შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადამარჩინე... (ნაწილი 5)


7-08-2015, 02:29
ავტორი nicol
ნანახია 9 682

****
აუტანელი იყო ის დღეები ნინესთვის. ძალიან მტკივნეული. ვერ ეგუებოდა ასეთ ვაჩეს. სასტიკს, ცივსისხლიანს, სულ სხვანაირ ვაჩეს. არა, თქმით არაფერს ეუბნებოდა. იმ დღის მერე თითქმის აღარ დალაპარაკებია, მაგრამ ეს უარესი იყო. მთავარი სათქმელი უკვე თქვა და ახლა საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას, თითქოს არ არსებობდა მისთვის. სული ეხუთებოდა ასეთი დამოკიდებულებისგან. მეტს ვეღარ უძლებდა. ამდენი ხანი ვაჩეზე მოგონებებით ცხოვრობდა და ახლა ყველაფერი უფერულდებოდა. ერთი ბეწოთიც არ უნელდებოდა გრძნობა ვაჩეს მიმართ, (ნეტავ, ასე ყოფილიყო, ამ გრძნობის გარეშე ათასჯერ იოლი იქნებოდა ნინესთვის) უბრალოდ ასეთ ვაჩეს ვერ ეგუებოდა. რამე უნდა ეღონა. უნდა წასულიყო. ჯობდა ისევ შორს ყოფილიყო მისგან.
მამამისის სახლთან იდგა. როოგორი შეცვლილი იყო აქაურობა. 18 წელი გაატარა აქ – ტკივილიანი 18 წელი. გაუბედავად შეაღო ჭიშკარი, საშინლად დაიჭრიალა დაჟანგულმა ფოლადმა. ღმერთო, რა დღე დაუდგა დიადი ზურა ავალიანის ქონებას?! როგორი მოუვლელი იყო აქაურობა. გაუბედავად შედგა ეზოში ფეხი. სული შეეხუთა. აუტანელი მარტოობის შეგრძნება. ყოველთვის ასე იყო, ძალიან ცივი ეჩვენებოდა ხოლმე ეს უზარმაზარი სახლი. სახლში შევიდა. ეტყობა მამამისის მერე აქ სამართალდამცავებიც იყვნენ. ჩხრეკის კვალი ეტყობოდა სახლს. კაბინეტი ხომ საერთოდ გადატრიალებული იყო. სიცივეს გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა დრო იყო გასული, ეს გრძნობა მაინც არ ტოვებდა. უნდოდა რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა აქაურობა. კიბეს მეორე სართულისკენ აუყვა. თავის ოთახის კარს, რომ ჩაუარა, რაღაც იგრძნო. რაღაც მისეული. აქაც ამოტრიალებული იყო ყველაფერი. დიდი ხანი ვერ გაუძლო და კარი გამოიხურა. მტკიცე ნაბიჯით წავიდა მამამისის ოთახისკენ. მისი აქ მოსვლის მიზეზიც ეს იყო. ზუსტად აქ ჰქონდა საქმე. ოთახის კარი შეაღო და ერთ-ერთ კედელს მიუახლოვდა, თავისუფლად მიაგნო რასაც ეძებდა, ვინ იცის რამდენჯერ შეუმჩნევია ეს სამალავი. მამამისი შიგნით რაღაც დოკუმენტაციას და საკმაოდ მოზრდილ თანხას ინახავდა ხოლმე. არავინ იცოდა ამ სეიფის არსებობა. წესით ნინესაც არ უნდა ცოდნოდა, მაგრამ იცოდა. დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ იქ რამე დახვდებოდა, არა მგონია ზურა ავალიანს გაქცევისას ფულის წაღება დავიწყებოდა, მაგრამ მაინც უნდა ენახა და კიდევ კარგი ნახა. საკმაოდ მოზრდილი თანხა იდო სეიფში, სავარაუდოდ ვერ მოასწრო ბატონმა ზურამ. მით უკეთესი ნინესთვის. ფული ჩანთაში ჩაიდო და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა.


****
– სად იყავი? – სახლში ფრთხილად შესულს, მოესმა და გააკანკალა.
არაფერი უპასუხა.
– ნინე, გეკითხები! სად იყავი? – დაუმარცვლა.
– საქმეზე. – უპასუხა და კიბეზე ასვლა დააპირა.
ვაჩემ ჭიქა, რომელიც ხელში ეჭირა, კედელს შემოალეწა, ნინესთან მიიჭრა და მთელი ძალით მოუჭირა მკლავზე ხელი.
– გამიშვი, მეტკინა. – თვალცრემლიანმა ამოისლუკუნა ნინემ.
ნინეს ცრემლის დანახვაზე, ცოტა აზრზე მოვიდა. არაფერი შეცვლილიყო, ისვე გულს უკლავდა მისი ცრემლები. ხელი გაუშვა და შეეცადა დამშვიდებულიყო. ნინე ხელით ნატკენ მკლავს ისრესდა და წასვლას ვეღარ ბედავდა.
– რატომ მაიძულებ ასე მოგექცე? – ვაჩეს ხმას ძლივს შესამჩნევი სევდა შეპარვოდა.
– მე გაიძულებ? მე შენ რამეს გაიძულებ? – აღშფოთებას ვეღარ მალავდა ნინე. – ეს დღეებია ვაკეთებ იმას რაც შენ გაგიხარდება, ვიქცევი ისე როგორც შენ გაგიხარდება, ვსუნთქავ ისე, როგორც შენ გაგიხარდება და კიდევ მე გაიძულებ რამეს? საკუთარი ნათქვამი თუ გესმის საერთოდ? დღეს პირველად გავედი შენს უკითხავად და ამისთვის კინაღამ მკლავი მომატეხე. – ჩანთა გახსნა და მთელი ფული მაგიდაზე გადმოყარა. – აი, აიღე, შენი ვალი აღარ მაქვს. თავიდან ბოლომდე გავისტუმრე. არა მგონია ამაზე მეტი გადაგეხადა ჩემში. თავისუფალი ვარ. მორჩა, მივდივარ შენგან. – პირში მიახალა ყველაფერი, რის თქმასაც აქამდე ვერ ბედავდა, სწრაფად აირბინა კიბეები და თავის ოთახში შევარდა. კარი შიგნიდან გადაკეტა და კედელზე აყუდებული საკუთარი გულისცემის დარეგულირებას ცდილობდა.
ვაჩე გაოგნებისგან ხმას ვეღარ იღებდა. გაშეშებული დაჰყურებდა მაგიდაზე მიმოფანტულ ფულს და ხვდებოდა როგორ იპყრობდა ნელ-ნელა სიგიჟე. მთელი სხეულით კანკალებდა. გულისცემა უკვე დიდი ხანია გასცდენოდა დასაშვებს. როგორც კი შეძლო გონების ოდნავი მოკრება და გაანალიზა მომხდარი, გიჟივით ავარდა კიბეზე. ჩაკეტილი კარები მარტივად შეგლიჯა და კედელთან ატუზულ ნინესთან მიიჭრა.
– საიდან გაქვს ამდენი ფული? – არაადამიანური ხმით იღრიალა.
– რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია შენგან გავთავისუფლდი. – თვითონაც ვერ ხვდებოდა საიდან ჰქონდა ამხელა გამბედაობა.
ვაჩემ მთელი ძალით დაჰკრა მუშტი კედელს.
– რა გინდა, გოგო, რატომ არ მინდობ? რატომ მკლავ ყოველდღე? ისევ და ისევ...
ნინემ თავი ჩახარა. ასეთ ტკივილიან გამოხედვას ვეღარ უძლებდა.
– ნინე, ეს როგორ დაუშვი? ასე როგორ მომექეცი? საერთოდ არ იფიქრე ჩემზე? როგორი აუტანელი იქნებოდა? იმის გაფიქრებასაც კი რომ სხვა გეხებოდა, ჭკუიდან გადავყავარ. – ვერც კი ხვდებოდა, რომ უკვე ძალიან ახლოს იდგა. ორივე ხელით კედელს ეყრდნობოდა, ისე რომ მათ შორის მოექცია ნინე. თავი ჩაეხარა და შუბლით მის შუბლს ეხებოდა. – ნინე... – მეტის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ტუჩებით უკვე მის საფეთქელს ეხებოდა.
ნინე თავს ძლივს იკავებდა, რომ არ წაქცეულიყო. ვაჩეს ცხელ ტუჩებს გრძნობდა და გონება ებინდებოდა. მთელი სხეული უკანკალებდა და სადაცაა გონებას დაკარგავდა. ვაჩეს ტუჩებმა ნინეს ყელზე გადაინაცვლეს და ბოლოს ტუჩებიც მონახეს. ამდენი ხნის მერე, ისევ იგივე ჟრუანტელი, ისევ იგივე მღელვარება. ისევ იგივე გახშირებული სუნთქვა. ისევ იგივე სურნელი, რომელიც არც ერთს არ დავიწყებოდა.
– ნინე. ჭკუიდან გადაგყავარ. – ამოიგმინა ვაჩემ და ხელი წელზე მოჰხვია. მისი სიფრიფანა წელი მთლიანად დაფარა ვაჟის ხელმა. მთელი სხეულით აიკრო ზედ და შეიგრძნო თითოეული უჯრედით. დაიფიცებდა, რომ ნინეს პატარა გულისცემას გრძნობდა საკუთარ მკერდთან. მზად იყო მთელი ცხოვრება ასე გაეტარებინა, მაგრამ ვერ ივიწყებდა. ძალიან სტკიოდა. არ შეეძლო ამისთვის გადაბიჯება. მისმა ნინემ ბოლომდე გაანადგურა. ცოცხლად მოკლა მისმა თეთრმა ანგელოზმა. ვერ ივიწყებდა და რა ექნა? ბოლოს შეძლო თავის ხელში აყვანა და ნელ-ნელა მოშორდა. მარტო ღმერთმა იცის რად უჯდებოდა თითოეული ნაბიჯი, რომელიც მასთან აშორებდა. მთელი ძალა მოიკრიბა და ოთახიდან გავიდა. სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ჯერ ისევ უსაშველოდ სტკიოდა მოუშუშებელი ჭრილობა.
ნინე კედელთან ჩაჯდა და ორივე ხელი სახეზე აიფარა. როდემდე გაუძლემდა ამ ყველაფერს არ იცოდა.


****
არ წავიდა ნინე. მიუხედავად ყველაფრისა ვერ წავიდა. მაინც არ უნდოდა ასე წასულიყო და უთქმელი დაეტოვებინა ბევრი რამ. არადა სათქმელი მართლა ჰქონდა. იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ეძნელებოდა, მაგრამ ეგუებოდა.
არაფერი შეუცვლია იმ შემთხვევას მათ ურთიერთობში. წუთიერი სისუსტე იყო ვაჩესი. გადიოდა დღეები. ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა მათი ცივი შეხვედრები. გული სტკიოდა ნინეს, მაგრამ უძლებდა. უფრო და უფრო ერიდებოდა ვაჩე მასთან შეხვედრას, შეიძლება ითქვას გაურბოდა კიდეც. ნინე ითმენდა. იმ იშვიათი შეხვედრების დროსაც კი მეტისმეტად ცივი იყო.
უსაქმურობა ჰკლავდა ნინეს. აღარ იცოდა, რა მოეფიქრებინა. სადილების კეთებაც დაიწყო. სამწუხაროდ მეტი არაფერი ეხერხებოდა. სახლის დალაგება და სარეცხის რეცხვა დიდად არ ხიბლავდა. ამისთვის ყოველდღე მოდიოდა რამდენიმე საათით დამხმარე ქალი. მთელი დღეები არაფერს აკეთებდა და უსაქმურად დაეხეტებოდა ეზოში. ერთი ხე ჰქონდა ამოჩემებული. ძალიან იზიდავდა ეს ხე, მის ქვეშ უყვარდა ჯდომა. რაღაც უცნაური ხე იყო. წესით ბლის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბალზე გაცილებით წვრილი, თუმცა ძალიან ტკბილი ნაყოფი ჰქონდა, როგორც წესი ბლის ხე ძალიან დიდი არ იზრდება, ეს კიდევ უზარმაზარ ალვის ხესაც კი გაუტოლდებოდა. ალბათ მისი კენწეროდან თბილისი ხელის გულივით ჩანს.
ჰოდა ერთ დღესაც, უსაქმურობისგან გადაღლილს თავში „გენიალური იდეა“ მოუვიდა. გადაწყვიტა ხეზე ასულიყო. ავიდა კიდეც. ბავშვობაში თავისი ეზოს არც ერთი ხე არ დაუტოვებია დაულაშქრავი. ჰოდა, არც ახლა გასჭირვებია, ბავშვობა გაახსენდა. მარტოობას რომ იგრძნობდა, იჯდა საათობით ხეზე და ოცნებობდა. საკმაოდ მაღლა ავიდა. მთელი თბილისი ვერა, მაგრამ მთელი ეზო კი ჩანდა ხელისგულივით. დიდი ხანი იჯდა ხეზე. ბოლოს მობეზრდა და ჩამოსვლა გადაწყვიტა, მაგრამ არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, როგორიც ასვლა. ამხელა ქალი იჯდა ხეზე და ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. რა ექნა? ვისთვის ეთხოვა დახმარება? ჰოდა, იჯდა იქ.
მოსაღამოვდა, დაბნელდა, ნინე მაინც ვერ ჩამოდიოდა. უკვე ცოტაც და პირს მოაღებდა და აზლუქუნდებოდა. დაინახა ვაჩეს მანქანა რომ მოადგა ჭიშკარს. თან გაუხარდა, თან სირცხვილისგან კვდებოდა. რა ეთქვა ახლა შაშვივით ხეზე მჯდარს, რომ დაინახავდა? მაგრამ აქ დარჩენას ისევ სირცხვილით სიკვდილი ერჩივნა. უკვე ყველაფერი სტკიოდა. ხელისგულები დაკაწვროდა და მთელი სხეული დაბუჟებული ჰქონდა.
ვაჩე მანქანიდან გადმოვიდა და აუჩქარებლად წავიდა სახლისკენ. ისევ აუტანელი სიჩუმე. თითქმის ნახევარი სააათი არ გამოჩენილა. ცოტაც და თვითონვე ჩამოხტებოდა ამხელა სიმაღლიდან. ბოლოს და ბოლოს ისევ გამოჩნდა ვაჩე, მობილურით ხელში. ალბათ მასთან რეკავდა. რა იცოდა, ნინეს მობილური, ალბათ რეკვისგან სკდებოდა მის ოთახში, მისი პატრონი კი ხეზე აფოფხებული, ვერაფრით ახერხებდა დაბლა ჩამოსვლას.
ნერვიული ნაბიჯით წავიდა დაცვის ჯიხურისკენ, ისე რომ მობილურს არ იშორებდა ყურიდან. რაღაცას ეკითხებოდა დაცვას, სავრაუდოდ აინტერესებდა, გავიდა თუ არა ნინე ეზოს გარეთ. კიდევ დიდხანს იდგა ეზოში და განუწყვეტლივ რეკავდა. ზევიდანაც კი ხედავდა ნინე, როგორ ნერვიულობდა. ცოტა გაერთო კიდეც. მოსწონდა მასზე ასე, რომ ღელავდა. დაიძრა ვაჩე და სწორედ ნინეს ხისკენ წამოვიდა.
– ჯანდაბა, სად ხარ ნინე. – სასოწარკვეთა შეამჩნია ვაჩეს ხმაში.
დიდი სიამოვნებით აწვალებდა კიდევ დიდხანს, მაგრამ მეტი მართლა აღარ შეეძლო.
– აქ ვარ... – თვითონვე ძლივს გაიგო საკუთარი კნავილი.
სამაგიეროდ ვაჩემ გაიგონა, შეკრთა და ზევით აიხედა. ბნელოდა მაგრამ ნინემ მაინც დაინახა, როგორ შვებით ამოისუნთქა. არც ისე დიდხანს გასტანა კეთილგამწყობილმა გამომეტყველებამ. ნელ-ნელა ბრაზი ერეოდა.
– მანდ რას აკეთებ? – კბილებში გამოსცრა.
– სუფთა ჰაერზე ვარ. – უკვე ნინესაც ბრაზი ერეოდა. რა უნდა ეკეთებინა ხეზე? ვერ ხვდებოდა, რომ ჩამოსვლა არ შეეძლო?
– ჰოდა იჯექი მანდ. ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. – ჩაილაპარაკა მკაცრად და სახლისკენ გაემართა.
ნინეს კინაღამ გული გაუსკდა. დატოვა. არ ჩამოიყვანა. მართლა ძალიან ცოტა აკლდა და აღრიალდებოდა. ხელები საშინლად ეწვოდა. დაიხედა და სისხლი მოსდიოდა. ამან უფრო აუჩუყა გული. ერთი-ორი ცრემლიც კი გადმოაგდო.
ვაჩე დაბრუნდა და კიბეც მოიტანა. როგორ გაუხარდა ნინეს?! არც კი სჯეროდა. მართლა გაუსაძლისად სტკიოდა უკვე მთელი სხეული. კიბე ხეს მიაყუდა და ნელნელა ავიდა ვაჩეც ხეზე. თან ადიოდა, თან უკმაყოფილოდ ბუტბუტებდა. ძლივს მიაღწია ნინემდე.
– ერთი ეს გამაგებინა, რამ აგიყვანა ამ სიმაღლეზე?! – ჩაილაპარაკა და წელზე მოხვია ხელი ნინეს. ასე ჩახუტებული ჩამოიყვანა იქიდან.
როგორი ბედნიერი იყო ნინე, როგორც კი მიწაზე დადგნენ?! მართალია, თვითონ ვერ გრძნობა, იმიტომ რომ ვაჩეს ისევ ხელში ეჭირა და ისე მიჰყავდა სახლისკენ, მაგრამ რაც მთავარია, ხეზე აღარ იჯდა. სახლში შეიყვანა და მისაღებში დივანზე ჩამოსვა. შეამჩნია ნინეს დასისხლიანებული ხელის გულები და უთხრა – აქედან ფეხი არ მოიცვალოო, თვითონ კი გავიდა და ბამბა და სადეზინფექციო საშუალება მოიტანა. ხელის გულები გააშლევინა და რაც შეიძლება ფრთხილად უსვამდა სპირტიან ბამბას ნაკაწრებზე. აეწვა ნინეს და დაიკვნესა. დაიხარა და სული შეუბერა. გაშეშდა... ერთ ადგილზე მიეყინა მზერა. ნინეს მაჯებს უყურებდა. ორივე მაჯაზე ეტყობოდა საკმაოდ დიდი ნაიარევი.
– ეს რა არის ნინე? – ხმა ჩახლეჩოდა.
ნინე დუმდა და ორივე ხელი ზურგსუკან წაიღო.
– ნინე... – მეტი ვეღარ შეძლო. ხმა ჩაუწყდა. ნინეს ახედა. ცრემლი უბრწყინავდა თვალზე – ეს როგორ გააკეთე? – უნდოდა ეჩხუბა, მაგრამ არ შეეძლო, იმხელა ტკივილს ხედავდა ნინეს თვალებში. იმის წარმოდგენაც არ უნდოდა, რამ აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა.
ზურგსუკან წაღებულ ხელებზე, ხელი მოჰკიდა და წინ გამოაწევინა. როგორი ტკივილიანი მზერით უყურებდა. ვინ იცის რას გრძნობდა მაშინ, როცა ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. გააცნოიბიერა, როგორი რთული იქნებოდა ნინესთვისაც ეს პერიოდი. დაიხარა და მაჯებზე აკოცა. ფრთხილად, ძალიან ფრთხილად. უნდოდა შეემსუბუქებინა ის განცდები, მაგრამ როგორ? მეტი ვეღარ შეძლო, ადგა და გარეთ გავიდა. არ შეეძლო, ვერ უძლებდა ნინეს ტკივილს.
ერთად ყოფნით ტანჯავდნენ ერთმანეთს, მაგრამ სხვანაირადაც არ შეეძლოთ. არ შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე და ისევ ამ ტკივილიან ურთიერთობას ეგუებოდნენ.


****
საზოგადოებაში არ ჩნდებოდა ნინე, თუმცა მასზე უკვე ლაპარაკობდნენ. ზოგი იძახდა, მამამისის მტრებს ემალებოდაო. ზოგი მამამთილმა აიძულა ქვეყნიდან წასვლა და ახლა შურისძიებისთვის დაბრუნდაო. თურმე ნუ იტყვით და ახლა თავის პირად მცველთან ცხოვრობსო. ალბათ საყვარლები არიანო. არა რა საყვარლები, ბევრი სიკეთე ახსოვს იმ მცველს ავალიანისგან და ახლა მის შვილს უანგაროდ ეხმარებაო.
დრო იყო საზოგადოებაში გამოჩენილიყო.
ერთ-ერთ წვეულებაზე წაიყვანა ვაჩემ. ქალაქის მთელი ელიტა შეკრებილიყო აქ. ულამაზესი იყო ნინე. დაქალებული, გამოკვეთილი ფორმებით, ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან, მაგრამ ვაჩე არეშიძის შიშით ხმის გაცემას ვერავინ უბედავდა. როგორც კი შევიდნენ, ყველას ყურადღება მიიპყრეს. ვერაფერს იტყვი, მართლა ულამაზესი წყვილი იყო. რამდენიმე ნაცნობს მიესალმა ნინე. რამდენიმე მოიკითხა. გუნება მოეშხამა, დარბაზის სიღრმიდან მათკენ მომავალი ლიზა, რომ დაინახა. ჯერ კიდევ ახსოვდა როგორი ვნებით კოცნიდა მაშინ სასტუმროში ვაჩეს.
– ნინე, ღმერთო არ მჯერა. ცოცხალი ხარ? არადა ჩვენ გამოგიგლოვეთ. როგორ მიხარია, რომ იცოდე შენი ნახვა. – როგორი ყალბი იყო თითოეული სიტყვა. ზუსტად ასეთი მლიქვნელურად გადაეხვია, – აუცილებლად უნდა მომიყვე ეს ორი წელი რას აკეთებდი.
ნინემ ვაჩეს გადახედა და დაინახა, როგორ ჩაუმუქდა თვალები. ყოველთვის იცოდა ლიზამ სად უნდა დაეჭირა. ყოველთვის პოულობდა ადამიანის სუსტ წერტილს. ერთი სული ჰქონდა სახლში, როდის დაბრუნდებოდნენ. რაღაცას უგრძნობდა გული. მთელი საღამო არ შორდებოდა ვაჩეს გვერდიდან, ერთი წუთითაც არ ტოვებდა მარტოს. თითქოს ეშინოდა. თითქოს წინასწარ გრძნობდა. მაინც გამოეპარა თვალთახედვიდან, როდის მოშორდა ვაჩე, როდის დარჩა მარტო. აღარ ახსოვდა სად დატოვა. მთელი დარბაზი შემოიარა ვაჩეს ძებნაში. ბოლოს ვერანდაზეც გავიდა და თვალებში დაუბნელდა. დაინახა, როგორ კოცნიდა ლიზას. უფრო სწორად, ლიზა აკვროდა მთელი სხეულით და ვნებიანად უკოცნიდა ტუჩებს.
კანკალმა აიტანა. იმაზე ბევრად ტკივილიანი აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა. ლიზას მოხარშულს იცნობდა, სადღაც ელოდა კიდეც ასეთ საქციელს, მაგრამ, გულის წასვლამდე ეტკინა. შემობრუნდა და ფეხარეული გამოვიდა იქიდან. თითქმის არ ახსოვს როგორ დატოვა წვეულება და როგორ წამოვიდა ფეხით. წვიმდა, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა. სველდებოდა, მაგრამ მაინც მიდიდოდა. არ ახსოვს რამდენი ხანი იარა ასე. მანქანა წამოეწია. მიხვდა ვაჩე იყო, მაგრამ არ გაჩერებულა.
– ჩაჯექი მანქანაში. – გვერდითა მინა ჩამოსწია და საკმაოდ მკაცრად გადმოხედა.
– მერე, არ გაგიბრაზდებიან. – ცრემლები ახრჩობდა ნინეს.
– მდგომარეობიდან ნუ გამოგყავარ, ნინე. – მანქანა გააჩერა და თვითონაც გადმოვიდა.
– ეგოისტი ხარ. ყველაზე დიდი ეგოისტი და მესაკუთრე. – შუა ქუჩაში გაჩერდა. – ერთხელ მაინც დაინტერესებულხარ ჩემი მდგომარეობით? შენ მარტო საკუთარი თავი გაინტერესებს და სხვისი გრძნობები ფეხებზე გკიდია.
– ჩაჯექი მანქანაში და წავიდეთ. – ნელ-ნელა მოთმინებას კარგვდა.
– ვერ ვხვდები ვაჩე, თუ ასე შეგიძლია, თუ შეგიძლია სხვას კოცნიდე, მე რატომღა მტანჯავ? გამიშვი... გთხოვ. გემუდარები, მეტი აღარ შემიძლია. მეტს ვეღარ ვუძლებ. ამდენი დამცირების ატანა შეუძლებელია. მეყოფა გთხოვ. იმაზე ბევრად მეტი ვიგრძენი ვიდრე ვიმსახურებდი. – მეტის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა ვაჩემ. ხელში აიტაცა და მანქანაში ძალით ჩასვა.
წინა სავარძელზე მობუზული იჯდა ნინე და სლუკუნებდა. თითოეული მისი ცრემლი გულზე ხვდებოდა ვაჩეს, მაგრამ არაფერს აკეთებდა. არც კი ცდილობდა დაემშვიდებინა. მართლა სასტიკი გამხდარიყო ვაჩე არეშიძე. თითქოს სამაგიეროს უხდიდა ნინეს. მოვიდნენ. ხმას არც ერთი იღებდა. არც მანქანიდან გადადიოდნენ. ბოლოს ნინემ ვეღარ გაუძლო, გააღო მანქანის კარი და უკანმოუხედავად გადავიდა. ვაჩეც მიჰყვა. თავის ოთახთან წამოეწია ნინეს. ხელი ხელზე მოჰკიდა და გააჩერა. ნინე არ უყურებდა. ეშინოდა თვალებში შეხედვის.
– ნინე... – ჩურჩულით ჩაილაპარაკა ვაჩემ. – მაპატიე, არ მინდოდა გტკენოდა.
უკვე გვიანი იყო. ძალიან სტკიოდა ნინეს. მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა, ხელი გააშლევინა და ხელისგულზე მიადო ცხელი ტუჩები. იგრძნო როგორ გააკანკალა გოგოს, მაგრამ მაინც გამოართვა ხელი და ოთახში შევიდა. ვაჩეც შეყჰვა. თავს ვეღარ აკონტროლებდა. აღარ შეეძლო ნინეს გარეშე. ხვდებოდა, რომ არ შეიძლებოდა, მაგრამ ეს უკვე მის ძალებს აღემატებოდა.
ხვდებოდა ნინე. და მზად იყო უკვე ამისთვის. ზუსტად დღეს, დღეს უნდა ეთქვა ამდენი ხნის სათქმელი, მაგრამ უსიტყვოდ.
ყელთან ვაჩეს სუნთქვა, რომ იგრძნო კინაღამ მუხლები მოეკვეთა. წელზე იგრძნო მისი ძლიერი მკლავი და ბოლომდე მიენდო. ნელ-ნელა შემოატრიალა ვაჩემ და თვალებში ჩახედა. თავს ვეღარ აკონტროლებდა. ტუჩებით მისი ტუჩები მონახა. საპასუხოდ ნინემ თმებში შეუცურა ხელები და კოცნაში აჰყვა. ვაჩემ ამოიგმინა და მთელი ძალიათ აიკრო მისი ათრთოლებული სხეული. ტუჩები ნელ-ნელა ყელისკენ გააცოცა და კაბის ელვა შესაკრავი მოძებნა. გაუბედავად დაუწყო გახსნა. საპასუხოდ ნინემ ხელები მისი პერანგის ღილებისკენ წაიღო. ჟრუანტელმა დაუარა ნინეს სუსტი ხელები, რომ იგრძნო შიშველ მკერდზე.
– ნინე, ჭკუას მაკარგვინებ. – ამოიხრიალა და ბოლომდე ჩახსნილი კაბისგან სრულიად გაანთავისუფლა მისი სხეული.
– ვაჩე, მიყვარხარ. დაიმახსოვრე და რაც არ უნდა მოხდეს, ამას ვერაფერი შეცვლის.
ვაჩემ ბოლომდე ვერ გააცნობიერა ნინეს სიტყვები. უკვე ხელში აყვანილი მიჰყავდა და ფრთხილად გადააწვინა საწოლზე. მთელ სხეულს უკოცნიდა. ვნებით, მომთხოვნად, ნაზად. ხელი მისი ზედა საცვლისკენ წაიღო და ერთი ხელის მოსმით მოაშორა. ტუჩებით მკერდს დაეწაფა, სუსტი კვნესა აღმოხდა ნინეს და მისი ქამრისკენ წაიღო ხელი. საბოლოოდ განთავისუფლდნენ ზედმეტი ტანსაცმელისგან. მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო – ნინე ვაჩეს საკუთრება გახდა. ყრუ ტკივილი სასიამოვნო აღმაფრენამ შეცვალა. ერთ მთლიანობად იქცნენ. საკუთარი უ მ ა ნ კ ო ე ბ ა ჩააბარა იმ ღამით ნინემ ვაჩე არეშიძეს.
– ნინე... შენ... – გაოცებას ვერ მალავდა ვაჩე.
– გთხოვ, გაჩუმდი, არ გინდა... – პირზე ხელი ააფარა ნინემ და სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა.

***************************************
ეძღვნება ა'ნინეს... ჩემს თეთრ ანგელოზს....

შეცდომებისთვის ბოდიში... ეხლა მოვრჩი წერას და წესიერად ვერ გადავხედე... იმედია ისიამოვნებთ



№1  offline ადმინი შამანი

როგორც ყოველთვის ,თეთრი ანგელოზი ისევ პირველია ^^
ახლა წავიკითხავ და მერე ტკბილად დავიძინებ. ♥

------

ძალიან,ძალიან მაგარი თავი იყო,თინი! ♥
ძალიან ემოციური და გულში ჩამწვდომი. ^^
თვალები საშინლად მეწვის,მინდა ვიტირო ახლა,მაგრამ ცრემლები გამიშრა უკვე.
მე მჯეროდა ნინესი, გულის სიღრმეში ვიცოდი,რომ ის იმის ჩამდენი არ იყო,როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.
არ იმსახურებდა არცერთი ასეთ დიდ ტკვილს.
თუმცა,ცხოვრება ტკივილის გარეშე შეუძლებელია.
ყველაზე კარგი ხარ,თინი! ♥
და მადლობა,რომ ისეთი ხარ,როგორიც ხარ! ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline მოდერი nicol

შამანი
როგორც ყოველთვის ,თეთრი ანგელოზი ისევ პირველია ^^
ახლა წავიკითხავ და მერე ტკბილად დავიძინებ. ♥

------

ძალიან,ძალიან მაგარი თავი იყო,თინი! ♥
ძალიან ემოციური და გულში ჩამწვდომი. ^^
თვალები საშინლად მეწვის,მინდა ვიტირო ახლა,მაგრამ ცრემლები გამიშრა უკვე.
მე მჯეროდა ნინესი, გულის სიღრმეში ვიცოდი,რომ ის იმის ჩამდენი არ იყო,როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.
არ იმსახურებდა არცერთი ასეთ დიდ ტკვილს.
თუმცა,ცხოვრება ტკივილის გარეშე შეუძლებელია.
ყველაზე კარგი ხარ,თინი! ♥
და მადლობა,რომ ისეთი ხარ,როგორიც ხარ! ♥

ხომ იცი როგორ მიყვარს ინტრიგის ჩაგდება... მაგრამ ბოლომდე ვერ ვიმეტებ ჩემს პერსონაჟებს... მეც ასეთი სიყვარულის მჯერა... წმინდა და უმანკო სიყვარულის
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline წევრი Just give me a Hand . . .

❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№4  offline მოდერი sopiko

ვაიმე რა მაგარი თავი იყო ♡♥♡ თავიდანვე ვიცოდი რომ ნინეს ისეთი რამე არ ჩაუდენია რაც ეკადრებოდა მაგრამ ვაჩეს ადგილას მეც ასე ვიფიქრებდი, ამიტომ ორივე გმირს ვამართლებ :-D გუშინ მთელი დღე ველოდებოდი და დღეს რომ ვნახე სიხარულისგა. გადავირიე. ძალიან ლამაზად გამოხატავ ადამიანის გრძნობებს, გეტყობა რომ წერის ნიჭი გაქვს♥ ველოდები შემდეგ და უფრო დიდ თავს...

 


№5  offline მოდერი nicol

sopiko
ვაიმე რა მაგარი თავი იყო ♡♥♡ თავიდანვე ვიცოდი რომ ნინეს ისეთი რამე არ ჩაუდენია რაც ეკადრებოდა მაგრამ ვაჩეს ადგილას მეც ასე ვიფიქრებდი, ამიტომ ორივე გმირს ვამართლებ :-D გუშინ მთელი დღე ველოდებოდი და დღეს რომ ვნახე სიხარულისგა. გადავირიე. ძალიან ლამაზად გამოხატავ ადამიანის გრძნობებს, გეტყობა რომ წერის ნიჭი გაქვს♥ ველოდები შემდეგ და უფრო დიდ თავს...

შემდეგ თავში დავასრულებ ისტორიას... უკვე ყველანაირი ემოცია გადაიტანა ამ ორმა... ჰოდა იმსახურებენ კეთილ დასასრულს... კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი კომენტარებისთვის
--------------------
თინა ნიკოლ

 


№6  offline წევრი Anuuc^.^

წინა თავი გამომრჩენია და ახლა წავიკითხე ორივე,არც კი ვიცი რა გითხრა თვალები ახლაც ცრემლიანი მაქვს ძალიან კარგი ხარ❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№7  offline წევრი ტასიკო

მეორედ წავიკითხე დილის მერე,ძალიან კარგიაა ♥♥♥

 


№8  offline წევრი buubbuuu)))

ვიცოდი ვიცოდი ბოლოოომდე ვიცოდი რომ ეგრე იყო აი მჯეროდა გულში . იმ კაცმა რომ უთხრა ვაჩეს ეგ გოგოო ხოომ .... და ვაჩემ აღარ დაამთავრეინა და აი ეგრევე ვიცოდი რომ არ მუსჰაობდა ისე როგორც ვაჩემ იფიქრა <3 <3 <3 <3
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

დამლაგებელი... ჭურჭლის მრეცხავი.. მიმტანი... ან ნებისმიერი სხვა რამ ნუ ბარმენიც :დ შეიძლებოდა ყოფილიყო ნინე, მაგრამ არა ის, რაზეც სწორედ ვაჩე ფიქრობდა რომ იყო. მესმის მისი რომ აგიჟებდა იმაზე ფიქრი სხვა, როცა ეხებოდა.. უფრო სწორედ რომ ეგონა ეხებოდა, მესმის, ყველაფრის მესმის, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც უყვარდა და ტკიოდა..
არ ვიცი რა, მათთან ერთად რამდენჯერაც მოვკვდი იმდენჯერვე დავიბადე და ისევ მოვკვდი ცრემლიანი..
დავიფერფლე ადგილზე თინიიი ეს რა იყო love ძალიან მომეწონა და გამაგიჟა.
და ნინეს სხვაც რომ შეხებოდა და ასე მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ რომ მათ შორის მაინც ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, რადგან სიყვარული ღრმაა, ძლიერი, სასიამოვნო და გადამრევი. სიყვარული ხომ ის გრძნობაა, რაც გაგიჟებს გრევს და ფერფლიდან აღგადგენს (აი, რომ დავიფერფლე, შემდეგ აღვსდექი
და წამოვდექი, ფეხზე დავდექი :* )
მე ისეთი სიყვარულის მწამს, რომ მჯერა ყოველი ადამიანი იმსახურებს ერთ შანსს მაინც მიუხედავად მისი დაშვებული შეცდომებისა, ერთი შანსი იმისა, რომ გამოსწორდეს, შეიცვალოს, დაგიმტკიცოს რაიმე... ვფიქრობ თუ ნამდვილად უყვარდა ნინე, ვინც არ უნდა შეხებოდა მას, ის მაინც მისცემდა მეორე შანსს და ერთად იქნებოდა... აი ასეთის მწამს მე, ნამდვილის, რომელიც ყველაფერს ავიწყებს გარდა მომავლისა, გარდა ერთმანეთისა და გარდა ღმერთისა...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№10  offline მოდერი nicol

ErckeMydass25
დამლაგებელი... ჭურჭლის მრეცხავი.. მიმტანი... ან ნებისმიერი სხვა რამ ნუ ბარმენიც :დ შეიძლებოდა ყოფილიყო ნინე, მაგრამ არა ის, რაზეც სწორედ ვაჩე ფიქრობდა რომ იყო. მესმის მისი რომ აგიჟებდა იმაზე ფიქრი სხვა, როცა ეხებოდა.. უფრო სწორედ რომ ეგონა ეხებოდა, მესმის, ყველაფრის მესმის, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც უყვარდა და ტკიოდა..
არ ვიცი რა, მათთან ერთად რამდენჯერაც მოვკვდი იმდენჯერვე დავიბადე და ისევ მოვკვდი ცრემლიანი..
დავიფერფლე ადგილზე თინიიი ეს რა იყო love ძალიან მომეწონა და გამაგიჟა.
და ნინეს სხვაც რომ შეხებოდა და ასე მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ რომ მათ შორის მაინც ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, რადგან სიყვარული ღრმაა, ძლიერი, სასიამოვნო და გადამრევი. სიყვარული ხომ ის გრძნობაა, რაც გაგიჟებს გრევს და ფერფლიდან აღგადგენს (აი, რომ დავიფერფლე, შემდეგ აღვსდექი
და წამოვდექი, ფეხზე დავდექი :* )
მე ისეთი სიყვარულის მწამს, რომ მჯერა ყოველი ადამიანი იმსახურებს ერთ შანსს მაინც მიუხედავად მისი დაშვებული შეცდომებისა, ერთი შანსი იმისა, რომ გამოსწორდეს, შეიცვალოს, დაგიმტკიცოს რაიმე... ვფიქრობ თუ ნამდვილად უყვარდა ნინე, ვინც არ უნდა შეხებოდა მას, ის მაინც მისცემდა მეორე შანსს და ერთად იქნებოდა... აი ასეთის მწამს მე, ნამდვილის, რომელიც ყველაფერს ავიწყებს გარდა მომავლისა, გარდა ერთმანეთისა და გარდა ღმერთისა...


კი ერკე... რაც არ უნდა მომხდარიყო, აუცილებლად ერთად იქნებოდნენ, უბრალოდ დრო სჭირდებოდა ვაჩეს. love მან ჯერ კიდევ არ იცოდა სიმართლე ისე აპატია ნინეს. ასე რომ არ ყოფილიყო საერთოდ არ წამოიყვანდა იქიდან. მისგან შორს არსებობა რომ შეძლებოდა ძალიან დიდი ხნის წინ ამოირეცხავდა გულიდან. ვერ სუნთქავდა მისი ანგელოზის გარეშე და ამას ვერაფერი შეცვლიდა love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

ნამდვილად ეტყობა ამ ისტორიას ნამვდილი სიყვარულის გემო.. <3 მე ეს ვიგრძენი love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

ვიცოდი ვიცოდი ვიცოდი

 


№13 სტუმარი სტუმარი ირინე

გაგრძელება სად ვნახოო❤️სიტყვები ზედმეტია , ბრავო

 


№14 სტუმარი ია

ვინ არის ა, ნინე გარდაცვლილია??? , ვის უძღვნიამ ისტირიას???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent