შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრიალი წრის გარშემო [15]


11-08-2015, 10:55
ავტორი ann tichy
ნანახია 4 033

-ელენე, ხომ კარგად ხართ? დათო როგორაა? - მივარდა განერვიულებული თიკა
-წეღან ცუდად გახდა, ეხლა, მგონი კარგად - 40 წუთის განმავლობაში პირველი წინადადების წარმოთქმა გამარჯვების ასოციაციას უტოვებდა ქალს
-შესვლა შეიძლება? - იკითხა გაგამ
-არ ვიცი, ექიმს უნდა ჰკითხოთ. მგონი ოჯახის წევრებს უშვებენ მარტო
-მერე, ოჯახის წევრები არა ვართ? - საყვედურის ტონით წარმოთქვა ირაკლიმ
-აუ, შენ ვაბშე ოჯახზე ნუ ლაპარაკობ რაა, შეგრცხვეს - ვერ მოითმინა თიკამ - ელენე, ექიმი სად ვნახო?
-აი, იქ ზის, დათოს მშობლებს ელაპარაკება
თიკა რამდენიმე წუთში გაბადრული სახით დაბრუნდა, მარჯვენა ხელი გამოწია და სიამაყით წარმოთქვა
-20-20 ლარი - ყველამ უთქმელად დაუდო გამოწვდილ ხელში ფული, მხოლოდ გაგამ იკითხა, ისიც გვიან
-100 ლარად მოთაფლე გოგო?
-არაა, მამაჩემის ექიმი იყო ეს და მიცნო
-აბა ფული რაღატო გამოგვართვი?
-დათუნას გასაბერი ნავი უნდა
-ეგ 20 ლარის ბაზარია, და დანარჩენი?
-დედიკოს - „კუპალნიკი“ - თავმომწონედ თქვა და განარგძო - ეხლა ნინო და ავთო შევლენ და მერე - ჩვენ
-ელენე, შვილო, თუ გინდა ჯერ შენ შედი - მიუახლოვდა ნინო
-როგორ არ მინდა... მაგრამ...
-მიდი, ჩვენ დაგელოდებით, არსად გაიქცევა - თმაზე მოეფერა დედამთილი და გაუღიმა
მუხლებისკანკალით შევიდა პალატაში. მაინც დაძაბული იყო. დათოს უკეთ ყოფნის ვერაფერი შეატყო. ისე გამოიყურებოდა, თითქოს სულს აძლევდა. მთელი უბედურება იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ასეც იყო.
-დათო! - უცნაური, ბღავილისმაგვარი ხმა ამოუშვა და საწოლს მივარდა - დათო!
-მუხათწყაროში... - ენით ტუჩები დაისველა მამაკაცმა და ნერწყვი გადაყლაპა - ჩვენია ის სახლი... - უჭირდა ლაპარაკი, თანაც როგორ! მთელი არსებით უნდოდა, თამამად ესაუბრა, თუმცა არ გამოსდიოდა. - იქ ვიცხოვრებთ, მე და შენ. ჩარლი ჩაპლინის ზმანიც შენახული მაქვს, დოჩანაშვილის წიგნიც... ხელი არაფრისთვის მიხლია... თეთრეულიც არ გამომიცვლია... - სუნთქვა შეეკვრა და ხველება დაიწყო. ელენემ წამოდგომა დააპირა, მაგრამ ხელის მკვეთრმა მოძრაობამ შეაჩერა.
-ექიმების გარემოცვაში არ მინდა სიკვდილი - თქვა დათომ, როგორც კი დამშვიდდა
-რა სიკვდილი?! - შეიცხადა ელენემ, თუმცა აქამდეც მიმხვდარიყო ყველაფერს - ექიმმა მითხრა, რომ...
-მე ვთხოვე - ხელი ხელზე დაადო ცოლს - სახლი ხომ გახსოვს, ტერიტორიულად?
-რა დამავიწყებს... იმდენჯერ ავედი მაგის მერე...
-გასაღები სეიფშია, თუ გინდა, გაყიდე...
-გაგიჟდი? ჩემი ოცნების სახლია... და საერთოდ, ჩემი ახდენილი ოცნება ხარ... - თვალებზე ცრემლები მოადგა. არადა, მთელი ძალით ცდილობდა თავის შეკავებას. ცხოვრება კი არ ენგრეოდა თავზე, თვითონ იშლებოდა და იმსხვრეოდა მინის უზარმაზარი შენობასავით. ძლივს ნაპოვნ სიყვარულს და იდეალურ ქმარს ერთროულად კარგავდა. აღარ თვლიდა შექსპირს იდიოტად და „ბანალურ რომანტიკოსად“, რადგან იმ წუთში მხოლოდ საკუთარ სიკვდილზე ფიქრობდა. ზოგადად, თავგანწირვა პოეტების გამონაგონი ეგონა სიყვარულის გასალამაზებლად. მსგავს ფაქტებზე ეცინებოდა და ცოტათი ბრაზობდა, ეგეთი დებილი როგორ უნდა იყოს ადამიანიო. ხოლო ეხლა, მზად იყო ყველაფერი მიეცა - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - სხეულისა თუ ორგანიზმის თითოეული ნაწილი, სულიც კი, ოღონდ დათო გადაერჩინა. მაინც ეგოისტურად ფიქრობდა. ეცოდებოდა თავი დათოს გარეშე. ჯოჯოხეთად ექცეოდა მთელი ცხოვრება. ჯოჯოხეთი სანატრელი რომ გაუხდებოდა, აი ისეთ ჯოჯოხეთში იცხოვრებდა.
-ყველაზე მეტად მიყვარხარ... როგორ მინდოდა შენი გაბედნიერება...
-დათო, ეხლა თუ ხუმრობ და მამასხარავებ, გეფიცები, არასდროს შეგირიგდები!
-არა, ხომ ვამბობდი მიხვდება თქო - შევარდა გაგა ცეკვა-ცეკვით - დამიბრუნე ჩემი 20 ლარიანი, თიკუნა
ელენე გაშრა. ყველა საშინელი სიტყვა ერთდროულად მოაფიქრდა და დათოს მრისხანე გამომეტყველებით გახედა. ამ უკანასკნელს ეღიმებოდა და თვალები ნელ-ნელა ეხუჭებოდა. აპარატის წრიპინზე ექიმი შემოვარდა. ის მომენტი მისმა თვალებმა შენელებული კადრივითა და ბლურის ეფექტით აღიქვა. თითქოს გაქვავდა და წამიერად გაიყინა. ამბობენ, რომ არ არსებობს წამიც კი, როცა ადამიანი არ ფიქრობს. მაგრამ მერწმუნეთ, ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა ფიქრები გრძნობებთან ერთად გაქრა. აპარატს მიშტერებოდა მხოლოდ. სხეულის არცერთი ნაწილი არ ირხეოდა. იდგა ასე, ქანდაკებასავით, შუაგულ პალატაში და თვალებსაც არ ახამხამებდა. ვერც სწორ, სიკვდილის აღმნიშვნელ ხაზს იაზრებდა, რომლის გულისგანმგმირავი წუილი იმ დღის შემდეგ ყოველ ღამით ჩაესმოდა ყურში. აღვიძებდა და საშინელი კოშმარიდან უარეს რეალობაში აბრუნებდა. სიკვდილზე არასდროს ეფიქრა. არც ახლობლის დაკარგვა განეცადა. აზრად არ მოსვლია ის, რომ ერთ დღესაც შეიძლებოდა გაეღვიძა და ქმარი გვერდით აღარ ჰყოლოდა. პასუხს არავის სცემდა, რადგან არ ესმოდა. ბგერები ყურის აპარატამდე ვერ აღწევდნენ, სადღაც ჰაერში იკარგებოდნენ. ვერც ხელის შეხებას გრძნობდა. იმ მომენტში ელენე დათოსთან ერთად მოკვდა, გაქრა და უსასრულობაში დაიკარგა. უკანასკნელი სიტყვების გახსენებას ცდილობდა, მაგრამ ვერ იხსენებდა. თვალებზე დაგუბებული ცრემლები თითქოს გაყინულიყვნენ და გადმოსავარდნად გამზადებულნი ელენეს გონს მოსვლას ელოდებოდნენ. ხმის იოგები ფეხზე წამომდგარიყვნენ, რადგან იცოდნენ, მსგავს სიტუაციაში ყველაზე მეტად სჭირდებოდნენ. მთელი ორგანიზმი, ერთობლივი ძალებით, ელენეს გაცოცხლებას ცდილობდა. ალაპარაკდნენ დგომით დაღლილი მუხლებიც. ტვინმა მუშაობა მოითხოვა, გულმა - ძგერა. ყელში გაჩხერილიყვნენ უყურადღებოდ დარჩენილი ემოციები. გვამზე ზეწრის გადაფარებისას ყველაფერმა ერთდროულად იფეთქა და ელენე გატყდა, დავარდა და არაადამიანური ხმა ამოუშვა. ეს არც ტირილს ჰგავდა, არც - ღრიალს. რაღაც სრულიად უცხო და გაუგონარი რამ იყო. საწოლთან მიღოღდა და აკანკალებული ხელებით მიცვალებულს ბეჭედი მოხსნა.
-მეგონა „კალიცოს“ ხსნიდა - ჩასჩურჩულა თიკამ ირაკლის, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ხელს არაფრის დიდებით არ უშვებდა
დათოს დედა მიუახლოვდა და რძალს დავარდნილი ბეჭედი მიაწოდა.
-მე ის მოვკალი - ამოღერღა ელენემ ისე, რომ თვალები ვერ გაუსწორა
-ო, შვილო - გულში ჩაიკრა ნინომ - ეგ არავის ბრალია, ღმერთმა ასე გადაწყვიტა
-რომელმა ღმერთმა? - გახედა ელენემ და სიცილი დაიწყო, რომელიც მალევე გადაიზარდა ხარხარში. საჩვენებელი თითი მაღლა აწია და განაგრძო - იმ, მაღალმა ღმერთმა? ჯერ რომ შვილი არ მაღირსა, მერე მომცა და ისე წამართვა, რომ ვერც გავიგე?! თუ იმ ღმერთმა, მსოფლიოში საუკეთესო ქმარი რომ მაჩუქა და ეს მის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გამაგებინა და მიმახვედრა. ავარიით არა. იმით, რომ მაშინ, როცა მეგონა, მღალატობდა, დღეს მივხვდი, რომ ყველაფერს აკეთებდა ჩვენი სიყვარულის გადასარჩენად. კიდევ ბეჭდით. სწორედ დღეს გავიგე, რომ ჩემი პირველი სიყვარული ჩემი ქმარი იყო. და მე მოვკალი ის. მე ვეჩხუბე გზაში. ჩემი ისტერიკის გამო ვერ ხედავდა გზას. ჩემი გამოგონილი უაზრო თამაშის გამო მივდიოდით დილით პარიზში. ჩემი სულელური და ამაზრზენი, უმიზნო აჩემების გამო ვისხედით მანქანაში. ჩემი იმპულსური ხასიათის და არაადეკვატური რეაქციის გამო ნინო დეიდა..... და.... და ეხლა ის... ის.... ის მიწაში უნდა იწვეს და იძინოს... სამუდამოდ. მე კი, უნდა დავდიოდე ქუჩაში თავისუფლად? მე უნდა გავაგრძელო ცხოვრება? ჩემი ტკივილი რა ღირსია განკურნების?! ამ სამართლიან ღმერთზე მელაპარაკებით? რომელმაც ისე მარტივად და სწრაფად გადაწყვიტა ეს საქმე, როგორც დათო წყვეტდა დილით რა ჩაეცვა. თუ იმ ღმერთზე გაქვთ საუბარი, ერთადერთი შვილის მშობლები რომ მარტო დატოვა? მე... მე არ ვიმსახურებდი დათოს და დათო არ იმსახურებდა ამას. თქვენ, თქვენ არ იმსახურებდით, გესმის? ან კიდევ, თქვენ - მიმართა დათოს მეგობრებს, რომლებიც პატარა ბავშვებით ატუზულიყვნენ ერთმანეთს და ზლუქუნებდნენ - თქვენ რას მიკეთებდით? რომ თამაშობდით იმ უაზრო თამაშს, ვერ უთხარით, არ მოიყვანო ცოლადო? ხომ უნდა დაფიქრებულიყავით ცოტათი. მაგრამ არა, თქვენთვის მთავარი 20 ლარის მოგება და ქეიფი იყო. ან შენ, დედა. რომ გითხარი, გათხოვებას ვაპირებ მეთქი, ვერ გამიშვი საზღვარგარეთ?! რატომ მოგეწონა დათო? რატომ გადაწყვიტე, რომ ჩემი შესაფერისი იყო? თქვენ, ხომ დედები ასეთები ხართ! თქვენი შვილი საუკეთესო გგონიათ და მისთვის უკეთესი გინდათ? რატომ არ გინდოდა ჩემთვის უკეთესი? ან თქვენ, ნინო დეიდა, რატომ არ გინდოდათ დათოსთვის უკეთესი ცოლი? რად გინდოდათ მამიკოს ფულით განებივრებული რძალი?
-იმიტომ, რომ ორივე საუკეთესოები იყავით, შვილო - თავზე ხელი გადაუსვა ელენეს - ეხლა შოკში ხარ და ვერც ხვდები, რას ლაპარაკობ. ნურავის ადანაშაულებ. წყალი დალიე და ჭკუაზე მოხვალ ცოტათი.
-წყალი არა, ნინო დეიდა, შხამი! - უყვირა დედამთილს - მაგის ღირსი ვარ, სხვა არაფრის. თუმცა, კი. წამებით სიკვდილის. აი, ჩინეთში იყო მაგალითად წამების ასეთი ხერხი გავრცელებული - ადამიანს ჩაბნელებულ ოთახში სკამზე სვამდნენ და აბამდნენ. მაღლა, ჭერიდან წყალი წვეთავდა. სიკვდილმისჯილს თავზე ეცემოდა და რამდენიმე ხნის შემდეგ ტვინი ეხვრიტებოდა. როგორც ვიცი, ეს ყველაზე საშინელი ტანჯვაა. მაგრამ იცით რა, არა! ეს ხსნა იქნება ჩემთვის. უნდა ვიცხოვრო დიდხანს და ეს ტკივილი კი არ უნდა შემსუბუქდეს, არამედ - მაწამოს და სიცოცხლე გამიმწაროს. ყოველ წამს, როცა თავს კარგად ვიგრძნობ, დათო გამახსენდება და ეს მომიღებს ბოლოს.
-ვაიმე, ელენე, ძალიან გთხოვ, მორჩი ამ საზიზღრობების ლაპარაკს - მიუახლოვდა დედა და წამოაყენა - თავი ხელში აიყვანე და ბავშვივით ნუ იქცევი. ქალს შვილი მოუკვდა, შენ კიდევ ათასი სისულელით უჭედავ ტვინს.
-არა, თინა, მოეშვი, გთხოვ. ნუ საყვედურობ. მოდი შვილო ჩემთან - მუხლებზე მდგარმა ხელები გაშალა და მკლავები მჭიდროდ შემოხვია. ისე მჭიდროდ, რომ ელენე ვერ ხვდებოდა, ტკივილი ახრჩობდა თუ უჰაერობა. მაგრამ იმ მომენტში, სულერთი იყო მისთვის ყველაფერი.
ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ ერთ დღესაც შეიძლება გაიღვიძოთ, და არ იცოდეთ ვინ ხართ? წარმოდგენა არ გქონდეთ, რომელი წელია ან ვინ არიან ის უცხო ადამიანები, რომლებიც თავს შენს ახლობელ-მეგობრებად ასაღებენ? რომ გრძნობდეთ, თითქოს ტვინის მაგივრად თავში ბოსტნეულისმაგვარი საგანი გიდევთ. რას გააკეთებდით, ისიც რომ არ იცოდეთ, როგორ უნდა იფიქროთ? გიფიქრიათ იმაზე, რომ ერთ დღესაც შეიძლება საერთოდ არ გაიღვიძოთ?
ყოველი ტრაგედია საკუთარ კვალს ტოვებს. არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკური იქნება ეს, თუ მორალური. ტრამვა, ტკივილი თუ - მოგონება. თითოეული ადამიანი ასეთ დროს კათარზისს განიცდის. ზოგს რწმენა ემატება, სხვები კარგავენ მას. თუმცა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ორივე მხარე მართალია. იმ მარტივი ლოგიკით, რომ ნებისმიერი საწინააღმდეგო არგუმენტი უძლურია იქ, სადაც ემოციები ლოგიკაზე მაღლა დგას.
________
მათ, ვინც გუშინ საღამოს მელოდებოდა, დიდი ბოდიში. ძალიან გვიან მივედი სახლში და დავიძინე. დიდი მადლობა, რომ კითხულობთ



№1  offline წევრი nestanuka13

აუუუ კარგი რა როგორ ველოდი, რა საჭირო იყო დათოს სიკვდილი რა იცით ხოლმე რა, არ მიყვარს ესეთი ისტორიები :(

 


№2  offline წევრი ann tichy

nestanuka13
აუუუ კარგი რა როგორ ველოდი, რა საჭირო იყო დათოს სიკვდილი რა იცით ხოლმე რა, არ მიყვარს ესეთი ისტორიები :(

სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, როგორც გვინდა :)) დღეს ისტორიის დასასრულს დავდებ :) გმადლობთ რომ კითხულობთ <3

 


№3  offline წევრი nestanuka13

ჩვენს ცხოვრებაში რომ ვიცი როგორც ხდება აქ მაინც ნუ წერთ ტრაგიკულად რა სრულიად უადგილო იყო ჩემი აზრით რავიცი ავტორმა შეიძლება უკეთესად იცის მაგრამ

 


№4  offline წევრი milangirl

აუ რა იყო ეს რა. მომწონდა ეს ისტორია, დღეს კი მაგრად გამიფუჭა ხასიათი

 


№5  offline წევრი ann tichy

იმედია ბოლო თავი გამოგიკეთებთ :) თუარადა რა ვუყოთ, მე როგორც თავიდანვე ჩავიფიქრებ, ისე ვწერ ხოლმე და არ მიყვარს მთავარი იდეის შეცვლა. უბრალოდ ცოტას თუ დაფიქრდებით და ჩაუღრმავდებით, ბევრ ქცეტექსტს ამოიკითხავთ. არამგონია ჩემმა მოთხრობებმა ვინმეს რაიმე შეუცვალოს, მაგრამ მინდა რომ დააფიქროს. მაინც მადლობა თქვენ! <3

 


№6  offline წევრი gvichiani

ცხოვრებაში იმდენი ცუდი რამ ხდება,რომ ისტორიების ასეთი დასასრული მართლაც გულდასაწყვეტია...
იმდენად სახალისო იყო ეს ისტორია, იმდენად თბილი და რაღაცნაირი იყო,განსხვავებული,რომ ძაან მეწყინა ასეთი დასასრული...
ეს არ გეკადრებოდა შენ :( :( :(

 


№7  offline წევრი nanako123

ძალიან მომწონდა ეს ისტორია ისეთი განსხვავებული და არაერთფეროვანი იყო ! <3 გული მწყდება და მენანება ასეთი ტრაგიკული დასასრულით ! :* ( არ გვინდა არგუმენტები , რომ ყველაფერი ისე არ ხდება , როგორც გვსურს ... უბრალოდ ეს მოთხრობა გახლდათ და შენს ხელში იყო როგორ დაამთავრებდი <3 მე კი პატივს ვცემ შენ გადაწყვეტილებას , როგორიც არ უნდა იყოს ! )

 


№8  offline წევრი ann tichy

nanako123
ძალიან მომწონდა ეს ისტორია ისეთი განსხვავებული და არაერთფეროვანი იყო ! <3 გული მწყდება და მენანება ასეთი ტრაგიკული დასასრულით ! :* ( არ გვინდა არგუმენტები , რომ ყველაფერი ისე არ ხდება , როგორც გვსურს ... უბრალოდ ეს მოთხრობა გახლდათ და შენს ხელში იყო როგორ დაამთავრებდი <3 მე კი პატივს ვცემ შენ გადაწყვეტილებას , როგორიც არ უნდა იყოს ! )

ის მწყინს რომ მხოლოდ "ჰეფი ენდი" უნდა ყველას. და რეალური თუ არაა ეს იატორია, ის მაინცაა რეალური, რომ ცხოვრებაში უამრავ შანსს ვუშვებთ ხელიდან :)

nestanuka13
ჩვენს ცხოვრებაში რომ ვიცი როგორც ხდება აქ მაინც ნუ წერთ ტრაგიკულად რა სრულიად უადგილო იყო ჩემი აზრით რავიცი ავტორმა შეიძლება უკეთესად იცის მაგრამ

კი, ავტორმა ნამდვილად უკეთ იცის, დამიჯერე :)

 


№9  offline წევრი Tamuna♥∆♥

არ მჯერა ესეარუნდა მომკვდარიყო არა არა საშინელებაა ვერ ეღისრა ამ გოგოს სიყვარული პირველიიყოდა გააქრე და ბოლოთავებში გამოაჩინე და მერე მოკალი ძალიან მომწონდა ეს ისტორია მაგრამ ასეთი დსასრულისთვის არმემეტება რამე ქენი სასწაული მოახდინედა გააცოცხლე ჩემი დათო >_<

 


№10  offline წევრი ann tichy

Tamuna♥∆♥
არ მჯერა ესეარუნდა მომკვდარიყო არა არა საშინელებაა ვერ ეღისრა ამ გოგოს სიყვარული პირველიიყოდა გააქრე და ბოლოთავებში გამოაჩინე და მერე მოკალი ძალიან მომწონდა ეს ისტორია მაგრამ ასეთი დსასრულისთვის არმემეტება რამე ქენი სასწაული მოახდინედა გააცოცხლე ჩემი დათო >_<

გაცოცხლებით არ ვიცი, მაგრამ პატარა სასწაულის მოხდენა მგონი შევძელი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent