შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრიალი წრის გარშემო [11]


7-08-2015, 01:05
ავტორი ann tichy
ნანახია 3 538

***
-უმცროსო მელიქიძე, შენთვის საჩუქარი მაქვს! - დილით შეაკითხა ოთახში ვატომ. ელენე მუცლით იწვა და ბალიში ზედ თავზე ეფარა.
-თუ საუზმის მორთმევას არ აპირებ საწოლში, ჯობს გახვიდე - თქვა ურეაქციოდ
-დღეს სახლში მიდიხარ! - ახარა გამტაცებელმა
-ჰა? - ელენე დენდარტყმულივით წამოჯდა საწოლზე
-ხო! გეგონა დაბადების დღეზე უსაჩუქროდ დაგტოვებდი?
-დაიცა, ასე მალე? - ყურებს ვერ უჯერებდა
-დიახ. სროკი მოხდილი გაქვს, „ს ვეშამი, მელიქიძე“. - ელენე გაქვავებული იჯდა, გამტაცებელი ოთახიდან გავიდა და მიაძახა - საუზმე მზადაა, დროზე ჩამოდი
*რა ვქნა? რომ ვთხოვო დარჩენა?
არა, უაზრობაა.
ღმერთო, რატომ დღეს?
ყველაზე საშინელი საჩუქარია, ყველაზე!
რა საძაგელი ბიჭია, ვერ ვიტან!
ვერ იტან კი არა, მოგწონს ელენე. თანაც ძალიან.
იმდენად, რომ გირჩევნია შენმა მშობლებმა ინერვიულონ.
არა, რაიმე უნდა მოვიფიქრო, აუცილებლად.
უხ, ვატო, მოგკლავ რა*
-მელიქიძე, სუდარაში ეხვევი, თუ იცმევ? - ასძახა სამზარეულოდან ვატომ
-ჩამოვდივარ - უღიმღამოდ დაიწყო ჩაცმა. თავში რაღაც იდეა მოუვიდა და ოთახის გაჩხრეკას შეუდგა
*იქნებ რაიმე ვიპოვო, გვარი, სახელი... ალბათ სახელსაც მატყუებს.
ალბათ კი არა, ნამდვილად მატყუებს.*
-რას აკეთებ? - უცებ დაადგა თავზე ვატო
-საყურე დავკარგე
-და ჩემს კარადაში რა უნდა შენს საყურეს?
-ძილის წინ დავდე სადღაც აქ
-კაი, რო იპოვი, ჩამოდი, თორე გაცივდა ყველაფერი
მთელი ოთახი გადაქექა და ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა.
*შენი წინდახედულიიიი.....*
როცა დარწმუნდა, რომ ძებნას აზრი არ ქონდა, წასვლა დააპირა. უცებ, ვერცლისფერ ბეჭედს მოკრა თვალი, მსწრაფლვე ხელი დაავლო და ჯიბისკენ გააქანა.
*სახსოვრად მაინც დამრჩეს* - გაიფიქრა და კიბეები ჩაირბინა
-იცი, ხო, რო ძაან მაგარი სუნია?! - იკითხა მხიარულად. რატომ გაახალისა ასე ბეჭდის მოპარვამ, თვითონაც არ იცოდა.
-სხვანაირად როგორ შეიძლება - წვენი დაუსხა ვატომ - თუ ყავას მიირთმევ?
-ისე გამომაფხიზლე, ყავა არ მჭირდება ნამდვილად. წვენი იყოს.
-კიდევ რას მიირთმევთ?
-დესერტად ნაყინს ან ხილის ასორტს
-პროსტა აღიარე, რომელ გამტაცებელს გაუნებივრებიხარ ჩემსავით?
-ვატო, პირველად გამიტაცეს - გახედა ელენემ უკმაყოფილოდ - და იმედია, უკანასკნელად
-ჩემნაირი კაი ტიპი მაინც არ შეგხვდება
-იმედი მაქვს - ჩაილაპარაკა უღიმღამოდ და ფანჯარას მიაშტერდა
-რა იყო, რით ხარ უკმაყოფილო?
-ჰეი, ჯუდ - ხელი აუთამაშა გაშტერებული თვალების წინ. ელენეს გაეცინა
-აუ რა დებილი ხარ
-სიტყვები გოგო!
-უკვე 18-ის ვარ
-თუ გინდა 38-ის იყავი, მაინც შენზე უფროსი ვარ
-დაისვენებ ხო?
-შენი წასვლით? - სავარძელში ჩაეშვა ვატო და ლუდის ბოთლი მიიყუდა - უფ, კი, მაგრად თან
-ნიღბის, ხელთათმანების და ა.შ. გარეშე - ისევ მიაშტერდა ელენე ფანჯარას და ხელი ნიკაპქვეშ ამოიდო
-წესიერადაც დავიძინებ
-არაფერს აღარ დამალავ
-ლუდსაც არავინ დამილევს
-არც ტანსაცმელს დაგისვრის
-არც სამზარეულოს - დაამატა და პირველი დღე გაახსენდა - ისე, შენი თავი განახა, რას გავდი მაშინ, ფქვილი რო შეგაყარე. როგორი შეურაცხყოფილი სახე გქონდა. ეს რა მაკადრა, მე პრინცესასო - ვატომ სიცილი დაიწყო
-თორე შენ ძაან ბედნიერი იყავი, მე რო შეგაყარე
-გაწუწულ ქათამს მაინც არ ვგავდი
-მოძალადეს გავდი სამაგიეროდ. მე ვიბანავე და გამოვიცვალე. შენ მაინც მოძალადედ დარჩი
-შენ ჩარლი ჩაპლინი გახდი, ჩემი ტანსაცმლით - ელენე უცებ წამოდგა და სამზარეულოდან თავდახრილი გაიქცა. ვატო დაედევნა, მაგრამ ოთახამდე ვერ შეაღწია. კარი შიგნიდან ჩაეკეტა
-ელენე, რა გჭირს? გააღე. - ელენემ კარი გააღო და თავი გამოყო
-ელენე დამიძახე? - გამტაცებელი დაიბნა
-ო, შემეშალა - ცხვირწინ მიუხურა კარი და ისევ ჩაკეტა
-კაი, რას ბავშვობ, შემომიშვი
-მელიქიძე! - ვატო იდგა და თავი კედელზე დაეყრდნო
-ელენე!
-დამანებე თავი - გაისმა გაბრაზებული ხმა კედელს მიღმა
-რა მაგარი საჩუქარი გაგიკეთე დღეს, შენ კიდევ მიბრაზდები. უსამართლობაა! ვაპროტესტებ! აქციას გავმართავ ეხლა. ხალხს შევკრებ და ვაყვირებ
-გა-და-დე-ქი! თუ გად-მო-დე-ქი! უფრო სწორად, გა-მო-დი! ან გა-ა-ღე!
ელენემ სიცილი ვერ შეიკავა.
-ხო გაგაცინე, შემომიშვი ეხლა
მელიქიძემ კარი გააღო.
-ვახ, ცუდად ვარ! გაკლია რაა! - კისკისებდა ელენე. ვატოც აყვა და ერთად იცინოდნენ, მანამ, სანამ ელენეს სიცილი ტირილში არ გადაიზარდა.
-ე-ე, რა გჭირს? - ლოგინზე დასვა ვატომ და ცრემლების მოწმენდას შეეცადა
-არაფერი
-აბა რა გატირებს? - ელენე ვერ ჩერდებოდა. თავი მუხლებზე დაადო და ფეხები საწოლზე მოათავსა. გამტაცებელი დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. თმაზე მოფერება რომ დაუწყო, ტირილი ნელ-ნელა შეწყვიტა.
-ეხლა კი მომიყევი, რა მოხდა. რა გატირებს?
-ის, რომ არ მინდა წასვლა.
-რას ნიშნავს, არ გინდა?
-შენთან მინდა
-არ გამოვა ეგრე, ხო იცი - უკვირდა ასეთი რეაქცია, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია, უარესად რომ არ გამხდარიყო და ისევ ტირილი არ დაეწყო
-ვიცი, მაგრამ ძაან შეგეჩვიე... მინდა, შენნაირი მეგობარი მყავდეს
*რა მეგობარი ელენე! რის მეგობარი! იდიოტკა ხარ სუფთა!*
-უამრავი მეგობარი გეყოლება. მაგაზე არ ინერვიულო.
-გეხვეწები რაა...
-რას მთხოვ?
-მითხარი, რომ ისევ შევხვდებით
-ისევ შევხვდებით
-დამპირდი
-მელიქიძე, მართლა პატარა ბავშვივით იქცევი.
-ვატო, დამპირდი!
-კაი. გპირდები, რომ ოდესმე ისევ შევხვდებით. - მარჯვენა ხელი მაღლა აწია - ბიბლიაზე დავიფიცო?
-არა, მჯერა - გაეცინა ელენეს და ხელი ჩამოაწევინა
-მოდი ეხლა ავდგეთ, ბიჭები 15 წუთში აქ იქნებიან და წაგიყვანენ. - გოგონამ ცოტა ხანს უყურა. უნდოდა, რაიმე ნაკვთი დამახსოვრებოდა, მაგრამ არაფერი ჩანდა. ნერვები ეშლებოდა და ბრაზობდა იმაზე, რომ ვერაფერს იმახსოვრებდა.
-შენს სახეს მაინც არ მაჩვენებ, ხო? - ჰკითხა რამდენი წუთის შემდეგ
-არა
-აბა, როგორ მივხვდე, თუკი ოდესმე შევხვდებით?
-მიხვდები
-შენ არ მეტყვი?
-არა.
-უსამართლობაა
-არაფერიც. მიდი გაემზადე ეხლა - ვატომ თავზე ხელი გადაუსვა და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოში შევიდა, ფანჯარა გამოაღო და სიგარეტს მოუკიდა. გაურკვეველს ფიქრობდა. უკვირდა გოგონას ამგვარი რეაქცია, თუმცა, თვითონაც შეეჩვია. გულის სიღრმეში, მასაც უნდოდა, რომ ელენე დარჩენილიყო. მასთან თავს ლაღად გრძნობდა. მაგრამ ამ გრძნობისთვის არ იყო მზად. ზოგადად, ამგვარ შეგრძნებებს არ აქვთ სიმპტომები. ისინი არ გვაფრთხილებენ. თუმცა, მეტასტაზები აქვთ. გულიდან მთელს სხეულს მოედებიან და ყველგან მიმოიფანტებიან. ცუდი შედარებაა ამ განუკურნებელ სენთან, მაგრამ ერთი საერთო მაინც აქვთ - ისინი არ ქრებიან. არსად მიდიან. მთლიანად მოიცავენ თქვენს ორგანიზმს და მათთან ბრძოლაში უძლური ხართ. აქ არ გიშველით არანაირი „სერიოზული ჩარევა“.
-ფუ, მოწიე? - ელენე კვამლის გაქრობას ხელით შეეცადა - დავიხრჩე
-ხო, გავა სუნი მალე
-მალე მეც გავალ
-ნუ იგესლები
-ნახე რა, ჯერ არ წავსულვარ და უკვე აიშვი - მხიარული ნოტის დაბრუნებას შეეცადა ელენე
-ჰო, რო წახვალ ნაშებს ამოვიყვან
-ეჭვიც არ მეპარება
-რაიყო, ეჭვიანობ?
-ეგღა მაკლია - თქვა უკმაყოფილოდ და ფანჯარას მიუახლოვდა - მალე მოვლენ?
-ცოტა ხნის წინ კალთები დამაგლიჯე და ეხლა წასვლა მოგინდა?
-უკვე გითხარი, რომ ვერ გიტან?
-არა, მაგრამ მინდა ვთქვა, ბევრი დრო არ გაქვს - ეზოში მანქანა გაჩერდა, საიდანაც გოგა და ზაზა გადმოვიდნენ.
-აბა, როგორაა საქმეები, ელენე, ვატო ხო არ გაბრაზებდა? - იკითხა გოგამ შემოსვლისას
-თქვენ წარმოიდგინეთ, მშვენივრად გავატარე ეს დღეები. კარგი ძიძაა ვატო - თქვა მხიარულად და გამტაცებელს თვალი ჩაუკრა
-ძალიან კარგი. შეგვიძლია წავიდეთ - მამაკაცმა ელენეს ჩანთა ზურგზე გადაიკიდა და კარისკენ წავიდა - არაფერი დაგრჩეს
-კარგად - მიუბრუნდა გასვლის წინ ვატოს.
-ჩაო - გაიღიმა გამტაცებელმა და ხელი აუწია
მანქანაში ჩაჯდომისას მაშინვე უკან გაიხედა. ვატო ფანჯარასთან იდგა და მანქანას თვალს არ აშორებდა. გოგონა მანამ უყურებდა, სანამ სახლი თვალსაწიერს არ მიეფარა
-შეეჩვიე ესეიგი ვატოს - ჰკითხა ზაზამ და სიგარეტს მოუკიდა
-ჰო
-მიჩვევა ადვილია, გადაჩვევაა რთული
-რას ფილოსოფოსობ, ძმობას გაფიცებ - გახედა გოგამ
-აი, აქ გააჩერეთ, საკმარისია - თქვა ელენემ - აქედან ჩემით წავალ
გოგამ მანქანა გააჩერა და გოგონას გახედა
-ხომ გახსოვს ჩვენი „დაგავორი“?
-სამარე ვარ! მაგრამ იმიტომ კი არა, რომ თქვენი მეშინია. იმიტომ, რომ მართლა ძალიან კარგად გავატარე ეს დღეები და მეტიც, მინდა გითხრათ, რომ მადლობელი ვარ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ასეა.
-კაი გოგო ხარ! აბა, ჭკუით!



№1  offline წევრი Winchester ))

პირველი ვაარ ^^ ესე იგი პირველ რიგში ძალიან მაგარი გოგო ხარ შეეენ აი ძალიან ძალიან ძალიან მაგარი ❤ ^^ თავიშემაყვარე უკვეე ❤❤❤ მიყვარხარ მე შეეეეენ ❤

აუუუუ აიი ძალიან კარგია ❤ ყველა თავი ერთად წავიკითხე ეხლა და ცოტა არ იყოს კიარადა ძალიან დამაინტრიგებელი რაღაცაა. ეს გარკვევლობაც მიზიდავს :D ეს ვატო/დათო ერთნი არიან ხო? ერთი და იგივე მეგობრები არ ჰყავთ? იმ ბეჭედს რამე კავშირი ექნება ვატოს გამოჩენასთან?

ოოოოო მოკლედ, რაააა ძაააააან ჩავიხლართე :D:D

 


№2  offline წევრი ann tichy

Winchester ))
პირველი ვაარ ^^ ესე იგი პირველ რიგში ძალიან მაგარი გოგო ხარ შეეენ აი ძალიან ძალიან ძალიან მაგარი ❤ ^^ თავიშემაყვარე უკვეე ❤❤❤ მიყვარხარ მე შეეეეენ ❤

აუუუუ აიი ძალიან კარგია ❤ ყველა თავი ერთად წავიკითხე ეხლა და ცოტა არ იყოს კიარადა ძალიან დამაინტრიგებელი რაღაცაა. ეს გარკვევლობაც მიზიდავს :D ეს ვატო/დათო ერთნი არიან ხო? ერთი და იგივე მეგობრები არ ჰყავთ? იმ ბეჭედს რამე კავშირი ექნება ვატოს გამოჩენასთან?

ოოოოო მოკლედ, რაააა ძაააააან ჩავიხლართე :D:D

ერთი და იგივე მეგობრები როგორ ყავთ? wink ძაალიან მალე გაირკვევა ყველაფერი... შემდეგ თავში :))) მადლობა რომ კითხულობ და საკუთარ აზრს აფიქსირებ <3

 


№3  offline მოდერი D-roni

ar minda rom dasruldes :( ese istorias mgoni ar mivchvevivar dzaan ishviatad iaic ramdenime . gavitavise da dzalian beevri vitire .
unikalurad nichieri xar shen ! ra gitxra ubralod ar vici ze unikaluri qmnileba xar da uazrod damokidebuli gavxdi shens istoriebze ! ❤❤❤

 


№4  offline წევრი ann tichy

D-roni
ar minda rom dasruldes :( ese istorias mgoni ar mivchvevivar dzaan ishviatad iaic ramdenime . gavitavise da dzalian beevri vitire .
unikalurad nichieri xar shen ! ra gitxra ubralod ar vici ze unikaluri qmnileba xar da uazrod damokidebuli gavxdi shens istoriebze ! ❤❤❤

ჯერ არ მთავრდება, რამდენიმე თავი კიდევ დარჩა. მადლობა თქვენ ასეთი თბილი სიტყვებისთვის! რა გატირებს ამ მოთხრობის გამო, არ გადამრიო! wink <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent