შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი-გადავარჩინო მისი სიცოცხლე ( 6 )


15-08-2015, 13:19
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 698

-მზად ვარ-გახარებულმა შევძახე და მხოლოდ ახლა მოვიდა გონს თომა
-ხო-თავისთვის ჩაილაპარაკა და გასასვლელისაკენ წავიდა
-ჩემი მანქანით თუ შენი მანქანით-კიბეებზე დავეშვით
-ჩემი მანქანით,დღეს მე ვარ შენი მძღოლი
-კარგი-მხიარულად შევძახე და ნიავივით დავეშვი კიბეებზე,დღეს უჩვეულოდ ბედნიერი ვიყავი,მის მანქანას მივუახლოვდი და კართან მოლოდინით გავიტრუნე
-რას ელოდები ჩაჯექი
-შენ,ხომ მითხარი დღეს შენი მძღოლი ვარო
-კი გითხარი-უკვე მიხვდა საით მიმყავდა საუბარი და ოდნავ ჩაეღიმა ეშმაკურად
-ხოდა გელოდები-ხელით კი მანქანის კარი ვანიშნე.
თომა მორჩილად დაიძრა ჩემკენ მანქანის კარი გამიღო და ხელის მოძრაობით მანიშნა რომ დავმჯდარიყავი,მე მოკრძალებული რევერანსით გადავუხადე მადლობა და ჩემს განკუთვნილ ადგილას დავსკუპტდი
-ფოტოაპარატი წამოიღე?
-კი
-შენი ყველა სურვილი კადრზე უნდა აღვბეჭდო მირა
-ჩემს ბლოკნოტში ჩავაკრავ კარგი?
-ჩემგან უფლებას იღებ?-ოდნავ გაეღიმა-არადა ჩემ ფოტოს რომ აკრავდი მაშინ არ მკითხე
-გინდა ანეგდოტი მოგიყვე?-უცებ დავაიგნორე არასასურველი კითხვა და საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე
-არჩევანი მაქვს?მიდი
და მეც დავიწყე ,იპოდრომამდე ენა არ გამიჩერებია,თომას ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევდი,ის კი თავშეკავებულად იღიმოდა ,ხან გზას უყურებდა და ხან მე.მის თვალებში აღრ იკითებოდა ტკივილი და სევდა,ძველებური ბრწყინვალება დაბრუნებოდა მის თაფლისფერ თვალებს და ვარსკვლავები აკიაფებულიყვნენ.
მიუხედავად შიშისა მაინც მარტო შემოვჯექი ცხენზე ,თომას აღვირი ეჭირა ხელში და ტაატით მივსეირნობდით.
-თომა ცოტა სწრაფად,ესაა ჯირითი?ეს ხოხვაა-უკმაყოფილოდ გავიბუსე
-გადმოვარდები მირა,პირველად ზიხარ
-შენც ამოდი-უცებ გენიალური აზრი დამებადა
წამით შეყოვნდა,მერე უზანგზე ცალი ფეხით შემოხტა და ცხენს შემოახტა,ჩემს უკან მოკალათდა,ხელები ჩემი მკლავების ქვემოდან გამოაცურა,აღვირი კარგად მოზიდა მისკენ,ოდნავ დაიხარა და სახით მხარზე ჩამომეყრდნო
-მოემზადე
დავიძაბე ახალი განცდისა და ემოციის მოლოდინში და არა მარტო ამიტომ,დღემდე ასე ახლოს არცერთ მამაკაცთან არ ვყოფილვარ( თუ ჩემს ტკბილს მოხუცებს არ ჩავთვლით ) მთელი სხეული ამეწვა,მხრებზე სიმხურვალეს ვგრძნობდი,ყურთან საამურად მელამუნებოდა მისი სუნთქვა და ნეტარებისაგან თვალები მივლულე,ეს წამიერი იყო მაგრამ თითქოს საუკუნე გაგრძელდა
-მზად ვარ-ძლივს ამოვიჩურჩულე
უფრო მჭიდროდ მომეკრო,ლამის სუნთქვა შევწყვიტე და უცებ ვიგრძენი როგორ მოვწყდით მიწას,რითმულად დავიწყეთ რწევა და ძლიერი ნიავი სახეზე მეფერებოდა,ზებუნებრივი გრძნობა იყო,ასეთი არაფერი განმეცადა,თვალები მვლულე სიამოვნებისაგან და გადავეშვი ემოციების ზღვაში,ვგრძნობდი როგორ მიჰქროდა ჩვენი ცხენი,როგორ მიწეწავდა ქალი თმებს,როგორ უფრო მჭიდროდ მეკვროდა თომას მკლავები,როგორ მელამუნებოდა მისი გახშირებული სუნთქვა ღაწვებზე,დავიფიცებ,რომ მთელი 23 წელია რაც ვარსებობს ასეთი განცდა არასოდეს მქონია.ნელნელა სვლას ვუკელით და ჩვენი ცხელიც გაჩერდა,თვალებიც ფრთხილად გავახილე,თითქოს არ მინდოდა ეს ბედნიერებისაგან მოკოწიწებული ბედნიერების წამები გამფრენოდა.
-აბა??როგორი იყო?-ყურთან მიჩურჩულა,ძლივს იბრუნებდა სულს
-ღვთაებრივი-უბედნიერესი ვიყავი
ხელები ფრთხილად შემიშვა და ძირს ჩახტა,მერე მკლავენ=ბი გამომიცოდა
-ჩამოხტი
დავეყრდენი და ცხენიდან ფეხი გადმოვაბიჯე,მაგრამ უზანგში ფეხი გამეჩხირა და შევტორტმანდი,თვი ვერ შევიმაგრე და მტელი ინერციით დავეჯახე თომას,იმდენად სწრაფი იყო ეს ყველაფერი,რო მ მან რეაგირება ვერ მოახდინა და ორივე გავგორდით იპოდრომის მინდორზე ,მე ზემოთ მოვექეცი,ჩემი გაშლილი თმები ისე გადაფენოდა თომას სახე აღარ უჩანდა,უცებ სიცილი ამიტყდა,ვკისკისებდი ხმამაღლა და გაუჩერბლად,თომა ჯერ გაბუსული მიყურებდა და მკლავს იზელდა,მერე მასაც გადაედო ჩემი განწყოდა და პირველად დავინახე თუ როგორ იცინის თომა გულიანად,მთელი არსებით,იმ წამს ის უბედნიერესი იყო,მეც,მეც ბედნიერი ვიყავი.
მთელი კვირა ჯადოსნური იყო,ენით აუწერელი,თომა ცდილობდა ჩემი ყველა ნატვრა აესრულებინა და ვხედავდი ,რომ ჩემი გაბედნიერება მასაც აბედნიერებდა,უფრო მეტს იღიმოდა,წარბებს აღარ კრავდა,ყბაც არარ უვარდებოდა ხშირად გაოგნებისაგან :) უკვე შეეჩვია ჩემს თავქარიანობას,გიჯრ საქციელებს და ანეგდოტებს,ალბათ ამათ გარეშე ვერც წარმოუდგენივარ.
ბლოკნოტში ყოველი ასრულების შემდეგ ფოტოს ვაკრავდი,ამ ფოტოებზე მარტო არ ვიყავი თომაც ჩემს გვერდით იყო.მთელი ერთი თვე გავიდა სად არ ვიყავით რა არ გავაკეთეთ,თხილამურებზე ვისრიალეთ,ზღვაში ჩავყვინთეთ,პარაშუტუტ გადმოვხტით.თითქოს ერთმანეთის ყოველდღიურობა გავხდით,უკვე ვერარ წარმომედგინა დრე თომას გარეშე და ალბათ მასაც ვერ წარმოედგინა დღე მირას გარეშე.
ერთ დღესაც, როდესაც ჩვეულებისამებრ მომაკითხა თომამ,რომ გასართობათ წავსულიყავით გონება დავკარგე.როგორ შევაშინე მაშინ,ეგრევე ჩემს ექიმთან გამაქა.მაგრამ რა ისე იმავეს გვეუბნებოდა,რომ საქართველოში მსგავსი ოპერაცია ან მკურნალობა არასპდეს ყოფილა წარმატებული და მე არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა,პირიქით უფრო ახლოს იყო ჩემი აღსასრული ვიდრე მე ვფიქრობდი და მაშინ გადავწყვიტე,რომ მომკვდარიყავი ყველასგან შორს,თომასგან შორს,რომ ჩემი ტანჯვა არავის ენახა,რომ თომას დავმახსოვრებოდი ბედნიერი და ლაღი.ამაში ნოდარი დამეხმარა,მთელი ერთი კვირა მემუდარებოდა,რომ ეს არ გამეკეთებინა მაგრამ მე მტკიცე და შეუვალი ვიყავი,უნდა წავსულიყავი ამ ქალაქიდან ისე რომ არავის ცოდნოდა ჩემი ადგილსამყოფწელი მითუმეტეს თომას.
ავტობუსში მყოფსაც არ მანებებდა ნოდარი თვსდ და ჩემს გადარწმუნებას ცდილოობდა,რომ ასე არ უნდა გავპარვოდი თომას
-მირა რატომ ექცევი ასე თომას,ხომ იცი როგორ ტკივილს მიაყენებ შვილო.დამიჯერე შენ მის გვერდით ისეთი ბედნიერი გახდი როგორიც არასოდეს მახსოვხარ,რატომ გაურბიხარ შვილო?
-არ გავურბივარ ნოდარ არა,უბრალოდ მას არ ვაძლებ ჩემზე გამოკიდების საშუალებას
-მირა მაპატიე, ვიცი გამიბრაზდები მაგრამ მე თომა გავაფრთხილე
-რაა?-გული შემეკუმშა-არ მითრა რომ.....
-ხო წუთითუთზე მოვა....
სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული,რომ გავიგონე შორიდანვე როგორ მეძებდა და მეძახდა თომა
-მირაააა,მირააა
ვეცადე მაგრამ მაინც შემამჩნია ფანჯარასთან მჯდომი,მომიახლოვდა და ფანჯრის ჩარჩოს ხელებით ჩამოეყრდნო
-გინდა ანეგდოტი მოგიყვე?-მკითა მაგრამ ჩემს პასუხს არ დალოდებია-ერთი კაცი იხრჩობოდა და ღმერთს შველას სთხოვდა,მივიდა ერთი ნავით გადასარჩენად მაგრამ ამან უარი უთხრა,მეორეც უარით გაისტუმრა,მე ღმერტს ვსთხოევე დახმარება და იმას ველოდებიო,თუმცა მოკვდა კაცი და ღმერთს უსაყვედურა ღმერთო რომ გთხოვდი რატომ არ დამეხმარეო,ღმერთმა უთხრა კი მაგრამ ამდენი სამაშველო ნავი რომ გამოგიგზავნე შენ რა მამაშენის გამოგზავნილი გეგონაო-დაამთავრა და ისტერიულად გაეცინა,აი ისე როგორც ნერვიულობის დროს სჩვეოდა მას.გამეღიმა მაგრამ ხმას ვერ ვირებდი,იმიტომ რომ ცრემლები მახრჩობდა,ხმა რომ ამომეღო მაშინვე ავქვითინდებოდი.
-მირა ვიცი რომ შესაძლოა სიკვდილიდან ვერ დაგიხსნა,მაგრამ შენ შეძელი ჩემთვის ჩაგეჭიდა ხელი და ცხოვრებისთვის დაგებრუნებინე,ახლა კი მე გთხოვ შენ ჩამჭიდე ხელი,გთხოვ მირა.
ავტობუსიც დაიძრა ნელნელა,თომა კი ფანჯარას არ მოცილებია ფეხდაფეხ მოყვებოდა და ჩემკენ ჰქონდა ხელი გამოცვდილი
-გთხოვ მირა ჩამჭიდე ხელი,გამომიყვანე სიბნელიდან,გთხოვ არ დამტოვო მირა,გთოვ გამიყვანე სინათლეში,არ დამტოვო,მევედრებოდა და უკვე მიმავალ ავტობუსს მოსდევდა,მე ვეღარ ვხედავდი მას მაგრამ მისი ვედრება ჯერ კიდევ ჩამესმოდა ყურებში,ხელებში თავი ჩავრგე და გულამოსკვნილი ვტიროდი,ნოდარიც ჩემთან ერთად ტიროდა
-მირაააა,არ მიმატოვო მირააა-შორიდან ბუნდოვნად ჩამესმოდა თომას ღრიალი და ცრემლებად ვიღვრებოდი

პ.ს. ამ ჯერზე პატარა გამოვიდა,მაგრამ მომდევნო ჯერზე გამოსწორდება



№1  offline მოდერი ლილიანა

მადლობა ჩემო სტიმულებო <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუ ორივე მეცოდევა მავრამ მირაფროო აუუ რაა (((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent