შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი! (თავი 3)


7-08-2015, 14:13
ავტორი babi phoenix
ნანახია 3 096

რამოდენიმე დღეში ნუცა აგარაკიდან დაბრუნდა, მისი აივნის წინ ვიდექი და ველოდებოდი იქნებ უბრალოდ დამენახა, სულ რაღაც 2 დღე რჩებოდა სკოლის დაწყებამდე, მაგრამ ვეღარ ვითმენდი, მინდოდა ჩემი მწვანეთვალება მენახა..

ისევ დილა, 9 საათი, სკოლაში შესვლა და ჩემი თვალების გაბრწყინება, ეს კი იმიტომ რომ ნუცა დავინახე.. მანაც შემამჩნია, ახლოს მოვიდა და საპირფარეშოში შემათრია..

-რამოხდა?! ძალიან მომენატრე ჩემოგოგო -ჩავეხუტე მაგრამ ხელი გამაშვებინა..
-ახლა მომისმინე.. რასაც გეტყვი არ ვიცი როგორ იმოქმედებს მაგრამ უნდა გამიგო
-მითხარი
-უნდა დავშორდეთ!
-რა?რატომ?
-იმიტომ, ძალიან მინდა შენთან და მიყვარხარ მაგრამ მშობლები.. ესაა ამის მიზეზი..
-გასაგებია, იქნებ დაველაპარაკო? იქნებ მიხვდნენ რომ ამ სიყვარულის წართმევა არასწორი იქნება..
-არ ექნება აზრი.. მაპატიე უნდა წავიდე..
- ...

კარი გააღო და გამოვიდა, ჩანთა მალევე ავიღე სკოლიდან გავედი, მან დაინახა როგორ მივდიოდი მაგრამ არ ცდილობდა შევეჩერებინე.. ცრემლები ვერ დავმალე, მე ხომ ბიჭი ვარ არუნდა ვტიროდდე მაგრამ ამ დროს არ შემეძლო ემოციები სხვაგვარად გადმომეცა..
ვერ ვხვდებოდი, ზოგიერთ ადამიანს, როგორ შეეძლო ვინმეს ტანჯვისათვის შორიდან ეყურებინა, მისი სიტყვები ნახვამდის ისეთივე ცივი იყო როგორც ახლა ჩემი გული.. ამ დღის შემდეგ სამუდამოდ გავცივდი, სულიერად გარდავიცვალე, ადამიანობა დავკარგე, გულიი გული წამართვეს, ის წამართვა რაც ჩემი იყო. მისი წასვლით გული მეტკინა მაგრამ აზრი არ ქონდა, არც ექნება, და არც ქონია..

სკოლაში არ დავდიოდი, მხოლოდ ეზოში თუ მოვკრავდი თვალს როგორ ერთობოდა თავის "დაქალებთან" ერთად, მაგრამ ვცდილობდი საერთოდ არ დამენახა რადგან, მისი სიცილის გაგონება მის თავიდან დაკარგვასთან და შეყვარებასთან ასოცირდებოდა..

რამოდენიმე დღეში მეგობრის დაბადებისდღე მოვიდა, რათქმაუნდა არ წავსულვარ,მაგრამ ისინი თვითონ მოვიდნენ ჩემთან..

-აქ რაგინდათ?
-შენს გასამხნევებლად მოვედით ბრატუს
-და თქვენი აზრით შეძლებთ?
-ყოველი შემთხვევისათვის ვეცდებით.. რა გჭირს მოყევი აბა
-ნუცას დავშორდი, უფრო სწორედ მისი მშობლების ბრალია..
-მას უყვარხარ?
-რათქმაუნდა..
-სუ გამოგაშტერა მაგ გოგომ, რომ უყვარდე დაქალებთან ერთად ვითაც ბიჭებს არ ეფლირტავებოდა, გარეთ გამოსვლაზე ხომ ლაპარაკი არაა.. შეიძლება არ ჩაკეტილიყო მაგრამ ცოცხალმკვდარს უნდა ევლო, რადგან შენნაირი ბიჭი დაკარგა..
-რა?ნუცა ბიჭებთან? შანსი არაა.
-არის დათოო არის.. რეალობას შეხედე წარმოსახვით ნუ ცხოვრობ..

პასუხი არ გამიცია, მხოლოდ არყის ბოთლი ავიღე და საწოლზე გადავეშვი..
ბევრს ვსვამდი, ვცდილობდი დარდი სასმელში ჩამეხშო, დამევიწყებინა ის წუთები, როცა პირველად ნუცა შემიყვარდა..ყველა მისი დავიწყების ცდა ამაო იყო, მხოლოდ ერთიღა მრჩებოდა,, შევგუებოდი ბედისწერას..მომესმინა ჩემი გულისათვის რომელიც თითქოს ასე მეტყველებდა :
"მაპატიე თუ ხანდახან ვწუწუნებ, რას იზამ, მე ხომ ადამიანის გული ვარ და წუწუნი ჩემი თვისებაა. ყველას გვეშინია მიღწეული ოცნებებისაკენ სწრაფვის, რადგან გვგონია, რომ მისი ღირსნი არ ვართ.ანდა ვერ შევძლებთ მის განხორციელებას, ჩვენ ადამიანის გულები შიშით ვიპარებით შეყვარებულთან სამუდამო განშორებისას, თავზარს გვცემს იმის წარმოდგენა რომ შეიძლებოდა ბედნიერები ვყოფილიყავით მაგრამ ვერ მოვახერხეთ და იმ განძის გახსენება გვტანჯავს ჩვენ რომ შეიძლებოდა გვეპოვა, მაგრამ სამუდამოდ ქვიშაშია, რადგან გვეშინია ტანჯვის.."

ჩემს გულს ტანჯვის ეშინოდა, მაგრამ უწევდა აეტანა ის ტკივილი რომელიც ნუცას წასვლის შემდეგ ჩემში ჩასახლდა.. აღარ ვცდილობდი დამებრუნებინა, ან რაიმე გამეგო მასზე, ყოველი შემთხვევისათვის სანამ თვითონ არ შემეჩეხებოდა სადმე..


----

პ.ს მოგეწონათ? იაქტიურეთ რა გთხოვთ..



№1  offline წევრი ana))

ki,me momwons gaagrdzele aucileblad.
--------------------
უფრთო ანგელოზი,სუსტი დემონი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent