შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "11"


7-08-2015, 14:26
ავტორი ჯია
ნანახია 4 824

-3 დღეა არ მომშორებიხარ, წადი სახლში დაისვენე. სიცხეც აღარ მაქვს. - ჩაის ჭიქა კომოდზე დადო მიამ და დანიელს გახედა.
-იყოს, საბოლოოდ რომ გამოკეთდები წავალ. -გაუღიმა დანიმ და თერმომეტრი მიაწოდა.
-დღეს უკვე მეხუთედ ვიზომავ. -უკმაყოფილოდ გამოართვა
თერმომეტრი და იღლიაში ჩაიდო.
-კარგად უნდა დავწრმუნდე, რომ სიცხე აღარ გაქვს. -გაუღიმა დანიმ.
-რა ქნა ნეტა ნენემ, ნახა ბინები?
-არ ვიცი არ დაურეკავთ, დილიდან გასულები არიან და ალბათ კიდევ ვერ აარჩიეს.
-იმედია ახლოს ნახავენ რამეს. -ლაპარაკი მიას ტელეფონმა გააწყვეტინათ. -ხო, საბუ?
-როგორ ხარ, ჩემო ლამაზო? კიდევ გაქვს სიცხე?
-არა, დღეს მთელი დღეა აღარ მაქვს.
-ძალიან კარგი, მაგრამ ჯერ არ ადგე მაინც, კარგი?
-აუ, დავიღალე, სულ ვწევარ.
-ნუ წუწუნებ, ორი დღეც გაძელი.
-კარგი ხო.. როდის ჩამოხვალ?
-2 კვირაში..
-მომენატრე ძალიან. -მოიწყინა მიამ.
-მეც მაგრად. რომ ჩამოვალ რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო, ტყუილად ნუ მკითხავ რაზე, სანამ არ გნახავ არ გეტყვი. -გაეცინა საბას.

როგორ აღიზიანებდა საბას ზარები დანიელს, მიაც როგორ თბილად პასუხობდა ყოველთვის. დღითი დღე უფრო რწმუნდებოდა, რომ მიას მართლა უყვარდა საბა, მაგრამ ის იმედი, რომელსაც "ერთად ყოფნა" ერქვა, მაინც არ უქრებოდა.
-ვნახე, ვნახე.. -შემოხტა ნენე ოთახში, უკან სანდროც შემოყვა.
-სახლი?
-ხო, მოპირდაპირე ბინაში. ზუსტად ის არის რაც მჭირდება, რემონტიც არ არის საჭირო. თან თქვენთან ახლოს ვიქნები.
-გილოცავ! -წამოხტა მია და დაქალს მოეხვია. -როდის უნდა გადახვიდე? -უცებ დასევდიანდა იმის წარმოდგენაზე, რომ ნენე მასთან აღარ იცხოვრებდა.
-ხვალიდან ნელ-ნელა გადავიტან რაღაცეებს. კარგი რა, ნუ მოიწყინე. ხომ იცი, მაინც სულ აქ ვიქნები. -გაუღიმა დაქალს და საწოლზე დახტა. -სიცხე აღარ გაქვს?
-არა, მაგრამ 2 დღე ვიწვები მაინც.
-ოოჰ, ამას შენი პირით ამბობ? -გაიკვირვა ნენემ.
-ხო, საბამ მთხოვა.
დანი უკვე ცოფდებოდა, 3 დღეა თავს დატრიალებს და უანგაროდ უვლის, ის კი სულ საბას გაიძახის. ეჭვიანობისგან და ეგოისტობისგან მალე ვეღარ მოითმენს და გასკდება სავარაუდოდ.
-შენ ტელეფონი სად გაქვს? -სანდრო შეუტრიალდა დანის.
-სახლში დამრჩა, მოსაწესრიგებლად როდესაც ვიყავი წასული.
-ნათიას შეეხმიანე, 9ჯერ დამირეკა დღეს.
-არ მინახავს რაც ჩამოვედი, მათხოვე ტელეფონი. -სანდროს ტელეფონი გამოართვა და მისაღებში გავიდა.
-მე სახლში გადავალ, ცოტას წავუძინებ. -ტუჩზე მოწყვეტით აკოცა სანდრომ ნენეს და ოთახიდან გავიდა.
-როგორ გივლის დანიელი. -თვალები ააფახურა ნენემ.
-ხოო.. -ჩაილაპარაკა მიამ და სივრცეს გახედა.
-რა გჭირს?
-მეგობრულად რომ არ მივლის ვერ ხვდები? -გაკვირვებულმა გახედა დაქალს მიამ.
-მეც მანდ ვარ, ვხვდები კი არა ზუსტად ვიცი.
-მერე კარგია ეგ?
-და ცუდი რატოა? -მხრები აიჩეჩა ნენემ.
-მე საბა მყავს, მას ნათია! -მკაცრად უპასუხა დაქალს.
-დანიელს ნათია არ უყვარს.
-სამაგიეროდ, მე მიყვარს საბა!
ამ დროს დანი შემოვიდა ოთახში და გოგოები გაჩუმდნენ.
-მე ნათიას ვნახავ ცოტახნით და მოვალ.
-დანი, მართლა შეგიძლია დაისვენო.. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, შენთან ვალში ვარ. -ფეხზე წამოდგა მია და მოეხვია.
-თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე, კარგი? -წელზე ხელები მოხვია ბიჭმა, თავი კისერში ჩარგო და გოგონას სურნელი ღრმად შეისუნთქა.
-რა საყვარლები იყავით.. -გაინაზა ნენე, როგორც კი დანიმ სახლი დატოვა.
-ნერვებს ნუ მიშლი! -ბალიში ესროლა დაქალს და საწოლში შეგორდა.

-ვერ ვხვდები რა დაგვემართა? რატომ გაცივდა ჩვენი ურთიერთობა? -ნათია ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქეთ.
-დაწყნარდი, ნათია, და მომისმინე. ჩვენ უნდა დავშორდეთ, შენც ამჩნევ, რომ ყველაფერი მთავრდება და ჯობია მშვიდად დავიშალოთ. -წყნარად უთხრა დანიმ და სავარძელში ჩაჯდა.
-არ მჯერა რომ მშორდები.. მიზეზსაც ვერ ვხვდები, რა კარგად ვიყავით რამდენიმე კვირის წინ. აღარ გიყვარვარ? -ცრემლები მოადგა თვალებზე ნათიას.
დანი ჩუმად იჯდა და ხმას ვერ იღებდა, მართლა არ უნდოდა გოგონასთვის ასეთი ტკივილის მიყენება, მაგრამ ნამდვილად ასე ჯობდა, შემდეგ უფრო რთული იქნებოდა.
-არა, შეუძლებელია ახლა ჩვენი დაშორება. -უცებ დანისკენ შეტრიალდა ნათია და ნელ-ნელა მიუახლოვდა.
-რატომ? -გაოცებულმა ახედა ბიჭმა.
-დანიელ, ორსულად ვარ! -გაუღიმა ნათიამ, კალთაში ჩაუსკუპდა და ბიჭს ხელი მუცელზე დაადებინა.

1 კვირა ისე გავიდა დანიელი საერთოდ არ გამოჩენილა, არც ბიჭებს ეხმიანებოდა და არც გოგონებს. რამოდენიმეჯერ ნათიას დაურეკეს და ყოველ ჯერზე გუშინ გვიან მოვიდა, დალია და ახლა ძინავსო. სახლშიც მიაკითხეს, მაგრამ არც ერთხელ არ დახვდათ.
-ასე არასდროს მოქცეულა. რაღაც ვერ არის რიგზე. -სანდრომ ტელეფონი დადო, კიდევ ერთხელ უშედეგო ცდის შემდეგ, ძმაკაცს დაკავშირებოდა.
-რომელ ბარში შეიძლება დადიოდეს არ იცი? ან ნათიასთან მივიდეთ სახლში. -შესთავაზა იდეა გოგონამ და ყავის ჭიქა დაუდო წინ.
-2 სავარაუდო ბარი ვიცი, საღამოს წავიდეთ.
-გეგას და გოგოებს არ გავაგებინოთ?
-არ გინდა, მე და შენ ვნახოთ ჯერ.

მია უკვე საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, საბა ყოველდღე ელაპარაკებოდა ხან სკაიპში ხან ტელეფონზე. დღეს კი მთელი დღე არ შეხმიანებია და ცოტა არ იყოს აღელდა.
"სკაიპში დაგირეკავ 5 წუთში." -სმს მოუვიდა საბასგან, გახარებული გავარდა მისაღებში, ლეპროპი გახსნა და დივანზე გემრიელად მოკალათდა.
-მიაკო, სერიოზული საქმე მაქვს. შეგიძლია პასუხი ახლავე არ მითხრა. - ასეთი სერიოზული საბა დიდი ხანია არ ენახა.
-გისმენ.
-მინიმუმ ერთი წელი ვერ ვახერხებ ჩამოსვას, ძალიან ბევრი საქმეა მოსაგვარებელი. უყურადღებოდ, რომ დავტოვო ამდენი წლის შრომა წყალში ჩამეყრება. იმედია, გამიგებ..
-მესმის, საბუ.. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? ასე ერთი წელი ვერ გავძლებ.
-მინდა, რომ შენც ჩამოხვიდე. ჩემთან ერთად იმუშავებ და სულ ერთად ვიქნებით. დაფიქრდი, გთხოვ..
-დაფიქრება არ მჭირდება..
-რაა? -ვერ მიხვდა საბა.
-რადა სასწრაფოდ ვყიდულობ ბილეთებს და მოვდივარ. -სახე გაბრწყინებულმა ახარა მიამ.
-ჩემო ცხოვრება! როგორ მიყვარხარ.. მე გიყიდი ბილეთებს, 1 კვირა გეყოფა ჩასალაგებლად და ახლობლებთან დასამშვიდობებლად?
-კი, მეყოფა. ერთი სული მაქვს როდის გნახავ!
-მეც, ჩემო სიხარულო. წავედი ახლა და საღამოს ბილეთს გადმოგიგზავნი მეილზე. გკოცნი.
-მეც, ძალიან ძალიან ბევრს. -ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა საბას და ლეპტოპი დახურა.

ნენეს და სანდროს ვერ დაუკავშირდა, გეგაც არ იყო სახლში. ამიტომ გადაწყვიტა ჯერ ლიკასთან გასულიყო და დედისთვის შეეტყობინა მისი გადაწყვეტილება.
-დე, როგორ მომენატრე! -მოეხვია მონატრებულ დედას დ. გემრიელად ჩაკოცნა.
-მეც ძალიან, ჩემო ტკბილო.
-მამა სახლშია?
-კი, კაბინეტშია.
მია კაბინეტისკენ გაიქცა, საოცრად მოენატრა მამა, მასთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.
-მამიკო! -შევარდა კაბინეტში ყვირილით, მამას კალთაში ჩაუხტა და ხელები კისერზე შემოხვია. -ჩემო ყველაზე სიმპატიურო მამიკო!
-ჩემი პატარა გადარეული მოსულა.. -გაეცინა მამაკაცს და მანაც მოხვია ხელები, ლოყები დაუკოცნა და გულში ჩაიკრა.
-თქვენთან საქმე მაქვს, -გადახედა მშობლებს.
-შენი საყვარელი ბლინის ტორტი მაქვს, თან სუფრას გავაწყობ თან დაგველაპარაკე.
სამზარეულოში მაგიდას მიუსხდნენ მამა-შვილი, ლიკამ კ გაწყობა დაიწყო.
-მე და საბა, რომ შევრიგდით უკვე გაიგებდით.
-კი და ძალიან მიხარია, დე. -გაუღიმა ლიკამ და ტორტის დაჭრა გააგრძელა.
-ამერიკაში არის ახლა, ოფისის პრობლემებს აგვარებს.. სამწუხაროდ, დრო ჭირდება და მინიმუმ 1 წელი ვერ ჩამოვა.
დათოს სახე მოეღუშა, უკვე მიხვდა საით მიყავდა საუბარი შვილს.
-ერთმანეთისგან ასე შორს ძალიან გაგვიჭირდებოდა, ამიტომ მასთან წასვლა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი. -უცებ მიაყარა ბოლო სიტყვები მშობლებს და მათ რეაქციას დაელოდა. ლიკა მოწყვეტით დაეშვა სკამზე...
-მითხარით ახლა რამე. -მშობლების დუმილმა დაძაბა გოგონა.
-მა, შენ უკვე დიდი გოგო ხარ და რასაც გადაწყვეტ ყველაფერს მივესალმები. მთავარია შენ იყო ბედნიერი.
გაეხარდა ოჯახმა ნორმალურად, რომ მიიღო მისი გადაწყვეტილება. იცოდა ბიჭებიც გაუგებდნენ, მხოლოდ ნენეს რეაქციის ეშინოდა. კიდევ ერთხელ სცადა დაქალთან დარეკვა.
-როგორც იქნა, დაგიკავშირდი! სად ხარ?
-ბარში ვართ მე და სანდრო.
-მაქედან ჩემთან ამოდით, რა დროც არ უნდა იყოს. საქმე მაქვს.
-კარგი. -ნენემ ყურმილი დაკიდა და სანდროს გახედა. -არც აქ არ არის?
-კი, ბართან ზის. წამო.. -ხელი ჩაკიდა შეყვარებულს და დანიელისკენ გაემართნენ.



№1  offline წევრი პრინცესა

Male dade raa axlaii taviii

 


№2  offline მოდერი ჯია

პრინცესა
Male dade raa axlaii taviii


სამწუხაროდ დღეში მხოლოდ 1 თავის დადების უფლება მაქვს

 


№3  offline ადმინი მწარე

აუუუ საბა გაქრეე :((( დანიელიიიი მომწონს <3
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№4  offline მოდერი ჯია

Mware
აუუუ საბა გაქრეე :((( დანიელიიიი მომწონს <3


ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები :დ :*

 


№5  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
აუუუ რაააა ასეთი ცუდი გოგო არ მეგონე რააა უუფ :/ ვიტირებ ახლა


არ იტირო რა, წინ იცი რაები გველის??

 


№6  offline წევრი ხატული♥

ძალიან მომწონს მაგრამ რა ნელა ვითარდება მოვლნებიი :((( ♥♥ მაგრამ არ დავიწუწუნებ რადგან ვიცი მაგარი იდეებით იქნები ველოდები შემდეგ თავს ნუ აგვიანებ რაა ♥♥♥ მარტო ერთს გთხოოვ ძაან არ გაწელო lol ისე მშვენიერია 3♥ ♥♥

 


№7  offline მოდერი ჯია

ხატული♥
ძალიან მომწონს მაგრამ რა ნელა ვითარდება მოვლნებიი :((( ♥♥ მაგრამ არ დავიწუწუნებ რადგან ვიცი მაგარი იდეებით იქნები ველოდები შემდეგ თავს ნუ აგვიანებ რაა ♥♥♥ მარტო ერთს გთხოოვ ძაან არ გაწელო lol ისე მშვენიერია 3♥ ♥♥


ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის ❤️ ახლა ჩამოვედი თბილისში, ხვალ აუცილებლად დავდებ მომდევნო თავს

 


№8 სტუმარი Sia

Male dade raaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent