შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებების ზღვაში "9 თავი"


8-08-2015, 13:30
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 2 628

პატარებმა მალევე მიირთვეს და ძილი მოერიათ. ნინიამაც გულზე კომფორტულად მიიკრო პატარები და პირველად დაფიქრდა ანგელოზების სახელებზე. გაახსენდა ერთხელ დემესთან ერთად ბავშვთა სახლს რომ ეწვია, მაშინ დემეს სულ ბუზღუნით ჩააცვა თოვლის ბაბუის ფორმა, თვითონ კი ფიფქიად გადაიქცა. რამდენს ეხვეწა დემე ვინმე დავიქირავოთ, მე მსახიობობა არ შემიძლიაო, მაგრამ ნინიამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არა მე და შენ ვიყოთო. ასეთი ბედნიერი ახალი წელი არცერთს ჰქონია, თან ერთად იყვენენ, თან პატარა ანგელოზებით გარემოცულნი, რომელთა თვალებშიც ბედნიერებისა და სიყვარულის ნაპერწკლები აკიაფებულიყო, საჩუქრებისა და იმ სითბოსა და სიხარულის გამო,რომელიც მოულოდნელმა სტუმრებმა აჩუქეს. მაშინ ორივემ ისეთი ლაღად და ბედნიერად იგრძნო თავი, რომ პირობა დადეს ყოველ ახალ წელს გაეხარებინათ ეს ბავშვები, მერე დემე, როდესაც ნინია და მასზე მიკრული პატარა კულულებიანი გოგო დაინახა, იმდენად გადაიბადრა, რომ იმ ბავშვთა სახლზე მეურვეობა საკუთარ თავზე აიღო და ყოველთვიურად გარკვეულ თანხას რიცხავდა. ეს ყველაფერი ნინიამ მოგვიანებით გაიგო, როდესაც ერთ დღეს ბავშვთა სახლის გამგეს დაავიწყვდა დემეს გაფრთხილება და გოგონას წინაშე მადლობად დაიღვარა. რა ბედნიერი და ამაყი იყო ნინია, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ დემე რაღაც ამოუხსნელი ფენომენი იყო. იგრძნო, რომ ბიჭმა ამბავი იმიტომ დაუმალა, რომ არ სურდა ამით ნინიას თვალში ქულები ჩაეწერა და კიდევ ერთხელ გადაიბადრა. სწორედ იმ დღეს ემოციებისგან აღსავსე დემეს ისე ძლიერად ჩაეხუტა და იმდენი ელაპარაკა, რომ ბოლოს დაღლილობისაგან თვალები მიელულა. ნინია გახსოვს ის პატარა შენ რომ გეკვროდა, აი სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ბედნიერებამდე სულ ერთი ნაბიჯიღა გვაკლია ჩემი და შენი პატარა. მერე ბავშვის სახელებიც მოიფიქრეს, გოგოსთვის ანასტასია, პატარა ვაჟკაცისთვის კი გაბრიელი. მერე კიდევ აგრძელებდნენ ბავშვების სახელებზე კამათზე, ბოლოს დემემ დააწყნარა, მე ბევრი შვილი მინდა და დანარჩენ სახელებსაც დავარქმევთო. წარსულზე ფიქრებში თვალზე ცრემლი მოადგა, ახლა ბედნიერებისათვის დემე აკლდა, რომელიც ნინიას თავის ძლიერ მკლავებს შემოხვევდა და გულში ჩაიკრავდა. მალევე ექთანმა მძინარე ბავშვები გაიყვანა და ნინიას სასიხარულო ამბავი უთხრა - ხვალ გაგწერთო. გაეღიმა, ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი და ნინიასაც სურდა ბავშვებსა და დემესთან ერთად გაეტარებინა ეს დღე ოჯახურ გარემოში. იცოდა, რომ დემეს ახლა ყველაზე მეტად უჭირდა, ამიტომ გადაწყვიტა, სახლში მისვლის წამიდან ყველა გაუგებრობა განეხილა და ერთად გადაედგათ ნაბიჯი ახალი ფურცლისკენ, რომელიც ბედნიერებით იქნებოდა აღსავსე.
დემეს ნაამბობი
ერთი კვირაა,რაც ნინიას პალატაში ჩუმად ვიპარები, მაშინ, როდესაც მას სძინავს. ვიცი, არც ამის უფლება მაქვს, მაგრამ ვერაფრით ვახერხებ ნინიას გარეშე არსებობას. თითქოს ნინია სასიცოცხლო ჰაერად მექცა, რომლის გარეშეც უბრალოდ სუნთქვა მეხუთება. ტკივილამდე მიხარია, როდესაც ვხედავ როგორ უბრუნდება ჩემს გოგოს თავისი ფერი და ნელ-ნელა მცირდება სამედიცინო მილთა რაოდენობა. იცი, ღმერთო, ანგელოზივით საყვარელია, მისი თმა, სურნელი, გაბუშტული ტუჩები, სურვილს მიჩენს მაგრად ჩავეკონო და აღარსად გავუშვა, მაგრამ, მაშინვე მომხარი მახსენდება და ვგრძნობ, მეორედ ვეღარ გავრისკავ. მირჩევნია, მე ვიტანჯებოდე მისი შეხების სურვილით, ვიდრე კიდევ ერთხელ ჩავაგდო საფრთხეში ნინიას სიცოცხლე. დღეს კი არ ვიცი, მონატრებისაგან გაგიჟებულმა, ვიგრძენი, როგორ დავკარგე აზროვნება და ნინიას შუბლზე ტუჩები შევახე. ერთდროულად უსაზღვროდ გავიბერე ბედნიერებისგან და სულის მოწურვამდე მეტკინა, ეს ხომ უკანასკნელი შეხება იყო. ბოლოჯერ ჩავისუნთქე მისი სურნელი და ტკივილისგან დარეტიანებულმა დავტოვე პალატა. ექიმმა კაბინეტში დამიბარა და გაწერის შესახებ მაცნობა, თან მითხრა, რომ უკვე აუცილებელი იყო ბავშებისთვის სახელების შერჩევა და რეგისტრაციის გავლა. დიახ, დიახ, ავბლუყუნდი და ახლაღა გამახსენდა, რომ ამ არეულობაში ბავშვები სახელების გარეშე იყვენენ. ექიმმა ღიმილით შემომხედა და მითხრა, აი თქვენი მეუღლე კი ფრიად დაკვირვებულია, გამოჯანმრთელდა და თუ არა ბავშვების სახელები ჩამაწერინა. ექიმის პასუხის მოლოდინში სუნთქვა შემეკრა, ის დღე გამახსენდა, როცა სახელებზე ბევრი ვიკამათეთ და ბოლოს გაბუსხული ნინია კოცნით შემოვირიგე. ანასტასია და გაბრიელი - მომიგო ექიმმა და თვალები ცრემლებით ამევსო, მას ახსოვდა...

ანასტასია ფოტოზე
გამოწერის დღისთვის ლილესა და გაბრიელს ვთხოვე დახმარება, სახლში ბავშვების ოთახს ბოლო შტრიხები შევმატე, მოსამსახურე ქალსაც ათასჯერ გავუმეორე, რომ ნინიასა და ბავშებისთვის ყურადღება მიექცია, ნინიასთვის წერილი დავტოვე და ციხისძირისკენ გავემართე...მხოლოდ იქ შევძლებდი განმატოებასა და უნინიაობის გაძლებას.
ნინიას ნაამბობი
გამოწერის დღეს, როდესაც თაიას, ლილესა და უხერხულად აწურულ ანდრიას მოჰკრა თვალი, მაშინვე მიხვდა, რომ დემე არც ახლა მოვიდოდა, სევდიანი ღიმილით ჩაიწვინა ხელში ტყუპები და მეგობრებს მიჰყვა. ეგონა, მისსა და თაიას სახლში მიდიოდნენ, დემეს სახლთან გაჩერებულ მანქანაზე ერთიანად დაიბნა, ნუთუ შიგნითაა და გველოდება, გაეღიმა და მეგობრების დახმარებით მანქანიდან გამოვიდა. სახლის კარი სანდომიანმა მოხუცმა ქალმა გაუღო, რომელმაც მაშინვე ბავშვები გამოსტაცა, შენ ჯერ არ მომჯობინებულხარო და მისაღებისკენ გაუძღვა. ხილის წვენითა და ტკბილეულით გაუწყო სუფრა, მაგრამ ნინიას სახლში გამეფებულმა უდემეობამ სული აუწვა. მეგობრები მალევე წამოიშალნენ და გასვლას აპირებდნენ, როდესაც ფიქრებში ჩაძირული ნინია გამოფხიზლდა და უკმაყოფილოდ მიუგო ანდრიას: აქ რა მინდა, მე მისი ტყვე არ ვარ... ნინია ჩვენ არაფერი ვიცით, რაც გვითხრა ის გავაკეთეთ. ნუ ნერვიულობ...
იდიოტი,კრეტინი, თვითონ წავიდა, ჩვენ კი აქ მარტო დაგვტოვა - ჩხუბობდა და თან ეღიმებოდა, უდემეობაზეც ეშლებოდა ნერვები და მისი ყოფნისასაც. დამხმარე ქალს,სესილის, მიჰყვა და ბავშვების ოთახის დანახვაზე თვალი გაუშტერდა. ოთახი სამოთხეს წააგავდა, პატარა ციხე-სიმაგრეს, რომელშიც ყველა აუცილებელი ნივთს მოეყარა თავი. გასართობი სივრცეც ნამდვილ ზღაპრულ სამფლობელოს წააგავდა. ღიმილით ჩააწვინა ბავშვები საწოლში და დასასვენებლად საძინებელ ოთახს მიაშურა. საწოლის მახლობლად დადებულმა წერილმა ააფორიაქა, მიხვდა, რომ დემესგან იყო, სულმოუთქმელად გახსნა და წაკითხვა დაიწყო:
„ნინია,ჩემო სიცოცხლე, გპირდები ეს წერილი საბოლოოა და მეტჯერ აღარ მოგახვევ თავს ჩემს გრძნობებს. უსაზღვროდ მიყვარხარ, მაგრამ ჩემი გრძნობის გამო მეტჯერ აღარ დაგტანჯავ. მხოლოდ ბავშვების გამო შეგეხმიანები, გთხოვ, ნუ დამაშორებ მათ. შენ არ იცი, როგორი ბედნიერი ვიყავი, როდესაც ექიმმა მათი სახელები მითხრა. მადლობა, მადლობა იმ ბედნიერი წუთებისათვის, რომელიც შენ მაჩუქე და ახლა უკვე ამ პატარა ანგელოზებისათვის. თუ შეძლებ, ოდესმე მაპატიე ის ტკივილი, რაც მოგაყენე. გთხოვ, ამ სახლში დარჩით, დამხმარეზეც არ ინაღვლო, თქვენზე ძვირფასი არავინ გამაჩნია და არ მინდა, რომ ან შენ ან ბავშვებს რაიმე მოგაკლდეთ. ჩემი ნომერი გაქვს და თუ რაიმე გაგიჭირდება შემეხმიანე.“
ღრმად ამოისუნთქა და თითქოს ამ ამოსუნთქვას ყველა ტკივილი ამოაყოლა. იცოდა, ან ახლა ან არასდროს მას და დემეს შორის არსებული ძაფი გაწყდებოდა, ესმოდა, რომ ეს იმაზე მტკივნეული იქნებოდა, რისი გადატანაც მოუხდათ და იგრძნო, რომ ამდენი ტკივილითვის არც საკუთარი თავი ემეტებოდა და არც დემე. არ შეეძლო დემეს გარეშე სუნთქვა და იცოდა, დემესაც იგივე უჰაერობა დატანჯავდა. სადღაც ჯანდაბაში მოისროლა სიამაყე და ციხისძირში ჩაკითხება გადაწყვიტა. დღეს უკვე გვიანი იყო, მაგრამ მეორე დღეს, 29-ში ჩააკითხავდა პატარებთან ერთად. თითქოს გულიდან ამდენხნიანი ნაგროვები ტვირთი მოეხსნა, თავისუფლად ამოისუნთქა და თავისი გადაწყვეტილებით გახარებულმა ბედნიერმა დახუჭა თვალები.



№1  offline წევრი Be_the_ONE

http://www.picz.ge/img/s3/1403/4/b/b43a06a31ea3.jpg - ანასტასია
და
http://s018.radikal.ru/i512/1401/93/829cb49211c9.jpg - გაბრიელი

იმედია გაიხსნება, ასეთი წარმომიდგენია დემეს და ნინიას ტასო და გაბრიელი love

 


№2  offline წევრი milangirl

ძალიან კარგია. მგონი დასასრულისკენ მიდის ხო?

 


№3  offline მოდერი sopiko

მოკლედ რა გითხრა ემოციებს ისე გადმოსცემ მაგიჟებ ♡♥♡ მოდი ამ ისტორიას მივისაკუთრებ ხომ? :-D იცოდე ამ ისტორიას რომ დაამთავრებ არც გაბედო დასვენება, მე ახალს ველოდები. რომ იცოდე როგორ მიყვარს ნინია და... დემეზე ისევ გაბრაზებული ვარ, ღალატს ვერ ვპატიობ... ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად...

 


№4  offline წევრი Be_the_ONE

milangirl
ძალიან კარგია. მგონი დასასრულისკენ მიდის ხო?


მადლობა, კი ორი თავიღა დარჩა :(

sopiko
მოკლედ რა გითხრა ემოციებს ისე გადმოსცემ მაგიჟებ ♡♥♡ მოდი ამ ისტორიას მივისაკუთრებ ხომ? :-D იცოდე ამ ისტორიას რომ დაამთავრებ არც გაბედო დასვენება, მე ახალს ველოდები. რომ იცოდე როგორ მიყვარს ნინია და... დემეზე ისევ გაბრაზებული ვარ, ღალატს ვერ ვპატიობ... ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად...


სოფიკო მოკლედ შენი კომენტარებით მათბობ და ეს ისტორიასაც ეტყობა <3 მიისაკუთრე თუ ასე მოგწონს lol love ნინიაზე მეც მაბოდებს, დემე იმედები მეც ისევე გამიცრუა, როგორც შენ, მაგრამ,იმედია, მომავალში იმავეს არ გაიმეორებს. ყოველ შემთხვევაში ნინიას ამის სწამს და,ალბათ, ერთ შანსს იმსახურებს smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent