შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი-გადავარჩინო მისი სიცოცხლე ( 5 )


12-08-2015, 15:20
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 120

ამ ამბის მერე ერთი კვირა იყო გასული,თომა არსად ჩანდა.გადავწყვიტე მისთვის მიმეცა არჩევნის თავისუფლება,ეფიქრა ჩემს მოტივებზე და თავად გადაეწყვიტა სურდა თუ არა ჩემთან და ამ ტკბილ მოხუცებთან ურთიერთობა და თუ არ სურდა სამწუხაროდ ეს ჩემი ერთ-ერთი მიზანი განუხორციელებელი დარჩებოდა.
ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ტრადიციული იყო დილის 8 საათიდან 12 საათამდე მემუშავა ტკბილეულის საცხობში აღრიცხვაზე,ხოლო დარჩენილი დრო ჩვეულებისამებრ გამეტარებინა მოხუცებულთა თავშესაფარში.
დღესაც აქ ვიყავი ეზოში და ვარდის ბუჩქებს ვუვლიდი,ჩამუხლული ოცნებებით და ფიქრებით შორს დავფრინავდი და ვერც კი შევამჩნიე თუ როგორ მომიახლოვდა ვიღაც ნელი ნაბიჯებით.
-მე მინდა,რომ დაგეხმარო შენი დარჩენილი სურვილების შესრულებაში-ვიცანი ეს თომა იყო,სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადამიარა,წამოვდექი და მისკენ შევტრიალდი,მისალმების ნიშნად ოდნავ დავუკარი თავი და მივუახლოვდი
-გინდა ანეგდოტი მოგიყვე?
-მომიყევი-მშვიდად მიპასუხა,ეს სულ სხვა თომა იყო
-გადავიფიქრე,არ მინდა,რადგან შენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მომისმენ,რომ გებრალები,მადლობა მაგრამ მე სიბრალული არ მჭირდება
თომა რამდენიმე ხანი ჩუმად იდგა არაფერი მიპასუხა.გადავწყვიტე,რომ ეს მის დანებებას ნიშნავდა,გულისწყვეტით ჩამეღიმა და იქვე დაწყობილი ჩემი ნივთების შეგროვება დავიწყე,რომ სახლში წავსულიყავი,თომა კი იდგა გაუნძრევლად,ფიქრებით შორს.
-მამაჩემი გამოუსწორებელი აზარტული მოთამაშე იყო-უცებ თომა ლაპარაკი დაიწყო,უფრო თავისთვის,მიწას ჩასჩერებოდა და თან ლაპარაკობდა-ყველაფერს თამაშობდა და ყველაფერს სწირავდა მისთვის,ერტხელ კი იმდენი წააგო,რომ ვალის გადახდა საკუთარი სიცოცხლით მოუწია,მაშინ რვა წლის ვიყავი,როდესაც საწოლის ქვეშ შემძვრალი მესმოდა იარაღის ხმა და როგორ დაეფინა იატაკზე ჩემს თვალწინ ჩემი მშობლების უსულო სხეული.მე?მე კი როგორც შეშინებული თაგვი ისე ვიჯექი საწოლის ქვეშ,სუნთვითან არ ვსუნთავდი ხმა რომ არ გაეგოთ,მე ვერაფერი გავაკეტე მათ დასაცავად,საერთოდ არაფერი გავაკეთე.მერე,მერე ბავშვთა თავშესაფარში მოვხვდი ,სადაც გავიზარდე.ერთხე ავიხდინე ჩემი ოცნება,მოვკალი ისინი ვინც ჩემი მშობლები დახოცა.მაშინ მეგონა,რომ ახლა მაინც ვიპოვიდი სიმშვიდეს და ტკბილად უშფოთველად დავიძინებდი,მაგრამ მე შევცდი,მწარედ შევცდი-ახლაღა ამომხედა,თვალები ცრემლებით ჰქონდა სასვე-აი იმ დრეს შენ და ნოდარის,რომ დაგეხმარეთ,მხოლოდ იმ დღეს,იმ დღეს შევძელი მშვიდად დაძინება და მას შემდეგ ასეა,ყოველ ღამე უშფოთველად მძინავს,მითხარი რატომ?რატომ მირა?-შემომხედა კიდევ ერთხელ მისი სევდიანი და ცრემლიანი თვალებით.
ღმრად ამოვისუნთქე,თითქოს გულზე ლოდი მომხსნეს,მისკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი,უფრო მივუახლოვდი
-იმიტომ თომა,რომ იმ დღეს შენ პირველად სიკეთე გაუკეთე სხვას,ალბათ გსმენია-სიბნელეს არ შეუძლია გაანათოს სიბნელე,ეს მხოლოდ სინათლეს შეუძლია,სიძულვილი ვერ მოსპობს სიძულვილს,ეს მხოლოს სიყვარულს შეუძლია,ის 8 წლის ბავშვი ,რომელიც საწოლის ქვეშ შეშინებული კანკალებს,ისევ იქაა და დახმარებას ელის,მას ვინმეს მზრუნველი ხელი სწირდება,ვინც გაუწოდეს მარჯვენას ა ეტყვის ნუ გეშინია,მე ვარ შენთან,მას სჭირდება ის ვინც სიბნელიდან გამოიყვანს,თომა თუ ჩვენ სხვის ტკივილს არ გავიზიარებთ მაშინ ვერასოდეს გავუმკლავდებით საკუთარ ტკივილებს.
თომა ისევ ისე გაკვირვებული,გაოცებული და დაფიქრებული იდგა.
-მე....მე....-სათქმელს ვეღარ ამბობდა,სიტყვები ეკარგებოდა-მირა გამომიწვდი ხელს?-შემომხედა და მარჯვენა ხელი ჩემსკენ გამოიშვირა,მუდარის თვალებით ამომხედა და მივხდი ახლა ის 8 წლის ბიჭი მიყურებდა საწოლის ქვემოდან ,რომელსაც მზრუნველობა და შვება სჭირდებოდა,ბედნიერმა ღრმად ამოვისუნთქე და ჩემი ხელი მის ხელს შევაგებე,მთელი ძალით ჩამჭიდა ორივე მტევანი მარჯვენაზე და მადლიერი ღიმილიანი თვალებით შემომხედა,მერე კი ოდნავ მისკენ მიბიძგა და მოულოდნელად გულში ჩამიკრა,მკლავები მჭიდროდ შემომხვია და ღრმად შეისუნთქა თითქოს უნდა შევესრუტე,მეც დავყევი,ვიგრძენი როგორ დაუმშვიდდა აკანანკალებული და დაჭიმული სხეული,სიმშვიდემ მოიცვა და მოდუნებული უფრო მაგრამ მომეკრო,ლამის გამსრისა მისმა ძლიერმა მკლავებმა,მე კმაყოფილი და ბევდიერი ვიყავი,ჩემი მიზანი არ დაიკარგა,მე ისევ შემეძლო სიცოცხლის გადარჩენა და ახლა ასმაგად უნდა მებრძოლა მისი სიცოცხლისათვის,თომასთვის.
.............................
მეორე დილით ადრიანად კარზე ბრახუნმა გამომაფხიზლა,ფვალები ზოზინით მოვიფშვნიტე და პიჟამოების ამარა ფრატუნით წავედი კარისაკენ,გავაღე და მოულოდნელი სტუმარი დამხვდა
-თომა?-გამოცებისაგან უცებ მოვფხიზლდი-აქ რა გინდა?ჩემი სახლის მისამართი როგორ გაიგე?-დავაყარე კითხვები
-ნოდარმა მითხრა-მიპასუხა და ღიმილით ამათვალიერა
ახლა მივხვდი თუ რა ფორმაში ვიდექი მის წინაშე,
-შემოდი და ახლავე მოვწესრიგდები,თითქმის ოთახიდან მოვაძახე საითკენაც უცებ მოვკურცხლე მას შემდეგ რაც გავაცნობიერე ,რომ თომა ნახევრად შიშველს მიყურებდა.
რომ გამოვედი ოთახიდან,უფრო სწორად რომ გამოვედი ფარდის უკნიდან( მე ხომ ერთი ოთახი მქონდა და საწოლი ფარდით მქონდა გამოყოფილი დანარჩენი სივრცისაგან,თომა სკამზე მოკალათებულიყო და ხელში ჩემი მშობლების ფოტო ეწირა რომელიც იქვე ტუმბოზე ჩარჩოში ჩასმული იდგა.
-რა დაემართა შენს მშობლებს?-მკითა ისე,რომ თვალი არ მოუშორებია სურათისთვის
-ავტოავარიაში დაიღუპნენ 14 წლის,რომ ვიყავი
-არავინ დაგრჩა?-სურათი დადო და ჩემკენ მობრუნდა
-არავინ
-მეც
-ერთმანეთს ვგავართ-ვცადე გამეღიმა
-ეს შენი სახლია თუ ქირაში ხარ?
-ჩემია,უფრო სწორად ისა რაც დამრჩა,როცა მშობლების სახლი გავყიდე და მერე ეს ვიყიდე
-რატომ?
-ჩემ მშობლებს ბანკის ვალი ჰქონდათ,მერე ჩემი მკურნალობა-უხერხულად შევიშმუშნე ,ჩემს ჯამრთელობაზე ლაპარაკი არ მიყვარს
-შეიძლება გკითხო?
-რა?
-რა გაწუხებს კონკრეტულად?
-ბავშვობაში დავეცი,ალბათ ამის ბრალია თავში სისხლჩაქცევა მაქვს რომელიც არავინ იცის როდის გასკდება,
-და თუ გასკდა?
-ფაფუ,მირა აღარ იქნება-ხელისგულები ერთმანეთს გავუსვი ვიზუალური ეფექტისათვის
-სხვა გზა არ არსებობს?-სახე საშინლად დაუსერიოზულდა და დაეჭმუხნა თომას
-კი მკურნალობა,მაგრამ კარგ ექიმს აქ მე ვერ მივაგენი ასე რომ ყველაფერს შევეგუე და ვტკბები ცხოვრებით-ვეცადე ლაღად გამეღიმა და ჩემი დარდი მისთვის არ გადამედო,მე ხომ მისი გადარჩენა მინდოდა და არა ჩემი
-როგორ გიწერია ბლოკნოტში ჩემი ფოტოს გასწვრივ?-ჩამეკითხა თომა
როგორ?-გამეღიმა-გადავარჩინო მისი სიცოცხლე
-და იცი ჩემი მიზანი რა არის?
-რა?
-გადავარჩინო შენი სიცოცხლე
ამ სიტყვებმა ისეთი ემოცია და გრძნობა დაატრიალა ჩემს გულსა და გონებაში,რომ მინდოდა არ შემტყობოდა და ლაღად გადამეკისკისა,თითქოს არაფერი მაგრამ ვერ შემძელი,თურმე ტკბილი და სასიამოვნო ყოფილა იმის განცდა როცა შენი სიცოცხლე ვიღაცისთვის ძვრიფასია და ზრუნავს შენზე,თუნდაც სიტყვიერად.დაძაბულობის განსამუხტად ჩავახველე,ვეცადე ცრემლები არ შემჩნეოდა მაგრამ ვერ შევიკავე თავი,ავტირდი,ავტირდი ისე,როგორც არასდროსხელისგულები სახეზე ავიფარე,ვიდექი და ჩემის უხმოდ ვტიროდი
-მირა რა დაგემართა?-ჩემმა საქციელმა უცებ დააბნია თომა,ახლოს მოვიდა და ხელები ძალით ჩამომაწევინა დაბლა-შენ რა ტირი?-ნიკაპზე საჩვენებელი თთი ამომდო და ღიმილიანი სახით შემომანათა
-არა,უბრალოდ თვალებს ცრემლებით ვიბან-გავუღიმე და უფრო მეტად ავტირდი ჩემდაუნებურად
-დღეიდან ცრემლი აღარ შეიძლება,გასაგებია,ცრემლი აღარ-მითრა და მისი მძიმე მკლავები შემომხვია,მის განიერ გულმკერდს მტელი არსეით მივეკარი და პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი თავი მშვიდად და უსაფრთხოდ,შემოვჭიდე ჩემი სუსტი მკლავები და დარდისაგან და ცრემლისაგან დავიცალე,თომა კი ცალი ხელით გულში მიკრავდა ცალი ხელით კი ჩემს თმებს ეფერებოდა და ჩურჩულედა
-დღეიდან აღარ იტირებ მირა,დღეიდან შენ ხარ ჩემი მიზანი.
ალაბთ 5 წუთი ვიდექი ასე მოქვითინე სანამ ემოციებისაგან არ დავიცალე და სულიერი სიმშვიდე არ ვიგრძენი,ნელნელა მომწყვიტა მის მკერდს და თავი მაღლა ამაწევინა
-დამშვიდდი?-მზრუნველად ჩამეკითხა,პასუხის ნიშნად თავი დავუქნიე
-მაშინ ცურვილების ახდენის დრო მოვიდა-გავიოცე,ვერ მივხვდი რას გულისხმობდა
-შენი სურვილების,მირა,მოდი დღეს ცხენებით დავიწყოთ კარგი,მიდი მოემზადე იპოდრომზე მივდივართმცხენებზე უნდა იჯირითო-მხიარულად შემომძახა და ნელა მიბიძგა კარადისაკენ
-მართლა?-სიხარულისაგან შევხტი,გაუცნობიერებლად მისკენ მივიწიე და ლოყაზე მთელი ძალიათადა გრძნობით ვაკოცე,მერე კი კარადიკენ გავექანე,რომ რამე ამერჩია.თომა?თომა დაბნეული და ბედნიერი მომღიმარი სახით იდგა და ჯერ კიდევ ვერ გაეცნობიერებია თუ რა მოხდა
..................................
პ.ს.
გამიზიარეთ თქვენი კრიტიკა და მოსაზრება,



№1  offline წევრი მეამეა

ველი გაგრძელებას :) იმედია ძალიან არ გაიწელება და ან არ მიატოვებ წერას :))) დიდხანს არ მალოდინო იცოდე :*:*

 


№2  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
ველი გაგრძელებას :) იმედია ძალიან არ გაიწელება და ან არ მიატოვებ წერას :))) დიდხანს არ მალოდინო იცოდე :*:*

არ გალოდინებ :) love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

გული მეხრუკება ((((((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent