შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "15"


16-08-2015, 22:55
ავტორი ჯია
ნანახია 5 223

როგორც ჩაეძინა, ისე გაეღვიძა. ძილშიც გამოუმუშავებია "დანიელთან არ მიკარების ინსტიქტი", საკუთარი თავით კმაყოფილი წამოდგა და აბაზანისკენ გაეშურა.
სიამოვნებით გამოლანძღავდა ნენეს გასაღების დანიელისთვის მიცემისთვის, მაგრამ რადგანაც თქვა რომ დანი მისთვის არ არსებობს, არც არაფერს შეიმჩნევს. თანაც ნენე მომავალი პატარძალია, რა დროს საყვედურებია.
პირსაცოხი შემოიხვია და მხოლოდ ტრუსები ამოიცვა, დანარჩენს ოთახში ჩაიცმევს, საერთოდ არ აპირებს აბაზანაში ჩაცმა-დახურვას, თუ რამე პრობლემა აქვს დანიელს შეუძლია გაიხედოს. მაგრამ არა, უყუროს და ყლაპოს ნერწყვები, შეხებას მაინც არ გააბედინებს!
საძინებელში შევიდა.. დანიელს ისევ ეძინა. ჩემოდნების შემოსატანად გავიდა და რაც შეეძლო ხმაურიანად შეახრიგინა. ლეპტოპი ამოიღო და მუსიკები ჩართო ბოლო ხმაზე, თან ცეკვა-ცეკვით ტანსაცმლის ამოლაგება დაიწყო. როგორც იქნა ლიფებთან ჩააღწია, პირსახოცი შემოიხსნა და ერთ-ერთი ტანზე მოირგო. დანის უკვე ეღვიძა, ან რა დააძინებდა ამ ხმაურში, ჩუმად აკვირდებოდა მიას საქციელებს, თავიდან წამოფრენა და გოგონას მიგუდვა უნდოდა, ახლა კი.. ახლაც წამოფრინდებოდა, მაგრამ სულ "სხვანაირად" მიგუდავდა.

" 'Cause nothin' lasts forever
And we both know hearts can change,
And it's hard to hold a candle,
In the cold November Rain."

მიას საყვარელი სიმღერა დაიწყო და გოგონაც აყვა..
-კარგად მღერი. -როგორც კი სიმღერა მორჩა, დანიელმა როგორც იქნა ხმა ამოიღო. მია მოულოდნელობისგან ოდნავ შეხტა, მაგრამ ბიჭისკენ მაინც არ გაიხედა, გააგრძელა ტანსაცმლის ამოლაგება, თან არჩევდა რა ჩაეცვა.
დალაგდა, მოწესრიგდა და სანდროსთან და გეგასთან გადავიდა. კარებზე დიდ ხანს აკაკუნა, როგორც ჩანს გეგა ისევ არ ჩამოსულა და სანდრო ალბათ ნენესთან არის. კიბეები ჩაირბინა და დაქალის ბინას მიადგა.

-ვაიმეეე, როდის ჩამოხვედი? -შეჰკივლა ნენემ მონატრებული დაქალის დანახვისას და კისერზე შემოეხვია.
-დღეს გვიან ღამით.. ნუ დამახრჩვე. -გაეცინა მიას, ნენე ოდმავ მოიშორა და მერე გემრიელად ჩაკოცნა. -სად არის სიძე?
-ოთახშია, ძინავს.. მოიცა გავაღვიძებ.
-შეეშვი ეძინოს, მე და შენ საჭორაო გვაქვს. თან ყავა დამალევინე. -თვალი ჩაუკრა ნენეს და სამზარეულოსკენ გაემართა.
ყავაც დალიეს, ბევრიც იჭორავეს. ნენემ მოუყვა, როგორ თხოვა სანდრომ ხელი, მია აღფრთოვანებას ვერ მალავდა.. ქორწილის ამბებზეც თქვეს ერთი-ორი სიტყვა, თუმცა გადაწყვიტეს სერიოზული მზადება ორი დღის შემდეგ დაეწყოთ. დღეს ნენეს ნიშნობა და მიას ჩამოსვლა არის აღსანიშნი, იმდენი უნდა დალიონ, რომ ხვალ მთელი დღე გამოსაფხიზლებლად დასჭირდებათ. ნენემ ვერ მოითმინა და ნათიას ამბები მაინც მოუყვა.. ცოტათი შეეცოდა დანი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი შეიმჩნია. არც ის კოცნა უხსენებია და არც პრეტენზია გამოუთქვამს იმის შესახებ, რომ ბიჭი ახლა მიას საძინებელში ნებივრობდა.
-გადავალ ახლა სახლში და საღამოს გადმოდით, არ გვინდა არსად წასვლა, ჩემთან ჩავუჯდეთ. -უთხრა მიამ და გასასვლელისკენ დაიძრა.
-სანდრო, როგორც კი გაიღვიძებს გადმოვალთ. პროდუქტებზე წავიდეთ, მე რაღაცეებს მოვამზადებ, შენ მიყურე. -გადაიკისკისა ნენემ.
-ნუ დამცინი! მეც მოგეხმარები.. -თვალი ჩაუკრა და კიბეებზე ჩაირბინა.

-აბა, სად არის ჩემი ყველაზე ლამაზი ცოლის და? -აროხროხდა სანდრო, კარები დანიელმა გაუღო და წყვილი სახლში შეატარა.
-აქ ვარ სიძე. -გამოხტა სამზარეულოდან და ბიჭს კისერზე ჩამოეკიდა. -მომენატრე.
-მეც, შე გადარეულო.
-მია, ისა.. დანიელის აქ ცხოვრებას რაც შეეხება.. -აბლუკუნდა ნენე.
-ვინ არის დანიელი? -შეაწყვეტინა დაქალს მიამ და გაოცებული სახე მიიღო.
-რა დანიელი ვინ არის? -ვერ მიუხვდა ნენე, სანდრო კი ყველაფერს მიხვდა და სულ აწითლდა სახეზე სიცილის შეკავებისგან.
-მე დანიელს არავის ვიცნობ. -ნიშნის მოგებით თქვა მიამ და დივანზე ჩამოჯდა.
-როგორც აღმოჩნდა, მიასთვის არ ვარსებობ და არ მიმჩნევს. -აუხსნა დანიელმა გაუგებრობაში მყოფ ნენეს. -ხოდა ძალიან კარგი, რამდენი ხანი გაძლებს ვნახოთ. - ძალიან ახლოს მიუჯდა მიას, თუმცა არ შეხებია და ირონიულად გადახედა გოგონას.
-მე და ნენე პროდუქტებზე წავალთ. -ვითომ დანის ხმა არც კი გაუგია და ფეხზე წამოხტა.
-მგონი ჯობია, მე და უხსენებელი წავიდეთ, თქვენ კი აქაურობა მიალაგოთ. -აფხუკუნდა სანდრო.
-ხო ეგრე ჯობია, -დაეთანხმა ნენეც.

-ახლა აღარც ჭამის თავი მაქვს და აღარც დალევის.. -დივანზე მიესვენა მია, შეწუხებული სახით.
-აუჰ, მაინც რამდენი რამე გააკეთე. -გაეცინა სანდროს. მიამ ისეთი მკვლელი მზერით გახედა, ბიჭმა ხელები ჰაერში აწია, გნებდები და ხმას არ ვიღებო.
-მოდით ახლა, დავსხდეთ. -დაუძახა ნენემ მეგობრებს და მაგიდას მიუჯდა.
-მიას გაკეთებული რომ პირდაპირ ნაგავში გადავყაროთ არა? -დანიელი მაქსიმალურად ცდილობდა გოგონას გამოწვევას, თუმცა უშედეგოდ. ნენემ დაუბრიალა სამაგიეროდ თვალები და ანიშნა საკმარისიაო.
-სან, დაგვისხი რა. -გახედა შეყვარებულს და ჭიქა გაუწოდა.
-დასალევად კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს. -წარბები აათამაშა მიამ.
-რა? -დაინტერესდა სანდრო.
-აუ, პირველი ნოემბერი შემოდის. -მოვეზრებულად ჩაილაპარაკა ნენემ.
-მერე? -ვერ მიუხვდა სანდრო.
-მიყვარს ნოემბერი, ჩემი თვეა. -ამაყად თქვა მიამ.
-წვიმა თუ დაიწყო, კარები გადარაზეთ, თორემ ვერ დავაკავებთ სახლში. -თვალები გადაატრიალა ნენემ, რაზეც მიას მუჯლუგუნი დაიმსახურა.

ბევრი დალიეს, კარგად ერთობოდნენ მიუხედავად იმისა, რომ დანი არ წყვეტდა მიას კბენას, მია კი ცოცხალი თავით არ იმჩნევდა ბიჭს. უკვე 3 საათი სრულდებოდა, როცა ნენე აივნიდან შემოვარდა გახარებული.
-მია, გაწვიმდა, შეგიძლია დატკბე. -ახარა დაქალს და გადაიკისკისა.
-ცოტას გავისეირნებ და მოვალ, თან სასმელიც აღარ გვაქვს წამოვიღებ. -ფეხზე წამოხტა მია და პასუხს არც დაელოდა, სახლიდან გავარდა, კიბეები ერთ ამოსუნთქვაში ჩაირბინა და.. მთელი წელი ელოდება ხოლმე ამ დღეს. ამ დროს ყველაზე ბედნიერია.. უყვარს ნოემბერი, ნოემბრის წვიმა. ნელ-ნელა დაუყვა ქუჩას, წვიმის წვეთები სახეს უსველებდნენ და სიხარულისგან ცქმუტავდა. მეტი რა არის საჭირო მიასნაირი მეოცნებე ადამიანის ბედნიერებისთვის? ალბათ, მუსიკა, დაავიწყდა ყურსასმენების წამოღება, მაგრამ ახლა სახლში ამბრუნებელი ნამდვილად არ იყო. არა, მუსიკის გარდა არის კიდრვ რაღაც.. ან ვიღაც. რა კარგი იქნებოდა ახლა გვერდით საბა ყავდეს. მოზღვავებულად იგრძნო მარტოობა და შეეშინდა.. მას ხომ საშინლად ეშინია მარტოობის. დანიელი? რატომ შემოუჩნდა, რატომ ეპარება ყოველთვის ფიქრებში? ვერ გაეგო, საბა უნდოდა გვერდით თუ დანიელი.
-მია! - გაიგონა ნაცნობი ხმა, თავიდან იფიქრა ხომ არ მომესმაო, შეტრიალდა და...

-----------

ვიცი ძალიან პატარა თავია, მაგრამ დღეს მეტის დაწერა ვერ მოვახერხე.

გკოცნით!



№1  offline მოდერი ჯია

Peke--
Au cota meti vnebata gelva chaurte da sul suul kargi iqnebaa


მომდევნო თავში ვგეგმავ :) :*

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჩემო ჯია როგორც ყოველთვის უკარგესი იყავი. ძალიან მიყვარხარ იცი და შენი ისტორიებიც ძალიან მიყვარს <3 დიიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ და ბევრი დამიგროვდა წასაკითხი მაგრამ ყველა ერთად წავიკითხე და ძალიან მაგარი იყო <3 მეთვითონ ვწერ და ვიცი თუ რა სასიხარულოა როდესაც შენს ნაშრომს და ნაწვალებს გიფასებენ და კომენტარს გიწერენ <3 ამიტომ არ ვიშურებ იმ ადამიანისთვის კომენტარებს ვინც უნიჭიერესია და ამდენს წვალობს მხოლოდ იმისთვის რომ მკითხველს ასიამოვნოს (რათქმაუნდა მხოლოდ ეს არაა და თვითონაც იღებ სიამოვნებას წერისგან მაგრამ მთავარი ხომ მკითხველი და მათი აზრია) ძალიან მაგარ ისტორიებს წერ. თითქმის ყველა მაქვს წაკითხული და ველი შემდეგ თავს.. <3

 


№3  offline წევრი მთვარეული

ჯია ყოველი ახალი თავის წაკიუთხვის მერე საოცარი ემოციებით დატვირთული და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვრჩები როგორ ხარ ასეთი ნიჭიერი და ასეთი კარგი!
საოცრად მომწონხარ და საოცრად მომწონს შენი ყველა ისტორია <3

 


№4  offline მოდერი ჯია

ტომაჩკა
ჩემო ჯია როგორც ყოველთვის უკარგესი იყავი. ძალიან მიყვარხარ იცი და შენი ისტორიებიც ძალიან მიყვარს <3 დიიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ და ბევრი დამიგროვდა წასაკითხი მაგრამ ყველა ერთად წავიკითხე და ძალიან მაგარი იყო <3 მეთვითონ ვწერ და ვიცი თუ რა სასიხარულოა როდესაც შენს ნაშრომს და ნაწვალებს გიფასებენ და კომენტარს გიწერენ <3 ამიტომ არ ვიშურებ იმ ადამიანისთვის კომენტარებს ვინც უნიჭიერესია და ამდენს წვალობს მხოლოდ იმისთვის რომ მკითხველს ასიამოვნოს (რათქმაუნდა მხოლოდ ეს არაა და თვითონაც იღებ სიამოვნებას წერისგან მაგრამ მთავარი ხომ მკითხველი და მათი აზრია) ძალიან მაგარ ისტორიებს წერ. თითქმის ყველა მაქვს წაკითხული და ველი შემდეგ თავს.. <3


მთვარეული
ჯია ყოველი ახალი თავის წაკიუთხვის მერე საოცარი ემოციებით დატვირთული და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვრჩები როგორ ხარ ასეთი ნიჭიერი და ასეთი კარგი!
საოცრად მომწონხარ და საოცრად მომწონს შენი ყველა ისტორია <3


ვაიმე, ბავშვებო, რა გითხრათ არ ვიცი! ვგიჟდები მე თქვენზე love მახარებთ, მაბედნიერებთ და არ ვიცი რა. ყველანაირი დადებითი ემოციით მავსებთ თქვენი სითბოთი და სიყვარულით!! love
ძალიან დიდი მადლობა!

 


№5  offline წევრი tat cullen

აუ ნუ აგვიანებ და დიდი თავები დადე რა :( სულ ველოდები ხოლმე

 


№6  offline მოდერი ჯია

tat cullen
აუ ნუ აგვიანებ და დიდი თავები დადე რა :( სულ ველოდები ხოლმე


არ ვაგვიანებ :) .. მადლობა რომ კითხულობ და ელოდები ❤️

 


№7  offline წევრი სესილია

ძალიან მომეწონა, ახალ თავს ველოდებიი winked

 


№8  offline მოდერი ჯია

სესილია
ძალიან მომეწონა, ახალ თავს ველოდებიი winked

მადლობაა love

 


№9  offline წევრი Winchester ))

ძალიან მაგარი ხაარ ❤ აიი სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი კარგიაა ❤
მიყვარხარ მე შეენ ❤ ❤ ❤ ^_^

 


№10  offline წევრი buubbuuu)))

Ramm pam pararaam ^-^ xpda isa sd gavcherdii? Aa xoo danim ro sauxzaxa xo? Uechveli danieli iyo :D ^-^
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№11  offline მოდერი ჯია

Winchester ))
ძალიან მაგარი ხაარ ❤ აიი სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი კარგიაა ❤
მიყვარხარ მე შეენ ❤ ❤ ❤ ^_^


ძალიან ძალინ დიდი მადლობაა ❤️❤️❤️

buubbuuu)))
Ramm pam pararaam ^-^ xpda isa sd gavcherdii? Aa xoo danim ro sauxzaxa xo? Uechveli danieli iyo :D ^-^


როგორ გიყვარს დანი :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent