შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "14"


15-08-2015, 13:59
ავტორი ჯია
ნანახია 4 832

ნელ-ნელა შეეჩვია მია "ამერიკულ" ცხოვრებას. საბასთან ძალიან კარგად იყო, სულ ერთად იყვნენ. სამსახურის საქმეებშიც ეხმარებოდა და, რა თქმა უნდა, თავისუფალ დროსაც ერთად ატარებდენ. მოწყენის საშუალებას არ აძლევდა საბა გოგონას, ასე რომ საქართველოდან წამოსვლა ასე თუ ისე ადვილად გადაიტანა მიამ. იმ ღამის ინციდენტი აღარ განმეორებულა. ხშირად ეხმიანებოდა მშობლებს, ნენეს და მეგობრებს, თუმცა დანიელს საერთოდ არ ახსენდებდა, ნელ-ნელა ფიქრებიდანაც უქრებოდა.

ნენეს და სანდროს იდეალური ურთიერთობა ქონდათ. არასოდეს უჩხუბიათ სერიოზულად, მხოლოდ რაღაც უმნიშვნელო საკითხებზე კამათობდნენ, ისიც ძალიან იშვიათად. გეგას კი ქეთა შეუყვარდა, ახლა ერთად არიან სამოგზაუროდ წასულები, რამოდენიმე თვით. მთელი ევროპის დათვალიერება გადაწყვიტეს.

-დანიელმა დამირეკა, დღეს ნათია ექიმთან მიყავს და გაყოლა მთხოვა. -უთხრა მშვიდად და კალთაში ჩაუსკუპდა სანდროს ნენე.
-დაითანხმა როგორც იქნა? -ხელები შემოხვია წელზე გოგონას.
-კი და რაღაც საეჭვოდ მეჩვენება ნათიას საქციელი. ერთი თვე არ მიყვებოდა ექიმთან და ახლა უცებ დათანხმდა. -წარბი აწია ნენემ და ბიჭს თვალებში ჩააშტერდა.
-მართალია, ცოტა არაადეკვატური საქციელია, მაგრამ შეიძლება ორსულობის ახირებაა. ყველა ორსული თავისებურად უცნაურია.
-რა ვიცი, რა ვიცი..
-ნეტა შენ როგორ ორსული მეყოლები? -ოდნავ გაწია ნენე, რომ მუცელზე ადვილად შეძლებოდა კოცნა.
-კარგი რა სან, რა დროს მაგაზე ფიქრია. -ხელი აიქნია გოგონამ.
-შვილი არ გინდა? -ცოტა გაუბრაზდა სანდრო.
-მინდა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
-ისეთი ასაკი გვაქვს, უკვე დროა.
-ნუ ლაპარაკობ 40 წლის კაცივით. -გაეცინა ნენეს. -27 წლის ხარ, თან ჯერ სულ რაღაც 2 თვეა ერთად ვართ.
-2 თვე და 1 კვირა. -შეუსწორა სანდრომ.
-ხო, ხო. 2 თვე და 1 კვირა. -ისევ გაეცინა ნენეს და ხელები კისერზე შემოხვია. -იქნებ მალე მოგვბეზრდეს ერთმანეთი, რა იცი რა ხდება. -იცოდა სანდროს რომ გააბრაზებდა ეს, ამიტომ სპეციალურად უთხრა.
-ანუ შენ შეიძლება მოგბეზრდე? -წარბები შეკრა ბიჭმა და ცხვირიდან ლამის ბოლი გამოუშვა.
-არაფერია გამორიცხული, რა შენ არა?
-მე არასდროს მომბეზრდები და არც შენ! -წელზე უფრო ძლიერად მოხვია ხელები, თითქოს სადმე გაურბოდა ნენე.
-2 წლის ბავშვი ხარ, გეხუმრები, შენ კიდევ ბრაზდები. რა თქმა უნდა, არასდროს მომბეზრდები, მე ხომ ძალიან ძალიან მიყვარხარ. -ცხვირით ცხვირზე წაეთამაშა სანდროს და იგრძნო ბიჭს დაძაბულობა როგორ მოეხსნა.

-მხოლოდ სანაყოფო პარკი ჩანს, ჯერ სულ რაღაც ორი კვირის ხართ, ამიტომ გულის ცემის მოსმენაც არ შეგვიძლია. -უთხრა ექიმმა ნათიას, თან ტრანზიუსერს გოგონას მუცელზე აქეთ-იქეთ დაატარებდა.
-ნამდვილად 2 კვირის არის ექიმო? -ჩაეკითხა დაძაბული დანიელი, ნენე შეცბა ორსულობის ვადის გაგონებაზე და ნათიაც არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში.
-დაახლოებით, 2 კვირის არის, მეტის არა. დღეს მეტს ვერაფერს გეტყვით, 3 კვირაში მობრძანდით გულის ცემის დასაფიქსირებლად, შემდეგ კი ანალიზების გასაკეთებლადაც გაგიშვებთ. გილოცავთ. -გაუღიმა ექიმმა წყვილს, მუცელზე წასმული გელი ხელსახოცით მოაშორა და კაბინეტიდან გავიდა.
კლინიკიდან სამივე უხმოდ გავიდნენ.
-ვისია ბავშვი? -მკაცრად კითხა დანიელმა, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ.
-შენი.. -ჩუმად ამოიკრუსუნა ნათიამ.
-ნუ ხარ უტეხი! -საჭეს მოუჭირა ხელები დანიელმა, ქალი რომ იყო თავს იკავებდა, თორემ სიამოვნებით შემოარტყამდა ერთ-ორს გემრიელად. -ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ 1 თვეზე მეტია გამომიცხადე ორსულად ვარო და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ 2კვირის ორსულიც არ ხარ. მერე კი, ამ ხნის განმავლობაში ურთიერთობა არ გვქონია! ვისია მეთქი ბავშვი? -უკვე ყვირილში გადაუვიდა ნათქვამი ბიჭს და ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა.
ნენე ჩუმად იჯდა, ან რა უნდა ეთქვა? შოკში იყო, კი უკვირდა ნათია ექიმთან რომ არ მიყვებოდა დანიელს და ეჭვები აწუხებდა, რომ ორსულობის შესახებ იტყუებოდა, მაგრამ სხვისი ბავშვის "შეტენვას" თუ იკადრებდა, ნამდვილად არ ელოდა.
ნათია თავჩახრილი იჯდა და ხმას არ იღებდა.
-ახლა მივალთ შენთან, ახვალ და ჩემს ნივთებს ჩამომიტან და იმ წამიდან გაქრები ჩემი ცხოვრებიდან. -პასუხს არც დაელოდა, მანქანა დაქოქა და ნათიას სახლისკენ გაემართა.
ნათიადან რომ წამოვიდნენ, დანიელი თავისი სახლისკენ გაემართა.
-არ ვიცი რა გითხრა.. -ძლივს ამოულუღლუღა ნენემ.
-არაფერი ნე, რომ არ დაგიმალო გამეხარდა! -გადახედა გოგონას და გაუღიმა. -შენ მიას სახლის გასაღები ხომ გაქვს?
-კი.
-შეგიძლია მომცე?
-რ.რად გინდა? -დაიბნა ნენე.
-რამოდენიმე დღე მინდა იქ ვიყო..
-გაგიჟდება მია!
-ნენე, გთხოვ. მხოლოდ რამოდენიმე დღე, საერთოდ ვერ გაიგებს მია. -ისეთი საწყალი თვალებით გახედა ნენემ უარი ვეღარ უთხრა, დანის სახე გაუნათდა და საყვარელი სარძლო გემრიელად ჩაკოცნა. სახლში აირბინა, ნათიას ჩამოტანილ ნივთებს კიდევ რამოდენიმე საჭირო ნივთი დაამატა და მალევე ჩაბრუნდა უკან.

სახლის კარი, როგორც კი შეაღო იმ წამსვე დაეტაკა მიას სახლის თბილი აურა. უფრო მეტად იგრძნო მონატრება და ტკივილი.. ცხოვრებაში პირველად გრძნობდა თავს უსურად და ხელ-ფეხ შეკრულად, არადა ყოველთვის ყოვლისშემძლედ თვლიდა თავს. თურმე რას უშვება ადამიანს ცალმხრივი გრძნობა. ოთახიდან ოთახში დააბიჯებდა და სურნელს ღრმად ისუნთქავდა, მიას სუნი ისევ ქონდა შემორჩენილი სახლს. იმ სახლში მიას გვერდით ყოფნას გრძნობდა. გაგიჟდა? არ არის გამორიცხული.. განა ჯერ არავინ გაუგიჟებია სიყვარულს? ეჭვი მაქვს, დანიელის მიას სახლში გადასვლა, რამოდენიმე დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება.

დღეები კი გადიოდნენ.. ვისთვის შეუმჩნევლად, ვისთვის კი საუკუნეებად იწელებოდნენ. დღეებს კვირები მოყვა, კვირებს თვეები..

-ნე, საღამოს გამოგივლი და სადმე წავიდეთ. -სანდროს ხმამ ამოსძახა ტელეფონიდან გოგონას.
-აუ, მეზარება დღეს სადმე წასვლა, სან. სახლში ამოდი, გთხოვ. -შეევედრა გოგონა და საწოლში კიდევ უფრო ჩაიჯუჯგნა.
-ნუ მეწუწუნები ყველაფერზე. საღამოს მზად დამხვდი, არ მალოდინო, თორემ პიჟამოებით გაგიტან გარეთ. - პასუხს არც დაელოდა, უთხრა თუ არა ეგრევე გაუთიშა სანდრომ.
საზიზღრად ეზარებოდა ნენეს ფეხზე ადგომა, დღეს მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი მთელი დღე საწოლში ნებივრობა, მაგრამ აცდის ეს ბიჭი რამეს? ზუსტად იცოდა, სანდრო რაც შეპირდა შეუსრულებდა, ამიტომ ძალები მოიკრიბა და საწოლიდან წამოდგა, ზომბივით შეიზლაზნა აბაზანაში და შხაპის ქვეშ დადგა.

-ჩემი დამჯერე გოგო რომ ხარ, უკვე გითხარი? -მანქანაზე იყო მიყრდნობილი სანდრო, ნენეს დანახვისას მისკენ წავიდა და ხელები წელზე მოხვია.
-კი ბევრჯერ. -გაუღიმა ნენემ, ხელები მაისურის საყელოში ჩაავლო, ბიჭი მისკენ დახარა და ფეხისწვერებზე დადგა, რომ სანდროს ტუჩებს მისწვდომოდა.
-ხოდა, კიდევ ბევრჯერ გეტყვი. -გაუღიმა ნასიამოვნებმა ბიჭმა.
-შენ რაღაც ცუდად აბრიალებ მაგ თვალებს, რა ხდება? - კითხა გოგონამ თან მანქანაში ჩასაჯდომად დაიძრა.
-არაფერი, რა უნდა ხდებოდეს? -სანდრომ მხრები აიჩეჩა და საჭეს მიუჯდა.
-არ ვიცი, რაღაც სხვანაირი ხარ. -ეჭვის თვალით აათვალიერა გოგონამ, თან ღვედი შეიკრა.
სანდროს გაეცინა, თუმცა არაფერი უპასუხა და დანიშნულების ადგილისკენ მიმართა მანქანა.
-1 კვირაა, ჩემთან აღარ დარჩენილხარ, მომენატრე. -უცებ გაახსენდა რაზეც იყო ნაწყენი და გაიბუსა ქალბატონი.
-ხანდახან უნდა მოგენატრო კიდეც. -ენა გამოუყო ბიჭმა და შემდეგ ისევ გზას გახედა.
-სად მივდივართ? -ნენემ შეამჩნია თბილისს, რომ გაცდნენ.
-ნახავ. -თვალი ჩაუკრა სანდრომ.
ნახევარ საათში დიდი სახლის წინ გაჩერდნენ. ნენე მანქანიდან გადავიდა და გაოცებულმა გახედა შეყვარებულს.
-ვისთან მოვედით?
-შემოდი. -კითხვა წაუყრუა ნენეს და ეზოს კარი შეაღო.
გოგონამ უსიტყვოდ შეაბიჯა და ლამაზ ეზოს გადაავლო თვალი.
-დღეს იცი რა დღეა? -უკნიდან აეკრო ბიჭი და ხელები მუცელზე მოხვია.
-რა დღეა? -კითხვაზე კითხვით უპასუხა ნენემ.
-ზუსტად ოთხი თვეა ერთად ვართ.
-როგორ გიყვარს თარიღები. -გაეცინა გოგონას.
-წამომყევი.. -ხელი ჩაკიდა ნენეს და სახლისკენ დაიძრა. ულამაზეს და გემოვნებით მოწყობილ სახლში შევიდნენ.
-აქ ყოველ ზაფხულს გადმოვალთ ხოლმე, ეს ჩვენი მისაღები იქნება, ამ ბუხართან ზამთარშიც ვინებივრებთ ხოლმე. იმ სამზარეულოში შენ იფუსფუსებ და შენს გემრიელ კერძებს მომიმზადებ, მეც ხშირად მოგეხმარები.. -ნენე გაოცებული უსმენდა სანდროს და ვერაფერი გაეგო, შემდეგ ხელი ჩაკიდა და ისევ სადღაც წააბოდიალა. -ეს ოთახები სტუმრებისთვის არის.. აი აქ ალბათ გეგა და ქეთა დაწვებიან, გვერდით საძინებელი კი დანიელის იქნება. მიასთვის და საბასთვისაც არის ოთახი, არ ინერვიულო. -ახლა მეორე სართულზე აიყვანა და კიბეებთან გაჩერდა. -რამდენი შვილი გინდა? -კითხა მოულოდნელად.
-ორი. -დაუფიქრებლად წამოიძახა ნენემ, დაბნეული იყო სანდროს საქციელით.
-მეც. -გაუღიმა და ისევ გააგრძელა. -აი, ეს ორი საძინებელი ჩვენი პატარებისთვის არის, აქედან კი დიდ ტერასაზე გავდივართ. მე არ მომიწყვია, შემდეგ შენი გემოვნებით გააკეთე რაც გინდა, სავარაუდოდ, გოგოებისთვის საყვარელი ადგილი იქნება საჭორაოდ. -ამ ყველაფერს რომ ეუბნებოდა ხელი საერთოდ არც გაუშვია, ისევ დაიძრნენ და ერთი კარის წინ გაჩერდნენ. -ეს კი ჩვენი საძინებელია, ახლა ამ წამს შენზეა დამოკიდებული ეს კარი გაიღება თუ არა, შენზეა დამოკიდებული ამ წუთიდან ჩვენი იდეალური ერთად ცხოვრება დაიწყება თუ არა. ვიცი, ჯერ მხოლოდ 4 თვე გავიდა, მაგრამ მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა გიცნობ. შენ ჩემი მთელი ცხოვრების სიყვარული ხარ და მინდა, რომ ჩემი ცოლი გახდე! -დაასრულა და ნენეს ჩახედა ლამაზ მწვანე თვალებში, საიდანაც ცრემლები წასკდნენ და გოგონას ლოყებზე გზა გაიკვალეს.
-მე..მე.. -აბლუკუნდა გოგონა, ბედნიერებისგან გული საგულედან უხტებოდა. -მეც, მეც ძალიან მინდა, რომ შენი ცოლი გავხდე. -ამოისლუქუნა ბოლოს, სანდროს მოეხვია, თავი გულ-მკერდში ჩაურგო და აქვითინდა. სანდროს ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, სწრაფად ამოაძვრინა ჯიბიდან ლამაზი ბეჭედი, აქვითინებულ ნენეს თითზე გაუკეთა, მისი ცრემლიანი თვალები დაუკოცნა, ხელში აიტაცა და საძინებელში შეიყვანა.

-მია, დაქალი გითხოვდება! - ჩასძახა ტელეფონში მონატრებულ დაქალს.
-რააააა? აააააა... არ მჯერაა.. -კივილით აიღო მიამ მთელი სახლი და ლამის სალტოების კეთება დაიწყო. -გილოცავ! რა მაგარიაა.. როდის არის ქორწილი?
-არც მე მჯერა მართლა.. მე და სანდრო ცოლ-ქმარი. -გაეცინა ნენეს. -პირველი დეკემბერი გადავწყვიტეთ. აუ, კუსა, რაღაც უნდა გთხოვო.
-მთხოვე რაც გინდა, ჩემო ცხოვრება.
- ერთი თვით ადრე ჩამოდი რა, მზადებაში მინდა დამეხმარო. თან შენ გაქვს ეს დიზაინერული ნიჭი, ხომ იცი მარტო არაფერი გამომივა.
-რად უნდა მაგას თხოვნა? ერთ კვირაში შენთან ვარ!
-შენ მე იდეალური მყავხარ! -შეჰყვირა სიხარულისგან ნენემ. -გელოდები სულმოუთქმელად.


-მომენატრები. -ხელები მოხვია საბას და კისერი ჩაუკოცნა. -გთხოვ რა, იქნებ მოახერხო ქორწილისთვის ჩამოსვლა.
-ხომ იცი, ყველანაირად შევეცდები.
ერთმანეთს გამოესიყვარულეს და მია თვითმფრინავისკენ დაიძრა. არავისთვის უთქვამს დაბრუნების ზუსტი თარიღი, ისედაც შუაღამით ჩაფრინდებოდა და არ უნდოდა ტყუილად შეეწუხებინა მეგობრები. გადაწყვიტა, რომ სახლში მივიდოდა, გამოიძინებდა, მოწესრიგდებოდა და დილით მოულოდნელად დაადგებოდა ნენეს, შემდეგ კი მშობლებს.
როგორ მონატრებია თბილისი, ჰაერი ღრმად შეისუნთქა, ტაქსი გააჩერა და სახლის მისამართი უკარნახა.
სადარბაზოში ჩუმად ავიდა, მაინც ფრთხილობდა ბიჭებს არ ღვიძებოდათ და კარების ხმაზე არ გამოეხედათ, სახლში შევიდა და კარები დაკეტა თუ არა ამოისუნთქა. შუქი აანთო და რას ხედავს? ბიჭის რამოდენიმე ნივთი იყო მიმოფანტული ალაგ-ალაგ, იფიქრა ან გეგასია ან სანდროსიო და პირდაპირ საძინებლისკენ გაემართა, ახლა საწოლის გარდა არაფერი აინტერესებდა. შუქი აანთო და შიშისგან და მოულოდნელობისგან შეკივლა.
-რა ხდება? -არანაკლებ შეშინებული წამოხტა საწოლიდან დანიელი, მიას დანახვისას კი შიში სადღაც აორთქლდა და.. და თავადაც ვერ გაეგო რა იგრძნო.. სიხარული? არა, ეს სიხარულზე მეტი იყო. მონატრება? მონატრებაზეც მეტი იყო.. ყველა გრძნობა ერთმანეთში აერია.
-რა ხდება?? ჩემს საწოლში გძინავს და მე მეკითხები რა ხდება? -მონატრების შემოწოლა მაქსიმალურად დააიგნორა მიამ და ბიჭს ლამის კივილით უთხრა.
-არ ველოდი შენ თუ იქნებოდი. -მხრები აიჩეჩა დანიმ.
-აქ რა გინდა? -მკაცრად კითხა გოგონამ.
-შენს მონატრებას ვიკლავ. -არ დაუმალა იქ ყოფნის მიზეზი.
-ახლავე წადი! -კატეგორიულად მოთხოვა მიამ.
-ერთხელ რომ დაგიჯერე, 3 თვეა საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია. მეორედ იგივეს აღარ გავიმეორებ. -არანაკლები კატეგორიულობით განუცხადა ბიჭმა და თვალებში ჩააშტერდა.
-შენ გიჟი ხარ? ჩემს სახლში რომ ხარ დაგავიწყდა? სასწრაფოდ წადი!
-არ წავალ!
-წახვალ!
-არა!
მია მიხვდა, რომ აზრი არ ქონდა ამდენ ლაპარაკს, დანიელი არსად წამსვლელი არ იყო.
-კარგი, ჩემთვის მაინც არ არსებობ, შეგიძლია მთელი ცხოვრება აქ დარჩე. მე მაინც არასდროს შეგიმჩნევ. -მისაღებში გავიდა ჩემოდნიდან პიჟამოების ამოსაღებად. როგორ უნდოდა მივარდნოდა, ჩახუტებოდა და ყველა სურვილი დაეკმაყოფილებინა, მაგრამ არა. საბას ამას ვერ გაუკეთებდა, მერე კიდევ თავის სიამაყეს და თავმოყვარეობას ვერ შელახავდა.
დანიელი გამარჯვებული სახით იდგა ოთახში და დაელოდა მია როდის შებრუნდებოდა. გოგონამაც არ დააყოვნა, მოკლე პოჟამოებში გამოწყობილი შევიდა საძინებელში, შუქი ჩააქრო, დანიელს ისე ჩაუარა ვითომ იქ არც არავინ იდგა და საწოლში ჩაწვა. დანიელმა ირონიულად ჩაიღიმა და გვერდით მიუწვა.
-რას აკეთებ? -გაკვირვება ვერ დამალა მიამ.
-აბა ჩემთვის არ არსებობო? -მიას თამაშის წესებით ათამაშდა დანიელიც.
-არც არსებობ!
-მაშინ რატომ მიმჩნევ? -მხრები აიჩეჩა დანიმ. მიამ აღარაფერი უპასუხა, გაცეცხლებული გადმობრუნდა და ზურგი აქცია ბიჭს. დანი ახლოს მიუჩოჩდა, ისე რომ მიას სურნელი კარგად შეეგრძნო, დღეს ნამდვილად ტკბილად დაეძინება. მია დანის სუნთქვას კისერზე გრძნობდა და სხეულში ერთიანად ჟრუანტელი უვლიდა, ახლა რომ კიდევ რამე ეთქვა დანიელის ირონია არ დააყოვნებდა, ამიტომ გაჩუმება არჩია, იქნებ გონებაშიც მოახერხოს ბიჭის დაიგნორება და ჩაეძინოს.


-----------
ოპააააა :))))) როგორც იქნაა, შევძელი სიახლის დამატებააა.... როგორ მომენატრეთ თქვენ ხომ აზრზე არ ხართ!!!
პ.ს. რაღაცნაირად კმაყოფილი ვარ ამ თავით. :დდ



№1  offline წევრი buubbuuu)))

ამოვისუნთქე :დ ჯიაააააა ვაიმე როგორ მიყვარს ესენი შენ აზრზეც არა ხარ რააა უუუფ
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№2  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
ამოვისუნთქე :დ ჯიაააააა ვაიმე როგორ მიყვარს ესენი შენ აზრზეც არა ხარ რააა უუუფ


love love

 


№3  offline წევრი სესილია

კარგი იყოოო fellow

 


№4  offline მოდერი ჯია

სესილია
კარგი იყოოო fellow

მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent