შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "12"


10-08-2015, 16:23
ავტორი ჯია
ნანახია 4 808

-მე სანდრო, ეს ნენე. შეიძლება აღარ გახსოვართ, ადრე ვიცნობდით ერთმანეთს. -გვერდით მიუსხდა დანიელს წყვილი და ირონია არ დაიშურა სანდრომ. დანიელმა აწითლებული თვალებით გახედა ძმაკაცს და ხმა არ ამოუღია.
-რა გჭირს? -აღელვება ვეღარ დამალა სანდრომ. დანიელი ჩუმად იჯდა და სასმელს ნელ-ნელა წრუპავდა.
-დანიელ, გვითხარი რა გჭირს, იქნებ შეგვიძლია შენი დახმარება. -მხარზე დაადო ხელი ნენემ.
-არ შეგიძლიათ.
-აქ ყოფნას, დალევას და ჩვენს დაიგნორებას შეუძლია რამე? -არ ეშვებოდა გოგონა.
-ნენე, არაფერს არ აქვს აზრი!
-რა ხდება ასეთი?
-მია მიყვარს, ნათიას ვშორდებოდი, მაგრამ გამომიცხადა ორსულად ვარო..
-მერე?
-მერე? მერე ის, რომ ვეღარ დავშორდები ნათიას უახლოესი 9 თვე, არ მინდა ვანერვიულო და ამით ბავშვს რამე დაუშავდეს, ამ 9თვეში კიდევ ვინ იცის რამდენი რამე მოხდება მიას ცხოვრებაში..
-აქ რომ ათენებ ღამეებს და სვამ, ამით ნათიას არ ანერვიულებ?
-დღეს ბოლოა.. -ჩაილაპარაკა დანიმ და ბოლო ჭიქაც გამოცალა.
-წამოდი სახლში დაგტოვებთ და ხვალ რომ გამოფხიზლდები, ვილაპარაკოთ. - წამოაყენა სანდრომ ძმაკაცი და გასასვლელისკენ უბიძგა.
დანიელი ნათიასთან დატოვეს და მიას სახლისკენ აიღეს გეზი.
-გეგა და დანიელი არ გახლავთ? -სახლში შეუშვა წყვილი მიამ.
-დანი ვერ მოვა დღეს და გეგა ქეთასთან ერთად არის, მოვა ალბათ მალე. -უპასუხა ნენემ და სამზარეულოში გავიდა ყავის მოსადუღებლად.
-რა საქმე გაქვს ასეთი?
-კარგი თქვენ გეტყვით ჯერ. -ბარის მაგიდასთან დაჯდა მია და წყვილს გახედა. -საბას ამერიკაში უწევს ცხოვრება დროებით და გადავწყვიტეთ, რომ მეც გადავიდე.
ნენეს ჭიქა მიეყინა ხელში, სახე წაეშალა და გაოცებული უყურებდა დაქალს.
-ეს დროებით რამდენი ხანია? -იკითხა ბოლოს სანდრომ.
-მინიმუმ 1 წელი, საქმეს რამდენიც დაჭირდება.
-და..და შენ იქ რა უნდა აკეთო? -ამოილუღლუღა ბოლოს ნენემ.
-საბას მივეხმარები.
-დარწმუნებული ხარ, რომ მზად ხარ ამ ნაბიჯის გადასადგმელად? -მაინც ჩაეკითხა დაქალი.
-კი, 100 პროცენტით!
-მე არ მინდა, რომ წახვიდე.. -დასევდიანდა ნენე.
-ჩამოვალ ხოლმე და ერთ წელიწადში სულ შენი ვიქნები. -გაუღიმა მიამ და ყავა მოსვა.
-მე წავალ, გოგოებო. ნე, შენ დარჩი თუ გინდა. ხვალ მე და გეგა გადმოვალთ და მოვიფიქროთ, როგორ გავაცილოთ ქალბატონი მია. -გაეცინა სანდროს და თვალი ჩაუკრა გოგონებს.
ნენე კარებამდე მიყვა სანდროს და ჩუმად კითხა დანიზე რა ვქნათო.
-მე ვეტყვი ხვალ, იმედია კარგად მიიღებს. ჩემი აზრით, უკეთესიც არის ახლა მიას წასვლა..
ნენე ჩაეხუტა სანდროს და
თავი მის მხრებში ჩარგო.
-არ იტირო, პატარა. მალე ჩამოვა, მე არ გაგრძნობინებ მიას არ ყოფნას. შევეცდები მაინც. -თავზე აკოცა გოგონას და სახლში გადავიდა.

ის ღამე დაქალებმა ლაპარაკში გადაათენეს, იხსენებდნენ ბავშვობის სისულელეებს და საერთოდ ერთად გატარებულ ყოველ წამს.
-მგონი დანიელის მიმართ მეც მაქვს რაღაც გრძნობა.. -ცოტახნიანი დუმილის შემდეგ ჩაილაპარაკა მიამ, მაგრამ ნენეს უკვე ეძინა. მიამ გადახედა მძინარე დაქალს და გაეღიმა, ისიც გემრიელად მოკალათდა და დაიძინა.

-გააღვიძე რა, სერიოზული საქმე მაქვს. -თხოვა საბამ ნათიას, როდესაც გოგონამ უთხრა, რომ დანიელს ისევ ეძინა.
ნათიამ მისაღებში შეიპატიჟა სანდრო, თვითონ კი საძინებელში გავიდა დანის გასაღვიძებლად. ცოტახანში დანიელი გამოვიდა ოთახიდან შეშუპებული სახით, ეტყობა რომ ნაბახუსევზე არის.
-მოწესრიგდი და სადმე ბარში გავიდეთ. -მკაცრი ტონი შეეპარა სანდროს ხმაში.
დანი უსიტყვოდ დაემორჩილა და 40წუთში უკვე ნათიას სახლთან ახლოს მდებარე ბარში ისხდნენ.
-2 ლუდი. -შეუკვეთა სანდრომ და შემდეგ დანის მიუბრუნდა. -რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ სიმშვიდე შეინარჩუნე.
-რა ხდება? -დაიძაბა დანიელი.
-მია მიდის ამერიკაში.. საბასთან.. -ყოველგვარი შესავლების გარეშე ამცნო ახალი ამბავი ძმაკაცს.
-რამდენი ხნით? -ძარღვები დაეჭიმა დანიელს.
-მინიმუმ ერთი წლით..
-არ უნდა წავიდეს!
-დანიელ ეგოისტივით ლაპარაკობ.
-არა, სანდრო! მიყვარს ეგ გოგო და არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებ.
-შენი ვერ გამიგია, გუშინ იძახდი ნათიასგან შვილს ველოდები, მინიმუმ 9 თვე ვერ დავშორდებიო. არც ნათიას უშვებ, არც მიას!
-ნელ-ნელა ყველაფერს დავალაგებ.. -ჩაილაპარაკა დანიელმა და ლუდი მოსვა. თავი ტკივილისგან ლამის გაუსკდეს, ლუდი წამალივით ეამა და ცოტა მოეშვა.
-არ ვიცი რა ძმაო, კარგად დაფიქრდი ყველაფერზე. რაც არ უნდა გადაწყვიტო, მე შენ გვერდით მიგულე, მაგრამ ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღებას მაინც მოერიდე. ისიც არ იცი მია რას გრძნობს შენ მიმართ, მაგრამ რასაც მე ვუყურებ საბა ძალიან უყვარს.
-მიას დაველაპარაკები..
-მალე, თორემ ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს. 25 ივლისს მიფრინავს და შეეშვი ამ ბარიდან ბარში პორწიალს, მსგავსი საქციელით ვერაფერს შეცვლი.

1 კვირაში მიამ გამგზავრებისთვის ყველაფერი მოაგვარა, 3 დღეში დატოვებდა საქართველოს და სულ სზვა ცხოვრებას დაიწყებდა საბასთან ერთად. ამ 1 კვირის განმავლობაში მზადების პარალელურად, ყოველ საღამოს მეგობრებთან ერთად ხან მთაწმინდაზე ერთობოდა, ხან სადმე რესტორანში ან კლუბში, ხან კი უბრალოდ სახლში ათენებდნენ ღამეებს. დანიელი კი არ ჩანდა, რამოდენიმეჯერ მოიკითხა მიამ, მაგრამ ბიჭებმა ისეთი გაურკვეველი პასუხი გასცეს, მიხვდა რომ აზრი არ ქონდა და აღარც უხსენებია.
ბოლო ჩემოდანიც ჩაალაგა და დივანზე მიესვენა, დღეს რატომღაც ვერავინ მოიცალა მის სანახავად. ცოტა ნაწყენიც კი იყო, 3 დღეში მიფრინავს და 1 საათი ვერც ერთმა როგორ ვერ გამონახა მიასთვის. ღამის 10 საათზე ძილ-ბურანიდან კარების ხმამ გამოიყვანა, ჩასძინებია. ძალიან ღლის ეს მზადების პროცესი, კარი გააღო და დანიელი დაინახა, ბიჭი კედელს ეყრდნობოდა და თავჩახრილი იდგა.
-დიდება შენს გამოჩენას! -შესძახა გოგონამ და გზა დაუთმო შემოსასვლელად, დანიელი კი ადგილიდან არ იძვროდა, არც ამოუხედავს. -შემოხვალ ახლა თუ აქ ვიდგეთ მთელი ღამე?
-შემოვალ.. -ჩაილაპარაკა და სახლში შეაბიჯა.
-სად ხარ, რომ დაიკარგე? -აედევნა გოგონა.
-რაღაც საქმეებს ვაგვარებდი.
-მერე მოაგვარე?
-ბოლომდე ვერა.. -გახედა და ბარის მაგიდასთან დაჯდა.
-ყავას ხომ დალევ?
-კი.
-არ გშია? ნენემ უგემრიელესი სპაგეტი გამიკეთა.
-არა, მადლობა.
მიამ მხრები აიჩეჩა და ყავის მოდუღება დაიწყო.
-რა ჩუმად ზიხარ, მითხარი რამე. -გაუღიმა გოგონამ და ყავის ჭიქა წინ დაუდო.
-რატომ მიდიხარ?
მიამ ახსნა დაუწყო, ვინ იცის უკვე მერამდენედ ყვებოდა გამგზავრების მიზეზს, თუმცა დანიელი არ უსმენდა, ფეხზე ადგა და ნელ-ნელა მიუახლოვდა გოგონას.
-არ წახვიდე. -ხელები მკლავებში წაავლო მიას და მისკენ მიიზიდა.
-რაა? რას აკეთებ? -გაკვირვება ვერ დამალა მიამ.
-არ უნდა წახვიდე.
-რატომ? -თავის დახსნა სცადა მიამ თუმცა უშედეგოდ. -დანი, მეტკინა ხელები. -ამოიკრუსუნა გოგონამ. დანიმ მკლავებიდან ჩაუშვა ხელები და ამჯერად მიას თავი მოიქცია ხელებს შორის.
-მია.. -ვნებიანად წარმოსთქვა გოგონას სახელი და ტუჩებზე დააცხრა. მია აფართხალდა, თუმცა მიხვდა, რომ თავს ვერ დაიხსნიდა და ნელ-ნელა ბიჭის მოქმედებას აყვა.

დანიელი სულ უფრო და უფრო ვნებიანად კოცნიდა, რამდენი გოგოსთვის უკოცნია, მაგრამ მსგავსი შეგრძნება არც ერთთან არ გაჩენია. ადამიანური ენით აუღწერელი ემოციები დაუგროვდა და რა უნდა მომხდარიყო, რომ გაჩერებულიყო. მიაც ამ ვნების ბურუსში გაეხვა, თავის თავს კი ებრძოდა, მაგრამ ძალიან რომ სიამოვნებდა რა ექნა? დანიმ ხელში აიტაცა გოგონა, ფეხებით წელზე შემოიხვია და დივნისკენ დაიძრა. ნელა გადააწვინა დივანზე და ხელები მაიკის ქვეშ შეუცურა.. მიამ მხურვალე ხელები, რომ იგრძნო მალევე მოეგო გონს და ბიჭს შეეწინააღმდეგა.
-გ..გაჩერდი.. დანი.. გთხოვ. -ძლივს ამოსთქვა ვნებამორეულმა. ბიჭი არ ჩერდებოდა, თუმცა მიამ უხეშად რომ მოიშორა მისი ხელები თავისი სხეულიდან, მოქმედება შეწყვიტა. გოგონა წამოჯდა და გახშირებული სუნთქვის დარეგულირება სცადა..
-რა გავაკეთეთ? -ამოილუღლუღა ბოლოს და თავი ხელებში ჩარგო.
-ცუდი არაფერი. -გაუღიმა დანიმ, თითები ნიკაპის ქვეშ ამოუდო და თავი ააწევინა.
-რომ არ გავჩერებულიყავით, გავაკეთებდით.
-ეგ მითუმეტეს არ იქნებოდა ცუდი საქციელი. -ირონიულად ჩაიღიმა დანიმ და თვალი ჩაუკრა გოგონას.
-დანიელ, მეთამაშები? -უხეშად გაწია თავი მიამ, ახლა უკვე ბრაზდებოდა დანიელზე და განსაკუთრებით საკუთარ თავზე, რომ თამაშში აყვა.
-არ გეთამაშები!
-მაშინ რა გინდა? -შეუღრინა გოგონამ.
-მიყვარხარ.. -მტკიცედ უთხრა და თვალებში ჩახედა.
გაცეცხლებული წამოხტა მია ფეხზე.
-შენ.. შენ.. არც ვიცი რა გითხრა. რაებს ბოდავ? რა სიყვარულზე მელაპარაკები? -თვითონაც ვერ ხვდებოდა მისი ასეთი გაბრაზების მიზეზს, რა უთხრა ასეთი. პირიქით, სიყვარულში გამოუტყდა. -შენ ნათია გყავს და ის გიყვარს, მე კი საბა მიყვარს, ვისთანაც 3 დღეში მივემგზავრები, სხვათაშორის!!!
-არ წახვალ! -დანიელმაც ვეღარ შეიკავა თავი და გოგონას უყვირა.
-შენ მე მაგას ვერ გადამიწყვეტ! -საჩვენებელი თითი აუთამაშა ცხვირწინ დანიელს.
-რატომ არ გესმის, რომ მიყვარხარ? არც ნათია მაინტერესებს, არც საბა. მე და შენ ერთად უნდა ვიყოთ. -ისევ მკლავებში წვდა გოგონას და ოდნავ შეანჯღრია.
-მე..მე საბას ვუღალატე. -ახლა გაიაზრა რაც გააკეთა და ცრემლებით ამოილუღლუღა მიამ. -ხელები გამიშვი და წადი.. შენი დანახვაც არ მინდა. არ მიყვარხარ, უფრო მეტიც, უკვე მძულხარ! შეეცადე, რომ ამ სამ დღეში თვალში არ მომხვდე, ახლა უფრო მეტად მიხარია, რომ მივდივარ და იმედია არასდროს აღარ მომიწევს შენი ნახვა. მთელი არსებით მძულხარ, დანიელ!
ბიჭს ხმა ჩაუვარდა, მიას სიტყვებმა გაანადგურა.. არა რას ელოდა? მუხლებში ჩაუვარდებოდა გოგონაც და სიყვარულს შეფიცებდა? არა, მაგრამ არც ესეთ უარყოფით რეაქციას ელოდა. ხელები შეუშვა და უსიტყვოდ გავარდა სახლიდან. მია კი დივანზე მოიკუნტა და მთელი ხმით ატირდა.. ყველაზე მეტად იმას განიცდის, რომ დანიელის კოცნა და ალერსი მასაც ესიამოვნა და არც მისი "მიყვარხარ" მოხვდა ცუდად გულზე.. სწორედ ამიტომ
ჰქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია, თორემ დანიელი არაფერ შუაშია. მის თავზე გამწარებულმა, დანიზე იყარა ჯავრი.. თავისი საყვარელი პერსონაჟები, პაოლა ფორესტი და ანა კარენინა გაახსენდა.. მართალია, ძალიან უყვარს ორივე, მაგრამ ნამდვილად არ უნდა მათ დაემსგავსოს.. არც ის უნდა, რომ საბას იგივე გაუკეთოს, რაც საბამ ოდესღაც.. როგორც მიას ეტკინა, საბასაც ისე ეტკინება, შეიძლება გაასმაგებული ძალებითაც კი.. კიდევ კარგი, რომ მიემგზავრება, უფრო ადვილად დაივიწყებს ყველაფერს.. მაგრამ საბა? საბას როგორ ჩახედავს ამ ყველაფრის შემდეგ თვალებში...

--------------
ჩემო საყვარლებო, ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ რა ვქნა, მხოლოდ შაბათ-კვირას ვახერხებ ქალაქიდან გასვლას და ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო დასვენების ყოველი წამი.
ხომ მართლა, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ერთ-ერთი მკითხველი (ხატული, და მადლობა რომ დააფიქსირა თავისი აზრი) , თვლის რომ ძალიან გაიწელა ისტორია და თქვენც ეგრე ფიქრობთ? მე მგონია, რომ ამ სიტუაციას სწრაფად მოვლენების განვითარება არ მოუხდება, მაგრამ ჩემთვის თქვენი აზრი უფრო მნიშვნელოვანია და გამიზიარეთ ძალიან გთხოვთ.
პ.ს. ძალიან მიყვარხართ და მომენატრეთ!



№1  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ომმგ..ენა ჩამივარდა..ეს რათავი იყოო..ვაიმე შემდეგ თავს ველოდები მოუთმენლადდ...არა ეს დანიმაც რა გააკეთა ან მიამ რა გააკეთა ტიტუუ!! უმაგრესი და უნიჭიერესი ხარ ჩემო საყვარელო <3

 


№2  offline მოდერი ჯია

ტომაჩკა
ომმგ..ენა ჩამივარდა..ეს რათავი იყოო..ვაიმე შემდეგ თავს ველოდები მოუთმენლადდ...არა ეს დანიმაც რა გააკეთა ან მიამ რა გააკეთა ტიტუუ!! უმაგრესი და უნიჭიერესი ხარ ჩემო საყვარელო <3


აუ, აუ, არ იცი როგორ მახარებ!!! ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️

 


№3  offline წევრი buubbuuu)))

ტარრარარაააამ პამ პარარააარამ am მიყვარხარ მე შენ ჯიასიტოოო <3
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№4  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
ტარრარარაააამ პამ პარარააარამ am მიყვარხარ მე შენ ჯიასიტოოო <3


მე კიდევ შენ ბუბუსიტოო ❤️

 


№5  offline მოდერი ^paradise^

უმაგრესი ისტორიაა <3 ამ საიტზე ასეთი კარგი,დახვეწილი და გამართული ისტორია დიდიხანია არ წამიკითხავს love გუშინ ძილისწინ ვკითხულობდი და ძალიან ვისიამოვნე,დღეს ფეთიანივით შემოვქანდი,რომ ახალი თავი წამეკითხვა მაგრამმმ wink მიყვარხარ ჯია <3 დანი რა საყვარელია feel დღეს მალე დადე ძალიან ძალიან ძალიან მაგრად "გეპლისები" :D

 


№6  offline მოდერი ჯია

^paradise^
უმაგრესი ისტორიაა <3 ამ საიტზე ასეთი კარგი,დახვეწილი და გამართული ისტორია დიდიხანია არ წამიკითხავს love გუშინ ძილისწინ ვკითხულობდი და ძალიან ვისიამოვნე,დღეს ფეთიანივით შემოვქანდი,რომ ახალი თავი წამეკითხვა მაგრამმმ wink მიყვარხარ ჯია <3 დანი რა საყვარელია feel დღეს მალე დადე ძალიან ძალიან ძალიან მაგრად "გეპლისები" :D


მე კიდევ მეგონა აღარ კითხულობდი ჩემს ისტორიებს :( მადლობა! ძალიან გამახარე ❤️ვამთავრებ წერას სა მალე დავდებ :****

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent