგებოდ უსვამდა ხაზს . ბარბარეს თეთრი კბის ჩაცმაში დაეხმარა,რომელიც რატომღაც ზუსტად მის ტანზე იყო შეკერილი.
-ზომები არასდროს მეშლება_თავმომწონედ თქვა ირმამ
-ნამდვილად_გაიღიმა ბარბარემ და ანიტაც აყვა.
-ლექსოს მეჯვარე?
-ლუკა აქაა და ალბათ უკვე ეხმარება.
-რათქმაუნდა...ისე თქვენ ძალიან დაახლოვდით_თვალი ჩაუკრა ბარბიმ
-მეგობრები ვართ...
-მხოლოდ?
-მხოლოდ _გაიღიმა ანიტამ
ყველაფერი მზად იყო. ლევანმა საყვარელი ძმისშვილი საგანგებოდ და მთელი ცერემონიებით ჩააბარა ლექსოს და მერე ფიცის დადებას ყველამ მოუსმინა. ყველაფერი ,რომ დასრულდა სტუმრებს თვალი მოავლეს წყვილმა და მიხვდნენ ,რომ რუსუდანი აკლდათ.

ქალი უკვე აეროპორტში იჯდა და ჟურნალს კითხულობდა. უკვე ერთი საათი გასულიყო. ჩასხდომა ,რომ გამოცხადდა წამოდგა და ჩემოდანს ხელი დაავლო.
-მე დაგეხმარებით_გაისმა ნაცნობი დინჯი ხმა. რუსუდანმა გახეა და ადგილზე შეხტა.
-ბატონო ლევან?
-უბრალოდ ლევანი.
-აქ რას აკეთებთ?
-ამერიკაში მივფრინავ
-თქვენც?_მომხიბლავად გაიღიმა ქალმა
-ლექსო ჯერ სუსტადაა და სამოგზაუროდ ვერ წავლენ. ჩავთვალე ,რომ სახლში მესამე ზედმეტია და ...
-და ამერიკისკენ აიღეთ გეზი..._ეშმაკურად გაიღიმა ქალმა და გასასვლელისკენ წავიდა

ბარბარეს იმხელა კაბა ეცვა მანქანიდან ძლივს გადმოვიდა მძროლმა სახლში,რომ მიიყვანა.
-ახლა წესით ხელში უნდა აგიყვანო,მაგრამ მეშინია რამე არ დაგმართო...ჯერ ისევ...
-ნუ ღელავ...მაგის დროც მოვა ხელში აყვანა,რომ მოგიწევს..._ბარბი სახლში შევიდა სადაც არავინმოგებებია.
-უკვე გვიანია,ალბათ სძინავთ_თქვა ლექსომ
-ბიძიამ სახლი მე დამიტოვა. მითხრა მესამე ზედმეტიაო
-სად წავიდა?
-არ ვიცი ...არ დაიკარგება_გაიღიმა გოგონამ და კიბეებს აუყვა.
სექტემბერი იყო,მაგრამ უსაშველოდ ცხელოდა. გოგონამ თეტრი ფეხსაცმელები გაიძრო და გვერდზე მიაყარა. მერე თმის გაშლა დაიწყო. სული ეხუთებოდა ამ უზარმაზარ კაბაში. ხელით სცადა გასახსნელს მიწვდომოდა,მაგრამ არ გამოუვიდა. გაახსენდა რომ დილით ირმამ შეუკრა.
-მე დაგეხმარები_ წასჩურჩულა ახალშემოსულმა ლექსომ და კისერზე აკოცა. აბრეშუმის თასმები წამში გაიხსნა და კაბა ძირს დაენარცხა.
გოგონამ თვალებში ჩახედა ქმარს და აკოცა.
-ამ თვალებით ,რომ ვეღარ დაგენახე მოვკვდებოდ...
-მიყვარხარ _ხელი წაავლო წელზე და მისკენ მიიზიდაა . მათ სხეულებს გაცილებით მეტის თქმა სურდათ. გოგონამ პერანგს ხელი მოჰკიდა და გაუხსნელად ააწყვიტა ღილები. თავისი ნორჩი თითები ბრინჯაოსფერ თმებში შეუცურა და უფრო ძლიერად დააცხრა ტუჩებზე. ვერ იჯერებდა,რომ საკუთარი გულისცემის ხმა ესმოდა.
ლექსომ თვალებში ჩახედა და ნაზად აკოცა.
-ვერასოდეს ვიფიქრებდი,რომ შემიყვარდებოდა. ანიტა მართალი იყო...მე მხოლოდ ვერთობოდი ერთჯერადი სიყვარულით...მე ჯერ შენთან სექსის მონა გავხდი,მერე
შენი სიყვარულის....არ არსებობს ძალა ,რომელიც ამაზე უარს მათქმევინებს
-წიგნი ხომ არ გინდა დაწერო ? მაგალითად ასეთი სატაურით ‘’როგორ გავხდი მასთან სექსის მონა’’ ?_ ბარბარე მუცელზე გადაგორდა და სიცილი დაიწყო
-ცუდი აზრი არ არის
ბარბარე მკერდზე მიეხუტა ლექსოს და ფიქრებში წავიდა. ორივე ერთნაირად გრძნობდა თავს.
უცნაურად და ბედნიერად !!

________
ესეც დასასრული
ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც კითხულობდა ამ ნაწარმოებს...მიყვარხართ უზომოდ და ველი თქვენს შეფასებებს
იმედი მაქვს მალე დაგიბრუნდებით
მუდამ თქვენი Lisebeth



№1  offline წევრი nini :)

მაგარი იყო სიტყვები არ მყოფნის

 


№2  offline წევრი qurdi gogo ^_^

არმჯერა რო დასრულდა ამდენი არმიტირია არასდროს :( <33ყოოჩაღ რაა <3

 


№3  offline წევრი lisebeth

nini :)
მაგარი იყო სიტყვები არ მყოფნის

qurdi gogo ^_^
არმჯერა რო დასრულდა ამდენი არმიტირია არასდროს :( <33ყოოჩაღ რაა <3

buubbuuu)))
აუუუ რაღაცნაირი იყო . თბილი ♥ გამახსენე რუსუდანს ქმარშვილი ყავდაა? :/ ჰმმ იმედია არა და ეგ და ლევანი ... ამერიკაშიი.... ხოდა რას ვამბობდი მაგარი იყო !!!!

უღრმესი მადლობა
მიყვარხართ მე თქვენ თითოეული ჩემი მკითხველი
<3 და დიდი ბედნიერებაა ,რომ ამდენ დადებითს ვისმენ <3

 


№4  offline წევრი NataShka()()()

Perfect!!!
სიტყვები ზედმეტი ოქნება ....უბრალოდ შესანიშნავი იყოოო...მადლობა შენ <3
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№5  offline წევრი lisebeth

NataShka()()()
Perfect!!!
სიტყვები ზედმეტი ოქნება ....უბრალოდ შესანიშნავი იყოოო...მადლობა შენ <3

მადლობა დიდი ჩემო კარგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent