შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებების ზღვაში "11 თავი დასასრული"


15-08-2015, 22:22
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 2 999

დემეს ნაამბობი
გულში სითბო ჩამეღვარა, როცა ჩემი ნინია ჩვენი ანგელოზებით ხელში დავლანდე. თურმე აქამდე უბრალოდ ვცოცხლობდი, ახლა კი არსებობის საშუალება მომეცა. ნუთუ შესაძლებელია რაიმე ამაზე უფრო მშვენიერი იყოს, ვიდრე შეგრძნობა იმისა, რომ გყავს ადამიანები, რომლებიც შენი სულისა და გულისა ნაწილები არიან... ადამიანები, რომლებიც მუდამ შენს გვერდით იქნებიან და შენც ნებისმიერ წამს გეცოდინება, რომ იქ, სადაც ერთად იქნებით, ყოველთვის იქნება სიმყუდროვე, სიყვარული, ერთმანეთის გაფრთხილება და ერთმანეთზე ზრუნვა. ახლაღა ჩავწვდი ამ სიტყვების მნიშვნელობას:,, შენ რომ შეაღებ იმ კარს მიღმა მინდა ცხოვრება“.
ნინიას ნაამბობი
ახალი წელი მე, დემემ და ბავშვებმა ციხისძირში გავატარეთ. ეს წუთები ვიცი, სამუდამოდ აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში. რამ შეიძლება წაშალოს ჩემი მეხსიერებიდან ის ღამე, როდესაც ატირებული ბავშვებით ხელში მაღვიძებდა არანაკლებ დაფეთებული დემე. ყოველთვის თავიდან ვივსები მისი სიყვარულით, მაგრამ მაშინ ისეთი საყვარლები იყვნენ, რომ ეგრევე ტელეფონი ავიღე და ფოტო გადავუღე. მიხარია, რომ ჩემი და დემეს თვალები ერთმანეთის სიყვარულითაა აღსავსე. საოცარი სითბოთი და სიყვარულით ვივსები, როდესაც დემეს და პატარებს ვუყურებ, ბედნიერებაა, როცა მათი სურნელი, მათი ხმა სისხლსა და ხორცში გაქვს გამჯდარი და იცი, რომ შენი სამყარო სწორედ მათთან დაკავშირებული. სამწუხაროდ, ამ ახალ წელს ბავშვთა სახლის ტრადიცია დაგვერღვა, თუმცაღა 14 იანვარს აუცილებლად მივაკითხავთ ბავშვებს და შევეცდებით, თუნდაც მცირედით გავუხალისოთ ეს დღე.
2 წლის შემდეგ
ამ ორი წლის განმავლობაში ყოველდღე სხვადასხვა ემოციითა და სიხარულით მავსებს. დღეს ჩვენი პატარების დაბადების დღეა და მე და დემე დილიდან განსაკუთრებულად ვემზადებით. ვცდილობთ ბავშვები არ გავათამამოთ, მაგრამ ისეთი ჩასაყლაპები არიან, რომ ყოველ წუთას ჩასახუტებლად დავდევთ. გაბრიელი დემეს კოპიო, ანასტასიას კი ჩემი მხოლოდ თვალები გამოჰყვა... სულ მაგაზე ვბუზღუნებ, რომ ორივე ბავშვი მას დაემსგავსა, მაგრამ დემე მამშვიდებს შემდეგი შენ დაიმსგავსეო. ხანდახან ვკამათობთ, ერთმანეთის უაზრობებზე ვეჩხუბებით, მაგრამ ყოველი პატარა ჩხუბის მერე ვგრძნობთ, რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენ მართლაც რომ არ ვარსებობთ. დღეს ორმაგად ემოციური დღეა, დემეს მშობლებიც ჩამოდიან ევროპიდან და საშინლად ვნერვიულობ... აქამდე მხოლოდ სკაიპით ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მეშინია... რისი?! არ ვიცი, ალბათ, ზედმეტი ემოციების ბრალია... დემე კი დგას და დამშვიდების მაგიერ, აქეთ დამცინის... არა, ისე მართლა რომ დაგიწუნონ? - სერიოზული სახით მეუბნება და მეორე წამს სიცილისგან სულს ვერ ითქვამს, მე გაბუსხული ვშორდები და ოთახისკენ მივდივარ, როდესაც თავისკენ მაბრუნებს, ძლიერად მეხუტება და თვალებზე ხელებაფარებული სადღაც მივყავარ... ხელში რაღაც ყუთი მომაჩეჩა და მეც სიხარულისგან კინაღამ ვგიჟდები, როცა მასში თეთრი კავკასიური ნაგაზის ლეკვი აღმოვაჩინე, ვაიმე რა მაგარია, ვყვირი და მთელი ძალით ვეკვრი... ლეკვს არ უნდა მოეფერო? - ღიმილით და თითქოს ანერვიულებელი მეუბნება და მეც პატარასკენ ვიხრები, როდესაც თვალს პატარა ბეჭედი მჭრის... უსასრულობის სიმბოლოს ფორმით და წარწერით დემე და ნინია... ცოლად გამომყვები ? - მეჩურჩულება დემე და მეც ფეხის წვერებზე ვიწევი, ჩემს საყვარელ ადგილას, მის კისერში ვრგავ თავს, ტუჩებს ვაწებებ და ბედნიერი ვეჩურჩულები: შენ როგორ ფიქრობ?... დემეც თავის მკლავებს უფრო მჭიდროდ მხვევს და ოთახისკენ მივყავარ, რომელშიც ამდენი ხნის მონატრებული დისშვილი, თაია მხვდება... ზედმეტი ემოციებისგან ტუჩები სატირლად მებრიცება, როდესაც თაია მაჩერებს და ცხვირწინ თეთრ საქორწილო კაბას მიფრიალებს... არა ამდენი ემოციები უბრალოდ გამაგიჟებს...

ახლაღა მახსენდება ის საღამო, როდესაც მე და დემე ჩემი ხათრით რომანტიკულ ფილმს ვუყურებდით და ბოლოს ქორწილის მომენტზე მე როგორც ყოველთვის ჩემი გულჩვილობის გამო ამეტირა... მაშინ დემემ დეტალებში მომაყოლა მე როგორი წარმომედგინა ეს დღე, მეც ემოციებისგან გაბრუებულმა აჟიტირებით აღვუწერე ეს დღე, კაბა, ბეჭედი, მოსართავები... ეს დღე, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივია, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი.. ამ დღეს ხომ უფლის წინაშე სამუდამოდ ადასტურებ, რომ შენი ცხოვრების თითოეულ ამოსუნთქვას იმ ერთადერთს მიუძღვნი... ჯვარი თბილისთან ახლოს , ჯვრის მონასტერში დავიწერეთ... ახლა ღვთისმშობლის ხატის წინ ვდგავარ დემესთან ერთად და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ამხელა ბედნიერების ღირსი გამხადა...

,, ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! –
იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი!..
არაერთს ისე მოეღო ბოლო,
თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! –
სად არის იგი! - ეს ღმერთმა იცის!
იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის, -
ათასში ერთი გამხდარა ღირსი! (მუხრან მაჭავარიანი)
---------------------------------------------------------------
დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და თქვენი კომენტარებით წერის სურვილს კიდევ უფრო მიღვიძებდით. #სოფიკო უღრმესი მადლობა თითოეული კომენტარისთვის, დარწმუნებული ვარ, ისეთივე თბილი ადამიანი იქნები, როგორიც შენი კომენტარებიდან ჩანდა love



№1  offline წევრი milangirl

ძალიან მომწონდა ეს ისტორია და ცოტა გული დამწყდა რომ დამთავრდა, მაგრამ ძალიან თბილი დასასრული კი გამოგივიდა. იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდები

 


№2  offline მოდერი sopiko

ვაიმეეე შენზე გაბრაზება რომ არ შემიძლია რა არის ეს :-D ძალიან თბილი ისტორია იყო. ისე მეც მართლა თბილი ვარ :-D როგორ მიყვარხარ ხომ იცი და გისურვებ ისეთივე სიყვარული გეპოვნოს როგორიც ნინიამ იპოვა, და თუ უკვე ნაპოვნი გაქვს მის შენარჩყნებას♡♥♡ ველოდები ახალ ისტორიას.... მალე... ძალიან მალე...

 


№3  offline წევრი Be_the_ONE

sopiko
ვაიმეეე შენზე გაბრაზება რომ არ შემიძლია რა არის ეს :-D ძალიან თბილი ისტორია იყო. ისე მეც მართლა თბილი ვარ :-D როგორ მიყვარხარ ხომ იცი და გისურვებ ისეთივე სიყვარული გეპოვნოს როგორიც ნინიამ იპოვა, და თუ უკვე ნაპოვნი გაქვს მის შენარჩყნებას♡♥♡ ველოდები ახალ ისტორიას.... მალე... ძალიან მალე...


მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ სოფიკო love დიდი მადლობა კეთილი სურვილისათვის,ალბათ, მთავარი რწმენაა და როცა გწამს, სამყაროც შენს მხარესაა feel შენც ყოველივე საუკეთესოს გისურვებ love და ახალ ისტორიაზე ვფიქრობ, არ მინდა გრძნობების გარეშე დავწერო, თორე გარკვეული იდეა უკვე მაქვს smile

milangirl
ძალიან მომწონდა ეს ისტორია და ცოტა გული დამწყდა რომ დამთავრდა, მაგრამ ძალიან თბილი დასასრული კი გამოგივიდა. იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდები


მადლობა #მილანგერლ , ძალიან მიხარია, რომ ის სითბო, რისი ჩადებაც მინდოდა ისტორიაში შენამდეც მოვიდა feel ვეცდები, მალე დავბრუნდე ახალი ისტორიით smile


მადლობა ფეისბუქ კომენტარებისთვის feel

 


№4  offline წევრი tat cullen

ვაიმე!! აი დღეს წავიკითე ყველა თვი და შოკშI ვარ :)) რამდენჯერმე ვიტირე გეფიცები:( რაღაც სიხარულით ავივსე:) სასწაული იყო გასაგიჟებელი!! მომეწონა კი არადა გადავირიე! არ ვიცი აი სიტყვებს ვერ ვპოულობ <3

 


№5  offline წევრი Be_the_ONE

tat cullen
ვაიმე!! აი დღეს წავიკითე ყველა თვი და შოკშI ვარ :)) რამდენჯერმე ვიტირე გეფიცები:( რაღაც სიხარულით ავივსე:) სასწაული იყო გასაგიჟებელი!! მომეწონა კი არადა გადავირიე! არ ვიცი აი სიტყვებს ვერ ვპოულობ <3


უზომოდ მიხარია, რომ მოგეწონა smile ბოდიში, რომ აგატირე კითხვისას wink , მაგრამ ,იმედია, ნაწარმოების დასასრულს აივსე ბედნიერების ნაწილაკებით wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent