სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 25
დილით ადრე ავდექი.მიხაროდა იმ დღეს გოლიათთან ერთად რომ გავატარებდი.ეს უზარმაზარი არსება ყოველთვის დადებით განცდებს იწვევდა ჩემში. როგორც ყოველთვის ჩიკოც მალევე შემომიერთდა.თამამად შემიძლია ვთქვა წუთს არ ატარებდა ჩემს გარეშე.ძალიან თბილი,მზრუნველი და საყვარელი იყო.ამიტომ მისი ხანდახან ბავშვური საქციელების მიმართ არასოდეს გამომიხატავს გაღიზიანება. მალე სხვებიც შემოგვიერთდნენ.ჰერმიონი თბილად მომესალმა,რამაც ძალიან გამაკვირვა.ალბათ მალფოის გამო მექცეოდა ადრე ცუდად. ჩიკოს ძმაც გავიცანით ნიკი.ისიც მასავით სიმპატიური და მხიარული აღმოჩნდა. მალე დავტოვეთ დერეფანი. ეზო გადავჭერით და გოლიათისაკენ მომავალ გზას დავადექით.დაღმართი საკმაოდ რთული გასავლელი აღმოჩნდა ჩემთვის.რამდენჯერმე დავეცი კიდეც.ღმერთო ყველაფერი მე რატომ მემართება.ჩიკო ჩემს ყველა დაცემას ისე განიცდიდა,გეგონებოდა თვითონ ეცემოდა მოყინულ თოვლზე. -რა უსუსური ხარ,მოდი დაგეხმარო.ბიჭი ზურგით შებრუნდა.ვერ მივხვდი რა უნდა მექნა. -მოდი ზურგზე შემომახტი.მიითხრა ბიჭმა.თავიდან შევყოყმანდი,მაგრამ ბიჭმა შემაგულიანა.მეც მაიმუნივით შევახტი და ხელ-ფეხი მის სხეულს შემოვაჭდე.ჩიკო თავისუფლად დაეშვა დაღმართზე.ისე სწრაფად მოდიოდა მეგონა დავეცემოდით.შიშისგან უფრო მეტად მივეკარი ბიჭს გაეცინა და სვლას შეუნელა. მალე ჰაგრიდის სახლთან გავჩნდით.გოლიათი გარეთ იდგა და ხელს გვიქნევდა.ჰაგრიდი ჩვენმა სტუმრობამ ძალიან გაახარა -გოლიათი ჩაით და ღვეზელებით გაგვიმასპინძლდა.ჩიკოც ძალიან მოეწონა,მასაც მეტი რა უნდოდა გათამამდა და უამრავი სისულელე მოყვა.ისეთი საყვარელი იყო. მისი ძმა მთელი დღის მანძილზე ინტერესით გვაკვირდებოდა და აშკარად გაკვირვებული იყო ძმის საქციელით,მაგრამ არ ვიცი რატომ. დრო უცებ გავიდა.არ გვინდოდა გოლიათთან განშორება,მაგრამ უკვე ბინდდებოდა.ბავშვებმა ტბაზე წასვლა დააპირეს მე და ჩიკო კი სასახლისკენ გავემართეთ. აღმართი მალე ავიარეთ და წამში გავჩნდით საერთო ოთახში.საკმაოდ დაღლილი ვიყავი.დივანში კარგად მოვკალათდი ჩიკოც წამოწვა და კალთაში ჩამიდო თავი.მე ერთი ხელი მკერდზე დავადე,მეორე კი თმაში შევუცურე.ბიჭმა გაიღიმა თვალები მილულა და ლამის კატასავით აკრუტუნდა.თმიდან ხელი მის სწორ და ლამაზ ნაკვთებზე გადავიტანე და ცხვირზე და ტუჩებზე საჩვენებელი თითი დავუსვი.არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებდი,მაგრამ მასთან ყოფნა და შეხება სიმშვიდეს მანიჭებდა.კიდევ კარგი რომ ის მყავდა თორემ დეპრესია მომკლავდა.მალფოისთან თავი ასე მშვიდად და დაცულად არასოდეს მიგრძვნია. კიდევ დიდ ხანს ვიქნებოდით ასე, კართან ფეხის ხმა რომ არ გაგვეგო.ჩიკომ თვალები ჭყიტა და ფეხზე წამოდგა,მეც მას მივბაძე და გოგონების ოთახისკენ წავედი. ბიჭმა მკლავში წამავლო ხელი. -ღამით გრიფინდორის კოშკში ავიდეთ.დღეს ვარსკვლავიანი ცა იქნება და ვუყუროთ.მე გამეცინა. -ოჰ რომანტუკულიც ყოფილხარ.ბიჭმა გამიღიმა და ხელი შემიშვა,თვითონ კი ოთახიდან გავიდა. ჩიკო ამ კვირაში ბევრი დავალება დამიგროვდა გასაკეთებელი.დიდად არ მანაღვლებდა დავალებები,მაგრამ ბიძაჩემის მრცხვენოდა,ამიტომ დაღამებდე მეცადინეობა გადავწყვიტე და ბიბლიოთეკას მივაშურე. მთელი სლიზერინის ბანდას იქ მოეყარა თავი.წიგნები ავიღე და საქმეს შევუდექი.მთელი ამ დროის მანძილზე მათი მზერა არ მომშორებია და არც მათი უხამსი კომინტარები.ყურადღება არ მიმიქცევია.საჭირო მასალა ამოვწერე და გასასვლელისკენ წავედი. -რაო მალფოის გოგომ დაგადო და მარტო დადიხარ??პრინციპში არ მიკვირს,შენ ვის უნდა მოეწონო.ირონიული სახით მომაძახა შავკანიანმა ბიჭმა.მთელი ძალით ვწვდი კისერში და ის იდიოტური ღიმილი მოვაშორე სახიდან.ამაზე მისი მეგობრებიც გადაირიენ და შუა ბიბლიოთეკაში საშინელი ჩხუბი ავტეხეთ.არც მე ვიშურებდი ძალას და არც ისინი.მანამ არ შეწვწყვიტეთ ჩხუბი სანამ მაკგონაგელმა არ გაგვაშველა.საშინელ ტკივილა ვგრძნობდი,სახეულში.სახეც სულ სისხლში მქონდა მოთხვრილი.დირექტორი საშინლად გაბრაზებული ჩანდა.აქედან ნამდვილად ვერ გამოვძვრებოდი. ცოტა ხანში საავადმყოფოს ფლიგელში გამეღვიძა,მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ვინ მომიყვანა.ოთახი ცარიელი იყო.ალბათ ისინი ცალკე ოთახში წაიყვენეს ძალიან კარგი. ოთახში ჩემი ძმა შემოვიდა.ვცადე თავი მომემძინარუნებინა,მაგრამ ნიკმა ჩანაფიქრის მიმიხვდა. -აზრი არ აქვს.ვიცი რომ არ გძინავს.უხალისოდ გავახილე თვალები. -რა გაჩხუბებდა?იმ გოგოს გამო?მკაცრი მზერა მომაპყრო ძმამ. -თავი დავუქნიე,რადგან ლაპარაკის თავი არ მქონდა. -რა გინდა გემოვნება კი გაქვს.გაეცინა ნიკს. -მაგრამ ღირს ამის ფასად. -მე გამეღიმა. -რომ არ ღირდეს,ასეთ დღეში ვიქნებოდი. -რაღაც ვერ გცნობ...დაეჭვდა...შეგიყვარდა იდიოტო.უარყოფას აზრი არ აქვს,სიფათზე გაწერია. -მერე რა არის ცუდი სიყვარულში,ძალიანც კარგია,თან ისეთი საყვარელია. -მგონი სულ გამოგაშტერა იმ გოგომ.ნიკმა გაიცინა და ოთახი დატოვა.. ანა სანამ ფრანცისკოსთან წავიდოდი კოშკში გადავწყვიტე მალფოის სანახავად გადავწყვიტე წასვლა.მის ოთახში უპრობლემოდ შემეძლო შესვლა. მალფოის ოთახის კარი ოდნავ იყო შეღებული.შესვლას ვაპირებდი.მაგრამ გოგოს ხმა შემომესმა. -ბალიში გაგისწორო საყვარელი?გაინაზა გოგო.მალფოის ღიმილსაც მოვკარი თვალი და მის დალილავებულ სიფათსაც.გოგო თავთან ჩამოუჯდა და ფერება დაუწყო. -მიყვარხარ საყვარელო.გაიცინა გოგომ. -მეც. სუსტი ხმით უპასუხა ბიჭმა.ადგილზე გავშრი.ესეიგი ყველაფერი ტყული იყო.ყველა სიტყვა და ყველა კოცნა.ამ სიტყვებით წერტილი დაესვა ყველაფერს.ცოტა ხანს გაშეშებული ვიდექი.მერე რაც შეიძლებოდა სწრაფად ამოვვარდი იმ ჯურღმულიდან და ოთახში გავიქეცი. ოთახში რომ შევედი საშინელი არეულობა დამხვდა.ყველა ერთად ყაყანებდა.ვცადე გამერკვია რა ხდებოდა, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია.ჯინი ვიპოვე როგორც იქნა. -რა ხდება? ბლეზს და ჩიკოს უჩხუბიათ.გოგოს ამბის მოყოლა აღარ დავაცალე, ოთახიდან გამოვედი და საავადმყოფოს ფლიგელისკენ წავედი. ჩიკოს ეღვიძა ჩემი დანახვა გაუხარდა.კიდევ უფრო საშინლად ვიგრძენი თავი. -ცოტა მიიწიე.ვთხოვე ბიჭს.ჩიკომ ადგილი გაანთავისუფლა მეც ავდექი და პირდაპირ გერდზე მივუწექი,საბნის ზემოდან.მალფოიზე გამწარებული. ბიჭმა ხელები მომხვია და გულზე მიმიხუტა. -მოხდა რამე ფისუნია ?მისმა კითხვამ გამაკვირვა. -მეტი რა უნდა მოხდეს. -კარგი რა.ორი დარტყმით არაფერი მომივა.მთავარია შენ ხარ კარგად.ენა გამოყო ბიჭმა . მოდი შიგნით შემოწექი,გაყინული ხარ თან რა თხლად გაცვია.მართალი იყო საშინლად ციოდა.მეც ერთი მოძრაობით აღმოვჩნდი მისი საბნის ქვეშ.არაჩვეულებრივი სუნი ჰქონდა. -მართალია აქ ვარსკვლავები არ ჩანს,სამაგიეროდ შენ ჩემს გვერდით წევხარ.გაიცინა ბიჭმა და სახეზე რამდენჯერმე.ნაზად, მაგრამ ვნებიანად მაკოცა. -რა იდიოტი ხარ.რამე გადარდებს საერთოდ? -ამ.ეტაპზე შენ და კარგი ნიშნებია ჩემი სადარდებელი.გაიკრიჭა ბიჭი.დღეს აქ რჩები ხო? -არა ცოტა ხნით მოვედი.ბიჭმა უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო.საწოლში კარგად მოვკალათდი,ჩიკომ ისე ძლიერად ჩამიხუტა მის გულის ცემასაც კი ვგრძბობდი.ბიჭი თმაზე ნაზად მეფერებოდა. -შენთვის რამეს წარმოვადგენ.ამ უეცარმა შეკითხვამ ძალიან დამაბნია.არაფერი მიპასუხია.-გასაგებია ჯერ არ გაქვს პასუხი.დასერიოზულდა ბიჭი. -შენთან თავს ბედნიერად ვგეძნობ.მდონი ეს საკმარისია ამ ეტაპზე.ბიჭს გაეცინა. -მე გაბედნიერებ?უხმოდ დუქნიე თავი.ბიჭმა შუბლზ მაკოცა და უფრო მჭიდროდ მიმიკრა... *** ვერ მივხვდი როგორ ჩამძინა.შუაღამისას გამეღვიძა,ჩიკოსაც ეღვიძა და მიყურებდა.წამოდგომა და ჩემსოთახში წასვლა დავაპირე მაგრამ ბიჭმა არ გამიშვა. -კარგი რა ბარემ დილით წადი.თუ გაწუხებ გადავწვები.შემომთავაზე ბიჭმა.-გინდა კოშკში ავიდეთ.მომახარა უცებ. -შენთვის არ შეიძლება. -კარგი რა არაფერი მჭირს,აზვიადებ.ფრანცისკო წამოდგა დიდი პლედი და ბალიში აიღო და გასასვლელისკენ წავიდა,მეც უკან მივყევი.წამში უკვე კოშკზე ვიყავით პლედში გახვეულები და ულამაზეს ზამთრის ცას შევყურებდით.ორივე ვდუმდით.ბიჭმა ფრთხილად შეაცურა თავისი ხელი ჩემს თითებში .ვგრძნოდბი რომ რაღაც დაძაბული იყო,არ იყო ისეთი მხიარული როგორც ყოველთვის,ნეტავ ცუდად ხომ არ არის?ან მე ხომ არ ვაწყენინე რამე?მერე უცებ მომიბრინდა და.. -იცი არასოდეს არავინ მყვარებია,შენ ერთადერთი ხარ,ვინც მოახერხა და თავი შემაყვარა.მე შენ ძალიან მიყვარხარ.... ------- პ.ს. ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ და მოგწონთ,თქვენი კომნტარები მოტივაციას მაძლევს.ახალი თავიც შემიფასეთ მადლობა ყველას :* :* :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.