The h3artless (3)
ანისთან დაშორების შემდეგ რამოდენიმე დღე გავიდა, ზუკა კი სახლში იყო ჩაკეტილი და გარეთ არ გამოდიოდა. ვერც სანდრო ახერხებდა მეგობრის მდგომარეობიდან გამოყვანას. ხომ გაგიგიათ დრო ყველაფრის მკურნალიაო და რაღა დარჩენოდათ ლიზას და სანდროს სხვა, ლოდინის გარდა. უმცროსი კოპალიანი თავისი ძმის ამბავს ძალიან განიცდიდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს შველოდა რას შეაგნებუნებდი ჯიუტ ზუკას, თუმცა არც ლიზა იყო ძმაზე ნაკლები და ყოველ დილით ტვინს უჭამდა. ვერც ტაისია ეხმარებოდა ლიზას ,რადგან ისიც წასული იყო ამერიკაში. შოუს დასრულების შემდეგ იმედგაცრუებული დარჩა ეგონა რომ ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ დატოვა ვიქტორია სეკრეტის ჟიურის წევრზე თუმცა როცა მეორე დღეს მაკამ დაურეკა და უთხრა შენთან გასაუბრება უნდაო კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ წინ დიდი მომავალი ჰქონდა. ახლაც ამერიკაშია 1 კვირიან ტრენინგზე და დროც სამწუხაროდ იწელება. ზუკას კი სასმელის დალევის სურვილი უფრო და უფრო უღმავდება. მეგობრისა და საცოლის კოცნის სცენა სულ თვალწინ უდგას. დილით მძინარე ზუკას ლიზა დაადგა თავზე. -ზუკა ადექი გეყოს რა ამდენი სმა და დარდი- ყვიროდა იმის იმედით რომ ერთი კვირის ხვეწნის შემდეგ მიზანს მიაღწევდა. -ლიზა თავი გამანებე რა! -რა თავი გაგანებო წამოდი ჩვენი ძველი ტრადიცია გავიხსენოთ და ვირბინოთ.გახსოვს ბავშობაში ყოველ დილით რამდენს დავრბოდით ხოლმე. ლიზა საყვარელ ძამიკოს იმდენნს ეწუწუნა რომ დაითნხმა და ზუკა საწოლიდან ააგდო. ვაკის პარკში 1საათიანი სირბილის შემდეგ ვაივაგლახით შეათრია ლიზამ კაფეში და ლაპარაკი დაუწყო. -როდემდე აპირებ ასე ყოფნას. ვერ ხვდები რომ ანი გამარჯვებულია? იმ გოგოს გამო ნერვებს როგორ იშლი არ მესმის. კიი გასაგებია შენთვის ძნელია მაგრამ იქნებ ეს უკეთესიცაა. ანიზე უკეთესი გოგონები დაგდევდნენ კუდში ამდენი წელი, შევარჩევთ ვინმე კარგს. -ვიცი ლიზა მაგრამ ცოტა დრო მჭირდებოდა. ორი უძვირფასესი ადამიანი დავკარგე რთულია ამის დავიწყება მაგრამ პირობას გაძლევ შევეცდები თავი გავაკონტროლო და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდე. -იცოდე პირობა პირობაა! -ეშმაკურად ჩაიცინა ლიზამ -კარგი წავიდეთ ახლა სახლში დავიღალე. -მოიცა რა სახლში. ხოიცი ტაისია რომ ამერიკაშია - შეპარვით უთხრა ძმას. -ხოო მერე? -მერე ის რომ ქორწილის საქმეებს ვერ უძღვება. რამდენიმე დღეში ჩამოვა კი მითხრა ყვრლაფერს მოვასწრებო მაგრამ მეცოდება და დახმარება მინდა. -ვაიმე ლიზა.არმითხრარომ..... -ხოო შენ უნდა მომეხმარო აბა სხვა ვინმყავს - თქმა არ დააცადა ისე მიახალა და თან საცოდავი სახე მიიღო. ზუკას დის გამომეტყველების დანახვისას გაეცინა და ჯანდაბა შენსთავს წავიდეთო. ლიზაც ბედნიერი წამოხტა.სახლში მივიდნენ გაემზადნენ და დიზაინერთან წავიდნენ. ტაისიას რამდენიმე მოსაწვევის ასლი არჩეული ჰქონა და ისღა დარჩენოდა ლიზას ამ 3იდან ერთერთი ამოერჩია. შენობაში შესვლისას ვულგარულად ჩაცმული ქალი შეეგება და-ძმას. -ესაა თქვენი მეუღლე? -იკითხა ინტერესით. -არა ეს ჩემი ძმაა. ზუკა. -აა გასაგებია მობრძანდით- თავაზიანად შეიყვანა ოთახში სადაც მოსაწვევების ეგზემპლარები ელაგა. გარედან ყველა ლამაზიიყო ერთერთი ბარათი გახსნა ზუკამ და გაკვირვებული დარჩა. ბარათზე ეწერა გეპატუჟებით ტაისია მაღლაკელიძის და ზუკა კოპალიანის ქორწილში. -უკაცრავად მაგრამ ეს რაღაც შეცდომაა აქ სხვა სახელები წერია. -აა ძალიან დიდი ბოდიშით აერიათ ალბად რაღაც და მეჯვარეების სახელები დაწერეს -გულწრფელად მოუბოდიშა ქალმა. სწორედ ამდროს გაიფიქრა ტაისიაზე და მის საყვარელ ღიმილზე. მის ლამაზ სახეზე და ულამაზეს სხეულზე. "ჯანდაბა ზუკა რა გჭირს" შემოუძახა თავის თავს და ტაისიაზე ოცნებას თავი დაანება. ****** სახლში გვიან დაბრუნდნენ დაღლილები და ორივე თავისი ოთახისკენ გაიქცა. ბარათი აირჩიეს რატომღაც სწორედ ის ბარათი მოეწონათ სადაც ზუკას და ტაისიას შეუღლების შესახებ გამცნობდნენ. ზუკამ ისიც გაიფიქრა ჩემ ქორწილშიც ასეთი მინდაო მაგრამ მერე გაახსენდა რომ ანის დაშორდა და ქორწილი აღარ იქნებოდა. ცივი დუშის ქვეშ იდგა დაახლოებით 1 საათი და ყველაფერს აანალიზებდა. ღამითაც ძლივს დაიძინა და რატომღაც ტაისია დაესიზმრა. არა რა დაემართა ამბიჭს ღმერთმა იცის. რამ დაარტყა ასე უცებ თავში მაგრამ სიყვარულმა ხომ არიცის დრო და ადგილი. --------------- ვაიმე დამიგვიანდა ძალიან და ბოდიშით რა. სტუმრები მყავსდა ესეც ძლივს მივჯღაბნე შეცდომებიც ვერ გავასწორე და მაპატიეთ როგორმე. მოგეწონებათ იმედია ცოტა პატარა კი გამომივოდა მაგრამ შემდეგს დიდს დავდებ. ფოტოს იმედია დიდებენ რომელიც მინდა. გკოცნით მიყვარხართ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი. საი ტერესოა თუ ჯობია თავი დავანებო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.