შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თარაში და ნია, ცოდვილთა თავშესაფარი (ნაწილი 4)


15-08-2015, 17:12
ავტორი liziglonti
ნანახია 2 908

-ძმაო წავიდეთ! ოთახში ანდრია შემოვიდა... -წავიდეთ!!
-სად წავიდა? ჩემი და მაინც იყოს .. რას ვუზამდი ნახავდა...
-დაწყნარდი.. მაგას ისედაც მოვახერხებთ.. უბრალოდ ანა ძალიან მალე გამოტყდა... სახლიდან კი ვერ გააგდებს, იმიტომ რომ ჩვენ დავიცავთ.. ხომ უნდა ვიცოდეთ ამ სახლში რა ხდება... თან სანდრო ჩამოვიდა...
-ეგ მართალია ძმაო.. ჩამოვიდა და მგონი აღარც წავა... შენ კი ნიას უნდა დაუახლოვდე..
-ზუსტად ვიცი რაც უნდა ვქნა... რჩევები არ მჭირდება....
3-------------3----------------3
-ნია სად არის? შენ რა გჭირს?
-ნიას მგონი ისევ სძინავს ბატონო სანდრო.. მე კი სახე დამეწვა...
-ფრთხილად უნდა იყო ხოლმე... მთელი ღამის უძინარი ვარ .. ავალ და დავიძინებ... კიბეებისკენ წავიდა..
-ბატონო სანდრო...!!
-გისმენ?
-სახლიდან ხომ არ გამაგდებთ..
-ნიამ მითხრა...
-ნიამ რა გითხრა.. წესიერად ამიხსენი...ისევ შემობრუნდა და მოსამსახურეს მიუახლოვდა...
-თქვენი შვილი ცუდათაა .. მაპატიეთ მაგრამ რაღაც სჭირს.. ხასიათი ძალიან სწრაფად ეცვლება და სულ ცდილობს ვინმეს გული ატკინოს... თან ყოველდღე შეურაცხყოფას მაყენებს... თითქოს მეც 16 წლის ვიყო.. ასე აღარ შეიძლება.. სხვაგან წასასვლელი რომ მქონდეს წავიდოდი.. მაგრამ არ მაქვს და რა ვქნა... ჩემს მოვალეობებს ისედაც ძალიან კარგად ვასრულებ.. მაგრამ ის სხვანაირი ბავშვია...
-გასაგებია!! დაველაპარაკები.. ისე წყნარად უთხრა რომ ანას ნერვები მოეშალა...
-გუშინ ჩაიც შემომასხა.. მალე ალბათ ცემას დამიწყებს... სანდრომ ისევ შეხედა და სახე დაუსერიოზულდა..
-სისულელებს მაბრალებს.. თხოვთ დაელაპარაკეთ...
-ასე რამ გაათავხედა...
-მამააააა.... კიბეებზე ნიამ ჩამოირბინა... მაგრამ მოსამსახურე, რომ დაინახა.. ღიმილი სახეზე შეაშრა... - აქ მოდი!! -რა ხდება მამ..?
-გაჩუმდი! აბა სახეზე შეხედე.. ეს რატომ გააკეთე.. ამის უფლება ვინ მოგცა....ასე რატომ იქცევი...ნიამ გაიცინა...
-ღირსი იყო.. ენაჭარტალა ადამიანებს ასე მოსდით... ამბების მიმტან-მომტანებს.. მე მისი დანახვაც აღარ მინდა... მინდა, რომ ამ სახლიდან წავიდეს...მამა იცი როგორ ცუდათ მექცევა სულ მიყვირის... და მეჩხუბება.. საჭმელსაც არ მიმზადებს წესიერს.. მარტო ზის და ფრჩხილებს იკეთებს... სახლსაც წესივრად ვერ ალაგებს... თავისი მეგობრები მოჰყავს სახლში და ერთი რიარია აქვთ ხოლმე? ვტყუი? აბა აღიარე რომ ასეა...
მოსამსახურე ამ უაზრო ცილისწამებამ უფრო გააბრაზა და სახე სულ გაუწითლდა....
-ეს სიმართლეა ანა?
-თქვი რომ ასეა.. ის ხმას არ იღებს მამა...
-კარგი! თუ არ მოგწონს აქ ყოფნა შეგიძლია წახვიდე.. და საიდანაც მოხვედი იქ დაბრუნდე... სხვა მოსამსახურეს ადვილად ვიშოვით... თავი აარიდა და თავის ოთახში ავიდა...
ნიამ რომ დაინახა მამა მაღლა ავიდა.. სიცილი გააგრძელა..-ანდრიას არ ვაპატიებ რაც ჩაიდინა! შენ კი შეგიძლია მიბრძანდე... დროზე!! თუ არადა ძალით გაგდებ... ისე მამამ უკვე გაგისროლა აქედან... წადი!! წადი!! დ ხელით კარებისკენ მიანიშნა...
-სულ ასეთი უბედური იქნები.. როგორიც ახლა ხარ! შეიძლება ახლა მე მექცევი ასე, მაგრამ მალე შენც იგივე დაგემართება და ვნახოთ შემდეგ ვინ გაიცინებს... მიუახლოვდა და ხელებზე მოუჭირა...-საზიზღარო! შენს უბედურ ოჯახს მიხედე.. და სხვის ცილისწამებას თავი დაანებე თორემ უფრო გაუბედურდები.. საწყალო..! მთელი ძალით ხელი ჰკრა.. და თავის ოთახში წავიდა...
3--------------------3---------------------3
ნიას ბებია 2 კვირაში გამოწერეს საავდამყოფოდან.. მამამისმა ახლა მოსამსახურე მოიყვანა სახლში...
-. ბებია მიxარია რომ უკვე ჩვენთან ხარ და ყველაფერი კარგად დამთავრდა... ძალიან მიყვარხარ....დაიხარა და მიეხუტა...ნია ცალკე გაიყვანა მამამისმა
-შვილო... ბებიას მომვლელიც ავუყვანე... გაიცანი ეს მირანდაა.. ეს კი სოფიი.. შეგიძლია ასე დაუძახო..
სოფიი გულწრფელი გოგონა ჩანდა.. ნიას უღიმოდა... მირანდა კი 40 წლამდე ასაკის იქნებოდა.. თან ძალიან სერიოზული სახე ჰქონდა...ნიამ დაუბღვირა და ოთახიდან გავიდა...
-ნია რას იტყვი? შვილს სიტყვები გააყოლა.. ის უკვე კიბეებზე მირბოდა....
-თქვენ შეგიძლიათ თქვენს საქმეს შეუდგეთ.. ჭირვეული შვილი მყავს.. ხომ ხვდებით? მე დაველაპარაკები...სანდრო მოსცილდა და ისიც მაღლა ავიდა... -არ მოვეწონეთ პრინცესას.. მაგას ჭკვაზე მოვიყვან... მირანდამ სოფის გაუღიმა და სეირნობით სამზარეულოში შევიდა...
3-----------------------3-------------------------3
-ჩემი კაი.. დედას ვფიცვარ გავიყინე რა.. 15 წუთიც და მივდივარ.. მაგრად ყინავს ძმაო.! თარაში მოიბუზა და ანდრიას გაუღიმა...
-არა რა ხომ გაუბნები.. ძალიან მოუთმენელი ხარ....
-კიდევ მე ვარ? მთელი ერთი საათია აქ ვდგავარ და ნიას ვუცდი.. იქნებ არ მოდის ძმაო... მე კი ვიყინები...
-მოგეხუტება და გაგათბობს.. პირველი კოცნა უკვე გქონდათ...
თარაშმა გაიცინა... - ნიას აქეთ ვათბობ ხოლმე.. სულ ცივია ... კოცნას არც ვცდი ძალიან ნერვიულია და შეიძლება მაგრად გამიჭედოს მერე სად წავალ ძმაო საბუთები გვჭირდება.. და თითები დაატყლაშუნა... წავალ გავივლი! იქნებ გზაშიც შემხვდეს ...
-თარაშ მხრებში გაიშალე!!...სიგარეტი ამოიღო და წაუკიდა...
-მცივა-მეთქი.. მცივა... ცივისისხლიანი ვარ.... ანდრიას შემოხედა და ბილიკზე დაგროვებულ თოვლს წიხლი უთავაზა..
3------------3---------------3
-მამა გარეთ გავდივარ ახლა არ დამიწყო გვიანიაო... ფეხსაცმელების ჩაცმა დაიწყო და ფეხზე წამოდგა...
-გარეთ რა გინდა? საკმაოდ ცივა...თან გოგონას მარტო გარეთ გასვლა რატომ უნდა უნდოდეს...
ნიამ გაიცინა... -მე სულ ამას ვაკეთებ... არაფერი არ დამემართება.. ხომ არ დაგავიწყდა რომ მდიდარი ადამიანების უბანში ვცხოვრობ და პოლიცია სულ დადის... გავალ და გავივლი..
-ქუდი დაიფარე...მისამსახურე მოგეწონა...?
-ისე რა... ქუდს არ ვიფარებ....
-ნია შეგცივდება...
-თავი დამანებე მამა... ნახვამდე... !!
სახლის კარები მაგრად მიაჯახუნა და სწრაფი ნაბიჯებით ქუჩაში გავიდა... სრული სიჩუმე იყო... ცოტა ხანი იდგა .. შემდეგ ისევ პარკში წავიდა... კაფიდან ჩაი გამოიტანა.. სკამზე დაჯდა.. ფეხები გაშალა და განათებულ ქალაქს ყურება დაუწყო....
თვალებზე გაყინული ხელების შეხება იგრძნო და შეკრთა... მაგრამ მალევე მიხვდა ვინც იქნებოდა და თავისი ხელების ზედ დაადო.. -ხედავ ახლა მე შენზე თბილი ხელები მაქვს.... -ეგ იმიტომ რომ, ცხელმა ჩაიმ გაგითბოო... ხელები ჩამოიღო და გვერდზე მიუჯდა... -არა..... ხელთათმანებიც წამოვიღე... რა იცი რა ხდება... შენ აქ რა გინდა? ჩემს სანახავად მოხვედი?იკiთხა და ჩაი დალiა....
-შენს სანახავად არა...
-შენი ძვირფასი მეგობრის სანახავad რომელიც სხვის ცხოვრებაში ერევა და სახლში ჯაშუშებს გზავნის რომ გაიგოს ვინ რას აკეტებს.. აი გამოვიცანი! თან ახლა მამაჩემი სახლში ჩამოვიდა... და მას კი ბევრი ემტერება.... შეიძლება .. და ნია გაჩერდა...აღარც მადარდებს რადგან ის მოსამსახურე სახლიდან გავუშვით... ფარდებიც სულ გაწეულია.. აივნიდან კარგად ჩანს არა? და თარაშს შეხედა....
-მომისმინე... ძალიან ცუდათ ფიქრობ.... საკმარისია ვინმემ რამე დააშავოს და არ პატიობ არა?
-არა... არ ვპატიობ....
-კარგი... ხმას აღარ ვიღებ.. შენ შეცდომებს დრო მიგახვედრებს...
-რა შეცდომებს? შეეკითხა ნია და უფრო ახლოს მიიწია... - თარაშ მითხარი... რადგან 16 წლის ვარ არაფერის უფლება არ მაქვს...
თარაშმა მიახლოება იგრძნო და ფეხზე ადგა... ნია შეკრთა და თავი დახარა...
-მაგ ერთი შემთხვევიდან ბევრი რამე ჩანს.. ძალიან ჯიუტი ადამიანი ხარ.. და იცი როგორი? ხასიათი ხშირად რომ ეცვლებათ.. მე შეიძლება არავინ მეკითხება მაგრამ საშინლად მოიქეცი... ჩაი არ უნდა შეგესხა .. ისევ ვერ ხვდები...??
-კარგი.. მაშინ მე პატიებას ვთხოვ.. სახე გაუბრწყინდა და თარაშს შეხედა.. მაგრამ არ ვიცი სად ცხოვრობს... თან ჩემი დანახვაც არ ენდომება... მამას რაც ვუთხარი იმის შემდეგ...
-ისევ რამე იცრუე?
ნია ფეხზე წამოდგა და ჭიქა ურნაში გადააგდო... - კი მე ხშირად ვიტყუები.. მაგრამ ის ღირსი იყო ჩემზე რატომ საუბრობს...
-ისევ ხომ.. არა რა.... შენ რა მარტო ის მოსამსახურე გგონია ასეთი სხვებზე რომ ლაპარაკობს.. შენ რა არასოდეს არ გილაპარაკია სხვის ცხოვრებაზე როცა შენ ეს არ გეხებოდა... მაინც თავს იმართლებ... თან ხშირად ტყუილებს ამბობ როგორც თქვი...მაგარია არა... პირში არაფერი არ გიჩერდება.. შენ საიდუმლოსაც ვერ შეინახავ...
-შენ რა იცი რომ ვერ შევინახავ.. და ასეთი ცუდი ადამიანი არ ვარ... შეცდომას ყველა უშვებს...
-კარგი გეტყვი რომ მაშინ... მე დაგინახე ბუხართან რომ იჯექი და უკვე გეძინებოდა... ყავაც რომ სთხოვე მოსამსახურეს ეგეც ჩემი თვალით დავინაზე. რომ უყვიროდი გარეთ ისმოდა... იმ ღამეს ანდრიასთან დავრჩი.. ეს არ გესიამოვნა.. მაპატიე თუ ეს დავინახე და გითხარი...
ნია გაჩერდა... ხმას ვეღარ იღებდა//- ბოდიში როგორ მოვუხადო....
-არვიცი.. ზოგჯერ გვიანია ხოლმე.. მე მაშინვე გითხარი...და თავი ცოტა უნდა მოთოკო... ძალიან ემოციური ხარ... თან ჯიუტი... -ამას უკვე მეორედ მეუბნები... -სახლში არ მიდიხარ? სხვა რამეზე გადაიტანა საუბარი...
-არა ჯერ არა... ჯერ 12 საათი გახდეს მერე წავალ და დავიძინებ..ისე თქვა თითქოს ჩვეულებად ჰქონდა გადაქცეული...
-12 საათამდე აქ ხარ ხოლმე?
-კი ..
-სკოლა?
-ვაცდენდი.. ახლა მაინც არდადეგები გვეწყება.. უკვე დეკემბრის მიწურულია... თან სკოლაში არ მინდა ხოლმე წასვლა .. სულ ჩხუბი მომდის და ჩემი კლასელები ვერ მიტანენ... მარტო ლიზასთან და ბარბთან მაქვს კარგი ურთიერთობა და ისინი არიან ჩემი მეგობრები...
-ანუ არ სწავლო.. ან ცუდათ სწავლობ...
-არა... მასეც არ არის... თუ საგანი არ მომწონს იმას ვერავინ ვერ მასწავლის ასე მაგალითად ისტორია არ მიყვარს და შესაბამისად... და გაიღიმა.. -მასწავლებელი სულ მე მეჩხუბება.. „ ნია არ გრცხვენი რანაირად იქცევი.. ეს არ გეკადრება და სხვა...“ არ მიყვარს და რა ვქნა...!!
-ასე რამდენი არ გიყვარს?
-ფიზიკა მიყვარს .. მათემატიკაც.. ქიმია და ბიოლოგია.. დანარჩენი არ მაინტერესებს... ქრისტინემ ცეკვაზე და ხატვაზე...არ მიმიყვანა მე კი ეს ძალიან მინდოდა.. გესმის? ხოდა გული ყველაფერზე ავიცრუე... სწავლაზეც და ასე შემდეგ..
-ქრისტინე ვინ არის? ხატვა გიყვარს?....
-მამაჩემის ყოფილი ცოლი... ნიამ თქვა და ხელებზე ხელთათმანების ჩაცმა დაიწყო...
-ანუ დედაშენი?
-ჰოო.. თუ შეიძლება მასე ითქვას... ვერ მიტანს და მეც ვერ ვიტან.. სამუდამოდ წავიდა ჩემი ცხოვრბიდან. ალბათ ასე იყო საჭირო.... ისინი დაშორდნენ.. მამამ თქვა რომ სულ ჩემთან იქნება.. და უცხოეთში არასოდეს წავა... მე მიხარია!!
„ რანაირი ცხოვრება აქვს გაიფიქრა თარაშმა და ნიას შეხედა“ ნია უღიმოდა..-ხომ ხედავ მართლა ყველაფრის ლაპარაკი ვიცი.. შენზეც მომიყევი რამე? თარაშ!!
-ჩემზე? და გაიცინა...
-არ გინდა რომ მითხრა...?
-მითხარი ჩემზე რა გინდა რომ იცოდე... აწეწილი ცხოვრება არ მაქვს როგორც შენ... ჩემს მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვართ და არასოდეს არ ჩხუბობენ... მეც ორივეს ძალიან ვუყვარვარ... გოგონები არ მასვენებ.. როგორც ყველას მაგრამ რას ვიზამ... ძალიან ლამაზი ვარ არა? ნიას ხელი ჩაჰკიდა და ლამპიონების შუქზე გაიყვანა... -კი ლამაზი ბიჭი ხარ... მწვანე თვალები ძალიან გიხდება... - გმადლობთ შენგან ზუსტად ამის გაგება მინდოდა... ამ დროს ნიას ტელეფონზე დაურეკეს....
-გისმენ ლიზოოო...
-მომისმინე აღარ გაპატიებ ხვალაც რომ გააცდინო სკოლა... ჩემთან ერთად წამოხვალ.. და ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყის... ნიამ დაბნეულის სახე მიიღო...
-არა ლიზოო.. მერე გიორგი.. ??
-მე თვითონ მოვაგვარებ... ხვალ შემოგივლი და ერთად წავალთ... გოგო მართლა როგორ ცივა.. ახლა აივანზე უნდა გავიდე... და ლიზა გარეთ გამოვიდა.. და რას ხედავს ნია მისი სახლის წინ დგას ვიღაც უცხო ბიჭთან ერთად .. ტელეფონი გათიშა და ნიას ხელი დაუქნია....
-ნიააა.........!!! დამიცადე ცამოვალ.. აივანი დატოვა და სახლში შევიდა...
-დროა წავიდე.. შენ კი მართლა 12 სააამდე არ იდგე აქ... ნახვამდის! ნიას გაუღიმა... და ბილიკს გაუყვა...
ლიზა დაბლა ჩამოვიდა...-მოიცადე!! ვინ ხარ მე ლიზა ვარ... თარაში შეაჩერა და ხელი გაუწოდა...
-მე თარაში ვარ...ნია მათ მიუახლოვდა... ხმას არავინ იღებდა...
-კაი მე წავედი... ნახვამდის ორივეს.. ლიზა შეათვალიერა და ადგილს მალევე მოშორდა...
-ნია ახლავე ამიხსენი ღამით უცხო ბიჭთან ერთად ქუჩაში რა გინდა...? შეყვარებულია და გვიმალავდი?
ნიას გაეღიმა- რა შეყვარებული? მე ვინმეს შევუყვარდები...
-მორჩი!! ნუ მიმალავ? აღიარე.. მე უკვე დაგინახე...
ნიას თამაში მოუნდა როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა...- ხო.. გოგო შეყვარებულები ვართ...
-ვაი.. ვაი... ვაი... შენ ვინ ყოფილხარ... ახლა გვიანია ხვალ გამოგივლი და ერთად წავიდეთ.. ბარბსაც დავუძახოთ...
-კარგი.. მეგობარს დაემვშიდობა და გზა გააგრძელა...
3--------------3--------------3
-დეიდააააააააა..!!! ისე თბილად მაცმევ.. დამცხა უკვე.. კარგი რა?
-ლიზ... ამას შენთვის ვაკეთებ... გაყონვა გინდა?
-ოოოო კაი რა მინც ვიგუნდავებ... აზრი არ აქვს... დეიდამ ღილების შეკვრა ბოლომდე დაასრულა... ქუდიც თვალებამდე ჩამოაცვა და ლოყაზე აკოცა..-ახლა უკვე მზად ხარ ჩემო პრინცესავ.. ლამაზო.. ძალიან არ დააგვიანო.. ლიზამ ჩანთა აიღო და გარეთ გავიდა.. დეიდა როგორც კი თვალს მიეფარა ქუდი მოიძრო და ჩანთაში ჩაიდო...
-აი გამოგიჭორე.... წელზე ხელები შემოჰხვია ანდრიამ და ლოყაზე აკოცა...(ანდრია ლიზა ბიძაშვილი იყო და ბარბარეს შეყვარებული)
-კაი რა.. რანაირად იცი ხოლმე....
-ჯერ ცხრის ნახევარია.. მალე რატომ გამოხვედი... მითხარი...
-ნიას უნდა დავუძახო.. მერე ბარბს..
ანდრიამ გაიღიმა-გასაგებია.. მე ბარბარესთან მივდივარ... ნიას ისევ ელაპარაკები.. მე მეგონა იჩხუბეთ...
-არა.. ჩვენი ნია შეყვარებულია....იცი? ისეთი ლამაზი ბიჭია.. თვითონ მითხრა ერთმანეთს ვხვდებითო... ანდრიას სიცილი აუტყდა.....
-დამიცადე დავუძახებ... კაი? ეზოს კარებს მიუახლოვდა და შიგნით შევიდა...
-ნიაააააააააააააააა!! აეეეეეეეეეეეეეეე!! ლიზამ ყვირილი მორთო...
-რა გაყვირებს? გარეთ მირანდა გამოვიდა....
-თქვენ ვინ ბრძანდებით... ? ამ დროს ნიაც გამოვიდა... კურტკას იცმევდა .. ცალ ხელში კი ჩანთა ეჭირა...
-მომისმინე.. უჭმელად სახლიდან ვერ გახვალ სკოლა ათის....
-მოკეტეეე!! დაიყვირა ნიამ- შენს ჭკუაზე მაინც არ ვივლი.. შენღა მეკლდი რა... წავიდეთ ლიზა გაუღიმა და ლოყაზე აკოცა...გარეთ ანდია რომ დაინახა ღიმილი სახეზე შეაშრა... ლოყა აეწვა მაშინდელი დღე გაახსენდა...
-ის ქალი ვინ იყო... ახალი მოსამსახურე.. ანა სად წავიდა...
-მამამ გაუშვა...ჩუმად თქვა .. ანდიას არც შეხედა...
-ჩემი დანახვა არ გესიამოვნა? ანდრია დაეწია და ნიას გვერდზე მიუდგა...
ნიას პასუხი არ გაუცია...
-შეყვარებულიც ვყოფილვართ თურმე არა? ანდრიამ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.. ნია სულ გაწითლდა....
-ლიზა........... მეგობრების საიდუმლოებს ასე ვტეხავთ?
-რა მოხდა ვითომ.. ამს ისედც გაიგებდა ყველა....
-ესე იგი მე რასაც გეუბნები ყველაფერი სხვას უნდა უთხრა.. რანაირი ხარ რა...!!!
-შენს შეყვარებულს რა ჰქვია ? ანდრიამ გაუღიმა და ხელი მხარზე დაარტყა.. -მე გეტყვი მოიცადე რაღაც უცნაური სახელი იყო... -ლიზა გაჩერდიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!! შენ ამას მეგობრობას ეძახი რაღაცას რომ გეტყვი თან უნდა დავაყოლო არ თქვაო.. ახლა თავი დამანებე.. შენთან ყოფნა აღარ მინდა.... ადგილზე გაჩერდა და სახლისკენ შებრუნდა ისევ......... - არავინ არ მჭირდებით!!!!!!!!!!!!!! დაუყვირა და სახლში შევიდა....
-არ უნდა მეთქვა... გული ვატკინე პირზე ხელი აიფარა და სევდიანად შეხედა ანდრიას ... - შენ კიდევ რა ყველაფერი გაინტერესებს... სუ შენი ბრალიააა!!!
-შენი მეგობარი.. ძვირფასი მეგობარი.. ბევრ ტყუილებს იგონებს დაიმახსოვრე.. მაგას უბრალოდ ტყუილების გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია გულბოროტა ადამიანია.. რაღაც ცუდს დაგმართებთ თავისი ტყუილებით.... შეყვარებული არ არის რა თქმა უნდა... თარაში ჩემი მეგობარია. და ეს რომ მან გაიგოს ახლოსაც არ მიეკარება.... შენ იკ მაგისგან შორს დაიჭირე თავი!! იდიოტი გოგო!! მატყუარა// არ სრცხვენია მაინც!!
-შენ რა იცი!!!!!! წადი რა...........!!!!!!!! ჩემზე უკეთ ნიას ვერავინ ვერ იცნობს!!!!!!!!!!
-კაი მე გაგაფრთხილე.. მერე არ ინანო... უთხრა და გზა გააგრძელა.... ლიზა კი ადგილიდან ვერ იძროდა.... ისევ ნიას სახლისკენ წავიდა.... და შიგნით შევიდა... კარებზეც დააკაკუნა...
-გისმენთ!! წინ დიადი და კარგად ჩასუქებული მირანდა გადაეფარა...
-ნიას თან ვარ შემომიშვი....
-ნიას არ სცალია.... და არავის ნახვა არ სურს.... !!
-გაიწიე რა.. ხელი ჰკრა და მისაღებში შევიდა... სახლში არავინ არ იყო.. პირდაპირ კიბეები აირბინა და ნიას ოთახში შეაბიჯა... ნიას საწოლზე იყო მიყუჟული და ტიროდა... ჩანთა ძირს დაეგდო.. ქუდი კი იქვე კარებში.. ლიზამ ქუდი აიღო და მისკენ წავიდა...
-ნიიიიიი.. გთხოვ მაპატიე..!!! ნუ ტირი ჩემ გამო.. გულის ტკენა არ მინდოდა... ხომ იცი ძალიან მიყვარხარ... თავზე ხელი გადაუსვა და მიეხუტა...
-მატყუარა ადამიანი ვარ........!! ძლივს თქვა და ცრემლები შადრევანივით გადმოყარა... -ყველაფერი ჩემი ბრალია... !!!
-არაუშავრს.. ჩავთვალოთ რომ ხუმრობა იყო.. დაწყნარდი რააა............!! გთხოვ!! ხელები ზურგზე მოუჭირა და სახეში ყურება დაუწყო....
-ხომ იცი ჩემი დაიკოოოოოო ხარ! და სულ შენთან ვიქნები გულს არასოდეს გატკენ... !!თავი თავზე მიადო
ნია გამოფხიზლდა... ცრემლები მოიწმინდა.......... ლიზას შეხედა და ფეხზე ადგა... შემდეგ თავი დახარა და ლიზას პრიალა თავლებით გაუღიმა......
ნია და ლიზა ბარბარესთან რომ მივიდნენ.. ანდრია იქ დახვდათ... ბარბარე დაბრღვერილი უყურებდა... შემდეგ შესამჩნევად თვალზე ხელი მოისვა...
-ეს აქ რატომ მოიყვანე............!!!!!!! იცოდე შენ ხმას აღარ გცემ და ჩემი მეგობარი აღარ ხარ.....შენთან ერთად სიარული არსად არ მინდა... ლიზა თუ გვინდა შენ წამოდი.. და ხელი გაუშვირა....
-ბარბი მაპატიე მაშინ გუნდა რომ მოგატყვი.. არ მინდოდა ძლივს თქვა და გაუღიმა...
-ლიზ მოდიხარ? თუ არა წავედი.... ბილიკის კიბეები ჩამოიბინა სკოლისკენ წავიდა ისე რომ უკან არც მოუხედავს...
- რა უთხარი...? ანდირია ნიას მიუახლოვდა და ნიკაპზე ხელი ჰკრა..- ჩემი გოგო შენთან რომ დავინახო მაგრად და-ერხევა!! და შენც ლიზა გაგაფრთხილე...
-წესიერად ბიჭოოოოოო! ლიზამ დაიყვირა და ნიას ხელი მოუჭირა.... - დაივიწყე!! მაგის სიტყვები... ახლა იმაზე ვიფიქროთ სკოლაში ისე როგორ შევიდეთ რომ გიორგის გადაურჩე... ნია! გაიღიმა და რამის ძალით წაათრია ნია სკოლისკენ....
3------------3----------------3
სკოლაში რომ შევიდნენ.. ისე მოხდა, რომ გაკვეთილზე დააგვიანდათ.. მთლად შევსებულ კლასში .. რომელშიც მხოლოდ ორი მერხი იყო თავისუფალი... ( თოვლიან დღეებში ყველა დადის სკოლაში)
-შეიძლება!! პირველმა ლიზამ შეაბიჯა შემდეგ ნიამ....
-რატომ აგვინებთ? ლიზა დაჯექი შენ კი მანდ დადექი... ნიას შეხედა და მკაცრი სახე მიიღო...
-სკოლას რატომ აცდენ.?? გინდა გამოცდები დაგენიშნოს.. შემდეგ რომელ ერთს ჩააბარებ... უწესრიგო ბავშვი ხარ.! ვერანაირ ვალდებულაბას შენ ვერ გრძნობ!! სასაცილიო...!! შერვაშიძე... კლას გახედა ყველას ეღიმებოდა.. შემდეგ ბარბარეს შეხედა, რომელიც საშინელი სახით უყურებდა სწრაფად თვალი მოაშორა... და მასწავლებლის ფეხებს დაუწყო ყურება...
-დაჯექი!! ბოდიშის მოხდაც კი არ შეგიძლია.. დროს მაკარგვინებ.. გამოხვალ და გაკვეთილს მომიყვები თუ არადა ორიანი მერე როგორ გამოასწორებ ვნახოთ...
საშინლად გამწარდა ვერ იტანდა როდესაც ამცირებდნენ... ბოღმა ყელამდე მოადგა.. და რას იზამდა არ იცოდა... ადგილიდან კი არ იძროდა...
-ბოდიშით პატივცემულო მასწავლებელო!!!!!!!!!! გაკვეთილი კი არ ვიცი... !! შეგიძლია ხუთი ორიანი ჩამიწეროთ ჩემთვის მაინც სულ ერთია....!! ნება თქვენია...
მასწავლებელს სახე გაუწითლდა - უზრდელო შენ!! თავხედო!! არ გეშინია ხომ აი ვნახოთ კალამი აიღო და ნიშნების წერა დაიწყო...ნიამ ჩანთა მოიხსნა.. მერხზე დააგდო.. თვითონ კი გარეთ გავარდა... კარები კი მაგრად მოაჯახუნა....
-ეს ვინ ყოფილა? მამა და დედა აქ ყავს? კლასსს შეეკითხა... ხმა არავინ გასცა...
-ბარბარე შენ ხომ მეზობელი ხარ?
-კი მაგრამ არ ვიცი.. ნია დაბლა ჩავიდა... კარებში იდგნენ ამიტომ გარეთ ვერ გავიდოდა.. უკაცრიელ ადგილზე იპოვა ფანჯარა .. დაჯდა და გარეთ ყურება დაიწყო............ თან ცრემლები სცვიოდა...
„ზოგის ცხოვრება მთელი წიგია, ზოგის კი მხოლოდ სათაურია“ მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში........------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------არ ვიცი რამდენად კარგი გამომდის.. მაგრამ მე აუცილებლად მჭირდება რომ დავწერო.... და ჩემი გრძნობები გადმოცემა ვისწავლო....



№1  offline წევრი nini :)

კარგია გააგრძელე მალე

 


№2  offline წევრი cancara

კარგია გააგრძელე დიდი თავები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent