შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებების ზღვაში "10 თავი"


10-08-2015, 19:35
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 2 690

ღამის 5-ზე პატარების ტირილმა გააღვიძა ნინია. თავიდან დაიბნა, ეგონა, ბავშვებს რაიმე სტკიოდათ და რამის თვითონაც ატირდა, მერე კი გაახსენდა, რომ ანასტასიას და გაბრიელს უბრალოდ ეშიებოდათ. ღიმილით დაარწია ბავშვები, მერე ჯერ ანასტასიას მიხედა, ბოლოს კი პატარა გაბრიელი მიიხუტა. ბავშვები რომ დააძინა, უკვე კი 6 ხდებოდა. ძილის შებრუნება სცადა, მაგრამ ფიქრებმა შორს გაიტაცეს და ბოლოს ისევ მზის ამოსვლის ნახვა გადაწყვიტა. ცხელი ყავა გაიმზადა, კარადიდან მოსაფარებელიც გამოიღო და ჰამაკისკენ გაემართა. ეცადა მარტო ამომავალი მზის უმშვენიერესი პეიჟაზით დამტკბარიყო, მაგრამ არ გამოუვიდა და ფიქრები კვლავ დემესკენ გაექცა. გუშინ გადაწყვეტილებაზე დაფიქრდა და იგრძნო, თუ რამდენად უჭირდა ნაბიჯის გადადგმა. რა იქნებოდა, რომ მათ ცხოვრებაში დემეს ასეთი საბედისწერო შეცდომა არ არსებულიყო. ნინია დემესთან ერთად ყველანაირ გაჭირვებას, ტკივილს, გასაჭირს გაუძლებდა, მაგრამ ღალატი... ღალატი ხომ ურთიერთობის დასასრულსა და საერთო გულისცემის დაკარგვის ნიშანი იყო. ყოველთვის ეგონა, რომ წყვილი ყველაფერს გადალახავდა, თუ მათ ერთმანეთის ესმოდათ, მაგრამ ის ღამე ხომ ხიდჩატეხილობისა და დაფერფლილი გრძნობების დასაწყისი იყო. ისევ ისე ეტკინა, დრომ იარების მოშუშების მაგივრად, თითქოს ჭრილობები ღრმად შეინარჩუნა. მერე ის ღამე და დემეს აღიარება გაახსენდა, ნუთუ მის დემეს ტყუილი ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი, არა შეუძლებელია, ადამიანი ასეთი ორსახოვანი იყოს. ექიმის სიტყვებიც ამოუტივტივდა თავში: რამდენი წელია აქ ვმუშაობ, თითქმის ყველაფერი განმიცდია ან მინახავს, მაგრამ ასეთი სიყვარული, ასეთი ერთობა არასოდეს შემიგრძნია. გაუფრთხილდით ერთმანეთს, თქვენ ის გაქვთ, რაც მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. მაგრად შემოხვია ხელები ყავის ფინჯანს, მზერა ამომავალ მზის სხივებს შეავლო და ვინც იცის უკვე მერამდენედ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას შეეცდებოდა. ერთდროულად სიმსუბუქისა და შიშის შეგრძნებამ მოიცვა, ბოლოს შიში დემესადმი უსაზღვრო სიყვარულმა დაჯაბნა და პირობა დადო, რომ მათ ურთიერთობას ერთი შანსი აუცილებლად სჭირდებოდა. მერე ცას მიაპყრო თავისი თაფლისფერი თვალები და უფალს მადლობა შესწირა, რომ გზა გაუნათა. ღიმილით წამოდგა ჰამაკიდან და სახლისკენ გაემართა, ავტოფარებში შეიარა და მისდა ბედად მანქანაც დახვდა. სესილი დეიდა და ბავშვები გაიღვიძებენ თუ არა ციხისძირისკენ გაემართება.
დემეს ნაამბობი
სულ ერთი დღეა რაც ნინია და ჩვენი ანგელოზები არ მინახავს და უკვე ჭკუიდან გადავდივარ. გუშინ სესილის ბევრი ველაპარაკე, მაგრამ მონატრება ცოტათიც კი ვერ მოვიკალი. რა ძნელია, როდესაც ისეთ შეცდომას უშვებ, რომელიც ყველაზე მტკივნეულია... მენატრება, სიგიჟემდე მენატრება ჩემი სულის ნახევარი. არ ვიცი, არ მესმის, მაშინ ასე არაკაცულად როგორ მოვიქეცი. ასე როგორ დამიბინდა სასმელმა გონება, რომ ის ნაბიჯი გადავდგი, რაც ვიცოდი ჩვენი ურთიერთობის დასასრული იქნებოდა. სევდიანი თვალებით შევხედე მისაღებ ოთახს, აქ ნინიასთან ერთად პირველი ჩამოსვლა გამახსენდა, გრძნობებში გამოტყდომა, ნინიას კანკალი და მისი გაუბედავი ჩახუტება. ფიქრებიდან ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამომიყვანა, სესილის ერთმა სიტყვამ წავიდნენ, საბოლოოდ გაწყვიტა იმედის უკანასკნელი ნაწილაკიც კი... მთელი სიცხადით დამეჯახა მოგონებები და რეალობა იმდენად აუტანლად მომეჩვენა, რომ ვეღარ გავძელი, მისაღებში არსებული კარადისკენ გავემართე და კონიაკი გამოვიღე. თითოეული ყლუპი სასმლისა უფრო და უფრო მაგრძნობინებდა ჩემი საქციელის სიმძიმეს, უნინიაობას, სიმარტოვეს, მაგრამ მაინც მაზოხისტივით მსიამოვნებდა თითოეული წვეთი სასმლის, გული ათას ნაწილად მესერებოდა... მტკიოდა, მაგრამ მაინც მაინც ამ ტკივილისკენ ვისწრაფვოდი...
ბავშვები გაამზადა, თვითონაც თბილად ჩაიცვა და ღიმილით დაემშვიდობა სესილის, ქალი არაფრის დიდებით არ უშვებდა, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და სახლიდან გამოვიდა, რატომღაც სესილის არაფერი უთხრა, ეგონა, რომ ის და დემე აუცილებლად კავშირში იქნებოდნენ, მას კი უნდოდა სასიამოვნოდ გაეოცებინა დემე. რამდენიმე საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, გული სასიამოვნოდ აუძგერდა, როდესაც იგრძნო, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა დემესკენ. მოვედით დე - სიყვარულით შეხედა პატარებს და ნაცნობი ჭიშკრის დანახვაზე, დემეს გაცნობა და ის გასაოცარი ზაფხული გაახსენდა. მანქანა გარეთვე გააჩერა და ღიმილით შეიპარა სახლში, იცის, გარკვეულწილად უთავმოყვარეო ქალივით იქცევა, მაგრამ რა ქნას, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად დემეს ჩახუტება მოენატრა, ახლა იმდენს ჩაეხუტება... ღიმილით შეაღო სახლის კარი, მოსაცმელი საკიდზე დაკიდა და მისაღებისკენ გაემართა, როდესაც გაღიმებული სახე სევდიანმა და გაბრაზებულმა მიმიკამ შეუცვალა. კონიაკის რამდენიმე ბოთლი უწესრიგოდ მიმოფანტულიყო ხალიჩაზე, იქვე კი მძინარე დემე დალანდა,რომელსაც ერთ ხელში ნახევრად დაცლილი ბოთლი ჩაებღუჭა, მეორეში კი მათი პირველი ფოტო, მის მკლავებში ჩამალული ნინიათი. გულმა ვერ მოუთმინა თმააბურდული,მოუწესრიგებელი, მაგრამ მისთვის სანუკვარი არსების დანახვაზე, ნაზად დაიხარა და ტუჩები შუბლზე მიაწება, დემეს წამოზრდილ თმებში თავისი ნატიფი თითები შეაცურა და ამდენხნიანი მონატრება, ტკივილი, სიყვარული თითქოს ამ ალერსში ჩააქსოვა.
თითქმის ჩამქრალ ბუხარში ცეცხლი გააღვივა, ბავშვებს გამოუცვალა, აჭამა და მისაღები დაალაგა. დემეს ადგილიდან ძვრა ვერ უყო, ამიტომ ისევ ხალიჩაზე დატოვა და მოსაფარებელი გადააფარა, ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიაში შეიარა, საჭირო პროდუქტები შეიძინა და სამზარეულოსკენ გაემართა. უცნაურ სიმყუდროვის გრძნობას მოეცვა, ახლაღა იგრძნო ნამდვილი ბედნიერება, ის, დემე და ტყუპები ხომ პირველად იყვენენ ერთად. როგორი გასაოცარი განცდა ყოფილა,როდესაც შენი სულისა და გულის ყველა ნაწილი შენთანაა და ნებისმიერ წამს შეგიძლია მათი ყურებით დატკბე, შეიგრძნო მათი გამორჩეული სურნელი... გაეღიმა, რა გასაოცარი და ჯადოქარია ციხისძირის ეს სახლი, ყველაფერი მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში ხომ პირველად აქ ხდება. თავისსავე ფიქრებზე გაეცინა და სახალწლო სუფრისათვის აუცილებელი კერძების გამზადებას შეუდგა. ბოლოსთვის დემეს საყვარელი ხბოს ხორცი კეცზე მოიტოვა და ბუხრისკენ წაიღო. ღიმილით შეხედა მძინარე დემეს და მის გაღვიძებას შეეცადა, მაგრამ ბოლოს მისი გაღვიძება ისევ სასურველი საჭმლის სურნელს მიანდო. ფეხები დივანზე აიკეცა და თვალი მისი სიცოცხლის წყაროს გაუშტერა. რა საყვარელია ეს ოხერი - გაეფიქრა და ხმამაღლა გადაიკისკისა, ნაზად დაიხარა და თავისი თითებით დემეს თმებით თამაში დაიწყო. მალევე გაზქურაში შედებული ნამცხვარი გაახსენდა და ბუზღუნით მოშორდა სასურველ სხეულს.
დემეს ნაამბობი
მღვიძავს?! თუ მძინავს ?! ღმერთო, ნინიას კისკისი, მელანდებაა?! არ დასრულდეს, სიზმარია, თვალები ერთმანეთს დავაჭირე, თითქოს ასე შევძლებდი სასურველი სიზმრის გახანგრძლივებას. მალევე ჩემი საყვარელი საჭმლის სურნელმა შემომიღიტინა ცხვირში, არა, ნამდვილად მოვკვდი და სამოთხეში მოვხდი. ბედნიერების პიკი მისი თითების შეგრძნება იყო ჩემს თმებში, ხომ ვამბობდი, სამოთხეში ვარ და უკანასკნელ სურვილს მისრულებენ. თვალები ტკივილამდე დავხუჭე, არ მინდა, რომ ეს სიზმარი ოდესმე დასრულდეს. მაგრამ მალევე სიცარიელე იგრძნო, კვლავ უიმედობა, ტკივილით გაიფიქრა და თვალები გაჭირვებით გაახილა. ეს გადასაფარებელი როდის გამოიღო, ან ბუხარში რა დევს, მერე მზერა დივნისკენ გაექცა და იქ არსებულ მოსასხამზე საერთოდ გაშტერდა. გავგიჟდი, საბოლოო განაჩენი გამოიტანა და ატკივებული თავის დასაამებლად სამზარეულოსკენ წავიდა. წაბარბაცდა, როდესაც გაზქურასთან მდგარ ნინიას მოჰკრა თვალი, თვალები მოიფშვნიტა, მერე მაგრად იბრწკინა ფერდში და ტკივილისგან პატარა ხმა ამოუშვა. ხმაურზე ნინია მოტრიალდა, გაშტერებულ დემეს ნაბეღლავი და ტკივილგამაყუჩებელი გაუწოდა და წყნარად მიუგო: გამოფხიზლდი და ვილაპარაკოთ. გულისცემა გაუჩერდა, როდესაც დარწმუნდა, რომ ნინია მართლა იქ იყო. ნახევრად ფიქრებში ჩაკარგულმა დაუქნია თავი და რობოტივით მიჰყვა ნინიას. უარესად დაიკარგა რეალობასა და ოცნებებს შორის, როდესაც თავისი პატარა ანგელოზებიც დალანდა. მერე ყურებამდე გაეღიმა, ნუთუ ოცნებები სრულდებოდა. უნდა ვაჭამო და დაგვტოვე - მშვიდად მიუგო ნინიამ და გულში ახარხარდა, როდესაც დემეს დაბნეული სახე დაინახა, წამებში ჩამოერეცხა ღიმილი და თვალები სევდამ დაუფარა. მაინც შეეცოდა, მაგრამ მერე გაიფიქრა ცოტას ვაწვალებო და ღიმილით მიუბრუნდა ბავშვებს.
დემეს ნაამბობი
გაშტერებული ვიჯექი დივანზე და თითებს ნერვიულად ვიმტვრევდი. რა ხდება? ნინია აქაა,თითქოს ჩემთანაა და თან ასეთი ცივი?.. ფიქრისგან თავი უარესად ამტკივდა და ბოლოს ისევ ნინიას დაველოდე. წამები საუკუნედ გაიწელა, დრომ თითქოს ათვლა შეწყვიტა, დივნიდან წამოვდექი, მეტს ვეღარ ვითმენდი, ნინიასკენ უნდა წავსულიყავი, როდესაც კარი გაიღო და ოთახში შემოაბიჯა. როგორი ლამაზია, ღმერთო, როგორ მოუხდა დედობა, ჩემი ანგელოზი - გამეფიქრა და მწარე გონებამ მაშინვე გამისწორა, შენი აღარაა... ღრმად ამოვიქშინე და იმ წუთას რომ შემძლებოდა, ნაკუწებად ვაქცევდი გონებას. კიდევ კარგი გული მაინცაა ჩემს მხარეს, ვერ ხედავ როგორ თრთის, როგორი წითელია, - ისევ უყვარხარ , ჩამჩურჩულებდა გული და მეც მხოლოდ მას ვუგდები ყურს. მოკლედ - დაიწყო ნინიამ და დავინახე, როგორ შეიცვალა მისი სახე ათასი ემოციით - ბევრი ვიფიქრე ჩვენი ბოლო საუბრიდან და საბოლოოდ მივხვდი, რომ ადამიანი ყოველთვის იმსახურებს ერთ შანსს, თუ ის გულწრფელად ინანიებს ჩადენილს და პირობას დებს, რომ იგივე შეცდომას აღარ დაუშვებს. სწრაფად ჩამოარაკრაკა და მომლოდინე თვალებით მომაჩერდა, კინაღამ გამეცინა, როცა წარმოვიდგინე რამდენი ინერვიულა ამ სიტყვების წარმოთქმისას, საუბრისას მისი სისწრაფეც ხომ ამაზე მიუთითებდა. ჩემი გოგო - გამეღიმა და ცხოვრებაში უკვე მერამდენად ვიწამე, რომ იღბლიან ვარსკვლავზე დავიბადე. ნინია ყველა მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ და გპირდები, რომ სიცოცხლის ბოლომდე არ ინანებ ამ გადაწყვეტილებას - მანძილი, რომელიც ნინიასგან მაშორებდა წამებში დავფარე და გულში ჩავიკარი ჩემი ანგელოზი. თვალები სიამოვნებისგან მიმელულა, როდესაც მისი სურნელი შევიგრძენი და მისი პატარა მკლავები ვიგრძენი წელზე. მიყვარხარ, მიყვარხარ - ვეჩურჩულებოდი და ვგრძნობდი, რომ თავიდან ვიბადებოდი ჩემს მკლავებში მოქცეული ნინიას შეგრძნებისას. სიყვარულის ათასი ნაწილაკით დავიმუხტე, როდესაც ნინიას მომენატრე ჩამესმა. საბოლოოდ მოვწყდი რეალობას, ნინიაკენ დავიხარე და მისი სახის ტუჩებით დალაშქვრა დავიწყვე. ნეტარების პიკი იყო, როდესაც კვლავ შევიგრძენი მისი ტუჩების გემო, ჩემი მარწყვები. მოწყურებულივით დავეწაფე და იქამდე არ გავჩერდი სანამ უჰაერობამ არ შემაწუხა. სიყვარულით შევხედე აწითლებულ ნინიას და გულიანად გამეცინა, ჩემი მორცხვი ჩავიჩურჩულე და უსაშველო ნეტარებამ მომიცვა, როცა ნინიას სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე თვალები დავლანდე. რეალობაში ბავშვების ტირილის ხმამ დამაბრუნა, ნინიაც მკლავებიდან დამიძვრა და ბავშვებისკენ გაემართა.

---------------------------------
ბავშვებო ერთი თავიღა დარჩა :( არ მეთმობიან :( იმედია, თქვენთვისაც ასეა, ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი გამიზიარეთ ისტორიაზე :)



№1  offline წევრი milangirl

ძალიან კარგი ისტორიაა და ნამდვილად გული მწყდება რომ მთავრდება, მაგრამ იმედია არანაკლებ კარგ ისტორიას შემოგვთავაზებ შემდეგ

 


№2  offline მოდერი sopiko

საუკეთესო ხარ ♥ მიყვარხაარ. დემეც მიყვარს ნინიაც და საერთოდ ვგიჟდები ამ ისტორიაზე...

 


№3  offline წევრი Be_the_ONE

milangirl
ძალიან კარგი ისტორიაა და ნამდვილად გული მწყდება რომ მთავრდება, მაგრამ იმედია არანაკლებ კარგ ისტორიას შემოგვთავაზებ შემდეგ


დიდი მადლობა smile ვეცდები რომ თუ შემდეგ ისტორიას დავიწყებ, ამაზე არანაკლები იყოს სულ მინიმუმ smile

sopiko
საუკეთესო ხარ ♥ მიყვარხაარ. დემეც მიყვარს ნინიაც და საერთოდ ვგიჟდები ამ ისტორიაზე...


სოფიკო მოკლედ შენი კომენტარი და პოზიტიურად დამუხტვა ერთი და იგივეა love მადლობა და მეც ძალიან გაფასებ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent