შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "16"


17-08-2015, 16:43
ავტორი ჯია
ნანახია 5 030

მიას პირდაპირ დანიელი იდგა, გოგონამ ისევ არ შეიმჩნია, მიტრიალდა და ისევ აუჩქარებლად გააგრძელა გზა. დანი წამოეწია და მის გვერდით განაგრძო სიარული. წვიმამ იმატა, თუმცა ნაბიჯი არც ერთს არ აუჩქარებია. მია დუმდა, დანიელიც დუმდა, ხანდახან თუ გახედავდა გოგონას, თუმცა საპასუხო გამოხედვას ვერ იღებდა. არადა, გაეხარდა მიას ბიჭის დანახვა, მაგრამ გამომჟღავნების უფლება სიამაყემ არ მისცა, სიმთვრალემაც კი ვერ გადააბიჯა მის თავმოყვარეობას.
მიამ მაღაზიას მოჰკრა თვალი და მისკენ გაემართა.
-ნენე და სანდრო წავიდნენ, ეძინებოდათ. აღარ გინდა არაფრის ყიდვა. -უთხრა დანიმ, როდესაც ალკოჰოლური სასმელების სექციასთან მივიდნენ. მიამ უსიტყვოდ აიღო წითელი ნახევრად ტკბილი ღვინის ბოთლი და სალაროსკენ გაემართა. დანი აღარ გაყოლია, იდგა გაშეშებული და მუჭებ შეკრული. ....ში ამოუვიდა გოგონას საქციელები, აუცილებლად უნდა მოახერხოს სიტუაციის მის სასიკეთოდ მობრუნება. უცებ დაიძრა და უკვე გარეთ გასულ მიას დაეწია.
-მომბეზრდა ჩემს თავთან ლაპარაკი! -მაჯაში ხელი ჩაავლო და მისკენ მიატრიალა.
-დანიელ, შემეშ...- აღარ დააცადა მიას წინადადების დასრულება, თავისთან ახლოს მიიზიდა და ბაგეებს მოწყურებულივით წაეტანა. ამ წამს მიამ თავისი სიამაყე და თავმოყვარეობა ჯანდაბაში მოისროლა. თითქოს გოგონას გული და სხეული ელოდა ამ კოცნას და არც ერთი აქცევდა ყურადღებას გონების გამოძახილებს. მიას სიამოვნებისგან მუხლები ეკვეთებოდა და რომ არ წაქცეულიყო დანის ძლიერად მოხვია კისერზე ხელები. ბედნიერების ზენიტს აღწევდა და იმდენი ენდორფინი გამოყო, ალბათ მინიმუმ ერთი კვირა მოუნდებოდა აღდგენას.
-რას მეუბნებოდი? -ვნებამორეული და ირონიული ხმით ჰკითხა დანიმ, გაუღიმა და კოცნისგან აწითლებულ მიას ტუჩებს მოწყვეტით შეეხო.
-წამოდი, მე და შენ დავლიოთ. - მიამაც გაუღიმა ბიჭს და ბოთლი ხელში აათამაშა. დანიმ გოგონას რეაქციით კმაყოფილმა, ხელი გადახვია მიას და სახლის გზას აუყვნენ.
სულ სველები იყვნენ, გადაივლეს, გამოიცვალეს და მისაღებში დავანზე ჩამოსხდნენ.
-გიყვარს წითელი ღვინო? -ჰკითხა დანიმ.
-ძალიან. - გაუღიმა მიამ და სასმლით სავსე ჭიქა გაუწოდა ბიჭს. -განსაკუთრებით, უხდება წიგნების კითხვას.
-ხო, კითხვა რომ გიყვარს, შევამჩნიე. -გაუღიმა და წიგნების კარადას გახედა. -ახლა რას კითხულობ?
-გელაშვილის „ამბრნი, უმბრნი და არაბნი.“
-რაზეა?
-სიყვარული, რომ ამოუხსნელი დიდი საიდუმლოა, იმაზე. - გაუღიმა მიამ და სასმელი მოსვა.
-წავიკითხავ.
-წაიკითხე. -თვალი ჩაუკრა გოგონამ და მაცდურად გაუღიმა. დანი ახლოს მიუჩოჩდა, თავზე შემოხვეული პირსახოცი შემოხსნა და თმაზე დაუწყო თამაში. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და უღიმოდნენ, თითქოს მხოლოდ იმ მომენტით ცხოვრობდნენ და მათ ირგვლივ არავინ და არაფერი არსებობდა, არც დრო.
დანი საკოცნელად წაიწია, წამით უკან დაიხია მიამ, თუმცა მერე თავადვე გამოიჩინა ინიციატივა და ვნებიანად დაისაკუთრა ბიჭის ტუჩები. გაშმაგებულებივით ხდიდნენ ერთმანეთს და საძინებლისკენ მიდიოდნენ, ისე რომ კოცნა არ შეუწყვეტიათ. საწოლზე მოწყვეტით დაეცნენ და ერთად გადაეშვნენ ნირვანაში.

დანიელის გულზე მიასვენა თავი და ბიჭის სხეულზე თითებით დაიწყო თამაში.
-ღვინო დარჩა? -იკითხა უცებ.
-მგონი კი.
მია წამოხტა, დანის პერანგი მოიცვა და მისაღებში გავიდა, მალევე შემოტრიალდა ბოთლით ხელში და საწოლზე ფეხებით ახტა.
-ადექი მივდივართ!
-სად? -გაუკვირდა დანის და საწოლზე წამოჯდა.
-სახურავზე. -თვალი ჩაუკრა გოგონამ.
-გაგიჟდი ხომ? -გაეცინა ბიჭს.
-მინდა რომ ეს ერთი თვე სიგიჟეები ვაკეთოთ, ყველა და ყველაფერი დავივიწყოთ. თუ თანახმა ხარ ადექი, თუ არადა ეს ღამეც შეცდომა ყოფილა, ჩაბარგდები და ამჯერად მართლა სამუდამოდ წახვალ. -დანის წინ ჩაიმუხლა გოგონა და ეს ყველაფერი ღიმილით ჩაურაკრაკა.
-თანახმა ვარ. -გაუღიმა დანიმაც.
-ხოდა ადექი. - ცხვირზე თითი დაჰკრა მიამ და საწოლიდან გადმოხტა.
-შენ ეგრე მოდიხარ? -იკითხა დანიმ, როდესაც დაინახა, რომ გოგონამ მხოლოდ კედები ამოიცვა, ზემოთ კი მისი პერანგი ეცვა.
-არ მოგწონვარ? -დემონსტრაციულად დატრიალდა მია და თან თავი აითვალიერა. - მე მომწონს.
-მეც მომწონს, მაგრამ არ გამიცივდე. - მიუხალოვდა გოგონას და ხელები წელზე მოხვია.
-ხოდა, შენ გამათბე. -გადაიკისკისა მიამ და ბიჭს ხელებიდან დაუძვრა, ბოთლი ისევ აიღო ხელში, მეორე ხელი დანის ჩაკიდა და სახლიდან გავარდა.

-მოდი ვითამაშოთ. -სახურავზე ლამაზი ხედის წინ მოკალათების შემდეგ, სიჩუმე დაარღვია მიამ.
-რა ვითამაშოთ?
--სხვა სახელები დავირქვათ, ვითომ მე მია არ ვარ და შენ დანი.
-მაგალითად?
-მე პაოლა ვიქნები.
-პაოლამ სიკვდილით დაამთავრა, არ გვინდა. -მიუხვდა დანი ვინ პაოლაც იგულისხმა გოგონამ.
-კარგი, მაშინ ჩვენით შევქმნათ პერსონაჟები.
-მოდი, დღეს დანი და მია ვიყოთ და ხვალიდან დავიწყოთ. - გაუღიმა მიას და შეუბლზე აკოცა.
-კარგი. -გაუღიმა მანაც და დანის მკლავებში კომფორტულად მოკალათდა. უცებ თითქოს რაღაც გაახსენდაო და ფეხზე წამოხტა. -ერთი პირობით!
-რა პირობით? -ჰკითხა დანიმ, თან ღვინო მოსვა ბოთლიდან.
-ჩვენს თამაშზე მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება.
-კარგი, თანახმა ვარ. ახლა მოდი ჩემთან და ნუ დახტიხარ გიჟივით. -გაეცინა დანის და მასთან მისკუპებულ მიას ხელები მოხვია.

დილით ტელეფონის გაბმულმა ზარმა გააღვიძა.
-მმმ..-სიტყვის ამოღერღვის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.
-სად ხართ? კარები ლამის ჩამოვიღეთ. - ნენეს კივილი პირდაპირ ტვინში მოხვდა და თავი უფრო მეტად ასტკივდა. გაუთიშა და ფეხზე წამოიზლაზნა, ისევ დანის პერანგი შემოიცვა და მეგობრებს კარი გაუღო.
-ნორმალურები ხართ? გული გამისკდა! რა არ ვიფიქრე..- შემოვარდა ქოთქოთით ნენე.
-ნუ კივი ნენე! თავი მისკდება. -სახე დამანჭა მიამ და ხელი თავზე მიიდო. - რომელი საათია?
-12 საათია, გვშია და წავიდეთ სადმე. -უპასუხა სანდრომ და დივანზე მოკალათდა.
-აუუ, 4 საათიც არ მიძინია. -ამოიწუწუნა მიამ და ბარის მაგიდაზე თავით დაემხო.
-9 საათამდე რას აკეთებდი? -გაუკვირდა ნენეს.
-ჯერ ვისეირნეთ, მერე დავლიეთ, მერე კიდევ სახურავზე გავაგრძელეთ სმა და დაგვათენდა რა. - თავის აუწევლად აუხსნა დაქალს. ნენემ და სანდრომ ერთმანეთს და გაეღიმათ, მიხვდნენ რომ შერიგდნენ.

-მიდი გადაივლე, მოხვალ ცოტა აზრზე. მე მანამდე დანიელს გავაღვიძებ. -წამოდგა სანდრო და საძინებელში გავიდა. მია არ განძრეულა.
-ადექი ახლა, თორემ ვიკივლებ.
-ხმა არ ამოიღო! მეზიზღება შენი წიკვინი. - თავი წამოყო მიამ და აბაზანის კარებს გახედა, რაღაცნაირად შორსი მანძილი მოეჩვენა იქ მისასვლელად.
-ადექი მეთქი! -ისევ გაუმეორა ნენემ და დაქალი წამოაგდო, მიაც ბუზღუნით შევიდა შხაპში.

თბილმა წყალმა ოდნავ გამოაფხიზლა. საერთოდ არაფერზე ფიქრი აღარ უნდოდა, არც გუშინდელი ღამის გადახარშვას აპირებდა და არც მომდევნო ერთი თვის. იცოდა რომ, ეს თვე, ბოლო ბედნიერი ნოემბერი იყო მისთვის, რადგან არასოდეს აღარ გაეხარდებოდა ნოემბრის დადგომა. ეს თვე ყოველთვის ღალატს გაახსენებს და არასოდეს მოასვენებს სინდისის ქენჯნა, მაგრამ ახლა ამაზე არ უნდა იფიქროს. ცხოვრებაში პირველად აძლევს საკუთარ თავს უფლებას იცხოვროს მხოლოდ დღევანდელი დღით და არ იდარდოს რა იქნება ხვალ. ხოდა ყველანაირად დატკბება ამ დღეებით, დანიელთან ერთად.



№1  offline წევრი tskvito

zalian momwons.... au eseni ertad datove ra gtxov cudad ar daamtavro tore ver gadavitaan:) :) :)

 


№2  offline წევრი tamuna.s

რატომღაც მგონია რომ ცუდათ დაამთავრებ და ძალიან დამწყდება გული.:(( ძალიან გთხოვ დანი და მია ერთად დატოვე და არ გვინდა ტრაგიგული ფინალი რა :)) <3

 


№3  offline წევრი tskvito

tamuna lobjaidze
რატომღაც მგონია რომ ცუდათ დაამთავრებ და ძალიან დამწყდება გული.:(( ძალიან გთხოვ დანი და მია ერთად დატოვე და არ გვინდა ტრაგიგული ფინალი რა :)) <3

xo mec ratomgac mase mgonia... ar minda ise daamtavros rogorc paolam

 


№4  offline მოდერი ჯია

tskvito
zalian momwons.... au eseni ertad datove ra gtxov cudad ar daamtavro tore ver gadavitaan:) :) :)

tamuna lobjaidze
რატომღაც მგონია რომ ცუდათ დაამთავრებ და ძალიან დამწყდება გული.:(( ძალიან გთხოვ დანი და მია ერთად დატოვე და არ გვინდა ტრაგიგული ფინალი რა :)) <3


გოგოებოო, მადლობა რომ კითხულობთ ❤️❤️❤️
არ მინდა წინასწარ ლაპარაკი, მერე არ თქვენთვის აღარ იქნება საინტერესო წასაკითხი და არც ჩემთვის საინტერესო დასაწერი, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ რომ სიკვდილი გამორიცხულია! არასდროს, არც ერთ ჩემს ისტორიაში არ მოვკვლავ საყვარელ პერსონაჟებს !

 


№5  offline წევრი buubbuuu)))

Jiaa shen ar ici rogor miyvars me paola foresti ai vgijdebi chemi erterti sayvareli personajia da miuxedavad imisa rom arcise sazarbielo cxovreba hqpnda mainc samagalitoa ♥♥♥ deda rogor miyvars ra
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№6  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
Jiaa shen ar ici rogor miyvars me paola foresti ai vgijdebi chemi erterti sayvareli personajia da miuxedavad imisa rom arcise sazarbielo cxovreba hqpnda mainc samagalitoa ♥♥♥ deda rogor miyvars ra


მეც ძალიან ძალიან მიყვარს პატარა დიასახლისი ❤️

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

რაღაც არ მევასება ამ გოგოს საქციელები და იმედია.მალე გამოასწორებს დანაშაულს არც საბას ატკენს და არც დანის. ნუ ვიცი ეს რო გარდაუვალია მარა იმდენი არქნას ბაში გადაუვიდეს. დანი მეცოდება და ესევე საბაც ეს გოგო კი რაღაც არმომწონს და მომკალით:დ

 


№8  offline მოდერი ჯია

ტომაჩკა
რაღაც არ მევასება ამ გოგოს საქციელები და იმედია.მალე გამოასწორებს დანაშაულს არც საბას ატკენს და არც დანის. ნუ ვიცი ეს რო გარდაუვალია მარა იმდენი არქნას ბაში გადაუვიდეს. დანი მეცოდება და ესევე საბაც ეს გოგო კი რაღაც არმომწონს და მომკალით:დ

შენი აზრია და არაფერში გედავები :))

 


№9  offline წევრი tskvito

ტომაჩკა
რაღაც არ მევასება ამ გოგოს საქციელები და იმედია.მალე გამოასწორებს დანაშაულს არც საბას ატკენს და არც დანის. ნუ ვიცი ეს რო გარდაუვალია მარა იმდენი არქნას ბაში გადაუვიდეს. დანი მეცოდება და ესევე საბაც ეს გოგო კი რაღაც არმომწონს და მომკალით:დ

sheni istoriit sad daikarge?....

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

tskvito
ტომაჩკა
რაღაც არ მევასება ამ გოგოს საქციელები და იმედია.მალე გამოასწორებს დანაშაულს არც საბას ატკენს და არც დანის. ნუ ვიცი ეს რო გარდაუვალია მარა იმდენი არქნას ბაში გადაუვიდეს. დანი მეცოდება და ესევე საბაც ეს გოგო კი რაღაც არმომწონს და მომკალით:დ

sheni istoriit sad daikarge?....

მე მეკითხები?

 


№11  offline წევრი სესილია

ყოველი ახალი ნაწილი უმაგრესია, ველოდები ახალ თავს winked

 


№12  offline მოდერი ჯია

სესილია
ყოველი ახალი ნაწილი უმაგრესია, ველოდები ახალ თავს winked

მადლობაა love საღამოს დავდებ :* :*

 


№13  offline წევრი Winchester ))

ყოოჩააღ კარგიაა ძალიააან ❤

მიყვარხარ მე შეენ ^_^

 


№14  offline მოდერი ჯია

Winchester ))
ყოოჩააღ კარგიაა ძალიააან ❤

მიყვარხარ მე შეენ ^_^


მადლობა, საყვარელო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent