ზაფხულის ერთი ლამაზი დღე იყო 6
-ვნახოთ რამდენ ხანს არ გამცემ ხმას-ჯიბრიანად ჩაილალაპა და ლოგინზე დაეხეთქა. კვლავ არ გამიცია ხმა. კარის გაღება ვცადე თუმცა უშედეგოდ. გაბრაზებული მივტრიალდი რატისკენ რომელსაც თვალები დაეხუჭა. სწრაფად გავედი აივანზე და მეორე ოთახისკენ წავედი. ამ ოთახს და რატის ოთახს საერთო აივანი ჰქონდათ. მაგრამ მისი კარიც ჩაკეტილი იყო. უკმაყოფილოდ დავწექი საწოლზე მაგრამ მალევე ამდექი ჩემი ტელეფონის ხმა რომ გავიგე. სწრაფად გავედი რატისთან და მის ხელში რომ დავინახე ჩემი ტელეფონი უფრო გავბრაზდი. -მამაშენია.ელაპარაკე-მომაწოდა ტელეფონი. სწრაფად გამოვართვი და კვლავ მეორე ითახში შევედი -ხო მა-ვუპასუხე თბილად -როგორ ხარ მამიკოს პრინცესა?-მკითხა სიცილით -კარგად შენ?-გამეღიმა მე -მომენატრე. როდის მოდიხარ? -მეც მომენატრე მა. ესენი მგონი არ აპირებენ წამოსვლას და ამომაკითხე რა- ვუთხარი მობუზულმა არადა სულაც არ მინდოდა ლიკას ამ გიჟებთან დატოვება. -ეხლა არ გადამრიო. მეგობრებთან ერთად თუ ხარ ასული ხო ცუდია მამიკო რო ამოგაკითხავს და წაგიყვანს-გაიცინა მან. -რა მამიკო . 40 წლის არხარ ჯერ-გამეცინა მე. -ხოგითხარი ნუმეძახი მაგასთქო. ბოლოსდაბოლოს მამაშვილი ვართ რაიყო სულ მასეც არშეიძლება-დამტუქსა სიცილით მამამ. -მე რასაც მინდა მამაჩემს იმას დავუძახებ. შენ კიდე ისე სიმპატიური მყავხარ. შეყვარებულად რომ წაგიყვანო ეჭვი არავის შეეპარება მაგაში-ამაყად ვთქვი მე -აბა დედაშენი კი მიძახის რაღა დროს შენი ბიჭია დაბერდიო. არადა მინდა ეს ბიჭი და რავქნა?-ამოიბუზღუნა მამამ -აუ მა შენთავს ფიცავარ ყველაზე მაგარი მამა ხარ-გავიცინე მე. -მამიკოს ბარტყი ხარ შენ,დღემდე მახსოვს შენი დაბადება-გაიღიმა მან -გახსოვს არა კვახი. ვიცი ეგ ისტორია-გამოვიჭირე ტყუილში -ხო კარგი. მამი მალე ჩამო თორე ხოიცი სახლში როარხარ ვერვჩერდები-კვლავ დაიწყო ბუზღუნი -შენ ხარ ჩემი ბუზღუნა მამიკო! კაი მა, მალე ჩამოვალ. დღეს ვეტყვი ლიკას. დედამ რომ ჩამოვალ რაღაც უნდა გითხრაო და არ იცირა?-ვკითხე ინტერესით -მაგიტომ მეჩქარება შენი ჩამოსვლა თორე მართლა კიარ მომენატრე-სიცილით მითხრა მან -ეხლა უკვე ვბრაზდებიი-მოჩვენებითი სიბრაზით ჩავილაპარაკე -მამიკოს პრინცესაა..ხოიცი ვიხუმრე. რომ დააპირებ წამოსვლას დამირეკე და ჩამოგიყვან-თბილად მითხრა -კაი მა. მიყვარხარ და გკოცნი-ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. მალევე შემოვიდა რატი ოთახში. სწრაფად ჩავიდე ტელეფონი ჯიბეში და ზურგით გადავბრუნდი. ვიგრძენი როგორ მომიწვა უკან და ზურგიდან მომეხვია. თავი კი თავზე დამადო ისე რომ ჩემი ლოყა მის ლოყას ეხებოდა, -გაწი თავი, შენი წვერი მკბენს-უხეშად ვუთხარი და თავი ოდნავ გამოვწიე -გავიპარსავ ხვალ-მითხრა და ლოყაზე ნაზად მაკოცა -გაიწიე-მისკენ გადავბრუნდი და ხელები მკერდზე მივადე. -ისე თბილად მინდა მელაპარაკო სულ როგორც მამაშენს ესაუბრე. -შენ ჩემთვის არაფერი ხარ ამიტომ არასდროს დაგელაპარაკები ისე როგორც მამაჩემს-გაბრაზებულმა ვუთხარი. კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას მაგრამ კვლავ შეეხო მისი ტუჩები ჩემსას. ეხლა მეც დამეხუჭა სიამოვნებისგან თვალები. გაუაზრებლავ დავადე ხელები გულზე და მისკენ მივიწიე -კიდევ იტყვი ჩემთვის არავინ ხარო?-სწრაფად მომშორდა და ირონიულად დაისისინა -აღარ გაბედო და მეორედ ეგეთი რაღაც აღარ გააკეთო-გაბრაზებულმა ვუთხარი და სწრაფად წამოვხტი ფეხზე. სირბილით გავედი მეორე ოთახში და აივნის კარი შიგნიდან ჩავკეტე რომ არ შემოსულიყო. გაუაზრებლად წამომივიდა ცრემლები და ლოგინზე ტირილით დავემხე. არ მინდოდა ესე უბრალოდ მოსულიყო ეკოცნა და შემდეგ ირონიულად და დამცინავად ეყურებინა ჩემთვის. სულ ისეთ ურთოერთობაზე და პირველ კოცნაზე ვოცნობებდი სიყვარულით რომ იქნებოდა და არა დაცინვით. მალევე გავიგე კარის ხმა და ნერვები მომეშალა ჩემს თავზე. როგორ ვერ მივხვდი რომ მეორე კარიდან შემოვიდოდა. -კარგი რა, რატომ ტირი-თბილად მითხრა და საწოლზე დაჯდა. ხელები თმებში შემოცურა და სინქრონულად დაიწყო თითების მოძრაობა -აღარ გაბედო იცოდე და ჩემს გამო იტირო-გამაფრთხილა მან -აღარ გაბედო და მეორედ აღარ მაკოცო-გაბრაზებულმა ამოვძახე და ხელი ჩემი თავიდან მოვაშორებინე -გინდა თბილისში დაგაბრუნო?-მკითხა თბილად. -კი-გახარებულმა ავწიე თავი იმის იმედით რომ მართლა წამიყვანდა აქრედან. -ოღონდ აღარ იტირო. თორე თვალები სულ ჩაწითლებული გაქვს-გამაფრთხილა და ფეხზე წამოდგა. მეც წამოვდექი -ეხლავე წაგიყვანო?-მკითხა მან -ხო-თავი დავუქნიე და კარში გასულს უკან ავედევნე. მისაღებში მიგდებულ გასაღებს ხელი დაავლო და ჯიბეში ჩაიდო. -ლევანნ-დაიძახა ხმამაღლა -ხოო-გამოსძახა სამზარეულოდან. -მე და ელე მივდივართ. ჭკვიანად-გააფრთხილა და სახლი ნელი ნაბიჯით დატოვა. მე კი უკან მივყვებოდი. -ქურთუკი დაგავიწყდა-მითხრა სიცილით. -აუუ-ამოვიბუზღუნე მე და საწყალი თვალებით გავხედე რატის. -რა?-მკითხა გაკვირვებულმა -მომიტანე-საწყალი თვალებით გავხედე მე -შენ რა გგონია შენმა ტირილმა მომილბო გული?-შუბლი შეკრა მან -კრეტინი-გაბრაზებული შევბრუნდი სახლში. ჯუჯღუნით და ლანძღვით ავიარე სამი სართული და კვლავ გაბრაზრბული დავჯექი მანქანაში. -შენ არ გშია?-მკითხა გაკვირვებულმა. არაფერი მიპასუხია. მაგრამ რათქმაუნდა მშიოდა. დღეს მთელი დილაა არაფერი მიჭამია და გუშინაც. საღამოს შემდეგ არ მიჭამია. -გავაჩერებ სადმე და ვჭამოთ-ჩემი დუმილი თანხმობად ჩათვალა და მანქანა გზაზე გაიყვანა -არმინდა-ვუთხარი გაბრაზებულმა და სიმღერები ჩავრთე. ხმა ავუწიე და სიმღერას ჩუმად ავყევი. ნახევარი საათი იყო გასული უკვე თბილისში ვიყავით ერთ-ერთი რესტორნის წინ რომ გააჩერა მანქანა რატიმ. გადავიდა და როცა დაინახა არ გადავსულვარ მეც გამიღო კარი -არმიდა-გაბრაზრბულმა ვუთხარი. -გადმოდი-კბიკების ღჭიალით მითხრა. და ხელი მკლავზე წამავლო. სწრაფად გადმოვედი მანქანიდან. არაფერი შემიკვეთია მაგრამ რატიმ ჩემთვისაც შეუკვეთა. 15 წუთში შეკვეთაც მოიტანეს და უხმოდ დავიწყეთ ჭამა -აი რატო მიწევ წინააღმდეგობას ყველაფერზე? ხომ შეგეძლო წყნარად გადმოსულიყავი და გეჭამა .-ჩაიდუდღუნა მან -იდიოტი ხარ და მაგიტომ-ენა გამოვუყავი მე -ენა დაიგრძელე თუ რაარის?-წარბაწეულმა მკითხა -უჟმურო-ვუთხარი მე და ფეხზე ავდექი-მანქანაში გელოდები -გადავიხდი და მოვალ-მითხრა და ისიც ფეხზე წამოდგა. მანქანასთან მივედი და ჩაკეტილი რომ დამხვდა თვალები გადავატრიალე. დაველოდე სანამ მოვიდოდა, უხმოდ მივედით სახლამდე, არც დავმშვიდობებივარ ისე გადმოვედი მაგრამ სადარბაზოში შესულს წამომეწია და წარბაწეულმა შემომხედა -რა?-ვკითხე გაკვირვებულმა -გამოსამშვიდობებელი კოცნა დაგავწყდა-სიცილით მითხრა და ჩემსკენ გადმოიხარა, სწრაფად გავატრიალე თავი და მისი ტუჩები ლოყებზე შემეხო -ამისთვის სამაგიეროდ გადაგიხდი-მომაძახა და სწრაფად დაჯდა მანქანაში, მეც სახლში ავედი, არავინ იყო, ალბათ სამსახურში იყვნენ, სწრაფად გავიხადე ტანზე და აბაზანაში შევედი, თბილ წყალს შევუშვირე სხეული და თვალები დავხუჭე, არვიცი რამდენ ხანს ვიყავი აბაზანაში მაგრამ უკვე მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა რომ გამოვედი, სწრაფად ჩავიცვი თბილი ტანსაცმელი და მისაღებში გავედი. -დეეე-დავიყვირე და სამზარეულოში გავვარდი დედაჩემი რომ დავინახე -ნელა გოგო-დაიძახა მას შემდეგ რაც სხეულზე შევახტი და მაგრად ჩავეხუტე -არმოგენატრე?-ვკითხე სიცილით -კი როგორ არა-ენა გამომიყო მან. -მამა მოვიდა?-ვკითხე და სახლი მოვათვალიერე -მაღაზიაში გავუშვი და მალე ამოვა, რაღაც უნდა გითხრათ-ბედნიერმა შემოკრა ტაში. -აუ რა უნდა გვითხრა?-ვკითხე ინტერესით და უკნიდან მოვეხვიე -მოიცა მამაშენი მოვა და გეტყვით-მითხრა და თავზე მაკოცა, მთელი ოცი წუთი ველოდეთ როდის ამობობღდებოდა დატვირთული მამა მაღაზიიდან, ბოლოს დედამ მე და მამა დივანზე დაგვსვა. -ზედმეტი ემოციებისგან თავი შეიკავეთ-ღიმილით გვითხრა მან -თქვი მალეე-ვეღარ ვითმენდი მე -რომელი სახელი ჯობია? ერეკლე თუ ილია? რათქმაუნდა თუ გოგო არ დააიბადა-თქვა და მუცელზე ხელი მოისვა -რაა?-ვიკივლე მე და დედას მუცელზე მივაშტერდი -3 თვის ორსული ვარ-თქვა და ხელები გაშალა რომ ფეხზე წამომდგარი მამა ჩახუტებოდა. მალევე მივიდა მამა და ჩაეხუტა -აუუუუუუუუუ რამაგარია ეეე, 6 თვეში პატარა ძმა მეყოლებაა- სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა -მოდი მაა შენც ჩვენთან-მითხრა მამამ და თავის დიდ ხელებში მე და დედა მოგვიმწყვდია -იმედია მაგ ბავშვი ჩემზე მეტად არ გეყვარებათ-შუბლშეკრულმა ვუთხარი მშობლებს -არა მა, შენ ჩვენი პირველი სიხარული ხარ-შუბლზე მაკოცა მამა -ხოდა ეგრე ლაწირაკო-ვუთხარი დედას მუცელს და ენა გამოვუყავი, შემდეგ ჩემს საქციელზე თვითონვე გამეცინა, ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ, მე და მამამ დავლიეთ კიდეც მაგრამ დედას არ დავალევინეთ, უკვე გვიანი იყო ოთახში რომ შევედი და საწოლში შევწექი, თვალები თავისით მეხუჭებოდა ისე მეძინებოდა. მაგრამ მაშინვე ვჭყიტე თვალები აივნის კარი ნელა რომ გაიღო და ოთახში რატი შემოვიდა -აქ რაგინდა?-ვკითხე და გაოცებულმა გავხედე -მომენატრე-მიჩურჩულა ყურში და ყელში მაკოცა. შეცდომები მომიტევეთ ტელეფონით ატვირთულია.. :) გპირდებით დიდხანს აღარ შეგაწყენთ თავს და მალევე დავასრულებ :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.