შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "9"


5-08-2015, 03:51
ავტორი ჯია
ნანახია 4 802

-გიტარაზე დაკვრა როგორ არც ერთმა არ ვიცით. -უკმაყოფილოდ აღნიშნა გეგამ და კოცონის ირგვლივ შემომჯდარ მეგობრებს გადახედა.
-აუ ხო, რა კარგი იქნებოდა. - დაეთანხმა სანდროც და ნენეს ხელი გადახვია. -ხომ არ გცივა?
-არა, თბილად მაცვია. -გაუღიმა ნენემ და ნიკაპზე აკოცა.
ივახშმეს, ცოტაც დალიეს, ბევრი ილაპარაკეს, სასაცილო ისტორიებიც გაიხსენეს და მთელი დღის დაღლილები 12 საათზე უკვე თავიანთ კარვებში იწვნენ.

-კარგი რა ნათია, რა დროს ეგ არის!- დანიმ მოცილება სცადა მის სხეულზე მიტუზული გოგონასი, რომელიც კისერში ვნებიანად კოცნიდა.
-შენ ამ ბოლო დროს ძალიან გაცივდი ჩემ მიმართ! -წარბაწეულმა ახედა ნათიამ.
-საიდან მოიტანე?
-ადრე უარი არასდროს გითქვამს.. -ჩაილაპარაკა ნაწყენმა და თითებით გულზე რვიანების ხაზვა დაუწყო.
-ძალიან დაღლილი ვარ, მცივა და ხასიათზეც არ ვარ. -აუხსნა დანიელმა.
-ხოდა მე გაგათბობ. -ბაგეებისკენ წაიწია ნათია, მაგრამ ბიჭმა არ მიიკარა.
-დაიძინე გთხოვ!
ნათია უკმაყოფილოდ გადაბრუნდა და მალევე ჩაეძინა. დანიმ კი ბევრი იწრიალა, მაგრამ დაძინებას ვერ ახერხებდა. მიაზე ფიქრებს ვერ იშორებდა, როგორ უნდოდა ახლა ნათიას ადგილას მია ყოფილიყო, დაიძინე კი არა მთელი ღამით თვალს არ მოახუჭინებდა. ნუთუ შეუყვარდა? ან იქნებ უბრალოდ ვნებაა, რომელიც მოსვენების საშუალებას არ აძლევს? ვეღარ გაჩერდა კარავში, საძილე ტომარიდან ამოძვრა და კარვიდან გავიდა. ცეცხლი უკვე ჩამქვრალიყო, თუმცა ნაკვერჩხალი ჯერ კიდევ ანათებდა, მის წინ დაჯდა და ჯოხით თამაში დაუწყო. ამ დროს მეორე კარვიდან მიაც გამობოდიალდა, კოჭლობით მიუახლოვდა დანის და გვერდით მიუჯდა.
-რატომ არ გძინავს?
-ვერ დავიძინე, შენ?
-ფეხი მტკივა ძალიან, საბას ჩაეძინა და ვეღარ გავჩერდი იქ. თან ვერ მოვისვენე იმ საძილე ტომარაში, ჩემი საწოლი მინდა. -დაიწყო წუწუნი გოგონამ.
-ფეხი ძალიან გტკივა? -გადახვეულ მუხლს დახედა დანიმ.
-ძალიან.. ნახე გუშინ თითებიც ხო დავიჩეხე, დღეს კიდევ მუხლი. იმედია მთელი ჩავალ აქედან. -არ წყვეტდა წუწუნს მია, რაზეც დანის ეღიმებოდა. არადა ვერ იტანდა ქალის გაუთავებელ წუწუნს, აი მიასგან კი ალბათ მთელი ცხოვრება მოისმენდა პრეტენზიებს.
-ნუ გეშინია, სულ შენ გვერდით ვიქნები და არაფერი მოგივა.
-შენ ნათია გყავს მისახედი, 2ს ვერ გაგვწვდები. -გაეცინა მიას. ნათიას ხსენებისას დანის ფერებმა გადაუარა სახეზე.
-ნათია ძლიერი გოგოა, თვითონაც მიხედავს თავს. -უცებ გაუმკაცრდა ხმა დანის. ამ დროს მგლის ყმუილი მოისმა, მია დაფეთებული მიუცუცქდა დანის და მხარზე აეკრო.
-შეგეშინდა? -გაეცინა დანის და მკლავი სხეულზე მოხვია, გულში იმ მგელს ლოცავდა რომელმაც ამოიუყმუილა.
-ვაიმე, დანიელ, არ მოვიდეს, შეგვჭამს. -პატარა ბავშვივით ჩაიჩურჩულა მიამ.
-ნუ გეშინია, არ მოვა. -ჩაეღიმა მიას ბავშვობაზე და შუბლზე აკოცა გოგონას. ახლა მეორე ყმუილიც გაისმა და ამაზე საერთოდ მიეკრო და მიეკრო გოგონა დანის, ხელებიც შემოხვია კისერზე და მთელი ძალით უჭერდა ხელებს.
-თუ დამახრჩვე, მგელი რომ მოვიდეს დარჩები მარტო.-გაეცინა დანის.
-უი, მაპატიე. -ამოიკრუსუნა მიამ და ხელები ოდნავ შეუშვა.
-რატომ ჩურჩულებ?
-ხმა რომ გაიგონონ, მოგვაგნებენ. -კიდევ უფრო ხმადაბლა უთხრა გოგონამ, ახლა დანის ერთი გადახარხარება ყველაფერს ერჩივნა, მაგრამ შეეშინდა მია არ დაეფრთხო და არ მოშორებოდა, ამიტომ თავი შეიკავა.
-მგონი ჯობია საერთოდ არ ამოვიღოთ ხმა. -დანიმაც ხმადაბლა უპასუხა და გაუღიმა. მიამ თავი დაუქნია, ხელები მოაშორა და დანის მკლავებში გემრიელად მოკალათდა. დიდი ხანი იყვნენ ასე გაყუსულები, დანი ალბათ მთელი ცხოვრება ხმას არ ამოიღებდა ოღონდ მია სულ ასე ყოლოდა. გოგონა გემრიელად იყო მოლალათებული მის მკლავებში და ჩაძინებოდა, ახლა რომ რამე ზედმეტი მოძრაობა გაეკეთებინა დანის შეიძლება მიას გაღვიძებოდა და საბასთამ წავიდოდა. ამიტომ იკდა წყნარად და მისი სიახლოვით ტკბებოდა, ცოტახანში გათამამდა და თავზე დაუწყო ფერება, მიას განაბულ სახეზე მიხვდა რომ ძალიან სიამოვნებდა.
-დიდი ბავშვი. -ღიმილით ჩაილაპარაკა დანიმ. რაღაც ხმა მოესმა და უკან გაიხედა, სანდრო და ნენე გამოდიოდნენ კარვიდან.
-არ გძინავთ? -გაუკვირდა სანდროს, დანის და მიას ერთად ნახვას ნამდვილად არ მოელოდა.
დანიმ თავი გაუქნია.
-არ ცივა მაგას? -იკითხა ნენემ.
-კი, ცოტახნის წინ ოდნავ შეაკანკალა და გთხოვ პლედი მოუტანე რა. -ჩურჩულით შეევედრა დანი. ნენე კარავში შებრუნდა, სანდრო კი მის წინ დაჯდა.
-ცეცხლს დავანთებ. -უთხრა სანდრომ, თან გამომცდელ მზერას არ აშორებდა ძმაკაცს.
-რატომ მიყურებ ეგრე? -გაიკვირვა დანიმ.
-არაფერი, მერე დაგელაპარაკები. -უთხრა და ცეცხლის დანთება დაიწყო, ამ დროს ნენეც გამოვიდა კარვიდან და 2 პლედი მიაწოდა დანის.
-რომელი საათია? -იკითხა დანიმ, თან ერთი პლედი მიას გადააფარა, მეორე კი თვითონ შემოიხვია.
-5 დაიწყო. თქვენ მთელი ღამე აქ სხედხართ? -დაინტერესდა ნენე.
-ხო, ვლაპარაკობდით. -თვალი აარიდა ეშმაკურად მომღიმარ ნენეს.
-ეგ კი მოკალათებულა გემრიელად, მაგრამ შენ არ გეძინება?
-არაა, არ მეძინება. -გაუღუმა დანიმ წინ მსხდომ წყვილს, შემდეგ კი მიას დახედა. გოგონა რაღაცნაირად შეიშმუშნა და თვალები დაახამხამა, აზრზე რომ მოვიდა დანის ახედა.
-ჩამეძინა? -გაკვირვებულმა იკითხა, თითქოს ისეთი რაღაც ჩაიდინა რაც კაცობრიობა ჯერ არ მოსწრებია.
ღიმილით თავი დაუქნია თავი.
-აუ ბოდიში, შეგაწუხე. -უცებ წამოჯდა მია, ნენე და სანდრო ამ წამს შეამჩნია. -თქვენც აქ ხართ?
-აჰაა, ცოტა გამოვიძინეთ და მერე შენი დაქალი, რომ აწრიალდა ვეღარ დავაწყნარე. -წარბებშეკრულმა გადახედა სანდრომ შეყვარებულს.
-ვერ მოვისვენე იმ საძილე ტომარაში მეტ ხანს. -ამოიწუწუნა ნენემ.
-აი, ესეც მე ვარ? -ნიშნის მოგებით იკითხა მიამ, თან მუხლები მოკეცა და მეორე მუხლს ჩამოადო. -ვაიმე, სისხლი. -უცებ ამოიკრუსუნა. დანიმ დაფეთებული დახედა მუხლზე.
-ეტყობა ძალიან რომ მოხარე, ჭრილობა გაგეხსნა. -უთხრა დანიმ.
-მოიცა, აფთიაქს მოვიტან. -თქვა ნენემ და ფეხზე წამოდგომა სცადა.
-იყავი, მე დავუმუშავებ ჭრილობას. -წამოხტა დანი და კარავში შევარდა.
მიას უკვე ფერი დაეკარგა და ტირილისთვის ქონდა გამზადებული სახე.
-შენ რაღაც იცი, ხომ? -გადაუჩურჩულა ნენეს სანდრომ.
-რაც მე ვიცი, შენ თუ მაგას ვერ ამჩნევ ჭკუასუსტი მყოლიხარ და ვერ გამიგია. -ნენემაც ხმადაბლა უპასუხა და გაუღიმა.
დანი კარვიდან გამოვიდა და მიას მიუაცლოვდა, ნელა გაუჭრა მაკრატლით ბინტი და ნაზად დაუწყო შემოცილება.
-ხომ არ გტკივა? -მზრუნველი ხმით კითხა მიას.
-ჯერ არა. -ხმის კანკალით უპასუხა გოგონამ.
-ახლა სპირტი უნდა გადაგისვა და ოდნავ აგეწვება, არ იტირო კარგი? -როგორც პატარა ბავშვს ისე ელაპარაკებოდა მიას, ამ ყველაფერზე ნენე და სანდრო ჩუმად ფხუკუნებდნენ. სანდრო მართლა პირველად ხედავდა ასეთ მზრუნველ ძმაკაცს.
მიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მაგრამ ლოყებზე უკვე ცრემლებს გზა გაეკვალათ.
-ა..აუცილებელია ერთი კვირა დავრჩეთ? მე,.. მე უკვე აღარ შემიძლია. -ამოისლუკუნა მიამ და დაქალს გახედა. ნენეს მართლა ძალიან შეეცოდა დაქალი, ასეთ რაღაცეებს არც ერთი იყო მიჩვეული, მია კი განსაკუთრებით. წამოდგა, გვერდით მიუჯდა და გულში ჩაიკრა.
-თუ გინდა ხვალვე წავიდეთ. -თავზე დაუწყო ფერება დაქალს, იცოდა რომ დააწყნარებდა.
ამ დროს დანიმ სპირტიანი ბამბის ნელ-ნელა გადასმა დაუწყო მუხლზე. მია ოდბავ შეიშმუშნა, მაგრამ ძალიან არ ტკენია, რადგან დანიელი სულს უბერავდა.
-არა, ხვალ არა. ამხელა გზაზე ერთი დღის გულისთვის ხომ არ წამოგიყვანეთ. -პასუხი გასცა დაქალს, როდესაც დანიმ ბინტის გადახვევა დაიწყო. -მაგრამ 1 კვირაც არ გვინდა რა, ძალიან გთხოვთ.
-მგონი, 1 კვირა ჩვენც ვერ გავძლებთ. -დაეთანხმა დანი. როგორ სიამოვნებდა მიაზე ზრუნვა, თქვენ ხომ წარმოდგენა არ გაქვთ. მართალია, მიასგან საერთოდ ვერანაირ სიმპატიას ვერ გრძნობდა და ხვდებოდა, რომ გოგონა ძალიან მეგობრულად იყო განწყობილი, მაგრამ დღევანდელი ღამე დანისთვის მაინც ბევრს ნიშნავდა.

მეორე დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. სნოში იყვნენ დასათვალიერებლად, მდინარეშიც კი იბანავეს. მხოლოდ მია იჯდა ნაპირთან ფეხის გამო, ისედაც ბინძური იქნება და ვერაფრით ვერ ჩამოვალო. კარვებთან შუადღით დაბრუნდნენ, მია სულ საბაზე იყო ჩამოკიდებული, სიარული ძალიან უჭირდა. ამაზე დანი ცოფებს ყრიდა, მაგრამ ვერაფერს იმჩნევდა. ქეთა ძალიან საყვარელი გოგო აღმოჩნდა, ადვილად გაუგო გოგოებს. ნათიაც არ არის ცუდი გოგო, მაგრამ დანიელს წამითაც არ შორდებოდა და არც ცდილობდა გოგოებთან კონტაქტში შესვლას. იმ ღამით ყველას ჩაეძინა, რომ გითხრათ ტკბილად ეძიმათთქო მოგატყუებთ, მაგრამ ამჯერად გამოძინება მოახერხეს.
შემდეგი დღის შუადღეს, როდესაც სადილობდნენ, საბას დაურეკეს.
-ბავშვებო, მე სასწრაფოდ უმდა წავიდე. -გულისწყვეტით გამოაცხადა საბამ.
-რაა? რატომ? -გაგიკდა მია.
-ოფისში პრობლემებია, უჩემოდ ვერ აგვარებენ.
-კი, მაგრამ ახლა როგორ წახვალ? გზაში დაგაღამდება, მანქანების გზამდე ვერ მიასწრებ. -ანერვიულდა მია. -მეც წამოვალ.
-ნუ ნერვიულობ, საყვარელო. უცებ ჩავალ, თან გზა ძალიან კარგად მახსოვს. შენ კიდევ იყავი ბავშვებთან ერთად, შეიძლება ქვეყნიდან გასვლაც მომიწიოს და მარტო ხომ არ იქნები? -შუბლზე აკოცა შეყვარებულს და ხელი კისერზე მოხვია.
-იცოდე ყოველ ერთ საათში დაგირეკავ. -დანებდა მიაც, იცოდა აზრი არ ქონდა შეკამათებას.
-ასე სერიოზულად არის საქმე?-იკითხა გეგამ.
-ხო, მაგრამ არაუშავს მოგვარდება.
-ჩვენც რომ წავიდეთ? -ამოიხვნეშა ქეთამ და გეგას გადახედა.
-დაიღალე, ქეთუშ? -ხელი გადახვია გოგონას.
-ძალიან. -თავი დახარა ქეთამ.
-ხოდა წავიდეთ. -ფეხზე წამოდგა გეგა და გოგონაც წამოაყენა.
-თქვენ ხო არ ღადაობთ? -გაოცებულმა იკითხა სანდრომ. -კაი, საბას საპატიო მიზეზები აქვს და თქვენ სად მიდიხართ?
-მეც დავიღალე რა სანდრუშ. თუ გინდათ თქვენც წამოდით, თუ არადა ჩვენ წავალთ რა! არ გაგიტყდეს, გთხოვ. თან საბაც მარტო არ წავა და მანქანაც აქ არ ყავს.
-არა ჩვენ დავრჩებით, შენ კიდევ მაგარი უნამუსო ხარ. -შეუბღვირა სანდრომ ძმაკაცს.
-მეც მინდა წასვლა.. -ამოიწუწუნა ნათიამ და დანის გადახედა.
-მე დარჩენა მინდა, შენ თუ გინდა გაყევი ბავშვებს. -უთხრა დანიმ, ნათიასთვის ეს უკვე პიკი იყო. არაფერი არ უთქვამს, ამდენ ხალხში გარჩევებს ხომ არ დაიწყებდა, თუმცა სახეზე ეწერა სიბრაზე და დანისაც არ გამოპარვია.
1 საათში წავიდნენ ბავშვები, დარჩნენ მხოლოდ სანდრო, ნენე, დანიელი და მია.



№1  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
ტრააამ ტარარარაააამ რამ პააამ პარაააააამ რა კარგი თავი იყოოო ^-^


რატომ ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა? :დდ :*

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

კარგია..რაღაც განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა, მომწონს მია და დანი, და მათი შეყვარებულებიც:დ მოკლედ ძალიან მაგარია მალე გააგრძელე

 


№3  offline მოდერი ჯია

ტომაჩკა
კარგია..რაღაც განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა, მომწონს მია და დანი, და მათი შეყვარებულებიც:დ მოკლედ ძალიან მაგარია მალე გააგრძელე


ძალიან დიდი მადლობა ❤️ ხვალ დავდებ აუცილებლად!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent