შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნახატი (სრულად)


16-08-2015, 20:32
ავტორი Tako Tsiklauri
ნანახია 7 770

დილას ადრე ავდექი. მოვწესრიგდი და უნივერსიტეტში წასასვლელად მოვემზადე. ცოტა ხანში კარზე ზარის ხმაც გავიგე.
-მოდი ანი.
-მზად ხარ?
-კი მარა არ გვაგვიანდება, ყავა დავლიოთ და ისე წავიდეთ.
-კარგი.
ანი ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ სხვადასხვა ფაკულტეტებზე. დილაობით სულ ერთად მივდივართ.
-გავიდეთ ხო უკვე?
-ხო წავიდეთ.
-ვაიმე ელენე როგორ დამავიწყდა მეთქვა. დღეს სალომეს დაბადების დღეა და დაგვპატიჟა ორივე. დილას დამირეკა და მითხრა აუცილებლად მოდით შენ და ელენეო. წავიდეთ ხო?
-კიი წავიდეთ. სახლში უნდა ავიდეთ მაგასთან?
-არაა აგარაკზე.
-კაი და რომელ საათზე?
-5ზე ადიან უკვე და ჩვენც ეგრე ავიდეთ.
-კარგი!
ლექციები მალე დაგვიმთავრდა და წავედით სალომეს აგარაკისკენ. ძალიან ბევრი ხალხი იყო სალომე ძლივს ვიპოვეთ.
-სალოომე გილოცავ!!
-მადლობა დიდი, ძალიან გამიხარდა რომ მოხვედით. დასალევი ბართან არის, რაც გინდათ შეუკვეთეთ მეც მალე მოვალ.
-კარგი.
მე და ანიმ ცოტა დავლიეთ, მერე ვიცეკვეთ, ბოლოს მე ვიღაც მთვრალი ამეკიდა, გადამეკიდა ვიცეკვოთო და ხელს არ მიშვებდა. ანიც ცდილობდა როგორმე გამოვეყვანე , მაგრამ ის ხელს მაინც არ მიშვებდა. ამ დროს ვიღაც მაღალი ბიჭი მოვიდა.
-საყვარელო წავიდეთ ხო?
ეს იმ მაღალმა ბიჭმა მითხრა, მეც მალევე მივხვდი რა ხდებოდა და ხუმრობაში ავყევი.
-რა თქმა უნდა უკვე გვიანია.
გავუღიმე თბილად და ის მთვრალიც მალევე მოგვშორდა.
-ძალიან დიდი მადლობა. ვერაფრით ვერ მოვიშორე, თქვენ, რომ არა ალბათ არც დამანებებდა თავს
-სამადლობელი არაფერია, სანდრო
ხელი გამომიწოდა
-ელენე, ეს კი ჩემი მეგობარია ანი
-ძალიან სასიამოვნოა
-ჩვენთვისაც.
-რამეს ხომ არ დალევთ?
-იცი ჩვენ უკვე წასვლას ვაპირებთ, დახმარებისთვის მადლობა ნახვამდის.
-კარგი როგორც გინდათ კარგად
მალევე ვიპოვეთ სალომე დავემშვიდობეთ და წამოვედით.სახლში მალე მოვედი. ძალიან დაღლილი ვიყავი და ეგრევე ჩამეძინა. დილად არ მქონდა ექციები ამიტომ გვიან ავდექი.
ტელეფონს,რომ დავხედე ორი გამოტოვებული ზარი მქონდა ორივე ანისგან იყო, ეგრევე დავურეკე.
-მირეკავდი?
-ხოო გეხვეწები სამეცადინო თუ არ გაქვს სავაჭრო ცენტრში გამომყევი რაა. შაბათს ქორწილში მივდივარ და რამე უნდა ვიყიდო.
-კარგი ჩავიცმევ და გამოგივლი.
-კარგი მიდი.
მოვწესრიგდი და ეგრევე წავედი, მანქანა გარაჟიდან გამოვიყვანე და ანის სახლისკენ წავედი. რომ მივედი ქვევით დამხვდა ვიღაც ბიჭებთან ერთად.
-ელეე რა მალე მოხვედი. ბავშვებო მე წავედი და სხვა დროს გნახავთ.
ბიჭებს დაემშვიდობა და მანქანაში ჩამიჯდა.
-ვინები იყვნენ ეს ბიჭები?
-ჩემი უბნელები, ხანდახან ჩავდივარ ხოლმე ეზოში და ჯოკერს ვეთამაშები.
ამაზე ძაან ბევრი დავცინე. როგორც იქნა მოვედით სავაჭრო ცენტრში და მოვიარეთ უამრავი მაღაზია, ბოლოს ანიმ ნახა ძალიან ლამაზი კაბა რომელიც თვითონაც მოეწონა და იყიდა. ძალიან გვშიოდა ორივეს და იქვე პატარა კაფეში დავსხედით. ვჭამეთ და მალევე წამოვედით. მთელი დღე უაზროდ გავატარე, ანისაც ეჩქარებოდა და ჩემთან ვერ წამოვიდა. საღამოს ჩემ დას გავუარე. და რომ მყავს არ მითქვამს ხო? ეხლა გეტყვით ჩემი და სოფო, ჩემზე ორი წლით უფროსი უკვე გათხოვილია და შვილიც ყავს. მოკლედ მოვინახულე ჩემი და და დის შვილი.
ჩემი დანახვა პატარა ქეთის ძალიან გაეხარდა. რომ მივდიოდი სულ ვასეირნებდი და ეხლაც არ დავარღვიე ტრადიცია და სასეორნოდ წავიყვანე.ერთი პარკი უყვარდა ძალიან, ამბობდა რომ ყველაზე მაგარი სასრიალოები იქ იყო, მისვლისთანავე სასრიალოებთან მივიდა და იქ მყოფი ბავშვები გაიცნო. მეც იქვე ჩამოვჯექი ერთერთ სკამზე. ცოტა ხანში ვიღაც მომიახლოვდა.
-ელენე ხომ არ მეშლება?
თუ არ მეშლებოდა ეს ის ბიჭი იყო გუშინ,რომ გადამარჩინა.
-სანდრო გამარჯობა, როგორ ხარ?
-გამიხარდა რომ მიცანი, კარგად შენ როგორ ხარ?
-კარგად. აქ რა გინდა?
-ჩემი ძმის შვილი მყავს სასეირნოდ წამოყვანილი შენ?
-მე ჩემი დის შვილი.
-მართლაა? აბა რომელია შენი დის შვილი?
-აი ის
თითით მივუთითე ქეთიზე.
-მაგის გვერდზე ჩემი ძმის შვილია, უკვე დამეგობრებულან გოგოები.
ამაზე უბრალოდ გავუღიმე, ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით და მერე ისევ მან განაგრძო.
-რამდენი წლის ხარ?
-21 შენ?
-მე 22. რომელი სკოლა დაამთავრე?
-აქ არ დამიმთვარებია, გერმანიაში ვიყავი და მერე ისევ აქ დავბუნდი და აქ ჩავაბარე.
-გერმანული კარგად იცი ?
-კი 7 წელი იქ ვცხოვრობდი.
-რაზე სწავლობ ეხლა?
-ჟურნალისტიკურზე შენ?
-მე..
ამ დროს ქეთიც მოვიდა და სახლში წაყვანა მთხოვა
-სანდრო ჩვენ უკვე უნდა წავიდეთ. იმედია კიდევ შევხვდებით.
-კარგად მეც დიდი იმედი მაქვს.
ქეთი სახლში დავტოვე, მერე მეც სახლში დავბრუნდი.არ მეძინებოდა და კომპიუტერთან დავჯექი. ფეისბუკზე რომ შევედი სანდროს მოთხოვნა მქონდა მეგობრობაზე და დავეთანხმე. სურათებშიც საკმაოდ სიმპათიური იყო. მერე ჩემთან ანი მოვიდა. ბევრი ვილაპარაკეთ, ძალიან გვიან წავიდა და მეც დავიძინე.
მეორე დღეს უნივერსიტეტში წავედი. ერთერთმა ლექტორმა ინფორმაცია მოგვაწოდა ფესტივალის შესახებ, რომელიც ამ შაბათ-კვირას უნდა გამართულიყო ქალაქგარეთ. მე აუცილად უნდა წავსულიყავი, როგორც პრაქტიკანტი. რეპორტაჟი უნდა მომემზადებინა, როგორც ვიდეოს ისე წერილობითი სახით.
შაბათ-კვირა მალე მოვიდა. მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ოპერატორის როლს ასრულებდა ჩემს დავალებაში, ერთად წავედით ფესტივალზე. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და ცნობილ ადამიანებსაც კი დაინახავდი აქაიქ. მე და საბამ(ოპერატორმა) ბევრი ადამიანის აზრი ჩავწერეთ. რეპორტაჟისთვის ყველაფერი მზად იყო. საბას ძალიან ეჩქარებოდა სამსახურში ამიტომ წავიდა. მე დავჯექი ერთერთ კაფეში და თან ვადევნებდი თვალს ფესტივალს. ხო არ მითქვამს ფესტივალის მთავარი არსი. აქ მუსიკოსები, მსახიობები და ზოგადად ყველა ხელოვანი ადამიანი იყო შეკრებილი. ერთ დიდ მდელოზე იყო დადგმული სცენა საიდანაც ხან სიმღერის ხანაც მსახიობების ემოციური და დამაჯერებელი ტონის ხმა ისმოდა. მდელოს მეორე მხარეს გამოფენა იყო, სადაც ბავშვების და ახალგაზრდების ნახატები იყო გამოფენილი. რაც ყველაზე მთავარი იყო ეს საქველმოქმედო აქცია იყო და ბილეთებში და სხვა საქმიანობაში გადახდილი ფული პატარა დაავადებულ ბავშვთა ფონდს ერიცხებოდა. მინი სპექტაკლის ყურების შემდეგ გადავწყვიტე გამოფენაზე გამოტანილი ნახატები დამეთვალიერებინა. სხვათა შორის ნამდვილად ნიჭიერი მხატვრები გვყავს. თითქმის ყველა ნახატი მომეწონა, მაგრამ ჩემი ყურადღება ერთმა ნახატმა მიიპყრო. ეს აბსტრაქტული ნახატი იყო და ცოტა ძნელი იყო იმის გარჩევა კონკრეტულად რისი თქმა უნდოდა მხატვარს. სამწუხაროდ მხატვრის სახელი არ ეწერა და შესაბამისად ვერც გავიგებდი მის აზრს. ნახატი ვიყიდე,რადგან დიდი ხანია ესე არაფერი მომწონებია.
ფესტივალი გვიან დამთავრდა და მეც გვიან წამოვედი. შემდეგ დღეს არ მქონდა ლექციები. ულამაზესი ნახატი ჩემს ოთახში დავკიდე კედელზე, თან ისე მოუხდა ჩემი ოთახის ინტერიერს არც მეგონა საერთოდ თუ მოუხდებოდა. მალევე დავწექი და დამეძინა.დილას გვიან გავიღვიძე. ანის დავურეკე,რომ ჩემთან მოსულიყო. ანიც მალე მოვიდა.
-ელენე გუშინ რა ქენი?
-აუუ რავი რაა გადავიღეთ ძალიან ბევრი რაღაც ეხლა დასამონტაჟებელია და მერე წერილობითი სტატიაც დასაწერი მაქვს.
-ისე კარგი ფესტივალი იყო?
-კი ძალიან. ერთი ნახატი ვიყიდე, ისე მომეწონა შედი და დაინახავ ჩემს ოთახში კიდია.
ზუსტად ორ წამში მესმის ჩემი ოთახიდან აღფრთოვანებული ხმა.
-ელენე რაა ლამაზი ნახატიაა. თან შენ ოთახს როგორ უხდება. ვისია?
-აი ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად. არ აწერია და გამყიდველს რომ ვკითხე არ ვიციო.
-სადმე სახელი ეწერება ყველა ვარიანტში. შეიძლება შენ ვერ ხედავ და ნახატის ისეთ ადგილად არის დამალული,რომ ვერც მიხვდე,უბრალოდ კარგად დააკვირდი მერე ნახატს და სადმე უნდა ეწეროს მხატვრის სახელი.
ანი გვიან წავიდა მე კი ჩამოვხსენი ნახატი და დავიწყე ძებნა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ნახატის პატრონი. სამწუხაროდ ნახატზე ვერანაირი წარწერა ვერ ვიპოვე,მაგრამ იმედი არ დამიკარგავს.
მეორე დღეს სოფომ დამირეკა, ჩემმა დამ.
-რას შვები ელე?
-ეხლა გამოვდივარ უნივერსიტეტიდან შენ?
-მე არაფერს.აუუ რაღაც უნდა გთხოვო რაა.
-მიდი მითხარი
-მოკლედ მე და გიორგი(ქმარი) დღეს მივდივართ დაბადების დღეზე და გიორგის დედასაც არ ცალია რო დაიტოვოს ნატა. ხოდა დაიტოვებ ერთი დღით?
-აბა რას ვიზავ. ოღონდ ჩემთან მოიყვანე ეგრე მირჩევნია.
-კარგიი ელეე დიდი მადლობა. მოგიყვან სანამ წავალთ.
სანამ ნატას მომიყვანდა სოფო ცოტა ვიმეცადინე. და ამასობაში ეგენიც მოვიდნენ.
-მოდი ქეთიი
-ელე ესენი გამოსაცვლელი ტანსაცმელებია და ეს წამალი დაალევინე ძილის წინ. დილას მე ამის ანალიზები უნდა გამოვიტანო და მერე გამოვუვლი.
-რა ანალიზები?
-ანალიზები ავუღე, სისუსტეს გრძნობდა და ზურგზე ჩალურჯებები ქონდა.
-აა გინდა მე გამოვიტანო ბარემ დილას ანალიზები? და მე მოგიყვან. მაინც დაღლილი იქნები და ნაბახუსევი.
-აჰა არა ბევრის დალევას არ ვაპირებ, მარა კარგი თუ გეცლება გამომიყვანე თუ არადა მე მოვაკითხავ. კლინიკის მისამართს დაგიწერ. რომ მიხვალ მიმღებში ქეთის სახელზე და გვარზე არის ანალიზები და მოგცემენ თვითონ.
-კარგიი. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. გკოცნი
-მეც ძალიან ბევრს. ქეთი ჭკვიანად მოიქეცი.
მე და ქეთი კინოში წავედით. მერე ვისეირნეთ, ნაყინი ვჭამეთ და ბოლოს სახლში დავბრუნდით.ქეთის მალე ჩაეძინა და მეც მის გვერდით დავიძინე.
შემდეგ დღეს ადრე ავდექით. ქეთი ვასაუზმე და ანალიზებზე წავედით.
როგორც კი ქეთის ანალიზები ვიკითხე ექიმს დაუძახეს. ძალიან ავნერვიულდი. ქეთი გარეთ დატოვეს ექთნებთან და მე ექიმმა შემიყვანა კაბინეტში.
-თქვენ ქეთის დედა ბრძანდებით?
-არა მე დეიდა ვარ.
-კარგით. ანალიზების პასუხი არ არის კარგი. ლეიკემია აქვს.
აქ ყველაფერი დამიბნელდა და ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, უბრალოდ ექიმის ლაპარაკი მესმოდა.
-ანალიზები არის გასაკეთებელი, ჯერ არ ვიცით რა მდგომარეობის და რა სირთულის არის. იქნებ დარჩეთ და გავაკეთოთ ბარემ ყველა ანალიზი.
-დიახ რათქმაუნდა გავაკეთოთ.
ძალიან ავნერვიულდი. ნატა მეკითხებოდა რა ხდებაო მეც ვამშვიდებდი. ყველაზე მეტად მიჭირდა სოფოსთან დარეკვა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
-სოფო რას შვები?
-არაფერს შენ?
-ძალიან გთხოვ გუშინ რომ ჩამაწერინე იმ საავადმყოფოში მოდი რა.
-ელენე რა მოხდა? ქეთიდ რამე დაემართა?
-ჩემს გვერდით არის ქეთი. უბრალოდ მოდი და არაფერზე არ ინერვიულო.
15 წუთში მოვიდა. ქეთი უკვე შეყვანილი ყავდათ ანალიზებზე.
-ელენე რა ხდება? ქეთი სად არის?
-სოფო, გიორგი დასხედით.
-ელენე გვითხარი რა ხდება.
-ქეთი ანალიზების პასუხი არ არის კარგი.
-რა ჭირს?
-ლეიკემია. ეხლა ექიმებს ყავთ წაყვანილი ანალიზებზე უფრო დეტალური ინფორმაციისთვის.
ვხვდებოდი როგორ უჭირდათ ამის მოსმენა. სოფო ტიროდა, გიორგი აწყნარებდა და ეუბნებოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. საავადმყოფოში გვიანობამდე მოგვიწია ყოფნა და საბოლოოდ გავიგეთ ანალიზების პასუხი. ამის მოსმენა არც ისე მარტივი იყო,ქეთის გადარჩენის შანსი აღარ არსებობდა. მხოლოდ ქიმიოთერაპიით თუ გავუხანგრძლივებდით სიცოცხლეს. შემდეგ ქეთისთან შეგვიშვეს. მშობლებმა ყველაფერი უთხრეს ქეთი ძალიან ძლიერი და ჭკვიანი გოგო იყო, ამიტომ ყველაფერი ჩვეულებრივად მიიღო. პირიქით აწყნარებდა დედას და მამას რომ არ ენერვიულათ. მე იქ ვერ შევძელი დარჩენა და იმ პარკში წამოვედი სადაც მე და ქეთი ყველაზე ხშირად დავდიოდით. დავჯექი ერთერთ სკამზე და ფიქრი დავიწყე. ცოტა ხანში ვიღაც მომიახლოვდა.
-ელენე ამ დროს აქ რა გინდა?
-სანდრო მე უბრალოდ მარტო მინდოდა ყოფნა და სხვა ადგილი ვერ მოვიფიქრე.
-გინდა წავიდე მე?
-არა არა იყავი თუ გინდა.
-რა გჭირს იტირე?
-ძალიან ცუდად ვარ.
-რა მოხდა არ მომიყვები?
-ქეთის ლეიკემია აქვს და გადარჩენის შანსიც არ არსებობს.
არ მახსოვს რა რეაქცია ქონდა ამაზე, მაგრამ ამის შემდეგ დიდი ხანი არ ამოგვიღია ხმა. შემდეგ თვითონ დამელაპარაკა.
-სახლში მიგაცილებ დაისვენე.
-არ შეწუხდე ჩემით წავალ.
-არა მარტო ვერ გაგიშვებ. მიგაცილებ და არ ვწუხდები
-კარგი როგორც გინდა
სახლამდე მიმაცილა მთელი გზა ჩუმად ვიყავით. ცდილობდა არაფერი ეკითხა ქეთიზე. როგორც იქნა მივედით სახლამდე, მადლობა გადავუხადე, დავემშვიდობე და სახლში ავედი. მთელი ღამე გავათენე, ვერ ვიძინებდი და ვფიქრობდი რისი გაკეთება შეიძლებოდა თან ჩემს ნახატს ვუყურებდი. საოცარი იყო მისი ყურება ყველანაირ ხასიათზე შეგეძლო, მწუხარებაც და სიხარულიც ერთად იდო ამ სურათში. მეორე დღეს საავადმყოფოში მისვლისას გავიგე,რომ ქიმიოთერაპიაზე ქეთიმ უარი თქვა. სოფოს უნდოდა ეცადა ყველაფერი რაც შეიძლებოდა, მაგრამ ქეთიმ გარკვევით აუხსნა, რომ მისთვის ბოლო დღეების ბედნიერად გატარება უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ქიმიოთერაპია. საბოლოოდ ექიმიც გაგვესაუბრა და გავიგეთ, რომ იმდენად მძიმე იყო ქეთის მდგომარეობა, რომ ქიმიოთერაპია უბრალოდ წვალება იქნებოდა მისთვის. ყველაფერი ისე გაკეთდა როგორც ქეთის უნდოდა. ბოლო ოთხი თვე ყველაფერ იმას ვაკეთებდით რაც მას უნდოდა. ყველა ოცნება ავუხდინეთ. ამ ნერვიულობის პერიოდში ისიც კი აღმოვაჩინეთ, რომ სოფო ორსულად იყო. ქეთიმ ეს რომ გაიგო გაგიჟდა სიხარულისგან და სოფო დააფიცა,რომ ყველაფერს გააკეთებდა,რომ არ ენერვიულა. სანდროც მეხმარებოდა რაღაცეების გაკეთებაში და ნატასთან ერთად ხშირად სტუმრბდა ქეთის.ერთ დღესაც მივედი საავადმყოფოში დიდი დათვით, მართალია ქეთის უკვე ქონდა დიდი დათვები, მაგრამ ეს ყველაზე დიდი იყო. რომ შევედი სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. სოფო და გიორგი ერთმანეთზე მიხუტებულები ტიროდნენ და აქ მივხვდი რაც მოხდა. ჩემი ქეთი აღარ იყო, ის ეხლა უკვე ანგელოზი იყო. მივედი და სოფოს ვამშვიდებდი, ვეუბნებოდი,რომ ქეთის არ გაეხარდებოდა მისი ცუდად ყოფნა. ბოლოს გიორგიმ სახლში წაიყვანა. მეც გავედი გარეთ და სეირნობა დავიწყე. ისევ იმ პარკში მივედი მე და ქეთის,რომ გვიყვარდა. დავჯექი სკამზე და დავიწყე ტირილი, ყველაფერი გამახსენდა. ცოტა ხანი ვტიროდი, თან ძალიან ხმამაღლა, ჩემს გარდა პარკში არავინ იყო. შემდეგ ჩემს გვერდით ვიღაც დაჯდა და ხელები ძალიან მაგრად შემომხვია. მივხვდი სანდრო,რომ იყო.ცოტა ხანში ხმაც ამოიღო.
-გავიგე რაც მოხდა და მივხვდი,რომ აქ იქნებოდი.ძალიან გთხოვ დამშვიდდი და აღარ იტირო. ეს ქეთის არ მოეწონებოდა, დაიმახსოვრე ,რომ ცხოვრების ბოლომდე ის შენი მფარველი ანგელოზი იქნება.
სანდროს სიტყვებმა მართლა დამამშვიდეს. დიდი ხანი ვისხედით პარკში მარტოები. მე მის მხარზე თავი მედო, მას კი ხელები ქონდა ჩემზე შემოხვეული. უკვე მივხვდი,რომ ძალიან მეძინებოდა.
-სანდრო მე წავალ კარგი?
-მე გაგიყვან მანქანით ვარ.
-კარგი.
სახლში მალე მივედით. სანდროს დავემშვიდობე. სახლში მივედი გადავივლე და დასაძინებლად მოვემზადე. ამ დროს მესიჯი მომივიდა ტელეფონზე.
-(სანდრო)
როგორ ხარ? თუ რამე დაგჭირდა დამირეკე აუცილებლად. ძილინებისა.
მე ვუპასუხე.
(ელენე)
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არაფერი მჭირდება. ძილინებისა.
მერე ეგრევე დამეძინა. დილას უნივერსიტეტში წავედი გამოცდა მქონდა. ანი იქ დამხვდა.
-რას შვები ელე?
-რა უნდა ვშვებოდე. შევდივარ გამოცდაზე.შენ რას შვები?
-მე უკვე ჩავაბარე და დაგელოდები ერთად წავიდეთ.
-კარგიი
გამოცდა წარმატებით ჩავაბარე. მოკლედ ესე გავიდა კიდევ ხუთი თვე. ნელნელა შევეგუე ყველაფერს. სოფოს უკვე დიდი მუცელი აქვს , მე და სანდრო უფრო დავახლოვდით. ჩემი დაც გავაცანი და სიძეც. თითქმის ყოველ დღეს ერთად ვატარებდით. ერთ დღეს სანდრომ სახლში მიმაცილა. მე ძალიან ვთხოვე რომ ჩემთან ამოსულიყო და ყავა დაგველია. ბევრი ვეხვეწე და ამოვიდა.
-ელენე მარტო ცხოვრობ?
-კიი მშობლები გერმანიაში დარჩნენ მე რომ სკოლა დავამთავრე.
ყავა მოვუდუღე და ლაპარაკი დავიწყეთ.
-სანდრო შენ ხომ სამხატვრო აკადებიაში სწავლობ?
-კიი რა იყო?
-დაახლოებით ერთი წლის წინ ფესტივალი რო გაიმართა გახსოვს?
-კიი როგორ არა მეც ვიღებდი მონაწილეობას.
-მართლაა? მოკლედ მე ვიყიდე იქ ნახატი. ძალიან ლამაზი და სახელი არსად არ ეწერა. მერე ჩემმა მეგობარმა მითხრა კარგად დააკვირდი და სადმე სახელი ექნება მიწერილიო, მააგრამ ვერსად ვერ ვიპოვე. მე შენ განახებ ნახატს და მითხარი იცნობ თუ არა. იქნებ იცი ვინ დახატა.
-კარგიი მანახე აბა.
-წამოდი ჩემს ოთახში კიდია.
სანდრო შევიყვანე ოთახში და სურათის წინ დავაყენე.როგორც კი დაინახა სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს? არ მოგწონს?
-ეხლა ისეთ რაღაცას გეტყვი არ დამიჯერებ
-მითხარიი.
-ჩემია ეს ნახატი.
-რააა? მართლა თუ მეხუმრები?
-არა მართლა ხომ გითხარი მეც ვიღები მონაწილეობასთქო.
-აუ რატო არ მიაწერე სახელი?
-უკნიდან აწერია "სანდრო" მაგრამ ეტყობა არც შეგიხედავს.
-ისე დაგიწერია რას შევამჩნევდი.ანუ შენი ნახატის პირველი მყიდველი მე ვარ?
-ეგრე გამოდის.
ცოტა ხანი ერთმანეთს ვუყურებდით და ხმას არ ვიღებდით. მერე ერტმანეთს ვაკოცეთ.
-ელენე მიყვარხარ თან ძალიან
-მეც მიყვარხარ თან ძალიან.
ამის შემდეგ მე და სანდრო სულ ერტად ვიყავით, დავქორწინდით და ჩვენ პირველ შვილს ქეთი დავრქვით.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი Nino

Ver gavige ra emocia gamovxato cudi ar iyo ubralod marili daaklda

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent